среда, 21 ноября 2018 г.

აზრის ჰოლოგრამა - გზა რეალობისკენ

აზრის ჰოლოგრამა - გზა რეალობისკენ

ცოდნა აღემატება კანონებს, რომლებიც აღქმას
აკონტროლებენ , რადგან ნაწილობრივი ცოდნა
 შეუძლებელია. ის მთლიანია და არ გააჩნია
 განცალკევებული ნაწილები. შენ, ვინც ჭეშმარიტ
ცოდნასთან ერთიანი ხარ, მხოლოდ საკუთარი
თავი უნდა შეიცნო, და მაშინ შენი ცოდნა
 სრულყოფილი იქნება. იცოდე ღვთის სასწაული
ნიშნავს შეიცნო თვით ღმერთი“.

„წყარო - ეზოთერიკა. ცოცხალი ცოდნა“
„საოცრებათა კურსი“, თავი 3, პ. V.

სამყარო ჩვენს ირგვლივ და სამყარო ჩვენში. რა არის პირველადი? რამდენად ხშირად ჩვენი რწმენა და შეხედულებები გვერევა ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოებებში? როგორია ჩვენს ცხოვრებაში მოვლენების წარმოშობის ბუნება, და რატომ ჩნდება ისინი სწორედ ჩვენს ცხოვრებაში?
მხსნელი - ჩვენს წინაპართა უძველესი ცოდნა.  ენერგეტიკის ხედვა, ენერგეტიკული დაცვა და ზემოქმედება.
სულის ფორმულის გაანგარიშება ასტრაგორის მეთოდით. სულის ფორმულა - ეს ადამიანის კარმული და სულიერი პასპორტია.
სამაისო! მთები! ზღვა! იოგა-ტური შეღავათიან ფასად. პრაქტიკის ღრმად გაგების გასაღები.
შევეცადოთ გავერკვეთ ამაში და გამოვიყენოთ თანამედროვე ცოდნა ჩვენი ცნობიერების სტრუქტურისა და კვანტური ფიზიკის საფუძვლების შესახებ.

I.  ჩვენ არ გვწამს ის, რასაც ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რაც გვწამს.

როდესაც ვაკვირდებით, ჩვენ ვქმნით პროექციას იმისა, რასაც ვაკვირდებით. ეს პროექციები ფუნქციონირებენ ჩვენი ვარაუდებიდან გამომდინარე. იმ დროს, როდესაც რაღაცას ვაკვირდებით, პირველ რიგში, რაღაცას ვვარაუდობთ. და ეს ვარაუდი ჩვენი რწმენაა.
დაკვირვება ეფუძნება ჩვენს რწმენას.
კვანტურ დონეზე რეალობა განისაზღვრება დამკვირვებლის რწმენით.
სამყაროში ყველაფერი ჩვენს მიერ განისაზღვრება. ქვეცნობიერი აზრები სუბატომური ნაწილაკების ექვივალენტურია.
როდესაც სამყაროს აღვიქვამთ, ჩვენ საქმე გვაქვს ენერგიასა და საინფორმაციო ველებთან. ამ ველში ცნობიერება და ენერგია ადვილად ურთიერთმოქმედებს, ხოლო ზედაპირულ დონეზე ისინი ცალ-ცალკე აღიქმება. არსებობს განუყოფელი კავშირი ცნობიერებასა და მატერიას შორის. ყველაფერი თავმოყრილია (მთელი სამყარო) ატომებისა და ენერგიის ველში: ადამიანებისა და საგნების.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური დონეები ურთიერთმოქმედებენ ადამიანებთან და ველებთან.
ეს ველები სიმების მსგავსია (კვანტური „სიმების თეორია“), და მათი ვიბრაცია განსაზღვრავს მოვლენებისა და მატერიის ფორმირებას. ისინი სავსეა ინფორმაციით და სიცოცხლით!
ფსიქოფიზიკურ დონეზე „სიმების“ ვიბრაციის სიხშირის ურთიერთქმედება ფსიქოფიზიკურ დონეზე ქმნის ფიზიკურ-ემოციურ რეალობას. ჩვენი არაცნობიერი დონეები ერთიანია თავის ველში საგნებთან ერთად.
ფიქრები ჩვენი ღრმა არაცნობიერი რწმენის გამოხატულებაა.
ასე რომ, ჩვენი რწმენის ღრმა ფორმა მართავს არაცნობიერ რეალობას და განსაზღვრავს ფიზიკურ რეალობას.
ყველა ჩვენი დახვეწილი ენერგია, აზრი, გრძნობა გაერთიანებულია პროგრამებში და აპროგრამებენ ჩვენს ცხოვრებას.
ჩვენი აზროვნებისა და შეხედულებების სისტემა უფრო მეტად არაცნობიერ დონეზე მუშაობს. ეს ქმნის მატრიცას.
მატრიცა არის სულიერი და მატერიალური სამყაროს გაყოფის ილუზია, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდებით და რომლის მეშვეობითაც  აღვიქვამთ ამ სამყაროს. მატრიცის უკან არის ღვთაებრივი შექმნის ფარული რეალობა.
აინშტაინმა თქვა: „აღქმადი სიმაგრე - მირაჟია!“
მთელი ფიზიკური რეალობა შედგება ენერგიის სიხშირის ვიბრაციისგან.
ვიბრაციის სიხშირის შეცვლით თვით მატერიის შეცვლა შეიძლება. ვუალი, რომელიც მატრიცამ ჩამოგვაფარა, შეიძლება მოიხსნას, და ჩვენ შევძლებთ თავად ვისწავლოთ სიღრმისეული რეალობის მართვა და საკუთარი ცხოვრების განჯარგვაა. ესაა ჩვენი ამოცანა! უმრავლესობა ჩვენგანისა გარინდულია მატრიცაში და დარწმუნებული, რომ ხილული ჩვენგან გამოყოფილია. მაგრამ ეს ასე არ არის, ჩვენ ერთნი ვართ ხილულ მატერიალურ ველთან. ასე რომ, როდესაც გავაცნობიერებთ და ვიწამებთ ამას, ჩვენ შევძლევთ ცხოვრების რეალურობის გაკონტროლებას. მაგრამ ადამიანის არაცნობიერი დონე, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს, ძირითადად აყალიბებს მოვლენებს, რომლებსაც აღვიქვამთ, როგორც უარყოფით შედეგს. მაგალითად, ჩვენ, ზრდასრულები,  ვაგრძელებთ ცხოვრებას იმავე პროგრამებით, რომლებიც მშობლებმა და საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში დაგვიწესეს. ეს არის ერთგვარი კარმა, სადაც დაკვირვება და აღქმა დამკვირვებლის ქმნილებას წარმოადგენს!

II. შიშის ილუზია რეალობის პროექციაში
ღვთაებრივ რეალობაში შიშის პროგრამა არ არსებობს. შემოქმედს არ შეუქმნია, და ანგელოზმა პიროვნებებმა არ იციან, რა არის შიში. მათ იციან, რომ როგორც კი თავს დავაღწევთ ამ პროგრამის ზემოქმედებას, უფრო სრულყოფილები გავხდებით და აღარ განვიცდით ტანჯვას. შიშს ყველაფერსა და ყველგან გვახვევენ თავს, განსაკუთრებით მედიის საშუალებები, პოლიტიკოსები, ეკლესია და ა.შ.
თუ დაფიქრდებით და გააანალიზებთ თქვენს ცხოვრებას, ნახავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდება ის, რისაც ოდესღაც გეშინოდათ! და ეს ფაქტია!
მაგალითად: თქვენ მოეწყვეთ სამსახურში! როდესაც აპირებდით მუშაობის დაწყებას, უკვე გქონდათ იმის შიში, რომ შეიძლება არ მოეწონოთ უფროსობას ან რომ უფროსობა უკმაყოფილო იქნება თქვენით (თქვენ ქმნით თქვენთვის ილუზორულ რეალობას). გადის დრო, და ასეც ხდება: თქვენ გათავისუფლებენ სამსახურიდან.
რჩევა:  როდესაც იწყებთ სამსახურს, უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ ხართ ზუსტად ის თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიას სჭირდება, და თუ რამე არ იცით, სწრაფად აითვისებთ. მაგრამ სიამაყის, ეგოს გამჟღავნების გარეშე. და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. სცადეთ!
შიში საზოგადოების კონტროლისა და მანიპულირების სისტემაა ან მატრიცის პროგრამა. რაც უფრო მეტად გრძნობთ შიშს ახლა, მით უფრო მეტად იგრძნობთ მას მომავალში.
მატრიცა გვამყოფებს შიშსა და მღელვარებაში ხვალინდელი დღის მოლოდინში და სინანულში გუშინდელი დღის გამო. ეს გვაიძულებს ჩავეფლოთ ნელ და უხეშ ვიბრაციებში. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმის მიმართ, რის რწმენაც გვაქვს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით. ჰოლოგრაფიულ რეალობაში, რაც უფრო მეტად ხართ დამოკიდებული რწმენის სისტემაზე, მით უფრო მეტად ქმნით იმას, რის რწმენაც გაქვთ. ყოველი აზრი ქმნის რეალობას, რომელიც ობობას ქსელივით იზრდება. ცნობიერება უდიდესი ძალაა, რომელიც ქმნის იმას, რაც აპროგრამებს ღრმად ჩვენში არაცნობიერ დონეს. ადამიანის დატვირთული არაცნობიერება ქმნის სირთულეებსა და ტანჯვას. ის უნდა გავათავისუფლოთ, მაგრამ როგორ?
რჩევა:
აზრების თვითკონტროლი
შემოქმედებითი აზროვნების მართვა
მედიტაცია
ცნობიერების გადაპროგრამება
მატრიცისგან გათიშვა
თვითგაცნობიერება
ქვეცნობიერება არსებობს ცნობიერების ზღვარზე.
დოკუმენტურ ფილმში „საიდუმლოება“ და „კურდღლის სორო“ კარგად არის ნაჩვენები აზროვნების ცნობიერი და არაცნობიერი დონის გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
აზროვნების არაცნობიერი დონე არის ძალა, რომელიც მუშაობს იმ პროგრამების მიხედვით, რომლებიც იქ არის ჩადებული, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათი პირდაპირი კონტროლი.

 სამყაროს აღქმა ასე ხდება:
- ჩვენ გვწამს ის, რასაც ვხედავთ.
- რეალურად ვაკვირდებით იმას, რაც გვწამს და რასაც ვქმნით აზროვნების შედეგად.
III. გადაპროგრამება
არაცნობიერად ჩვენ ვქმნით იმას, რასაც ვებრძვით.
მაგალითად:  ცოლმა იგრძნო, რომ ქმარმა დაკარგა მისდამი ინტერესი, და მისი ფიქრებით და შიშით უფრო მეტად გააძლიერა აზრთაფორმა, რომელიც აუცილებლად თავს იჩენს რეალობაში.
 ჩვენ არ ვიცით, რასა ვიქმთ, მაგრამ ვაკეთებთ მუდმივად.
ჩვენ გვინდა, რომ რეალობამ დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები მის შესახებ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვართ მიზეზი იმისა, რაც ხდება. ადამიანი ეძებს მტკიცებულებებს, მაგრამ არ იცის, რომ თავად ქმნის ამ მტკიცებულებებს. ჩვენ ვქმნით იმას, რასაც თვითონ მივიჩნევთ გარეგნულად ჩვენგან დამოუკიდებლად, შემდეგ კი თავად ვიწყებთ მასთან ბრძოლას. ეს არის ორაზრი. სამყარო, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, ეფუძნება არაცნობიერი დონის პროგრამებს, რომლებიც ავტომატურად ინერგება ცხოვრებაში  და თვითრეალიზდება.
მსგავსია ჩვენი სიზმრებიც. ეს არის არაცნობიერის დონის რეალობის ფრაგმენტების პროექცია ჩვენს ცნობიერებაში. ზოგჯერ სიზმრები ჩვენს ცხოვრებაში მჟღავნდება. ზოგჯერ არაცნობიერი თანაბრად გამოიხატება სიზმრებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც.
ჩვენი აზრები, ემოციები ქმნიან ახალ პროგრამებს ქვეცნობიერებისთვის ან ხელმეორედ აპროგრამებენ ძველს, შეაქვთ ცვლილებები მატრიცის ჰოლოგრამის პროექციაში.
ბევრი ადამიანი ჩივის, რომ სტრესი აქვთ და დეპრესიაში იმყოფებიან. რატომ?
ისინი ვერ უმკლავდებიან საკუთარ თავს. ემოციები იპყრობენ გონებას, და იწყება გამანადგურებელი პროგრამების შექმნა და სამყაროში მათ პროეცირება.
მაგალითად:  თქვენ გინდათ კარგი კონტრაქტის გაფორმება, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში. თქვენ გეგმავთ, აწონ-დაწონით - ე.ი. ქმნით, მაგრამ როგორც კი შექმნით, გულის სიღრმეში ეჭვი გეპარებათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენი ეჭვებით ასევე ქმნით თქვენს რეალობას. ჩნდება შიში, შიში კი ქმნის შფოთვას. და უკვე ის თავდაპირველი პროგრამა, რომელიც წარმატებაზე იყო გათვლილი, აღარ მუშაობს, მუშაობს შიშზე დაფუძნებული პროგრამა, რადგან არსებობენ თქვენს შიშში დაინტერესებული ენერგეტიკული სუბსტანციები. და ჩვენ უკვე განვიცდით ტანჯვას. დიახ! პროექტი, რომელზეც თქვენ ფიქრობდით, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ დიდი სირთულეებით და ნაწილობრივ.
რჩევა:  როდესაც ქმნით პროგრამას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ რასაც ქმნით, იმას აუცილებლად განახორციელებთ! ასეც მოხდება! რწმენა მთავარი მექანიზმია. გარდა ამისა, შეინარჩუნეთ  სიმშვიდე. და ყველაფერი გამოგივათ! სცადეთ.
ჩვენ თავად ვქმნით პროგრამებს და ჩავუშვებთ მათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სირთულე ისაა, რომ ჩვენ ვგრძნობთ ფსიქოემოციური ხასიათის განცდებს. ჩვენ განვიცდით ფულის, ქონების, სამსახურის გამო და ა.შ. ჩვენ დავრჩით ჩვენივე განცდებში, და თუ გვეშინია და განვიცდით, არაცნობიერ დონეზე იქმნება ჩვენი განცდების პროგრამები, რომლებიც ცხოვრებაში პოულობენ განსახიერებას ჩვენი სურვილის გარეშე. ხდება ის, რიც გამოც ჩვენ განვიცდით და რისაც გვეშინია. ჩვენი სამყარო ჩვენი აზრების მატრიცაა. ის ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვაპროეცირებთ ჩვენი ქვეცნობიერებიდან. ჩვენ ჩაკეტილი ვართ ჩვენივე განცდებში. ეს ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკის ანარეკლია.
სანამ ამას არ გავაცნობიერებთ, ჩვენ ვიქნებით ჩვენი განცდებისა და ტანჯვის ტყვეობაში. ადამიანები ირგვლივ იყურებიან და ფიქრობენ, რომ ეს არის მთელი სამყარო, მაგრამ ასე არ არის. ეს მხოლოდ სიხშირეთა მცირე დიაპაზონია სიხშირეთა, ვიბრაციის, რხევის უსასრულო ველში  ...
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი რწმენა პროეცირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ მოვძებნით გამოსავალს აზრის მატრიციდან  თვითგაცნობიერების გზით.
კარლ იუნგს უთქვამს: —  „არ არსებობენ ისეთი არსებები, როგორიც ადამიანია, ასე ნათლად გამოხატული და გონივრული, რამაც შეიძლება  მნიშვნელობა შესძინოს მათ საქმიანობას“.
ეს სამყარო არსებობს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს გავხდეთ თვითგაცნობიერებულნი.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ის, რასაც ვხედავთ, ჩვენი ნაწილია. ეს ჭეშმარიტებაა. თუ მოახერხებთ ამ სტატიის ბოლომდე წაკითხვას - თქვენ გაიმარჯვებთ! თქვენ შეძლებთ იცხოვროთ ამ სამყაროში იმასთან თანხმობაში, რისთვისაც ის შეიქმნა.

IV. მატრიცის ზღვარს მიღმა
ჩვენი პრობლემები ჩნდება არაცნობიერ დონეზე, და ამას ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ.
ჩვენთვის აუცლებელია ცვლილებების პროცესი ან გადაპროგრამება. უნდა ვაღიაროთ ჩვენი ტენდენციურობა. არაცნობიერი შეხედულებების მოშორების მიზნით, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მათი შექმნა.
მაგალითად:  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცუდად ვასრულებთ ჩვენს საქმეს, ამით ვქმნით შიშის გრძნობას და ვახდენთ მის პროეცირებას. ამდენად, ჩვენ თვითონ ვიტანჯებით და შეცდომას ვუშვებთ. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ შექმნის აქტი ფინალურ დასასრულს არ მიაღწევს. სანამ სამსახურიდან არ გაგვათავისუფლებენ! ჩვენ ვქმნით რწმენას შეგნებულად და ქვეცნობიერად. ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ პროგრამების მიხედვით, ისინი კი ძირფესვიანად მცდარია. ამ პროგრამებს აქვთ გამიჯვნის და შეზღუდვის საშუალებები. ადამიანი კი ამისთვის არ არის შექმნილი.
ჩვენ სხვა ამოცანები გვაქვს - ვიცხოვროთ ღვთაებრივი პროგრამებისა და მიმართულებების შესაბამისად. ჩვენ უსაზღვრო ვართ შემოქმედებით შესაძლებლობებში, მაგრამ ჩვენი შემოქმედება სულიერთან უნდა იყოს შეთანხმებული - ეს არის ჩვენი ამოცანა!
ჩვენგან დაფარულია, რომ ჩვენს მიერ შექმნილი რწმენა ქმნის ჩვენს რეალობას. უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში ჩვენს რწმენაზე და  იმ მოვლენებზე დაყრდნობით,  რომლებიც  გარშემო ხდება.
ვიღაც ბნელმა არსებამ აზროვნების პროგრამა შექმნა, რომელზეც მიერთებულია ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი ურთიერთობები, ეს მატრიცაა. ის ჩვენს აღქმას სცილდება და არ გვაძლევს ჩვენი ჭეშმარიტი დანიშნულების და ჩვენში არსებული სულიწმინდის ღვთაებრივი მარცვლის გახსენების საშუალებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ  და მივაღწიოთ უმაღლეს სულიერ პროგრამას.
 სამოთხის სამების ( მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდის) და სხვა სრულყოფილ პიროვნებათა მიერ სამყაროს, ცხოველების და ადამიანის შექმნისთან ერთად ასევე შეიქმნა ყოველივე არსებულის ევოლუციის სულიერი პროგრამა. ეს ის სულიერი პროგრამაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვვითარდებით. ეს ღვთაებრივი გეგმაა, და ეს გეგმა ადამიანს ღმერთთან მიიყვანს. სწორედ ამ ამოცანის გადასაჭრელად არის საჭირო ცხოვრება. სულიერ პიროვნებებს არ აინტერესებთ თქვენი ტანჯვა,  პირიქით, ისინი თქვენი ბედნიერებით არიან დაინტერესებული. მაგრამ!
მაგალითი:  ადამიანს არ სურს საკუთარ განვითარებაზე ფიქრი: მას ურჩევნია ტახტზე წამოწოლა, ტელევიზორის ყურება და ლუდის წრუპვა. ეს მაგარია! უღიმღამო ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ბედნიერებაა! ასეთი ადამიანები მატრიცისთვის ადვილი ნადავლია. ისინი უჩივიან ცხოვრებას, ამბობენ, რომ ცხოვრება უღიმღამოა, მაგრამ რა უნდა აკეთონ? ამიტომ დროს გაგვყავს ადამიანთა გონებაზე ზემოქმედებაში (ლუდი, არაყი, სიგარეტები, ნარკოტიკები და ა.შ.). ასეთ ადამიანებს მომავალი არ აქვთ, მხოლოდ მწარე წარსული. მათი გონება, ცნობიერება გათიშულია სულისგან. თუ გადაწყვეტილებებს იღებენ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასწორია. ამ გადაწყვეტილებებს მათ მატრიცა კარნახობს. ასეთ ადამიანებს აკონტროლებენ „შავებში ჩაცმულები“. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები საზოგადოების 80%-ს წარმოადგენენ. მაგრამ ამ უფერულ მასას შორის არიან სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მყოფნი, რომლებიც იწყებენ გამოსავალის ძიებას სირთულეებისა და ტანჯვისგან. მათი სული გამოღვიძებას იწყებს. ეს ადამიანები ხსნას ეძებენ. ხოლო ვინც ეძებს - ის პოულობს! და აი უკვე ადამიანი, რომელმაც თავი დააღწია მატრიცას (რომელმაც გაიღვიძა), იწყებს ცხოვრებას ღვთაებრივი გეგმის მიხედვით. განვითარებისა და სრულყოფის გეგმის მიხედვით. მის ცხოვრებაში მოდიან ისეთი ადამიანი, ვინც მათ ცხოვრებას ავსებს, და მიდიან ისინი, ვინც ანადგურებდა. ადამიანი პიროვნება ხდება!
არსებობენ მანქანები, რომლებიც ბლოკავენ ჩვენს ცნობიერებას, არ აძლევენ შესაძლებლობას გააცნობიეროს ადამიანის დანიშნულება. მათ არ აქვთ ნამდვილი ინდივიდუალობა. ისინი პარაზიტები არიან, გამანადგურებელი პარაზიტები. ეს „შავებში ჩაცმულები“ არიან. ისინი მუშაობენ ილუზორულ სამყაროში და მის გარეთ. მათი საქმეა მეხსიერების გატაცება, ადამიანის დატოვება ილუზიათა მატრიცაში.
მაია სამყაროს ილუზორული სისტემაა. მაიას კარის მცველები მატრიცის მსახურები არიან, „შავებში ჩაცმულები“. ისინი ჩნდებიან დროისა და სივრცის პორტალებში და იქვე ქრებიან. მათი დანახვა შეიძლება მხოლოდ გვერდითი ხედვით. ეს მოჩვენებითი შავი ფიგურებია, რომლებსაც არ გააჩნიათ ინდივიდუალურობა და საზრდოობენ ჩვენი გამანადგურებელი ენერგიით. ისინი აკონტროლებენ მატრიცას, ქმნიან უარყოფით პროგრამებს, რომლებიც იწვევენ ჩვენში ძლიერ გამანადგურებელ ემოციებს. „შავებში ჩაცმულებს“ გარკვეულ გარემოებებში შეუძლიათ ჩვეულებრივი ადამიანის ფორმის მიღება.
ჩვენი ფიზიკური სხეული ბიოლოგიური კომპიუტერია, ხოლო ჩვენი სუფთა ბუნება ჩვენი ცნობიერებაა.
ცნობიერების დახმარებით ჩვენ გვაქვს შემოქმედების უსაზღვრო შესაძლებლობები. და განა ჩვენ დავფიქრებულვათ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ვქმნით ყველაფერს, რასაც ვხედავთ და რითაც ვცხოვრობთ?
ხოლო სხეული, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცნობიერების მიერ მართული დროებითი გარსია, რომელიც იშლება, როდესაც ცნობიერება ტოვებს ფიზიკურ ორგანიზმს.
დავუბრუნდეთ დეპრესიის თემას.
რა არის დეპრესია?
ჩვენი აზროვნებისა და პროგრამირების შედეგი. მედიკამენტები ვერაფრით დაეხმარებიან, როდესაც ფსიქიკა ნაწილ-ნაწილ იშლება. ანტიდეპრესანტები უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს ფსიქიკაზე, და ადამიანი კიდევ უფრო აგრესიული ხდება.
არსებობს კოლექტიური არაცნობიერის პროგრამა, ჩვენ უნდა შევაღწიოთ ამ მექანიზმში და ვისწავლოთ მისი მართვა. ამ სტატიის წაკითხვის დროს არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით - დაიჯეროთ თუ არა!
თუ თქვენი ცნობიერება არ მიიღებს ამას და მიგაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, ე.ი. თქვენ რჩებით არაცნობიერის კოლექტიურ მატრიცაში. თქვენ ვერ გააცნობიერეთ ჭეშმარიტება, რომელიც მოგევლინათ.
თუ ეთანხმებით დაწერილს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გააცნობიერეთ და პირველი ნაბიჯი გადადგით თავისუფალი ცხოვრებისკენ!
ნების თავისუფლება - არჩევანის უფლებაა!
მე არავის არაფერს ვახვევ თავს, მხოლოდ ვთავაზობ.
ითხოვეთ და მოგეცემათ.
ქმედებები მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ რასაც ვითხოვთ და რაზეც ვფიქრობთ, - იმას ვიღებთ. და ეს ასეა, ეს არის ბედნიერების გასაღები!
როდესაც ვაცნობიერებთ  ფაქტს, რომ რასაც ვხედავთ იმას განვიცდით, - ეს ჩვენშია ჩადებული. ჩადებულია პროგრამების სახით. აუცილებელია კარგზე ფიქრი და კარგის რწმენა, და ამ გზით ნეგატიური პროგრამების შეცვლა.
 შემოქმედი შემოქმედებასთან იდენტურია.
როდესაც სირთულეებს აწყდებით და ფიქრობთ, რომ ვერ შეცვლით ცხოვრებას, მაშინ ასეც მოხდება. უნდა გესმოდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი სიცოცხლისა და ევოლუციის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც სულის შექმნისას ჩაგვინერგეს. ეს პროგრამა ბედნიერების და სიხარულის პროგრამაა!
დიახ, უფალი არ ელოდება ჩვენს ტანჯვას, ისინი „შავებში ჩაცმულებს“ სწყურიათ. როგორც კი დავტოვებთ მატრიცის საზღვრებს, ჩვენ გვიბრუნდება მეხსიერება, და ცხოვრებას ვიწყებთ ღვთის პროგრამით -  სიხარულსა და სიყვარულში. ჩვენს წინაშე იხსნება სხვა სამყარო - სრულყოფილებისა და ჰარმონიის სამყარო. ჩვენ ვიღებთ იმას, რაც ვითხოვეთ. სიამოვნებას ვიღებთ ცხოვრებისგან. და ეს ღმერთს სურს! ეს ცხოვრება მან მოგვიმზადა, და ჩვენ ამ ცხოვრებით ვცხოვრობთ. აუცილებელია რევოლუციის განხორციელება ადამიანთა გონებაში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არაცნობიერის პროგრამა მუშაობს. ჩვენი ტვინი ყოველ წამს ქმნის აზრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქმნის იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და განვიცდით.
ჩვენ ცნობიერება ვართ!
ცნობიერება მიდის ჩვენგან. ჩვენ ვქმნით, და აქ სწორედ შექმნის ამ აქტისთვის ვართ მოსული. ეს უნდა გავაცნობიეროთ, და პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ, საკუთარი ცხოვრების რეალობის შექმნაა!
რწმენა ყველაზე ძლიერი მექანიზმია: რაც გვწამს, იმას ვქმნით! რწმენა არის ის, რომლის მეშვეობითაც „შავი ჰაკერები“ ჩვენი აზროვნებით მანიპულირებენ. მთავრობები რწმენის საშუალებით ახორციელებენ ჩვენი და ჩვენი ცნობიერების კონტროლს მასმედიის საშუალებით. ჩვენ თავს გვახვევენ შიშს, დაურწმუნებლობას, ეჭვებს, იმედგაცრუებას,  ჩვენ კი, თავის მხრივ, ამის პროეცირებას ვახდენთ ცნობიერებაში და ჩვენს ცხოვრებას ვქმნით.
ვინ ქმნის თქვენს ფიქრებს? ვინ ქმნის თქვენს შეხედულებებს სამყაროზე?
დაფიქრდით.
და ყველამ თავად გასცეს პასუხი კითხვას, თუ როგორ დავაღწიოთ თავი კონტროლს?
დასაწყისისთვის უნდა გამოეთიშოთ მედიას. ვინაიდან ჩვენ ვქმნით რეალობას, მაგრამ ჩვენით მანიპულირებენ, შედეგად ვიღებთ არა ჩვენს ქმნილებას, არამედ ვიღაცისას.
პრობლემა კიდევ ისაა, რომ სხვა ადამიანებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე ცენტრული პროგრამების სახით, და ჩვენი არაცნობიერი მათ არაცნობიერს უკავშირდება, და ამ გზით ქმნის ცხოვრებაში მოვლენათა კომპლექსს.
კარლ იუნგმს ნათქვამი აქვს: - ადამიანი, მისი ფსიქიკა ძლიერი იარაღია, ატომურ ბომბზე ძლიერი. ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ საფრთხეს ჩვენთვის. ახლა კი დაფიქრდით! განა ვინმეს აღელვებს  მოუწესრიგებლობა ფსიქიკაში? მაგრამ ავადმყოფი ადამიანები - ისინიც ხომ ქმნიან ... რის პროეცირებას ახდენენ ისინი ამ სამყაროში? დაფიქრდით! მათი აზრებიც ხომ შემოქმედებაა, მაგრამ როგორი, და რას პროეცირებენ ისინი ამ სამყაროში? ესეც განსახიერდება ცხოვრებაში, ქმნის კიდევ უფრო მეტ დაძაბულობასა და ქაოსს, სირთულესა და ნგრევას. ასეთი ფსიქიკური პაციენტები სულ უფრო მეტია. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია გამოღვიძება და სულიერი განვითარების გზაზე დადგომა, და მაშინ საფრთხე აღარ დაგემუქრებათ!
თუ შეგნებულად მივუდგებით ამ საკითხს, მაშინ გადავდგამთ ნაბიჯს გადარჩენისკენ. ადამიანს ფსიქიკური პროცესები მართავენ, ეს ფაქტია. ადამიანი აკრიტიკებს სამყაროს, ფიქრობს, რომ პრობლემა გარე სამყაროსა და მის ირგვლივ მოვლენებშია, მაგრამ არა, პრობლემა მასშია!
მის შექმნის ფაქტში! ადამიანი ფიქრობს ისე, როგორც დაარწმუნეს, და არ ფიქრობს იმაზე, რომ ვინმეს სურს, რომ ასე ვიფიქროთ, ასე მოვიქცეთ და გვწამდეს. ადამიანი არ უნდა იყოს დაპროგრამებული გარემოს მიერ!
ადამიანი ღმერთის ქმნილებაა, მის ხატად და მსგავსად შექმნილი! მაშასადამე, მას აქვს შეუზღუდავი შესაძლებლობები, მაგრამ ამ ფაქტს ჩვენგან მალავენ.
რატომ?
არსებობს სოციალური და ანტისოციალური საქმიანობა, და ჩვენ ვემსახურებით ან ერთს ან მეორეს. ეს მცდარი იდენტურობაა. მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი იდენტურობა ჩვენს ცნობიერებაშია, ჩვენში იმალება.
თუ ვინმე თავს გახვევთ იდენტურობას, მაშინ დაუყოვნებლივ დაგაკავშირებენ არაცნობიერის პროგრამას და ის, რაც თავს მოგახვიეს, დაიწყებს მუშაობას და კორექტივების შეტანას თქვენს ცხოვრებაში. ეს  მანიპულირების პროგრამებია. მატრიცის სამუშაო. მატრიცაზე (მის პროგრამებზე) დამოკიდებულ ადამიანებს არ სურთ გათიშვა. ისინი მათ რუცხვს მიეკუთვნებიან, ვინც არ ფიქრობს ცხოვრების მნიშვნელობის, თავისი განვითარების და სრულყოფის შესახებ. ვისაც არ სურს იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება, და მოსწონს, როდესაც „დინებას მიჰყვება“. მათთვის უფრო ადვილია, როდესაც მართავენ. ამ კატეგორიაში შეიძლება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები აღმოჩნდნენ. ისინი, როგორც ზომბი, ემორჩილებიან ძირითად ფიზიკურ ინსტინქტებს  და მატრიცის მმართველებს. ეს ადამიანები უარყოფენ ღვთაებრივ რეალობას, მათ არ სურთ და არ შეუძლით საკუთარ თავს დაუსვან კითხვა ცხოვრების არსის შესახებ.
 პროგრამა შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი თავის სხვა ადამიანის, მეგობრის, უფროსის და ა.შ. რომელიღაც პროგრამასთან გაიგივებას, ის მაშინვე უერთდება მათ პროგრამას, და იწყება მისი მანიპულირება, ხოლო ჩვენ ვკარგავთ იდენტურობას და სისტემის ნაწილი ვხდებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავისთავადობა, არ მივბაძოთ სხვებს, არ გავაიგივოთ მათთან თავი, რათა სხვებმა არ წაგვართვან თავისუფლება და არჩევანის უფლება. მაშინ ჩვენ შევძლებთ დავინახოთ და გავაცნობიეროთ „თამაში“, რომელსაც ადამიანები იყენებენ ერთმანეთის მანიპულირების დროს.
მაგალითად:  ადამიანს შეუძლია ჩაიცვას მილიციონერის ფორმა, ეს - იდენტურობაა. თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ სწრაფად იცვლება ის - ის იძენს პოლიციელის გარეგნობის იდენტურობას. ეს მის ქცევაშიც აშკარად ჩანს. ასეთ ადამიანს არ გააჩნია საკუთარი იდენტურობა, ის მატრიცის პროგრამასთან არის მიერთებული, ემორჩილება მის კანონებს, კარგავს საკუთარ ინდივიდუალობას. ადამიანები, რომლებიც გადაამეტებენ თავის უფლებამოსილებას: ხელმძღვანელები, სამხედროები, მილიციონერები და ა.შ., ყალბ იდენტურობას ემსახურებიან. ეს ქმნის გამანადგურებელ ენერგიას. ეგოიზმი, შიში, რწმენის უქონლობა, ქედმაღლობა, წყენა, შურისძიება, აგრესია და ა.შ. - ყველაფერი ეს მატრიცის პროგრამებია, სადაც იქმნება ენერგია, რომელიც მატრიცას საზრდოობს და არ გაძლევთ საშუალებას  გაიგოთ თქვენი ნამდვილი დანიშნულება.
რას ნიშნავს ზვარაკად შეწირვა?
რას ნიშნავს საკუთარი სიკვდილის მიღება? ეს ნიშნავს თქვენი ეგოს გაცნობიერებას.
ეს უძლიერესი მექანიზმია. ადამიანები, ვისაც ეგო აქვს განვითარებული, მატრიცის „შესანიშნავი“ მსახურები არიან. მათი მეშვეობით ინერგება ყველა გამანადგურებელი პროგრამა. ეგო თავს ახვევს თავის პროგრამებს, აიძულებს ადამიანს იყოს ერთი ან მეორე, და შედეგად დაკარგოს თავისი ინდივიდუალობა. მათ არ სწამთ ღმერთი და მისი კანონი. ისინი ბრმები არიან.
მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს: ისინი მთელ ცხოვრებას კარიერას ანდომებენ, რათა სხვებზე ძალაუფლება მოიპოვონ. ეს ეგოს მუშაობის შედეგია. როდესაც ისინი ითვისებენ და ემსახურებიან ამას, ისინი ხდებიან მატრიცის სისტემის საყრდენი. მათ ეს იმდენად იტაცებს, რომ არ შეუძლიათ შეჩერება, შედეგად ანადგურებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. სწორედ მათი მეშვეობით მუშაობენ მატრიცის მანქანები. ამ ადამიანებს ბევრი ტანჯვა და დაავადება აქვთ გადატანილი. როდესაც გარკვეულ პრივილეგიებს აღწევენ, მათ უჩნდებათ სხვა პრივილეგიების სურვილი და ა.შ. ისინი მახეში არიან გაბმული, მათი ცნობიერება სულს არის მოცილებული  ისე, რომ გამოღვიძება შეუძლებელია. ეგო გვაშორებს ჩვენს მნიშვნელობას და ღვთაებრივ პროგრამებს. ეგო ილუზიისა და განადგურების უდიდესი მექანიზმია. ადამიანის ცხოვრებაში იგი მოხერხებულად არის შენიღბული, და მისი ამოცნობა  არც ისე ადვილია.
გაცნობიერებისთვის საჭიროა ცნობიერება. მაგრამ ეგო კეტავს ცნობიერებას. ჩაკეტილი წრე იქმნება. ეგო არის რეფლექსი გარემოცვაზე, იგი შეპყრობილია მიზეზობრიობით  და წრფივი აზროვნებით.
მეგობრებო, თქვენ არჩევანის საშუალება გაქვთ! მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი მომავალი ცხოვრების შესახებ. ჩვენ ვეძებთ ჩვენს იდენტურობას, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ის, უბრალოდ უნდა მოვიხნათ ილუზიების ვუალი.
ეგოს არ სჯერა ჩვენი ღვთაებრივი შინაგანი დანიშნულების. და ეს ჩვენი კოზირია - ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი! ეს არის ჩვენი ამოცანა ღვთის წინაშე! ამის რწმენა სიკვდილია ეგოსთვის. ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა! ქრისტემ დაგვანახა მატრიცის ილუზიისგან გათავისუფლების გზა, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია. თუ ქრისტეს ცხოვრება ჩვენთვის სამაგალითო იქნება, ჩვენ დავძლევთ ეგოს და სიამაყეს, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ!
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამყარო, რომელსაც ვხედავთ, დამახინჯებული სამყარო, და ჩვენ მას რეალობად აღვიქვამთ, და ისევ და ისევ ავსახავთ მას.
როდესაც ჩვენ სულთან და გულთან ვკარგავთ კავშირს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს დანიშნულებას, ინდივიდუალურობას. მეცნიერებამ გაგვთიშა რელიგიას, ჩვენი სულის შემეცნებისა და გამჟღავნებისგან, საკუთარი თავის შემეცნებისგან. ჩვენი ურწმუნოება ილუზიის პატიმრად გვაქცევს. მე ვლაპარაკობ ჭეშმარიტი რელიგიის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას, რომელიც არ აშინებს და არ ანადგურებს მას. ავიღოთ შუა საუკუნეები: რა უწესობას სჩადიოდნენ „მღვდელმსახურები“!
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სადღაც გაქრა ?
დიახ, დროში გაქრა, მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერებაში დარჩა გამოცდილების და ინფორმაციის სახით. ახლა ეს პროგრამები გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. სანამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, ჩვენ დამონებული ვყავართ ჩვენს თავს და ჩვენს ქვეცნობიერებას.
ღმერთი მოწყალეა, თუ ისევ მოგვცა სიცოცხლე! მაშ ღირსეულად განკარგეთ ის, გააკეთეს თავისუფლებისა და აღმავლობის საკუთარი არჩევანი! თითოეულ ჩვენგანში უდიდესი ძალა იმალება, რომელსაც შეუძლია შექმნა! მაგრამ მას მხოლოდ ისინი აღმოაჩენენ, ვისაც სულში სიყვარული და გულმოწყალეობა აქვს!
ბევრი ჩვენგანი თავისი ბუნებით გაორებულია: დილით წმინდანები არიან, საღამოს კი მკვლელები. ჩვენი გაორება სასიკვდილო დარტყმას გვაყენებს. ორპირ ადამიანს არ აქვს ინდივიდუალობა, ამიტომ აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ, თუ ვინ ვართ ჩვენ? და სად მივდივართ?
თუ გსურთ თავი დააღწიოთ ტანჯვის ჩაკეტილ წრეს, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე. აღიარეთ, რომ თქვენი ტანჯვის ბუნება თქვენშია დამალული, თქვენს არაცნობიერში, და დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა. შეჩერდით, როდესაც ცუდი აზრები გაგიჩნდებათ, გამოიჩინეთ სიკეთე და შექმენით  მშვენიერი: ფიქრითაც და საქმითაც. რადგან ბედნიერების მისაღწევად ფიქრია უმთავრესი მექანიზმი!
აზრი ყველაზე მცირე სუბატომური ნაწილაკია, რომლებისგანაც შედგება მატერია და ჩვენ. თქვენ ამას გააცნობიერებთ და დაიწყებთ ცხოვრებას. თუ ამას მიღებთ, წარმატებას მიაღწევთ. ჩვენ არ უნდა ვიტანჯებოდეთ, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ღვთაებრივი ბუნება და დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების შექმნა. გაიგეთ, რომ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, - ყველაფერს თქვენ ქმნით. თქვენ შეიძლება თქვათ: განა ჩემს მიერ არის შექმნილი ავადმყოფა? მაგრამ მე გიპასუხებთ - დიახ! ოდესღაც ფიქრებში თქვენ ამის გეშინოდათ, ე.ი. თქვენ დააპროგრამეთ თქვენი თავი. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე დაივიწყეთ ეს, ავადმყოფობამ თავი იჩინა. სამყარო, რომელიც ჩვენ რეალურად მიგვაჩნია, ილუზიაა. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ილუზიაა, ეს არაფერი არ არის. არის მხოლოდ თქვენი ცნობიერება, რომელიც ქმნის სამყაროს. ჩვენ ღმერთის მიერ ვართ შექმნილი, და მაშასადამე, მისი ნება უნდა შევასრულოთ, რადგან მისი ნება - ჩვენი ნებაა. ჩვენ შექმნილი ვართ ჭეშმარიტ სულიერებაში, სულიერება კი იმის რწმენაა, რომ ყველა ლოცვა და თხოვნა განხორციელდება რეალობაში, და, ამრიგად, მიაღწევს უმაღლეს სულიერ რეალობას - ღვთაებრივ პროგრამას.
ახლა კი რამდენიმე რჩევა:
თუ შეძელით და ბოლომდე წაიკითხეთ, დაიჯერეთ დაწერილი და გააცნობიერეთ ის,  მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა. თუ სხვა კატეგორიებით აზროვნებთ, მაშინ დაგავიწყდებათ ყველაფერი, რაც წაიკითხეთ. ეს თქვენი უფლებაა!
რჩევები:
შეადგინეთ თქვენი განვითარების გეგმა.
როდესაც მიზანს მიაღწევთ, დასახეთ შემდეგი მიზანი.
არ შეჩერდეთ!  შეჩერება დაცემის ტოლფასია! ადამიანები, რომლებიც წინ არ მიიწევენ, არ შეისწავლიან  სამყაროს და არ ცდილობენ სრულყოფას, ადვილი ნადავლი ხდებიან სხვადასხვა სექტებისთვის, სადაც ისინი მონოტონურად გადაადგილდებიან წრეზე მათთვის თავს მოხვეულ სტატიკურ პოსტულატებში, რომლებსაც მხოლოდ პატარა ტრამპლინის მნიშვნელობა აქვთ უსასრულო სამყაროსა და ადამიანის უსასრულო შინაგანი სამყაროს შესასწავლად.
 სულიერ პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობისას გამოიმუშავეთ ნებისყოფა, დაჟუნებულობა, სიყვარული და თანაგრძნობა.
 აკონტროლეთ თქვენი აზრები და ეცადეთ აკონტროლოთ სიზმრები.
 იმუშავეთ თქვენს ეგოზე. თქვენი ამოცანაა ეგოს დამარცხება, მისი დახვეწილი გავლენისგან თავის დაღწევა.
 ცნობიერების საზღვრების გაფართოებაზე მუშაობისას შეეცადეთ ყველა მეცნიერების, აღმოჩენის, ექსპერიმენტის გაერთიანება და არა მათი გათიშვა. ისინი ყველა ღვთის ერთიანი და მთლიანი გამოვლინებაა.
 რწმენა და დაჯერებულობა გამოგიყვანთ შიშის კონტროლიდან.
 ფიქრებში შექმენით მშვენიერი, ეძებეთ ეს მშვენიერი  ყველგან. ბუნებაში, ცხოვრებაში, საზოგადოებაში.
ძვირფასო მკითხველო!
ვუგზავნი თქვენს ნებას ღვთიური ენერგიის იმპულსს, შენს განვითარებისა და თვითგანვითარებისთვის, თქვენი ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულისთვის!
 აღსრულდეს ზეციური მამის ნება!!!


წყაროები:

„ურანტია“, Urantia Foundation. ფონდი „ურანტია“.
„სასწაულების კურსი“. Foundation for Inner Peace. გამომცემლობა: The Foundation for Inner Peace, 1999.
კარლ გუსტავ იუნგი. Carl Gustav Jung. „ურთიერთობა მე-ს და არაცნობიერს შორის“  («Die Beziehungen zwischen dem Ich und dem Unbewussten», 1928)
კარლ გუსტავ იუნგი. Carl Gustav Jung. „არაცნობიერის სახეები“  («Gestaltungen des Unbewussten», 1950)

Programmed Hybristophilia 
======
"Stockholm denialism is where Autonomy is surrendered

We are witnessing criminalization and corruptionof all the pillar institutions. Religious, Pharma, Music, Education...... The question is if people will wake up from theStockholm denialism"

"The biggest pandemic in the world is corruption and lack of integrity in all organizations especially the legal system cause what they do and their training revolves around written laws but no where are they taught how to see themselves (self awareness and their shadow) and being self responsible; and this to the point now that the global pillars of the global system are crumbling" D. H





Atum, the creator of life
(After an ancient Egyptian painting)
According to an ancient Egyptian myth, the creator god Atum, being alone in the world, stimulated his penis and swallowed his own semen. By spitting it out again, he produced the first female and the first male. According to an ancient Sumerian myth, the great god Enki masturbated and ejaculated the life-giving rivers Euphrates and Tigris.
ატუმი — ეგვიპტურ მითოლოგიაში: შემოქმედი ღმერთი, ცხრა ჰელიოპოლისელი ღმერთის მბრძანებელი (ცხრა ღმერთი), ღმერთთა სამეფოს მეფე. თავისთავად შეიქმნა, საკუთარი თავი გაანაყოფიერა და შვა დასაბამი ელემენტები: შუ (ჰაერი, სიცარიელე), ტეფნუტი (სინოტივე), აგრეთვე სხვა ფორმები, რომელთა სახითაც თვითონ ხალხს გამოეცხადა: ხეპრე, გველი, პირველი გორაკი, უფრო ხშირად კი ეს დიდი საწყისი პრინციპი ადამიანის სახით ცხადდებოდა. იგ. მზის ღმერთი რა.
Уробо́рос (др.-греч. οὐροβόρος от οὐρά «хвост» + βορά «пища, еда») — свернувшийся в кольцо змей или дракон, кусающий себя за хвост. Является одним из древнейших символов[1][2][3], известных человечеству, точное происхождение которого — исторический период и конкретную культуру — установить невозможно[4].
Этот символ имеет множество различных значений. Наиболее распространённая трактовка описывает его как репрезентацию вечности и бесконечности, в особенности — циклической природы жизни: чередования созидания и разрушения, жизни и смерти, постоянного перерождения и гибели. Символ уробороса имеет богатую историю использования в религии, магии, алхимии, мифологии и психологии[3]. Одним из его аналогов является свастика — оба этих древних символа означают движение космоса[5].
Считается, что в западную культуру данный символ пришёл из Древнего Египта, где первые изображения свернувшейся в кольцо змеи датированы периодом между 1600 и 1100 годами до н. э.; они олицетворяли вечность и вселенную, а также цикл смерти и перерождения[6]. Ряд историков полагает, что именно из Египта символ уробороса перекочевал в Древнюю Грецию, где стал использоваться для обозначения процессов, не имеющих начала и конца[7]. Однако точно установить происхождение этого образа затруднительно, поскольку его близкие аналоги также встречаются в культурах Скандинавии, Индии, Китая и Греции[6].
Символ свернувшейся в кольцо змеи встречается в неявной форме в Мезоамерике, в частности, у ацтеков. При том, что змеи играли значительную роль в их мифологии[8], вопрос прямой связи пантеона ацтекских богов с уроборосом среди историков остаётся открытым — так, без каких-либо развёрнутых комментариев Б. Розен называет Кетцалькоатля[9], а М. Лопес — Коатликуэ[10].
Интерес к уроборосу сохранялся на протяжении многих веков — в частности, заметную роль он играет в учении гностиков[11], а также является важным элементом (в метафорическом смысле) ремесла средневековых алхимиков, символизируя преображение элементов в философский камень, требующийся для трансмутации металлов в золото[12], а также олицетворяя хаос в мифологическом понимании термина[13].
В новейшее время швейцарским психоаналитиком К. Г. Юнгом был вложен новый смысл в символ уробороса. Так в ортодоксальной аналитической психологии архетип уробороса символизирует темноту и саморазрушение одновременно с плодородностью и творческой потенцией. Дальнейшие исследования данного архетипа нашли наибольшее отражение в работах юнгианского психоаналитика Эриха Нойманна, обозначившего уроборос в качестве ранней стадии развития личности[14]
Аналитическая психология
Основная статья: Архетип (психология)
В теории архетипов, согласно мнению Карла Густава Юнга, уроборос является символом, предполагающим темноту и саморазрушение одновременно с плодородностью и творческой потенцией. Этот знак отображает этап, существующий между описанием и разделением противоположностей (принцип, согласно которому дуализм является неискоренимым и незаменимым условием всей психической жизни)[14]. Данная идея в дальнейшем была развита учеником Юнга Эрихом Нойманном, выдвинувшим предположение, что уроборос, понимаемый как метафора, является ранней стадией развития личности. Закольцованная форма змея, таким образом, показывает недифференцированность инстинктов жизни и смерти, равно как любви и агрессии, а также фрагментированную самость (то есть отсутствие различий между субъектом и объектом). По Нойманну, эта стадия развития, получившая название «уроборической», являет фантазии чистоты и партеногенеза у младенца[14].
В более поздних исследованиях юнгианцев архетип уробороса уже понимается шире — в качестве единого целого, объединяющего сознание и бессознательное, таким образом содержащего в себе как маскулинную, так и феминную сущности. В ходе же прохождения индивидуумом уроборической стадии развития (по Нойманну) составляющее уробороса разделяется на непосредственно Эго и Мировых родителей (архетип, являющийся фундаментом для ожиданий и чувств человека по отношению к родителям[53]). Поскольку архетип Мировых родителей на данном этапе становится в позицию конфронтации с Эго, их взаимодействие является первым этапом становления бессознательной самости человека, Героя[54].


















































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised