среда, 20 ноября 2019 г.

რატომ აღარ გვაქვს ძველი ბუღალტერია?

რატომ აღარ გვაქვს ძველი ბუღალტერია?

„ჩვენ უბრალოდ  ბუღალტერია კი არ გვაქვს, არამედ სერვისული კომპანია“, - მოგვმართავს კომპანიის „აღრიცხვის დიალოგის“ ხელმძღვანელი მალიკა კენჟეევა. ბუღალტრული მომსახურება ფინანსურ კონსალტიგად გარდაიქმნება - ერთდროულად უნდა იყოთ ბუღალტერი, ფინანსისტი, იურისტი. ჩამოყალიბდა თუ არა ეს ბაზარი ყაზახეთში, ვინ და როგორ ადგენს ფასებს აუტსორსინგის მომსახურებაზე,  რამდენს დაზოგავს მეწარმე, თუ უარი თქვა განაკვეთის მქონე ბუღალტერზე? ამის შესახებ საქმიანი საინფორმაციო ცენტრის Kapital.kz კორესპონდენტს განუცხადა კომპანიის „აღრიცხვის დიალოგის“ ხელმძღვანელმა მალიკა კენჟეევამ.

—  მალიკა, რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კომპანიის გახსნა, და არა დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობა?
— კომპანია თანადამფუძნებელთან ერთად 2009 წელს გავხსენით. მანამდე, ბუღალტრად მუშაობისას, მე ვხედავდი, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება სხვანაირად შეიძლებოდა, შეიძლებოდა  ბიზნეს-პროცესების გარდაქმნა. მე მქონდა ამბიციები, მინდოდა ცვლილებების შეტანა ფინანსების მართვაში.
—  2009 წელი, ალბათ, არ იყო საუკეთესო დრო ბიზნესის დასაწყებად? რა  შეცდომები გქონდათ?
— უნდა არსებობდეს სწორი ბიზნეს მოდელი, ყველაფერი თავიდანვე სწორად უნდა დაიგეგმოს. შეცდომები გვქონდა პერსონალთან მუშაობისას. კლიენტები გვყავდა. იმიტომ, რომ კრიზისის დროს კომპანიები ამცირებდნენ შტატს, ანგარიშები კი ჩასაბარებელი იყო.
— კომპანია არსებობს 2009 წლიდან, მაგრამ 2018 წლის მარტიდან მუშაობა დაიწყო ფრანშიზის ღრუბლოვანმა სერვისმა „1C: ბუღმომსახურება“. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
— 2009 წელს ბუღალტრული აუტსორსინგის ბაზარი არ ყოფილა სათანადოდ ჩამოყალიბებული. ახლაც კი შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთი კონკრეტული დარგი არ არსებობს. დიახ, არსებობს საქმიანობის გარკვეული ფორმა, უამრავი კომპანია. მაგრამ ერთიანი სტანდარტი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს აუთსორსინგი, დარგობრივი ასოციაცია, ბიზნესის წარმართვის ეთიკა აუტსორტინგის ნაწილში, ჯერ არ შექმნილა. ყველა კომპანია მოძრაობს თავისი მიმართულებით. ჩვენ ასევე გვესმოდა, რომ ეს სპეციფიკური ბიზნესია: ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ ჩვენს კლიენტებზე, რადგან ვმართავთ მათ ფინანსებს, პარტნიორებთან ურთიერთანგარიშსწორებას, ურთიერთობებს საგადასახადო ორგანოებთან, ყველა სახელმწიფო ორგანოსთან. მთელი ეს სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს მხოლოდ კანონს და იყოს გამჭვირვალე. სურვილი გვქონდა, რომ ეს უკვე სტანდარტიზებული ყოფილიყო, და ვეძებდით შესაბამის ფრანშიზს. „1C: ბუღმომსახურებას“ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ჯერ კიდევ 5 წლის წინ, როდესაც ისინი პირველად გაიხსნა რუსეთში, ჩვენ გავუგზავნეთ მათ მოთხოვნა. ეს არის დიდი კომპანიის 1C განშტოება, რომელიც აწარმოებს სოფტს ბუღალტრებისთვის. ისინი ადგენენ სტანდარტებს ყველა საბუღალტრო  კომპანიისთვის.
— რამდენად არის ხელმისაწვდომი?
— რეალურად ძვირადღირებული ფრანშიზი არ არის. ჩვენ გაგვიმართლა კიდევ. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც მას ტესტირება ჩაუტარა ჯერ კიდევ ბაზარზე ოფიციალურად გაშვებამდე, შევისწავლეთ მათი სტანდარტები. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ როიალტი შეადგენს 7.5%-ს, ერთჯერადი შესატანი უნდა შეუთანხმდეს მმართველ კომპანიას, რადგან თითოეულისთვის შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პირობები.
— მაგრამ მაინც, რატომ გადაწყვიტის ფრანშიზის შეძენა, როდესაც ბაზარზე უკვე გქონდათ  საკუთარი გამოცდილება?
— ფრანშიზის ბიზნესი კარგია მათთვის, ვინც ახლახან იწყებს მუშაობას ან ვისაც სურს გლობალური ტრანსფორმაცია. ჩვენ ყველაფერი შევცვალეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნულიდან დავიწყეთ. წინა პერიოდიდან ჩვენი გამოცდილებაც გავითვალისწინეთ. ხოლო ბიზნეს გეგმა, მარკეტინგის გეგმა, მომსახურების სტანდარტები, მოთხოვნები თანამშრომლების მიმართ  - ყველაფერი ახალია.
—  ეს გავლენას მოახდენს მომსახურების ფასებზე? არსებობს რაიმე კრიტერიუმები აუთსორსინგის ფასის დასადგენად?
— ბაზარზე საბუღალტრო მომსახურების ღირებულება ძალიან განსხვავებულია. ეს არ არის საქონელი, რომლის რეალური ღირებულების ცოდნა შესაძლებელია. ყველაფერს განსხვავებული ღირებულება აქვს - ვიღაც ყიდის 20 ათასად, ვიღაც კი 150 ათასად. თავად მყიდველს არ ესმის, რაშია თქვენი ღირებულება. „1C: ბუღმომსახურება“-ში არის ზუსტი პრეისკურანტი, დანართი, აუტსორსერის პროგრამა, რომელიც ითვლის ყველა დოკუმენტურ ოპერაციას, სამეურნეო ოპერაციებს. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ანგარიში, რა ოპერაციები, რამდენი დოკუმენტი გატარდა, რამდენი ანგარიში იქნა ჩაბარებული და რა  ღირებულებისაა ეს ყველაფერი.
— რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი თქვენთვის?
— თავად ბიზნესი ჩვენთან დაბალმარჟინალურია. 20% - ეს ჭერია, რომლითაც შეიძლება ფულის შოვნა. მაგრამ ახლა ბაზარი იზრდება, იცვლება მუშაობის სტრუქტურა. ჩვენ ვხდებით არა მხოლოდ ბუღალტრები, მოანგარიშეები, არამედ ვმუშაობთ რთული ამოცანების გადაჭრაზე, ბიზნესში ვქმნით გარკვეულ მექანიზმებს, რათა რამდენიმე მიმართულებების მქონე კომპანიებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ და მართონ ფინანსები. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ფინანსური კონსალტინგი. ახლა ბუღალტერი ხდება უნივერსალი - ის უნდა იყოს ფინანსისტიც, იურისტიც და ეკონომისტიც. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ ამოცანების გადაჭრაზე და გვესმის, რომ ბაზარზე მათზე მოთხოვნაა.  ამის წყალობით  ჩვენი მომგებიანობა იზრდება.
—  როგორ არის საქმე კადრებთან დაკავშირებით? არიან ბაზარზე ასეთი უნივერსალური სპეციალისტები?
— ჩვენს კომპანიაში შემთხვევითი ადამიანები არ არიან. არიან თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ კომპანიის დაარსების დღიდან. ჩვენ ვცდილობთ მათ სწავლებას. ფრანშიზის პირობების თანახმად, არსებობს მთავარი ბუღალტრის სერტიფიკაციები, ბევრი ტესტი ტარდება შედეგიანობაზე, სტრესისადმი გამძლეობაზე, კომუნიკაბელურობაზე, გუნდურ მუშაობაზე. და, რაც მთავარია, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ იყვნენ სასარგებლო და კლიენტებზე ორიენტირებული. ჩვენთან უბრალოდ ბუღალტერია კი არ არის, ჩვენ სერვისული კომპანია ვართ. ძველი გაგება, როდესაც მთავარი ბუღალტერი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და ვისთანაც გენერალურ დირექტორსაც კი არ შეუძლია შესვლა დაკაკუნების გარეშე, უკვე აღარ არსებობს. მე თვითონ ვარ მეწარმე. ჩვენ გვესმის, რომ მეწარმეს აქვს მრავალი სხვა ამოცანა, რომელთა მოგვარებაა საჭირო. ეს ეხება გაყიდვებს, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენ ვიღებთ ჩვენს თავზე რუტინულ საბუღალტრო სამუშაოს.
— როგორ შეიცვალნენ კლიენტები 9 წლის განმავლობაში, რაც თქვენ მუშაობთ?
— ახლა უფრო ადვილია, არსებობს აუთსორსინგის გააზრება. მათ იციან, რა შეუძლიათ მოითხოვონ, რას უნდა ელოდონ, რას შეიცავს მომსახურების პაკეტი. 10 წლის წინ არსებობდა რწმენა: მე გავაფორმებ ხელშეკრულებას კომპანიასთან, და ბუღალტერი უნდა იჯდეს ჩემს ოფისში. ახლა უკვე იციან, რომ ბუღალტერია აუთსორტინგზე - ეს ცალკე იურიდიული პირია, რომელსაც აქვს თავისი შტატი და რომელსაც მთელი დღით ვერ წაიყვან შენთან. დიახ, ჩვენ მივდივართ შემოწმების დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთ  9-დან 6 საათამდე. ასევე, დაახლოებით 10 წლის წინ მეწარმეები შიშობდნენ, რომ თუ ბუღალტერია აუტსორტინგზეა, ე.ი. ყველამ იცის მათი ფინანსების შესახებ, და ცდილობდნენ სპეციალისტების მოძებნას მხოლოდ ნაცნობების მეშვეობით. მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროფესიული დაცვა - ეს კარგი რეპუტაციის მქონე აუთსორსინგის კომპანიაა.
— ვინ არიან აუთსორსინგული კომპანიების მთავარი კლიენტები?
— ეს მცირე და საშუალო ბიზნესია, სტარტაპები. მათთვის ეს მომგებიანია, მაგალითად, კვალიფიციური ბუღალტრის დაქირავება 400 ათასიანი ხელფასით, მის მაგივრად გადასახადების გადახდა, სამუშაო ადგილის ორგანიზება, საინფორმაციო სისტემების ყიდვა და განახლება - მცირე კომპანიას არ შეუძლია ასეთი ხარჯების გაღება. აუთსორსინგის ყიდვისას ისინი ერთსა და იმავე მომსახურებას იღებენ ნაკლები თანხით. იქ ტარიფიცირებულია ყველა დოკუმენტი. მაგალითად, ინდივიდუალური მეწარმესთვის თვეში 7 ათასიდან, თუ შტატი 7 კაცამდეა - 50 ათასი. თუ კომპანიას, მაგალითად, ჰყავს 3 ბუღალტერი, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ მთავარი ბუღალტრის ფუნქციები - ამის ღირებულება 200 ათასიდან იწყება. თუ ერთი ბუღალტერი ჰყავს, კომპანიამ შეიძლება ვერ შეამჩნიოს კანონში რაიმე ცვლილებები და გადასახადებით დამატებითი გადასახადები მიიღოს.  ჩვენ კი ბევრი ჩეკ-ფურცელი გვაქვს, რომლის მიხედვითაც ვამოწმებთ კომპანიებს. ამოცანაა შესაძლო პრობლემების პრევენცია, პროგნოზირება.
— ანუ მოხელეების ენას თუ გამოვიყენებთ, თვითდასაქმებულთა ფორმალიზაციამ შეიძლება ახალი კლიენტები შეგძინოთ?
—  ამაზე მსჯელობა ჯერ ძნელია. მაგრამ ინტერესი არსებობს, ზარებისა და მიმართვების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ.
— რომელი კომპანიებია უფრო გამძლე კრიზისის დროს?
— 9 წლიანი მუშაობის განმავლობაში ჩვენ ორი კრიზისი გადავიტანეთ და დავინახეთ, როგორ კოტრდებიან კომპანიები. იმიტომ, რომ ირკვევა, რომ კომპანია არსებობს არა მოგების, არამედ ბრუნვის კაპიტალის ხარჯზე. და როდესაც ფულის ნაკადი წყდება, დიდი პრობლემები წარმოიშვება. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავანახოთ ყველა რისკი, რათა კლიენტებმა დაგეგმონ თავისი ფინანსები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ კლიენტები განვითარდნენ, რადგან ჩვენი ბიზნესიც მათზეა დამოკიდებული. კრიზისის დროს გადარჩებიან კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ კარგი გუნდი და აქვთ სწორად აწყობილი ბიზნეს- პროცესები, ვინც არეგულირებს თავის დებიტორულ დავალიანებას და მომგებიანობას. კომპანიის ხელმძღვანელს უნდა შეძლოს წაიკითხოს მისი ფინანსური ანგარიშგებები, რათა დაინახოს რეალური სურათი.
—  რა შეცდომებს უშვებენ ბუღალტრები განსაკუთრებით ხშირად?
— ბუღალტერები ზოგჯერ ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც პასუხისმგებლობას ძალიან მარტივად იღებენ თავის თავზე. ადრე იყო კატეგორიები, 10 წლიანი მუშაობის გამოცდილების გარეშე ვერ გახდებოდი მთავარი ბუღალტერი. ახლა ასეთ თანამდებობებს ინსტიტუტის შემდეგ იკავებენ, დადიან ფორუმებზე, სწავლობენ 1C გამოყენებას. მაგრამ ფაქიზი მომენტები და ნიუანსები ძალიან ბევრია. როდესაც ვიღებთ რომელიმე კომპანიას აღდგენისთვის, ან ბუღალტერიას გადმოგვცემენ შემოწმების მიზნით, ჩვენ დღემდე გაოცებული ვრჩევით, თუ როგორ არის დამახინჯებული ადამიანის ლოგიკა ანგარიშგების შედგენისას. მთავარი საკითხია პროფესიონალიზმი, დოკუმენტების წარმოება, კამერალური შემოწმების მექანიზმების ცოდნა. ჩვენ კლენტებთან ვაწერთ ხელს შეთანხმებას კონფიდენციალურობის შესახებ. ეს არის ბიზნესის ეთიკა. ჩვენ არასდროს ვამბობთ, „შენი ბუღალტერი სულელია“. ჩვენ ვამბობთ: „შენ თვითონ უნდა გაერკვე შენს ფინანსებში და ნახო, სად მიდის კომპანია“.















































Расследование церковных установок
Излучение удаленное воздеиствие

https://youtu.be/kvek53kwrsE Представьте на минуточку, что коронавирус - это спецоперация, тогда кому это может быть выгодно?

Давайте посмотрим на тождественную ситуацию, которая произошла в нашей недалекой истории. Люди, которые действительно занимались этим вопросом, прекрасно знают про то, как христианизировалась Европа. Сейчас кратко опишем как это было.
Не будем говорить, что это факт. Давайте скажем, что это одна из теорий. Вот представьте себе, что живут себе люди в Европе, творят что хотят, а тут добрые люди пришли с идеей и идея у них была достаточно простая. Вот они ходили с города в город, с села в село и сыпали яд в колодцы. После этого весь город заболевал. Безусловно, у этих людей, которые сыпали яд, у них было противоядие. И когда уже весь город заболевал, их собирали на площади и начинали вещать: «Если вы не поверите в Иисуса - вы умрете. Иисус есть Бог. Только вера в Иисуса спасёт вас, и так далее.» И безусловно, те кто не соглашались им верить, они умирали. А те, кто соглашались, они подходили к некому человеку, который давал им выпить из чаши того самого противоядия.

Кстати, символ выпить из чаши вина мы видим по сей день, по всему миру, во всех христианских церквях этот символ остался. Потом, конечно же, те, кто выпивали из этой чаши, становились жутко верующими в Иисуса Христа и, безусловно, считали того человека, кто дал им противоядие, неким Богом на Земле, неким Батюшкой.

Конечно, на тот момент никто даже подумать не мог, что можно было провернуть такую спецоперацию, и по сей день многие об этом не знают, знают только те, кто занимались этим вопросом. То есть, когда происходит что-то непонятное - что нужно делать? - Нам нужно смотреть, кому это выгодно?

Давайте гипотетически себе представим, что весь этот цирк с Коронавирусом - это просто спектакль. Понимаем, что это очень трудно представить, что кто-то способен разыграть такой мировой спектакль, но давайте все таки представим! Если некие люди смогли это сделать, то какая в этом выгода для них? Например, биржевой рынок рухнет к чертовой матери, и у кого-то появится возможность скупать акции по очень низкой цене. Ничего не утверждаем, дорогие читатели, всего лишь, как и вы, пытаемся разобраться с тем, что происходит, посмотрев на это журналистским взглядом. Но это никаким образом не означает, что Коронавируса нет, вероятно он есть, и вероятно, его могли использовать как волну, чтобы провернуть некую спецоперацию. Вероятно могли, но его, в свою очередь, могли и создать искусственно - это не исключается. Как бы там ни было, вы не забывайте почаще мыть руки и всячески соблюдать гигиену. https://www.youtube.com/watch?v=KAqBl7SGmy4

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised