пятница, 17 мая 2019 г.

ქალები და შინაგანი მიზოგინია ; შინაგანი მიზოგინია: რატომ არის ის საშიში?

ქალები და შინაგანი მიზოგინია
როგორც ქალებმა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, თუ როგორ ვეპყრობით საკუთარ თავს და სხვა ქალებს. თუ ამის იგნორირებას მოვახდენთ, ეს მოვლენა გავლენას იქონიებს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. სტატუს-ქვოს შესაცვლელად და შინაგანი მიზოგინიის პრობლემის გასარკვევად, უნდა ვისწავლოთ მისი დანახვა.
მიუხედავად იმისა, რომ მიზოგინიის (ქალებისადმი სიძულვილი, აგდებული და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება) თემა ის თემა არ არის, რომელიც ხშირად განიხილება როგორც შერეულ, ისე, კერძოდ, ქალთა ჯგუფებში, მიზოგინიის გავლენა იგრძნობა  ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში მთელს მსოფლიოში.
თუ მიზოგინია ნამდვილად განიხილება აქ, აშშ-ში, საუბარი ხშირად ეხება ამ ქვეყნის მხოლოდ პატრიარქალურ მემკვიდრეობას. მაგალითად, ქალთა ჯგუფებში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ისტორიულად ჰქონდათ ძალაუფლება, პრივილეგიები და ხელმისაწვდომობა, რომელიც არ ჰქონდათ ქალებს. როგორც იმ ჯგუფების წამყვანი, სადაც  ხშირად საუბრობენ მიზოგინიის შესახებ, მე ვაფრთხილებ მონაწილეებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია განსხვავება ძალაუფლებაში მამაკაცებსა და ქალებს შორის კარგ დასაწყისად, მე განსაკუთრებით მაშფოთებს ის მიზოგინია, რომელიც აითვისეს თავად ქალებმა.
ის შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახით:

შეცბუნება, ეჭვი და საკუთარი თავის გაუფასურება
ქალები ხშირად იწყებენ საუბარს მხოლოდ წინასწარი დათქმის შემდეგ: „დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მეჩვენება ...“ ან „იქნებ ასე არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ ...“, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ გააკეთონ მკაფიო და პირდაპირი დადასტურება. ეს არის საკუთარ თავში ეჭვის შეტანის და საკუთარი აზრის გაუფასურების აშკარა გზა.
ძალიან ხშირად, როგორც ქალთა, ისე შერეულ ჯგუფებში, მონაწილეები ავლენენ ამ ტენდენციას, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ამას აკეთებენ. თუ ყურადღება გამახვილებული იქნება ამ ქცევაზე და მოხდება მისი გაცნობიერება, ეს დაეხმარება მას შეცვლაში.
ისე ჩანს, თითქოს ქალებს ხშირად სურთ უარი თქვან ან დააკნინონ თავისი წვლილი გუნდის ორგანიზაციასა ან ეფექტურობაში. როდესაც მათ აქებენ გაწეული მუშაობისთვის, ზოგიერთი ქალი დღემდე პასუხობს: „ო, ეს სისულელეა“, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს კომპლიმენტი და თქვას: „დიდი მადლობა. დიახ, ამ პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი“.
საკუთარი მიუღებლობის რწმენა
  ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ეუბნება ქალებს, რომ მათი ფიზიკური მონაცემები მიუღებელია, რადგან ისინი არ შეესაბამებიან სილამაზის სარეკლამო ნიმუშს. ეს, პირველ რიგში, ეხება ფერადკანიან, უფროსი ასაკის ქალებს და ქალებს, რომლებსაც ძალიან მსუქნებად მიიჩნევენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იდეალიზებული/სარეკლამო ქალები - ეს დამუშავებული და არარეალისტური სახეებია.
ქალებს ასწავლიან, რომ ისინი მიუღებლები არიან, არა მარტო სილამაზის ვიწრო სტანდარტების დახმარებით. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში, თუ რომელიმე თვისება მიჩნეულია მამაკაცურ თვისებად, ისინი მაღალ შეფასებას იღებენ. თუ ეს თვისებები განიხილება, როგორც ქალური, მაშინ ისინი უფასურდებიან. ორგანიზაციებში ქალები სწრაფად ხვდებიან, რომ თუ მათ სურთ იყვნენ მიღებულები, მათ უნდა მოახდინონ „თავისი თავის მამაკაცებთან იდენტიფიცირება“, რომ მოქმედების საუკეთესო საშუალებაა მამაკაცებისადმი მიბაძვა.
კომპანია „Catalyst“-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ „დაწინაურების მისაღწევად ქალების უმრავლესობა განავითარებს კომუნიკაციის ისეთ სტილს, რომელიც ახასიათებს მამაკაც-მენეჯერებს“.
თუმცა მისაღებად ესეც არ არის საკმარისი. თუ ქალები ირჩევენ ისეთ ქცევას, „როგორცმამაკაცები“, ამისათვის მათ  აკრიტიკებენ. ქალებს შთააგონებენ, რომ ორგანიზაციებში ისინი არ უნდა მოიქცნენ ძალიან აგრესიულად, ძალიან დამაჯერებლად, ძალიან მომთხოვნად. ხოლო იმავე ორგანიზაციებში იგივე მახასიათებლები მამაკაცებისთვის განიხილება, როგორც ადეკვატური, და წახალისებულია.

სხვა ქალების მიმართ სიძულვილი და უნდობლობა
  რამდენად ხშირად გითქვამთ ან მოსმენილი გაქვთ, როგორ ამბობდნენ ამას სხვა ქალები: „ვერ ვიტან ქალებთან მუშაობას. მათთან მხოლოდ პრობლემებს ვაწყდები!“ ეს შინაგანი მიზოგინიაა. თავის ნაშრომში „ეჭვიანობა, შური და მეტოქეობა გოგონებს შორის“ ენ ლიტვინმა აჩვენა, საიდან მოდის ეს უნდობლობა და როგორ იწვევს ის ჰორიზონტალურ ძალადობას - როდესაც ქალები ერთმანეთს ზიანს აყენებენ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ქალთა უმრავლესობისთვის ქალთა ჯგუფში შემდეგია: „როგორ შეიძლება ვენდო ამ ქალებს?“ ძალიან ხშირად ამ უნდობლობის მიზეზი ისაა, რომ ქალებს წლების განმავლობაში, ასევე ქალებს შორის შინაგანი მიზოგინიის წინა გამოცდილებაში, ასწავლიდნენ არ ენდონ ქალებს (გულახდილი მიზოგინისტური გზავნილი).

დამცირება და ქალების მხარდაჭერის უარყოფა
 ორგანიზაციებში ქალების უმრავლესობას არ აქვს მხარდაჭერა და არ ჰყავს დამრიგებელი. როგორც „Catalyst“-ის კვლევამ აჩვენა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, ქალების 46%-ი, მამაკაცთა 13%-თან შედარებით, აცხადებს, რომ მათ კარიერას ხელს უშლის როლური მოდელების არარსებობა.

რა შეიძლება გააკეთოთ
    ქალთა ჯგუფებში თანამშრომლობის გამოცდილება ქალებს აძლევს სხვა ქალების მხარდაჭერის განცდას, ძალიან ხშირად ეს არის გამოცდილება, რომელიც მათ არ ჰქონდათ ადრე. თუ გსურთ უკეთესად დაუჭიროთ მხარი ქალებს ან, შესაძლოა, გახდეთ როლური მოდელი, გთავაზობთ ექვს ძირითად გზას შინაგანი მიზოგინიის წინააღმდეგ:
1.  მიიღეთ გადაწყვეტილება დაუპირისპირდეთ საკუთარ და სხვის მიზოგინიას.
2. შეეცადეთ შეამჩნიოთ მიზოგინია თქვენს ირგვლივ.
3. გაავრცელეთ ინფორმაცია და სტატისტიკა „Catalyst“-ის კვლევის მსგავსად.
4.  დაეხმარეთ ქალებს გააცნობიერონ, როდის ავლენენ ისინი მიზოგინიას,  მაგალითად, როდესაც დასაშვებად მიაჩნიათ განზოგადება და სტერეოტიპები ქალების მიმართ, როგორიცაა: „ყველა ქალი (საჭიროს ხაზი უნდა გაესვას) ისეთი არამზადაა, ემოციური, შურიანი, არასანდო და ა.შ.“
5. სთხოვეთ სხვა ქალებს ყურადღება მიაქციონ თქვენს საკუთარ შინაგან მიზოგინიას, მაგალითად, როდესაც ამბობთ ანალოგიურ ფრაზებს ან როდესაც თქვენ აუფასურებთ საკუთარ მტკიცებულებებს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ...“
6. გამოხატეთ თანაგრძნობა და არა დაგმობა, როდესაც ამჩნევთ საკუთარ ან სხვის გაუცნობიერებულ მიზოგინიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ გაექცევით.


====

შინაგანი მიზოგინია:  რატომ არის ის საშიში?
ჩემს ბავშვობაში, როდესაც პატარა რაიონულ ცენტრში ვცხოვრობდი,  ჩვეულებრივი ამბავი იყო თამაშების და კომპანიების გაყოფა „ბიჭებისა“ და „გოგონებისაზე“. ამავე დროს ეს უკანასკნელნი მეორეხარისხოვნად მიიჩნეოდნენ, ამიტომ ქალაბიჭას სახელი და ზოგჯერ ბიჭებს შორის ტრიალი ძალიან პრესტიჟული იყო. მართალია, ამისათვის საჭირო იყო დაუწერელი, თუმცა ცნობილი წესების დაცვა: უფრო მეტი მოწონების დამსახურების მცდელობა, ვიდრე ეს სხვა გოგონებს შეეძლოთ, მუდმივად ჩვენება იმისა, თუ როგორ აფასებ, რომ იმყოფები მაგარი ბიჭების კომპანიაში, აქტიურად აბუჩად აგდება გოგონებისა და ყველაფრისა, რაც ქალურია. ასაკთან ერთად, როგორც წესი, ცოტა რამ თუ იცვლება, ალბათ, მხოლოდ ცხოვრების დეკორაცია. და იშვიათად, თუ რომელიმე ქალი არ ავლენს ჩვეულებისამებრ შინაგან მიზოგინიას  - სიძულვილს საკუთარი თავის და მისთანების მიმართ.
როგორ ხდება, რომ ქალებს სძულთ საკუთარი თავი?
ადრეული ბავშვობიდან გოგონებს და ბიჭებს ათავსებენ გარკვეულ ჩარჩოებში: რა არის შესაფერისი და სწორი. ჩვეულებრივ, ეს არის არა მხოლოდ განსხვავებული, არამედ სრულიად საპირისპირო თვისებები. მომავალში სწრაფად ხდება ნათელი, რომ ბიჭები/მამაკაცები ბევრად უფრო ხელსაყრელ პოზიციაში იმყოფებიან და მათ უფრო მეტი შესაძლებლობების დაკმაყოფილების საშუალება აქვთ. მამაკაცს შეუძლია დარჩეს უცოლშვილო, არ მიიღოს მონაწილეობა საკუთარი შვილების აღზრდაში (დაწყებული დეკრეტულ შვებულებაში არგასვლით და სახლში ბავშვთან დროს გატარებაზე უარის თქმით ალიმენტების გადაუხდელობით და ბავშვის ცხოვრებაში არმონაწილეობით დამთავრებული, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები გაყრილები არიან), ჰყავდეს შეუზღუდავი რაოდენობით სექსუალური პარტნიორი, არ დაკავდეს საოჯახო საქმით და ა. შ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ღირებულებების თვალსაზრისით, ის უფრო მეტს აღწევს ცხოვრებაში. ასეთი მდგომარეობა ქალებს სრულებითაც არ აკმაყოფილებს,  თუმცა ბევრმა ეს, შეიძლება, ვერც კი გაიგოს. მაგრამ მარტო აღუდგეს მას საშიშია და  პრაქტიკაში თითქმის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენი ფსიქიკა ირჩევს სხვა ტაქტიკას - საკუთარი სქესისგან და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან დისტანცირებას.
როგორ შეიძლება გამოვლინდეს შინაგანი მიზოგინია?
ქალები თავს არიდებენ თავისი „ქალურობის“ ხსენებას, ცდილობენ დისტანცირებას ქალთა ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპებისგან, თუმცა, ამავე დროს, მხარს უჭერენ მათ. ეს ჟღერს პარადოქსულად, მაგრამ პრაქტიკაში ეს მეთოდი ცუდად არ მუშაობს. ბევრ მკითხველს ალბათ გაახსენდება, თუ როგორ ამაყობდნენ მამაკაცებისგან მოსმენილი „კომპლიმენტის“ გამო: „შენ ისეთი არ ხარ, როგორც ყველა ქალი!“; როგორ უჭერდნენ მხარს მამაკაცთა კომპანიის აბუჩად ამგდებ, დამცინავ ტონს ქალების მიმართ;  რამდენად ღირსეული იყო ყოფილიყავი „ქალაბიჭა“ და გემეგობრა ეზოში ბიჭებთან; როგორ მკაცრად აკრიტიკებდნენ ტანსაცმლის სტერეოტიპულ ქალურ სტილს. ყოველივე ეს გვაძლევს მამაკაცთა პრესტიჟულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების განცდას (თუმცა ილუზორულს). მამაკაცთა აღიარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ღირებულების და მნიშვნელოვნობის ქალური განცდა. და მიუხედავად იმისა, რომ ქალები ასეთი მეთოდების გამოყენებას კარგ ცხოვრების გამო არ იწყებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში მიზოგინია დიდწილად არსებობს სწორედ ამაზე დაყრდნობით.
ქალები აუფასურებენ ყველაფერს, რაც მარკირებულია როგორც „ქალური“

რეალურ ცხოვრებაში სტერეოტიპული „ქალური“ ინტერესებისადმი ერთგულებას (მეუღლის, შვილების, ოჯახისადმი) არ მოაქვს რაიმე საგრძნობი უპირატესობა და ხშირად არც არის დაფასებული, და აღიქმება, როგორც ბუნებრივი („ბუნებრივი დანიშნულება“). აქედან გამომდინარე, იმ ძალების და დროის გაუფასურება, რომელსაც ქალები ხარჯავენ მათ გარშემო მყოფი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათთვის კომფორტის შესაქმნელად, ძალიან იოლია. და თუ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ვერ ჰპოვებს აღიარებას, როგორც საჭირო და სასარგებლო და არ იძლევა სხვა ადამიანების პატივისცემის მოპოვების შესაძლებლობას, მაშინ საიდან უნდა გაჩნდეს საკუთარი თავის და საკუთარი არსებობის და ძალისხმევის რწმენა? და ქალები უნებლიეთ იწყებენ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუფასურებას და ცდილობენ ამ სახით მაინც მოიპოვონ აღიარება.
რატომ არ არის შინაგანი მიზოგინია გამოსავალი
 ის, რასაც ჩვენ ვიღებთ შედეგად - მხოლოდ ძალისა და ძალაუფლების  ილუზიაა.
კრიტიკული მასის თეორიის მიხედვით, რომელიც შეისწავლის კონკრეტული ჯგუფის რამდენი წარმომადგენელია საჭირო იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს გადაწყვეტილების მიღებაზე, საჭიროა ქალების სულ ცოტა 30% რეალური ძალაუფლების წარმოსაჩენად. იმ სიტუაციაშიში, როდესაც მამაკაცები იღებენ თავის გუნდში ქალს და აძლევენ წინ წასვლის შესაძლებლობას, მაგალითად, კარიერულ კიბეზე, ის მაინც ვერ შეძლებს საკუთარი სტატუს კვოს შეცვლასაც კი. გარდა ამისა, უკან დახევის შიშის გამო, ქალებს უჩნდებათ მათი სოციალური ჯგუფის „მეორეხარისხოვნობის“ რწმენა, მათ აღარ სურთ (ან ვერ ბედავენ) წინ წაწიონ თავისი მეგობარი ქალი. ამრიგად, მამაკაცები მაინც ტოვებენ ქალებს თავისი წრის გარეთ, არ აძლევენ რეალური ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას.
თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა მოიპოვოთ რეალური გაგება და საკუთარი ღირებულების განცდა.
მუდმივი სურვილი აკმაყოფილებდე მოთხოვნებს, რომლებსაც უყუნებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც „არ ჰგვანან სხვებს“, არ აძლევს არც ერთ ჩვენგანს საკუთარ თავში, როგორც სრულფასოვანი, მნიშვნელოვანი და ღირსეული პიროვნებების რწმენის განმტკიცების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მამაკაცები. ადამიანთა სატიტულო კატეგორიის არსებობა ართულებს იდეის განვითარების შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ადამიანთა სხვა ჯგუფები სხვებზე ნაკლები არ არიან, ხოლო  განსხვავებები მათ შორის რეალურად სოციალურად კონსტრუირებულია და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მხოლოდ მაშინ, თუ უარს არ იტყვი საკუთარ თავზე, შეიძლება ნამდვილი სიმტკიცის მოპოვება, რომ ჩვენ საჭირო და მნიშვნელოვანნი ვართ სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ, და ამ სახით ჩვენ სხვაზე ნაკლები არ ვართ.




https://www.buro247.ua/lifestyle/women-should-be-sisters.html

Гештальт-терапевт Наталья Трушина о том, почему мы оправдываем (некоторых) насильников
https://www.lzb.lt/ru/2014/10/12/%D0%B5%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%B8-%D0%B7%D0%B0-%D1%87%D1%82%D0%BE-%D0%BD%D0%B5%D0%BD%D0%B0%D0%B2%D0%B8%D0%B4%D1%8F%D1%82-%D0%B5%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%B5%D0%B2-%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%85%D0%B8%D1%82%D0%B8/ Редактировать

A truly authentic person will always be a threat to cultural conditioning." – 
The days of the spiritual pimps are numbered. Get right or Jorden Peele "Get Out." Дни духовных сутенеров сочтены.

The shadow self contains fragmented parts of your soul trapped in time due to emotional trauma. Whenever the shadow gets triggered by the outside world, you react in a unbalanced way that can harm yourself and others. To break these unconscious cycles, you have to develop a strong sense of self awareness so you can recognize when your shadow is being triggered and "chose" to respond instead of react. The more you do, the closer you get to breaking the traumatic cycles. Eventually, the trigger disappears and that fragment part of yourself heals. This leads to the fragmented part of your soul coming forth to join the rest of your soul in present time. You become more whole.-JHairston
How Emotion Is Used to Rule The Public 

Alcohol allows us to feel fake happiness as we sit in our misery. If someone can understand this emotional manipulation, they can potentially understand why our handlers promote alcohol consumption in our society. 

Humans are best managed, governed and manipulated using emotion. Making humans complete and utter slaves means happiness WILL NOT move through the nervous systems of the slave class, so fake emotions have to be created and moved into the nerve pathways of the slave, as to create a cozy illusion in which the slave can live and operate. Internet porn is fake connection and fake sexuality. Alcohol is fake happiness. School is fake knowledge. Voting is fake freedom. Marijuana is fake relaxation. Medications are fake care. Surgeries are fake solutions. Junk food is fake satisfaction. Caffeine is fake energy. Working jobs we don't like, in order to have half our income stolen by the ruling elite, is fake accomplishment. Shopping is part of a massive fake choice system. Disease charity is fake altruism. Watching sports is fake competition. Trading sex for stuff is fake love. Anti depressants are fake happiness, because they destroy and sedate the body's ability to feel anything. As we sit and do very little, the carefully crafted images that enter our minds and substances that enter our bodies are designed to trick our nervous systems into believing that we're experiencing a great action packed life........when in reality we are not. We are living off fake emotions, not real ones. This is the illusion. 

When a slave won't feel anything positive happening within them inside reality, you inject fake positive emotions into their bodies using designer substances and into their minds using fabricated Hollywood based imaginary. We live in a psychic dictatorship and we are ruled using fake emotions, carefully injected into us in the form of sedative chemicals and fabricated celebratory events. Our society is an illusion maintained by substances and events of all kinds. In order to move out of this system, one only need to start noticing the fake emotions our handlers drive into our bodies with chemicals and the fake emotions our society's ritualistic events drive into our minds. Without these substances and imagery, we would realize we're all being farmed. This is the illusion that the truth movement is always talking about. This is how we're ruled. This is how the few rule the many. Knowledge is power. Power up.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised