среда, 5 декабря 2018 г.

მამაკაცური სიმტკიცის შესახებ. ყველა მნიშვნელობით ვიაჩესლავ გუსევი

მამაკაცური სიმტკიცის შესახებ. ყველა მნიშვნელობით ვიაჩესლავ გუსევი

ვიაჩესლავ გუსევი

მამაკაცური სიმტკიცის შესახებ. ყველა მნიშვნელობით

        როდესაც მამაკაცი მეკითხება, ​​როგორ გადაჭრას მისთვის რთული საკითხი: მაგალითად, თავი დაანებოს მოწევას, მე ყოველთვის დაინტერესებით ვეკითხები: „რომელი გზა შემოგთავაზოთ, მამაკაცის თუ ქალის?“ „რა თქმა უნდა, მამაკაცის“, - პასუხობს ის. „ეს ელემენტარულია. როდესაც მტკიცედ გადაწყვეტთ ამის გაკეთებას, უნდა წახვიდეთ ახლო მეგობართან და უთხრათ მას: „დამეხმარე ძმაო. ამ წუთიდან გადავწყვიტე სიგარეტს თავი დავანებო. თუ ერთხელ მნახე სიგარეტით, ჩემს მანქანას გაჩუქებ. მეორედ თუ მნახე, ჩემი ბინა წაიღე. მესამედ თუ მნახე, მთელს ჩემს ქონებას მოგცემ და ერთი წლით სამოგზაუროდ წავალ. თუ ასე არ მოვიქეცი, გთხოვ, როგორც მეგობარს, ნუღარ ჩამთვლი მეგობრად, არამედ მიმიღე, როგორც მეგობარი ქალი, ნუღარ მომმართავ მამრობით სქესში, არამედ მიწოდე ქალის რომელიმე სიმპათიური სახელი, მაგალითად, აისედორა. ასევე შეგიძლია ლამაზი კოლგოტი მაჩუქო“.
         „და ქალის გზა რომელია?“ - მეკითხება დაინტერესებული მამაკაცი. „ოჰ, ქალის გზა ძალიან რთულია, ის რამდენიმე წლის განმავლობაში დადის პირად თერაპიაზე, რათა გაიგოს მიზეზები და მუდმივად გადააქვს გადაწყვეტილების მიღების მომენტი“.
         ამ ამბავში მთავარი მამაკაცის სიმტკიცეა. თუ მამაკაცს შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ჩემს მაგალითშია ნაჩვენები, ე.ი.  მას შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა. და მაშინ ის საინტერესო ხდება მეგობრების, ქალების და თუნდაც სამყაროსათვის. საქციელი ნიშნავს ნაბიჯის გადადგმას, მოქმედებას. თუ ქმარი არის ის, ვინც ხელმძღვანელობს ქალს, მაშინ იმისათვის, რომ უხელმძღვანელოს, მან უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ჩვენ მივიღებთ ადგილზე სირბილს მოჩვენებითი მიღწევების სახით. მაგალითისთვის, ავიღოთ ანდრეი სახაროვი: მან შექმნა წყალბადის ბომბი - ეს არ ყოფილა საქციელი, ქმედება, არამედ მხოლოდ მიღწევაა, მაგრამ გახდე მშვიდობისმყოფელი ყველაფრის იმის ხარჯზე, რაც შეძენილი ჰქონდა, ეს, რა თქმა უნდა, საქციელია.  ეს არ არის იგივე, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებო.
        მოწევასთან დაკავშირებულ ჩემს ნახევრად სახუმარო ამბავში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. მომენტი პირველი. სიმტკიცის გამოსავლენად საკმარისი არ არის იყო მამაკაცი. მოვლენების ისეთი განვითარებაც რომ საკუთარ თავს დაუკავშირო, როგორც ჩემს მაგალითშია მოცემული, მამაკაცი იძულებულია თავის თავში საკმაოდ ღრმად ჩაიხედოს, რათა მოძებნოს საყრდენი წყარო, შივას ლეგენდარული სხივი, მამაკაცის ენერგიის ძლიერი კონცენტრირებული ნაკადი, მისი ერთადერთი საიმედო საყრდენი ამ ცვალებად სამყაროში. თუ მამაკაცის ცნობიერება შეეხება ამ შიდა კონცენტრირებულ ნაკადს, მას უჩნდება საყრდენი. თუ არ შეეხება, მისი ცნობიერება ჩვარს დაემსგავსება. ეს ლეგენდარული მეტაფორაა,  რომელიც ასე ხშირად ფიგურირებს ქალის მიერ წარმოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებში მამაკაცის მისამართით. ჩვარს ყოველთვის სჭირდება რაღაც, რომ ზედ ჩამოეკიდოს.
       ახლა მე ვიტყვი იმას, რაც ისედაც ცხადია. უცნაურია, რომ ჩემამდე ეს არავის უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. მთელი ეს ბიუროკრატიული ინსტიტუტი, მთელი ეს ყბადაღებული, ყველას მიერ შეურაცხყოფილი სისტემა  თანამედროვე სამყაროში ერთი მიზეზით გაჩნდა. მან შეცვალა მამაკაცური სიმტკიცე, რომელიც ასე არ გვყოფნის. „იყოს სიტყვა თქვენი: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია“, - ნათქვამია მთაზე ქადაგებისას. ყველა ეს ხელმოწერა, ბეჭედი, სერტიფიკატი, მოხელე, იურისტი საჭიროა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მამაკაცები ჩვენს კულტურაში არ არიან თავის სიტყვაზე პასუხისმგებელნი, რადგან მამაკაცის ცნობიერების ამოცანაა სტრუქტურის შენარჩუნება, საყრდენის შექმნა. თუ მამაკაცები ამას არ აკეთებენ, ჩნდება ხელოვნური იარაღის აუცილებლობა. რა უნდა მოსთხოვო მათ - ბავშვები არიან. ცბიერი ბავშვები.
        ამ მაგალითის მეორე ასპექტია ფასი. სამყარო სამართლიანი და დაუნდობელია. მოსწონს მამაკაცს თუ არა, იყენებს ის ცნობიერების მამაკაცურ ასპექტებს თუ არა, მაგრამ ანგარიშს მაინც წაუყენებენ, თანაც სრულად. ანგარიშს ცხოვრების გარემოებების სახით, რომელიც ჩამოყალიბდება იმ სახით, თითქოს მას აქვს იგივე სიმტკიცე, თანაგრძნობა, თავმდაბლობა, სიბრძნე, ან მამაკაცისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სხვა ასპექტი. როდესაც მიხვდებით, რომ ანგარიში სრულად გაქვთ წაყენებული, მაშინ გააცნობიერებთ მამაკაცურ თვისებებზე უარის თქმის მთელ იდიოტიზმს. ანგარიშს მაინც წაგიყენებენ, ზოგჯერ ყველაზე შეუფერებელ (შესაფერის) მომენტში. ხომ გახსოვთ მაიორ ჟეგლოვის ფრაზა ფილმიდან „შეხვედრის ადგილი უცვლელია“: „გახსოვდეს, შარაპოვ. დანაშაულის გარეშე სასჯელი არ არსებობს. მას უბრალოდ დროულად უნდა გაერკვია საქმე მის ქალებთან და პისტოლეტი არ დაედო, სადაც მოუხდებოდა“. ათასჯერ „დიახ!“
       როდესაც გადასახდელად ჩემი პირველი სერიოზული ანგარიში მივიღე, მოულოდნელად მივხვდი, რომ მივიღე აბსოლუტურად დამსახურებული, ჩემს წინა ცხოვრებაში დამსახურებული უსიამოვნებები, რომ მე არაფერი მქონდა დასაჩივი და ვერავის ვერ დავადანაშაულებდი, რომ მე დამიგროვდა ყველა ჩემი მომენტი არგამოხატული სივაჟკაცისა, და დადგა ანგარიშის გასწორების დრო. ინიციაციაა და გასაქცევიც არსადაა. გაქცევა კი შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მომდევნო ორმაგი ან სამმაგი ინიციაცია შეიძლება აღმოჩნდეს სიცოცხლესთან შეუთავსებადი. და დამნაშავეც არავინაა.
         ასე ხდება ქალების შემთხვევაშიც. სრულყოფილად იყენებს თუ არა ქალი ქალური ცნობიერების ასპექტებს, ადრე თუ გვიან მასაც წარუდგენენ ანგარიშს, როგორც ასპროცენტიან ქალს. თამაში თამაშია.
        სიმტკიცის ასპექტში მამაკაცის მთავარი ამოცანაა იყოს ცოცხალი და მტკიცე, ანუ ელასტიური და მოქნილი. ამაშია განსხვავება სულის სიმტკიცესა და ხასიათის სიმტკიცეს შორის. ხასიათი - მკვდარი სიმტკიცეა, ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილება. მტკიცე და გულქვა მამაკაცი - ახირებული ადამიანია. ასეთ სიმტკიცეს არავისთვის არ მოაქვს არც სიხარული და არც სარგებლობა.
        სულის სიმტკიცე საკუთარ სულთან თანხმობას ნიშნავს, შესაძლებლობას გამოავლინოს მისი განზრახვა, თუნდაც საკუთარი ხასიათის ტრანსფორმაციის ფასად. ეს არის ერთადერთი გონივრული სიმტკიცე.
         ქალის მთავარი ამოცანაა იყოს ცოცხალი და რბილი. ანუ პლასტიკური. ეს ქალის ცნობიერების ბუნებრივი გამოვლინებაა - თავისუფალი ენერგია, რომელიც ცდილობს შეავსოს ყველაფერი. ბევრ ქალაქში, სხვადასხვა ტრენინგზე, როცა ვთხოვდი ქალებს დაეხატად ქალის ენერგია, ერთ და იგივე პროცესს ხვედავდი: ქალი იღებდა ფერად ფანქარს, ხშირად ნარინჯისფერს, და დაუფარავი სიამოვნებით იწყებდა ქაღალდის თეთრ ფურცლებზე ხატვას, როდესაც ერთს დაამთავრებდა, იღებდა მეორეს და ა. შ., სანამ არ დაიღლებოდა. ენერგიის არანაირ გამოვლინებას არ ჰქონია ადგილი.
         ელასტიური და პლასტიკური ურთიერთქმედებისას მჟღავნდება მამაკაცისა და ქალის ცეკვის მთელი სილამაზე. თუ ერთმანეთს ორი მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანი შეხვდება, ისინი ერთმანეთს ასკდებიან და აქეთ-იქით ვარდებიან ბილიარდის ბურთებივით. ხოლო თუ ორი პლასტიკური ხასიათის ადამიანი - ისინი ერთმანეთს ეკვრიან, პლასტელინის ნაწილებივით.
         მამაკაცს ბავშვობიდან უხდება სიმტკიცის გამოვლენა, მამაკაცური ენერგიის ნაკადის მოძებნა თავის თავში, დიდი ხნით ადრე, სანამ ჩაერთვევა სასქესო ჰორმონების თამაშში. უკვე მაშინ მას შეუძლია მიიღოს თავისი პირველი ბავშვური, მაგრამ უკვე მამაკაცური გადაწყვეტილებები.
           მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცური და ქალური ინიციაციაა პირველი სექსუალური ურთიერთობები. ბუნებამ ყველაფერი გაითვალისწინა. მამაკაცური სიმტკიცისა და ქალური პლასტიურობის გაკვეთილი. თუ მამაკაცი არ იქნება  საკმაოდ მტკიცე და ქალი საკმაოდ პლასტიკური, მათ საერთოდ არაფერი არ გამოუვათ. მხოლოდ დავიდარაბას გადააწყდებიან. ქალისთვის, რომელიც გადაეყრება მამაკაცის სიმტკიცეს, მთავარი გაკვეთილია შემდეგი: „თუ მასთან მექნება საქმე, ჩემთვის ეს მტკივნეული იქნება. მტკივნეული რომ არ იყოს, მოქნილი უნდა ვიყო. და ეს სასიამოვნოა. მისი სიმტკიცის წყალობით, მე ვსწავლობ, როგორ უნდა გავხდე ქალი. შესანიშნავია!“
        მათთვის, ვინც არ იცის, “dura” ლათინურიდან ნიშნავს „მტკიცეს“.
         მამაკაცისთვის, რომელიც შეხვდება დამწყებ ქალს, მთავარი გაკვეთილი ძალიან რთულია. ღმერთო, როგორი რთულია მამაკაცისთვის გაკვეთილი: „ჩემი სიმტკიცის გამო, მე ქალს ტკივილს მივაყენებ. თუ არ ვიქნები საკმაოდ მტკიცე, ისე ვერ შეძლებს გახდეს ქალი. თუ მე ვიქნები მოსიყვარულე და ამავე დროს თანაგრძნობას გამოვამჟღავნებ, მას შესძულდება მამაკაცები. მის მიმართ სიმტკიცის გამოჩენა ნამდვილად სასიამოვნოა!“
        ამაში გამოიხატება მამაკაცური სიმტკიცის გაკვეთილის სირთულე. მოგწონთ თუ არა, მაგრამ, როდესაც მამაკაცი ავლენს სიმტკიცეს, ვიღაცისთვის ეს მტკივნეულია, მტკივნეულია თვითონ მამაკაცისთვისაც. სანამ არ ისწავლის ამ სიმტკიცის ვირტუოზულად გამოყენებას.
       ეს სამყარო ასეა მოწყობილი, თუ არ განიცადე ტკივილი, ვერ გაიზრდები. იყო მამაკაცი, ანუ გამოავლინო სიმტკიცე, როგორც ამას სული გთხოვს, და იმდენად ცოტა რაოდენობით, როგორც ეს შესაძლებელია, რომ სხვებისთვის მტკივნეული არ იყოს, - ეს ხელოვნებაა. არსებობს ასეთი სოციალური მითი, რომ შეიძლება ისეთი მამაკაცის მოძებნა, რომლის გვერდით ქალმა შეიძლება არ განიცადოს ტკივილი. მოწიფული მოქნილი ქალი თავის ბუნებას ენდობა და არა სოციალურ ეტალონებს და ნორმებს. მამაკაცს, რომელიც ტკივილს არ მოგაყენებს,  უნდა ელოლიაო.
        ნებისმიერი ანესთეზია მხოლოდ ყველაფერს აფუჭებს. პირველმა სექსუალურმა ურთიერთობებმა ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება ქალი ალკოჰოლს მიაჩვიოს მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც „დამამშვიდებელ საშუალებას“ და საკუთარი პლასტიურობის შემცვლელს. ასევე მამაკაცს და ალკოჰოლს - „სიმამაცისთვის“.
         თუ მამაკაცის ინიციაციამ მოწიფულ ქალთან უმტკივნეულოდ ჩაიარა, მან შეიძლება ვერც კი გაიგოს, რა ფასად უჯდება ეს ქალს იმისათვის, რომ იყოს მამაკაცის გვერდით. მან შეიძლება პატივი არ სცეს ნებისმიერი ასაკის მოუმწიფებელი ქალის პლასტიურობის ნაკლებობას. ტკივილი მიაყენოს არაფრის გამო. უმოწყალოდ.
        კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მამაკაცის ირგვლივ მყოფი ადამიანები: ბავშვები, ქალები, სხვა მამაკაცები ტანჯვას განიცდიან არა მამაკაცური სიმტკიცის, არამედ მისი არარსებობის გამო. მტკიცე მამაკაცთან ყოფნა მტკივნეულია, მაგრამ სწორედ ეს არის ტკბილი. ზედმეტად მტკიცე ქალი მისგან შორს დაიჭერს თავს. ყველა დანარჩენისთვის სწორედ მისი სიმტკიცეა მიმზიდველი. მიმზიდველი ბავშვებისთვის, ქალებისა და სხვა მამაკაცებისთვის. რბილ მამაკაცთან - ნამდვილი პეტინგია და არავითარი სპარინგი.
        და უკანასკნელია - ფსიქოსომატიკა. ცნობიერებაში სიმტკიცის ნაკლებობა აუცილებლად გამოიკვეთება სხეულში. მე მახსოვს ჩემთვის ძალიან მძიმე ღამე, როცა თირკმლის ჭვალისგან ვიტანჯებოდი. ეს ერთხელ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე მე მთელი ღამე ვუძლებდი ამ ტკივილს. ვიტანდი მას. დილით ტკივილმა გამიარა. მე გამოკვლევა არ ჩამიტარებია, რადგან არასდროს არ ვიტარებ გამოკვლევას. მაგრამ თირკმლის ჭვალი მას შემდეგ აღარ გამეორებულა.
       ჩემი დაკვირვების მიხედვით, როდესაც მამაკაცი განკურნავს თავის სიმპტომებს - ის უფრო ვაჟკაცური ხდება, როცა ქალი განკურნავს თავის სიმპტომებს, ის უფრო ქალური ხდება.  ასეც უნდა იყოს.


 https://www.youtube.com/watch?v=DdBBKWP1dAY
http://galaktion.ge/?page=AdvancedSearch




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised