понедельник, 22 ноября 2021 г.

ჰაერის მწვავე უკმარისობა. რატომ წარმოიქმნება ჟანგბადის შიმშილი ? პულსოქსიმეტრი: რა არის ეს, კავშირი კორონავირუსთან, როგორ მუშაობს, ფასები


ჰაერის მწვავე უკმარისობა. რატომ  წარმოიქმნება  ჟანგბადის შიმშილი?

 https://kuban.aif.ru/health/ostraya_nehvatka_vozduha_pochemu_voznikaet_kislorodnyy_golod

ჯანმრთელი ადამიანი წუთში 20-მდე ჩასუნთქვას აკეთებს. ეს საკმარისია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. როდესაც ჟანგბადი არასაკმარისია, ჩნდება დისკომფორტი და ქოშინი. თუმცა ეს არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს სუნთქვის უკმარისობის შედეგად. ამის შესახებ უფრო დეტალურად „აიფ-იუგ“-ს კრასნოდარის მხარის სამედიცინო პროფილაქტიკის ცენტრის თერაპევტმა ირინა კოპლიკმა მოუყვა.


ჟანგბადის დონე განსაზღვრავს ავადმყოფობას

ოლგა კისელევა, „აიფ-იუგ“: 

 ირინა ედუარდოვნა, რა არის სატურაცია? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი გაზომვა, მათ შორის, კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის?

ირინა კოპლიკი: როდესაც ვსუნთქავთ, ჩვენი ფილტვები იღებენ ჟანგბადის დოზას და სისხლის მიმოქცევის საშუალებით მთელ ორგანიზმში ანაწილებენ. სუნთქვის დროს წარმოქმნილი ნახშირორჟანგი გამოიყოფა ქსოვილებიდან და გადადის უკან ფილტვებში, საიდანაც იგი ამოსუნთქვისას გარეთ გამოიყოფა. ნახშირორჟანგის გამოყოფის შემდეგ უჯრედებში დარჩენილი თავისუფალი ადგილი მაშინვე ივსება ახალი ჟანგბადით. ასე ხდება გაზის უწყვეტი გაცვლა.

სისხლძარღვებში ჟანგბადის ტრანსპორტირება რომ მოხდეს, ის ჰემოგლობინის მოლეკულებს უერთდება. ორგანიზმში არსებულ ამ კავშირს ოქსიჰემოგლობინი ეწოდება. ეს არის პარამეტრი, რომელიც ასახავს სატურაციას ან სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონეს. სატურაცია იზომება პროცენტულად და ითვლება ერთ-ერთ მაჩვენებლად, რომლითაც შესაძლებელია სასუნთქი სისტემის პათოლოგიების აღმოჩენა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე.

- რატომ  შეიძლება გაჩნდეს სუნთქვის უკმარისობა?

- სხვადასხვა მიზეზის გამო. ესენია ჭარბი წონა, ანემია, მაღალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევები, გულის პათოლოგია, სისხლით ცუდი მომარაგება, სასუნთქი ორგანოების დაავადებები, მოწევა და მძიმე ტრავმები. და ბოლოს, კორონავირუსის გამო. ჟანგბადის მაჩვენებლები მკვეთრად იკლებს Covid-19-ით დაავადებისას. როდესაც ინფექცია  ფილტვებში აღმოჩნდება, ის აზიანებს მათ, რაც იწვევს შეშუპებას და პნევმონიის განვითარებას.

კორონავირუსის მთავარი საშიშროება ის არის, რომ მსუბუქ ფორმებში შესაძლოა დაავადების ძირითადი სიმპტომები არ გამოვლინდეს. ტემპერატურა, ხველა და სისუსტე არ იგრძნობა. ადამიანი თავს კარგად გრძნობს და არც კი ფიქრობს, რომ ვირუსმა უკვე დაიწყო ფილტვების დაზიანება.

სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა დაავადების მძიმე ფორმების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გზაა. სატურაციის მაჩვენებელი ხელს შეუწყობს დაავადების განვითარების პრევენციას და მისი პროგრესირებადი სტადიის თავიდან აცილებას, როდესაც საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება.

ზომების მიღება საჭიროა უკვე 94% -ზე

- რომელი მნიშვნელობა ითვლება ნორმად?

- 98 – 99 %. გარკვეული დაავადებების, მათ შორის, კორონავირუსის დროს, ეს მაჩვენებელი რამდენიმე პროცენტით მცირდება. ჟანგბადის შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ადამიანმა მოქმედება უკვე 94%-დან უნდა დაიწყოს. როდესაც სისხლის ჟანგბადით გაჯერება იკლებს 90%-მდე და ქვემოთ, დატვირთვა გულზე, ფილტვებზე და ღვიძლზე იზრდება. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

 ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სატურაცია შეიძლება 70%-მდე შემცირდეს. ამ შემთხვევაში პაციენტს აერთებენ ფილტვების ხელოვნური  ვენტილაციის აპარატს. ჰიპოქსემიური კომა იწყება 60%-ზე დაბალ მაჩვენებელზე.

- როგორ გავზომოთ სატურაცია ?

- საკუთარი მდგომარეობის კონტროლის და კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად, თქვენ დამოუკიდებლად უნდა აკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის დონე. ამისათვის არსებობს სპეციალური მოწყობილობა - პულსოქსიმეტრი. ის საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. მისი შეძენა შეგიძლიათ სამედიცინო მოწყობილობების მაღაზიაში ან აფთიაქში.

სატურაციას აჩვენებს სისხლის ანალიზიც, რომელიც კეთდება პოლიკლინიკაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ მარტივი ტესტი სახლში. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მაჩვენებლები არ ითვლება ისევე საიმედოდ, როგორც მოწყობილობის გამოყენებისას ან ანალიზის ჩაბარებისას, ტესტი დაგეხმარებათ სასუნთქი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევების გამოვლენაში.

ღრმად ჩაისუნთქეთ. შეიკავეთ სუნთქვა. დაითვალეთ 30 წამი. აბსოლუტურად ჯანმრთელი ფილტვები გაივლიან ამ ტესტს. გამოთვლების საფუძველზე შესაძლებელია დაახლოებით განისაზღვროს ჟანგბადის გაჯერების დონე: 30 წამი ან მეტი - ნორმაა, ათი წამი - შემცირებული მაჩვენებელია 93-94%, შვიდი წამი - უკიდურესად დაბალი დონეა 90%.

თუ თქვენ გაქვთ მცირე პრობლემები სუნთქვისას, დაგეწყოთ ქოშინი, გახშირებული გულისცემა, დიდი ალბათობით გაქვთ ჟანგბადის დაბალი დონე. თქვენი შეშფოთების დასადასტურებლად გამოიყენეთ პულსოქსიმეტრი ან გაიკეთეთ სისხლის ანალიზი. მხოლოდ ისინი მოგცემენ სწორ შედეგს, რის საფუძველზეც ექიმი დაგინიშნავთ  მკურნალობას.


წყალი, ჰაერი, ფიზკულტურა

- შესაძლებელია თუ არა სისხლში ჟანგბადის დონის მომატება?

- არსებობს ხუთი მარტივი გზა მეტი ჟანგბადის მისაღებად.

პირველი, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. გააღეთ ფანჯრები ან გადით გარეთ, ქუჩაში. ეს მოგცემთ ენერგიას და შეგმატებთ ჟანგბადს ფილტვებში.

მეორე, დალიეთ ბევრი სუფთა წყალი. უჯრედების ჟანგბადით გასაჯერებლად და ნახშირორჟანგის მოსაშორებლად, უნდა მოხდეს ჩვენი ფილტვების ჰიდრატაცია, ანუ წყლით გაჯერება.

მესამე, მიირთვით რკინით მდიდარი საკვები. ეს აუცილებელია ერიტროციტებისათვის, რომლებსაც მიაქვთ სისხლი მთელ სხეულში. რკინის შესანიშნავი წყაროა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თეთრი კომბოსტო და ბროკოლი, ხილი, ვაშლი, პარკოსნები, ნაკლებად ცხიმიანი ცილები, როგორიცაა კვერცხი, ფრინველი და თევზი.

მეოთხე, ივარჯიშეთ. დატვირთვისას, ჩვენ ვიღებთ და ვიყენებთ მეტ ჟანგბადს. შესაბამისად, ჩვენს უჯრედებს შეუძლია მეტი ენერგიის გამომუშავება.

მეხუთე, ავარჯიშეთ სუნთქვა. ნელა და ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ზრდის ჟანგბადის დონეს სისხლში, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სტრესის შემცირებას.

=====
https://greenpost.ua/ru/news/pulsoksymetr-chto-eto-takoe-svyaz-s-koronavyrusom-kak-rabotaet-tseny-i21437
პულსოქსიმეტრი: რა არის ეს, კავშირი კორონავირუსთან, როგორ მუშაობს, ფასები.
ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად.
#კორონავირუსი 2019-NCOV
ოლგა შევჩენკო 
პანდემიამ ჩვენი ლექსიკური მარაგი საკმაოდ გაამდიდრა. ერთ-ერთი უახლესი ინოვაცია, რომელიც მუდმივ გამოყენებაშია და საზოგადოების ინტერესის საგანია, არის სიტყვა „პულსოქსიმეტრი“. ეს არის სამედიცინო მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც შეიძლება სატურაციის - სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა.
ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად, საჭიროების და კონკრეტული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში. სატურაციის დონის მუდმივად გაზომვას ეწოდება მონიტორინგული პულსოქსიმეტრია.
საჭიროა თუ არა სახლში პულსოქსიმეტრი, როგორ გამოვიყენოთ და შეიძლება თუ არა აჩვენოს არასწორი შედეგი, როგორ მუშაობს და როგორია ჯანსაღი ადამიანის ჟანგბადის დონე?

რატომ არის მნიშვნელოვანი კორონავირუსის დროს ჟანგბადის დონის კონტროლი??
აუცილებელია ჟანგბადის დონის კონტროლი, რათა დავიჭიროთ მომენტი, როდესაც დაავადების მიმდინარეობა გართულებულია პნევმონიის მძიმე ფორმის განვითარებით, წერს  life.pravda.com.ua.
მაგალითად, შეიძლება იყოს ფილტვების მინიმალური დაზიანება, რომელიც არ გამოიხატება სისხლის სატურაციის შემცირებით. მაგრამ უფრო მწვავეა გართულებები, როდესაც შეინიშნება ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც ხასიათდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონის შემცირებით.
პანდემიის დროს ადამიანების მიერ პულსოქსიმეტრების აქტიური გამოყენება დაავადების აშკარა ნიშნების გარეშე უფრო მეტად უკავშირდება ფსიქოლოგიურ ფაქტორს - თვითკმაყოფილებას, რომ სატურაციის  დონე ნორმალურია.

როგორი უნდა იყოს ჟანგბადის დონე?
ჰემოგლობინის თითოეულ მოლეკულას შეიძლება მიუერთდეს ჟანგბადის ოთხამდე მოლეკულა. ჰემოგლობინით მოლეკულების გაჯერების საშუალო პროცენტი, წერს tkoz, არის სისხლის ჟანგბადით სატურაცია. 100%-იანი სატურაცია ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულა სისხლის გამოკვლეულ მოცულობაში ატარებს ჟანგბადის ოთხ მოლეკულას.
ჩვენების ნორმები:
95–98% ჯანმრთელებში
უფრო მაღალი მნიშვნელობები ჟანგბადის თერაპიის დროსაა
ამ დონის ქვემოთ მაჩვენებელი მიუთითებს სუნთქვის უკმარისობაზე.

რა შემთხვევებშია საჭირო პულსოქსიმეტრიის გაკეთება
სატურაციის დონის კონტროლი (სისხლის ჟანგბადით გაჯერება)აუცილებელია:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების დროს;
ანემიის დროს
სასუნთქი სისტემის დაავადების დროს
გადატანილი ოპერაციებისა და ნარკოზის შემდეგ
ჟანგბადის თერაპიის დროს.

მოწყობილობების ტიპები
არსებობს ორი ძირითადი სახეობა: სტაციონარული და პორტატული. პირველი მიეკუთვნება პროფესიონალურ სამედიცინო აღჭურვილობას. ისინი განსხვავდება მნიშვნელოვანი ზომით, ფუნქციების ფართო ნაკრებით და არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისთვის.
მეორე - კომპაქტური, მობილური და მარტივია მართვაში. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ სახლში, არამედ მოგზაურობისას, სპორტდარბაზში, სამსახურში. დღეს შესაძენად, მათ შორის უსაფრთხო ონლაინ რეჟიმში, ორივე ხელმისაწვდომია.

როგორ მუშაობს პულსოქსიმეტრი?
პულსოქსიმეტრს აქვს პერიფერიული სენსორი, მიკროპროცესორი, ასევე დისპლეი, რომელზეც გამოყვანილია პულსის მრუდე და მისი სიხშირე და სატურაციის მაჩვენებელი. სანდო მონაცემების მიღების ერთ-ერთი პირობაა გაზომვის პროცესში თითის სრული უმოძრაობა. ადამიანისთვის სატურაციის მაჩვენებლის ნორმაა 95-98%.
კვლევის მაღალი ინფორმაციული მეთოდების წყალობით შესაძლებელია სასუნთქი ორგანოების ფუნქციების შეფასება და სუნთქვის უკმარისობის ამოცნობა - როცა სატურაციის მაჩვენებელი 95%-ზე დაბალია. ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება ანესთეზიოლოგიაში ოპერაციების ჩატარების დროს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, პროფესიული ფილტვის დაავადებების დროს და ა.შ.

რას ზომავს თითზე  გაკეთებული მოწყობილობა??
მოწყობილობის ძირითადი ფუნქციებია შემდეგი მაჩვენებლების გაზომვა:
გულისცემის რაოდენობა წუთში, საშუალოდ 5-25 წამის განმავლობაში.
კონკრეტული მომხმარებლის სისხლის ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერება. ანუ ჟანგბადის საშუალო მოცულობა, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის მოლეკულებთან. შედეგი გამოყვანილია ეკრანზე პროცენტების სახით. მოწყობილობა ასევე იძლევა სიგნალს - რაც უფრო მაღალია სიგნალი, მით უფრო მაღალია  სატურაცია.

           რა მაჩვენებლების შემთხვევაში არის შეშფოთების საფუძველი?
თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავად ხართ. სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყოს:
ჰიპოთერმიით. როდესაც თითი ცივია, იქნება ჟანგბადით გაჯერების დაბალი პროცენტი.
თუ თქვენ იყენებთ ხელოვნურ ფრჩხილებს ან მუქ ლაქს, მოწყობილობა უფრო ნელა იმუშავებს და დასაწყისში აჩვენებს უფრო დაბალ მაჩვენებლებს.
ბატარეები თავად მოწყობილობაში. თუ ბატარეის მუხტი დაბალია, მაშინ მოწყობილობა აჩვენებს დაბალ მონაცემებს.

ფასები
უკრაინულ ონლაინ მაღაზიებში სახლის პულსოქსიმეტრის ფასები იწყება 250-300 გრივნიდან. საშუალოდ, ისინი 800-დან 2000 გრივნამდე ღირს. არის პულსოქსიმეტრები ბავშვებისთვის, მათი ფასი დაახლოებით 2800. აპარატის ღირებულება დამოკიდებულია მწარმოებელზე და ფუნქციების   ნაკრებზე.
ყველაზე მარტივი აჩვენებს სატურაციას  და  პულსის სიხშირეს.
ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ არის მზად ისაუბროს კომენდანტის საათის შემოღებაზე, როგორც ევროპის ქვეყნებში.
====

https://www.panoramamed.ru/news/sledite-za-urovnem-kisloroda-v-krovi
აკონტროლეთ სისხლში ჟანგბადის დონე
კორონავირუსი აზიანებს ფილტვებს, კონკრეტულად კი ფილტვის ალვეოლის შემომფარავ ქსოვილს. მძიმე პნევმონიის დროს ფილტვებში ირღვევა ჟანგბადის გადაცემა ჰაერიდან სისხლში. სწორედ ამიტომ, სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი (სატურაცია) ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
როგორია ნორმა?
       სინამდვილეში მკაფიო ნორმა არ არსებობს. ჯანმრთელ ადამიანში ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 95% და მეტი იქნება. ეს ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ ორგანიზმის ქსოვილები არ განიცდიან ჟანგბადის ნაკლებობას და ფილტვები საკმაოდ ეფექტურად „გადასცემს“ ჟანგბადს სისხლში.
 
რატომ უნდა ვიცოდეთ, ნორმაშია თუ არა სატურაცია ?
პანიკაში რომ არ ჩავვარდეთ!
გულმკერდის არეში „გაჭედვის“ შეგრძნება და ქოშინი სულაც არ არის დაკავშირებული ფილტვების ძლიერ დაზიანებასთან. ზოგიერთ შემთხვევაში, ტემპერატურამ, ხველამ, აღელვებამ შეიძლება გამოიწვიოს იგივე შეგრძნებები. თუ მაჩვენებლები 94–96% -ია, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ: სავარაუდოდ, სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო.
საკუთარი მდგომარეობის  გასაკონტროლებლად
მწვავე რესპირატორული ვირისული ინფექციის დროს, რომელიც ჩვეულებრივ მიმდინარეობს, პულსოქსიმეტრის დახმარებით შეიძლება საკმაოდ ადრე შეამჩნიოთ მდგომარეობის გაუარესება და აცნობოთ ექიმს ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ მუდმივ სატურაციაზე 92–93% -ზე ქვემოთ გაღვიძებულ მდგომარეობაში (ძილის დროს და ნორმაში  შეიძლება იყოს უფრო დაბალი).
        ექიმის დასახმარებლად
თუ ექიმს შეატყობინებთ თქვენს ჩივილებს, თქვენს ტემპერატურას, პულსს და სისხლის ჟანგბადით გაჯერებას, მისთვის უფრო ადვილი იქნება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა, თუნდაც დისტანციური კონსულტაციის შემთხვევაში.
სატურაციის დონის გასაკონტროლებლად გამოიყენება სპეციალური საზომები - პულსოქსიმეტრები. სპეციალისტების უმეტესობის კაბინეტში ყოველთვის არის ტონომეტრი და სტეტოსკოპი, მაგრამ მათ არ აქვთ პულსოქსიმეტრი, რაც არ იძლევა პაციენტის სატურაციის დონის განსაზღვრის საშუალებას ადგილზე.
თუ სატურაცია 90%-ზე დაბალია, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის, რადგან ეს სუნთქვის უკმარისობის განვითარების ნიშანია. ეს განსაკუთრებით ეხება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის იშემიური დაავადება და ა.შ.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ არ შევდივართ ამ უმრავლესობაში, რადგან ჩვენს სამედიცინო ცენტრში არის ეს მოწყობილობა! ჩვენ არა მხოლოდ ვაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას, არამედ აღვჭურვავთ კაბინეტებს საჭირო მოწყობილობით.
ჯანმრთელობას გისურვებთ! 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised