вторник, 22 января 2019 г.

მაგია. უკუდარტყმა მაგია უკვე თავისი არსითაა სახიფათო. გლენაკუოიხ მაკ ივორი  

 მაგია. უკუდარტყმა  მაგია უკვე თავისი  არსითაა სახიფათო. გლენაკუოიხ მაკ ივორი

შეიძლება შეხვიდეთ ასტრალში, მაგრამ იქიდან არ დაბრუნდეთ. შეიძლება წააგოთ მაგიური ორთაბრძოლა და  საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.
შეიძლება ვერ გაუმკლავდეთ თქვენს ძალას და მისი ბატონიდან მის მონად გადაიქცეთ.
მაგია კიდევ იმითაა საშიში, რომ ნებისმიერ მაგიურ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს არაპროგნოზირებადი საპასუხო რეაქცია. უკუდარტყმა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე სარისკო მაგიური მოქმედება, და მით უფრო დაუნდობელი იქნება მაგისთვის პასუხი.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც მაგიით არის დაკავებული, ამ ნაბიჯს უმიზეზოდ არ დგამს, არამედ მას  კონკრეტული მიზნები ამოძრავებს - ჩვეულებრივ, ეს არ არის ის, რასაც მან ვერ მიაღწია, როდესაც მოქმედებდა ადამიანებისთვის ჩვეული გზით.
ყველა ახალბედა მაგი ცდილობს მიიღოს ყველაფერი ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ: ფული, სიყვარული, საკუთარი ძალა, ძალაუფლება, აღიარება ან მდგომარეობა  საზოგადოებაში.
და მიზნის მისაღწევად ისინი ყველაფრისთვის მზად არიან, ოღონდ იმუშაოს და მოიტანოს სასურველი.
მაგრამ სამყაროში შესვლა ძველი შეხედულებებით მაგისთვის არ შეიძლება. ეს შეცდომებს იწვევს.
სწორედ ეს სიტუაცია ჰბადებს უკუდარტყმის ეფექტს.
ყველა ფსიქოლოგიური კომპლექსი, გადაუჭრელი პრობლემა ქმნის ისეთ სიტუაციას, როდესაც მაგიური შესაძლებლობების მქონე და მაგიაში ჩართული ადეპტი  უკუდარტყმას იღებს საკუთარი ენერგიის დახმარებით.
მისი პიროვნების სხვა ნაწილებით მისთვის შეგნებულად აუცილებელი ქმედების შესრულებით მაგი, ამავე დროს, აძლევს სხვა ბრძანებებს, რომლებიც არ ექვემდებარება  ცნობიერების  კონტროლს.
ან, რაც ბევრად უფრო სახიფათოა, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება.
მისი მაგიური ძალა მხოლოდ მისი ცნობიერების, ქვეცნობიერების, ზეცნობიერების მიერ მიცემულ ბრძანებებში განხორციელდება.
სრულდება მხოლოდ ყველაზე სანუკვარი სურვილები!
მაგს შეუძლია ქვეცნობიერად ისურვოს ერთი, მაგრამ ითხოვოს სხვა, შუსრულდება მხოლოდ ყველაზე სანუკვარი სურვილი!
ფული გინდა?
შენ  თხოულობ მას!
მაგრამ  მხოლოდ სანდომიან გოგონებს იღებ  საწოლში!
და ვინ არის დამნაშავე?
ვინ?
შენი მასწავლებელი?
ყოველთვის მხოლოდ მასწავლებელი!
მასწავლებელი -  ოსტატია.
არ ცდება ის, ვინც არაფერს არ აკეთებს!
გინდა მთელი მსოფლიო შენს ფეხთით აღმოჩნდეს?
და მხოლოდ ფულს მიიღებ?
და ვინ არის ამაში დამნაშავე?
შენი ძალა?
შენი ოსტატი?
შენი მასწავლებელი?
თქვენ ხომ უღალატებთ მასწავლებლებს, როგორც კი, შესაძლებლობა მოგეცემათ!
შეეცდებით კიდეც რაც შეიძლება მტკივნეულად ფეხი ჰკრათ.
მე უკვე ვნახე ეს.
მადლობა ღმერთს, რომ უკვე აღარ მყავს მოსწავლეები!
ასე რომ, ვინ არის დამნაშავე, რომ არ სრულდება ის, რაც ჩაიფიქრეთ?
შენი ძალა?
შენი ოსტატი?
შენი მასწავლებელი?
ან იქნებ შენ უცოდინარი მაგი ხარ, რომელიც ცდილობს თავის ნებას დაუმორჩილოს ქვეყნიერება, მაგრამ  არ სურს საკუთარ თავზე მუშაობა?
მაგი  დახვეწილ სამყაროში შედის, დახმარებისთვის მიმართავს ჭეშმარიტად ძლევამოსილ ძალებს, რის გამოც შეცდომების შედეგი შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.
და „სამაგიეროს გადახდოს“ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადეპტს არ გააჩნია პიროვნების ჰარმონიული მდგომარეობა და შინაგანი მთლიანობა.
ეს შინაგანი მდგომარეობა შეიძლება დაიყოს ძირითად ფაზებად.
ეს არის აღქმის არსებული მექანიზმის გავლენა.
ეს ყოველთვის არ არის მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის სწორი ინტერპრეტაცია. ამიტომ ნებისმიერი ნეგატიური გარე ზემოქმედება ადამიანზე შეიძლება აღიქვას, როგორც  უკანასკნელი „სამაგიერო“ „ცუდი“ ქმედების ან თუნდაც მასზე ფიქრის გამო.
ასევე უკუდარტყმა შეიძლება გამოწვეული იყოს პიროვნების შინაგანი წინააღმდეგობრივი ხასიათით. ეს  იწვევს საპირისპირო სურვილების ერთდროულ რეალიზაციას.
გარდა ამისა უკუდარტყმა შეიძლება გამოწვეული იყოს ინდივიდზე საზოგადოების გავლენის გამო. ეს პროვოცირებს მუდმივ შინაგან ბრძოლას მაგის სურვილებსა და გარედან შემოსულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს შორის.
როგორც მიხვდით, „სამაგიეროს“ გამომწვევი ყველა მიზეზი წმინდა ფსიქოლოგიური, და არა მაგიური ხასიათისაა.
ამ მიზეზების მოშორება შეიძლება მაგიის გამოყენების გარეშეც.
საჭიროა ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური დახმარება.
მაგალითად, კომპეტენტური ფსიქოლოგის მიერ ამ დახმარების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ პიროვნების ჰარმონიზაცია და შინაგანი მთლიანობის მდგომარეობის შექმნა, არამედ შეიძლება ის ჩვეულებრივი ადამიანური მიზეზებიც კი გაქრეს, რომელიც ადამიანს უბიძგებს მაგის დახმარებას მიმართოს -  დაუკმაყოფილებელი ადამიანური სურვილები - ფული, სიყვარული, ძალა, ძალაუფლება ...
ვინც პრაქტიკაში იყენებს მაგიას, წამყვანი ფსიქიატრების უმრავლესობის აღიარებით, გარკვეული ხასიათის გადახრების მქონე ადამიანები არიან.
ჭეშმარიტი მაგები არ იყენებენ მაგიას თავისი მდაბიო მიზნების სარეალიზაციოდ.
რეალობის აღქმის არსებული მექანიზმის გავლენა შეიძლება მარტივად შეიცვალოს - საკმარისია მოძებნოთ, წაიკითხოთ და აითვისოთ აღქმის სხვა სქემები, ვიდრე საზოგადოებაში ჩამოყალიბებული, ან, რაც, რა თქმა უნდა,  უკეთესია, შეიმუშაოთ თქვენი საკუთარი.
რატომ უნდა დავიტანჯოთ „ბოროტმოქმედის“ დასჯის გამო? უკეთესი არ იქნება ამისათვის ფულადი კომპენსაციის მიღება?
რატომ არ შეიძლება ამ სასჯელისთვის გასამრჯელო გახდეს, მაგალითად, საკუთარი ენერგეტიკის გაძლიერება?
ან დაბრუნებული ძალის გამოყენება „კარგი“, მაგრამ ავადმყოფი ადამიანის განკურნებისთვის?
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მაგს შეუძლია შეცვალოს თავისი პიროვნების ნებისმიერი კომპონენტი საკუთარი ნების მიხედვით.
სისულელე იქნება, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ - დავტოვოთ უცვლელად მოვლენების აღქმის არა მაგიური, არამედ ადამიანური გზა, რომელიც ახალ, მაგიურ სამყაროში ნაკლებად გამოიყენება, რადგან საშიშია.
 პიროვნების შინაგანი წინააღმდეგობრივი ხასიათი მაგის მთავარი პრობლემაა.
ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია.
განზოგადების შედეგად ისინი შეიძლება დაიყოს მთელ რიგ ფაქტორებად.
ეს არის დარღვევები მენტალური ენერგიის განაწილებისას, რაც გავლენას ახდენს ემოციური სფეროს ინტენსივობასა და დისბალანსზე.
ასევე ასეთ ფაქტორებს შეიძლება მიეკუთვნოს პიროვნების არსებობის  კანონების გაუგებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ცნობიერების არაადეკვატურ ფუნქციონირებას.
მაგზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ცნობიერებასა და ქვეცნობიერებას შორის კონტაქტის არარსებობამ, რაც იწვევს პრიორიტეტების კონფლიქტს მათ შორის და ქვეცნობიერების ზედმეტად დატვირთვას ცნობიერების წინააღმდეგობრივი ბრძანებებით.
ინფორმაციის არაადეკვატურმა აღქმამ და დამუშავებამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მასზე, ვინც მაგიას პრაქტიკაში იყენებს.
მითითებული ჯგუფების პრობლემების მოგვარებაში ჩვეულებრივი ფსიქოლოგიაა ჩართული.
ზემოქმედების მეთოდები ეფუძნება, პირველ რიგში, პიროვნების ცნობიერების ურთიერთქმედებას.
შემდეგ ხდება შესაძლებელი ენერგეტიკის ნორმალიზაციის მეორე ეტაპიც.
ეს უკვე ეკუთვნის მაგიურ პრაქტიკას.
ეს, პირველ რიგში,  გარედან დაკვირვების ტექნიკაა.
და „მენტალური დუმილის“ მოძებნა.
პიროვნებაზე საზოგადოების გავლენის შედეგები ყველაზე ძნელად კორექტირებადია.
რადგან საზოგადოება ცდილობდა ყველა აღეზარდა, როგორც „საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი“.
ამ ფაქტორების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად.
პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ და ისე ვიმოქმედოთ, რომ არც ერთ ჩვენ ფსიქოსოციალურ პრინციპს  არ შევეწინააღმდეგოთ.
ამ შემთხვევაში, მაგის მიმართ მის მოქმედებებზე უკუცემას უბრალოდ ადგილი არ ექნება, თუ ახალბედა მაგს აქვს ბევრი ისეთი შეზღუდვა, რომელიც მას ბოჭავს.
ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული მეორე ნაწილი, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს საკუთარ თავზე ხანგრძლივი და ბეჯითი მუშაობა - გაუმკლავდეს საკუთარ გაცნიბიერებულ და ქვეცნობიერ ფსიქოსოციალურ აკრძალვებს ამა თუ იმ ქმედებაზე და გადალახოს მათთან დაკავშირებული „სადამსჯელო“ პროგრამები.
პრაქტიკულად, ყველა „მაგიის სახელმძღვანელოში“ ნათქვამია, რომ „ანგარიშსწორება“ გარდაუვალი და სავალდებულოა.
ვინც ამ წიგნებს არაკრიტიკულად შეისწავლის, ის აითვისებს ამ კონცეფციას.
ანუ მაგი თავად აპროგრამებს თავის თავს !!!!!!
უკუდარტყმის მექანიზმიც დაიწყებს რეალურად მოქმედებას ამ ადეპტისათვის.
„ანგარიშსწორების“ მკაფიოდ და ცალმხრივად მოქმედი მექანიზმი, ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ, „კარმული პასუხი“, რომელიც ყოველი ახალ აქტივობის შედეგად ქვეცნობიერებაში ქმნის ახლა უკვე პირობით ელემენტარულ რეფლექსს. და ახლა ახალგაზრდა მაგისთვის უკვე უზრუნველყოფილია „სახალისო ცხოვრება“, და მით უფრო სახალისო, რაც უფრო დიდია მის მიერ გამოყენებული ძალა.
ყველა ამ აკრძალვის გამოვლენის გზები ახლა უკვე საკმაოდ კარგად არის ათვისებული ე.წ. პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიერ, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით მათი აღმოფხვრის მეთოდების შესახებ - აქ ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, რის შედეგადაც ეს პროცესი ხშირად წარმოგვიდგება, როგორც ხელოვნება.
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ითქვა, რთულია სარეალიზაციოდ.
მინდა აღვნიშნო, რომ მაგიური პრაქტიკა, უფრო ზუსტად, „უკუდარტყმის“ განხილული ეფექტი, ალბათ, წარმოჩნდება მხოლოდ როგორც ერთადერთი რეალური სტიმული, რომელიც აუცილებლად უბიძგებს თავის ადეპტს მუდმივი სულიერი განვითარებისკენ.
მას შემდეგ, რაც მაგი საკუთარ პიროვნებაში გაერკვევა და გააგრძელებს პრაქტიკას, საბოლოო ჯამში, რომელიმე თავისი მოქმედებით ოდესმე აუცილებლად შეეხება რომელიმე საკმაოდ ძლევამოსილი სტრუქტურის ინტერესებს - გადააწყდება რელიგიურ, სოციალურ ან რომელიმე სხვა ეგრეგორს - და ეს „ინტერესთა გადაკვეთა“ წარმოქმნის „ანგარიშსწორების“ მეორე ტიპის ეფექტს მაგიური ქმედების გამო.
ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია.
ზოგჯერ მაგიაში მიდიან რელიგიური-მისტიკური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები. მათთვის უფრო ადვილია ახალი არსებების აღქმა.
ეს მსოფლმხედველობა ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს რომელიმე ეგრეგორის გავლენის შედეგად.
 არ არის რთული წარმოსადგენი, რომ ეგრეგორი არ იქნება „აღფრთოვანებული“ თავისი ადეპტის დაკარგვით. ეს დანაკარგი კი გარდაუვალია.
მაგი თითქმის ყოველთვის პირადი თავისუფლებისკენ მიისწრაფის.
ყოველი ჩაფიქრებული ან განხორციელებული მაგიური ოპერაციისთვის ეგრეგორი უწყობს მაგს  რეგულარულ „შემოწმებას“ სწორედ იმ  „გარდაუვალი ანგარიშსწორების“ სახით.
 კარმა, ისევე როგორც ქრისტიანული „სულგრძელობა“, რელიგიური დოქტრინის შედეგების არსია, რომელიც მასობრიობაზე, ანუ, მასების გაკონტროლებაზე აცხადებს პრეტენზიას.
კარმის იდეა ნებისმიერი ადეპტის  შეჩერებაა ძირითადი დოქტრინის ნებისმიერი გადახრისგან.
ახალბედა მაგმა უნდა ნათლად წარმოიდგინოს ამა თუ იმ კონცეფციის ცნებების გამოყენების შედეგები, სანამ მას სერიოზულად დააკვირდება ან რაიმე სახით გაჰყვება.
 რელიგიებში გაანგარიშება ხდებოდა ნებისმიერი ადამიანის სინდისის ქვეცნობიერ პროგრამირებაზე, ვინც „საკუთარ თავზე შეამოწმა“ ესა თუ ის დოქტრინა.
ამიტომაც ყოველთვის იყვნენ მრავლად „უანგარო განმანათლებლები“ და არსებობდა უფასო „ღვთაებრივი“ ლიტერატურა, რომლის რამდენჯერმე წაკითვა აუცილებელი იყო „ყველაფერი კარგად რომ გაგეგო“.
მაგიის უფლებას მხოლოდ „მოძღვარს“ ან „გაბრწყინებულებს“ უტოვებენ, ანუ გარკვეული რელიგიის უმაღლეს იერარქებს.
 ამიტომაც არის ჩართული და მოქმედებს სასჯელი ასეთი „არასანქციონირებული ხელმისაწვდომობისთვის“ ყველასთვის, ვინც არ ეკუთვნის იერარქებს.
ამ აკრძალვის მიზეზი შეიძლება მომდინარეობდეს, როგორც „ანგარებიანი მონოპოლისტური ინტერესებიდან“, ასევე „კეთილი განზრახვებიდან გამომდინარე, რათა დაიცვან შესაძლო საფრთხისგან“.
მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური „მაგიის აკრძალვა“ არსებობს მხოლოდ უბრალო ადამიანისთვის.
ამგვარი რელიგიური ეგრეგორისადმი ნაწილობრივ მიერთებას შეუძლია მყისიერად შექმნას ამ ეგრეგორის ლოგიკისათვის შესაფერისი აკრძალვების „მთელი სპექტრი“ და, ბუნებრივია, აამოქმედოს „სამაგიეროს გადახდის“ მექანიზმი მათი დარღვევის გამო.
ეგრეგორის შემქმნელებს ან ადეპტებს, რომლებსაც, მაგალითად, პრეტენზია აქვთ მაგიაში ნებისმიერი ქმედებების მონოპოლიაზე, რისთვისაც შემოღებულია ეგრეგორული აკრძალვა, ეს მიდგომა შეიძლება უკიდურესად არასასიამოვნოდ მოეჩვენოს, რის გამოც ისინი შეეცდებიან შენიღბონ თავისი ეგრეგორი „სამყაროს უმაღლესი კანონის“ სახით. ანუ, ამ შემთხვევაში, დააპროგრამონ ნებისმიერი ადამიანი „კარმის საყოველთაო კანონის მიმართ წინააღუდგომლობაზე“, აპრიორი წაართვას  საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობის იდეა.
როგორ შეიძლება ყველაფრის ამის დაძლევა? უნდა ითქვას, რომ მსგავსი შეკითხვა უჩნდება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ვერ შეძლო გამკლავებოდა „სამაგიეროს გადახდის“ ეფექტის პირველ ტიპს.  მათთვის, ვინც მეტ-ნაკლებად შეძლო ამ სამუშაოს შესრულება, პასუხი ნათელია - თქვენ უნდა გამოეთიშოთ ეგრეგორს.
ამ გამოთიშვის მექანიზმი შეიძლება იყოს განსხვავებული.
მორწმუნეებისთვის ეს შეიძლევა იყოს რელიგიური რწმენის უარყოფა.
ეს არის რომელიმე ალტერნატიული ეგრეგორის დაცვის ქვეშ გადასვლა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს საჭირო მაგიურ ქმედებებს.
ეს არის უბრალოდ ზოგადად მიღებული გარკვეული დოქტრინების დამაჯერებელი და შეგნებული უარყოფა, რომლებსაც აქვთ რელიგიური ან სოციალური ეგრეგორული სარჩული.
ზოგჯერ, ბევრად უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე აღწერილი სიტუაციები, ასევე მჟღავნდება უკუდარტყმის ეფექტის მესამე ტიპი, რომელიც ვლინდება რეალობის მაგიური ცვლილების სწრაფი (ან ძლიერი) მცდელობის სიტუაციაში - მაგისთვის მიყენებულ დარტყმას „იგივე ძალა აქვს“, რომელიც მას ქმედებაში ჰქონდა ჩადებული.
ეფექტის მიზეზს წარმოადგენს ე.წ. „სამყაროს ელასტიურობა“, თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეული ინერცია, რომელიც არ იძლევა სასურველი ქმედების შესრულების საშუალებას სწორედ მაგის მიერ ასე დასახული პირობებით, იმის გამო, რომ ქმედებაში ჩადებული ენერგია არასაკმარისია.
 ეს მუშაობს სარკისებური დაცვის თითქმის სრული ანალოგიით.
მართლაც, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გინდათ ფოლადის კედლის განგრევა წყლის ნაკადის დახმარებით ჭავლიდან. რა მოხდება, თუ ამ ნაკადს კედლისკენ მიმართავთ? თქვენ ელემენტარულად წყალი გადაგესხმევათ და თავიდან ფეხებამდე დასველდებით (კარგია, თუ ექსპერიმენტი ზაფხულში ტარდება, ეს ბევრად უფრო უსიამოვნოა ზამთარში). ამ შემთხვევაში შესაძლებელია აჩქარებული დასკვნის გაკეთება გადაულახაობის შესახებ, ან, უფრო „აღფრთოვანებული აზრთა წყობისთვის“ - დაბრკოლების პრინციპული გადაულახაობის შესახებ უმაღლესი კანონის ხელყოფის გამო. და რა მოხდება, თუ გავზრდით წნევას? სავარაუდოდ, ჩვენ არა მხოლოდ წყალი გადაგვესხმევა, არამედ ასხლეტილი ნაკადი წაგვაქცევს, რაც მხოლოდ დაადასტურებს ადრე გაკეთებულ დასკვნებს. მაგრამ, თუ გამოვიყენებთ წყლის ნაკადს ათასი ატმოსფეროს ზეწოლის ქვეშ? ამ შემთხვევაში კედელი ვერ გაუძლებს და წყლის ნაკადი, რომელიც მას გახვრიტავს, არ მოგაყენებთ არავითარ საპასუხო ზიანს. ამით უარყოფილი იქნება  როგორც ჩვეულებრივი, ასევე „აღფრთოვანებული აზრთა წყობის“ ადრე შექმნილი და ექსპერიმენტულად დადასტურებული კონცეფციები.
თუ ასეთ სიტუაციაში ახალბედები აღმოჩნდებიან, მათ დასკვნებს პრაქტიკულად არავინ არ მიიღებს. თუმცა, ხდება ისე, რომ ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღოჩნდეს ძალიან გამოცდილი მაგი, რომელსაც დიდი ძალა და ავტორიტეტი აქვს. მის მიერ შეფასებული სიტუაცია უმალ იღებს კანონის ძალას.
და ვერავინ უფრო სუსტი ვერ შეედავება ამ ფაქტს, რადგან ყველას, ვისაც ეჭვი შეაქვს, ელემენტარულად შესთავაზებენ: „თავად სცადე, თუ არ გჯერა“. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის ბუნდოვანი შეფასება ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო პირობების გაუგებლობაა, ანუ ელემენტარული არცოდნა.
 ახლა კი უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აქ მოყვანილ არგუმენტში ჯერჯერობით მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად საიდუმლო მაგიური ქმედებები განიხილება.
რაიმე „ეგზოტიკური“ მაგიური ქმედების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შედეგად წარმოქმნილ „სამაგიეროს გადახდას“ სრულიად განსხვავებული საფუძველი აქვს - ეს არის საპასუხო რეაქცია ან მეორე მაგის მხრიდან, რომელსაც აქვს საპირისპირო თვალსაზრისი, ან ეს უფრო საშიშია, რადგან საზოგადოების კოლექტიური ცნობიერების რეაქცია ანორმალურ მოქმედებაზე - ასეთია „სამაგიეროს გადახდის“ ეფექტის მეოთხე სახეობა, ყველაზე ძლიერი.
ასეთი უკუდარტყმის რეალიზაციისათვის შეიძლება ერთდროულად „მობილიზებული“ იყოს ყველა ზემოხსენებული მაჰიუტი არსებები.
სწორედ ამ სახეობას მიეკუთვნებიან სხვადასხვა რელიგიების მიერ გამოყენებული „წყევლა“, „ექსორსიზმი“ და სხვა გამანადგურებელი ქმედებები „რწმენის მტრების“ წინააღმდეგ.
და დაცვის გზა აქ მხოლოდ ერთია - საიდუმლოება, აბსოლუტური საიდუმლოება ანორმალური მაგიური ქმედების ჩატარებისას.
 რადგან ჯერ კიდევ არ არსებობდა ისტორიაში ისეთი მაგი, რომელსაც შეეძლო დაპირისპირებოდა მილიონობით ადამიანების, მაგების, ეგრეგორების გაერთიანებულ ძალას... - ჭეშმარიტად, „ბრძოლაში გადარჩენის საუკეთესო გზა ბრძოლის არპროვოცირებაა“.
დასკვნა.
უკუდარტყმა პირდაპირ დამოკიდებულია რეალობის აღქმის მექანიზმზე - აღქმის მექანიზმის შეცვლით, შესაძლებელია არა მხოლოდ სამაგიეროს გადახდის თავიდან აცილება, არამედ შეიძლება ის გახდეს, როგორც მაგის ნებისმიერი ქმედების  წახალისება.
არც ერთმა მაგმა არასოდეს არ უნდა დაარღვიოს მისი პრინციპები. ასევე არ უნდა წავიდეს საკუთარი სურვილების წინააღმდეგ ან იგნორირება გაუკეთოს თავის შიშს. გააკეთე მხოლოდ ის, რაც მიგაცნიათ საჭიროდ. ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს!!!
შინაგანად ჰარმონიული პიროვნება სრულიად თავისუფალია „სამაგიეროს გადახდისგან“  ყველა მის ქმედებაში.
შინაგანი შეგნებული მთლიანობა საუკეთესო პირადი დაცვის საფუძველია, ხოლო მაგიური უნარები და ჩვევები მხოლოდ გააძლიერებენ მას.
მაგის მიერ მის აზროვნებაში „დაწესებული“ კონცეფციების გამოვლენა, რომლებიც განკუთვნილია პიროვნების სოციალიზაციისთვის, და მათი დაყვანა „ინფორმირებადობის“ დონეზე, ან მათი სრული აღმოფხვრა უზრუნველყოფს აზროვნების სოციალურად დამოუკიდებელი მოდელის ჩამოყალიბებას, რაც ათავისუფლებს მაგიურად ინიცირებული პასუხისმგებლობისგან ქცევის საზოგადოებრიბი სტერეოტიპების დარღვევისათვის.
ეგრეგორების მაგიურ ქმედებებში ჩარევის თავიდან ასაცილებლად, მაგმა უნდა დაიცვას მხოლოდ ის დოქტრინები, რომლებიც არ ზღუდავენ მაგიურ პრაქტიკას.
არასდროს არ შეასრულოთ ის, რაშიც წინდაწინ არ გაერკვევით  საფუძვლიანად.
ნებისმიერი მოქმედების შესრულებისას, ყოველთვის იქონიეთ მრავალჯერ გადაჭარბებული ძალის მარაგი.
აუცილებელი მოთხოვნა მაგიური ქმედების შესასრულებლად - ამ ფაქტის აბსოლუტური დამალვაა ყველა სხვა ადამიანისგან.
ასევე არსებობს სხვადასხვა მეთოდების გარკვეული რაოდენობა „სამაგიეროს გადახდის“ ეფექტის დასაძლევად (მაგალითად, „სამაგიეროს გადახდა“ შეიძლება გადავიდეს სხვა ადამიანზე (მსხვერპლზე) და არა მაგზე; ან თანაბრად გადანაწილდეს ადამიანთა დიდ ჯგუფზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შედეგების სიმძიმეს, როგორც თავად მაგისთვის, ასევე „უდანაშაულო მსხვერპლისთვის“; ან განახორციელოს რაიმე ქმედება საკუთარი თავის გასაცნობიერებლად, მაგრამ არა როგორც მისი ინიციატორისა, არამედ როგორც სხვისი ნების გამტარებლისა, რასაც გადააქვს მთავარი (მაგრამ არა ყველა) „სამაგიეროს გადახდა“ მაგიდან ამ ნების წყაროზე და ა.შ. და ა.შ.), მაგრამ ისინი, ძირითადად, შემოთავაზებულის შორეულ კერძო შემთხვევებს, ამიტომ არ ღირს მათი დეტალურად განხილვა.
ეს მეთოდები უმეტეს შემთხვევაში მიღებული იქნა „არაჰარმონიული“ პიროვნებების მიერ, ამიტომ არიან არა მხოლოდ ნაკლებად ეფექტურები, არამედ ხშირ შემთხვევაში სახიფათო. შედეგად, ისინი იმდენად არ აგვარებენ პრობლემას, რამდენადაც ამძაფრებენ მას.
 სრულად არის ის, რაც მე ვთქვი.

===============

თარგმანი
01.2019



1 комментарий:

  1. თუ მაგიით ხარ დაინტერესებული
    https://discord.gg/huTMuwz
    შემოგვიერთდით

    ОтветитьУдалить

Will be revised