воскресенье, 25 июля 2021 г.

დაფინანსება: მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

 

დაფინანსება: მთავარი გამოწვევა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში

 https://www.diplomatie.gouv.fr/ru/politique-etrangere/klimat-i-okruzhayuschaya-sreda/le-financement-un-enjeu-essentiel-dans-la-lutte-contre-le-changement-climatique/

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დაფინანსება საფრანგეთისთვის პრიორიტეტული გახდა მხარეთა კონფერენცია 21–ზე მისი თავმჯდომარეობის შემდეგ. მისი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოხდეს სახელმწიფო და კერძო დაფინანსების ინვესტიციებში გადამისამართება კლიმატის სასარგებლოდ, რაც პარიზის შეთანხმების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. 

ამ სფეროში, მწვანე კლიმატური ფონდი განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დაფინანსების მთავარ საშუალებას წარმოადგენს. ის წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთ ფინანსურ მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფინანსებას. სწორედ ამიტომ, 2019 წლის 23 სექტემბერს გაეროს გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების სამიტზე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „მწვანე კლიმატური ფონდი პირველი რიგის ამოცანაა“. ფონდი გადამწყვეტ როლს თამაშობს ნდობის კლიმატის შექმნასა და კერძო ინვესტორების მოზიდვაში. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსება უნდა იყოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებული და გარკვეული, რათა უზრუნველყოს უკეთესი ხილვადობა და იმპულსი შესძინოს ინვესტიციებისთვის დაბალნახშირბადიან ეკონომიკაში.


მწვანე  კლიმატური ფონდი: რესურსების აშშ 9.8 მილიარდი დოლარით შევსება

გადაწყვეტილება კლიმატის მწვანე ფონდის შექმნის შესახებ შტაბ-ბინით სამხრეთ კორეაში კოპენჰაგენის მხარეთა 2009 წლის კონფერენციაზე იქნა მიღებული. 2015 წელს ფონდმა მუშაობა დაიწყო. ის არის ძირითადი მრავალმხრივი ფონდი, რომელიც განკუთვნილია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის დაფინანსებისთვის განვითარებად ქვეყნებში და მოწოდებულია გახდეს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კატალიზატორი კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და ადაპტაციისთვის, უზრუნველყოს დამატებითი ეფექტი სამი მიმართულებით: 

დაფინანსების გაზრდა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით;

ფინანსური ინსტრუმენტების (უსასყიდლო სუბსიდიები, შეღავათიანი კრედიტები, გარანტიები, კაპიტალში შესვლა, დაზღვევა, რისკების განაწილება, მექანიზმების სტიმულირება საქმიანობის მაჩვენებლების საფუძველზე, ბიუჯეტისთვის დახმარების გაწევა და ა.შ.) დანერგვა აღმასრულებელი სტრუქტურებისა და შუამავლების ფართო ქსელის მეშვეობით, მათ შორის ეროვნულ დონეზე ;

მოთხოვნილებების საუკეთესოდ გათვალისწინება, რომლებიც ამჟამად არ არის საკმარისად მოცული, როგორიცაა, მაგალითად, ყველაზე დაუცველი ქვეყნების ადაპტაცია.

კლიმატის მწვანე ფონდი აფინანსებს პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც საუკეთესოდ შეძლებენ დაბალნახშირბადის და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლას ქვეყნების საჭიროებების შესაბამისად.

ფონდის მიერ ინვესტიციების გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულია შემდეგი საწყისი კრიტერიუმები:

მოსალოდნელი ზემოქმედება,

პარადიგმის გადაადგილების პოტენციალი,

მდგრადი განვითარების პოტენციალი,

ბენეფიციარის მოთხოვნილებები,

ქვეყნის ჩართულობა,

ეფექტურობა და შედეგი

არ არსებობს თითოეული ქვეყნისთვის წინდაწინ დადგენილი  დაფინანსების განაწილება. მაგრამ განაწილების წესები შეიცავს საორიენტაციო  მიზნებს, რომლებიც მიმართულია:

შემსუბუქებასა და ადაპტაციას შორის ბალანსის მიღწევაზე,

ადაპტაციისთვის რესურსების მინიმუმ 50%-ის გამოყოფაზე ყველაზე დაუცველი, მათ შორის ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის, აფრიკის სახელმწიფოებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის,

მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფაზე კერძო სექტორის მექანიზმების ასამოქმედებლად,

სამართლიან და გეოგრაფიულად დაბალანსებულ განაწილებაზე პროექტების ტრანსფორმაციული ზემოქმედებისა და მასშტაბის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

მწვანე კლიმატურ ფონდს საბჭო მართავს, რომელშიც თანაბარი პროპორციით შედიან დონორი და ბენეფიციარი ქვეყნები. საფრანგეთს აქ ერთი ადგილი აქვს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორია იანეკ გლემარეკი, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის აპრილში დაიკავა.

  მწვანე კლიმატური ფონდის განკარგულებაში 2015-2019 წლების პერიოდისთვის გადაცემული სახსრების საწყისი თანხა 10,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. საფრანგეთი გახდა ფონდის მეხუთე მსხვილი დონორი, რომელმაც 774 მილიონი ევრო შეიტანა.

2018 წლის ოქტომბერში, ბაჰრეინში ფონდის საბჭოს 21-ე სხდომაზე  დაიწყო ფონდის რესურსების შევსების პროცესი. ის დამთავრდა რესურსების შევსებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთში 2019 წლის 24-25 ოქტომბერს ჩატარდა. საფრანგეთის ძალისხმევის შედეგად, 28 სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღო სახსრების ამ ახალ მობილიზაციაში 2020-2023 წლებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა 9,8 მილიარდი დოლარის შეგროვება. ამრიგად, კლიმატის მწვანე ფონდში შენატანების ვალდებულებებმა 9,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რომელიც გამოცხადდა 2014 წელს ბერლინში ჩატარებულ წინა კონფერენციაზე, ამასთან ზოგიერთმა დონორმა ჯერ კიდევ არ განაცხადა თავის ვალდებულებების შესახებ.

საფრანგეთმა ბიარიცში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა თავისი შენატანის გაორმაგებაზე. ის 2020-2023 წლებისთვის მეორე უმსხვილესი დონორი გახდა მწვანე კლიმატურ ფონდში და აიღო 1.5 მილიარდი ევროს შეტანის ვალდებულება. დღეისათვის მწვანე კლიმატურ ფონდმა 124 პროექტი დააფინანსა 5,6 მილიარდი აშშ დოლარით, რომელმაც მოიცვა 100 ქვეყანა.



დაფინანსება კლიმატის სფეროში: საფრანგეთის ვალდებულებები


საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურის მომატების 1.5-2°C-ის ფარგლებში შესანარჩუნებლად უნდა მიღებული იქნას განვითარების და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალური კომპლექსური მიდგომა, რაც უნდა გამოიხატებოდეს დახმარების ეროვნულ პოლიტიკაში ეკოლოგიური ასპექტების დიდ აღრიცხვაში. ახალი დაბალნახშირბადიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებასთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას, ეს მიდგომა ასევე გულისხმობს დონორების უკეთეს კოორდინაციას.

გადაწყვეტილებამ პარიზის შეთანხმების მიღების შესახებ დაადასტურა განვითარებული ქვეყნების მიზანი 2020 წლისთვის და 2025 წლამდე ყოველწლიურად მობილიზება გაუკეთოს 100 მილიარდ აშშ დოლარს კლიმატური ინიციატივებისთვის განვითარებადი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ უნდა მოიძებნოს ბალანსი შედეგების შერბილების ზომების და მათთან ადაპტაციის ზომების დაფინანსებას შორის. გარდა ამისა, დაზუსტებულია, რომ 2025 წლამდე განისაზღვრება ახალი საერთო რაოდენობრივი მიზანი.

ამ ფარგლებში საფრანგეთმა აიღო ვალდებულება გაზარდოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის თავისი დაფინანსება განვითარებად ქვეყნებში 3 მილიარდი ევროდან 2015 წელს 5 მილიარდ ევრომდე 2020 წელს, მათ შორის ადაპტაციის ზომების დაფინანსების გაზრდა 1 მილიარდ ევრომდე წელიწადში (საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 400 მილიონი ევროს ოდენობით 2010-2015 წლების პერიოდისთვის). ამავდროულად, 4 მილიარდ ევრომდე გაიზრდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მიერ გაცემული კრედიტების წლიური მოცულობა, ხოლო უსასყიდლო სუბსიდიების მოცულობა, 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს თითქმის 400 მილიონი ევრომდე გაიზრდება.

2018 წელს საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, რომელიც ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოპერატორია, დაფინანსებისთვის 4,8 მილიარდი ევრო გამოყო თანმხლები კლიმატური უპირატესობებით; აქედან 612 მილიონი ევრო გამოყოფილი იყო ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის. აქტივობის ზრდის მოცულობის მიუხედავად (+11%), AFD-ის დაფინანსების 50%-ს ჰქონდა თანამხლები კლიმატური უპირატესობები, დასახული მიზნის შესაბამისად.

2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოყოფილი თანხების ოდენობა (+ 65%). შედეგად, AFD ჯგუფის მიერ 2005 წლიდან გამოყოფილი დაფინანსების მთელმა მოცულობამ, რომელსაც გააჩნდა კლიმატური უპირატესობები, 33.8 მილიარდ ევროს გადააჭარბა. კლიმატის სფეროში AFD–ს სტრატეგიის შესაბამისად, 2018 წელს, მისი დაფინანსების 55%-ს (Proparco-ს გარდა) ჰქონდა თანმხლები კლიმატური უპირატესობები.

2018 წელს 1,4 მილიარდი ევრო გამოიყო კლიმატის ცვლილების ზემოქმედებაზე ადაპტაციის პროექტებისთვის, ხოლო 0,2 მილიარდი ევრო განკუთვნილი იყო კრედიტებისთვის ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად. ამრიგად, ადაპტაციისთვის გამოყოფილი თანხების საერთო ჯამმა 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა. დაფინანსების 55% აფრიკის კონტინენტზე პროექტებისთვის იქნა გამოყოფილი.

AFD გამოყოფს 2016–დან 2020 წლამდე პერიოდისთვის მინიმუმ 3 მილიარდ ევროს აფრიკაში ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისთვის, 2020 წლის ვალდებულების ფარგლებში გამოყოს 5 მილიარდი ევრო წელიწადში. დღეისათვის საფრანგეთის მიერ შეტანილი თანხა 46 პროექტისთვის არის განკუთვნილი და 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს შეესაბამება ახალი სიმძლავრეების 1.3 გვტ-ს და 2 მილიონზე მეტი ადამიანის ჩართვას. ეს დაფინანსება გამოყენებული იქნება აფრიკული ინიციატივის რეალიზაციისთვის ენერგიის განახლებად წყაროებთან დაკავშირებით, რომლის მიზანია აფრიკის კონტინენტისთვის 10 გვტ ენერგიის განახლებადი წყაროების მიწოდება 2020 წლისთვის და 300 გვტ-ს მიწოდება  2030 წლისთვის.

საფრანგეთის მიერ კლიმატის სფეროში ინოვაციური დაფინანსების ხელშეწყობა

გაეროსა და მსოფლიო ბანკთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა წამოაყენა სამიტების ჩატარების ინიციატივა სახელწოდებით „ერთი პლანეტა“. ეს იძლევა ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას კლიმატის ცვლილებასთან და ბიომრავალფეროვნების შემცირებასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით. გარდა ამისა, ეს მოწინავე ინიციატივა აჩქარებს ვალდებულებების აღების პროცესს მრავალრიცხოვანი მონაწილეების მიერ. სახელმწიფოები, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნები, საწარმოები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და ფილანტროპები ერთიანდებიან კოალიციაში კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად. სამიტებზე პარიზში (2017 წლის 12 დეკემბერი, პარიზის შეთანხმებიდან 2 წლის შემდეგ), ნიუ იორკში (2018 წლის სექტემბერი) და ნაირობიში (2019 წლის მარტი) გაკეთდა შორსმიმავალი განცხადებები.

კონკრეტული მიღწევების რამდენიმე მაგალითი:

12 ვალდებულება და 30-ზე მეტი შექმნილი  კოალიცია სახელმწიფო და კერძო სუბიექტების მონაწილეობით 2017 წლის სამიტის „ერთი პლანეტა“ ფარგლებში;

40 მილიარდ დოლარზე მეტი „მწვანე“ ინვესტიცია, რომელსაც დაპირდნენ სამიტზე ნაირობიში ენერგიის განახლებადი წყაროების და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის დასაფინანსებლად;

კერძო მონაწილეების მობილიზაცია (One Planet Lab) 2019 წლის სამიტის ლაბორატორიის ფარგლებში: აგროსამრეწველო სექტორის საწარმოთა ნებაყოფლობითი კოალიცია Danone ჯგუფის ხელმძღვანელობით რეგენერაციული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად (პესტიციდების და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე). მოდის ინდუსტრიის საწარმოების მობილიზაცია ფრანსუა-ანრი პინოს (Kering) ხელმძღვანელობით უფრო მდგრადი წარმოების მხარდასაჭერად;

სახელმწიფოებისა და სამრეწველო საწარმოების ალიანსის განვითარება გაზის ფრაქციონირებადი დანადგარს ემისიებთან ბრძოლისთვის და ჰაერის კონდიცირების უფრო მდგრადი სისტემების განვითარება.

ბოლო სამიტმა „ერთი პლანეტა“, რომელიც გაიმართა კონფერენციაზე მწვანე კლიმატური ფონდის შევსების მიზნით პარიზში (24-25 ოქტომბერი), შესაძლებელი გახადა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შერეული დაფინანსების ახალი მიმართულებები, ხოლო მწვანე ფონდი შეივსო დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე იმ მიზნის შესაბამისად, რომელიც დასახა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთი ხელს უწყობს საინიციატივო ჯგუფის და სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში განვითარების ინოვაციურ დაფინანსებას, როგორც დაფინანსების მექანიზმს, რომელიც ემსახურება ტრადიციული წყაროების შევსების განვითარებას. ამ მექანიზმებმა უკვე დაადასტურა მათი ინტერესი ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. სხვა წყაროებთან ერთად, ისინი ხელს შეუწყობენ მიზნის მიღწევას 100 მილიარდი დოლარის ოდენობით წელიწადში 2020 წლიდან, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. 

საფრანგეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გადასახადს ფინანსურ ოპერაციებზე და საბაზრო ინსტრუმენტებზე საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების  სფეროში:

გადასახადებმა ფინანსურ ოპერაციებზე შესაძლებელი გახადა მნიშვნელოვანი რესურსების მოზიდვა. საფრანგეთის გადასახადი ფინანსურ ოპერაციებზე, რომლის შემოღების გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2012 წლის 29 თებერვალს, უნდა იქცეს მოდელად მექანიზმის უნივერსალიზაციის მიზნით. გადასახადიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება მწვანე კლიმატიურ ფონდს. ევროპულ დონეზე მოლაპარაკებებმა ევროკავშირში ფინანსურ ოპერაციებზე გადასახადის შემოღებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ბიუჯეტის ნაწილობრივ შევსებას, გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. 

გადასახადების შემოღება ნახშირბადის ემისიებზე (გადასახადი ან კვოტების სისტემა) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტში შესაძლებელს გახდიდა მსოფლიო დონეზე ამ სექტორებში სწრაფად მზარდი ემისიების ეფექტურად შემცირებას  და მნიშვნელოვანი დაფინანსების მიღებას კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ბოლო ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2016 წელს შეთანხმებული იქნება გლობალური საბაზრო სისტემა, რომელიც ძალაში 2020 წელს შევა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised