вторник, 12 июня 2018 г.

ქრისტიანული ფსიქოლოგია. ზოგისთვის მითი, ზოგისთვის რეალობა

ქრისტიანული ფსიქოლოგია. ზოგისთვის მითი, ზოგისთვის რეალობა 
ავტორისგან: ქრისტიანული ფსიქოლოგია. როგორ უნდა მოვიქცეთ: დავუჯეროთ, შევისწავლოთ, თაყვანი ვცეთ თუ  იგნორირება გავუკეთოთ? თავად გადაწყვიტეთ.
ჩემთვის ზოგიერთი ადამიანის საკუთარი თავის მართლმადიდებელ ფსიქოლოგად გამოცხადების მცდელობა „ქრისტიანული ფსიქოლოგიის“ შესაქმნელად მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ სასულიერო თემაზე სპეკულაცია ახლა მოდაშია. ვერაფერს გააწყობ,  როდესაც ზოგიერთი ფსიქოლოგი შორდება მეცნიერულ ფაქტებსა და თეორიებს, დაკავებულია მხოლოდ „ხელოვნებით“, რადგან, მათი მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში „ყველაფერი სუბიექტურია“, ხოლო სხვები, მაგალითად, ხისტი მატერიალისტები,  უშედეგოდ ეძებენ ცნობიერების ნეირონებს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი არეულ-დარეულია, აქედან გამომდინარე ყველა სპეციალისტი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი არ იზომება და არ არის ობიექტური (ანუ, ყველაფერს ვერც შეეხები და ვერც გემოს გაუსინჯავ), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოკორექციის ან ფსიქოთერაპიის  ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის სუბიექტურია - კარვასარსკიმ და იალომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გამოთქვეს. თუ ყველაფერი მართლაც სუბიექტურია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როგორღა შეძლეს მათ მათი პრაქტიკული სამუშაოს ეფექტურობის დადგენა? თითოეულ ცალკე შემთხვევაში დადებითი დინამიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ვერ დაეყრდნობი მხოლოდ საკუთარ აღქმას ან კლიენტის გუნება-განწყობილებას: სუბიექტურად, მას შეუძლია თავი უკეთესად იგრძნოს, ხოლო ობიექტურად მისი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ე.წ. ქრისტიანული ფსიქოლოგია სწორედ ის ბუშტია, რომელიც შეიძლება გასკდეს.
დღემდე ყველას არ ესმის, თუ რის შესახებ საუბრობენ სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები: რას ნიშნავს ეგზისტენციალური რევოლუცია, რაში გამოიხატება „სულიერი თავისუფლების“ არსი, რომელსაც ზოგიერთები შეცდობით აძლევენ ყველაფრის უფლების მიცემის ინტერპრეტაციას? მეჩვენება, რომ გარკვეულ წრეებში გავრცელებული სიტყვები „რაც გწამთ, ის მოგეცემათ“, რელიგიური ადამიანის ენაზე წარმოადგენს ერთგვარ ტრანსკრიპციას იმისა, რასაც სულიერი თავისუფლებაში გულისხმობენ.
სულიერი თავისუფლება სამყაროში საკუთარი თავის საპასუხისმგებლო თვითგამორკვევაა, სუბიექტის მიერ პირადი მნიშვნელობის ხელახლა შეფასება საკუთარ თავთან თანხმობაში ყოფნის მიზნით, რათა სამყაროში თავი იგრძნოს ძლიერ პიროვნებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინ არის არც უარესი და არც უკეთესი, თუ ის აცნობიერებს მის უფლებებს იყოს პიროვნება და ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სხვა ადამიანებს შეუძლია ცხოვრება, როგორც მათ სურთ. მაგრამ, როგორც ცნობილია, გქონდეს სურვილი ცუდი არ არის. ამიტომაც ვამახვილებთ ყურადღებას პასუხისმგებლობაზე ადამიანის პირადი არჩევანის გამო, იმის გასააზრებლად, რომ ყველა ქმედებას ექნება შესაბამისი შედეგი. ხოლო სადაც პასუხისმგებლობაა, იქ შეზღუდვებიც არსებობს, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ასე რომ, თანამედროვე ადამიანი აცნობიერებს მის უფლებას (თუმცა ყოველთვის არ იყენებს მას) შექმნას საკუთარი რეალობა, ჩამოაყალიბოს სამყაროს საკუთარი, პირადი გააზრება, მისდამი ინდივიდუალური დამოკიდებულება. თითქოს ყველაფერი კარგად არის, რადგან  თავისუფლება მოპოვებულია. მაგრამ, ნამდვილად სურს კი ყველა ადამიანს (განსაკუთრებით, ათეისტს სიტყვის ტრადიციული თვალსაზრისით) აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი თავისუფლებისათვის? ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ  ყოველთვის ასე არ ხდება. ყველაფერი ფარდობითია. არ არსებობს უნივერსალური წამალი ბედნიერებისათვის.
ერიხ ფრომმა ამ სიტუაციას თავისუფლებისგან გაქცევა უწოდა. ფაქტობრივად, ეს არის საკუთარი „მე“-ს შეცვლის მცდელობა მისი საჭიროებებით,  ნივთების ყიდვის, კლიშირებული საუბრების, ზედმეტად აუცილებელის მოხმარების გამოვლინებით. ასეთი გაქცევის შემთხვევაში ყველა თავის ფინიშისკენ მიდის: ზოგიერთი დამოკიდებული ხდება ფსიქოანალიზზე, ზოგი - რელიგიაზე, ხოლო ზოგი - ტელევიზორით მოსმენილ ახალ ამბებზე. სცენარები და მექანიზმები შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაფერი ეს მხოლოდ უხეში მონახაზია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. სხვაგვარად ცხოვრების სულიერი თავისუფლება მის ანტიპოდამდეა რედუცირებული.
ჩემი აზრით, ასე ხდება ქრისტიანულ ფსიქოლოგიაშიც: ეგოიზმიდან დეკლარირებული გადასვლა ქრისტიანულ, უფრო მაღალ, მარადიულ (მინიმუმ არა ყველა, რომ) ღირებულებებზე, პრაქტიკულად შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ კლიენტის ყურადღების დეცენტრაცია პირადად მნიშვნელოვანისგან ღვთაებრივზე. სასარგებლო იქნება ეს ადამიანისთვის, რომელიც მიღებაზე მივიდა  მართლმადიდებელ ფსიქოლოგთან? ვინ იცის! უფრო სწორად, შეიძლება გარკვევა,  თუ ერთმანეთს შევადარებთ ფსიქოთერაპიის ამ მოდელის მონაცემებს (არის კი ეს მოდელი?) სხვა მოდელებთან. და, რა თქმა უნდა, შეფასებისთვის მხოლოდ შედარება არ არის საკმარისი.
მე შემიძლია იმის თქმა, რომ ზოგიერთს შეუძლია უფლება მისცეს თავს ეძებოს ცხოვრების მნიშვნელობა დამოუკიდებლად, ხოლო სხვებმა გაიზიარონ ეკლესიის დოგმები, განიცადონ სულიერი შიმშილი. სულიერი თავისუფლების მქონე ადამიანი აცნობიერებს, რომ შეიძლება ღმერთი არ არსებობდეს, რომ მას, როგორც სუბიექტს, შეიძლება სჯეროდეს იმის, რაც უნდა, თუნდაც პიროვნების ფსიქოლოგიური მთლიანობის, საკუთარი თავის, მაგრამ ცხოვრებაში მისი მსოფლმხედველობა და პოზიციები უნდა გადაიხედოს. ფანატიკურად მორწმუნე (უკიდურეს შემთხვევაში, სექტანტი) პირიქით, თითქოს ეჩვევა სამყაროს იმ სურათს, რომელსაც მას ეკლესია აძლევს. ასეთ მგზნებარე მორწმუნეებს არჩევანი არ აქვთ.
ადრე სანქტ-პეტერბურგში მე ვხვდებოდი მათ, ვინც თავს მართლმადიდებელ ფსიქოლოგებს უწოდებდნენ. ახლა უფრო ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესახებ საუბრობენ. მინდა აღვნიშნო, რომ  ჩემთვის ყველაფერი ნათელი იქნებოდა, თუ მხედველობაში გვეყოლებოდა საბაზო ფსიქოლოგიური განათლების მქონე მღვდელი.  მაგალითად, ასეთი ფსიქოლოგი-მღვდელი შეიძლება მივიდეს საავადმყოფოში ტერმინალურ პაციენტთან. რატომაც არა? სხვათა შორის, კარგი იქნებოდა.
მაგრამ რეალობა ამ მაგალითით არ შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ზოგიერთი ფსიქოლოგი დამოუკიდებლად უწოდებს საკუთარ თავს „ქრისტიან“ ან „მართლმადიდებელ ფსიქოლოგად“, რადგან არ აქვთ შესაბამისი განათლება. ეს ყველაფერი იმ დასკვნის საფუძველს გვაძლევს, რომ ქრისტიანული ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგია, უარეს შემთხვევაში, არაფერს წარმოადგენს, ხოლო უკეთესს შემთხვევაში, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ნაირსახეობაა, რომელიც არ წარმოადგენს  დამოუკიდებელ ფსიქოლოგიურ მიმართულებას, სკოლას. ამის შესახებ წერენ დორცენი, მეი და სხვები. ალბათ, მხოლოდ ფრანკლი არ გაემიჯნა სამეცნიერო მეთოდოლოგიას. მას საინტერესო და რთული ცხოვრება ჰქონდა და გვაუწყა, რომ არ არსებობს ცხოვრების უნივერსალური მნიშვნელობა, და რომ ყველამ უნდა მონახოს თავისი საკუთარი ცხოვრება. და მაინც, ქრისტიანული ფსიქოლოგია უფრო მეტად ჰგავს თოჯინას ცოცხალ, განუყოფელ ადამიანთან შედარებით.
განვმარტავ: თუ ასე გაგრძელდა, შეიქმნება მუსულმანური ფსიქოლოგია, და კიდევ სხვა ფსიქოლოგია, ვთქვათ, რელიგიური,  შემდეგ თითოეული მისი წარმომადგენელი დაიწყებს საკუთარ უპირატესობაზე საუბარს. რომ, „ყველაფერი სუბიექტურია, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ჩემი ღმერთი შენსაზე უკეთესია“. საბოლოოდ, ქრისტიანული ფსიქოლოგია აბსურდულია, როგორც მეცნიერება, ვინაიდან ღვთის არსებობა ან არარსებობა არ შეიძლება დადასტურდეს ან უარყოფილი იყოს. ამის შეიძლება მხოლოდ რწმენა არსებობდეს. ზოგიერთისთვის ეს კარგია, სხვებისთვის შეიძლება  ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება პიროვნების ზნეობრივი ბირთვის დასაპყრობად. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მოსახერხებელია ზოგიერთი ადიქტის გადაყვანა „ალკოჰოლის სურვილიდან“ „ღმერთის სურვილზე“.
რა თქმა უნდა, მე ახლა მიზანმიმართულად ვახდენ ჰიპერბოლიზაციას, რათა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს მიდგომის ხარვეზები, რომლებიც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია. ხოლო  ნაკლოვანებებს, გარდა ამ სტატიაში აღნიშნულისა, მე გავაჟღერებ ქრისტიანული ფსიქოლოგებისადმი მიმართული კითხვების სახით:
       - როგორ გეგმავთ ქრისტიან ფსიქოლოგთა პროფესიული შერჩევის ორგანიზებას? მოხდება ეს ოდესმე?
        - როგორ მოიქცევით იმ ხალხთან, ვისაც არ სურს ეზიაროს ქრისტეს მოძღვრებას?
        - როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ სპეციალისტებთან ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში, რომლებსაც შეუძლიათ თავს მოახვიონ კლიენტებს თავისი შეხედულებები?
მე შემიძლია ვივარაუდო და მივიღო, რომ მთელ რიგ ადამიანთათვის რელიგია ასრულებს ძლიერ სამკურნალო ფუნქციას, ხოლო რწმენის დახმარებით სიკვდილის შიშის შემუშავება შეიძლება. ასევე არ საჭიროებს მტკიცებულებას და ის ფაქტი, რომ ყველა ფსიქოლოგი არ არის სპეციალისტი. თუ უფრო ნათლად ვიტყვით, იდიოტები ყველა პროფესიაშია. მღვდელიც არის და მღვდელიც. მაგალითად, გაყიდვაში აღმოვაჩინე მღვდლის წიგნი სახელწოდებით „სამი სიტყვა ფსიქოლოგიაში“. ფსიქოლოგიასთან მას აქვს ირიბი დამოკიდებულება, მაგრამ მრავლადაა მოყვანილი შემდეგი ტიპის ცრურწმენები:
„საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგები უკვე დაუფარავად შთააგონებენ მოსწავლეებს ყალბ მოსაზრებას უწესრიგო ქორწინების გარეშე სექსის „სარგებლობის“ შესახებ ჯანმრთელობისთვის“  ([1], გვ. 119-120).
დავამატებდი, რომ მე ვიცნობ სულიერ და ამავე დროს ათეისტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობით გამოირჩევიან; კიდევ მე ვიცნობ ლესბოსელს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაგმო „მართლმადიდებელმა ფსიქოლოგმა“ პეტერბურგიდან, ამასთან მღვდელმა. იმის გამო, რომ მას აქვს სექსი გოგონებთან, და არა ბიჭებთან. ასეთი ცოდვილი დაიბადა ...
მაპატიეთ, მაგრამ ვშიშობ, რომ მხოლოდ ლოცვა დაგვრჩენია. იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგია არეული აქვთ სოფისტიკასთან რელიგიის პოპულარიზაციის მიზნით ფსევდომეცნიერების და სულიერი განათლებისკენ სწრაფვის საფარქვეშ.

გამოყენებული ლიტერატურის სია:
1. გიორგი მიხაილოვი. სამი სიტყვა ფსიქოლოგიაში.// სანქტ-პეტერბურგი:
გამომცემლობა „რუსკაია სიმფონია“, 2010. – 280 გვ.
ანტონ ზადოროჟნი

თარგმანი

06.06.18
(C) M.F.L















. სოციალური შიზოფრენია. ავტონეგაცია. თვითუარყოფის იდეური ღირებულებები: მოცემული და შექმნილი

3.7. სოციალური შიზოფრენია
Шизофрения — это не ругательство. Шизофрения это синдром «расщепления личности на несколько суб-личностей».
შიზოფრენია - ტვინის მუშაობის დარღვევაა, გამოიხატება აკვიატებული იდეების სახით, რომლებსაც გრძელვადიანი ხასიათი აქვს.
იგი ხასიათდება კრიტიკული აზროვნების მექანიზმის პარალიზებით გარკვეული საქმიანობის მიმართულებით. ადამიანი უგულებელყოფს მისი დასკვნებისა და რეალობის შეუსაბამობას.
შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობა სოციალური შიზოფრენიაა. იგი გამოიხატება სხვადასხვა აკვიატებული სოციალური იდეების სახით და აქვს ბევრი მოდიფიკაცია. სოციალური შიზოფრენია განსხვავდება შიზოფრენიის სხვა ტიპისგან იმით, რომ მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს და შეიძლება მიმდინარეობდეს ეპიდემიის და პანდემიის რეჟიმში.
სოციალური შიზოფრენია გავლენას არ ახდენს ტვინის მუშაობის ფიზიოლოგიაზე, ისევე როგორც შიზოფრენიის სხვა სახეობები, არამედ მხოლოდ  არღვევს ტვინში ინფორმაციის გადამუშავების ზოგიერთ პროცესს. სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, რომლის მატარებლებიც ბაქტერიები და ვირუსებია, სოციალური შიზოფრენიის დროს ვირუსის მატარებელი ხდება გარკვეული თვისებებით დაჯილდოებული ჩვენი ენა. ენის ეს თვისებები თიშავს ჩვენს ტვინში კრიტიკული აზროვნების მექანიზმს.
ტვინის დაავადება იმავე ხასიათს ატარებს, როგორც კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ვირუსებით დაავადების შემთხვევაში. კომპიუტერულ ვირუსებთან ანალოგია შორს არ არის ჭეშმარიტებისგან, ვინაიდან კომპიუტერული პროგრამების მუშაობა მხოლოდ ჩვენი ტვინის მუშაობის ზოგიერთ ფრაგმენტს წარმოადგენს.
ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც თაღლითები ქმნიან რელიგიურ სექტებს სექტანტების საკუთრების ხელში ჩასაგდებად. შთაგონების სპეციალური მეთოდების დახმარებით ისინი პარალიზებას უკეთებენ მათი კრიტიკული აზროვნების მექანიზმს სექტის იდეებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არღვევენ ტვინის ნორმალურ მუშაობას. სექტანტების ქცევა სოციალური შიზოფრენიის გამოვლინების ნათელი მაგალითია.
რუსმა ფიზიოლოგმა პავლოვმა ასეთი გამოჩენილი აღმოჩენა გააკეთა. ჩვენს ენას აქვს უნარი მოწყდეს რეალურ ცხოვრებას და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანთა საქმიანობაზე. სოციალური შიზოფრენიის დროს გამოიხატება პაციენტის ენის ზუსტად ის თვისება, როდესაც ისინი იყენებენ მტკიცებულებათა სახით ფრაზებს, რომლებსაც არ გააჩნიათ კონკრეტული შინაარსი.
არ უნდა შეგვეშალოს აკვიატებული იდეები და შეცდომა. ჯანმრთელ ადამიანს ადრე თუ გვიან შეუძლია იხილოს თავისი ილუზიები გარკვეულ სოციალურ იდეასთან მიმართებაში. მას შეუძლია მიიღოს მათი უუნარობის არგუმენტები. ავადმყოფს კი ამის გაკეთება არ შეუძლია. მისი გადარწმუნება შეუძლებელია. მას არ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს სოციალური იდეები, მიუხედავად მის მიერ მოყვანილი მოსაზრებებისა, რადგან მას პარალიზებული აქვს კრიტიკული აზროვნების მექანიზმი.
სოციალური შიზოფრენიით ყველა შეიძლება დაავადდეს, თუ მას არ გააჩნია იმუნიტეტი მისი კონკრეტული მოდიფიკაციის მიმართ, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, განათლების დონისა და ეროვნებისა, ისევე, როგორც ნებისმიერი შეიძლება  ავად გახდეს გრიპით ან ჭირით.
თუ სოციალური შიზოფრენია იღებს ეპიდემიის ან პანდემიის ხასიათს, ამ შემთხვევაში ის იწვევს დიდ მსხვერპლს. მოვიყვანთ სოციალური შიზოფრენიის ყველაზე ტრაგიკული ეპიდემიის რამდენიმე მაგალითს.
ჰიტლერის და მისი თანამებრძოლების აკვიატებულმა იდეამ არიული რასის უპირატესობის და მსოფლიო ბატონობის შესახებ შეიპყრო გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა, რამაც გამოიწვია ათობით მილიონი მსხვერპლი „ყავისფერი ჭირისგან“. ეს ჭირი დღეს იქაც კი გაჩნდა, სადაც მას არ ელოდებოდნენ, გერმანიის ფაშისტური აგრესიისგან განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებში. იგივე მოხდა რუსეთში, სადაც ექსპლუატატორთა და მათი თანამზრახველების განადგურების აკვიატებულმა იდეამ დიდი რაოდენობით ადამიანი შეიპყრო და გამოიწვია დიდი მსხვერპლი მასობრივი რეპრესიების შედეგად. ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა ეპიდემია კამბოჯაში პოლ პოტის მმართველობის დროს, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი დაიღუპა. სოციალური შიზოფრენიის ეპიდემიას ასევე ეკუთვნის კულტურული რევოლუცია ჩინეთში. ყველა სამოქალაქო ომი გამოწვეულია სოციალური შიზოფრენიის ეპიდემიით. საერთაშორისო ტერორიზმი იმავე ტიპის დაავადებას ეკუთვნის.
 ავადმყოფობას იარაღის ძალით ვერ განკურნავ. იარაღის ძალით შეიძლება მხოლოდ ინფიცირებულთა განადგურება.
ყველა ზემოხსენებული მაგალითი უკავშირდება აკვიატებულ პოლიტიკურ იდეებს, რომელთა შეუსაბამობაც, თუ სურვილი არსებობს, ძნელი დასადგენი არ იქნება. მაგრამ აკვიატებული სოციალური იდეები შეიძლება გამოვლინდეს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ნებისმიერი სოციალური ჯგუფისა და ხალხისადმი ბრმა სიძულვილი, რელიგიური სიძულვილი - სოციალური შიზოფრენიის მოდიფიცირების მაგალითებია. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ადამიანებს ეთიშება კრიტიკული აზროვნების მექანიზმი.
ყველა ადამიანი, ვისაც ბრმად სჯერა რაღაცის, სოციალური შიზოფრენიით არის დაავადებული. ბრმა რწმენა იმიტომ არის ბრმა, რომ მიუთითებს ტვინის კრიტიკული აზროვნების მექანიზმის გათიშვაზე. სოციალური შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმით დაავადდა  პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა. რატომ? იმის გამო, რომ თითქმის ყველა ჩვენგანს ბრმად სწამს გარკვეული სოციალური იდეების ან მითების, და არ სურს მათი ეჭვქვეშ დაყენება. მაგრამ ერთი საქმეა სურდო, ან უბრალოდ შეუძლოდ ყოფნა, და სხვა საქმეა „ყავისფერი ჭირი“.
რა არის ყველაზე დიდი სირთულე სოციალური შიზოფრენიის მკურნალობისა და პრევენციის საქმეში? ძნელია იმის აღიარება, რომ ეს არის მხოლოდ შიზოფრენიის ნაირსახეობა, დაავადების ნაირსახეობა. თავის დროს ასევე ძნელი იყო იმის აღიარება, რომ ნარკომანია ან ალკოჰოლიზმი არ არის თავაშვებულობა ადამიანის ქცევაში, არამედ ნამდვილი დაავადებაა.
თუ ადამიანი ქადაგებს რაიმე სოციალურ იდეას, მაგრამ თავად არ სჯერა მათი, მაშინ ეს ქცევა შეიძლება მიეკუთნოს დაავადებას. ასეთ ქცევას შეიძლება ეწოდოს სიტუაციისადმი იძულებითი ადაპტაცია ან ჩვეულებრივი თაღლითობა. სოციალური შიზოფრენია არ ვრცელდება ადამიანის ქცევაზე მიტინგებსა და დიდ შეკრებებზე, თუმცა კრიტიკული აზროვნების მექანიზმი ეთიშება ყველა მონაწილეს. ამ მიზეზის გამო, ხალხი საშინელი დესტრუქციული იარაღია მათ ხელში, ვინც მას ორგანიზებას უწევს. ადამიანის ქცევას ხალხში მხოლოდ მოკლევადიანი ხასიათი აქვს, და ის არ შეიძლება მიეკუთვნოს შიზოფრენიის გამოვლინებას.
სოციალური შიზოფრენიის დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტურად მკურნალობის მიზნით აუცილებელია სერიოზული კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ისევე როგორც ეს მიღებულია სხვა საშიშ დაავადებათა შემთხვევაში.
რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? აკვიატებული იდეები სოციალურ სფეროში არის დაავადება, ხოლო ავადმყოფები საჭიროებენ მკურნალობას, და არა დასჯას. ავადმყოფთა დასჯას აზრი არ აქვს,  ვინაიდან ვინც ავად არის, მას არ შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, მათ შორის სასჯელის სწორად აღქმა. ასევე სოციალური შიზოფრენიის დაავადებულთა დარწმუნება და გადარწმუნება აბსოლუტურად უაზროა. თუმცა, დაავადებულთ უნდა აეკრძალოს თავისუფალი ურთიერთობა, თუ ისინი საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც სხვა საშიში ინფექციური დაავადების დროს. განსაკუთრებით საშიშ შემთხვევაში ექსტრემალური ზომები უნდა იქნეს მიღებული, თუ საზოგადოებას საქმე აქვს ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ჰიტლერი ან პოლ პოტი.
თუ სოციალური შიზოფრენია არ იქნება განხილული, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, როგორც შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობა, შეუძლებელი იქნება დიაგნოზის დროული დასმა, მკურნალობის ეფექტური მეთოდების შერჩევა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.


==
            2. თვითუარყოფის იდეური ღირებულებები: მოცემული და შექმნილი

            2.1.1. მაზოხისტის მოკლე განმარტება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ახერხებს იდენტურობის მოპოვებას თავისი იდენტურობის უარყოფით (სექსუალური თვალსაზრისით, ის გარდაქმნის Lust-ს  Schmerz resp. Unlust-ში).
           ავტონეგაციას (და ამის შესახებ წერს ჟ.დელეზი [481]) შეესაბამება მაზოხისტის სპონტანური დიალექტიურობა, რომლისთვისაც უარყოფითსა და მტკიცებას შორის განსხვავება მოხსნილია. დიალექტიკა მაზოხისტის იმანენტურია, წარმოადგენს მის ბუნებრივ, და არა შეძენილ იდეოლოგიურ მემკვიდრეობას.
         SR-ს აღქმაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება, თუ მას დიალექტიკურად მიუდდებით. დიალექტიკური კუთხით კონცეპტუალიზებული ნებისმიერი ფაქტი ხდება პოზიტიური. შევადაროთ ოლეშას კინოსცენარში „მკაცრი ახალგაზრდა“ (1934 წ.) დიალოგი სტუდენტ ფოკინსა და მის მეზობელს ქალს შორის კომუნალურ ბინაში:
       სტუდენტი. კატია, რატომ იყურებით ასე ხშირად სარკეში?
       მეზობელი. იმიტომ, რომ ლამაზი არ ვარ.
        სტუდენტი. არაფერია, კატია. სილამაზე - დიალექტიკური ცნებაა. ის ჩნდება ოს ადამიანს შორის. არასოდეს არ არის ცნობილი, როდესაც ადამიანი მარტოა, ლამაზია ის თუ ულამაზო. და როცა ადამიანთან მიდის მეორე ადამიანი და ეუბნება მას: „მე შენ მიყვარხარ“, პირველი დაუყოვნებლივ ხდება ლამაზი. გესმით?
        მეზობელი. მართლა?
        სტუდენტი. რა თქმა უნდა!
        მეზობელი. ჩემთან კი უკვე მოვიდა ადამიანი და მითხრა: „მე შენ მიყვარხარ“.
        სტუდენტი. ესე იგი, თქვენ უკვე ლამაზი ხართ.[482]
        ოლეშას გმირი, რომელიც დიალექტიკურ დარიგებებით არის დაკავებული, ამავდროულად ქადაგებს ნებაყოფლობით მორჩილების იდეას, რომლის მიხედვითაც, ერთი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს მეორეს:
        „გენიოსის ძალაუფლება? გენიოსის თაყვანისცემა? ანუ მეცნიერების? რა თქმა უნდა  <...> ჩემთვის - დიახ. კომკავშირელისთვის. დიახ.  ყველაფერზე თანახმა ვარ ... <...> დიდი გონების გავლენა ... ეს მშვენიერი ძალაუფლებაა“. [483]


თარგმანი
06.06. 18
(C)  М.F.L
















რა მეთოდებით შეიძლება გადაბირებული ადამიანი დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას? 

რა მეთოდებით შეიძლება  გადაბირებული ადამიანი  დავუბრუნოთ ნორმალურ ცხოვრებას? 

ჩვენს გამოცემაში არა ერთხელ ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ   მავნე დამქირავებელი, როგორ უნდა შევძლოთ ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა მის მცდელობას ჩაგვითრიოს დესტრუქციული კულტის საქმიანობაში. დღეს გვინდა მოგიყვეთ იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გამოვიყვანოთ ადამიანი დესტრუქციული დინების მავნე ზეგავლენისგან.
 უპირველეს ყოვლისა, ძალზედ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი დესტრუქციული კულტები გავლენას ახდენენ ადამიანის სიცოცხლის ყველა სფეროზე: მიმდინარეობს ქცევის კონტროლი, ჯგუფური ზეწოლა, ადამიანის დაუძლურება, ინფორმაციული და ემოციური კონტროლი, აზროვნების კონტროლი. მათი ღიად და სასტიკად გაკრიტიკება აბსოლუტურად უსარგებლოა, რასაც პრაქტიკა გვიჩვენებს. აუცილებელია დახმარება გავუწიოთ ემოციურ დონეზე ასეთი იდეოლოგიის შედეგად დაზარალებულ მსხვერპლს. ემოციური კონტროლის გამოყენებით, დამქირავებელი იწყებს ადამიანის გამოყენებას, იწვევს მასში დანაშაულისა და შიშის გრძნობას, რაც საშუალებას აძლევს მას ადამიანი ჰყავდეს კონტროლის ქვეშ. 
არსებობს მსხვერპლის ცნობიერებაზე კონტროლის მიღწევის სამი საფეხური:
1. გალღვობა.
 2. პიროვნების კულტის შექმნა.
 3. მისი მხარდაჭერა.
დესტრუქციული ორგანიზაციებიდან პიროვნების გაყვანის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგალითად, დ.ბერგის წინააღმდეგობის გაწევის მეთოდი („ოჯახი“).
კიდევ ერთ ვარიანტს, რათა ადამიანი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, წარმოადგენს დეპროგრამირების სტრატეგია. ეს არის პრობლემის შინაარსზე, და არა თავად ადამიანზე ორიენტაცია; ეს არის გადარწმუნების ტაქტიკა. კულტის წევრისთვის დეპროგრამირება მძიმე სტრესია, ფსიქოლოგიური ზეწოლა, იწვევს ღრმა შიშის გრძნობას. ოჯახის წევრების მიერ მისი ძალადობრივი შეპყრობის მომენტში ადამიანი თითქოს რწმუნდება მისი კულტის დამრიგებელთა სიმართლეში, რომლებიც გამუდმებით არწმუნებდნენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა.
ტრავმა ასევე შეიძლება მიაყენოს იმ გარემოებამ, რომ პირველ რიგში ადეპტი ხედავს არა მის საყვარელ ადამიანებს, არამედ მისთვის უცნობს, რომლებსაც მანქანით მიჰყავთ და გამოკეტილი ჰყავთ. ასეთ მომენტში კულტის მიმდევარი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები ბოროტების განსახიერება არიან, ამიტომ ავლენს უნდობლობას, რისხვას, აღშფოთებას, რაც ხელს უშლის ფსიქოლოგიური განთავისუფლების პროცესს.
დეპროგრამირების პროცესმა შეიძლება ემოციური ტრავმა მიაყენოს არა მარტო კულტის წევრს, არამედ პროცედურის დანარჩენ მონაწილეებს, მათ შორის ოჯახს და კულტის ყოფილ წევრებსაც კი, რომლებიც ცდილობენ ამხანაგისთვის დახმარების გაწევას. ადამიანების მიმართ ძალადობა ყოველთვის დესტრუქციული პროცესია, მაშინაც კი, თუ მას იყენებენ კეთილშობილური მიზნების მისაღწევად. დეკოდირების აქციაში მონაწილეები უნებლიედ გრძნობენ თავს იგივე მანიპულატორებად, როგორც კულტის ლიდერები.
მაშინაც კი, თუ დეპროგრამირება წარმატებით დასრულდება (და ეს ყოველთვის ასე არ ხდება), ადამიანი, როგორც წესი, განიცდის სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომლის შედეგადაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯება.
 რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სასულიერო სწავლების ექსპერტთა საბჭოს წევრის ალექსანდრე სავინის აზრით, ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ნაკლებად მტკივნეულია სტივენ ჰასენის მეთოდი. საკუთარი დეპროგრამირების შემდეგ ის გახდა დესტრუქციული და ტოტალიტარული სექტებიდან გამოსვლის კონსულტანტი, კულტის კრიტიკოსი.

პირველ წიგნში ჰასენის მიერ შემოთავაზებული იქნა BITE-ს (ინგლ.) მოდელი - ქცევითი კონტროლი, ინფორმაციული კონტროლი, აზროვნების პროცესის კონტროლი და ემოციური კონტროლი ცნობიერების კონტროლის აღსაწერად.
სტივენ ჰასენი 23 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გონების და დესტრუქციული კულტების კონტროლის პრობლემების მოწინავე ხაზზე იდგა. მის კალამს ეკუთვნის კრიტიკის მიერ აღიარებული წიგნი „ცნობიერების საკულტო კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლა: ბესტსელერი-სახელმძღვანელო №1 დესტრუქციული კულტებისგან დაცვის, გადარჩენისა და მკურნალობისათვის“.
სწორედ მან პირველმა შეიმუშავა ცნობიერების კონტროლისგან დაზარალებულთა დახმარების ახალი კონცეფცია, რომელსაც უწოდა „სტრატეგიული ურთიერთქმედების მიდგომა“. სტრესული და მედიაში გახმაურებული „დეპროგრაფირებისგან“ განსხვავებით, ეს არაიძულებითი მიდგომა არის ეფექტური და ლეგალური ალტერნატივა ოჯახებისთვის კულტის მსხვერპლთა დასახმარებლად.
ეს მიდგომა ასწავლის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ამ ჯგუფში ჩართულ ადამიანებზე სტრატეგიული გავლენა. წლების მანძილზე, ჰასენი დაეხმარა ათასობით ადამიანს, რომლებიც კულტთან დაკავშირებული ცნობიერების მსხვერპლნი გახდნენ. მან მრავალი ტრენინგი და სემინარი ჩაუტარა პროფესიონალ ფსიქიატრებს, პედაგოგებს და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც ჰყავდათ კულტის წევრები.
 - აქ მთავარია პროცესი, ხოლო  ოჯახი და მეგობრები წარმოადგენენ სტრატეგიული ზემოქმედების გუნდს. აბსოლუტურად არ უნდა იყოს არავითარი კრიტიკა, რადგან აუცილებელია ადამიანის სრული ნდობის მოპოვება.
წინდაწინ საჭიროა ყველა შესაძლო ინფორმაციის შეგროვება იმ სექტის შესახებ, სადაც აღმოჩნდა ადამიანი: როდის შეიქმნა, ვინ იდგა მის სათავეებში, ვინ და რატომ წავიდა, რა საქმიანობა ეწევა ეს ორგანიზაცია, რას აცხადებენ მისი ლიდერების შესახებ სხვები ან სექტის მხარდამჭერები. ამ ინფორმაციას შეუძლია ეჭვის გამოწვევა, და ადამიანის წინაშე დადგება საკითხი: ბრმა რწმენა, თუ მაინც ცოდნა? დესტრუქციულ კულტიდან გამოსვლისას მნიშვნელოვანია ვიქონიოთ ადამიანის პორტრეტი დამქირავებლის მცდელობის შედეგად სექტაში აღმოჩენამდე და სექტაში მოხვედრის შემდეგ.

----------

მედიცინა შეუწყნარებელია რელიგიური დოგმების მიმართ 
რელიგიის მახასიათებელი ის არის, რომ მისი მიმდევრები ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის ინსტინქტების და გრძნობების სფეროზე და ამით მოახდინონ რეალობის მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულების პარალიზება. ემოციური და რელიგიური ზემოქმედება თრგუნავს თავის ტვინის ქერქის ფუნქციონირებას და თავის ტვინის კანქვეშა წარმონაქმნების გააქტიურებას უწყობს ხელს. გააქტიურებული კანქვეშა სფეროები წარმოქმნიან ჯოჯოხეთის, საშინელი ტანჯვის სხვადასხვა სახის ხატოვან „სურათებს“ და ა.შ.  თუ ასეთ ზემოქმედებას განიცდიან შერყეული ნერვული სისტემის მქონე ადამიანები, შედეგად შეიძლება მივიღოთ რელიგიური ფსიქოზი.
რელიგიური ფსიქოზის ნიადაგზე ზოგჯერ ჩნდება გლოსოლალიის მოვლენები (გაუგებარი სიტყვების გამოთქმა). რელიგიურად განწყობილი ადამიანები, კერძოდ, ორმოცდაათიანელი სექტანტები, ასეთ ფაქტებს აძლევენ ადამიანსა და ღვთაებას შორის პირდაპირი კავშირის დამყარების ინტერპრეტაციას.
თანამედროვე ფსიქიატრიამ გლოსოლალიის მოვლენას მეცნიერული ახსნა მისცა. ერთი და იმავე სიტყვების წამოძახება, მათი ხშირი გამეორება, ამ სიტყვებისადმი ყურადღების კონცენტრირება აგზნებულ და დაუოკებელ რელიგიურ ფანტაზიებთან ერთად იწვევს მეტყველების ცენტრების ძლიერ აღგზნებას. მეტყველების ცენტრების უჩვეულო აღგზნება იწვევს ტვინის  ქერქის ძლიერ ინჰიბირებას. ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის მეტყველებას, რომელიც „აბრაკადაბრას“, ანუ უაზრო სიტყვებსა და ფრაზებს წარმოადგენს. ეს პათოლოგიური პროცესი რელიგიის მიერ წარმოდგენილია, როგორ „ღვთის ღაღადი“, ღვთის მიერ გამოგზავნილი ადამიანის მიერ უცხოური ენის მოულოდნელი დაუფლება.
წიგნში „დრო და ადამიანები“ ა. სერებროვა აღწერს ე.წ. სასწაულებრივი განკურნების ძალიან საინტერესო შემთხვევას. „... ეკლესიაში განსაკურნებლად მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი. ის ყვიროდა და ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ადამიანებს, რომლებსაც ის ეკავათ. თავშალი თავიდან ჩამოუცურდა, ფერმკრთალი სახე უკან ჰქონდა გადაგდებული, ხოლო თვალები დახუჭული. როდესაც ყვირილი მოესმა, მამა იოანე წინ გადაიხარა და ყურადღება დაძაბა, ელოდებოდა ქალს როდის მიიყვანდენ  მასთან ახლოს.
       —       რა გქვია? — ჰკითხა მან მკაცრად. ქალი ძაღლივით აყმუვლდა.
       —      თვალები გაახილე, — მკაცრად უბრძანა მამა იოანემ.
        —     გამიშვით, - დაიკვნესა ავადმყოფმა და ცდილობდა დასხლტომოდა გამცილებლებს. და აქ საოცარი, შეიძლება ითქვას, მკრეხელური ამბის მოწმე გავხდი: მამა იოანემ ხელი მოიქნია და ახალგაზრდა ქალს შუბლზე დაარტყა საზიარო კოვზი და ძლიერი ხმით დაიყვირა:
       —    გაახილე თვალები!
         ქალმა ამოიხვნეშა და შეხედა მას შიშისგან  გაფართოებული თვალებით. მამა იოანემ, ისე რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია, მტკიცედ და მკაფიოდ უთხრა:
         —    უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით ... განვედ, სატანა!
           მან სამჯერ გაიმეორა  შელოცვა, და ყოველ ჯერზე ჯვარისებრად უბერავდა სახეში ისტერიით დაავადებულ ქალს. ქალი მოლბა, ხელიდან დაუსხლტდა გამცილებლებს და იატაკზე დაეშვა ...
         —       წადი მშვიდობით... ის ჯანმრთელია“.
არის რაიმე ამ ფაქტში ზებუნებრივი, ღვთაებრივი? რა თქმა უნდა, არა. ყველაფერი ნათელია. ეს არის ჰიპნოზური, ფსიქოთერაპიული განკურნების ფაქტი.
ავადმყოფს მძიმე ნერვული აღგზნების შედეგად ტვინის დიდი ნახევარსფეროს ქერქში წარმოექმნა „აღგზნების კერა“, რამაც გამოიწვია ისტერია.
მამა იოანეს მიერ ჩატარებული პროცედურები ავადმყოფისთვის აღმოჩნდა ჩვეულებრივი ჰიპნოზური შთაგონება, ჰიპნოზოთერაპიის ერთგვარი სეანსი. ამან ეს გამოიწვია თავის ტვინის ქერქის ზოგიერთი მონაკვეთის გააქტიურება.
ცნობილია, რომ ისტერიით დაავადებულები ძალიან მგრძნობიარენი არიან  ჰიპნოზური ზემოქმედების მიმართ.
მამა იოანემ შთააგონა პაციენტს, რომ ის ჯანმრთელია, და ამით ხელი შეუწყო ტვინის ქერქის შესაბამისი ცენტრების „გააქტიურებას“. ამდენად, ეს არ არის სასწაულებრივი განკურნება ღვთის ნებით, მაგრამ მღვდლების მიერ ჰიპნოზური მკურნალობის გამოყენების შემთხვევა.


თარგმანი

M.F.L  (C)  06.06.2018

"People think they made anything new. They just took everything that was internal to the human being and externalized them leading to atrophy of these functions inside"







"This blue bra reference is symbolic of the desire of all women to be free of male dominance and express their own compassion and wisdom for mankind... The text reveals how male dominance has corrupted every aspect of American culture, from business, education and entertainment to politics...and includes suggested changes."




WHY & HOW WILLFUL  STUPIDITY PLAGUES HUMANITY
  While it is true that in recent decades human beings have accomplished things that are god-like, we have not only continued to behave with willful stupidity, we have dramatically enlarged on the variety and volume of stupid things we do—knowing that they are harmful to people, to all other life forms, and to the planet.
The following things can be ranked among the most stupid and most damaging characteristics of humans—all of which impact on the motivation and ability of parents and teachers to educate the young.
1] The widespread existence of violence in every form imaginable, from mental and physical abuse to murder and war—most often committed by men.
2] Belief in male-created religious dogma that re-presses natural human behavior—especially our genetically programmed sexuality—and encourages discrimination and violence against non-believers—the latter invariably perpetrated by men.
3] The male-led adoption of the profit motive as the primary human morality, overriding all of the valid moral teachings of religions and philosophers.
4] The creation of huge entertainment industries based on appealing to unfulfilled sexual appetites that religions have traditionally sought to repress, thus creating the market.
5] The display of female sexuality as a come-on to attract attention to products and services because female sexuality has been denied, covered up, abused and limited by religious-based social customs and laws, creating an obsessive interest in it.
6] Built-in male discrimination against different races, colors and religious creeds caused by ego-based self-interest, tribalism, territorialism and the thirst for power and control.
7] The glorification of the use of drugs by the entertainment industries and the concentrated efforts of the medicinal drug industry to get more people to take more drugs in a profit-making conspiracy with the medical field.
8] The breakdown of the male-female family unit as the primary structure of societies, and the growing number of males who impregnate single females and take no role in the upbringing of the children they sire.
9] The failure of more and more parents in industrialized countries to take responsibility for civilizing and educating their children, leaving it up to television, video games and “conveyor-belt” schools.
10] The reality that virtually all of the organized structures of modern society—business, education, government, health—are primarily based on self-interest within a mish-mash of guidelines and rules that are self-limiting if not self-defeating.
Virtually all of these failings—and more—are the result of willful stupidity, and that is not going to go away or be significantly reduced until we have a universal cultural paradigm based on a rational philosophy in place and working.
The Need for a Universal Philosophy
Again, it goes without saying that god-based religions have never succeeded in ensuring a rational and constructive standard of human behavior. Far too many of their concepts and dogmas simply did not fit the human condition even when most people had little understanding or little learning beyond the basics of staying alive and continuing the species.
     As said, the teaching and belief that there is a divine Creator who watches over and protects people, accepts their souls into Heaven when they die or sends them to Hell if they have broken any rules and don’t accept Jesus Christ as their Savior before dying is primitive nonsense and the ultimate cop-out!*
_____________________________________
*
Advertisements
 https://themaleandgodplague.wordpress.com/2012/08/09/humanitys-willful-stupidity-check-list-33/

გრძნობები ცოცხლობენ, გრძნობები ეს ჩვენ ვართ, თუ ჩვენ რომელიმე გრძნობას უგულებელვყოფთ, ჩვენ უარვყოფთ საკუთარ თავს."

Sad World Of Constant Chaos, Destruction, Mass Death, Suffering Despair Oppression & Exploitation.!.
& Yes It Does Rather Saddens Me Indeed.
Be As Well As You Can Be My Online Friends In This Rich Mans Inhumanity Their Inhumane HELL On The Earth"

"This blue bra reference is symbolic of the desire of all women to be free of male dominance and express their own compassion and wisdom for mankind... The text reveals how male dominance has corrupted every aspect of American culture, from business, education and entertainment to politics...and includes suggested changes."


ИСТОРИЯ СЛУЖАНКИ (1)

Сериал "История служанки" есть концентрация и сумма страхов современных женщин, балансирующих между радикальным феминизмом и "прелестными ужасами" неоконсерватизма, переходящими в антиутопию, имя которой — новое средневековье. 

Поскольку гендер в современном мире практически исчерпал себя, женщины, стремящиеся самоидентифицироваться через него, одинаково терпят неудачу как в обществе максимальной свободы гендерного разнообразия, так, тем более, и в новом, показанном в сериале, социуме гипертрадиционалистского формата.

Возникает закономерный вопрос о природе подлинных желаний женщин. Их ли это желания? Инстинкт это или социальный импринт? Впрочем, ответа на него в этом сериале вы не найдёте. Однако, возникает впечатление, что все крайности современных интерпретаций пола как такового, имеют своей целью не достижение социальных привилегий, а утверждение глубокой фрустрации нового пролетариата — гендерных бессубъектниц.

Что покоробило в фильме лично меня — крупные планы, отсутствие косметики, нарочитая жизненность, телесность, физиологичность — всё это как бы говорит нам о том, как прекрасен современный мир гламура, фотошопа и глянцевых журналов и как чудовищно безысходен и нищ традиционалистский оскал. 

===

Возраст ничего не значит. Не возраст делает нас мудрыми. И даже не опыт, как это изображают. А живость ума. Живой ум и мертвый... Вы должны знать, что я имею в виду. В этом мире - и в любом другом - существуют лишь два класса людей: живые и мертвые. Для тех, кто развивает свой ум, нет ничего невозможного. Для остальных все представляется невозможным, или немыслимым, или тщетным.

Генри Миллер

==

Культурные границы гораздо важнее национальных. Вы можете быть одиноким в родном городе, а где-нибудь в Токио, Нью-Йорке или в Бельгии — ощущать себя среди родственников и соседей по двору" (с) 

Тильда Суинтон 

http://2queens.ru/Articles/Kinoteatr-Aktery/Tilda-Suinton-25-faktov-o-samom-neveroyatnom-sozdanii-na-Zemle-i-1-bonus-.aspx?ID=3054

"Сама постановка вопроса "вы верите в Бога" - нелепая...В моем понимании:1. Бог есть всё: наш внешний и внутренний миры каждого из нас...Бог внутри нас, и мы внутри Бога...это вне религии, это ближе к науке или физике..2. Вера - есть инструмент познания..то, во что веришь либо подтверждается, переходя в знание, либо опровергается...то есть предположение о знании...Верить в Бога смысла нет, есть смысл познавать Его законы, жить в соответствии с ними, тем самым постепенно вытесняя страдания... страдания-индикатор отклонения от нормы, от того как задумано Природой, или Богом, Вселенной- кому как нравится называть."


SHADOW WORK

One of the most struggling things for people is to "go there" because real shadow work and confronting your fears, most of them unconscious, and stored trauma in the body, is not a walk in the park. Far from it. You can read books and quotes about it and may understand it intellectually but the work itself is painful, scary, messy and requires immense courage, but not the courage of being "tough". It's the courage to not resist discomfort, not escape into the head or back into your comfort zone, but to be vulnerable and feel it all in the body, for the healing only happens through the body, beyond any intellectual analysis.

That's where the rubber hits the road when it comes to self-work and the internal alchemical fire for transmutation gets ignited through the friction of discomfort and "conscious suffering" as Gurdjeff and many other teachers talked about, without resisting it, escaping it, nor projecting it outwardly by blaming others or your situation.

It requires incredible self-ownership and responsibility for everything you feel. The only way out is through and there IS light at the end of the tunnel as you realize on a deep embodied level (not just intellectually) that any fear you have had was just an illusion and didn't reflect your true self, or that you have taken on stuff that is not yours to carry; that you always did the best you could at anytime of your life based on where you were at. Forgiveness for self and others plays a big part in it. That unconditional acceptance of what "is" opens the space for healing on much deeper levels.

For example, you may have intellectually realized what your "issues" are, but as long as it's not embodied and released through your body and felt deeply within you, all you create is a mask, armor and buffers to avoid facing yourself, while believing you have already worked through your "stuff". As Gurdjieff said "you have to pay with yourself" and no one else can "pay" or do the work for you.

Discomfort is medicine and a profound teaching as well if we don't resist it. It's the only place where true healing happens. It also requires faith and trust and most of all letting go. Personally speaking, it's a big lesson in gratitude and humbleness for me. ....to be utterly grateful unconditionally for every moment, the beauty in simple things and how nature teaches us every moment of how to "be" if we can tune into these frequencies and energies that are hidden from us long as we live from the "head" or fight/resisit what "is". The moment we resist the presence, which is all there is, and get into our heads (the tyrant within) we lose the connection, the source that loves us unconditionally and nurtures and assists us in our individual healing process and this earthly experience during this time of transition.

Doing this work is the most important thing/practice in this day and age. We can complain about the world's "issues" on social media until eternity (which sometimes starts to sound like a "never ending flushing toilet") but nothing changes if we don't go where true change happens and where it can get really uncomfortable: within and into the body while also understanding what is happening on a bigger picture level beyond our personal processes and 3D Matrix distractions, political and otherwise.

It's easy to get caught up in our own "shit" (when self/shadow-work becomes a narcissistic self-indulgent/self-pity process) or the world's miseries if we forget what it is all about and what we are here to do as embodied sovereign individuals, which is really about "being". That process has profound effects on the outside world (which is not really "outside" or separated from "you") with regards to reality creation based on your internal healing process as you are clearing your vessel for higher energies to anchor themselves, reconnecting you to who you truly are. Know that you are loved and assisted at all times and know that no one can take away who and what you truly are. "B.G




Notice living according to intuition allows unconditional love and self-acceptance. Being yourself, listening and acting on urges that you cannot explain but feel is right, doing what challenges your beliefs, is the easiest thing to do. It is only conditioning that has you believe it is the hardest, that life must be complicated, that you must struggle to earn some imaginary reward. You are simply standing in your own way." - L. C