вторник, 12 июня 2018 г.

საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება, როგორც სოციალური ფენომენი


საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება, როგორც სოციალური ფენომენი
ნ.გ. ჩერნიშევსკის სახელობის სარატოვის ეროვნული კვლევითი სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის, თეორიის და გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრა


სოციოლოგიური ფაკულტეტის 39.03.01 - სოციოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის მარგარიტა ალექსანდრეს ასული პევცოვას საბაკალავრო ნაშრომის ავტორეფერატი


        შესავალი. საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება ადამიანთა ჯგუფების - კოლექტივების, თემების - ქცევის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა კონტროლის პირობების განვითარების გზით. ასეთი ზემოქმედება ძირითადად მიმართულია ადამიანის ფსიქიკურ და სოციალურ სტრუქტურებზე. მანიპულირება ფარულად ხორციელდება და მისი მთავარი ამოცანაა ადამიანის ქცევის კონტროლი, მანიპულირების ობიექტის თავისუფალი არჩევანისთვის ხელის შეშლა, მისი წარმოდგენის, პირადი აზრის, მოტივების და მიზნების სწორი მიმართულებით შეცვლა.
         თემის აქტუალურობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი და მასშტაბური პრობლემაა. მისი აქტუალურობა და სიმწვავე სოციუმში ტექნოლოგიური მანიპულირების გლობალური შედეგების პროპორციულია, რომელიც გამოიხატება ზოგადად მიღებული ეთიკური და მორალური ნორმების ტრანსფორმაციის გზით.
      კვლევის ობიექტი  – საზოგადოების ცნობიერება.
      კვლევის საგანი – საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება სოციალური რეალობის კონტექსტში.
      მიზანი  – დამტკიცება იმისა, რომ მანიპულირება შეიძლება განიხილებოდეს როგორც სოციალური ფენომენი.
      ამოცანები:
        1. სოციოლოგიის თვალსაზრისით ისეთი ცნებების გაცნობიერება, როგორიცაა „საზოგადოებრივი ცნობიერება“ და „მანიპულირება“.
        2. საზოგადოების ცნობიერების მანიპულირების ტექნოლოგიებისა და მექანიზმების ანალიზი.
        3. გაირკვეს, თუ რამდენად ახდენს მანიპულირების ძირითადი მექანიზმები გავლენას ადამიანთა ურთიერთქმედებაზე სოციალურ სივრცეში და როგორ გამოიყენება მანიპულირება სოციალური რეალობის პირობებში.
       4. სოციალური ექსპერიმენტის ჩატარება.
      კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ შემდეგი შრომები: ე. დიურკგეიმი.  „საზოგადოებრივი შრომის განაწილების შესახებ. სოციოლოგიის მეთოდი“;  ე.ლ. დოცენკო. „მანიპულირება: ფენომენები, მექანიზმები და დაცვა“; ს.გ. კარა-მურზა. „ცნობიერების მანიპულირება“; ა.ა. ვოროშილოვა. „ცნობიერების მანიპულირების სფეროში მეცნიერული კვლევების ანთოლოგია“. მონოგრაფია; გ.ი. კოლესნიკოვა. „პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმები“ და სხვ.
       კვლევის ემპირიულ საფუძველს წარმოადგენენ ავტორის მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან 6 აპრილამდე პეტერბურგში ჩატარებული სოციალური ექსპერიმენტის შედეგები კომპანიის "SPBasket"-ის ოფისში მისამართით: ლევაშოვსკის გამზირი 12. ექსპერიმენტი ჩატარდა 26-დან 45 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მქონე ქალთა შორის, რომლებიც მუშაობდნენ კომპანიის, ცალკე ოფისებად დაყოფილ, სხვადასხვა განყოფილებაში. ჯგუფები შერჩეულ იქნა შემთხვევითობის პრინციპით. ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანია ჰიპოთეზის დამტკიცება, რომ მანიპულირება შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ ფენომენად.
        ნაშრომის სტრუქტურა: ნაშრომი შედგება შესავალის, 2 ნაწილის (1 ნაწილი: “საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირების თეორიული და მეთოდური საფუძვლები“, 2 ნაწილი: „საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება როგორც სოციალური ფენომენი“), დასკვნის, გამოყენებული წყაროების სიისა და დანართისგან.
        ნაშრომის ძირითადი შინაარსი. სოციოლოგიის თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერება სხვადასხვა სოციალური პროცესების მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია და დაკავშირებულია ყველა სოციალური მოვლენის წარმოქმნასთან. სოციოლოგიისათვის საზოგადოებრივი ცნობიერების შესწავლაში ტრადიციულია ამ მექანიზმის მოქმედების თავისებურებების და მისი დამოკიდებულების  განსხვავება  სოციუმის ტიპისგან.
       საზოგადოებრივი ცნობიერების სტრუქტურა იყოფა ორ ძირითად დონეზე: ჩვეულებრივ მასობრივ ცნობიერებაზე, რომელიც ეფუძნება ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკას და სამეცნიერო-თეორიულ დონეს და განსაზღვრავს იდეოლოგიას, როგორც საზოგადოების მთავარი ინტერესების სულიერ გამოხატვას.
        საზოგადოებრივი ცნობიერება დაყოფილია შემდეგი ძირითადი ტიპების მიხედვით: პოლიტიკური ცნობიერება, სამართლებრივი ცნობიერება, ზნეობრივი ცნობიერება, ესთეტიკური ცნობიერება, რელიგიური ცნობიერება, საბუნებისმეტყველო-მეცნიერული ცნობიერება, ეკონომიკური ცნობიერება. საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა ტიპს აერთიანებს ის, რომ ყველა მათგანი განიცდის კორექციას დაინტერესებულ პირთა მხრიდან. საზოგადოების ცნობიერების მოცემულ  ფორმას ეწოდება „მანიპულირება“.
         სოციოლოგიის თვალსაზრისით, მანიპულირება განისაზღვრება, როგორც ძალაუფლების გამოყენების ფორმა, როდესაც ძალაუფლების მქონე გავლენას ახდენს სხვების ქცევაზე ისე, რომ არ ააშკარავებს ქცევის ბუნებას, რომელსაც მათგან მოელის. პიროვნების ურთიერთობა სხვა ადამიანებთან ყოველთვის უკავშირდება სხვა ადამიანთა ცნობიერებას და გარკვეულწილად გავლენას ახდენს მათ საქციელზე. მაგრამ მანიპულირება შეიძლება ჩაითვალოს შეგნებულად იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავის თავს უყენებს ამოცანას ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანებზე საკუთარი მიზნების განსახორციელებლად.
       საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანთა სულიერ მდგომარეობაზე კონკრეტული პრიორიტეტი. ასეთი კონტროლი წესდება ადამიანებისთვის ქცევის სტერეოტიპების, ახალი დამოკიდებულების, საკუთარი იდეების, გავლენის სუბიექტისთვის ხელსაყრელი მოტივების თავზე მოხვევის გზით.
        გამოყოფილია მანიპულირების სამი ძირითადი დონე. პირველ დონეზე შეიძლება ადამიანების ცნობიერებაში უკვე არსებული მანიპულატორისთვის საჭირო იდეების, ნორმების, შეხედულებების და ფასეულობების გაძლიერება. მეორე დონე პირდაპირ არის დაკავშირებული მიმდინარე მოვლენებზე, პროცესებსა და ფაქტებზე კერძო და მცირე ცვლილებებთან, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ემოციურ და პრაქტიკულ დამოკიდებულებაზე კონკრეტული მოვლენების მიმართ. მესამე დონე წარმოადგენს შეხედულებების, ცხოვრებისეული დამოკიდებულებების რადიკალურ ცვლილებას მანიპულირების ობიექტისთვის შეტყობინების გზით.
          თავის ნაშრომში „მანიპულირება: ფენომენი, მექანიზმი, დაცვა“ ევგენი ლეონიდის ძე დოცენკომ განსაზღვრა მანიპულირების ძირითადი ნიშნები. მანიპულირების პირველი ნიშანი ის არის, რომ მანიპულირების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მისგან ფარულად, ვის მიმართაც არის გამოყენებული ის. მეორე ნიშანია ის, რომ მანიპულატორი უნდა დომინირებდეს მსხვერპლზე. მომდევნო ნიშანია, როდესაც მანიპულატორი ქვეცნობიერად ან მისი შეხედულებისამებრ აკონტროლებს ადამიანს მანიპულირების ტექნოლოგიის გამოყენებით. მეოთხე ნიშანი, დოცენკო აზრით, არის  მანიპულირების მსხვერპლის ინტერესების დარღვევა, გადაწყვეტილებების მიღება მანიპულატორის სასარგებლოდ. მეხუთე ნიშანი ინტერპრეტირებულია, როგორც ის ფაქტი, რომ მანიპულატორი თავის მსხვერპლს ეპყრობა, როგორც უსულო ობიექტს, როგორც საგანს თავისი მიზნების განსახორციელებლად. შემდეგი ნიშნის მიხედვით, მანიპულატორი თამაშობს მხვერპლის გრძნობებსა და სისუსტეებზე. მანიპულირების ბოლო ნიშნად მიჩნეულია მანიპულატორის მცდელობა მიაღწიოს თავის მიზანს არაძალადობრივი გზით.
            ზემოაღნიშნული ნიშნებიდან გამომდინარე შეიძლება იმის განსაზღვრა, რომ მანიპულატორი ზემოქმედებას ახდენს მსხვერპლზე, როდესაც თამაშობს მის სისუსტეებზე სასურველი შედეგების მისაღწევად. მანიპულირება მუშაობს მაშინ, როდესაც მანიპულატორი ნერგავს მსხვერპლის ქვეცნობიერებაში მიზანს, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს. დასახული ამოცანის მისაღწევად არ უნდა მოხდეს მანიპულატორის მხილება, იგი უნდა ფლობდეს არა მხოლოდ დარწმუნების ხელოვნებას, არამედ ავლენდეს მოხერხებულობას და ოსტატობას.
          არსებობს მანიპულირების მრავალი გზა და მეთოდი, რომელთა უმრავლესობას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ეფექტური. მანიპულირების ძირითად მეთოდებად ითვლება: „Social proof ან სოციალური მტკიცებულების პრინციპი“, „ჯგუფური გაძლიერების მეთოდი“, „ორმხრივი გაცვლის წესი“, „დახმარების თხოვნა“, „ლოგიკური ჯაჭვის წესი“, „დადებითი გაძლიერების მეთოდი“, „მოტივაცია შიშით“, „აიკიდოს მეთოდი“, „ვერტიკალური პრინციპი“. მიუხედავად მეთოდების მრავალფეროვნებისა, მანიპულატორს დასახული ამოცანის წარმატებით შესასრულებლად სჭირდება არა მხოლოდ მანიპულირების შესაბამისი მეთოდების არჩევა, არამედ საკუთარი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც იგი მიუახლოვდება მიზანს, გამოიყენებს ერთ ან რამდენიმე მეთოდს მისთვის საჭირო წესით. თუ მანიპულატორს გააჩნია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე ზემოქმედების სურვილი, მან უნდა შეისწავლოს ამ ჯგუფის ინტერესები და მოთხოვნები და თვალი ადევნოს მანიპულაციის მსხვერპლთა ემოციურ მდგომარეობას.
          პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმი წარმოადგენს  სამი ძირითადი ელემენტის ერთიანობას და ურთიერთქმედებას, რომლებიც ამ მექანიზმის არსს წარმოადგენენ. სოციალური მექანიზმის პირველ ელემენტად მიჩნეულია მანიპულატორის მიერ პიროვნების ცნობიერებაში  ყალბი ან ნახევრად ყალბი იდეებისა და შეხედულებების დანერგვა ცნობიერ და არაცნობიერ დონეზე. ეს დანერგვა, როგორც წესი, ხორციელდება მედიის, სხვადასხვა ლექციების და დისკუსიების საშუალებით და სპეციალიზებული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ითვალისწინებენ ცნობიერი და არაცნობიერი დონეების საქმიანობის თავისებურებებს, სოციალური გარემოს სპეციფიკას. მეორე ელემენტს ეკუთვნის იდეების ათვისების და გააზრების პროცესი, რომლებსაც მანიპულატორები უნერგავენ პიროვნებას ცნობიერებაში. მათი მიზანია ცრუ შეხედულებების, როგორც ჭეშმარიტის, წარმოდგენა, ხოლო ნახევრად ცრუ იდეებისა, როგორც დამაკავშირებელი ელემენტისა ცრუ და ჭეშმარიტ იდეებს შორის. მესამე ელემენტად მიჩნეულია პიროვნების მოღვაწეობის პროცესი, როგორც შედეგი წარმატებით ჩატარებული მანიპულაციური ზემოქმედებისა პიროვნების ცნობიერებაზე.
         პიროვნების ცნობიერების მანიპულირების სოციალურ მექანიზმს შემდეგი ფუნქციები აქვს: მმართველობითი, დესკრიფციული, შეფასებითი, პროგნოსტიკული. მმართველობითი ფუნქცია მდგომარეობს პიროვნების ქცევის რეგულირებაში მასზე ზემოქმედების შედეგად. დესკრიფციული ფუნქცია მოიცავს პიროვნების გარე და შიდა კავშირების შესწავლას. შეფასებითი ფუნქცია აყალიბებს მოსაზრებებს პიროვნების თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ მანიპულირების სოციალური მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობის შესაფასებლად. პროგნოსტიკული ფუნქცია მიზნად ისახავს შესაძლო ცოდნის განვითარებას, რომელიც ვარაუდობს მანიპულაციური ზემოქმედების  შესაძლო შედეგებს.
         მანიპულაციური ზემოქმედების შედეგად ადამიანების ქცევის ცვლილების მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა სოციალური ექსპერიმენტი. კვლევის ჰიპოთეზის სახით გამოითქვა ვარაუდი, რომ საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება სოციალურ ფენომენს წარმოადგენს.
        შემუშავდა ექსპერიმენტული სიტუაცია, რომელიც ეფუძნებოდა კვლევის ჩატარების შესაძლებლობას: ექსპერიმენტის რეალიზაცია შესაძლებელი იყო შპს „SPBasket“-ის ოფისში. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი, თანამშრომლები სხვადასხვა ოფისებში მუშაობენ, რამაც მოგვცა ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფების დაკომპლექტების საშუალება, რომლებიც ექსპერიმენტის დროს ერთმანეთს არ გადაეკვეთებინ. გენდერულ და ასაკობრივ მახასიათებლებზე დაყრდნობით: კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობას 23-დან 45 წლამდე ასაკის ქალები წარმოადგენენ, შერჩეული იქნა ინფორმაცია, რომელიც თავისი თემატიკით ქალთა აუდიტორიას დააინტერესებდა. ასეთი ინფორმაცია გახდა მეცნიერების მიერ დაუმტკიცებული ფაქტი მწარე შოკოლადის დადებითი გავლენის შესახებ კანზე, მათ შორის ნაოჭების და კანის კიბოს რისკის შემცირებაზე. ექსპერიმენტის ჩატარების დროს გამოყენებულ იქნა მანიპულირების ზემოქმედების შემდეგი მეთოდები: „სოციალური მტკიცებულების პრინციპი“, „ჯგუფის გაძლიერების მეთოდი“, „პოზიტიური გაძლიერება“, „მეცნიერების ავტორიტეტი“, „ცნობილი პიროვნების აზრი“.
        ექსპერიმენტის შედეგი გვიჩვენებს, რომ ექსპერიმენტული ჯგუფის უმრავლესობის მოსაზრებები ექსპერიმენტის დასაწყისთან შედარებით რადიკალურად შეიცვალა. ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეებმა არა მარტო დაიჯერეს ინფორმაცია, არამედ მწარე შოკოლადის რეკომენდაციაც დაიწყეს და ასევე აცხადებდნენ, რომ იგრძნეს შედეგი კანზე მწარე შოკოლადის მოხმარების შედეგად. შედეგების მიხედვით ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან განსხვავებას საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფთა შედეგებს შორის. საკონტროლო ჯგუფში მიღებულმა ინფორმაციამ არ გამოიწვია გამოძახილი ექსპერიმენტში მონაწილეთა მხრიდან. ექსპერიმენტული ჯგუფის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ ვხედავთ, რომ მანიპულირების მეთოდები რეალურად მუშაობს.
         დასკვნა. ჩატარებული კვლევა იძლევა შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას. ექსპერიმენტის შედეგები აჩვენებს, რომ ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა რადიკალურად შეიცვალა ექსპერიმენტის დასაწყისთან შედარებით. ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეებმა არა მარტო დაიჯერეს ინფორმაცია, არამედ მწარე შოკოლადის რეკომენდაციაც დაიწყეს და ასევე აცხადებდნენ, რომ მათ კანზე იგრძნეს მწარე შოკოლადის მოხმარების შედეგი. შედეგების მიხედვით, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან განსხვავებას საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში მიღებულ შედეგებს შორის. საკონტროლო ჯგუფში მიღებულმა ინფორმაციამ არ გამოიწვია გამოძახილი ექსპერიმენტში მონაწილეთა მხრიდან. ექსპერიმენტული ჯგუფის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენ ვხედავთ, რომ მანიპულირების მეთოდები რეალურად მუშაობს. მანიპულატორის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა ექსპერიმენტული ჯგუფის ყველა მონაწილე გამონაკლისის გარეშე, რომელიც ადასტურებს ექსპერიმენტის ჰიპოთეზის სიმართლეს, რადგან სოციალური ფენომენის ქვეშ გულისხმობენ ურთიერთობების გამოვლინებას.
           ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა მანიპულირების ყველაზე ეფექტური მეთოდები, რომლებმაც მიიღო ყველაზე დიდი გამოძახილი ექსპერიმენტულ ჯგუფში: „ცნობილი ადამიანის აზრი“, „ჯგუფური გაძლიერების მეთოდი“ და „სოციალური მტკიცებულების პრინციპი“.
       ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ნათელი გახდა, რომ შესაძლებელია თითოეული ადამიანის დარწმუნება ნებისმიერი ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, თუ ადამიანი ინფორმაციის მიღებით არის დაინტერესებული ან თემა ახლოსაა მასთან. თუ დაცულია პირობა, როდესაც ადამიანმა არ ისიც, რომ არის  მანიპულირების ობიექტი.
        საზოგადოების ცნობიერება სამეცნიერო ლიტერატურაში გაგებულია, როგორც სხვადასხვა სოციალური პროცესების მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი, და მიჩნეულია, რომ საზოგადოების ცნობიერება დაკავშირებულია ყველა სოციალური მოვლენის წარმოქმნასთან. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა ფორმა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთმანეთზე ახდენს გავლენას.
      მანიპულირება, როგორც სოციალური ფენომენი, წარმოადგენს ძალაუფლების გამოყენების ფორმას, როდესაც ძალაუფლების მფლობელი გავლენას ახდენს სხვების ქცევაზე,  რომელსაც მათგან მოელის.
       წინამდებარე ნაშრომში მანიპულირების ძირითადი მეთოდების გაანალიზების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ მანიპულირების ხერხებს იყენებენ საყოველთაოდ, და, ხშირ შემთხვევაში, ზეწოლის განსაზღვრა სხვის მხრიდან თითქმის შეუძლებელია. მანიპულირების მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია: „ცნობილი პიროვნების აზრი“, „ჯგუფური გაძლიერების მეთოდი“ და „სოციალური მტკიცებულების პრინციპი“.
       პიროვნების ცნობიერების მანიპულირების მექანიზმის არსი შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც სამი ძირითადი ელემენტის ერთიანობა და ურთიერთქმედება, რომელთა შორის არის შემდეგი პროცესები: ინდივიდების ცნობიერებაში ყალბი იდეების დანერგვის პროცესი, პიროვნების მიერ აღნიშნულ იდეათა ინტეგრაციის პროცესი ცნობიერის და არაცნობიერის დონეზე, მანიპულატორის მიერ მოსალოდნელი პიროვნების აქტივობის პროცესი.

გამოყენებული წყაროების სია:

        1. გ. ანდრეიჩენკო.  საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ცნობიერება, მათი სტრუქტურა და ურთიერთკავშირი. ცნობიერების ფუნქციები [ელექტრონული წყარო] http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Philos/Andr/24.php
       2. ო.პ. ბერიოზკინა.   მედიის სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა:  სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის/გამომცემლობა „აკადემია“, 2009.
       3. ა.დ. ვასილიევი. საზოგადოების ცნობიერების ვერბალური მანიპულირება, როგორც უნივერსალური ფენომენი /ენა. ადამიანი. სამყაროს სურათი: სრულიად რუსეთის სამეცნიერო კონფერენცია  [ქ. ომსკი, 2000 წლის 27-29 სექტემბერი: 2 ნაწილად] /ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2000.
       4. ა.ა. ვოროშილოვა.  ცნობიერების მანიპულირების სფეროში მეცნიერული კვლევების ანთოლოგია: მონოგრაფია /ციმბირის სახელმწიფო აეროკოსმოსის უნივერსიტეტი, კრასნოიარსკი, 2007.
        5.    ე.დ. დიურკგეიმი. სოციოლოგია. მისი საგანი, მეთოდი, დანიშნულება. გამომცემლობა „კანონი“,  1995.
       6. ე.წ. დოცენკო. მანიპულირება; ფენომენები, მექანიზმები და დაცვა. მე-3 გამოცემა. მოსკოვი: რეჩი,   2016.
      7. ს.ა. ზელინსკი. მასებით მანიპულირება /სამეცნიერო რეცენზენტი: ს.კ. ეიუბი. ს-პეტერბურგი, სკიფია, 2015.
        8. დ. ზიკინი. მანიპულირების ანატომია[ელექტრონული წყარო]
//www.contr-tv.ru/autor/32/
        9.   გ.ი. კოლესნიკოვა. პიროვნების  ცნობიერების მანიპულირების სოციალური მექანიზმი/გ.ი. კოლესნიკოვა. როსტოვი, 2010.
        10.  ს.გ. კარა-მურზა. ცნობიერების მანიპულირება  [ელექტრონული წყარო]
//www.kara-murza.ru/manipul.htm
        11.  ი.ვ. კნიაზევა.  საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება: არსი, ისტორიული ფორმები, ტრანსფორმაცია : სოციალური და ფილოსოფიური ანალიზი. დისერტაცია , 2011.
        12.  ი.ს. პროკოპენკო. სიმართლე ადამიანის ცნობიერების მანიპულირების შესახებ /ეკსმო , 2016.
        13. ნ.პ. რომანოვა. ცნობიერების მანიპულირება. მონოგრაფია/ნ.პ.რომანოვა, მ.ვ. სკრიპკარი. ჩიტა,  2010.
         14. ა.მ. როდჩენკო. საზოგადოების ცნობიერების ენობრივი მანიპულირება. საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი: 09.00.11 /ა.მ. როდჩენკო; [კულტურისა და ხელოვნების კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტი]. - კემეროვო, 2006.
         15. გ. სიმაგინი. მანიპულირების უკუქმედების დეტალები [ელექტრონული წყარო]//www.contr-tv.ru/autor/8/
         16. ო.ბ. სლადკოვა. საზოგადოების ცნობიერების მანიპულირება ინფორმაციულ საზოგადოებაში /კულტურის ობსერვატორია: ჟურნალი-მიმოხილვა.


თარგმანი (C)
M.F.L   06.06.18






(C)
https://en.ppt-online.org/356550






















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised