суббота, 17 февраля 2018 г.

თანაგრძნობის უუნარობა მამაკაცებში

                                           თანაგრძნობის უუნარობა მამაკაცებში
                                                                                                                      ვიაჩესლავ გუსევი
         დიდი ხანია ვაპირებდი ამ სტატიის დაწერას. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან და ძალიან რთულია. უკვე მესამედ ვწერ. არსებობს თემები, რომლებსაც სჭირდებათ განხილვა, მაგრამ მათი წამოჭრა ტალახის სქელი ფენის მოცილების ტოლფასია. ამის გაკეთება რთულია, მაგრამ აუცილებელი. ამრიგად, მამაკაცის თანაგრძნობის შესახებ.
       რა თქმა უნდა, თანაგრძნობა მამაკაცისთვის ყველაზე რთული ასპექტია. სწორედ ცნობიერების ეს ასპექტი აშორებს მამაკაც-მხეცს მამაკაც-ადამიანისგან.
       ქალებს სხვა ენერგეტიკა აქვთ, ბუნებით უფრო კონსოლიდირებულნი არიან, არასოდეს შედიან საკუთარ სულთან ძლიერ წინააღმდეგობაში.
       მაგალითი. გამოჩენილმა დოქტორმა ნიფონტ დოლგოპოლოვმა ერთ-ერთ კონფერენციაზე თხოვა გამოსულიყვნენ სიკვდილით, როგორც დამნაშავეთა დასჯის, მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგებს. რაც მას შემდეგ მოხდა, იმავე დროს იყო საოცარიც და საგულისხმოც. მოწინააღმდეგეთა შორის აღმოჩნდნენ მხოლოდ ქალები და არც ერთი მამაკაცი. მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდნენ მხოლოდ მამაკაცები და მხოლოდ ორი ქალი. მოულოდნელად, დისკუსია გადაიზარდა მამაკაცებსა და ქალებს შორის დაპირისპირებაში.
      ქალთა არგუმენტები იყო უდავო: „თქვენ ჯერ მუცლით ატარეთ, დაბადეთ და შემდეგ მოკალით“. აღმოჩნდა, რომ ამ არგუმენტს ვერავინ შეედავა, მათ შორის ის ორი ქალიც, ვინც მამაკაცების მხარეს აღმოჩნდნენ. მათ არ ჰყოლიათ თავისი შვილები.
         მხეცის ზრდასრული მამაკაცური ენერგეტიკა თავისი ბუნებით შეუბრულებელი და გამყოფია იმ მომენტამდე, სანამ არ გაიღვიძებს მამაკაცის გული. ამ გამოღვიძებას ყოველთვის თან ახლავს სხვა ცოცხალი არსების ტკივილის, როგორც საკუთარის, განცდის უნარი. თუ გსურთ, ეს გარდაუვალი საფასურია, როგორც ადამიანის სიყვარულის უნარის საფასური.
            ახალგაზრდა მამაკაცს ამ მომენტში ძალიან სჭირდება მხარდაჭერა და თანაგრძნობა, რადგან, რაც უფრო მეტად აძლევს თავის გულს გამოღვიძების საშუალებას, მით უფრო მეტად აწუხებს ზოგადსაკაცობრიო ტკივილი. ამ მომენტში მას ნაკლებად აინტერესებს ფიზიკის ან ისტორიის შესწავლა, რადგან მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის ეს ინიციაცია. მახსოვს, როდესაც ჩემი შვილი სკოლიდან მოვიდა, მან მკითხა: „მამა, რატომ ხდება, რომ, როდესაც ვინმეს დავარტყავ, მე თავად აქ მტკივა?“, და ხელი გულზე მიიდო. „იზრდები, შვილო!“
          ბევრი ბიჭი, რომელმაც განიცადა თანაგრძნობის ტკივილი, თავს არიდებს და აღარ მიჰყვება ამ პროცესს. რადგან  ადამიანის აღქმაში მართლაც ძალიან ბევრი ტკივილია. ძალიან ბევრი ტკივილი. თუ ამ ინიციაციას არ გაივლიან, ისინი ან ზრდასრული მამრები გახდებიან, რომლებმაც უარყვეს საკუთარი გული, ან თუ თავის მხეცურ ენერგიას უარყოფენ, მარადიულ ბავშვებად დარჩებიან.
        მამაკაცი, რომელმაც გაბედა თანაგრძნობა, კარგავს ძალადობის უნარს და გარკვეულწილად დაუცველი და პარალიზებული რჩება, რადგან აღმოაჩენს, რომ საკუთარი ფიზიკური ტკივილის და სიკვდილის გადატანაც კი უფრო ადვილია, ვიდრე სულიერი ტკივილის განცდა.
       მაგალითი მსოფლიო კინოს სამყაროდან - ფილმის „მწვანე მილის“ მთავარ გმირს აშკარად გააჩნდა საკუთარი თავის დაცვის და გათავისუფლების უნარი, უფრო მეტიც, მას შესთავაზეს ასეთი გათავისუფლება. მაგრამ მან უარი თქვა.
          „დავიღალე“, - განაცხადა მთავარმა გმირმა. მას ერჩია, რომ მოეკლათ. ასეთია დაუმთავრებელი ინიციაციის ამბავი. ვიეტნამის ომის ისტორიკოსები წერდნენ, რომ შეტევაზე გადასული ბევრი ამერიკელი ჯარისკაცის ავტომატის სავაზნე კოლოფი სავსე რჩებოდა. ჰიპი ჯარისკაცს ერჩია მტრის ტყვიისათვის მკერდი მიეშვირა, ვიდრე  თავად გაესროლა.
        ინტერნეტში განთავსებულია მოთხრობა მატადორის შესახებ, რომელმაც ხარი ვერ მოკვლა, რადგან ხარი თავს არ ესხმოდა მეტადორს, უბრალოდ იდგა და თვალებში უყურებდა. და მატადორმაც ფარ-ხმალი დაყარა. მაგალითი ბევრი არსებობს. რა არის ეს, სულმოკლეობა, თუ  სულიერი ძალა?
           მამაკაცი, რომელშიც თანაგრძნობა იღვიძებს, უსუსურია კიდევ იმიტომ, რომ სანამ მის გულში სიყვარული გაიღვიძებს, ხოლო გონებას  სიბრძნე შეემატება, მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი თავისი ქმედებით დაეხმაროს ტანჯულთ სიბრალულის გამო.
         „როდესაც ჩემს გულში ვპოვებ ცოდნის ურყევ სურვილს, მე დიდ გზას ვადგები და ერთადერთი, რაც მაშინებს, ეს არის თანაგრძნობა სიბრალულის გამო“, - ნათქვამი აქვს ბრძენს ლაო-ცზის მრავალი ათასი წლის წინ. ეს ლაო-ცზის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გამონათქვამია.
          „სულელის დახმარება მტერზე უფრო საშიშია“, - ამბობდა მამაჩემი ამასთან დაკავშირებით. შემბრალებელთა ერთ-ერთი დაავადებაა რევოლუციონერის სინდრომი. ეს მძიმე დაავადებაა, ამ დაავადებით შეპყრობილი აუცილებლად ზრდის ტანჯულთა რაოდენობას ამ ქვეყნიერებაში. თავისუფლებისა და თანასწორობისათვის ყველა მებრძოლი აუცილებლად ახალ ციხეებსა და ეშაფოტებს აშენებს. არანაკლებ რთულია ფილანტროპის ავადმყოფობა, რადგან ადამიანთა უმეცრების მორევს, შავი ხვრელის მსგავსად, შეუძლია უამრავი სახსრებისა და ენერგიის შთანთქმა. მხოლოდ მოყვარულსა და ბრძენს შეუძლია შეუბრალებლად და ეკოლოგიურად დახმარების გაწევა.
          მე უკვე ვწერდი იმის შესახებ, რომ ინტრაპერსონალური ურთიერთობების ფორმა ემთხვევა ინტერპერსონალური ურთიერთობების ფორმას. ეს კანონია.  
        ტანჯვის წყარო, რომელიც ტანჯავს მამაკაცის გამოღვიძებულ გულს, გარე სამყაროში არ არის. ამ მომენტში ცხოველური და ადამიანური მამაკაცში ერთმანეთთან ურთიერთობას სწავლობს. და თუ სამყაროს მიერ ინიცირებული თანაგრძნობისკენ მიემართება, ეთანხმება მას, ცხოვრობს ამ თანაგრძნობით, აღმოაჩენს, რომ მის გულში სიყვარული სულ უფრო მეტად იღვიძებს. საკუთარი მხეცის მოთვინიერების შემდეგ, მამაკაცი-ადამიანი პატივისცემას ამჟღავნებს ასეთი პროცესის სირთულის მიმართ სხვა ადამიანებში. ის აღმოაჩენს, რომ ერთადერთი, რაც მას შეუძლია გააკეთოს და დაეხმაროს ამ სამყაროს - უყვარდეს იგი მთელი გულით. რომ ეს ყველაზე ეფექტური და რეალური წამალია. ყველაფერი დანარჩენი ცბიერისგანაა.
        ამიტომ ამ პლანეტის უძველესი ბრძენი ერები არ ერევიან აქტიურად „ცივილიზებულ“ ადამიანთა ზრდის პროცესში. ყველა კულტურა ამ გზას გადის ან იღუპება.
          ულმობელ სიყვარულთან ერთად იღვიძებს სიბრძნე, როგორც გაგება, რომ ამ ქვეყნიერებაში ტანჯვა არის ცნობიერების მოწიფულობის გარდაუვალი ასპექტი. როდესაც ჩემი შვილების კონფლიქტის მოწმე ვხდებოდი, მე ვხედავდი, რომ არ არსებობს მათი გადარჩენის არავითარი გზა სულიერი და ფიზიკური ტკივილისგან, და რომ მე შემიძლია დავიცვა ისინი ამ ტკივილისგან ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ მათთვის მათთან შეხვედრა გარდაუვალია.
           ერთადერთი, რაც შემიძლია მათთვის გავაკეთო, მიყვარდეს ისინი, ვუთანაგრძნო და მხარი დავუჭირო მათ ამ ტკივილში და გავუზიარო ჩემი სიბრძნე. მე უკვე აღვნიშნე წიგნში „დაავადებების საშუალება“, რას იწვევდა ჩემი ძალადობრივი მცდელობა ჩავრეულიყავი ჩემი შვილების ურთიერთობებში. ტკივილი და ტანჯვა იზრდებოდა. ასე მასწავლიდნენ ისინი სიბრძნეს. ოჯახებში, სადაც ერთი ბავშვია, მშობლებსა და შვილებს არ აქვთ ამის სწავლის საშუალება.
          მე ხშირად ვიმეორებ ჩემს პუბლიკაციებში ბერტ ჰელინგერის ფრაზას: „ამ სამყაროში კრიმინალები არ არიან, მხოლოდ მსხვერპლნი“. ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ დასჯიან და დაამარცხებენ ყველას, ვინც „ცუდი“ ან „კარგია“, ცხოვრება იქნება უფრო ადვილი, - უგუნურებას იჩენს.
          თანაგრძნობის გამოღვიძება მამაკაცის ზრდის აბსოლუტურად ბუნებრივი ეტაპია. ბუნებრივი, ბუნებით შექმნილი დანაშაულის პრევენცია. ნებისმიერი კულტურა, რომელშიც ყურადღება არ ექცევა თანაგრძნობის განვითარებას, იძულებულია ებრძოლოს დამნაშავეობას. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო აღმოჩნდა გადაუჭრელი წინააღმდეგობის წინაშე: სახელმწიფოს სჭირდება მამაკაცი-ჯარისკაცი და არ სჭირდება მამაკაცი-კრიმინალი.
        მაგრამ, როგორც ერთის, ისე  მეორის თანაგრძნობა მიძინებული უნდა იყოს. როგორ უნდა გამოვარჩიოთ ერთი მეორისგან, გარდა ტანსაცმლის სტილისა? მთელი ინტერნეტი გავსებულია სპეცრაზმელების სახეებით დემონსტრაციების დაშლის დროს. ისინი დაბნეულები ჩანან.
         ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მსახურობდა ავღანეთში საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში, დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ ციხეში აღმოჩნდა. პატიმრობაში ყოფნისას მან კიდევ ორი დამატებითი ვადა მიიღო. ის საბჭოთა რემბო იყო.  ასე დაიღუპა ახალგაზრდა ყმაწვილი.  გადარჩა ავღანეთში - დაიღუპა საბჭოთა ციხეში. იგი მოკლა სისტემამ, რომელმაც შექმნა.
       თავის დროზე, როგორც ფსიქოთერაპევტი, მე ვმუშაობდი ყოფილი ავღანელი მებრძოლების იშვიათ ფსიქოსომატურ დაავადებებზე. „ჩვენი პატიება არ შეიძლება მას შემდეგ, რაც გავაკეთეთ“, - თქვა ერთმა მათგანმა. მან შეწყვიტა საკუთარი თავის ჯარისკაცთან იდენტიფიცირება და დაიწყო როგორც დამნაშავის აღქმა. მათ, ვისაც მე შევხვდი, გაიარეს თავისი რეაბილიტაცია, მაგრამ რამდენი დარჩა, ვისაც ომმა ცხოვრება დაუმახინჯა? მათი ტკივილი ჯერ კიდევ ავსებს ბიოსფეროს და საჭიროებს განკურნებას.
       ჩვენ ოდესღაც ჩავატარეთ კვლევა სლავების, როგორც ეთნოსის, მთავარი პრობლემის შესახებ. გაირკვა, რომ ძირითადი ეროვნული დაავადება, რომელიც ტანჯავს ამ ხალხს, შემდეგშია: არ არის მიღებული მათი პატივისცემა, ვისიც არ უნდა გეშინოდეს. ამ ეროვნული დაავადების შედეგი უამრავია. ერთ-ერთი მთავარია: სლავურ კულტურაში არ არის მიღებული ბრძენ ადამიანთა მოსმენა, მხოლოდ ძლიერთა. რით ამაყობს თანამედროვე რუსეთი? „სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი“. ქრისტიანები.
          ამ სამყაროში არ არის და არ შეიძლება იყოს გულქვა  დაქირავებული ჯარისკაცი. ისევე,  როგორც არ არის და არ შეიძლება იყოს გულქვა  მმართველი.  მამაკაცს-მეომარს ან მმართველს რომ არ აქვს შეხება მისი ცნობიერების ამ ასპექტებთან არ ნიშნავს, რომ მას გული არ სტკივა და რომ მისი ტკივილი არ აღწევს ბიოსფერში და ადრე თუ გვიან თავად მას მოიყოლებს ქვეშ. ქვის გულს აუცილებლად დასჭირდება კორონარული შუნტირება. გულის დაავადება სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია „ცივილიზებულ“ სამყაროში. უცნაურია, რატომ? ალბათ, ცუდი კვების გამო.
         ქალს ეძლევა შესაძლებლობა ჩაუნერგოს მამაკაცს ცნობიერების გარკვეული ასპექტები. რასაც ის თავისი ენერგიით კვებავს, ამ პლანეტაზე ვითარდება. თუ ქალს შეხება აქვს მის სულთან, მას არ შეუძლია მამაკაცში ადამიანთა ცხოველური ასპექტების ჩანერგვა და განვითარება. უფრო მეტიც, მისი სულიერი ენერგია აიძულებს მამაკაცის გულს გაღვიძებას. მზეთუნახავი და ურჩხული - ტრადიციული მიზიდულობაა. ეროსი და თანათოსი. მე უკვე ვწერდი იმის შესახებ, რომ, ჩემი დაკვირვების მიხედვით, ქალები პირველები იღვიძებენ. მაგრამ ქალებს ეშინიათ და მარტოსულად გრძნობენ თავს გამოღვიძებისას, როდესაც ყველას გარშემო სძინავს. თუ ქალები ამას არ გააკეთებენ - მამაკაცები არასდროს გაიღვიძებენ.
        არ არსებობს არავითარი განსხვავება ეპიდემიებსა და კატასტროფებს შორის. ლიზ ბარბო ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ოსტატია, რომელმაც აღნიშნა, რომ დამანგრეველი ენერგიები, რომელსაც ადამიანი თავის თავში აღმოაჩენს, პლანეტის შიდა ენერგიების გამოხატულება. ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული დედამიწასთან ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში.
            ადამიანების ამოცანაა არ გამოეყოს ამგვარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგიებს და არ ჩაახშონ ისინი ძალადობაზე ძალადობის აპარატის გზით. ორივე შემთხვევაში ენერგიები ვლინდება ბუნებრივი კატასტროფების სახით: პლანეტარული ფსიქოსომატიკა, რომლის მიღება უჭირთ ცივილიზებულ მეცნიერებს, თუმცა ეს კავშირი ყოველთვის იყო ცნობილი უძველესი ხალხებისთვის. ადამიანის ამოცანაა ამ ენერგიების გარდაქმნა სიყვარულში. მით უმეტეს, რომ ეს თითოეული ჩვენგანის ბუნებრივი სურვილია. „ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“.

თარგმანი   02.01 .2018  მ.ფ.ლ  (C)

თარგმანი არის დისკუსიისთვის, მთარგმნელის აზრი არ ემთხვევა ამ ავტორის აზრს

















Add caption






Everything can be interpreted differently, the interpretation is not important, the real thing is to feel the one interpreting" D. H

This book uses evolutionary psychology as a lens to explain religious violence and oppression. The author, a clinical psychologist, examines religious scriptures, rituals, and canon law, highlighting the many ways in which our evolutionary legacy has shaped the development of religion and continues to profoundly influence its expression. The book focuses on the image of God as the dominant male in Judaism, Christianity, and Islam. This traditional God concept is seen as a reflection of the “dominant ape” paradigm so evident in the hierarchical social structures of primates, with whom we have a strong genetic connection.

The author describes the main features of male-dominated primate social hierarchies— specifically, the role of the alpha male as the protector of the group; his sexual dominance and use of violence and oppression to attain food, females, and territory; in-group altruism vs. out-group hostility (us vs. them); and displays of dominance and submission to establish roles within the social hierarchy. The parallels between these features of primate society and human religious rituals and concepts make it clear that religion, especially its oppressive and violent tendencies, is rooted in the deep evolutionary past.

This incisive analysis goes a long way toward explaining the historic and ongoing violence committed in the name of religion.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised