четверг, 26 октября 2017 г.

ცივილიზაციის 6 გრანდიოზული ილუზია, რის გამოც ჩვენგან 90%-ი მატრიცის მონაა ..პოსტტოტალიტარიზმის ღირებულებები

 ცივილიზაციის 6 გრანდიოზული ილუზია, რის გამოც
ჩვენგან 90%-ი მატრიცის მონაა


პოსტტოტალიტარიზმის ღირებულებები

 სიცრუე მილიარდებისთვის
“ილუზიას ციხეში ყოფნაც შეუძლია კომფორტული გახადოს”. ნელსონ მანდელა
ზიგმუნდ ფროდი, ფილოსოფოსი და ფსიქიატრი, საუბრობს კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ და როგორ შეგვიძლია დავაღწიოთ თავი მატრიცას.
თუ ილუზიონისტს ან „მაგს“ სურს თქვენი მოტყუება, პირველად ილუზიის შექმნას იწყებს, რათა თქვენი ყურადღება რეალობიდან გადაიტანოს. სანამ აუდიტორია ენთუზიაზმით თვალს ადევნებს უმნიშვნელო ტრიუკებს, ილუზიონისტი იღებს მათი გასულელების შესაძლებლობას. მაგრამ ზოგჯერ სულელსაც უჭირს მოტყუების ფაქტის აღიარება, რომ წლების მანძილზე შეუძლია ირწმუნოს ის, რაც არ არსებობს.
ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიების სამყაროში. ბევრი პრობლემა, რომელიც გვაწუხებს, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ თავს მოგვახვიეს. ეშმაკმა იცის, ეს შემთხვევით მოხდა, თუ არა, მაგრამ ყველა ჩვენ (ან თითქმის ყველა) გავხდით ავტორიტარულ-კორპორატიული სამომხმარებლო კულტურის მსხვერპლი, რომელიც ახლაც დომინირებს.
ფსიქოპათებმა წაგვართვეს რეალობის გრძნობა. სოციალურმა ქსელებმა კი მათ მისცეს მოსახლეობის ფართო მასებისთვის თავიანთი იდეების გაზიარების საშუალება შუამავლების გარეშე მედიის სახით. მათი მთავარი ზიანი ის არის, რომ მათ მიაყენეს აბსოლუტური, დამანგრეველი დარტყმა ჩვენ თავდაჯერებულობას ხვალინდელ დღეში.
      რევოლუციური ქუჩის მხატვარმა ბენკსმა ერთხელ აღნიშნა:
„ადამიანები ყოველდღიურად სვამენ ინტელექტუალურ შარდს, რის შედეგად მათი ცხოვრება გარდაიქმნა სიგარეტის ნამწვად. ეს გაიძულებთ ირწმუნოთ, რომ არ ხართ საკმარისად სექსუალური. ან რომ ყველაფერი მოსალხენი სხვაგან ხდება. ტელევიზიამ უკვე გახადა თქვენი მეგობარი არაადეკვატური. მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე. და თქვენ გაშინებენ. ისინი რეკლამებს ათავსებენ, თქვენ კი დაგცინიან“.
მაგრამ რეკლამა მხოლოდ აისბერგის წვერია. თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენი ცხოვრების მთელი ორგანიზაცია აგებულია ილუზიების დევნის და სხვა ადამიანების, იდეებისა და ინსტიტუტებისადმი მასობრივი მორჩილების იდეის ირგვლივ.
ჩვენ მონობაში ვიმყოფებით - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
ჩვენ ვიმყოფებით სამომხმარებლო წნეხის და ტოტალური კონტროლის ქვეშ. ისინი თავიდანვე იჭრებიან ჩვენ გონებაში და ხელახლა გვაპროგრამებენ მორჩილებაზე.
წარმოგიდგენთ ექვს უდიდეს ილუზიას, რომელსაც უნდა გამოეთხოვოთ, თუ გინდათ გახდეთ თავისუფალი - როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.
1.  უფლების, წესრიგისა და ძალაუფლების ილუზია.
 ბევრი ჩვენგანისთვის, კანონის სიტყვასიტყვით დაცვა -  მორალური ვალდებულებაა. მაგრამ კორუფცია და პოლიტიკური სკანდალები ადასტურებენ, რომ კანონი საკმარისად მოქნილია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს კუნთები.
პოლიციის სისასტიკე და დანაშაული, რომელსაც ის სჩადის, რეალობაა არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთისთვის, არამედ აშშ-სა და მრავალი ევროპული ქვეყნისთვისაც.
სასამართლო ყოველთვის მდიდრების მხარეზე იყო. ჩვენ ახლა თავის დაცვაც კი არ შეგვიძლია სახელმწიფო თვალის შემოჭრისგან ჩვენ პირად ცხოვრებაში.
           სხვადასხვა ქვეყნის მთავრობათა მთელი ეს უზნეობა იწვევს მთელი ერებისა  და კულტურათა მკვლელობას და განადგურებას.
           სოციალური წესრიგი ილუზიაა. და არსებობს ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები, მორჩილი ხართ და ყველაფერში ეთანხმებით.
           რა არის სახელმწიფო? ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც აიძულებენ სხვებს დაემორჩილონ მათ ძალადობის შიშის ქვეშ.
სახელმწიფო არის ბანდა, რომელმაც მიიღო მონოპოლური უფლება ძალადობაზე.
           ისტორია ისევ და ისევ გვასწავლის: სახელმწიფო ინსტიტუტები საჭიროა მხოლოდ ზეწოლის, კონტროლისა და სხვა ადამიანების ძარცვისთვის.
            ნებისმიერი ე.წ. ძალაუფლება აუცილებლად აღმოჩნდება მატყუარა, თვალთმაქცი და უსამართლო.
             არ არსებობს არავითარი უფლება, არავითარი წესრიგი და არავითარი მართლმსაჯულება. ეს ყველაფერი მხოლოდ ძალაუფლების დიდებული ატრიბუტებია, რომლებიც საჭიროა სიმართლის დასამალად. სიმართლის იმის შესახებ, რომ მსოფლიო წესრიგი ეფუძნება სხვა ადამიანებზე კონტროლს და განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლას.
2. კეთილდღეობისა და ბედნიერების ილუზია.
ყველა ჩვენგანი ახლა სარგებლობს ძვირადღირებული სამკაულების და სამშვენისის ისეთი რაოდენობით, რომ XIX საუკუნის ნებისმიერ მონარქსაც კი შეშურდებოდა.
         კეთილდღეობის ილუზიის შენარჩუნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მსოფლიო ფინანსური სისტემის მდგრადობისთვის.
         მაგრამ თქვენ ტყუილუბრალოდ ივიწყებთ, რომ მოხმარებას საფუძვლად ყოველთვის უდევს თაღლითობა, კრედიტები და ვალები.
           საბანკო სისტემა თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრიებულიყვნენ ღარიბთა ხარჯზე, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ გარკვეული ღირებულებები აქვთ.
მაგრამ ნამდვილ კეთილდღეობას და ბედნიერებას თქვენ მოგცემთ მხოლოდ ბუნება, ჯანმრთელობა, სიყვარული და ახლობლებთან ურთიერთობა. ნუ იდენტიფიცირებთ საკუთარ თავს იმ მატერიალურ სიკეთესთან, რომელსაც ფლობთ. თქვენ ასე ბედნიერებას კი არ მიუახლოვდებით, არამედ დაშორდებით!
3.  თავისუფლების არჩევანის ილუზია.
ჩვენი აზრით, ყველას გვაქვს არჩევანის უფლება, როგორ ვიცხოვროთ. თუმცა სინამდვილეში ჩვენ გვთავაზობენ მხოლოდ შეზღუდულ ვარიანტებს, და ყველა მათგანი ცუდია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ცხოვრებაში, ყოველთვის იქნებით თქვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და საგადასახადო სისტემების ტყვეობაში.
         და ამ სისტემების დაცვას გააგრძელებს ძალადობაზე მონოპოლიური უფლებით.
         შეხედეთ თანამედროვე დემოკრატიის ყალბ ინსტიტუტს.
         თქვენ მიხვდებით, რომ შედეგი არჩევნებზე დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა უფრო წარმატებულად აგიხვევთ თვალს.
         თავისუფლების არჩევანის ილუზია ძლიერი მჩაგვრელია, რადგან სულელები არიან მონები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თითქოს თავისუფლები არიან. ნუ გექნებათ ილუზია: სულ ერთია, ლაგამს მაინც ამოგდებენ.
4.  სიმართლის ხელმისაწვდომობის ილუზია.
სიმართლე ჩვენი კულტურის მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ თითქოს დაპროგრამებულები ვართ, რათა მუდმივად ვეძებოთ ჭეშმარიტება.
           სახელმწიფოში ნებისმიერი საზოგადოების ერთი ნაწილი უაზროდ ენდობა ყველაფერს, რასაც ტელევიზიით ეუბნებიან, მეორეს - არ სჯერა, რასაც ჟურნალისტები ამბობენ. ორივე უკიდურესობა - წარმოუდგენელი სისულელეა.
           თუ გსურთ შეინარჩუნოთ მშვიდობა და თავისუფლება თქვენ სულში, ისწავლეთ დამოუკიდებლად აზროვნება.
           და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიმართლეს ყოველთვის აქვს ორი მხარე. მაშინაც კი, თუ ვინმე მალავს მათ.
5.  დროის ილუზია.
ისინი ამბობენ, რომ დრო ფულია, მაგრამ ეს სიცრუეა. დრო - თქვენი  ცხოვრებაა.
            შეწყვიტეთ ფიქრი მხოლოდ ხუთი გრძნობის კატეგორიაში და გრაფიკისა და კალენდრის შესაბამისად.
            ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ სული მარადიულია და ყოველი ადამიანის სული ამ მარადიულობის ნაწილია.
           და მთავარი სიცრუე: ისინი ყოველნაირად გვარწმუნებენ იმაში, რასაც მოცემულ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა.
            თითქოს ჩვენ ყოველთვის ვალდებულნი ვართ გავაანალიზოთ ჩვენი წარსული და უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს.
ამის ნაცვლად, ჩვენ, თავისუფალი ადამიანები, გთავაზობთ ფოკუსირებას იმაზე, რა ხდება პირდაპირ აქ და ახლა.
            თუ ორიენტირებული ხართ არა იმაზე, თუ რა ხდება ახლა, არამედ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს (ან არ მოხდეს) მომავალში, თქვენ ადვილი ნადავლი ხართ რეკლამის დამკვეთების, ხელისუფლების და სხვა სუტენიორებისთვის, რომლებიც გონებას გირევენ ყველა სახის საშინელებით.
            ჩვენ ბედნიერი ვართ, როცა ცხოვრება არ გვირტყავს თავში, როდესაც სპონტანურობა და შემთხვევა ჩვენთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე გრანდიოზული გეგმები, და როდესაც თქვენი დღევანდელობა ხვალინდელზე უფრო მნიშვნელოვანია.
           თუ დრო ფულია, მაშინ სიცოცხლე შეიძლება დოლარებში შეფასდეს. თუ დოლარი თქვენთვის სიცოცხლეზე ნაკლებია, მაშინ ისინი უნდა გიღირდეთ, ვიდრე დრო, რომლისგანაც ეს ცხოვრება შედგება.
6.  დაყოფის ილუზია
მასების მართვის სტრატეგიის სფეროში არაფერია უფრო ეფექტური, ვიდრე ტაქტიკა „გათიშე და იბატონე“. ეს პრინციპი ყოველთვის გამოიყენება ავტორიტარული ძალაუფლების დასამყარებლად ან იმისთვის, რომ დაასაბუთოს სამხედრო ინტერვენცია სხვა ქვეყანაში. და ეს დაყოფის ილუზია ნამდვილად მუშაობს.
ჩვენ დაპროგრამებული ვართ გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენ, როგორც ცალკე პიროვნება, მუდმივად ვიმყოფებით კონკურენციის პირობებში მათთან, ვინც ჩვენ წინააღმდეგაა. ჩვენ არ ვენდობით ჩვენ მეზობლებსა და ნათესავებსაც კი!
             მაგრამ ყველა ადამიანი დედამიწაზე არ არის ერთმანეთის კონკურენტი, არამედ პარტნიორია. და რამდენად ეფექტური იქნება ეს პარტნიორობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ  რომელ სამყაროში ვიცხოვრებთ, რა აირს ვისუნთქავთ და სუფთა წყალს დავლევთ თუ არა.
ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოება, სახელმწიფო საზღვრები კი მხოლოდ ილუზიაა, რომელიც არსებობს მანამდე, სანამ ამის გვჯერა.
           ზოგიერთი მიიჩნევს, რომ  დაყოფის ილუზია (მაგალითად, ეროვნების იდეა) ნუგეშს აძლევს ჩვენ ეგოს და თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობას. მაგრამ ის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაგიმორჩილოთ და თქვენი იზოლაცია მოახდინოს.
ჩვენ გვინდა, რომ ბრმად აღარ ენდოთ მატრიცის მაქინაციებს. მუდმივად იბრძოლეთ საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის. თუ ისინი ითხოვენ თქვენგან მორჩილებას, გახსოვდეთ: თქვენ მხოლოდ ხელსაყრელად „მოგყიდეს“ კანონიერების და „გონიერების“ იდეა. მათ არ შეუძლიათ მოგვყიდონ ის, რაც არ გვჭირდება.





პოსტტოტალიტარიზმის ღირებულებები

მათთვის, ვინც მეგობრობას ყველაზე დიდად აფასებს


ღირებულებებს მე ვუწოდებ იმას, რის გამოც ადამიანი მზად არის დაუპირისპირდეს მისი ნების წინააღმდეგ წარმოქმნილ სურვილებს, იმპულსებს, გატაცებებს, შიშებს. ეს მნიშვნელოვანი რამ არის, რაც მუშაობს რეფლექსიის, არსებულის და მართებულის გაცნობიერების, ხალხის გაგების, შედეგებსა და შეზღუდვებზე დაფიქრების გზით. მათ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ცოდნის გამოცდილება, ისტორიის ხედვა, ინტუიცია, სამყაროს სურათი, რელიგიური გრძნობა. სადაც აუცილებელია ღირებულებების განსაკუთრებული სიდიადისთვის ხაზგასმა, ამას ზოგჯერ უწოდებენ სიწმინდეს.
ტოტალიტარიზმი მოითხოვს დიდ საკითხებზე აზროვნების ჩახშობას, და, აქედან გამომდინარე, ზოგადად, აზროვნების ჩახშობას. ისინი გეტყვიან, რა არის ჭეშმარიტება; შენი საქმეა კარგად აითვისო და სხვებს გადასცე. ფილოსოფია, ფიქრი ღირებულებებისა და სიწმინდეების, მსოფლიო სურათის, ისტორიის შესახებ ტოტალიტარიზმთან შეუთავსებელია. ტოტალიტარიზმი იარსებებს მხოლოდ იმ დრომდე, სანამ იქნება აღიარებული, როგორც სულიერი სიწმინდე. აქედან გამომდინარე, ტოტალიტარიზმი პრინციპულად უღმერთოა. დიდ ინკვიზიტორს არ სწამს ღმერთის; მონობისა და შიშისგან გათავისუფლებული მისი პატიმარი ხდება. აქედან გამომდინარეობს ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელსაც იშვიათად აქცევენ ყურადღებას: ხალხმა, რომელმაც მიაღწია თავისუფლებას ტოტალიტარული სისტემის დაშლის შედეგად, განსაკუთრებით ველურია, გაუნათლებელი, უცხოა ისტორიისა და ცივილიზაციისათვის. ასეთ ადამიანებს შორის შეიძლება იყვნენ, და არც თუ მცირე რაოდენობით, სხვადასხვა სპეციალისტები, ყოფილი და ტოტალიტარული სისტემის დროინდელი, მაგრამ მათი აზროვნება შეზღუდულია სპეციალობით. ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ერთგვარ ნეობარბაროსულ ტომს, რომლებიც განსხვავდებიან ძველი ბარბაროსებისგან უფრო მეტი ველურობით. რა თქმა უნდა, ყველა პოსტოტალიტარული ადამიანი არ არის ნეობარბაროსი, მაგრამ ნეობარბაროსობის ძალა ამ შემთხვევაში დიდია.
პოსტტოტალიტარული ერის წამყვანი ღირებულებები შეიძლება იყოს მხოლოდ ძალიან პრიმიტიული, თითქმის ბუნებრივი, რომლის განადგურება კომუნიზმმა მთლიანად ვერ მოახერხა, რადგან ძალიან ღრმად იყო დამალული. ასეთებია ტომობრივი და კლანური ერთიანობის, ნათესაობის და მეგობრობის ღირებულებები. არ შეიძლება ითქვას, რომ პოსტტოტალიტარული ადამიანისთვის სრულიად უცხოა ჭეშმარიტების და სამართლიანობის ღირებულებები, ისინიც ხომ, გარკვეულწილად, თანდაყოლილია. თუმცა, განვითარება ამ  ღირებულებებს შეიძლება მისცეს მხოლოდ ხანგრძლივმა კულტურამ; მწირ პოსტტოტალიტარულ ნიადაგზე ისინი ძლივს შესამჩნევია; ასე რომ, ჭეშმარიტებასა და მეგობრობას შორის კონფლიქტის შემთხვევაში პირველს თითქმის არ აქვს გამარჯვების შანსი.
კლანური ერთიანობის ღირებულებები ადამიანებს ყოფს მისიანებსა და უცხოებზე. რაც შეეხება პირველს, ადგილი აქვს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისკენ სწრაფვას, ხოლო, რაც შეეხება მეორეს, ყველაფერი კარგია, რაც ხელს უწყობს მისიანებს: ძალადობის გამოყენება და ცილისწამების გავრცელება შეზღუდულია მხოლოდ სურვილებით და შესაძლებლობებით, თუმცა არა პრინციპულად. კლანებს შორის ბრძოლას წყვეტს მხოლოდ ერთი მათგანის გამარჯვება და მათთვის იმ წესის დაძალება, რომელიც ეფუძნება ზოგადმაფიოზურ ცნებებს; შენდება ძალაუფლების, როგორც ერთიანი მაფიის პირამიდა, სადაც ადამიანის სტატუსი განისაზღვრება მისი პოზიციით პირამიდაში. რა თქმა უნდა, ეს პირამიდა აბსოლუტურად არ შეესაბამება უნივერსალური სამართალის პრინციპებს, მისი ღირებულებები სრულიად განსხვავებულია.
კლანურ ან მაფიოზურ ეთიკას აქვს კარდინალური, ეგზისტენციალური ნაკლოვანებები: მას არაფერი აქვს სათქმელი ადამიანის არარაობასთან დაკავშირებით დროისა და მარადიულობის წინაშე. თუმცა, პალიატივები ხელმისაწვდომია. როგორც კი მარადიული შეგახსენებთ თავს, შეგიძლიათ ეკლესიაში წახვიდეთ, სანთელი დაანთოთ, პარაკლისი გადაიხადოთ; იქნებ, მოგვეშვას და შესაძლებელი გახდეს კვლავ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრება. კიდევ ერთი პალიატივი მდგომარეობს ეროვნულის ენერგეტიკაზე გასვლაში, მისი მილიტარისტული გაშმაგების გაღვივებაში, კოლექტივში გათქვებაში, რომელიც აძლევს საკუთარი არარაობის დავიწყების საშუალებას.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ერს, რომელმაც თავი დააღწია დიდი ხნის ტოტალიტარიზმს (იმდენად ხანგრძლივის, რომ ძველი კულტურა დავიწყებას მიეცა), შეუძლია მხოლოდ მაფიოზური საზოგადოების შენება, რომელიც მიმართულია უკიდურესად ზედაპირული რელიგიურობისა და მილიტარიზმისკენ. და თუ ასეა, მაშინ ასეთი საზოგადოების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ მისი ხანგრძლივი ფილოსოფიურ-რელიგიური განათლების გზით.


თარგმანი მ.ფ.ლ  10.20.17   სარედაქციო (C)
ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხებაა

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised