понедельник, 15 мая 2017 г.

ცინიზმი ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის ხელოვნებაა" ა. ნევზოროვი

სიყვარული არ ექვემდებარება ადამიანის ლოგიკას, რათა არ გახდეს ამპარტავანი (რომ არ აუვარდეს თავში)
 "ცინიზმი ესაა ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევის ხელოვნება
 „უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ცხოვრება ერთადერთი და ძალიან დიდი ფასეულობაა. სხვა არ გვექნება! არ გვექნება შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა, ამიტომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ერთმანეთის მიმართ უნდა გვქონდეს უფრო ნაზი და უშეცდომო დამოკიდებულება, რადგან ადამიანი სუსტია და განუმეორებელი!“

 „პატრიოტიზმი - იდეოლოგიური ნარკოტიკია, რომლის გავლენის ქვეშ ადამიანი უსასყიდლოდ ჩადის ქმედებებს, რომელთა ღირებულება 3-5-10 მილიონი ევროა“.

„ჩემი სამშობლო დასრულდა 91 წელს. რაც შეეხება ჩემ სამშობლოს ნანგრევებზე თქვენ მიერ აგებულ ბერენდეის ქოხს, თქვენ დაიტირეთ“.

 „ეროვნება ბიოლოგიური ცნება არ არის. ნებისმიერი ეროვნება ღიაა ნებისმიერი ადამიანისათვის. ჩემი ეროვნებაა: მე საბჭოელი ვარ“.

 „თქვენ ამბობთ რწმენა? მაგრამ, რა არის რწმენა? ცოდნის ელემენტარული ნაკლებობაა. შეუძლებელია გჯეროდეს, რომ ნავთს წვის თვისება აქვს, სისულელეა ამის რწმენა გქონდეს, რადგან ვიცით, რომ ეს თვისება გააჩნია“.

 „თუ ადამიანს სურს პაპუასების მეფე იყოს, იგი განწირულია იმისათვის, რომ თავში გაირჭოს დიდი ბუმბულები, კისერზე ჩამოიკიდოს ყელსაბამი ყველაზე დიდი ნიჟარებით და ყველაზე სწრაფად შეასრულოს შესაბამისი ცეკვა“.

„ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რწმენას, ანუ მთელი ის რიტუალი, როდესაც დიდი მონდომებით მივრბივართ მღვდელთან ნებისმიერი საბაბით, - ეს ყველაფერი ძალიან სუსტი და პრიმიტიული ადამიანებისთვისაა. მათთვის, ვისაც არ უნდა დამოუკიდებლად აზროვნება, და სურს მზა რეცეპტების მიღება: როგორ იცხოვროს, როგორ იფიქროს, როგორ გრძნობდეს“.

 „მე ნებისმიერი ათეისტური პროპაგანდის აკრძალვის მომხრე ვარ, თუ შეწყდება რელიგიური პროპაგანდა“.

„“.

„მე არ მინდა ჩემი ჯიბიდან ვიხადო გუნდიაევის ან ჩაპლინის ბიჟუტერიის საფასური, მაგრამ, როგორც გადასახადის გადამხდელი, იძულებული ვარ ეს გავაკეთო“.

„როდესაც ნორმალური ადამიანები პრივატიზაციას უკეთებდნენ გაზეთებს, ქარხნებს და გემებს, მე სულელივით ბარიკადებზე დავრბოდი“.

 „ჩვენ წარმოუდგენლად კონფლიქტურ და აგრესიულ სახეობას ვეკუთვნით - მე არ ვიცი არც ერთი ცხოველი, რომელიც კონკურენციას გაგვიწევდა შიგასახეობრივ მკვლელობათა რაოდენობით, მათ შორის, სრულიად უაზროს“.

 „რას ასწავლის, პირველ რიგში, ნებისმიერი ორგანიზებული რელიგია? პირველ რიგში, ასწავლის ღვარძლს და შეუწყნარებლობას. ღვარძლს და შეუწყნარებლობას ყველას მიმართ, ვინც განსხვავებულად აზროვნებს. ყველას მიმართ, ვინც მილიმეტრით მაინც ბედავს გადაუხვიოს იმ სტანდარტებს, რომელსაც ადამიანები, რომლებიც თავს მიიჩნევენ მბრძანებლებად, მასწავლებლებად და მწყემსებად, სთავაზობენ, როგორც აბსოლუტურ დოგმას  და სიმტკიცეს“.

 „ტრადიცია ყავარჯენია, რომლის დახმარებით მარაზმი გვსტუმრობს წარსულიდან“.

 „საკუთარი სისულელით სიამოვნების მიღება - ძალიან ძლიერი განცდაა“.

 „არ შემიძლია იმ ადამიანების პატივისცემა, რომლებმაც, ჩემი აზრით, გაიძვერობა მათი ცხოვრების საქმედ და პროფესიად აქციეს. - მართლმადიდებელი სამღვდელოება (მეხუთე არხის „ღია სტუდია“, 14 მარტი 2012 წელი)“

„სულიერება ის გაზია, რომელსაც მღვდლები გამოჰყოფენ სხვადასხვა წვერით დაფარული ხვრელიდან. როგორც კი ამ გაზით გულს იჯერებენ, მიდიან საბავშვო ბაღის ასაყრელად, რათა მის ადგილზე გახსნან მადლით სავაჭრო კომერციული წერტილი“.

 „ცხადია, ხვალ რომ პრეზიდენტმა ბუდიზმი მიიღოს, ისინი თავის მდიდრულ კაბინეტებში ყველა ხატს ნაგვის ყუთში ჩაყრიან, შუბლზე წითელ ხალს დაიხატავენ და „ომ მანი პადმე ჰუმ“-ის იმღერებენ“.

„ეკლესიამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია რეპრესიული აპარატის მხარდაჭერის გარეშე არსებობა. იგი გვთავაზობს იდეოლოგიას, რომელსაც არ შეუძლია პასუხის გაცემა თანამედროვე გამოწვევებზე. გვთავაზობს იმდენად სუსტ კონსტრუქციას, რომელიც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ამიტომ მისი დაცვა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ეკლიანი მავთულის, ხელკეტების და სისხლის სამართლის მუხლების საშუალებით. მეორდება ის, რაც იყო ჩვიდმეტი წლის რევოლუციამდე, როდესაც რუსეთის სიწმინდის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა სისხლის სამართლის კანონის თოთხმეტი მუხლით. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ახლა ყველა პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს. თუ რევოლუციამდე ჩვენში ზოგადეროვნული სიძულვილის ინკუბაციას ორასი-სამასი წელი დასჭირდა, ახლა ყველაფერს თვეები სჭირდება, უკიდურეს შემთხვევაში, - რამდენიმე წელი. - კანონის მორწმუნეთა შეურაცხმყოფელი გრძნობების შესახებ (ინტერვიუ Off-the-record.ru)“

„ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარი ცივილიზაციის მნიშვნელობას, და ვერ  ხვდება, რომ მისი ცივილიზაცია წამიერია“.
„ყველაფერი, რაც ოდესღაც შეურაცხყოფდა რელიგიურ გრძნობებს, აუცილებლად ხდებოდა კაცობრიობის სიამაყე“.

„მკრეხელობის უფლება ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი უფლებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მკრეხელობა თავისუფლად აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იძლევა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებას იმ არქაულ შეუსაბამობათა ნაკრების მიმართ, რომელიც ნებისმიერ რელიგიას უდევს საფუძვლად. უფრო მეტიც, საჯარო მკრეხელობა საუკეთესო საშუალებაა, რათა შეახსენო მორწმუნეთ, რომ ისინი არ არიან სამყაროს, კულტურის და საინფორმაციო სივრცის ერთადერთი მფლობელები“.

“მეგობრობა ყოველთვის მძიმე შრომაა. როგორც ცნობილია, ჩვენ ხშირად ვხდებით იძულებული მეგობრობის გამო საკუთარ თავს გადავაბიჯოთ. მეგობრობა ჩვენ თუ არ შევქმენით, თუ დაუსრულებელი მოთმინებით არ მოვქსოვეთ მისი ტილო, თუ ძაფს ძაფი არ მივუმატეთ, არაფერი გამოგვივა“.

„პოლიტიკით რუსეთში ყოველთვის მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული. დანარჩენი მის დაკრულზე ცეკვავს. ალბათ, გინახავთ ბიჭები, რომლებიც საროსკიპოსთან სხედან. მათ იციან, რომ იქ უფროსი ბიძაა შესული, და მსჯელობენ: მე იმ ქალს ასე და ასე, ან კიდევ  ჩაჩს დავახურებდი. ამ დროს კი უფროსი ბიძა, დახურულ კარებს მიღმა თავისი საქმით არის დაკავებული. ელცინიც ართობდა, მაგრამ ართობდა ლოკალურად“.

„ბატები და სულელები იმისთვის არსებობენ, რომ დასცინონ“.

„თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რაში გამოიხატება გეი-აღლუმის პრინციპული განსხვავება მორწმუნეთა ლიტანიისგან? ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კოსტიუმირებულ პათოსურ მსვლელობას, რომლის მიზანია ამ მსვლელობაში მონაწილეთა გარკვეული გამორჩეულობის დემონსტრირება“.

„რაც შეეხება ფრაზას, რომ ჭეშმატირად რუსი ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თაყვანს სცემს და აცხადებს თავისი ერთგულების შესახებ ებრაელთა ღმერთისადმი ... ბატები და სულელები, როგორც ლევ დავითის ძე ლანდაუ ამბობდა, საგანგებოდ არსებობენ იმისათვის, რომ მათ დასცინონ. ეს ფრაზა რუს შავრაზმელებში იწვევს აბსოლუტურ მძვინვარებას. მათ არ იციან, რა უპასუხონ. ტრადიციული პასუხი იქნება, რომ ქრისტე ან სმოლენსკის ოლქში დაიბადა, ან, რომ ყველაფერი ებრაელებმა გამოიგონეს, და სინამდვილეში ის იყო რუსი, რომ მისი რუსი დედა ისრაელიდან რუსეთში გაიქცა“.

„ვის გაერთიანება შეუძლია რელიგიას? მას შეულია მხოლოდ განხეთქილების შეტანა ისედაც გატანჯულ საზოგადოებაში. ქვეყანაში მრავალი მილიონი ათეისტია. ნებისმიერ  რელიგიას შეაქვს განხეთქილება. სჯეროდეთ ყველაფრის, რაც სურთ, თუნდაც შუქნიშნების შეწყვილების, მაგრამ მათ ხომ სურთ, რომ ჩვენ შევინახოთ! წარმოიდგინეთ, რომ ისინი თავს არიდებენ გადასახადების გადახდას იმის გამო, რომ დაახლოებული არიან ზებუნებრივ არსებასთან. მათ არ სურთ საშემოსავლო გადასახადების გადახდა უძრავი ქონებიდან, სავაჭრო წერტილებიდან, სადაც იყიდება რელიგიური და მაგიური მომსახურება“.

„ცხოვრება შეისწავლო მედიაში გაშუქებული ახალი ამბების მიხედვით - ეს იგივეა, რაც მცდელობა გაარკვიო პარმეზანის ხარისხის იმ ადამიანის ფეკალიების გემოს მიხედვით, ვინც ეს პარმეზანი შეჭამა. ალექსანდრე ნევზოროვი. „შეურაცხყოფის ხელოვნება“.

„თუ ადამიანს არ სურს, რომ მის რელიგიას დასცინონ, მას ყოველთვის შეუძლია არ აირჩიოს ასეთი სასაცილო რელიგია“.

„პატრიოტიზმი დღეს - უსაფრთხო და მოდური ჰობია, ყოველ შემთხვევაში, რუსეთში. როდესაც იგი საშიში და არამოდური იყო, რაღაც არ მახსოვს არც ერთი დღევანდელი პატრიოტი, არ მახსოვს დნესტრისპირეთის სანგრებში, არ მახსოვს არც ერთი მათგანი ალყაში მოქცეულ თეთრ სახლში 1993 წელს, არ მახსოვს არც ერთი მათგანი 1991 წელს საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტის მოქმედების დღეებში. საერთოდ არ მახსოვს“.

 „დაფუძნების დღიდან დღემდე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია არსებობა მხოლოდ ტოტალიტარულ ვარიანტში, როდესაც მისი „ექსკლუზიურობა“ საზოგადოებრივ სივრცეში უზრუნველყოფილია, როგორც მინიმუმ, სისხლის სამართლის 14 მუხლით, ათეული კანონით და კანონს დაქვემდებარებული აქტებით, ხიშტებით, ხელკეტებით, შოლტებით, კატორღის, გადასახლების და ყველა უფლების აღკვეთის შიშით (შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ფაქტორები აძლევენ საშუალებას მართლმადიდებლობას შეინარჩუნოს არსებობა, როგორც დომინანტურმა რელიგიამ ე.წ. „წმინდა რუსეთში“, ანუ მეფის რუსეთში). არავითარი სხვა რეცეპტი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის შესანარჩუნებლად არ არსებობს. თანამედროვე ადამიანის სურვილი იყოს თავისუფალი, მეცნიერების განვითარება, ინტერნეტის გავრცელება და ა.შ. - რელიგიური ობსკურანტიზმისათვის ასეთ მძიმე პირობებში „მართლმადიდებლობის ზეიმისათვის“  საჭირო გახდება უკვე არა 14, არამედ 114 სისხლის სამართლის მუხლი, რეპრესიული აპარატის ხუთჯერ გაზრდა და დაახლოებით 25 მილიონი შოლტის დამზადება“.

„საერთოდ, მაშინ წვავდნენ ყველაფერს, რის ახსნაც არ  შეეძლოთ. მეთოდი, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ ძალიან არაეფექტური. ცეცხლში წვავდნენ კატებს, ძაღლებს, ერეტიკოსებს, არასწორი ფორმის ჯვრებს, გათავხედებულ მეცნიერებს, ძმებს-ქრისტიანებს, რომლებიც განსხვავებულად იწერდნენ პირჯვარს, ქათმებს, რომლებსაც შეეძლოთ ჩაედინათ მკრეხელობა და აეკენკათ ჯვრის ფორმით მიმოფანტული მარცვლეული. ცხენებსაც მიწვდნენ. ამასთან, ანაბელთად დაკავშირებული შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი. ქრონიკების შესწავლის შედეგად, შეიძლება დავასახელოთ, მიახლოებითი გამოთვლით, მინიმუმ 100 ასეთი შემთხვევა. და ეს მხოლოდ ცხენებთან დაკავშირებით. ძაღლებთან და მეცნიერებთან დაკავშირებული შემთხვევები არ დამითვლია“.

 „ტრადიციები, რა თქმა უნდა, ლამაზი სანახაობაა, მაგრამ გამბედაობა უნდა გვეყოს და დროულად დავშორდეთ მათ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე, რადგან სწორედ ისინი არიან ყოველგვარი განვითარების მთავარი მტერი. ტრადიციული  აზროვნების და მსოფლმხედველობის შენარჩუნება არასდროს მისცემდა რუსეთს უფლებას ჰყოლოდა ი.მ. სეჩენოვი, ი.პ.პავლოვი, მ.ვ. ლომონოსოვი და კ.გ. ციოლკოვსკი. ისინი განასახიერებდნენ ბუნტს სამყაროზე ტრადიციული, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელი შეხედულების წინააღმდეგ, და არა მისი შედეგს“.

„ტელევიზია საღეჭი რეზინაა თვალებისთვის“.

 „მიუხედავად პატრიოტიზმისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა, პატრიოტიზმი, და არც რუსული პატრიოტიზმი, არ გულისხმობს ქალამნების ტარებას, არც ტილების ყოლას, არც მართლმადიდებლობას. ველური რუსოფობობა, ველური სიძულვილი ამ ქვეყანისადმი მოითხოვს, რომ ამ ქვეყნის მსოფლმხედველობა და მოქცევა დაუბრუნდეს XIV ან XV საუკუნეში“.

„ყოველთვის არსებობდა ორი კულტურა: ჭეშმარიტი კულტურა, თეთრი კულტურა, ნამდვილი და პირველადი კულტურა, პლებსის და მოსამსახურეთა კულტურა, კულტურა, რომელმაც შექმნა კირშა დანილოვის ლექსები: «бездырые бегут, попердывают, безносые бегут, понюхивают». კირშა დანილოვს ყოველთვის ჰყავდა ასობით და ათასობით მკითხველი და ბევრად მეტიც, ხოლო ჯამბაზების გამოსვლებს, სადაც ისინი  აჩვენებდნენ თავის გენიტალიებს და ისე მოჰქონდათ თავი, თითქოს ენას აგლეჯდნენ ერთმანეთს, ყოველთვის უფრო მეტი ხალხი ესწრებოდა, ვიდრე შესაძლებლობას მოესმინათ ავტორისეულ ორიგინალში „ამბავი იგორის ლაშქრობისა“.

 „ვფიქრობ, რომ მშობელი, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას შვილის წინაშე, რომელიც ხვდება, რომ რელიგიის არაკრიტიკული შესწავლა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგია იქნება ეს: ვუდუს კულტი, მართლმადიდებლობა ან აცტეკთა რელიგია, რომლებიც თაყვანს სცემდნენ კეცალკოატლიას, ან სკანდინავური რელიგიები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ ოდინს ან ტორას. ისინი მაინც ჩამოაცილებენ ბავშვს სამყაროს ბუნებრივ, ნორმალურ გაგებას, ჩამოაცილებენ ბიოლოგიას, ევოლციონისტიკას, თუ სინამდვილეში რისგან შედგება სამყარო და როგორ განვითარდა. თქვენ გეტყვიან, რომ მეცნიერება - ერთია, რელიგია კი - სრულიად სხვა. ეს აბსურდია, რადგან მეცნიერების საფუძველს წარმოადგენს კრიტიკულობა [...]“

„ამიტომ აღნიშნული საგანი თქვენ მიგაჩნიათ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევად, და მოითხოვთ ჩამოაშორონ თქვენი შვილი ამ საგანთან ნებისმიერ კონტაქტს“.

„იმას, რაც თქვენ ახლა განაცხადეთ, თან უნდა ახლდეს ცეკვა“ (ვიაზემსკის გორდონის გადაცემაში).

„არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სტაბილური ან არცთუ ძალიან სტაბილური ჰობი, მე მხედველობაში მყავს მორწმუნენი. მართლმადიდებლობა იგივე ჰობია. თუმცა პრინციპულად არც ერთ ნებისმიერ ჰობისგან არ განსხვავდება. შეიძლება არსებობდნენ კაქტუსის მოყვარულები, ფელინოლოგები, ადამიანები, რომლებსაც უყვართ მძივებით ქარგვა. მაგრამ რით განსხვავდება რელიგია კაქტუსის მოყვარულებისა და ფელინოლოგებისგან? რელიგია ცდილობს ყველა, ვინც არ იზიარებს მის შეხედულებებს რეალობაზე, ყველა ეს ადამიანი გამოაცხადოს არასრულფასოვნად, არასწორად, ავადმყოფად, დაბნეულად, უმწეოდ და ასე შემდეგ“.

„მე ვარ ნებისმიერი ათეისტური პროპაგანდის შეწყვეტის მომხრე, თუ შეწყდება რელიგიური“.

„ათეიზმი ინტელექტუალური სერფინგია. მაგრამ ამისათვის საჭიროა ობსკურანტიზმის აზვირთებული ტალღები. ხოლო ვლადიმერ პუტინი პოსეიდონად მუშაობს“.

„რუსეთის კლერიკალიზაცია ახალ ბარბოროსობისკენ მიმავალი გზაა“.

„აქცია „უკვდავი პოლკი“ - კოლექტიური სპირიტიული სეანსია სტალინის სულის გამოსაძახებლად“

„ტაძარი  მაგიური მომსახურების შემოთავაზების სავაჭრო წერტილია“.

„ღმერთის  როლი რომ შეასრულო, არსებობს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები. მხოლოდ გადასახადები თქვენი საეკლესიო ბიზნესიდან გადაიხადეთ“.

„მართლმადიდებლობამ შეძლო გამხდარიყო საზოგადოების გამაერთიანებელი, სადაც მონობა ყოველთვის იყო ნორმა“.

„რუსული მხედრიონის მახვილი გადატყდა უკრაინულ გარზანაზე“.

 „უმეცრება, როგორც ცნობილია, ყოველთვის შეეცდება მოძებნოს და მოძებნის კიდეც რელიგიურ ნუგეშს“.

„ორგაზმით გამოწვეული ყვირილი ბიულეტენის „ხელისუფლების ცნობილ ხვრელში“ ჩაგდების პიკანტურ მომენტში არავის გაუგია, თუმცა კომისიონერებსა და დამკვირვებლებსაც ჰქონდათ ნორმალური ზომის სრულიად ჯანსაღი ყურები“.

„საქმე იმაშია, რომ „ადამიანის“ ცნების კორელირება „მონის“ ცნებასთან ძალიან რთულია. წარმოუდგენელია, რომ მონას უყვარდეს ის სისტემა, რომელიც გულისხმობს მისი გაყიდვის, საჯაროდ გამათრახების, ჩუმად მოკვლის, იძულებითი შრომით ნებისმიერი წამების შესაძლებლობას, უვიცობას, უაზრო და სიბინძურეში ცხოვრებას. მონა არ შეიძლება იყოს არც პატრიოტი, არც მოქალაქე. ასეთი მონები, ასეთი ყმები რუსეთის იმპერიაში 1861 წლამდე შეადგენდნენ მოსახლეობის თითქმის 88%-ს. გამოდის, რომ მართლმადიდებლობა მათი რელიგიაა?“

 „სხვა სიტყვებით, არ არსებობს არც ერთი დამაჯერებელი განმარტება სკოლაში რელიგიის დასანერგად. ერთის და ყველაზე მარტივის გარდა - რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი სურვილისა უზრუნველყოს თავისი თავი სანთლების მყიდველთა რამდენიმე თაობით“.

„ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს აჰიპნოზებენ სისულელეებით იმის შესახებ, რომ სხვა გზა, გარდა მტკივნეულისა, პრინციპში არ არსებობს, ან იმის შესახებ, რომ ცხენს, მაგალითად, „უყვარს ხტომა“. ეს ძალიან ჰგავს ძველ კულინარულ წიგნებს, რომლებშიც შესანიშნავადაა ფორმულირებული, რომ „კარჩხანას უყვარს, როცა არაჟანში წვავენ“.

„ადამიანთა ფუნდამენტური თვისებები ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც „საკუთარი ტყავის გადარჩენის“ ცნება გამოიყენებოდა პირდაპირი, და არა გადატანითი მნიშვნელობით“.

„კაცობრიობის ინტელექტუალურ ელიტას არასოდეს აინტერესებდა ადამიანის განვითარების თემა“.

„არ შემიძლია სერიოზულად მივაყენო შეურაცხყოფა ადამიანს, თუ ჩავთვალე, რომ მისი რწმენა გულწრფელია. თუ ჩავთვალე, რომ რწმენა გულწრფელია, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდო, რომ ადამიანს სჯერა მოლაპარაკე ბუჩქების არსებობა, რომ მიცვალებულები ვერტიკალურად აფრინდებიან, რომ, თუ ავიღებთ ფუნთუშის ნაჭერს და რამდენიმე სიმღერას ვუმღერებთ, ფუნთუშის ნაჭერი იქცევა გარდაცვლილი რავინის ხორცის ნაჭრად, რომელიც მოკლეს 2000 წლის წინ. იმის ვარაუდი, რომ თქვენს თანამოსაუბრეს  შეიძლება ამის სერიოზულად სჯეროდეს, - შეურაცხმყოფელია“.

„რეალობა, თავისი ბუნებით, რუსოფობური და ანტისახელმწიფოებრივია. მისი ადგილი რუსეთში არ უნდა იყოს, ხოლო მისდამი  შეუწყნარებლობა უნდა გახდეს ჭეშმარიტი პატრიოტის სავალდებულო თვისება“.

„მაგრამ შეიძლება უფრო ზუსტი შედარება - მართლმადიდებლობა ტურისტული სააგენტოების ერთობლიობაა. საერო ტურისტული სააგენტოები იზიდავენ ტურისტებს თურქეთსა ან ეგვიპტეში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ უყვართ ეს ადგილები, არამედ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მართლმადიდებლობის ტურაგენტებიც ასევე იზიდავენ წმიდა მონასტრებში, სასწაულებრივი წყაროებისა და წმიდა. ნაწილების სანახავად და ა.შ. არა იმიტომ, რომ ამ სისულელის სწამთ, არამედ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გამო“.

 „რელიგიას ტურისტული სააგენტოების ჩვევები აქვს. მაგრამ საერო მუზეუმებიც მიმართავენ ამ მეთოდებს: ტელევიზიით (NTV?) 07-დან 08-მდე 2012: “მუსიკის ღამეები გატჩინაში“: ამა და ამ სასახლეში (მუზეუმში) - მოჩვენებებია (რათა მიიზიდონ ხალხი)“.

„... ათეიზმი რთული რამ არის. რწმენისგან განსხვავებით, - ეს შრომაა. რადგან თქვენ ათეისტი ხდებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ცოდნის გავლენის ქვეშ, განათლების, იმ სამუშაოს გავლენის ქვეშ, რომელსაც შინაგანად ეწევით. რწმენა კი მზა კლიშეა, ბევრად უფრო მარტივი, და მას სწორედ ამ სიმარტივის გამო ირჩევენ. მაგრამ არა მგონია, რომ მორწმუნე ადამიანი რეალურად ბევრია. მთელ ამ ფანატიზმს, როგორც წესი, გამოხატავენ ისეთი არშემდგარი მსახიობი ქალები, რომლებსაც აღარ იღებენ ეპიზოდებში, და მაშინ ისინი მიდიან მონასტრებში და ტელევიზიით ხმამაღლა ყვირიან რწმენისა და მართლმადიდებლობის შესახებ“.

„როგორც წესი, მე ვამბობ: „ბიჭებო, ჭამეთ ხორცი და რაც შეიძლება ბევრი. მე დაინტერესებული ვარ იმაში, რომ ჩემს გარშემო იყვნენ მხოლოდ იდიოტები“.

“რატომ უნდა დაგარწმუნოთ რამეში? ჩემთვის ხელსაყრელია, როდესაც ჩემ გვერდით მხოლოდ იდიოტები არიან“.

„ჩემთვის, ცინიზმი ხელოვნებაა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. და სხვაგვარად, გარდა დადებითი მნიშვნელობისა, მე არ ვიყენებ სიტყვას „ცინიზმი“. მიმაჩნია, რომ ცინიზმით ჩვენ დაუმსახურებლად აღვნიშნავთ სისულელეს, აღვირახსნილობას, სხვადასხვა „წელს ქვემო“ იუმორს. ნამდვილი ცინიზმი, პირველ რიგში, უნაკლო ფორმულირებაა“.

„მე მესმის, როდესაც ეს კეთდება კეთილშობილების პოზიციიდან, როდესაც ეს კეთდება ურთიერთგაგებისა და ჩემი უფლებების პატივისცემის პოზიციდან, მაშინ მე მზად ვარ ჯანდაბამდე გავუყენო გზას მოწევაც და სხვა დანარჩენიც. მაგრამ, როდესაც მოდიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაზე თავისი შეხედულებების გავრცელების, საკუთარი იდეალების გამარჯვების მიზნით უცებ ცხოვრებას ასწავლიან უფროს ადამიანებს ...“

„სცენარი რომ დავწერო მართლმადიდებლობის საბოლოო კრახის შესახებ, სწორედ ისეთი იქნებოდა, რომელსაც ამჟამად ახორციელებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ზუსტად ასეთი რეპლიკები იქნებოდა. ეჭვიც კი მტანჯავს: ხომ არ არის აქ კრემლის ორმაგი ან სამმაგი თამაში, რომელიც საშუალებას აძლევს ეკლესიას თავად ურტყას თავი კედელს? ის, რასაც აკეთებს „ჩარლი“ (ვსევოლოდ ჩაპლინი), ხომ ნამდვილი სიგიჟეა. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ იგი არც ერთ სიტყვას არ ამბობს თავისი სახელით, მხოლოდ გუნდიაევის იდეათა ტრანსლატორია წმინდა სახით. დარწმუნებული ვარ, რომ საქმე რეპეტიციებამდე და დაზეპირებამდეც კი მიდის“.

„იმისათვის, რომ რუსი ვიყო, რატომ უნდა მჯეროდეს ებრაული ხალხური ზღაპრების...“
„ლენინგრადის სიყვარული ძალიან რთულია, რადგან, რა თქმა უნდა, მხოლოდ დეკორაციებია. ეს არის ქალაქი, რომელიც საცხოვრებლად ნაკლებად მოსახერხებელია. ეს არის ქალაქი, რომელიც შეიქმნა, როგორც ევროპული რეალობის მსგავსი დეკორაცია. ხოლო, როგორც მოგეხსენებათ, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ ღებავს დეკორაციის უკანა მხარეს“.

„უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ, როგორც ნევროანატომისტი, მე სერიოზულად არ აღვიქვამ საუბარს ქალის განსაკუთრებული ფსიქოლოგიის შესახებ. ან რაღაც განსაკუთრებულ ქალურ თვისებების შესახებ. უბრალოდ, ქალის ტვინი და მამაკაცის ტვინი არაერთხელ მინახავს პროზექტურის მაგიდაზე, და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი თავს იკატუნებენ, რადგან სრულიად სრულყოფილი ადამიანები არიან“.

„რუსეთის ეროვნული გმირები სინამდვილეში მხოლოდ „კომიკსებია“, რომელიც უნდა საკუჭნაოში შეინახო და ადამიანებს არ აჩვენო, განსაკუთრებით მოზარდებს“.

 „როგორც კი წარმოვთქვამთ სიტყვას „ცხოველი“, მაშინვე ვიხსნით ყველა მორალურ ვალდებულებას ამ არსების წინაშე. ადამიანის ასეთ ქედმაღლობას უკიდურესი სისულელის დაღი ასვია. აქედან გამომდინარე, უზარმაზარ სიამოვნებას ვართ მოკლებული. ჩვენ ვეძებთ სიამოვნებას გმირ ქალში, ომებში, სტრიპტიზ-კლუბებში, ჩვენს ხელთ კი უზარმაზარი სამყაროა. და ეს სიამოვნება ბევრად უფრო ძლიერი, მდიდარი და ფუნდამენტურია, ვიდრე ის, რომელსაც ვიგონებთ მოწყენილობისგან. ნაცნობი წრეა: ქალები, ალკოჰოლური სასმელი, ომი, არჩევნები და ა.შ. ყველაფერი მოცემულ ორბიტაზეა .... როგორც კატა უვლის გარშემო ცხელ ფაფას, ისე დავდივათ ჩვენ ერთ და იგივე გართობის იდიოტურ წრეზე“.

„ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი აბსოლუტურად გენიალური ადამიანია, მაგრამ ისიც უყურებდა ცხენს, როგორც  ქრისტიანი. ხოლო ქრისტიანებს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოველთვის ჰქონდათ პირდაპირი შეხედულება ცხენზე. ქრისტიანობას ხომ არ გულისხმობს, რომ რომელიმე ცოცხალ არსებას, ადამიანის გარდა, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი ბედი, თავისი გრძნობები, თავისი სული, თავისი ხასიათი. ყოველივე ცოცხალი უნდა იყოს შესანსლული ადამიანის მიერ, ემსახურებოდეს ადამიანს და ა.შ. მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ მილიარდობით ცოცხალ არსებას, რომელთან ერთად ჩვენ ვიყოფთ ამ დედამიწას, რაღაცის უფლება აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ყურადღების მაინც, არასოდეს არ ყოფილა დამახასიათებელი  ქრისტიანობისათვის“.

„თქვენ იცით, მღვდელი რომ გამოიჭიროთ სიცრუეში, არც არის საჭირო უწოდო მას მატყუარა. ის უკვე მატყუარაა თავისი განმარტების, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე“.

„მათ არ ჰყავთ ინტელექტუალები, არ ჰყავთ ორატორები, არ ჰყავთ პოლემისტები, საერთოდ არავინ ჰყავთ. ХХI საუკუნეში ისინი მოვიდნენ ობმოკიდებული სინოდალური დეკლარაციების ტვირთით, რომლებიც დღეს არავის აინტერესებს, და ნებისმიერ დავაში არგუმენტად არ გამოდგება. მათ არაფერი აქვთ, გარდა რეპრესიების შესაძლებლობისა. ესეც ძალიან ნათელია, ამასაც, ასე ვთქვათ, ექნება თავისი შორს მიმავალი შედეგი“.

„მე არ მაქვს ეროვნება. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, მე დავწერე განცხადება, სადაც უარი ვთქვი ვიყო რუსი. მე არ ვარ მსმელი, არ ვარ მორწმუნე, არც ბალალაიკაზე არ ვიცი დაკვრა - სადაური რუსი ვარ?

„სამშობლო ისეთივე მითია, როგორც ღმერთი. ისეთივე რელიგიაა. და ამ რელიგიას ერთი პრობლემა აქვს, ზუსტად ისეთივე, როგორც ყველა რელიგიას: - ხელშესახები ღმერთის არარსებობა, რომლის გამოცხადება შესაძლებელი იქნებოდა. გასაგებია, რომ არსებობს პეიზაჟები, სოპკები და არყის ხეები, მაგრამ ეს დეკორაციაა, რომელიც არაფერზე არ ახდენენ გავლენას, არაფერი შეუძლია: არ შეუძლია უწყებების გაგზავნა, ომის გაჩაღება, არც არყის ხეები არ კრებენ გადასახადებს. ხალხს კი ზოგჯერ უნდა, რომ ღმერთი გამოეცხადოს, გამოავლინოს თავისი მრისხანება, სიყვარული, ზრუნვა. ამიტომ, ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა რელიგიაში, რელიგიაში „სამშობლო“ ღმერთის სახელით ღაღადებენ ქურუმები: გენერლები, მეფეები, პრეზიდენტები, პოლიტოლოგები, ნდობით აღჭურვილი პირები, მაგრამ არსი იგივე რჩება. ამ სამშობლოსათვისაც, რომელიც მუნჯია, რომელიც მდუმარეა, ხმადაკარგული, თუ  ოდესმე ჰქონდა მაინც. პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ მისი ხმა არავის გაუგონია, გარდა განსაკუთრებით საშიში შეშლილებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პირადად ესმით სამშობლოს ხმა. და მაშინაც გროზნოში, როცა მივხვდი, რომ ყველა ეს ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ სამშობლოსათვის იღუპებოდა. სწორედ ამ ფორმულირებით უშვებდნენ მათ სასაკლაოზე შეზარხოშებული მეთაურები. და ჩვენთვის გასაგები ხდება, რა არის იმპერია, რა არის ყველა ეს დერჟავული სულელური ამბიციები. და მაშინ მივხვდი, რომ სამშობლო კიდევ ერთი რელიგიაა, და, როგორც ნებისმიერ რელიგიას, მასაც შეცდომაში შევყავართ“.

„რუსეთს უყვარს კორუფცია. ყველა რუსს შეუძლია გახდეს კორუფციული სქემის მონაწილე“.

„ალბათ, რუსეთს არ შეუძლია იყოს სხვაგვარი. მას არ შეუძლია არ მოიპაროს, არ დაიპყროს, არ იძალადოს, არ დაალპოს და არ იყოს რეაქციული. სამწუხაროდ, იგი განწირული ქვეყანაა. მართვის პრინციპები თუ შეცვალა - დაიშლება. და თუ შეინარჩუნებს, მაშინ საბოლოოდ ჩამოშორდება ცივილიზაციას და მისივე ხელით დაიღუპება. უკანასკნელი ტრაქტორისტი გასრისავს უკანასკნელ ბატს და, საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდება“.

 „რაც შეეხება საუბარს ღვთის გმობის შესახებ, ეს, რა თქმა უნდა, არაფერზე არ არის დაფუძნებული და უბრალოდ დღეს სისულელეს წარმოადგენს, რომელიც ჩვენთვის, ვინც ცხოვრობს საერო სახელმწიფოში და ემორჩილება კონსტიტუციას, აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ ყველა ჩვენ - არც თქვენ და არც მე, არც ის - არ ვართ ვალდებული ვიცოდეთ, რა არის კონკრეტული კორპორაციისათვის, ადამიანთა გარკვეული წრისათვის, რომელიც გაერთიანებულია რელიგიური მიდრეკილებებით, წმიდა. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავერკვიოთ იმაში, რამდენი ღმერთი და ქალღმერთი არსებობს, რამდენი ხელი აქვს ქალღმერთს. ჩვენ არ ვართ ვალდებული ეს ვიცოდეთ. და იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვართ „ვალდებული“, ჩვენ არ შეგვიძლია დაგმობა. მისი განმარტებიდან გამომდინარე.  და რადგან ჩემთვის, უამრავი სხვა ადამიანისათვის არ არსებობს განსხვავება მითის ერთი გმირის - იესოს და, მაგალითად, ოსირისს შორის. ერთიც და მეორეც - კულტუროლოგიური ფიგურაა, რომლის გააზრება შესაძლებელია კრიტიკულად ან ირონიულად. როგორც გენებოთ!“

„ორგანიზაციამ, რომელმაც სახელი გაითქვა ალკოჰოლიზმით, გარყვნილებით, გაუმაძღრობით, ანეკდოტად იქცა და ყბადაღებული გახდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ სწორედ მან უნდა გვასწავლოს მორალი“.

„სანამ მღვდელს ხელზე აკოცებთ, დაფიქრდით, რას აკეთებდა ამ ხელით ათი წუთის წინ“.

„მაგრამ ბოლო დროს ზებუნებრივ არსებათა თაყვანისმცემლები ცდილობენ თავს მოახვიონ თავისი შეხედულებები ფიზიოლოგიაზე იმ მილიონობით ადამიანს, რომელიც ამ შეხედულებებს ან არ თანაუგრძნობს, ან თუნდაც პრიმიტიულად მიაჩნია. - მართლმადიდებელი პროპაგანდის შესახებ“.

„საუბარი იმაზე, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, დაფუძნებულია რელიგიის აბსოლუტურ გაუგებლობაზე და არცოდნაზე, პრიმიტიულ გულუბრყვილობაზე“.

„მატერიალური კეთილდღეობა, აგარაკები გელენჯიკში, საათები, სქელი საჯდომები მერსედესში - ზოგადად, არავითარი სხვა მიზეზი არსებობისათვის ამ ორგანიზაციას არ აქვს“.

„ნათელია, რომ ისტორია იდეოლოგიისათვის მხოლოდ მოახლეა, რომელიც ყოველთვის მზად არის მოემსახუროს თავის ქალბატონს, მიიღოს ნებისმიერი პოზა და კონფიგურაცია, მოახდინოს მიმიკრაცია, ჩაიფუშოს ან გაიბეროს. იგი ყოველთვის მზად არის შეასრულოს იდეოლოგიის ნებისმიერი ახირება, რაც ადასტურებს ამ დისციპლინაში არსებული მეთოდების სიმდიდრეს“.

„რა არის „ტურისტი“? გარეგნულად - ეს არის არსება, რომელიც იქითკენ მიემართება, რაც მისთვის  საჭიროებას არ წარმოადგენს, მიემართება უაზრო შთაბეჭდილებების მისაღებად, რომლებიც  არასდროს გამოადგება და, მისი პროფესიიდან გამომდინარე, არ იქნება მოთხოვნადი ან რეალიზებული“.

„სწორედ მღვდლებმა მრავალი ასეული წლის განმავლობაში ბევრი რამ ჩადეს იესოში, აფინანსებდნენ მისი უამრავი ხატის, ასევე მისთვის მიძღვნილი  სიმღერების, შენობების, სიტყვების და წარმოდგენების შექმნას. ახლა მათ უნდათ, რომ ერთპიროვნულად გამოიყენონ იესო და მათ სასარგებლოდ გამოწურონ ყველაფერი ამ ბრენდიდან“.

„დიქტატორები და პრეზიდენტები მხოლოდ ტამბურმაჟერები არიან, რომლებიც  „ხელისუფლების კვერთხის“ გამოყენებით რიტმს აძლევენ მასებში ბუნებრივი გზით აღმოცენებული ღვარძლისა და აღფრთოვანების კრუნჩხვებს“.

 „არსებობს ისეთი რამ, როგორც პერსონალური ევოლუცია. იგი აბსოლუტურად გარდაუვალია, რადგან არსებობენ წიგნები, მოვლენები და ადამიანები, რომლებიც გარდაქმნიან ადამიანს. თუ იგი განვითარების რაღაც ეტაპზე გაჩერდა, უკვე სიბრალულის, და არა აღფრთოვანების, ღირსია“.

„თუ თქვენ  ისევ თავს გახვევენ გადაჭარბებული დოზით ამ ნაფტალინს ..., ან ზეწოლას ახდენენ თქვენზე სულიერებით და მღვდლებით, მაშინვე დაადანაშაულეთ სექსუალურ ძალადობაში“.

„როგორ უნდა ესაუბროთ მორწმუნეთ
გახსოვდეთ, რომ ეს თემები მათთვის ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, რომ ისინი ადვილად ვარდებიან ისტერიკაში, ამიტომ კარგი იქნება მოაცილოთ მათ ასანთი, ყველა სახის მჭრელი და მძიმე საგანი და გამოავლინოთ მოთმინება, სიმშვიდე და კეთილგანწყობა.
ამასთან ერთად, არ არის საჭირო თავგზა აიბნიოთ სულელური საუბრით ვიღაც ღმერთზე. ეს უაზრო თემაა, და ნებისმიერი მორწმუნე, თუ მას შესთავაზებთ დაგიმტკიცოთ ღმერთის არსებობა, 3-4 წუთის შემდეგ თავს იდიოტად იგრძნობს, და ამან შეიძლება მათი გააფთრება დამოიწვიოს. ნუ გააკეთებთ ამას.
საქმე იმაშია, რომ ხატების ან სხვა სურათების, ჯვრების, პატარა ხმელი ორცხობილების შეგროვება, მარტივ წარმოადგენებში მონაწილეობა, სადაც ჭამენ ან არ ჭამენ ღმერთის ხორცს, სადღაც გამგზავრება, შესაბამისი ფრაზეოლოგია, შესაბამისი ჩაცმულობა, - ყველაფერი ეს არ ადასტურებს ე.წ. რწმენის არსებობას. ეს ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ადამიანი რაღაც როლურ თამაშს ასრულებს.
მათი რწმენა სწორედ მათგან მოითხოვს, და საკმაოდ მკაცრად მოითხოვს მრავალი განსაცდელის გადატანას, საკუთარი თავის შეზღუდვას. თქვენ ყოველთვის უნდა შესთავაზოთ მორწმუნეს, ე.წ. მორწმუნე ადამიანს, დაამტკიცოს, რომ ის მორწმუნეა ამ სიტყვის სახარებისეული მნიშვნელობით.
უნდა დადგინდეს, რომელ უსახლკაროს მისცა მან ბინა, ვის მისცა ქურთუკი, რომელ მათხოვარს გადააწერა მანქანა, რამდენ კეთროვანს აკოცა ტუჩებში, აპირებს თუ არა წასვლას, ვთქვათ, სადღაც სუდანში ან ჩადის ტბის სანაპიროზე, რათა იქადაგოს იქ ქრისტიანობა, როგორც ეს უანდერძეს. როგორც წესი, ეს კითხვები ჩიხში ამწყვდევს მორწმუნეთ.
მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მორწმუნენი არიან, და, როგორც ვირი ვინი პუხის შესახებ ცნობილი წიგნიდან, ნაწყენი ხმით მოგვმართავენ: „იცით, ჩვენ ისეთი განსაკუთრებულები ვართ, რომ არ უნდა გვიწოდოთ „ბურთი“ “.
მაგრამ იმისათვის, რომ თქვენ, ისევე როგორც ია-იას არ გიწოდოთ  ბურთი, დაამტკიცეთ, რომ თქვენც ია-ია ხართ.
დაამტკიცეთ, რომ განსაკუთრებულები ხართ, რადგან ჯერ-ჯერობით მხოლოდ აცხადებთ ამას.
და აქ, როგორც წესი, მათ რაღაც კაზუსი ემართებათ. მათთვის ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ ისინი მორწმუნენი არიან. დატოვეთ ისინი მარტო ამ აზრებთან.
შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ დათესეთ გარკვეული ეჭვი, რამდენიმე მარცვალი დათესეთ იმის გასაგებად, რომ ყველაფერი ასე დეკლარაციული არ არის, ასე მარტივად არ არის ამქვეყნად საქმე ე.წ. რწმენასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულია სინოდალურ ჟურნალებში.
ეკლესია ამბობს, რომ ქადაგებს ღმერთის რწმენას, ასე არ არის?
კი ბატონო, მივიღოთ ეკლესიის თვალსაზრისი, მაგრამ, როგორც ირკვევა, ეკლესია ქადაგებს არა ღვთის რწმენას, არამედ რწმენას ერთი ღმერთისა.
მღვდელთა თავხედობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კაცობრიობის ისტორიიდან ამოშალონ ყველა სხვა ღმერთი, რომელსაც კაცობრიობა იცნობდა შუმერის და ბაბილონიდან მოყოლებული. ასეთი ღმერთები, დაახლოებით, სამასი ან ოთხასია.
თუ შეიძლება გვწამდეს ერთ-ერთი ღმერთი, ე.წ. იესო, რატომ არის ზევსის, ოსირისის ან კეცალკოატლის რწმენა, მათი აზრით, აბსურდი? ან რით არის ერთი ღმერთი უკეთესი, ხოლო მეორე ღმერთი უარესი?

სხვათა შორის, მთელმა ამ სულიერებამ გაძლო მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის თოთხმეტი მუხლის, მრავალი კანონზე დაფუძნებული აქტის, კატორღის, ქონების წართმევის, ციმბირში გადასახლების შიშის წყალობით, და ბევრი სხვა არასასიამოვნო რამის გამო.
და ეს ხდებოდა სწორედ იმ დროს, როდესაც მართლმადიდებლობა ითვლებოდა სახალხო რელიგიად. როგორ მოხდა, რომ სწორედ ამ იდეოლოგიურმა სისტემამ მიიყვანა სახელმწიფო სრულ კრახამდე 1917 წელს?
თხოვეთ მათ კომენტარი თეზისზე იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა უკვე დაკომპოსტირებული ტალონია  და მცდელობა მეორედ იმგზავრო ამავე ტალონით „ისტორიის ტრამვაიში“, მინიმუმ, გულუბრყვილობაა.
ჩვენ თითქოს ისტორიული სამედიცინო ფაქტის წინაშე ვართ:  სახელმწიფოს კრახისა, რომელსაც შვიდასი წლის მანძილზე არაფერი ჰქონდა ამ იდეოლოგიის გარდა. საერთოდ არაფერი. და სხვაც არაფერი ყოფილა ნებადართული. სისხლის სამართლის კოდექსის რამდენი მუხლია საჭირო: ოცდარვა, ორმოცდაათი, სამოცი? რა სადამსჯელო ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველყო მთელი ეს სულიერება ... აშკარაა, რომ მართლმადიდებლობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხიშტების მხარდაჭერით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო დახმარების გარეშე დაუყოვნებლივ გარდაიქმნება,  დანაწევრდება მრავალ მცირე სექტად ან გარდაიქმნება ერთ-ერთ ასეთ სექტად.

 ან რა არის ათეიზმი? ათეიზმი არ არის ყვირილი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არსებობს. არც ამა თუ იმ დოგმის, არც მათი რიტორიკის დაცინვა არ არის, სრულებითაც არა. ათეიზმი არის უფლება გქონდეს შენი აზრი, ეს თავისუფალი აზრის ტრიუმფია, კრიტიკულად, სკეპტიკურად აზროვნების უნარი, უნარი ყველაფერი შეაფასო, პირველ რიგში, ანალიზის შედეგად, დამოუკიდებლად. ნებისმიერი სიტყვის მიმართ, რომელიც დაიწერა ან თქმულა, ათეიზმის გულისხმობს კრიტიკულ გააზრებას.
 ამაზე საუბრობდა დიდი ლამეტრი, ამაზე საუბრობდა პოლ ანრი გოლბახი. და ჩემი სიტყვებიც ისევე კრიტიკულად უნდა განიხილოთ, როგორც ბიბლიის ნებისმიერი ლექსი. ყველაფერი კრიტიკულად უნდა განიხილოთ.
და როგორც კი ეს კრიტიკა, როგორც კი ეს სკეპტიციზმი და უნარი და ანალიზის სურვილი ნორმად იქცევა, სწორედ მაშინ ღმერთები თავად დაიხოცებიან. ან ემიგრაციაში წავლენ იქ, სადაც მათთვის ჯერ კიდევ დარჩა ადგილი: სადღაც ჩადის ტბის  სანაპიროზე და ახალ გვინეაში“
==---------
უნდა იყოს ვინმე, ვისაც ასწავლიან მორალს და ვისაც მიაჩნია, რომ მეორე მხარეც არსებობს, რომელიც ასწავლის; თქვენ ხედავთ საკუთარ თავს რომელიმე კატეგორიაში?
- არსებობს იმ ადამიანთა კატეგორია, ვისაც  განუმარტავენ, თუ როგორ უნდა იფიქროს ზრდასრულმა ადამიანმა, როგორ უნდა გრძნობდეს, როგორ უნდა ესმოდეს სხვადასხვა რამ, და არიან ისინიც, ვინც ასწავლიან ამას.
თქვენ მოგწონთ იდეა, რომლის მიხედვითაც ხდება ამ მორალის დანერგვა და მისი დუბლირება სისხლის სამართლის კოდექსში?
-საკუთარ თავს, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილად ვხედავ.
- ეკლესია საშიში რამაა, და ჩემთვის არავის წაურთმევია ამა თუ იმ  რელიგიური ინსტიტუტის კრიტიკის უფლება.
ვინ არის ტაძრის შენობის პატრონი და როგორ რეაგირებს ის კრიტიკაზე?
ჩუმად იყო არა? აბა მაშინ თქვენ რას ფორიაქობთ?
თუ რელიგიური პროპაგანდა შეწყდება, პირობას ვდებ, რომ არ ვიტყვი არც ერთ ათეისტურ სიტყვას.
მარტივი ანალოგია:  თქვენ თქვენი რწმენა სილამაზის კონკურსზე გაიყვანეთ, პოდიუმზე და გწყინთ, რომ ისინი, ვისაც აჩვენებთ, გეუბნებიან: იღლიიდან თმა უჩანს, და, მაპატიეთ, კოჭლობს. თქვენ მუდმივად პარანოიაში ხართ.
უნდა გიყვარდეთ ათეისტები, რომლებიც თქვენი ოპონენტები არიან. 


" როგორ აღვზარდოთ სამშობლოსადმი სიყვარული?
სანამ სამშობლოსადმი სიყვარულს ვისწავლით, სამშობლოს უნდა ვასწავლოთ ჩვენი სიყვარული!
რადგან ჯერ-ჯერობით მისი დედობრივი მოვალეობა და დედობრივი მოთხოვნები გამოიხატება იმაში, რომ დაგვამციროს, დაგვაქციოს, გაგვძარცვოს, ციხეში ჩაგვსვას, მოგვკლას, ფეხქვეშ გაგვთელოს ან უბრალოდ ყურადღება არ მოგვაქციოს.
პირველ რიგში, კარგი იქნება სამშობლოს ვასწავლოთ ჩვენი სიყვარული, და მაშინ, შეიძლება, აზრი ჰქონდეს ფიქრს ურთიერთსიყვარულზე.

 ა. ნევზოროვი

==============
„ღმერთი მამაა, ეკლესია კი დედა. - ეს ნეიროლინგვისტური პროგრამის კლასიკაა, ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების სკრიპტი ქვეცნობიერის დონეზე, არა ურთიერთდაკავშირებულ ალგორითმთა ლოგიკური აგებულებაა, არამედ ბუნებრივი ლიბიდოს დევიანტური გადართვა კულტის ობიექტზე, სადაც გარკვეულ დოქტრინას და საზოგადოებას, რომელსაც მოაქვს სწავლების პატერნები, ეძლევა ნათესაური კავშირის მქონე სუბიექტების მახასიათებლები, ანუ მამების, დედების, შვილების, ძმების. ეს ისევეა, რომ მეცნიერმა ფიზიკოსმა ფარდობითობის თეორია გამოაცხადოს თავის დედად, ხოლო პლანკის მუდმივა, როგორც თავისი და, მაგრამ ასეთ მეცნიერს მისივე კოლეგები გააგზავნიან ფსიქიატრთან, ნეიროლეფსიკოსების მყუდრო გარემოში“. ავტორი უცნობია










Serial killers ruin families. Corporate, political and religious psychopaths ruin economies and societies." R. Hare Criminal Psychologist

 http://www.pathocracy.net/
People who accept you EXACTLY as you are. Don't let them go."- Jacqueline Kabat
"Nothing is more threatening and confusing to an angry person consumed with fear than a free spirit. It pisses them off." Jacqueline Kabat

თარგმანი    (C) მ.ფ.ლ
05.15.2017
სარედაქციო

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised