среда, 23 октября 2019 г.

ცრურწმენის წარმოშობის პრობლემები ვ.ს. პოპოვი

ვ.ს. პოპოვი 
ცრურწმენის წარმოშობის პრობლემები

             საკვანძო სიტყვები: ცრურწმენა, განჭვრეტა, დამთხვევა

ანოტაცია:
განჭვრეტის აუცილებლობა ადამიანს იმ დროიდან გაუჩნდა, როდესაც მან დაიწყეს შრომა. როდესაც მიწაზე მუშაობდა და ბაღს უვლიდა და პატრონობდა, ადამიანს სურდა გაეგო, იქნებოდა თუ არა წელიწადი ნაყოფიერი, თავის დროზე თუ იწვიმებდა. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ადამიანები ცდილობდნენ გამოეცნოთ, თუ რა სირთულეები და საფრთხე ელოდებოდათ მათ გზაში, რათა მზად ყოფილიყვნენ. ცრურწმენის კიდევ ერთი წყარო შემთხვევითი დამთხვევაა. ორი განსხვავებულ, ერთმანეთთან არაფრით არ დაკავშირებულ მოვლენათა დამთხვევამ დროისა და ადგილის მიხედვით წარსულში მრავალ ცრურწმენას მისცა დასაბამი. ეს არის დღესაც მათი სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მიზეზი.

სტატიის ტექსტი:
ცრურწმენის, მკითხაობის, სხვადასხვა ნიშნების წარმოშობისა და გავრცელების მიზეზის გარკვევისას, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ადამიანის  მარადიულ სურვილზე სცოდნოდა, თუ რა ელოდებოდა მას ხვალ, ერთი წლის შემდეგ, ზოგადად მომავალში.
განჭვრეტის აუცილებლობა ადამიანში იმ დროიდან გაჩნდა, როდესაც მან დაიწყო შრომა. როდესაც მიწაზე მუშაობდა და ბაღს უვლიდა და პატრონობდა, ადამიანს სურდა გაეგო, იქნებოდა თუ არა წელიწადი ნაყოფიერი, დროულად თუ იწვიმებდა. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ადამიანები ცდილობდნენ გამოეცნოთ, თუ რა სირთულეები და საფრთხე ელოდებოდათ მათ გზაში, რათა მზად ყოფილიყვნენ.
ცრურწმენის კიდევ ერთი წყაროა შემთხვევითი დამთხვევა. ორ განსხვავებულ, ერთმანეთთან არაფრით არ დაკავშირებულ მოვლენათა დამთხვევამ დროისა და ადგილის მიხედვით წარსულში მრავალ ცრურწმენას მისცა დასაბამი. ეს არის დღესაც მათი სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მიზეზი.
ცრურწმენათა განსაკუთრებული მუდმივობის სპეციფიკა დაკავშირებულია იმასთან, რომ მათი დადასტურების შემთხვევები (რომლებიც მათი სიმრავლის გამო შეიძლება უბრალოდ შემთხვევით დაემთხვას ერთმანეთს), საფუძვლიანად არის დაფიქსირებული, ხოლო აშკარა მცდარობის ფაქტები (რაც, ფაქტობრივად, უმრავლესობას წარმოადგენს) აღმოფხვრილია. ცრურწმენის წარმოშობის ასეთი ახსნა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით პირველად ბ.ფ. სკინერის მიერ იქნა შემოთავაზებული. შედეგად, ადამიანი ცრუ კავშირს ამყარებს თავის ქმედებებსა და მისგან დამოუკიდებელ გარკვეულ მოვლენას შორის, რომელსაც განიხილავს, როგორც მის ქმედებათა შედეგს. სკინერმა შექმნა ცრურწმენითი ქცევის წარმოშობის ექსპერიმენტული მოდელი და, გარდა ამისა, აჩვენა, რომ ცრურწმენითი ქცევა შეიძლება ახასიათებდეს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც.
ცრურწმენა განსხვავებულია არა მხოლოდ თითოეულ ცალკეულ ქვეყანაში, არამედ იმავე ქვეყნის ცალკეულ ტერირორიებზე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულ მომენტში რა წარმოადგენს რწმენის ობიექტს და რა არა; მრავალი ცრურწმენა კიდევ ხანგრძლივი დროის მანძილზე აგრძელებს არსებობას, როგორც მეტყველების მარტივი კონსტრუქცია, თუმცა მათი ნამდვილი მნიშვნელობა დიდი ხანია აღარ არის დაკავშირებული სიტყვებთან. ჩვენი დროის ცრუმორწმენითი ცნებები და მაგიური ხერხები სათავეს იღებენ სწავლულ მაგთა მემკვიდრეობიდან: ასტროლოგია, სიმპათიკური საშუალებები, მკურნალობის მაგნეტიკური მეთოდები და ა.შ.
არსებობს მრავალი ცრურწმენა, რომელთა წარმოშობა წარმართობის ხანას მიეკუთვნება. ფუძის ანგელოზის, მაქციების, ავი სულების და განძის არსებობის რწმენა ყოველთვის შეიძლება იქნას აღმოჩენილი იმ დროის განმავლობაში, რომელზეც ვრცელდება ჩვენი ისტორიული შეხედულებები.

ცრურწმენის წარმოშობის თავისებურებები ძველ რუსეთში
ძველ რუსეთში არსებული ცრურწმენა ძირითადად დაკავშირებულია იმ გეოგრაფიულ და სოციოკულტურულ პირობებთან, რომელშიც ქვეყანა მრავალი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს მისი თვალუწვდენელი სივრცეებია, ერთ ადგილზე ცხოვრების წესი და, შესაბამისად, მიწათმოქმედება. რუსი ხალხი უძველესი დროიდან აკვირდებოდა და აგროვებდა ცოდნას ბუნების იმ მოვლენათა შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ პასუხის გაცემა კითხვაზე: როგორი იქნება მოსავალი? მართალია, მოსავალზე გავლენას არა მხოლოდ ბუნება, არამედ სხვადასხვა ღვთიური და ბოროტი ძალებიც ახდენდნენ.
ნიშნების მნიშვნელოვანი ნაწილი წეს-ჩვეულებებიდან წარმოიშვა. ეს იმით აიხსნება, რომ ძველ რუსეთში წეს-ჩვეულებათა უმრავლესობა პროვოკაციული ხასიათისა იყო - რაღაც რომ მოხდეს ან არ მოხდეს. გარკვეული სიტუაციის თავიდან აცილების ან მოახლოების მიზნით თამაშდება მოქმედება, რომელიც იმეორებს მონაწილეთა გარკვეულ ქმედებებს.
ნიშანთა დიდი ნაწილი შემონახულია ძველი წარმართული ცხოვრების წესიდან, რადგან წარმართობამ, ქრისტიანობის იძულებით მიღების შემდეგ, გარდაქმნა დაიწყო. მხოლოდ მე-16 საუკუნეს მოხდა კულტურაში წარმართულ ელემენტთა ასიმილაცია ქრისტიანულთან ერთად, რამაც მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ამ უკანასკნელში. წარმართული ღმერთების ფუნქციები ქრისტიანულ წმინდანებზე იქნა გადატანილი. მაგალითად, ქალღმერთ მოკოშს  პარასკევი მიეძღვნა, პარასკევს კი - პარასკევა. მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. ამრიგად, მრავალი დღესასწაულის შინაარსი წარმართული დარჩა.
ზოგიერთი დღესასწაული ეკლესიის კონტროლის გარეშე დარჩა. წარმართულ ქრისტიანობაში ადამიანის სული კი არ არის ბრძოლის ველი, არამედ დედამიწაა.
საგინებელი სიტყვები ყოველთვის იყო ბოროტ სულთათვის შელოცვის ფორმა, ამიტომ ეკლესიამ დაიწყო ადამიანთა დევნა გინების გამო. აქედან დაიწყო ტაბუს დადება არა ლანძღვის, არამედ სიტყვების მნიშვნელობაზე.
რუსეთის კულტურულ სამყაროში შუაგული არ არსებობს. ნეიტრალური ზონა არ არსებობდა. მაგალითად, რუსულ კულტურაში არ არსებობს წარმოდგენა განსაწმენდელის, როგორც ნეიტრალური ზონის, შესახებ. ამიტომ შეიქმნა დიდი განსხვავება ნიშანთა შორის რუსეთსა და დასავლეთში.
სხვათა შორის, ეს აისახა იმ ენობრივ სიტუაციაზეც, რომელიც შეიქმნა რუსეთში. მე-10-17 საუკუნეებში ერთდროულად ფუნქციონირებდა და თანაარსებობდა ორი ენა: საეკლესიო-სლავური და სასაუბრო რუსული, როგორც ადრე შუა საუკუნეების ევროპაში თანაარსებობდნენ ლათინური და სასაუბრო ენა. როდესაც ორი თანაბარუფლებიანი ენა არსებობს, ერთი მათგანი, როგორც წესი, მიდის.
დასავლურ-ევროპული ტრადიციების გავლენა რუსულ ცრურწმენათა სამყაროზე ომების დაწყებას უკავშირდება. ომი კულტურული კონტაქტის ფორმა გახდა. დასავლური კულტურის ელემენტების გადმოტანა საყოფაცხოვრებო დონეზე ხელს უწყობდა ცრურწმენათა და ნიშნების გადმოღებასაც.
რომაელებსაც სწამდათ ბოროტი თვალის, მათ განსაკუთრებული ღვთაებაც ჰყავდათ, რომელიც ჩვილებსაც იცავდა. მათ ჩვეულებად ჰქონდათ გარკვეული სიტყვების წარმოთქმა და გადაფურთხება, როდესაც ვიღაც აქებდა მათ სიმსუქნეს, სილამაზეს, ძალას ან სხეულის სხვა თვისებებს. გერმანელთა ცრურწმენებს შორის ასევე არსებობს სიტყვა გათვალვა. რუსებმა გადმოიღეს ბოროტი თვალის ეს ცნება და დაუკავშირეს რწმენას. უბრალო რუს ხალხში განმტკიცედა ავი თვალის რწმენა. შავი თვალები მიჩნეული იყო, როგორც უფრო საშიში, ვიდრე ნაცრისფერი ან ცისფერი.
წინაპრებს ასევე ჰქონდათ რწმენა, რომ თვალებს დიდი ძალა აქვთ და გავლენას ახდენენ ადამიანებზე. უმეტესად ვასილისკის თვალებს ანიჭებდნენ მომხიბლავ ძალას და იმდენად საზიანოს, რომ ადამიანები მისი გამოხედვის შედეგად იღუპებოდნენ. ამ საშინელ ცხოველს, აღწერილობის თანახმად, ჰქონდა დრაკონის სხეული და მამლის თავი, ასევე ფრთები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თქმულება მიეკუთვნება ზღაპრულ ძველ დროს, რომლის გადამოწმება ძალიან რთულია.

ცრურწმენის წარმოშობა და არსებობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

ცრურწმენის წარმოშობა და არსებობა ევროპისა და აზიის ქვეყნებში ასევე შეიძლება აიხსნას ისტორიული მოვლენებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყანაში.
მიჩნეულია, რომ ყველა ჯადოსნური ცოდნა მოპოვებული უნდა იყოს ერთ და იმავე წყაროდან, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთში და სადაც მოქმედებდა საიდუმლო მეცნიერებათა სკოლა. ეს მაგია შემდეგ ყველგან გავრცელდა მის სხვადასხვა დარგსა და მოდიფიკაციებში, და ამ შემთხვევაში გაოცებას იწვევდა თავისი ზებუნებრიობით. ხალხს შეეძლო დაეჯერებინა ეს სასწაულები და პატივისცემა გამოეხატა ამ ადამიანების მიმართ, უფრო მაღლა დაეყენებინა ისინი, ვიდრე უბრალო ადამიანები. წარმართობის განადგურების შემდეგ, ქურუმები, რომლებიც მისტიკურ საიდუმლოებათა მთავარი მცველები იყვნენ, განდევნეს თავის თავშესაფრებიდან, შედეგად მათ ყველა საიდუმლოება და ხრიკები მთელ მსოფლიოში გაავრცელეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ასე მრავლად იყვნენ ჯადოქრები და გრძნეულები. მაგრამ წმინდა ადგილების და  ტაძრების მიწისქვეშეთის დატოვების შემდეგ, ჯადოსნობამ დაკარგა სიდიადისა და ბრწყინვალების დიდი ნაწილი და ჩამოვიდა იმ კვარცხლბეკიდან, სადაც ის ხელმისაწვდომი იყო მრავალ რჩეულთათვის. თანდათან ქურუმთა მთელი წესრიგი დავიწყების გამო შეიცვალა, ისევე, როგორც მათი ფარული სამეცნიერო მნიშვნელობა.  მეცნიერება იქცა უბრალო ხრიკად ან ტყუილად.
ამ მდგომარეობაში ჯადოქრობა შუა საუკუნეებში, გონების დაბნელების პირქუშ ეპოქაში კვლავ ინარჩუნებდა ძლიერ გავლენას უმეცარ მასებზე. ეკლესია დევნიდა ჯადოქრებს, ან, ყოველ შემთხვევაში,  მატყუარებს, როგორც ძველი წარმართობის მქადაგებლებს, რადგან ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ჯერ კიდევ ბევრი კერპთაყვანისმცემელი არსებობდა, რომლებიც ფანატიკურად იცავდნენ თავის სარწმუნოებრივ მოძღვრებას და ყველანაირად ცდილობდნენ აღედგინათ დაცემული კერპთაყვანისმცემლობა და ფეტიშიზმი, ქრისტიანობის მიზნების საწინააღმდეგოდ. ისინი იყენებდნენ მისნობას, ხალხის წინაშე ახდენდნენ მოჩვენებით სასწაულებს, რათა აღეძრათ შიში და პატივისცემა. ამრიგად, შუა საუკუნეებში, მიუხედავად ქრისტიანული მოძღვრების სრული გამარჯვებისა, ჯერ კიდევ რჩებოდნენ რწმენით გაუნათლებელი წარმართები მათი იდუმალი ცოდნით. ასეთი წარმართები ევროპის მოსახლეობის ნახევარი მაინც შეადგენდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ადვილია იმის გაგება, რომ ზოგიერთი წარმართული ჩვეულება ჯერ ისევ ახდენდა გავლენას ახალ ქრისტიანებზე. მათ მთლიანად მიატოვეს კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ბოლომდე ვერ უარყვეს წარმართობის ზოგიერთი რწმენა და კვალი, რომელთა ფორმა უკვრ შეიცვალა. ასე მაგალითად, თუ წარმართებს ბევრი ღმერთი და ნახევარღმერთი ჰყავდათ, რომლებიც მფარველობდნენ და განაგებდნენ ზღვებს, ხმელეთს,  მდინარეებს, მინდვრებს, ტყეებს, ნაკადულებს, მეურნეობას, გერმანიაში პირველ ქრისტიანებს ჰყავდათ ქობოლტები, ტროიალები, ელბები და ჯუჯები, საფრანგეთში - ფერიები, სლავებს - ოჩოპინტრე, ფუძის ანგელოზი, ალი, ჭინკა, იგოშა, წყლის კაცი და ა.შ. ყველა ეს სული, ცრუმორწმუნეთა აზრით, ერეოდა ადამიანების საქმეებში და უმეტესწილად მათ აყენებდნენ ზიანს. თითქოს, საიდან უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს ამგვარი ცრურწმენა, ქრისტიანული სწავლება ხომ არ ყოფილა იმის მიზეზი, რომ გავრცელებულიყო იდეა სულთა - ბნელი სამეფოს მკვიდრთა - არსებობის შესახებ. ამრიგად, ქრისტიანებში განმტკიცდა ბოროტი სულების არსებობის რწმენა, ხშირად ზიანის მომტანის.
ბოროტი სულების გამოსახულებები წარმართობის დროს არ არსებობდა. ისინი მხოლოდ ქრისტიანობის დამკვიდრების შედეგად გაჩნდნენ და მიზნად ისახავდნენ ახლად მოქცეული ქრისტიანების დაშინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  შეიძლება დავასკვნათ, რომ ყველა წვრილმანი ბოროტი ძალა გაჩნდა სარწმუნოების შეცვლის პერიოდში, როგორც დაშინების მეთოდი. უფრო სწორად, კი არ გაჩნდა, არამედ საბოლოოდ ჩამოყალიბდა - ადრე იყვნენ მხოლოდ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შუამავლები ღმერთებსა და ადამიანებს შორის, ახლა კი მათ მიიღეს ხალხის ცნობიერებაში დაფიქსირებული საბოლოო ფორმა.
ცრურწმენა მრავალმხრივია და ის პრაქტიკულად ყველა ხალხის კულტურულ ჭრილშია წარმოდგენილი. არსებობს ისეთი ფენომენიც, როგორიცაა „იდენტური ცრურწმენები“ - ანუ ისეთი, რომლებსაც იგივე შედეგები აქვთ სხვადასხვა ერისთვის. მაგალითად: მარილის დაპნევა ჩხუბს ნიშნავს; ცამეტი - საბედისწერო რიცხვს; მარცხენა თვალის ქავილი - ცრემლს; მარცხენა ხელით რაიმეს აღება სასარგებლო არ იქნება; შინაური კატის ფერი უნდა შეესაბამებოდეს სახლის მეპატრონის თმის ფერს; თუ ტარაკანი ან ბუზი სადილში ჩავარდება - პაემანს ნიშნავს ... ისტორიის ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობამ არა მხოლოდ უამრავი მეცნიერული ცოდნა დააგროვა, რომელიც საჭიროა საზოგადოების პროგრესისთვის, არამედ უამრავი ცრუ წარმოდგენა გარე სამყაროს შესახებ. ამ წარმოდგენათა რიცხვს მიეკუთვნება დაუსაბუთებელი ნიშნები, სხვადასხვა სახის მარჩიელობა, თილისმის რწმენა, ციფრული მისტიკა, ჰოროსკოპები და ა.შ. უკვე დავიწყებულია მათი გამომწვევი მიზეზები, ცრურწმენა კი განაგრძობს არსებობას. ის იმალება  სადღაც ჩვენს მეხსიერებაში, სიცოცხლისთვის საჭირო სასარგებლო ცოდნის უზარმაზარი მარაგის გვერდით, და ზოგჯერ თავს ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იჩენენ. მაგრამ ხშირად, თითქოსდა, ცრურწმენის აშკარა არაგონივრული წარმოდგენა თაობიდან თაობას გადაეცემა და სიცოცხლეს განაგრძობს საუკუნეების განმავლობაში.
ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ღრმად ფესვგადგმულ ცრურწმენით შიშს წარმოადგენს ტრაბახის წინაშე შიში, შიში იმის წინაშე, რომ გამოჩნდე  ძალიან დარწმუნებული რაღაც კარგში, თუნდაც უკვე არსებულში, თუნდაც მხოლოდ მოსალოდნელში. ძველი დროიდან, პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში საშიშად ითვლებოდა ღიად საუბარი ცხოვრებაში მომხდარი რაიმე ბედნიერი გარემოების ან მოსალოდნელი ბედნიერების შესახებ, მისთვის ღიად ან ნაადრევად მზადება. ასეთ გულდაჯერებულობას შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს ან  თავდაჯერებულობისთვის პირდაპირი სასჯელის სახით, ან წინადაუხედავად საკუთარი თავისთვის ისეთი რამის დამართის სახით, რომლის არსებობას ჩვეულებრივ საკმაოდ ბუნდოვნად გრძნობენ, თუმცა მას საკმაოდ აშკარად ელოდებიან.
ცრურწმენა არსებობს ცივილიზაციის გაჩენის დღიდან. მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ დასნებოვნებულია ცრურწმენებით და საერთოდ არ აპირებენ მათზე უარის თქმას.
საკმაოდ რთულია იმის ახსნა, თუ როგორ ჩნდება ცრურწმენა. მიზეზი შეიძლება რომელიმე ბუნებრივ მოვლენაში არსებობდეს, რომელიც აშინებს ადამიანებს თავისი იდუმალებით, ან მოვლენებში, რომელთა თავიდან აცილებაც მათ სურთ. ამასთან, ადამიანები იწყებენ მიმდინარე მოვლენათა ახსნის რწმენას ან მტკიცედ იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ მათ ძალა შესწევთ გარკვეული ქმედებებით დაუმორჩილონ ეს მოვლენები თავის სურვილებს. ცრურწმენა არის შიშის შედეგად წარმოქმნილი რწმენა, რომელიც ეწინააღმდეგება გონებას და არ შეიძლება დადასტურდეს გამოცდილებით.
ცრურწმენას შეიძლება განსხვავებული წარმოშობა ჰქონდეს, მაგრამ ყველა მათგანი წარმოქმნილია უმეცრების და შიშის შედეგად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ცრურწმენის წარმოქმნის მიზეზები განსხვავებულია. თუ ვისაუბრებთ ყველაზე ძველი ცრურწმენების შესახებ, ისინი წარმოიშვნენ შიშის და უმეცრების საფუძველზე. ძველი ხალხი ცდილობდა აეხსნა მათთვის გაუგებარი მოვლენები ნიშნების დახმარებით, სულებისა და ღმერთების საქმეებით.
ასევე შეიძლება კვალდაკვალ მივყვეთ გარკვეული ნიშნების ისტორიულ მიზეზებს. მაგალითად, რუსულ კულტურაში არსებობს ცრურწმენა, რომ თუ მარილს დააპნევ,  ერთ-ერთ მეგობარს წაეჩხუბები. მაგრამ ჩხუბსაც, როგორც დაპნეული მარილის შედეგს აქვს თავისი დასაბუთება: ადრე რუსეთში ეს პროდუქტი ძვირად ფასობდა და მისი თუნდაც მცირედით დაკარგვას ცემა ემუქრებოდა. ახლა ეს „ფუფუნება“ ყველასთვის ხელმისაწვდომია, და არანაირი განცდის მიზეზი არ არსებობს. ან, მაგალითად, ასეთ ნიშანს აქვს სრულიად რაციონალური ახსნა. ნიშანს „არ დატოვოთ გასაღები თვალში საცემ ადგილას - ფული არ გექნება“, სხვა აზრი უდევს საფუძვლად: გასაღებს მოიპარავენ, სახლს გაძარცვავენ და, შესაბამისაც, არც ფული აღარ იქნება.

ლიტერატურის სია:
ბ.ა. რიბაკოვი. ძველი სლავების წარმართობა/ბ.ა. რიბაკოვი. - მოსკოვი: ნაუკა, 1999. – 173 გვ.
ი.ვ. საენკო. ცრურწმენათა ფსიქოლოგია/ი.ვ. საენკო. - მოსკოვი: აკადემია, 2008. – 201 გვ.
ნ.ნ. ველეცკაია. სლავური არქაული რიტუალების წარმართული სიმბოლიკა/ნ.ნ. ველეცკაია. — მოსკოვი: პროსვეშჩენიე, 2003. – 187 გვ.
ვ. ფონ გუმბოლდტი. ენა და კულტურის ფილოსოფია/ვ. ფონ გუმბოლდტი. - მოსკოვი: ვლადოსი, 2005. – 216 გვ.
მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების ცნობარი/ს.მ. პეტკოვა. - მე-3 გამოცემა, დამ., როსტოვი ფონზე“ ფენიქსი, 2006. — 507 გვ.: ილუსტრაციებით.


https://rapsodos.ru/watch/%D0%A1%D1%8D%D0%BB-%D0%A0%D1%8D%D0%B9%D1%87%D0%B5%D0%BB.-%D0%97%D0%B5%D0%BC%D0%BB%D1%8F-%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B1%D1%83%D0%B6%D0%B4%D0%B0%D0%B5%D1%82%D1%81%D1%8F.-%D0%9F%D1%80%D0%BE%D1%80%D0%BE%D1%87%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B0-20122030-%D0%B3%D0%B3.-%D0%A7%D0%B0%D1%81%D1%82%D1%8C-1.-%D0%90%D1%83%D0%B4%D0%B8%D0%BE/

https://vk.com/wall-66804641?own=1


http://donaviamoris.ru/lib/
















































































https://oleg-maltsev.com/ru/applied-history/criminal_traditions/istoriya-siczilijskoj-kriminalnoj-tradiczii/?fbclid=IwAR3wWYekOvFcdmGPtGl4wd8lCWdfVdjgq2QlcAoZ8If5hOtvJBgsc3TjA60


https://fs.radiation.pl/uCnvPEm


https://waspono.livejournal.com/1232040.html


http://psifactor.info/ed/funktsionalnaya-negramotnost-bich-sovremennogo-obshhestva.htm?fbclid=IwAR31fx-czqio_TemYVtIt6MaPyZTsxg7Bg6Or_5o4fkxeW0Sdo4rgGcsaKc

https://www.inc.com/larry-kim/21-unusual-facts-about-sundar-pichai-google-s-surprise-new-ceo.html?fbclid=IwAR0yzIu5STndnhc_aLP9CK4RYKsRVSZ138uGqWf8pyD1Yg1BGbngGmbV5d4


https://www.technologyreview.com/f/614626/a-biased-medical-algorithm-favored-white-people-for-healthcare-programs

https://www.technologyreview.com/s/614495/us-military-super-soldiers-control-drones-brain-computer-interfaces/?fbclid=IwAR2MnzGDMnx1vz7peWCZxc0mKb_UOvlZQTF1sdjyF-Q3ucmCpOBxtzOo2AE



---


https://www.humancondition.com/asid-the-demystification-of-religion/

https://www.socionauki.ru/journal/articles/130270/

://www.e-reading.life/bookreader.php/86513/Eliade_-_Istoriya_very_i_religioznyh_ideii._Tom_1._Ot_kamennogo_veka_do_elevsinskih_misteriii.html
https://thequestion.ru/questions/103917/kakim-by-byl-mir-esli-by-iisusa-ne-raspyali


https://ru.theanarchistlibrary.org/library/ivan-illich-osvobojdenie-ot-shkol
http://lib.ru/DANDREEW/roza.txt_with-big-pictures.html


https://platona.net/load/knigi_po_filosofii/uchebnye_posobija_uchebniki/potemkin_metafilosofskie_diatriby_beregakh_kiziterinki_posobie/27-1-0-3828

Как близко на этой планете,
Для тех кому Космос открыт,
Темницы железные двери,
На звёздном бескрайнем Пути...

Для тех же, кто смотрит под ноги,
Есть пряник, и пойло, и кнут
И те же железные двери
Загона, куда их ведут...

В тюремщиках нет недостатка,
Но всё ж, от сумы, да тюрьмы,
Пытаясь не зарекаться,
В себе её не сотвори!

Под сводами мрака, в застенках,
Ты помни свой вечный Полёт,
Где Бог, как слезинку, планету
В ладонях с любовью несёт. (Даниилу Андрееву)

Задача метафилософии, по Т. Й. Ойзерману, состоит в том, «чтобы открывать в философских учениях заключенные в них имплицитным образом выдающиеся идеи, гениальные прозрения, предвосхищения будущего знания, которые, однако, не были высказаны эксплицитно самими создателями философских систем».[2]
http://panarmenian.net/rus/details/202703


https://medium.com/@j.moufawadpaul/mapping-philosophy-in-demarcation-and-demystification-bad6e76a4f6c

Scott Allensworth The Mind requires the use of the body but not as the source of it’s Identity!
The Body lives in it’s place but the Mind Resides in an Other!
To Recognize this is to Reveal our [God]/King/Owner!
Who is it you are a Servant to?
This is the Way to Peace!

https://medium.com/@j.moufawadpaul/mapping-philosophy-in-demarcation-and-demystification-bad6e76a4f6c




https://www.humancondition.com/?fbclid=IwAR145QVuFpa8Zy04XALtrBhOoFbEg3eiSUJgvvOanr9EaPFS4lCxupSY0As


https://www.humancondition.com/?fbclid=IwAR13wOmbe_vXEm2YA0NHH1mTc8G3JjsOJXBd_CLok1ptGrb3FqIsRS5Abf


https://inosmi.ru/social/20180421/242018169.html


http://yakov.works/1/ready/008_Aforizmy_vera/000003_faith_mistika.htm

Finding biological understanding of the HUMAN CONDITION means we can DEMYSTIFY our world—including ‘GOD’!!

With the REDEEMING understanding of our DIVISIVE selfish, competitive and aggressive human condition finally found, we can now safely acknowledge the truth of the INTEGRATIVE, Negative-Entropy-driven, teleological process of the development of order of matter on Earth, and its personification as ‘God’!

Discover more about this greatest of all breakthroughs in science, and of its transformation and demystification of our world, in FREE videos and books at ‘Learn More’ below.

https://www.humancondition.com/?fbclid=IwAR13wOmbe_vXEm2YA0NHH1mTc8G3JjsOJXBd_CLok1ptGrb3FqIsRS5Abfk



https://inosmi.ru/social/20180415/241980550.html

















































































http://theconversation.com/why-tyranny-could-be-the-inevitable-outcome-of-democracy-126158?utm_source=facebook&utm_medium=facebookbutton&fbclid=IwAR1oZQUZk6NYUqM0135uTs5_Br-Z6IhKUz7NpR__NAR2V9ni2veGKqgpi8Q

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised