ჯგუფური აზროვნება, როგორც პიროვნებაზე გავლენის მექანიზმი დესტრუქციულ კულტში
კულტის დესტრუქციულობის განმსაზღვრელი ნიშანი, კულტის
სპეციალისტთა აზრით, ცნობიერების კონტროლია. არსებობს კულტებში ცნობიერების
კონტროლის რამდენიმე მოდელი (მ. სინგერი, რ. ლიფტონი). ყველა მათგანი აღწერს ამ
კონტროლის დაახლოებით იგივე ნიშნებს (იზოლაცია, გავლენის ტოტალურობა,
მანიპულირება).
ს.
ჰასენი (ს. ჰასენი. ცნობიერების კონტროლი და კულტის ფენომენი. - წიგნში: კ. ჯიამბალვო.
კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის გავლენა, ნიჟნი ნოვგოროდი, 1995 წ.), თითქოს
ამ ყველაფერს აერთიანებს და ცნობიერების კონტროლს წარმოადგენს 4 სფეროში:
·
ქცევის
კონტროლი;
·
ინფორმაციის
კონტროლი;
·
აზროვნების
(აზრების) კონტროლი;
·
ემოციების
(გრძნობების) კონტროლი.
აზროვნების კონტროლი კულტში შეიძლება
ხორციელდებოდეს, მაგალითად:
- ადამიანის მიერ მოსაფიქრებლად დახარჯულ დროზე კონტროლის მოპოვების ხარჯზე (მ. სინგერი);
- კულტის წევრის ენით უზრუნველყოფის ხარჯზე, რომელიც დატვირთულია
საკულტო მნიშვნელობით - კლიშირებული ლექსიკონით, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების საფუძველის აღმოფხვრას
(რ. ლიფტონი).
გარდა
ამისა, აზროვნების კონტროლის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას (და გამოიყენება) ჯგუფური
მექანიზმები, კერძოდ ჯგუფური აზროვნების მოდელები. ეს მოდელები თავისთავად, როგორც
ჯგუფური ფენომენი, არ შეიცავს დესტრუქციულობას ან მათ გააჩნიათ მისი გადალახვის შესაძლებლობები.
მაგრამ კულტში ეს შესაძლებლობები არ
არსებობს, მოდელს აქვს მოდიფიკაცია და შეუძლია დესტრუქციულად მოახდინოს გავლენა.
პირველ
რიგში საჭიროა ტერმინის „ჯგუფური აზროვნება“ განსაზღვრა. ის საკმაოდ პირობითია ფსიქოლოგიაში
ტრადიციულად მიღებულ აზროვნებასთან მიმართებაში (როგორც ადამიანის საქმიანობის
პროცესი, რომელიც ხასიათდება რეალობის განზოგადებული და არაპირდაპირი ასახვით).
ჯგუფური
აზროვნება (ტერმინს იყენებს ჯ. ჯანისი (1)) უფრო ეხება ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების
მიღების პროცესს. ჯანისი აღნიშნავს ჯგუფური აზროვნების ფენომენს ექსპერტთა
ჯგუფებში, რომლებიც სპეციალურად ორგანიზებულია გადაწყვეტილებების „მისაღებად“:
პოლიტიკის, ეკონომიკის, მენეჯმენტის სფეროში.
თუმცა,
როგორც მოქმედ, პრაქტიკოს მწვრთნელს ტრენინგში, შემიძლია აღვნიშნო ამ ფენომენის
არსებობა ლაბორატორიულ ჯგუფებში, ანუ, სასწავლო ჯგუფებში, ტრენინგის ჯგუფებში.
მართალია, ჯგუფების საქმიანობაში ჯგუფური აზროვნების მექანიზმი შეიძლება გარკვეულ
პირობებში შეინიშნებოდეს. ამგვარად, ჯგუფური აზროვნება ჯგუფის ცხოვრების რეალური
ფაქტია.
ჯანისის
ჯგუფური აზროვნების მოდელების საფუძველზე შეიძლება ჯგუფური აზროვნების ფენომენის
განვსაზღვრა, როგორც აზროვნების და გადაწყვეტილების მიღების გზა, სადაც ყველაზე
მნიშვნელოვანია მოტივი, ჯგუფთან შეთანხმების სურვილი („დამთხვევის მცდელობა,
შესაბამისობა“ - ჯანისი).
ჯანისი
იყენებს ჯგუფური აზროვნების კონცეფციას ჯგუფის პათოლოგიის სპეციფიკური სახეობების
ასახსნელად. თუმცა, ჩვენ საქმე უფრო გვაქვს არა ჯგუფის, არამედ გადაწყვეტილებების
მიღების პათოლოგიასთან: მის არასაიმედოობასთან, რეალური მდგომარეობის
არაადეკვატურობასთან. ეს ხდება იმის გამო, რომ ჯგუფში ერთსულოვნებისა და ერთსახოვნების
სურვილი უფრო მაღალია, ვიდრე მოქმედების ალტერნატიული ვარიანტების რეალურად
შეფასების სტიმული.
ჯგუფში
ჯგუფური აზროვნების წარმოშობას რამდენიმე ძირითადი პირობა აქვს.
1.
ჯგუფის მაღალი დარაზმულობა („მაღალი ხარისხის ინტეგრაცია“ - ჯანისი), რომელიც
იწვევს ჯგუფის მიერ მოწონებული რეალობის ვერსიის მიღებას. ყველა ძალა ჯგუფში
მუშაობს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ყველა წევრი. ეს არის ჯგუფის წევრთა სურვილი,
რომ ერთად იყვნენ, დარჩნენ ერთად, როგორც ჯგუფი, ეკუთვნოდნენ ჯგუფს.
ასეთო ჯგუფის მონაწილეები უფრო მგრძნობიარე არიან ურთიერთზეწოლის მიმართ. ჯგუფის მაღალი ინტეგრაციის შედეგია ჯგუფში კონფლიქტების შემცირება, ალტერნატიული მოსაზრებების დაპირისპირების თავიდან აცილება. ჯგუფს არ სურს „ნავი ადგილიდან დაძრას“ (ჯანისი). თავად ჯგუფის ერთობა ბუნებრივი და კანონიერი ჯგუფური მექანიზმია. თუმცა, მისმა მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების მიღება წარმატებული შედეგების დაბალი ალბათობით.

2.
ჯგუფური ორგანიზაციის „სტრუქტურული
ხარვეზები“. ასეთი ხარვეზები ან მახასიათებლები ოთხია:
- ჯგუფური იზოლაცია (ჯგუფის იზოლაცია, იზოლირებული
ჯგუფი), რომელიც ჯგუფის წევრებში იწვევს საკუთარი ჯგუფის მნიშვნელობის გაცნობიერებას;
- გადაწყვეტილების მიმღები ლიდერი, რომელიც
ხელმძღვანელობს ჯგუფს მიმართულებით, რომელიც მისთვის სასარგებლოა გადაწყვეტილების
მიღებისას;
- ჯგუფის ერთგვაროვნება (ჰომოგენურობა), რომელიც
ვითარდება სხვადასხვა მოსაზრებებისა და ღირებულებების არსებობის თავიდან აცილების
(ხშირად ლიდერის) შედეგად;
- მკაფიო პროცედურული ნორმების არარსებობა,
განსაკუთრებით სტრესის ან დაძაბულობის პირობებში.
3.
„სიტუაციური პროვოკაციული კონტექსტები“
(ჯანისი) ან სტრესული სიტუაციები. ჯგუფის აზროვნება ჩვეულებრივ სიტუაციებში „არ
ფუნქციონირებს“. მაგრამ მისი გამომჟღვნების შესაძლებლობა იზრდება, როდესაც
სტრუქტურული ხარვეზების მქონე მაღალი ინტეგრაციის ჯგუფი იმყოფება კრიზისის,
სტრესის პირობებში.
პირველ რიგში, ეს იწვევს ჯგუფის წევრებში
დაუცველობისა და დაძაბულობის გრძნობებს, და ისინი ჯგუფს იყენებენ პრობლემების გადასაჭრელად
და სიცხადის შესაქმნელად; მეორე, ჯგუფის წევრებში სტრესის დროს იწვევს თვითშეფასების
შემცირებას და ჯგუფის შეფასების ზრდას კრიზისის დასაძლევად. ეს ყველაფერი ანიჭებს
ჯგუფს მაღალ ღირებულებას და განსაზღვრავს ჯგუფის წევრების სწრაფ და უმტკივნეულო
ერთობლიობას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ჯგუფის წევრები თავისი მოსაზრებების
ჩახშობას ცდილობენ, თავისი გადაწყვეტილებების უერყოფას, რათა მიეცეთ შესაძლებლობა
„ეკუთვნოდნენ“ ჯგუფს.
ჯგუფის აზროვნების შედეგები შეიძლება სამი ნიშნით
განთავსდეს:
1. იქმნება
ჯგუფის ძალაუფლების (სიმძლავრის) გადაჭარბებული შეფასება, რომელიც მოიცავს დაუცველობისა
და ჯგუფის მორალის რწმენის ილუზიას.
2. ჯგუფის
წევრები დარწმუნებულნი ხდებიან, რომ სტრესულ სიტუაციებშიც კი ჯგუფის წევრობა
რაციონალურია. ჩნდება ჯგუფური სტერეოტიპები, რომლებიც ჯგუფისთვის მისაღებია.
3. კულტივირდება
იძულება (ჯგუფის ზეწოლა) ჯგუფის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით. ის შეიძლება
შეიცავდეს: თვითცენზურას, ერთიანობის ილუზიას,ზეწოლას განსხვავებული აზრის მქონე
ჯგუფის წევრებზე.
გადაწყვეტილების
მიღების ასეთი პროცესის შედეგია დეფექტური (არაეფექტური), ზოგჯერ სარისკო გადაწყვეტილებები.
ეს მდგომარეობა სამართლიანია, როგორც არადესტრუქციული
ჯგუფებისთვის, ასევე დესტრუქციული კულტებისთვის. თუმცა, სწორედ კულტებში იღებენ
ყველაზე „უხიაგ“ და არარეალურ
გადაწყვეტილებებს: მაგალითად, ადამიანთა მოწამვლა ტოკიოს მეტროში, რომელზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა „აუმ
სენრიკეს“, სიკვდილისკენ მოწოდება და
„ქვეყნის დასასრულის“ გამოცხადება „თეთრთა საძმოს“ მიერ. გარდა ამისა,
არადესტრუქციულ ჯგუფებში არსებობს ჯგუფური აზროვნების შემცირების შესაძლებლობა,
რაც კულტებში არ ხდება, მაგრამ ამის შესახებ უფრო ქვემოთ.
კულტებში ჯგუფური აზროვნების მოდელს აქვს საკულტო
მიზნებიდან გამომდინარე მოდიფიკაციები: „კულტები არ არსებობს უპირველეს ყოვლისა
იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები“ (ჯანისი), ანუ გადაწყვეტილებების მიღება
არ არის კულტის მთავარი მიზანი. განსხვავებით
„გადაწყვეტილების მიღების ჯგუფებისგან“, რომელთა ძირითადი მიზანია მაღალი ხარისხის
გადაწყვეტილებების „მიღება“, კულტის მიზანია ცნობიერების კონტროლი, რაც გულისხმობს
ძალაუფლებას არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაზე კულტის წევრთა მიერ, არამედ
კულტის წევრების აზრებსა და გრძნობებზე, მათ პიროვნებაზე.
კულტში ჯგუფური აზროვნების მოდელების მოდიფიკაციები
შემდეგნაირია:
1. კულტში ჯგუფის წევრების ერთობა სპონტანური არ
არის, არამედ დაგეგმილია და ამას მანიპულაციურად ახორციელებენ კულტის ლიდერები.
ქარიზმატული ლიდერი თავის ირგვლივ იკრებს ერთგულთა ჯგუფს (ელიტას), რომელიც ქმნის „გადაწყვეტილებების მიღების ჯგუფს“, ანუ,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ ეხება კულტის ჯგუფის რიგით წევრებს. სურვილს
ეკუთვნოდე ჯგუფს კულტის წევრებში მხარს უჭერენ, მაგრამ კულტის წევრმა უნდა გაიაროს
ერთგულების მკაცრი გამოცდა. კულტი ხდება ადამიანის სიცოცხლის ცენტრალური ინტერესი
და საკულტო წევრთა შორის ინტერპერსონალური კავშირების ერთადერთი, პირველადი, აუცილებელი
წყარო.
2. სტრუქტურული ხარვეზები კულტში წარმოდგენილია დეინდივიდუალიზაციის
სახით, როგორც ერთგვაროვნებისადმი კულტის წევრების სწრაფვა. ისინი კარგავენ ქცევის
ძველ პრინციპებს და „იღებენ“ ახალ ნორმებს, ქცევის სტერეოტიპებს, რომლებიც
წახალისებულია. დეინდივიდუალიზაცია არ არის კულტის თანაპროდუქტი, კულტები
არსებობენ იმისათვის, რათა „უზრუნველყონ“ თავისი წევრები ცვლილებებით, მათ
სისტემებში რწმენის, ქცევის და კონტროლის ლოკუსის შეცვლამდეც კი.
3.
სპონტანურ და წარმავალ სტრესულ
სიტუაციებს („პროვოკაციული სიტუაციური კონტექსტი“) კულტში აქვს მკაცრი სოციალური
კონტროლის სახე, რომელიც გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი დანაშაულის, შიშის,
სირცხვილის გრძნობის გამოსაწვევად მისი წარსულის გამო, რათა შეიქმნას უფრო
მიმზიდველი მომავლის იმიჯი კულტში, ასე რომ, კულტის წევრები მუდმივად დაძაბულები
არიან. მომავლის მიღწევა კულტში შეიძლება მხოლოდ ჯგუფის ნორმების დაცვით, ნორმებს
ადგენს ელიტა („გადაწყვეტილებების მიღების ჯგუფი“). აქ კიდევ ერთხელ, ვხედავთ
გაუცხოებას, დეპრივაციას პიროვნების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის
მიმართ.
4. ნაადრევი თანხმობა ჯგუფის მოსაზრებებთან კულტში
მოდიფიცირდება კულტის დოქტრინის სრულ, აღტაცებულ შესაბამისობაში. ნაადრევი
თანხმობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების მონაწილის არსებობას და მის კრიტიკულ
დამოკიდებულებას და კონტინუუმის ერთ ბოლოშია განთავსებული. მეორე ბოლოში კი სრული
მიღება და შესაბამისობაა. რადგან კულტში ელიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკა
გამორიცხულია, აუცილებელი ხდება თავად დოქტრინის და მისი გამტარებლების აღტაცებით
მიღება და მათი შეყვარება; დოქტრინა -
ერთადერთი გზაა სიმართლისაკენ, მასთან დათანხმება საკმარისი არ არის, მას სრულად
უნდა შეესაბამებოდე.
ჯგუფის
აზროვნების მოდიფიცირებული მოდელი არის ამოსავალი წერტილია, საიდანაც შეიძლება მიხვიდე
კულტის ფარგლებში დეფექტური, სახიფათო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაგებამდე.
გამოცდების სისტემა, დე-ინდივიდუალიზაცია, აღტაცებული შესატყვისობა პირობებს უქმნის
ელიტას, რომელიც იღებეს გადაწყვეტილებებს კულტში, რათა სრულად აკონტროლოს ჯგუფის
წევრობის პირობები, მისადმი ერთგულება. ეს პირობები გაადვილებულია იმით, რომ
კულტის რიგითი წევრები არ აკონტროლებენ კულტის ელიტის მიერ გადაწყვეტილებების
მიღების გზებს.
არადესტრუქციულ ჯგუფებში ჯგუფური აზროვნების
დეფექტური შედეგები შეიძლება შემცირდეს რამდენიმე მარტივი, მაგრამ ძლიერი
საშუალებების გამოყენებით, რასაც ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკაში ჯგუფთან მუშაობისას,
კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების ტრენინგში:
- სხვადასხვა მოსაზრებების შეგროვების,
განხილვისა და შეფასების პროცესის ორგანიზება და კრიტიკის ადვილად გავლის
ხელშეწყობა;
- ლიდერის
მიუკერძოებლობა, მის მხრიდან ზეწოლის არარსებობა, მისი აზრის „არგათვალისწინება“’
- გარედან
ექსპერტების მოზიდვა;
- მიღებული
გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის, მასთან კიდევ ერთხელ დაბრუნების ორგანიზაცია.
აღნიშნული
მეთოდების კულტში გამოყენება შეუძლებელია, რადგან ეწინააღმდეგება პიროვნებაზე
გავლენის ძირითად პრინციპს: მოტყუებას, მანიპულირებას, რომელიც ხელს უწყობს კულტის
წევრების არაკრიტიკულ დამოკიდებულებას გადაწყვეტილებების მიღების მიმართ.
კულტში ჯგუფურ ფენომენებზე დაფუძნებულ პიროვნებაზე
გავლენის მექანიზმები ასევე ვლინდება ფსიქოთერაპიულ კულტებში. უფრო მეტიც, ფსიქოთერაპიული
ჯგუფები შეიძლება იყოს დესტრუქციული მისი პიროვნებაზე გავლენის სპეციფიკურობის
გამო: სწორედ ჯგუფური პროცესებია ჯგუფის წევრზე ზემოქმედების ძირითადი
„ინსტრუმენტი“, ცვლილებების მისაღწევად (ჯერ კიდევ გამოიყენება ტერმინები
„ტრანსფორმაცია“, „დაწინაურება“, „რეფორმირება“).
ზოგიერთ ფსიქოთერაპიულ ჯგუფში მწვრთნელი (ლიდერი)
განმარტებით არის ქარიზმატული და ატარებს დიქტატის ხაზს. მაგალითად, EST-ის
ტრენინგში, რომელსაც სტივენ ჰასენი სატრენინგო პროგრამასთან აიფსპრინგი“ ასახელებს
დესტრუქციული კულტების სიაში, EST-ის შემქმნელის თვალსაზრისს, მოსაწრებებს,
„რწმენას“ მისი მიმდევრები თავს ახვევენ
ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე და შთაგონების ფორმულით: „შენ მიიღებ ამას (რა
არის „ეს“ არ არის განმარტებული) ერთი მარტივი მიზეზის გამო - ვერნერმა ისე შექმნა
ტრენინგი, რომ მიიღებ მას“ (2).
გარდა
ამისა, პროგრამებში იყენებენ ჯგუფის იზოლაციის პრინციპს სივრცეში (ხანგრძლივი გამგზავრება)
ან დროში (ტრენინგ-მარათონები), აგრეთვე ფიზიოლოგიური საჭიროებების (ძილის,
დასვენების, სურსათის საჭიროებების) დეპრივაცია.
ფსიქოთერაპიული ჯგუფებში პიროვნებაზე ამგვარი
ზემოქმედება ხშირად იწვევს იმ ფაქტს, რომ
ჯგუფის ღირებულება და მნიშვნელობა იმდენად იზრდება მონაწილეთა მნიშვნელობასთან
შედარებით, რომ ისინი ცდილობენ დარჩნენ ჯგუფში პროგრამის დასრულების შემდეგაც.
ჯგუფის ასეთი სურვილი „იყოს“ ჯგუფში,
დაიცვას ამ ჯგუფის ნორმები, შეიძლება გახდეს ჯგუფში ინდივიდზე დესტრუქციულობის გავლენის
სიგნალი. მე ვიცი შემთხვევები ჩემი კოლეგების პრაქტიკაში, როცა მონაწილეები,
რომლებმაც გაიარეს ფსიქოთერაპიული პროგრამები, რჩებოდნენ იქ მოხალისეებად,
ინსტრუქტორებად. ჯგუფთან ასეთი „კავშირი“ აძლევდა პროგრამის ხელმძღვანელებს დიდ
მატერიალურ სარგებელს.
ჯგუფებში მოქმედ მწვრთნელებს ექმნებათ ზღვარის გადასვლის საშიშროება
მონაწილეზე ჯგუფის კონსტრუქციულ და დესტრუქციულ
გავლენას შორის.
ზოგჯერ ჯგუფის წამყვანისთვის ეს
გაუცნობიერებელი რჩება, მაგრამ EST ან ლაიფსპრინგის შემთხვევაში - საკმაოდ გაცნობიერებულია. ამიტომ წამყვანისთვის აუცილებელია
ჯგუფის ინდივიდზე დესტრუქციული გავლენის მექანიზმების ცოდნა, რათა არ
შექმნას კულტი. „საუკეთესო
დახმარება მსოფლიოში არის ის, რომელიც სრულიად არაგანზრზხულია, ხოლო ბევრი დესტრუქციული რამ გამომდინარეობა დახმარების გაწევის განზრახვიდან“
(ჯ. ენრაიტი)
მიუხედავად
ამისა, სწორედ ჯგუფური ფორმების შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის კულტში
მოხვედრის პროფილაქტიკისათვის. როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ
„კულტისადმი მიდრეკილება“: სოციალურად ცუდად ადაპტირებული, ცუდად სოციალიზებული,
ფსიქოლოგიურად ტრავმირებული, ჩამოუყალიბები სოციალური უნარებით.
აუცილებელია
მათთვის დახმარების გაწევა, რათა მათ შეძლონ ამ სოციალური უნარ-ჩვევების შეძენა,
ადაპტირება, განსაკუთრებით ახლა ჩვენთან
რუსეთში, რთულ სოციალურ სიტუაციაში, სადაც ძველი სტერეოტიპები მოშლილია, მაგრამ
ჯერ კიდევ არ არის შექმნილი ახალი. ამისათვის საუკეთესო ფორმაა
სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგის ყველა პროგრამა, როგორც სოციალური უნარ-ჩვევებისა
შეძენის გზა, ასევე ქცევის მოქნილი სტილის ჩამოყალიბება თვითპასუხისმგებლობით,
კრიტიკულობით, კრეატიულობით, თავდაჯერებულობით.
გარდა ამისა, ჯგუფი შეიძლება გამოყენებულ იქნას
როგორც ერთობლივი მრჩეველი კულტის დატოვების მიზნით. ასეთი შემთხვევები აღწერაა
მის პრაქტიკაში კ. ჯიამბალვომ (3). როგორც ჯგუფი გამოიყენა: ოჯახი, ნაცნობები,
კულტის ყოფილი წევრები. პიროვნებაზე ზემოქმედების ჯგუფური მექანიზმების
ნეიტრალიზაცია კულტში უნდა მოხდეს „არადესტრუქციული ქმედების“ ანალოგიური ჯგუფური
მექანიზმებით. ჯგუფი ერთგვარი „ბაროკამერაა“, როდესაც ადამიანი კულტიდან რეალობაში
გადადის.
1.
См.: Mark N. Wexler. Expanding the
Groupthink Explanation to the Study of Contemporary Cults. Cultic Studies Journal, Vol. 12, No. 1, 1995,
pp. 49-79.
ავტორი
ცელიკოვა ვერა ვლადიმერის ასული,
ფსიქოლოგი (ნიჟნი ნოვგოროდი)
თარგმანი . M.FL .სერვისი 2017 (c)
http://www.myshambhala.com/obitel/comments/psychometry.htm
ПСИХОМЕТРИЯ. Букв., "измерение Души"; чтение или видение, но не физическими глазами, а душой или внутренним Зрением.
(Е.П.Блаватская "Теософский словарь")
Психометрия считается уделом исключительных людей, но общее свойство дано решительно всем. Каждый человек при каждом прикасании к предметам ощущает различные сенсации. Разница лишь в том, что один обращает внимание на них, но другой проходит равнодушно. Следует отдавать себе отчет в каждом ощущении.
Какое богатство жизни откроется тем, кто вибрирует на все чувствования. Не трудно усовещевать себя в разнообразии ощущений. Каждая книга, каждое письмо несут в себе целую ауру. Нечто несказуемое, но явное сердцу получится от прикасания. Нет причины полагать, что лишь некоторые счастливчики имеют дар, в котором другие обойдены.
Мысль о возможности уже есть открытый путь.
http://www.liga.net/opinion/350291_big-data-i-psikhometriya-na-poroge-globalnykh-izmeneniy-v-riteyle.htm
ჰაინრიხ ბიოლი - 1972 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი
'არაკიბერნეტიკული საქართველო'
"მე თვალში მომხვდა ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალურობა, განუმეორებლობა, უნიკალურობა. მას ჯერჯერობით ნაკლებად, ვიდრე ევროპელი ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციის, სტანდარტიზაციის და ნიველირების მსახვრალი ხელი, რაც თან მოაქვს, სამწუხაროდ, ტექნიკურ-ცივილიზატორული საზოგადოების განვითარებას. ქართველების სიცოცხლე და ცხოვრება ნაკლებადაა 'დაპროგრამირებული'. ეს ბედნიერებაა
https://www.proza.ru/2015/03/15/366
From Toxic To Love
The canker that lurks in the dark heart of religions: leading to violence, suffering and mayhem in the world.
1 Middle men - standing in between you and the creator.
2 Big fat book of rules - you need these so that you never follow your own heart.
3 Guilty for breathing - brainwashed to believe in your innate sinfulness.
4 All about the money - if you believe in me, pay up now!
5 Perverts in the midst - out preaching the word of god with their trousers down.
6 Intolerance - my religion says that is not allowed!
7 Fear of hellfire - be good or else you will burn in hell!
8 Barbaric customs - rituals of suffering.
9 Promise of salvation - live a miserable life now and receive your reward in heaven.
10 Psychopathic god - your God is crazed, malevolent and irrational.
11 Degradation of the sacred feminine - where is the softness and grace in this faith?
12 The chosen people - only you and your group shall be saved.
13 Separating behaviours - stay away from all nonbelievers!
14 Total submission - obey, obey, obey.
15 Ideology of conquest - wage a holy war to spread your religion.
16 Take over - if you move, seek to change wherever you go.
17 You have no choice - you can NEVER leave your religion.
18 No questioning - never think for yourself: the word of god is perfect.
"The first half of life is devoted to forming a healthy ego, the second half is going inward and letting go of it."
C. G. Jung
http://depressiond.org/sociopath-sociopathic-personality-disorder/
The dark hole mind (psyche of hell) believes that removing or getting or changing the other/outside will relieve it from itself
The dangerous state of mind can not see what IT is seeing, but is in dissolution with its projections " D. H
Have you ever noticed how often times when you question or offend a victim of the Religion Virus (PCCRV), it triggers a defense mechanism within their brains? They can be a genius in everyday life, but when the PCCRV is threatened or upset, a "defensive cognitive switch" engages that blocks almost all conflicting thoughts, common sense, logic, reason, rationality, and reality from the victim. It is like they go into a mindless trance which can cause temporary debilitating cognitive side effects such as incoherent speech, grammatical retardation, near-illiteracy, psychotic delusions, deep deflection, wild projection, Olympic-level mental gymnastics, cognitive dissonance, epic hypocrisy, pathological lying, arrogance, extreme egotism, vainness, self-righteous condescension, moral bankruptcy, bigotry, hate, fear, rage, passive aggressiveness, history revisionism, the denial of Science, absurd logical fallacies, syllogism, the christian Persecution Paranoia Complex (cPPC), fantasy necrophilia-like personal "relations," Coprolalia of tic disorders such as Tourette Syndrome, random scripture quoting, and the infamous caps lock phenomenon.

Известный
историк, директор Института системно-стратегического анализаАндрей
Фурсов рассказывает о том, почему происходящее в США свидетельствует о
незрелости американского общества. ©
Если у тебя нет своей тактики ты, рано или поздно становишься жертвой чужой стратегии"
Если у тебя нет своей тактики ты, рано или поздно становишься жертвой чужой стратегии"
"The first half of life is devoted to forming a healthy ego, the second half is going inward and letting go of it."
C. G. Jung
http://depressiond.org/sociopath-sociopathic-personality-disorder/
"..Настоящий
человек противоречив. Он совершенно свободен. Он настолько свободен,
что может позволить себе сегодня быть одним, а завтра совершенно другим.
Это его выбор.
Для него не существует преград. Если он захочет погрузиться в себя, он погрузится в себя, если захочет пообщаться с другими, он будет общаться. Он свободен. Он может быть то интровертом, то экстравертом — кем угодно. Он волен сам выбирать, что ему делать в каждый момент своей жизни."
Ошо
А знаете что?Пусть это и будет моим новогодним пожеланием себе самой и всем моим друзьям - позволить себе этот выбор,позволить себе не делать того,чего не хочет душа,позволить себе не идти на поводу у толпы,позволить себе быть собой настоящим,позволить себе быть..."P.

"The dangerous mind believes what it sees is the other and not its own interpretations
The dark hole mind (psyche of hell) believes that removing or getting or changing the other/outside will relieve it from itself
The dangerous state of mind can not see what IT is seeing, but is in dissolution with its projections " D. H
Have you ever noticed how often times when you question or offend a victim of the Religion Virus (PCCRV), it triggers a defense mechanism within their brains? They can be a genius in everyday life, but when the PCCRV is threatened or upset, a "defensive cognitive switch" engages that blocks almost all conflicting thoughts, common sense, logic, reason, rationality, and reality from the victim. It is like they go into a mindless trance which can cause temporary debilitating cognitive side effects such as incoherent speech, grammatical retardation, near-illiteracy, psychotic delusions, deep deflection, wild projection, Olympic-level mental gymnastics, cognitive dissonance, epic hypocrisy, pathological lying, arrogance, extreme egotism, vainness, self-righteous condescension, moral bankruptcy, bigotry, hate, fear, rage, passive aggressiveness, history revisionism, the denial of Science, absurd logical fallacies, syllogism, the christian Persecution Paranoia Complex (cPPC), fantasy necrophilia-like personal "relations," Coprolalia of tic disorders such as Tourette Syndrome, random scripture quoting, and the infamous caps lock phenomenon.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised