четверг, 5 июля 2018 г.

ჰიპერტროფირებული ნარცისიზმის პანდემია

ჰიპერტროფირებული ნარცისიზმის პანდემია
   მე ასევე მინდა განვიხილო ფსიქოანალიზის პასუხისმგებლობის საკითხი დღეს ამ მტკივნეული მდგომარეობის ზრდის გამო არაჯანსაღ საზოგადოებაში. ჩნდება მკრეხელური აზრი: შესაძლოა, მასობრივი მოძრაობის მნიშვნელობის შეძენის შემდეგ ფსიქოანალიზმა საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდროს აზრი ნარცისიზმის დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა, სოციალური პროცესები ბევრად უფრო რთულია, სოციალური ცნობიერების განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს. მაგრამ რატომ ხდება, რომ ნარცისიზმის, როგორც ერთგვარი პათოლოგიის, შეფასებისას,  ფსიქოანალიზის არცერთმა ფუძემდებელმა არ მიუთითა მისი საშინელი ზრდის შესაძლებლობაზე თანამედროვე სოციალურ პრაქტიკაში? ამ თვალსაზრისით, ფსიქოანალიზის გამოჩენილი წარმომადგენლები აღმოჩნდნენ მეტაფსიქოლოგიის მიერ შექმნილი ფსიქოანალიტიკური მითის მძევლები.
ერიხ ფრომი, რომელიც სამი ათეული წლის წინ გარდაიცვალა, მიიჩნევდა, რომ, განმარტების თანახმად, ნარცისული ტიპაჟი ასოციალურია. მის გრანდიოზულ „მე“-ს არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. თუმცა დღეს ჩვენ საოცარი პარადოქსის წინაშე ვდგავართ.
ნაცისული პიროვნება დღეს ყველგან არის მოთხოვნადი. პოლიტიკური ფსიქოლოგია გარდაიქმნება პოლიტიკურ პათოფსიქოლოგიაში. უზენაესი ხელისუფლების მატარებელი უკვე აღარ აღიქვამს როგორც აბსურდს, როდესაც გუბერნატორი მიმართავს მას და აცნობებს, რომ თქვენი ღვთიური დახმარებით ჩვენს რეგიონში ტაძარი აშენდა. პოლიტიკოსების ნარცისიზმი წარმოადგენს მათ ნარცისულ ფანტაზიებს მათი სუპერჰუმანური ბუნების შესახებ.
როგორ შეიძლება ამ სტრუქტურის მატარებლის საზოგადოებასთან ადაპტირების უუნარობაზე საუბარი, თუ არსებობს, რის შესახებაც რეალურად წერდა ფრომი, ჯგუფური, ეროვნული ნარცისიზმი? შეიძლება დღეს, როგორც ეთნიკური ნარცისიზმის ანტიდოტი, გამოყენებული იქნას კაცობრიობასთან იდენტიფიცირების იდეა, თუ სწორედ გლობალიზაცია წარმოშობს მასობრივად ცივილიზაციურ ნარცისიზმს? მიზანშეწონილია კაცობრიობისადმი სიყვარულის იდეის კულტივირება ეკოლოგიური კატასტროფის, ცივილიზაციური კრიზისის პირობებში?
  ჩვენ ვაწყდებით ჯგუფური ცნობიერების ფანატიზმსა და აგრესიულობას. ნარცისიზმი ემსახურება ენერგიის მობილიზაციას დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად. პერესტროიკის წლებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცნობილი დიაკვანი თითს ზეცისკენ იშვერდა და ყვიროდა: „მე კი ვარ დიაკვანი, მაგრამ შენ ვინ ხარ?" მწერლები დაკავებული არიან ურთიერთამბორით. ანდრეი პლატონოვი თავის დროზე შეშფოთებით წერდა „ღირსებით შეპყრობილი“ კოლეგა მწერლების შესახებ. ახალი რუსები ღიად გამოხატავენ უბრალო ხალხისადმი ზიზღს. გამეფებული იყო წარმატებული ადამიანის ნარცისული გაღმერთება, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მიდიოდნენ ისინი  წარმატებისკენ.
რეკლამა მასობრივ მასშტაბით ახდენს ნარცისიზმის ტირაჟირებას. ცნობილი ლოზუნგი „თქვენ ამას იმსახურებთ“ გამორიცხავს ყოველგვარ რაციონალურობას. ჩვენ, ჟან ბოდრიარის თქმით, ვეფლობით ნარცისული ფანტაზიების, სურათების, ოცნების სამყაროში. ფხიზელ ფილოსოფიურ აზროვნებასაც კი არ შეუძლია გაუძლოს პოსტმოდერნისტული თვითცდუნების ზეწოლას. ასეთი ნარცისული დელარიუმის უკიდურეს გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, როდესაც ერთმა ცნობილმა თანამედროვე ფილოსოფოსმა თავის წიგნის ყდაზე ეპიგრამის სახით გამოიტანა თავისი ფრაზა, რომელიც სიახლით არ გამოირჩეოდა. წარმოვიდგინოთ, რომ პუშკინმა მის მიერ დაწერილი მოთხრობისთვის ეპიგრაფად შეარჩია არა გ.რ. დერჟავინის ლექსიდან სტრიქონი „სადაც სანოვაგით სავსე მაგიდა იდგა, ახლა იქ  კუბო დგას“, არამედ საკუთარიდან, მაგალითად, „სად მიქადის ბედი სიკვდილს?“, და ხელმოწერაც დატოვა - ა.ს. პუშკინი.
ხომ არ გამოდის ისე, რომ დღეს ნარცისული ტიპაჟი დიდწილად სოციალურია, საზოგადოებაში უფრო მეტი კავშირები აქვს, ვიდრე ფსიქოლოგიურად დამოუკიდებელ ადამიანს, რომელიც უკმაყოფილოა „სოციალურობის“ იმ სუროგატით, რომელსაც სთავაზობს მას თანამედროვე საზოგადოება? ამ თვალსაზრისით, ფუნდამენტური პიროვნული განწყობაა არა სამყაროს გაბატონებულ წესებთან ადაპტაცია, არამედ ჭეშმარიტი სოციალურობის მუდმივი ძიება, რომელიც გულისხმობს ერთხელ უკვე ნანახი საზოგადოებრივი სტანდარტების შემოწმებას, კორექტირებას და გადახედვას, საკუთარი სოციალური პოზიციის, სასიცოცხლო ინტერესების და საზოგადოებრივი მისწრაფებების გაცნობიერებას. ხომ არ ვართ ჩვენ ნორმებისა და პათოლოგიის ტრავესტიის მოწმენი?
დღეს ხშირად არაადაპტირებულ პიროვნებად მიჩნეულია ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია წარმოუდგინოს საზოგადოებას საკუთარი გაზვიადებული „მე“, უნარი დიქტატორულად მონიშნოს მისი ადგილი ჯგუფში, დააჰიპნოზოს საზოგადოება თავისი სიდიადით. ხომ არ ხდება განდიდების მანია ტირაჟირებული მდგომარეობა? ხომ არ ჩნდება აქ ფართო ველი  თანამედროვე საზოგადოების მასობრივი ფსიქოლოგიური პროცესების ფსიქოანალიტიკური კვლევისთვის? მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ბუდიზმი, არც ნეოკონფუციზმი და არც ინდუიზმი ხელს არ უწყობენ არც ინდივიდუალურ, არც სოციალურ ნარცისიზმს.
კიდევ ერთი პარადოქსი. ნარცისიზმის მასიური ტირაჟირებით მოტივირებულები, ჩვენ, ინტელექტუალური მოდის თანახმად, აღმოვჩნდით ქარიშხალას როლში. ანტროპოცენტრიზმის პათოსი, ადამიანის, როგორც ცოცხალი ევოლუციის დასრულების, ინტერპრეტაცია, დებილოგიზაციის, დეანტროპოლოგიზაციის, ადამიანის სულიერ-ზნეობრივი დეგრადაციის პროცესის თანამედროვე პროექტები, მჭიდროდ უკავშირდება თამამ იდეას, რომელიც თავის დროზე ერიხ ფრომმა ნაშრომში გამოთქვა „იყავით, როგორც ღმერთები“. ადამიანი -  ღმერთის ქმნილებაა. მაგრამ რუსული რელიგიური ფილოსოფია, რომელიც ადამიანს მაღლა აყენებდა, მუდმივად ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ღმერთი მაინც პიროვნებაზე მაღლა დგას. დღეს ფილოსოფიაში მუდმივად მუსირებს განსხვავებული აზრი. ადამიანს აქვს თავისი თავის განადგურების უფლება, რათა სიცოცხლე მისცეს პოსტადამიანს, სხვა არსებას, ანთროპოიდს, ტექნოიდს. ბევრი ეკითხება საკუთარ თავს: ვინ შეიძლება შეიქმნას ადამიანისგან? ახლა ჩვენ თავად ვართ ღმერთები.
არსებობს დიდი საფრთხე, რომელზეც მიუთითებენ პოსტმოდერნისტები. თანამედროვე საზოგადოებამ განახორციელა ფსიქოანალიზის ადაპტირება, მიიღო იგი, დაუქვემდებარა უტილიტარულ პრაგმატულ მიზნებს. ფსიქოანალიზის მიერ გამოცხადებული კეთილშობილური მისია - გახდეს საზოგადოების გამოჯანსაღების ძლიერი საშუალება - თანდათან იკარგება. ჩვენ აღმოვჩნდით სოციალური პრაქტიკის, ინტელექტუალური მოდის ფარვატერში. ამაზე მიუთითებენ თუნდაც  კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული მრგვალი მაგიდის  მასალები.
რადგან ადამიანს არ შეუძლია ორიენტირება ორი საპირისპირო მიმართულებით, გამოდის, რომ ნარცისიზმი გარდაუვალია. თუ ადამიანი ეგოისტია, მაშინ ის ნარცისულია. ხოლო თუ ალტრუისტულია, დაკარგული აქვს პიროვნების ბირთვი სოციალური ანონიმურობის წიაღში, მაშინ იგი კარგავს თავის თავს და ნარცისულად ამაყობს საკუთარი თვითდამცირებით. ჩემი მოხსენების მთავარი აზრი იყო ის, რომ ადამიანი განუყოფელია. დიახ, მასში მუშაობს სხვადასხვა პროგრამა, ის დაყოფილია სუბპიროვნებებად, მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია აღადგინოს დაკარგული მთლიანობა. რეალურად, ამაშია ჩვენს მიერ ჩატარებული თერაპიული მუშაობის მნიშვნელობა. ზოგადად რომ ვთქვათ, რით ვართ ჩვენ დაკავებული, თუ არა დაკარგული პიროვნული სტრუქტურების აღდგენით, ადამიანის ჰარმონიური არსებობის დამტკიცებით? ადამიანს შეუძლია ბალანსირება სხვების მიმართ სიყვარულსა და ეგოიზმს შორის, ფრაგმენტულობასა და მთლიანობას შორის, ნორმასა და პათოლოგიას შორის.
ამ კონტექსტში, ღირს კი ადამიანის არსებობის გათიშულობის აბსოლუტად მიღება?


===

         ნარცისები ჭკვიანი ადამიანები არიან. პიროვნების აშლილობის აღსანიშნად მათ მიითვისეს ყველაზე ლამაზი სახელი. როგორც კი ვინმე იტყვის, მაგალითად, „სოციოპათები“, უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს „პათებია“,  გარკვეული სახის პათოლოგია, რომ ყველაფერი ცუდად არის, ალბათ, ისინი ჰანიბალ ლექტორივით, ადამიანებს ჭამენ. ან ავიღოთ, თუნაც, „ისტეროიდები“ - დაარქვეს სახელი! სხვა საქმეა - „ნარცისი“! და მყისიერად ყველა წარმოიდგენს ლამაზ ბერძენ შიშველ ახალგაზრდა მამაკაცს ტბორის ნაპირას, რომელიც ღმერთებმა თავის თავზე შეყვარებულობის გამო ყვავილად აქციეს. თითქოს მას არ შეუძლია დიდი ზიანის მიყენება - წევს თავისთვის შიშველი და ლამაზი ნაპირზე, მერე რა მოხდა? ასე არ არის? ნამდვილად არა. სოციოპათებთან ნარცისებს აკავშირებს, როგორც ავტორი წერს, ემპათიის პრობლემა. ნარცისებისთვის რთულია, ძალიან რთულია იმის გამო და უფრო ხშირად ვერც გაუგიათ, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ გრძნობები. ან თუნდაც, რომ სხვა ადამიანებიც ადამიანები არიან, რომ ისინი ცოცხლები, ნამდვილები, განსხვავებულები არიან, საკუთარი პრინციპებით. ნარცისის ფუჭი და სევდიანი სამყარო სავსეა ადამიანის მსგავსი ავტომატებით მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ მას არ გააჩნია მოტივაცია მოეპყროს მათ პატივისცემით და ჰუმანურად. ამ სამყაროში ნარცისი მარტოსულად გრძნობს თავს. მას რცხვენია, ისე რცხვენია, რომ ურჩევნია არ არსებობდეს, ვიდრე იგრძნოს, დაინახოს, აღიაროს ეს სირცხვილი. თავდაცვის მიზნით ნარცისი ქმნის თავისთვის იდეალურ „მე“-ს, უზადო ნიღაბს, რომელიც განსხვავდება მისგან. რაც შეეხება სირცხვილს ... ნარცისის სირცხვილი ჰგავს მურაბით სავსე ქილას - ის წებოვანია, სურნელოვანი და სასწრაფოდ დასამალი, რათა არავინ მიხვდეს, რომ ის შენ გეკუთვნის.
        როდესაც წარმოიდგენ, რომ ერთსა და იმავე დროს ვიღაც ცდილობს იყოს იდეალური, ხოლო თავისი სირცხვილი სხვას შეაჩეჩოს, ნათელი ხდება, რომ იყო ნარცისი -  ძალიან რთულია და, რა თქმა უნდა, დამღლელი და მტკივნეული. თუმცა განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია - ამისათვის საჭიროა საკუთარი სიცრუის აღიარება, ხოლო ნარცისის აზრით, ის ამის გამო, მინიმუმ, მოკვდება, ან უფრო უარესი დაემართება, და, საერთოდ, ადამიანებს შეიძლება აჩვენო მხოლოდ საკუთარი იდეალური „მე“. თუ არა და - ყველაფერი დამთავრებულია. თერაპევტისთვისაც - ამიტომაც არ დადიან ნარცისები თერაპიაზე. სხვებს კი ეუბნებიან, რომ არ ღირს თერაპიაზე სიარული, რომ ფსიქოლოგები თაღლითები და უვიცები არიან, და მათი, ასეთი საოცარი, ნიჭიერი და  რთული ადამიანების გაგებას ისინი ცხოვრებაში ვერ შეძლებენ. და როგორ ავლენენ ისინი თავის ასეთ უჩვეულობას! ისე ბრწყინავენ თავისი სიდიადის გამო, რომ მაყურებელს უჩნდება მზის სათვალის შეძენის და განზე გადგომის სურვილი, სანამ არ დაბრმავებულან. პრობლემა ისაა, რომ არ შეიძლება აღფრთოვანების არგამოხატვა - სხვაგვარად ნარცისები შურს იძიებენ. ნარცისებს თქვენ სჭირდებით მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეძლონ საკუთარი პოზიციების განმტკიცება, ან შური იძიონ თქვენზე, თუ ეს ვერ მოახერხეს. ადამიანებთან სხვა ურთიერთობა მათ არ შეუძლიათ. ცუდია, თუ თქვენ ბავშვი ხართ, ხოლო ნარცისი თქვენი მშობელია. თქვენ შეგიძლიათ ძალისხმევა არ დაიშუროთ, რომ შეგნიშნონ, მოგიწონონ, ოდნავ მაინც შეგიყვარონ, მაგრამ არა, ყველაფერი უშედეგოა, რადგან  თქვენი მშობლისთვის მხოლოდ ნივთი ხართ. იყო ასეთი ადამიანის მეუღლე - არც ეს  არ არის მარტივი, მაგრამ ამას შეიძლება მაინც თავი აარიდოს ადამიანმა. სამწუხაროდ, მშობელს თავს ვერ აარიდებ. წიგნში ბევრი ნარცისის შვილის ამბავია მოყვანილი. მის წასაკითხად ბევრი დასამშვიდებელი დაგჭირდებათ. ეს ძალზე სასტიკი, უსიცოცხლო სამყაროა, როდესაც დედას შეიძლება შესძულდეს მისი ქალიშვილი იმის გამო, რომ მან აირჩია თავისთვის ისეთი საქორწილო კაბა, როგორიც მას უნდოდა და არა მის დედას. წიგნი სასარგებლოა? დიახ, ნაწილობრივ. მას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს იყოს სრულ მზადყოფნაში. ნუ დაამყარებთ ნარცისთან კონტაქტს, თუ შეგიძლია. ის არასოდეს არ აღიარებს, რომ პრობლემა მასშია, და არა თქვენში. ალბათ ის არც იმას აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს. თქვენ მაინც ვერასოდეს შეძლებთ აამოთ ნარცისს, მხოლოდ თუ გადაიქცევით ავტომატად, რომელიც მუდმივად აღფრთოვანებას გამოხატავს მის მიმართ. ეს არის ძალიან  სერიოზული პიროვნული აშლილობა, რომელიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.
         გარდა ამისა, წიგნი ხელს გვიწყობს იმაში, რომ დავფიქრდეთ: ხომ არ ვიქცევით ჩვენც ასე საშინლად? ხომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის დამკვიდრებას სხვის ხარჯზე? მესმის კი მათი? ვისთვის უნდა ვიყო იდეალური? შემდეგ ჩნდება ყველა მეგობართან წასვლის და მათთან ჩახუტების სურვილი, ვისაც ადრე განსაკუთრებით აკრიტიკიკებდნენ ხუთიანის ნაცვლად მიღებული ოთხიანის გამო, მათთვის საშინელი ნამცხვრის გამოცხობის, მათთან ერთად პრიმიტიული მუსიკის მოსმენის, ერთმანეთისთვის გულის გადაშლის სურვილი არაიდეალური, მაგრამ შესანიშნავი მეუღლეების შესახებ, მათთან  ერთად  სულელური ფილმის ყურება და ჩაის დალევა, რადგან ძალიან მტკივნეულია ყოველთვის იყოს სრულყოფილი.

Шизофрения — это не ругательство. Шизофрения это синдром «расщепления личности на несколько суб-личностей».

თარგმანი

M.F.L (C) 07.04.18
























Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised