,ჭეშმარიტი ღმერთი ცრუ ღმერთის წინააღმდეგ .ნევილ სიმინგტონი
1996 წელს ჩემი წინა წიგნის გამოსვლამდე არაფერი მსმენია სიმინგტონის შრომების შესახებ. მოგვიანებით მე წავიკითხე მისი წიგნები - პატარა თხზულება „ნარცისიზმი. ახალი თეორია“ (1993), შემდეგ „ემოცია და სული“ (1994), „საღი აზროვნების სული“ (2001) და ბოლოს, „სიგიჟის პატერნი“ (2002). ყველა ამ ნაშრომში სიმინგტონი აღწერს გადარჩენის პათოლოგიურ ავტორიტარულ „სისტემას“, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც მე ვოწუდებ „თვითგადარჩენის სისტემას“, რომელიც ტრავმის შიდა სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. თავდაპირველად სიმინგტონი არ უკავშირებდა ამ სისტემას ტრავმის შემდგომ მდგომარეობას, მაგრამ მოგვიანებით დაწერილ ნაშრომებში მან აღიარა მისი ფართო გავრცელება ზუსტად იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც განიცადეს ფსიქიკური ტრავმის შედეგები (Symington, 2001: 106).
„შეშლილობის პატერნის“ ან „ნარცისული კონსტელაციის“ აღწერილობა, რომელიც, მისი აზრით, უნივერსალური სისტემაა, 1996 წლის ჩემი აღმოჩენების პირდაპირ პარალელებს წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელ მანერაში მან აღწერა ამ სისტემის ტირანული, სადისტური ბუნება, ასევე როგორ არის შეპყრობილი პაციენტის ეგო ბოროტი ღვთის მსგავსი არსებით, როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა, როგორ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცვლილებას ან ცხოვრების განახლებას, და ისიც კი, თუ როგორ წარუმატებლად ცდილობს სისტემა დაიცვას ბირთვი შემდგომი განადგურებისგან (Symington, 2001: 60).
ეს იმის მსგავსია, რომ ნევილ სიმინგტონი და მე, რომლებმაც არაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, საკუთარი გზის ძიებაში სიბნელეში „ხელის ცეცებით ვეძებდით“ ყბადაღებულ სპილოს. ის საუბრობს ობიექტური ურთიერთობების ბრიტანული სკოლის ენაზე და ზედაპირულად იცნობს იუნგს, ხოლო მე ვსაუბრობ იუნგის თეორიის ენაზე და კარგად არ ვიცნობ ობიექტური ურთიერთობების ბრიტანულ სკოლას. და ახლა ჩვენი აღწერილობა იგივე შედეგს იძლევა - ეჭვგარეშეა, ჩვენ საქმე გვაქვს ერთ და იმავე დიდ ცხოველთან, რომელსაც აქვს უხეში კანი, ოთხი ფეხი, სხეული, ორი შუანი, კუდი და ორი დიდი ყური.
ის ფაქტი, რომ ჩემს კლინიკურ და თეორიულ გამჭრიახობას ადასტურებს კოლეგა სხვა ქვეყნიდან, სასიამოვნო გრძნობას იწვევს ჩემში, რაც აღნიშვნის ღირსია. როდესაც ჩემს იდეებს ვაყალიბებდი წიგნისთვის „ტრავმა და სული“ და მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ იგივე ავტორი აყალიბებს თავის კლინიკურ არგუმენტებს ენაზე, რომელიც ეხმიანება „სულიერ დისკურსს“, ასევე შეუდარებელი სიამოვნებაა. ეს ძალაში რჩება, მიუხედავად ჩვენი უთანხმოებისა რელიგიური გამოცდილების ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით (იხ. კომენტარი ამ განყოფილებაში). ის ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ნუმინოზურობის პოზიტიური განცდა და ძალიან ცოტას საუბრობს შინაგან მითოპოეტურ სამყაროზე, რომელიც მხარს უჭერს „ბავშვს“ სისტემის შიგნით და რომელსაც იგი უწოდებს „ნარცისულ კონსტელაციას“ ან „სიგიჟის პატერნს“.
სიმინგტონს არ ეშინია იმის თქმა, რომ მისი საქმიანობა ეყრდნობა ფსიქოსულიერ ფილოსოფიურ ონტოლოგიას, ვარაუდობს პიროვნების ჩასახვის ცენტრის არსებობას, რომელსაც „აბსოლუტსა“ ან „უსასრულობას“ უწოდებს. ბიონის მსგავსად, იგი მიიჩნევს, რომ აბსოლუტი/უსასრულობა „ნიადაგია, რომელშიც ყველას გვაქვს ფესვი გადგმული“. (Symington, 2001: 121). სიმინგტონის მეტაფსიქოლოგია განსხვავდება კლასიკური თეორიისგან, რომლის თანახმად ჩვენ შიგნიდან გვამოძრავებს იმპერსონალური ძალები (მიდრეკილების იმპულსები) და/ან, თუ როგორები ვართ ჩვენ, დამოკიდებულია გარე ტრავმულ გარემოებებზე. „ჩვენ არ გვექნება ადამიანის ფსიქოლოგია, - მიიჩნევს ის, - სანამ არ მივიღებთ პასუხს [ამ ფაქტორებზე]“. ეს ნიშნავს, რომ მე-ს ინტენციური ბირთვი აქტუალობას იძენს თავისუფლების, სიყვარულისა და არჩევანის შემოქმედებით აქტში (Symington, 2001: 35).
მისი ადრეულ წიგნში ნარცისიზმის შესახებ, სიმინგტონი უწოდებდა უსასრულო ან აბსოლუტურ შიდა ცენტრს „სიცოცხლის მჩუქებელს“ (Symington, 1993: 35). მას შემდეგ, „სიცოცხლის მჩუქებლის“ ნაცვლად ის იყენებს სიტყვებს „აბსოლუტი“ ან „უსასრულობა“, მაგრამ ისინი ასრულებენ იმავე როლს თეორიულ აგებულებაში, როგორც წინა ტერმინი. სიცოცხლის მჩუქებელი არის მისტიკური შინაგანი რეალობა, რომელიც მხოლოდ იმ პირობით ვლინდება, თუ არჩევანი მის სასარგებლოდ კეთდება, მაგრამ მე-ს ინტენციურ ბირთვს მაქვს თავისუფლება და შეუძლია უარი თქვას შინაგანი ცხოვრების ამ ძირითად ასპექტთზე, გახდეს მის მიმართ მტრული. სიმინტონტონი ამბობს, რომ ცხოვრების მჩუქებლის (აბსოლუტის ან უსასრულობის) სასარგებლოდ არჩევანის შემთხვევაში ჩვენი შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ნაწილებს შორის მყარდება კავშირი (Symington, 1993: 36). მისი აზრით, ასეთი არჩევანის გარეშე, ადამიანს არ შეუძლია შემოქმედებითი მოქმედების ინიციირება.
უსასრულობის უარყოფა იწვევს ფსიქოპათოლოგიის ბირთვის ჩამოყალიბებას, ხოლო სიმინგტონი არჩევანის ამ ასპექტს განიხილავს ჩვილობის ასაკამდე. როდესაც მიტოვებული ან ტრავმირებული ბავშვი უარყოფს დედას და საკუთარ თავში იკეტება, ის ირჩევს პათოლოგიურ სისტემას (სიმინგტონი ამას უწოდებს მე-ს ნარცისულ კონფიგურაციას თვითგადარჩენის სისტემით), რათა თავიდან იქნას აცილებული ტკივილის ან უარყოფის გამეორების რისკი. სიმინგტონი ვარაუდობს, რომ ტრავმა არ არის მხოლოდ ის, რაც ჩვენ თავს ხდება, არამედ ჩვენი საპასუხო რეაქციაა. როდესაც რეაგირებას ვახდენთ, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს ჩვენი არსებობის საკუთარი სულიერი ცენტრის „მხარდასაჭერად“ ან „საწინააღმდეგოდ“.
ჩემგან განსხვავებით, სიმინგტონი არ იყენებს სიტყვა „სულს“ აბსოლუტის ან უსასრულობის ამ ცენტრის აღსაწერად. ის ასევე არ ისახავს ამოცანად, რომელსაც ეს წიგნი მიეძღვნა, სიმბოლური რეპრეზენტაციის შესწავლას სიცოცხლის ამ ცენტრის სიზმრის სურათებში. თუმცა ის იყენებს სიტყვებს, როგორიცაა პერსონალური „სული“, რომელიც შეიძლება იყოს ტრავმირებული (Symington, 2001: 107), ან „სიცოცხლის სული“ (Symington, 2001: 108), ან „მე-ს ინტენციური ბირთვი“ (Symington, 1993: 39). ის წერს ისეთი საჩუქრის შესახებ, რომელიც ახორციელებს „გულუხვობის შინაგანი ჟესტების“ ინიციირებას (Symington, 2001: 7), და კრეატიული ემოციური ურთიერთობების შესახებ (Symington, 2001: 64), ან იმის შესახებ, თუ რა აერთიანებს ტრავმის დროს ფრაგმენტირებული მე-ს სხვადასხვა ნაწილს. აქედან გამომდინარე, იგი ვარაუდობს „უნიკალურობას ადამიანის არსებობაში ... მთლიანობას ... ან ერთიანობას“ (Symington, 2001: 10, 93). ის ასევე საუბრობს „ჭეშმარიტი ღმერთის“ შესახებ პიროვნებაში, რომელიც „შინაგანი შემოქმედებითი აქტის შედეგია“ (Symington, 2001: 162) და უპირისპირებს მას ნარცისული პათოლოგიის „არაჭეშმარიტ ღმერთს“. სიზმრების წარმოშობაც კი, რომლებიც სინამდვილეში გამოხატავენ შემოქმედებით ტენდენციას და სინთეზის სურვილს (Symington, 2001: 53), ის მიაკუთვნებს „უსასრულობას“ (Symington, 2001: 54). გარდა ამისა, ის მიუთითებს იმ შეუძლებელ პარადოქსზე, რომ აბსოლუტს ან უსასრულობას ადამიანი განიცდის, როგორც პირადულს (Symington, 2002: 36).
სიმინგტონის ერთ-ერთი უნიკალური აღმოჩენა მდგომარეობს ვარაუდში, რომ მე-ს ბირთვთან ჩვენი ხელმისაწვდომობა სინდისის, ჩვენში მისი „ჩუმი ხმის“ დახმარებით ხორციელდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის ჩვენია და ამავე დროს ჩვენი არ არის. სინდისი, მისი თქმით, „უსასრულობის სუბიექტური გამოცდილებაა პიროვნებაში“ (Symington, 2001: 29). სიმინგტონი განასხვავებს სინდის ქეჯნას, როდესაც განვიცდით დანაშაულის გრძნობას და სინდისის შინაგან ხმას. პირველ შემთხვევაში, ჩვენ უარყოფილი ვართ და განაჩენიც გვაქვს გამოტანილი, მეორე შემთხვევაში სინდისი თითქოს „გვეპატიჟება“ კიდეც. როდესაც უარვყოფთ სინდისის ხმას, ჩვენ უარვყოფთ უსასრუსლობას, რომელიც საერთოა ყველასთვის ... უარვყოფთ იმას, რაც ჩვენს ბუნებას უდევს საფუძვლად (Symington, 2001: 31). სინდისი ჩვენს პიროვნებაში ასრულებს სინთეზის ფუნქციას. იგი აერთიანებს ადამიანში ელემენტებს, ასე, რომ სინდისის მოქმედება ემსახურება ეგოს გაძლიერებას. თუ ჩვენი რომელიმე ნაწილი უარყოფილია, ეს ნიშნავს, რომ ის გაყოფილია, რაც იწვევს ფრაგმენტაციას.
სიმინგტონის კიდევ ერთი შემოქმედებითი წვლილია ვარაუდი, რომ თანამედროვე სამყაროში აბსოლუტთან ან უსასრულობასთან კავშირი სხვა ადამიანთან შემოქმედებით ურთიერთობაში დევს (Symington, 2001: 85). იგი ამაში სულიერების ახალ ფორმას ხედავს (Symington, 2001: 39) და ხაზს უსვამს ფსიქოანალიზში გადატანის ინტერპრეტაციის მნიშვნელობას (Symington, 2001: 14). მე-2 თავში მოცემულ კლინიკურ შემთხვევებში მე ვცდილობდი მსგავსი „მომენტების“ ჩვენებას, როდესაც აბსოლუტი ან უსასრულობა შედის ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ჩემსა და პაციენტს შორის (იხ. მაიკის შემთხვევა მე-4 თავში და დებორას შემთხვევა მე -9 თავში).
სიმინგტონის აზრით, ჩვენი ხელმისაწვდომობა სიცოცხლის მჩუქებელზე, აბსოლუტზე ან უსასრულობაზე არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. ჩვენ, ალბათ, ღვთაებრივი რეალობა ცხოვრებაში შემოქმედებითი აქტის ან თავისუფალი არჩევანის დროს, აქტუალობას ვძენთ მას ჩვენს პიროვნულ სფეროში. მე-ს ინტენციურ ბირთვს ასევე ადვილად შეუძლია უსასრულობის უარყოდა ჩვენს ბუნებაში. მაშინ ჩვენ გვაქვს საქმე შეშლილობასთან, ფსიქოზთან, ნარცისულ პათოლოგიასთან. სიმინგტონისთვის ნებისმიერი შეშლილობა იწყება სიცოცხლის უარყოფით. „ნარცისული კონსტელაცია უსასრულობის უარყოფაა ჩვენს ცხოვრებაში ... ძირითადი ელემენტის უარყოფა, რომელზეც აგებულია ჩვენი ყოფნა, ჰბადებს სიგიჟეს“ (Symington, 2001: 42).
სიმინგტონის ვარაუდი, რომ სიგიჟე არის „კონსტელაცია“ ან „პატერნი“ ჩემი კონცეფციის პირდაპირი ანალოგიაა თვითგადარჩენის სისტემის, როგორც ტრავმისგან დაცვის შესახებ. მე ვსაუბრობ დიადიურ პერსონიფიცირებულ სისტემაზე, რომელიც შედგება პროგრესირებად მე-სგან და მის დამცველ/მდევნელისგან, ერთის მხრივ, და რეგრესირებულ მე-სგან მისი დაჭრილი კარგი/ცუდი ბავშვით, მეორე მხრივ. სიმინგტონი წარმოადგენს მას წრის სახით „ქერქის“ მდგომარეობამდე გამაგრებული პერიფერიით (ტირანიული სიხისტე) და ჟელეს მსგავსი ცენტრით (შემოქმედებითი ცენტრის სისუსტე და ნაკლებობა). შემდგომ „ქერქი“ შეიძლება კიდევ უფრო გამაგრდეს „გამმაგრებლის“ ზემოქმედების შედეგად, ხოლო ჟელეს მსგავსი ცენტრი უფრო მეტად თხევადი გახდეს „გამხსნელის“ გამო. ამ ძალების წარმომადგენლებია შური, სიხარბე, ეჭვიანობა და ყოვლისშემძლეობა - ნარცისული პათოლოგიის განუყოფელი კომპონენტები (Symington, 2001: 47; 2002).
ყოვლისშემძლეობა, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სიმინგტონის კონცეფციაში, შემდგომში ვითარდება ურთიერთობების ბიპოლარულ დინამიკაში, მის მრავალფეროვან ვარიანტში, რომელსაც ჩვენ ვამჩნევთ იმ ადამიანებში, რომელთა ცხოვრებაში დომინირებს „სისტემა“. მაგალითად, ასეთ ადამიანებს აქვთ არასრულფასოვნების/უპირატესობის კომპლექსი, რომელიც სიმინგტონმა აღწერა, როგორც „ღმერთისა და ჭიის“ ღერძი და წარმოადგინა ასეთი სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა (Symington, 2002). როგორც წესი, ურთიერთობებში ადამიანები ქმნიან სიმბიოზურ მიდრეკილებას (თითქოს „ეწებებიან“ ერთმანეთს) ან, პირიქით, პარანოიდები ხდებიან. შედეგად, ჩნდება კიდევ ერთი ბიპოლარული ღერძი („მიწებება-პარანოია“). სიმინგტონის სისტემას აქვს მრავალმხრივი პრაქტიკული მნიშვნელობა კლინიკური პრაქტიკისთვის, რაც განსაკუთრებით დეტალურად აღწერილია მის პუბლიკაციებში, განსაკუთრებით წიგნში „საღი აზროვნების სული“ (2001) და „სიგიჟის პატერნი“ (2002).
სიმინგტონის თქმით, სიგიჟის სისტემა ერთგვარი მონსტრია (დიტას მსგავსად, მე-3 თავი), რომელიც ფუნქციონირებს პიროვნებაში პერვერსული „განზრახვით“, რათა ხელი შეუშალოს ჩვენს უსასრულობისკენ სწრაფვას - სწრაფვას აბსოლუტ/უსასრულობას ჩვენს ბუნებაში შეღწევის საშუალება მივცეთ. მას შემდეგ, რაც გაჩნდა, სისტემა იწყებს თავის ცხოვრებას, ხოლო მისი ფუნქციონირება მიზნად ისახავს ადამიანის მისი ყოფის ძირითადი ელემენტიდან გამოყოფას, რაც უსასრულობას წარმოადგენს:
„იგივე ამბივალენტურობაა ადამიანში. ჩვენში არსებობს სხვა, და ეს შინაგანი პიროვნება წარმოადგენს შემოქმედებით ცენტრს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მხარე, რომელსაც აღვნიშნავ, როგორც მე-ზე კონცენტრირებულ ნარცისიზმს, ფსიქოზს, აუტიზმს. იქნებ ეს ჟღერს ძალიან მარტივად, მაგრამ ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა ფსიქიატრიული აშლილობა შეიძლება წარმოადგენდეს რაღაც უფრო პირველადსა და ელემენტარულს. იფიქრდეთ ამაზე, როგორც პროცესებსა ან პატერნებზე, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანის უნარს გაიგოს და იყოს თავისუფალი“. (Symington, 2001: 13)
სიმინგტონის მოსაზრებებში დიქტომია „საღი აზროვნება - სიგიჟე“ იძენს ორ არქეტიპურ ანტინომს - ორ ტრანსპერსონალურ „ძალას“ შორის დაპირისპირების თავისებურებებს, რასაც ის „ჭეშმარიტ ღმერთსა“ და „არაჭეშმარიტ ღმერთს“ უწოდებს. ჭეშმარიტი ღმერთი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და შემოქმედებით საქმიანობას და წარმოადგენს აბსოლუტს ან უსასრულობას ჩვენს ბუნებაში; არაჭეშმარიტი ღმერთი წარმოადგენს სიგიჟის პატერნს, ახშობს ზრდას და შემოქმედებით შესაძლებლობებს:
„ეს არის ღმერთი, რომელიც ორ ადამიანს შორის დგება და ხელს უშლის მათ ერთმანეთის უკეთესად გაცნობაში. ეს ღმერთი იჭრება ჩემს ფიქრებში; ეს ღმერთი ჩემგან მოითხოვს მისი ბრძანებების შესრულებას; ის მსჯის, თუკი დამოუკიდებლად ვფიქრობ; ის სანქციას აძლევს ჩემს სადიზმს და აქეზებს ჩემს მაზოქიზმს. ეს ღმერთი აღვივებს ჩემს სიხარბეს, აძლიერებს ჩემს შურს, აღვივებს ჩემს ეჭვიანობას, მეუფლება, ვეზიზღები, აგვარებს ჩემს პრობლემებს მათი განადგურების გზით“.
(Symington, 2001: 153)
სემინგტონი განმარტავს, რომ ეს ღმერთი არსებობს ტრავმისგან წარმოქმნილი ნარცისული სტრუქტურის მქონე ყველა ადამიანში. „მე მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანებში, რომლებმაც მძიმე ტრავმა განიცადეს, მთელი ეს სისტემა უფრო მტკიცედ იდგავს ფესვს“ (Symington, 2001: 106). „ადამიანის ნარცისული ნაწილი დაჭრილია, და გაჩნდა ღმერთი, რომელიც იძლევა უსასრულო მარცხის განცდის შესაძლებლობას და იმარჯვებს ადამიანზე. ის, რაც ადამიანისგან დარჩა, სრულიად განადგურებულია უძლეველი ღმერთის მიერ“ (Symington, 2001: 158).
სემინგტონის აზრით, ცრუ ღმერთისგან განსხვავებით ჭეშმარიტი ღმერთი განასახიერებს უსასრულობას ან აბსოლუტს პიროვნებაში. ეს ღმერთი „გააზრებულია აზროვნების უდიდესი ძალისხმევით - ის არის ღმერთი, როგორც აზროვნების პროცესის ტრიუმფი ... ჭეშმარიტი ღმერთი მიიღწევა ღრმა და უწყვეტი რეფლექციის გზით რეალობის ბუნების შესახებ“ (Symington, 2001: 159).
სიმინგტონი ამგვარი რეფლექსიურ დაკვირვებას უწოდებს „გაგების აქტს“ (Symington, 2001: 39). იგი აკვირდება სტაბილური რეფლექსიის ამ სახეობის წარმოქმნას წინასწარმჭვრეტელების, „უპანიშადას“ ავტორების და ყველა დიდი რელიგიური ტრადიციის მისტიკოსების ჩათვლით, იმ მამაკაცებისა და ქალების, რომლებმაც გააცნობიერეს ყოფის აბსოლუტურობა და რომ ჩვენ ყველა მისი ნაწილი ვართ. სიმინგტონი ამას მიიჩნევს იუდეო-ქრისტიანული ტრადიციის დიდ მემკვიდრეობად, რომ ღვთაებრივი ასევე რაღაც პირადული, პარადოქსული და მარადიული საიდუმლოებაა:
„პიროვნებაში ჭეშმარიტი ღმერთის გაცნობიერება შინაგანი შემოქმედებითი აქტის შედეგია. ეს რადიკალურად განსხვავდება არაჭეშმარიტი ღმერთის არსებობისგან, რომელიც გაჩნდა მორჩილების შედეგად, როდესაც ნადგურდება ინდივიდუალური ფსიქე. ჭეშმარიტი ღმერთის გაცნობიერება ფუნდამენტს უქმნის პიროვნებას ინდივიდის ფსიქოლოგიური მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე. „ინდივიდის ფსიქოლოგიური მთლიანობის“ შესახენ მე ასომთავრულით ვწერ, რადგან აქ საუბარის იმის შესახებ. მე ვარ ის. ვიყო ის - ჩემი ბუნებაა, ჩემი არსებობა - ის, რომელიც მოითხოვს პატივისცემას. ის ჩემში არის ის შენში და პატივისცემას მოითხოვს“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised