вторник, 7 марта 2017 г.

მომხიბვლელობის საიდუმლოება- ეძღვნებათ საბედისწერო ქალებს 8 მარტთან დაკავშირებით

მომხიბვლელობის საიდუმლოება  (  For You baby)
 
1. გაუცნობიერებელი ჰიპნოზი 

მომხივლელობა მოუხელთებელი რამ არის. თუ სილამაზისთვის შეიძლება ობიექტური კრიტერიუმების დადგენა, რომლებითაც სილამაზის კონკურსებზე ხელმძღვანელობენ (მაგალითად, 90-60-90), მომხიბვლელობისთვის არ არსებობს არავითარი სტანდარტი. რატომაა, რომ ხელის მსუბუქი მოძრაობა ან თვალების მოჭუტვა  ერთ ადამიანში მოულოდნელად გვიზიდავს, ხოლო მეორეში გულგრილს გვტოვებს, ან შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც მტრული დამოკიდებულება?
მომხიბვლელობა პიროვნების თვისებაა გამოავლინოს თავისი სიმართლე და დაუცველობაც კი. მომხიბლავი ადამიანი თავს უფრო მეტად ავლენს, ვიდრე სხვა, ავლენს  რაღაც ბავშვურს, გამოცდილებით, ასაკით, სოციალური სტატუსით არ დაუჩრდილავს.
 რუსული ლიტერატურის ყველაზე მომხიბლავი გმირი ნატაშა როსტოვა პირველად ასე გვევლინება:
„შავთვალება, დიდი პირით, ულამაზო, მაგრამ მკვირცხლი გოგონა, თავის ბავშვურად გაშიშვლებული მხრებით, რომლებიც მოუჩანდა კორსაჟიდან ჩქარა სირბილის გამო, თავისი უკან გადაყრილი შავი კულულებით, გამხდარი შიშველი ხელებით და პატარა ფეხებით მაქმანიან პანტალონებსა და ღია ფეხსაცმელში ...“
 აქ სიმკვირცხლე უპირისპირდება სილამაზეს. ნატაშა გვხიბლავს ამ ენერგიული მოძრაობით. მომხიბლავი ადამიანის სახის, მიმიკის და ჟესტიკულაციის გამოხატვას შეიძლება გატაცებით უყურო, როგორც მოსალოდნელ ზღვის ტალღებს ან ცეცხლის მოციცმციმე ალს, რომელშიც გამოვლინდა სამყაროს დაუღალავი ცოცხალი ბუნება, უსასრულოდ მრავალფეროვანი, თუნდაც გამეორებული.
«Обаятельный, очаровательный, обворожительный» სინონიმებია, და ყველა მათგანის მნიშვნელობა სათავეს იღებს სიტყვებიდან «колдовать», «ворожить», ანუ მიუთითებს ზემოქმედების მაგიურ ძალაზე. საზოგადოდ მიღებული ეტიმოლოგია სიტყვისა «колдовство» არ არსებობს, მაგრამ იგულისხმება, რომ თავდაპირველად მისი მნიშვნელობა იყო «заговаривать». ეს იგივეა, რაც «обаивать», ანუ «околдовывать словами», ძველი რუსულიდან «баяти» («говорить»), აქედან მოდის «басня», «байка», «балагур», «баловать». სხვათა შორის, ასეთივეა საწყისი მნიშვნელობა სიტყვების «волховать», «волшебство» — «говорить сбивчиво, неясно». არსებითად, სხვაობა ჯადოსნობასა და მომხიბლელობა შორის მხოლოდ იმაშია, თუ ისინი როგორ „იწყებენ შელოცვას“: ნებსით თუ უნებლიეთ.  ჯადოსნობა იმიტომ იყო დაგმობილი პრაქტიკულად ყველა ერის მიერ, რომ განასახიერებდა ადამიანის თვითნებობას, რომელიც მიზნად ისახავდა სხვების ნების დამორჩილებას,  ზემოქმედებას მათზე „იძულებით“ და „ზებუნებრივად“, ბუნების და „ღვთის“ კანონის დარღვევით და, შესაბამისად, ავ სულთან თანამშრომლობით.
მომხიბვლელობა ჯადოსნობაა, რომელშიც არაფერია ძალადობრივი და ზებუნებრივი, არავითარი განზრახვა, ბოროტი ან კეთილი. ეს სასიცოცხლო პროცესების მომაჯადოებელი ძალაა, რომელიც ქვეცნობიერად ვლინდება პიროვნებაში. მომხიბლავი ადამიანის თანდასწრებით და, განსაკუთრებით, მასთან ურთიერთობაში, ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ თავს მოჯადოებულად, თითქოს სხვა დროსა და სივრცეში ვიმყოფებით, სადაც ყველაფერი ცხოვრობს გაორმაგებული ძალით, სადაც გამჭვირვალე ბარიერია გარეგნულსა და შინაგანს შორის. მომხიბვლელობა გაუცნობიერებელი ჰიპნოზია, როდესაც ადამიანი ხიბლავს ირგვლივ მყოფთ ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლით სავსეა, თავისი ენერგიით უნებლიეთ ანცვიფრებს სხვებს, ხდის მათ აზრების, გრძნობების, განწყობის ამ გამუდმებული მოძრაობის თანამონაწილედ. მომხიბლავი ადამიანები სპონტანურად მოქმედებენ, არ ახვევენ თავს საკუთარ აზრს, ზემოქმედებას არ ახდენენ აღქმაზე.
მომხიბვლელობა შეიძლება გამოიწვიოს გულჩვილობის მსგავსი გრძნობა. ჩვენ გვიჩუყდება გული, როდესაც ის წარმოთქვამს პირველ სიტყვას, გადადგამს  პირველ ნაბიჯებს. გული გვიჩუყდება, როდესაც ვხედავთ პატარა ცხოველებს, პატარა არსებებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მისიას და პოულობენ ადგილს ცხოვრებაში. გულს გვიჩუყებენ სუსტები, როდესაც ისინი თავის თავში ძალას აღმოაჩენენ.
მომხიბვლელობის უნებლიობა, უშუალობა, დაუსრულებლობაა, განუწყვეტელი „არა“, რომლის მეშვეობით ხორციელდება ცხოვრების საიდუმლოება, მისი მოძრაობა ჩვენ შესახვედრად. მომხიბვლელობა დაუცველობაა, რომელიც ფარ-ხმალს აყრევინებს. ბუნებამ ან ღმერთმა ჩაგვინერგა მოწყალების და მომხიბლაობის მექანიზმი - გახსნილობის, გულუბრყვილობის ერთობლიობის, სანდომიანი, გულის ამაჩუყებელი გამოვლინება, რომელიც იწვევს დახმარების, სითბოს გაზიარების  სურვილს.
მომხიბვლელობა ღირსებით, შინაგანი ძალით სავსე სისუსტეა; ან შინაგანი ძალა, რომელსაც არ ეშინია თავისი სისუსტის გამოვლინება.

2.  უნარი იყო ის, ვინც ხარ
მოპასანს აქვს მოთხრობა „პორტრეტი“, რომელიც მან მიუძღვნა მომხიბლაობის საიდუმლოებას. ჯერ მთხრობელი ხვდება მამაკაცს, რომელსაც ქალთა გულის მპყრობელის სახელი აქვს, და ცდილობს შეაღწიოს მისი მომხიბლაობის საიდუმლოებაში. „რა თქმა უნდა, ლამაზი არ იყო. საერთოდ არ გააჩნდა ელეგანტურობა ...“ შემდეგ ირკვევა, რომ მას არც განსაკუთრებული ჭკუა არ გააჩნია, არც გონებამახვილობა. მაშინ რაში გამოიხატება „ამ ადამიანის მომხიბლაობი საიდუმლოება?“ მასში იზიდავს გახსნილობა, ამასთან ყოველგვარი გულახდილობისა და აღსარების გარეშე. ის, უბრალოდ, რჩება ისეთი, როგორიც არის: „მასთან რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის დამყარდა გარკვეული სიახლოვე. ყველა კარი ღია იყო და მას რომ სურვილი გამოეხატა, მე, ალბათ, მოვუყვებოდი ჩემ შესახებ იმას, რასაც ჩვეულებრივ მხოლოდ ძველ მეგობრებს უყვებიან. ამაში რაღაც საიდუმლოება იყო. ბარიერი, რომელიც არსებობს ადამიანებს შორის <...>, ჩვენ შორის თითქოს არ არსებობდა, და, ალბათ არ არსებობდა მასსა და სხვა ადამიანებს შორის, რომლებსაც ის შემთხვევით ხვდებოდა“.
შემდეგ მთხრობელი მიდის ახალ ნაცნობთან სტუმრად, სადაც ნახავს მისი დედის  პორტრეტს, და მისთვის ნათელი ხდება, ვისგანაც მიიღო მან მემკვიდრეობით მომხიბლაობის ნიჭი:
„ქალი იმდენად მარტო იყო და იმდენად სახლში, რომ მთელ ამ დიდ სასტუმრო ოთახში ვერაფერს, გადაჭრით ვერაფერს ვამჩნევდი მის გარდა. იგი მარტო იყო აქ, ყველაფერს ავსებდა, ყველაფერს აძლევდა სიმყუდროვეს <…> როგორი უსასრულო მომხიბვლელობა, ნაზი და ალერსიანი, მოდიოდა ამ ბუნდოვანი პორტრეტიდან ...“
მომხიბვლელობა ნათელი აურაა, რომელშიც სხვა ადამიანი ადვილად არის ჩართული, როგორც საკუთარ სივრცეში (სიტყვა „აურა“ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ნიშნავს „მსუბუქი ქარის ქალღმერთს“). მომხიბვლელობა თავს აყვარებს, რადგან ეს ჩვენთვის სხვა გახსნილი ადამიანის არსებობის უნებლიეობა, უშუალობაა, რომელიც ხსნის ყოველგვარ ბარიერს სულებს შორის, ხოლო ასეთი შერწყმის შესაძლებლობას განიცდიან, როგორც სიყვარულს.

3. სილამაზე და მომხიბვლელობა
სილამაზე ზოგადესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც ეკუთვნის, როგორც არაცოცხალ ბუნებას, ისე ცოცხალ არსებებს. მაგრამ მომხიბვლელობა დამახასიათებელია მხოლოდ ცოცხლებისთვის. ვარსკვლავები, ზღვა, მთები, ტყეები და მდელოები ძალიან ლამაზია, მაგრამ მათ ვერ ჩათვლი მომხიბლავად, თუ არა რომელიმე გადატანითი, ზეშთაგონებული, პერსონიფიცირებული მნიშვნელობით, (“ეს იყო მხიარული, ძალიან მომხიბლავი ვარსკვლავი“). მაგრამ უკვე ცხოველებშია შესამჩნევი მომხიბლაობის ნიშნები, რომლებიც განსხვავდებიან სილამაზისგან. რომელიმე შეუხედავი, მაგრამ ცელქი ეზოს ძაღლი შეიძლება ჯობდეს მომხიბლაობით ლამაზ დობერმან-პინჩერს.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ «обаять» ნიშნავს  «заговаривать», ანუ საკუთარი თავის გამოხატვას სიტყვებით და მათი გავლენის ძალის წარმართვას სხვებზე. ამრიგად, მხოლოდ თვითგამოხატვის უნარის მქონე არსებებს შეუძლია იყონ მომხიბლავები. თავდაპირველად „მომხიბვლელობა“ ნიშნავდა სიტყვიერ შელოცვას, მაგრამ თანდათან დაკარგა  „სიტყვასთან“ კავშირი და ნიშნავდა უბრალოდ მომხიბლავ ზემოქმედებას, სიტყვებით თუ არა, ბგერებით, მიმიკით, ჟესტით ... თვითგამოხატვა გულისხმობს ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელ გაორებას: შინაგანსა და გარეგნულზე, „ვისზე“ და „რაზე“.  მათ შორის ცოცხალი, მოძრავი ურთიერთობა მომხიბლაობის წყაროა. „ვინ“ მუდმივად იცვლის თავის გამოხატვის ფორმებს და ამიტომ წარმოგვიდგება, როგორც რაღაც აუწერელი, როგორც შესაძლებლობა, რომელიც განხორციელებას ვერ ჰპოვებს ვერც ერთ რეალობაში. ამით, ფაქტობრივად, განსხვავდებიან სულიერი არსებები უსულო საგნებისგან: მათში არის განუხორციელებელი გახსნილობა, „შეცდომის“ ენერგია, არასრულყოფილების სითბო.
პირიქით, სილამაზეს, თუ იგი არ არის დაკავშირებული მომხიბვლელობასთან, შეუძლია მოახდინოს რაღაც გაყინულის, უსიცოცხლოს შთაბეჭდილება, როგორც „რა“, რომელიც ჩრდილავს „ვინ“-ს. სისწორემ და სრულყოფილებამ, რომელიც გვიზიდავს კრისტალებსა და ყვავილებში, შეიძლება გამოიწვიოს გაუცხოება და ადამიანთა სახეების უარყოფა. მომხიბლავ ნატაშა როსტოვას  ლ.ტოლსტოის რომანში უპირისპირდება ლამაზი ელენ კურაგინა. ხაზგასმითაა აღნიშნული მისი სტატიკურობა, ქანდაკებასთან შედარება, თითქოს თავის სილამაზეს ატარებს, როგორც ნიღაბს. მას „მორგებული აქვს საკმაოდ უცვლელი ღიმილი ლამაზი ქალისა“. ის დადის „წელში გამართული, არავის უყურებს, მაგრამ ყველას უღიმის და თითქოს გულმოწყალედ აძლევს უფლებას დატკბეს მისი სხეულის, სავსე მხრების, ძალიან ღია, იმ დროის მოდის მიხედვით, გულმკერდით და ზურგით. რადგან სილამაზე დამახასიათებელია უსულო მოვლენებისთვისაც, ადამიანში ის შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც რაღაც მისგან ცალკე მყოფი, როგორც საგანი, რომელიც შეიძლება საქვეყნოდ გაიტანო და რომლის მანიპულირებაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, სილამაზე ანგარებიანია, უნებლიეთ ელოდება სხვის შეფასებას, განეწყობა ამისათვის, სთავაზობს საკუთარ თავს საცქერად. ლამაზები იპრანჭებიან. სილამაზე დაძაბულია, რადგან გრძნობს აუცილებლობას თავის თავს შეესაბამებოდეს, მოიპოვოს აღიარება და მოწონება. ლამაზი ადამიანის გვერდით ხშირად თავს უხერხულად გრძნობ, თითქოს ვალი გაქვს (გაოცების, აღფრთოვანების). მომხიბვლელობა, პირიქით, ათავისუფლებს, მისი ვალი არავის აქვს, ის გულუხვია და არაფერს ელოდება სანაცვლოდ.
ი. კანტის  თანახმად, სილამაზე ფორმალურია, ის მიზანშეწონილობაა, რომელიც მოკლებულია წარმოდგენას მიზნების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ყვავილის, მარჯნის ან ორნამენტის სილამაზის თვითკმარობა. მომხიბვლელობა, პირიქით, მოძრაობის ენერგიაა, რომელიც თავს იჩენს ფორმის გადალახვაში. რა თქმა უნდა, პლასტიკური მოძრაობა  ასევე შეიძლება იყოს ლამაზი, როგორც ბალეტსა ან ტანვარჯიშში. მაგრამ მაშინ ჩვენ უნდა ვისაუბროთ თავად მოძრაობის ფორმაზე, რომელშიც თავისთავად მნიშვნელოვანია პროპორციულობა, სიმეტრია, ჰარმონია: არაფერი ზედმეტი. მომხიბლავია ისეთი სპონტანური მოძრაობა, რომელიც ცხადყოფს პოტენციურობას და სულის მეტამორფოზებს. ამ თემაზე ნ.ზაბოლოცკიმ დაწერა ცნობილი ლექსი „ულამაზო გოგონა“:
И пусть черты ее нехороши
И нечем ей прельстить воображенье, —
Младенческая грация души
Уже сквозит в любом ее движенье.
 აქ ყოველი სიტყვა მიუთითებს მომხიბვლელობა: «младенческая», «грация», «душа», «движенье»…
მომხიბვლელობა არ აქვს თავისი „სუბსტანცია“, თავისი კონკრეტული გამოვლინება. შეიძლება ითქვას, რომ სიმეტრია ასიმეტრიაზე ლამაზია, წვრილი წელი მსუქან მუცელზე, სქელი თმა მელოტ თავზე... მაგრამ ყველა ეს „პარამეტრი“ არ გამოიყენება მომხიბლაობისთვის, რადგან, როგორც სიცოცხლისუნარიანობის მაგია ის ვლინდება ყველაზე მოულოდნელ და საპირისპირო თვისებებში. არა მხოლოდ სისწრაფე და მოხერხებულობა, არამედ შენელება და მოუქნელობაც კი შეიძლება იყოს მომხიბლავი. რადგან თავად ცხოვრებაც კი ზოგჯერ აჩქარდება, ზოგჯერ ნელდება, ზოგჯერ გამოიხატება ბუნტში, ზოგჯერ მორჩილებაში ... სიჩქარე მომხიბლავია, როგორც სიმკვირცხლის განსახიერება, მაგრამ დამკვრელური წარმოების და ენერგიული მეწარმეების ფონზე, რომლებიც მუდმივად აჩქარებული არიან პროფიტის გამო, შენელება შეიძლება გამოიყურებოდეს მომხიბლავად, როგორც, მაგალითად, პლატონოვის ვოშჩევი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს „უძლურების ზრდისა და შრომის საერთო ტემპის დროს ჩაფიქრებულობის გამო“  („ქვაბული“).
XX საუკუნის მეორე ნახევრის  რუსული ლიტერატურის ყველაზე მომხიბლავი პერსონაჟია ვენიჩკა ეროფეევი, რომელმაც ეფექტურობის, გმირული შრომის ოფიციალურ კულტს დაუპირისპირა თავისი კრედო: „ყველაფერი <...> უნდა მოხდეს ნელა და არასწორად“. საუკუნეების განმავლობაში ენერგია მთელ მსოფლიოში იყო აღზევებული მის სხვადასხვა გამოვლინებაში: კინეტიკური და პოტენციური, სხეულის და სულის ენერგია, კოლექტივის და ინდივიდის ენერგია, რევოლუციის და მშენებლობის ენერგია,  კოსმიური და პოლიტიკური ენერგია... და ყველა ამ ათვისებული ენერგიის ქვეყანაში როგორც იქნა მოიძებნა ადამიანი, რომელმაც მოგვცა ენერგიის შემცირების მომხიბლავი მაგალითი. „ოჰ,მთელი სამყარო, ყველა ამ სამყაროში რომ იყოს ახლა ჩემსავით მშვიდი და გაუბედავი <...> რა კარგი იქნებოდა! არა ენთუზიასტებს, არა გმირობას, არა შეპყრობილობას! - საყოველთაო სიმხდალე“.  გაუბედაობა და სულმოკლეობა ცოცხალის გამოვლინებაა სამყაროში, სადაც ენერგია და გმირობა იძენს მექანიკურ და მოკვდინების თვისებებს.

4. ნაყალბევი. ქარიზმა
მომხიბლაობის გაყალბება არ შეიძლება, როგორც კი მას იყენებენ შეგნებულად, იგი უბრალოდ კი არ ქრება, არამედ იძენს უარყოფით სიდიდეს, უკუაგდებს, როგორც ნებისმიერი პოზიორობა. მცდელობა იყოს უშუალო მაშინვე გასცემს მის დაძაბულობას; და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თვალთმაქცი შეძლებს გაითამაშოს სისადავე,  ეს უკვე მსახიობის  ხელოვნებაა, არა პიროვნების მომხიბვლელობა.
რა თქმა უნდა, ბუნებრივსა და ხელოვნურ მომხიბვლელობას შორის არ შეიძლება ხისტი გამყოფი ხაზის გავლება. ხელოვნურობას შეუძლია ოდნავ გახსნას თავისი ბავშვური ბუნება და, თავის მხრივ, გახდეს მომხიბლავი. სამი წლის ბავშვს უკვე შეუძლია თამაში თავისი მომხიბლაობით, მახეში გაბმა. მაგრამ მოზრდილებში არსებობს განზრახ ბავშვურობის მანერულობაში გადაზრდის საშიშროება, და მაშინ თამაში თავისთავად წყდება, ბავშვურობა ზრდასრული ადამიანის სახეზე ნიღაბივით იყინება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს „მომხიბლავის“ ფიგურა, რომელიც შეგნებულად იყენებს თავის თილისმას სხვის ნების დასამორჩილებლად, ქალთა გულების დასაპყრობად ან მათი ფულის ხელში ჩასაგდებად. ამ რიგს მიეკუთვნება პროფესიონალი, ოსტაპ ბენდერის მსგავსი ტიპის „მომხიბლავი თაღლითი“. მომხიბვლელობას მოკლებული თაღლითი შეიძლება იყოს პროფესიონალურად უვარგისი. მაგრამ თუ შეიძლება საუბარი  ასეთი ავანტიურისტების მომხიბლაობის შესახებ, ის არ შეიძლება მივიჩნიოთ პირველად მომხიბლაობად, რომელიც ქრება სიყალბესა და სიცრუეში, და აღორძინდება თვით ავანტიურის დონეზე. ქცევის ეს მსუბუქი, უდარდელი მანერა, „ალალბედზე“, თავისთავად შეიძლება აღიქვას, როგორც მომხიბლავი, რომელიც გვიჩვენებს ადამიანში რაღაც დაუცველს და ბავშვურს, რომელსაც, მიუხედავად ანგარებისა, შეუძლია აქციოს ცხოვრება აზარტულ თამაშად. მის თანამზრახველებთან და მოწინააღმდეგეებთან შედარებით, „დიდი კომბინატორი“ გამოიყურება სულით უფრო ახალგაზრდა, ბავშვურად ცელქ ადამიანად, მომხიბლავსა და დაუცველად მის უდარდელ ფანტაზიებში.
უნდა განვასხვავოთ მომხიბვლელობა ქარიზმისგან, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს ახასიათებს. ეს არის სხვა ადამიანთა ნების დამორჩილების და თან გაყოლების განსაკუთრებული, „ზებუნებრივი“ ნიჭი; როგორც წესი, ეს პიროვნების დამორჩილების და კოლექტივის სულის მაგიური დაუფლების ინსტრუმენტია. მომხიბვლელობა ავლენს ადამიანის უშუალო, უნებურ არსებობას, ხოლო ქარიზმა ნების თვითდამკვიდრებაა, რომელიც დამახასიათებელია გუნდის ლიდერისთვის, განსაკუთრებით ტოტალიტარული ტიპის ლიდერებისთვის: მუსოლინის, ჰიტლერის, სტალინის, კასტროსთვის ... თუ მომხიბვლელობა სისუსტის ძალაა, ქარიზმა  ძალის ძალაა. და მაინც, ქარიზმას უჭირს მომხიბლაობის გარეშე. საბჭოთა პროპაგანდა ყოველნაირად ცდილობდა წარმოედგინა ლენინი მომხიბლავ, „ჰუმანურ“ ადამიანად, მისი ღიმილით, ენაჩლიგობით, მოჭუტული თვალებით ... «Знал он слабости, знакомые у нас, / как и мы, перемогал болезни»  (მაიაკოვსკი) - და ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ დაემტკიცებინათ: „ის ყველაზე ჰუმანური ადამიანია“.
5. მორალის მეორე მხარეს. თამაში
მომხიბვლელობა, და ამაში მას საერთო აქვს სილამაზესთან, სიკეთისა  და ბოროტების მიღმაა. ნატაშა როსტოვა სრულებითაც არ არის სათნო, მაგალითად, მისი მეგობრის სონიასგან განსხვავებით,  რომელიც ემორჩილება გონებისა და მორალის ხმას, რჩება მისი შეყვარებულის ნიკოლაი როსტოვის ერთგული და ცდილობს შეაჩეროს ნატაშაში ვნებათა თამაში, გადაათქმევინოს გაქცევა ანატოლ კურაგინთან ერთად. მაგრამ სონია არ არის მომხიბლავი, ის „ფუჭყვავილაა“. მომხიბვლელობა მოკლებულია მორალურ ელფერს, როგორც ბავშვია, თავისი არსით, ამორალური: მან ჯერ არ იცის, „რა არის კარგი და რა არის ცუდი“.
რაშია, მაგალითად, პეჩორინის მომხიბლაობის საიდუმლოება? მას სტიქიური ბუნება აქვს, მის ნებასა და ცნობიერებაზე უფრო ღრმა: ის მიუწვდომელია თავად მისთვის, რაც ხიბლავს ქალებს და იზიდავს მაქსიმ მაქსიმიჩს და დოქტორ ვერნერს. პეჩორინის დღიურიდან  ნათელია, რომ ის გამოუცნობია საკუთარი თავისთვისაც კი. «... რატომ ვცხოვრობდი? რა მიზნისათვის დავიბადე?.. ალბათ, არსებობდა ის, ალბათ, მქონდა მაღალი დანიშნულება, რადგან ვგრძნობ ჩემ გულში დიდ ძალას ... მაგრამ მე ვერ გამოვიცანი ეს დანიშნულება ...“  პეჩორინი უაზროდ ხარჯავს თავის ცხოვრებას, ერევა კონტრაბანდისტების საქმეში, თავს შეაყვარებს თავადის ასულს მერის, რომლის მიმართ გულგრილია, და ბელას, რომელიც ძალიან მალე მობეზრდა, მონაწილეობს დუელში გრუშნიცკისთან, და ამავე დროს მოწყენილობას გრძნობს,  ყველაფერში შეაქვს ეჭვი და უკმაყოფილოა საკუთარი თავით. ეს სულიერი ტანჯვა, სიცოცხლისაკენ სწრაფვაა ადამიანისა, რომელმაც ვერ ამოიცნო თავისი მიზანი, გატაცებულია რაღაც უსარგებლო ქმედებებით, აცნობიერებს თავის ამაოებას და, მიუხედავად ამისა, მაინც მიისწრაფის თავგადასავლებისკენ. სწორედ ამაშია პეჩორინის მომხიბვლელობა.
ამრიგად, მომხიბვლელობას აქვს თავისი ბნელი მხარე, უარყოფითი მაგნეტიზმი. დოსტოევსკის პერსონაჟებიდან, ალბათ, ყველაზე მომხიბლავია სტავროგინი. მის შესახებ ნათქვამია: „არისტოკრატი, როდესაც მიდის დემოკრატიაში, მომხიბლავია!“ სტავროგინი პეჩორინის უფრო ღრმა, დემონიზირებული ვარიანტია. „მე ყველგან მოვსინჯე ჩემი ძალა <…> მოვსინჯე ჩემთვის და სხვების დასანახად, მაგრამ , როგორც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ის უსასრულო აღმოჩნდა. <…>  მაგრამ სად გამოვიყენო ეს ძალა - რაც არასდროს მინახავს, ვერც ახლა ვერ ვხედავ ...“ მაგრამ ეს უსასრულო მცდელობა, შეუზღუდავი ძალის და მისი გამოყენების უუნარობის  ერთობლიობა სტავროგინს მომხიბვლელობას ანიჭებს. მას რომ მოეძებნება მისი ძალის ღირსეული გამოყენება, ის გახდებოდა გმირი ან ბოროტმოქმედი, მაგრამ დაკარგავდა თავის ხიბლს, ამ თამაშს სხვადასხვა შესაძლებლობების  ზღვარზე.
მომხიბლავი ადამიანები ხშირად იწვევენ განცვიფრებას თავისი უსარგებლობით, „ზედმეტობით“. ასეთები არიან ცნობილი საბჭოთა ფილმების,  ოთარ იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელი“ და რომან ბალაიანის „ფრენა სიზმარსა და ცხადში“ გმირები, და ასევე ამავე თემაზე ბოლო დროს შექმნილი ალექსანდრე ველედინსკის კინორეფლექსია „გეოგრაფმა  გლობუსი ლოთობაში გაანიავა“. ყველა ამ გმირში იზიდავს სასიცოცხლო ძალის თამაში კონკრეტული მიზნის და პრაქტიკული გამოყენების გარეშე. ასეთი ენერგიული უსაქმურები განსაკუთრებით მომხიბლავები არიან, თუმცა, საბოლოოდ, მათ ანადგურებს სიცარიელე და მიზანის არარსებობა. ისინი უყვართ ქალებს და ბავშვებს, რადგან ცხოვრობენ არარაციონალურად და არაპროგნოზირებულები არიან; მათგან ყოველთვის ელი საჩუქარს, რადგან ისინი ადვილად უყადრებენ თავს. მათი მთავარი საქმეა ხელგაშლილად, მაგრამ ამაოდ ფლანგონ თავისი ცხოვრება. როგორც პოეზიაა (ა. დრაგომაშჩენკოს განმარტებით) ენის უაზრო ფლანგვა, ისე მომხიბლაობაა ცხოვრების უაზრო ფლანგვა.
თუ, კანტის თანახმად, სილამაზე მიზანშეწონილობის ფორმაა მიზნის გარეშე, მომხიბვლელობა სიცოცხლისუნარიანობის ფორმაა მიზნის გარეშე, ცხოვრების, რომელიც თავისთავად თამაშობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის თავად არის მიზანი მისთვის. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის უაზრო ცხოვრებაზე, რომელიც გადადის  ავტომატიზმში და ემსგავსება კვდომას, როგორც გმირი „ივან ილიჩის სიკვდილში“. ეს ეხება სრულ, პირამდე სავსე, და არა მიზანს მოკლებულ, ღარიბ ცხოვრებას.
Сколько надо отваги,
Чтоб играть на века,
Как играют овраги,
Как играет река,
Как играют алмазы,
Как играет вино,
Как играть без отказа
Иногда суждено…
 პასტერნაკი. „ვაკხანალია“. 
მომხიბვლელობა ასევე „შეუჩერებელი“, თავშეუკავებელი თამაშია, რომელიც ადვილად სცილდება სიკეთისა და ბოროტების საზღვრებს. ცივილიზაციისათვის თამაშის ყოვლისმომცველი მნიშვნელობის შესახებ დაწერილია ი. ჰეიზინგის ცნობილი წიგნი «Homo Ludens» (1938). მიუხედავად იმისა, რომ თამაში თავის თავად უმიზნოა, მის შიგნით  მუდმივად ჩნდება თავისი მიზნები და ფუნქციები, როგორც სპორტსა ან თეატრში: თავად გაიმარჯვოს, აჯობოს სხვას, გარდაიქმნას პერსონაჟად ... მომხიბვლელობა ორმაგად უაზრო, ინსტინქტური თამაშია, რომელიც არ ემალება ცხოვრებას თეატრის სცენას ან ფეხბურთის მოედანს, ან ჭადრაკის დაფას ამოფარებული. ეს არ არის რაღაცის ან ვინმეს როლში თამაში, არამედ თამაშია, როგორც ცხოვრების თვისება. ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ Vita Ludens:  ადამიანი კი არ თამაშობს, არამედ სიცოცხლე მასში,  მისი განზრახვისა და ნების გარეშე. სწორედ ეს არის მომხიბლაობის წყარო : სიცოცხლე მის შეუფერხებელ სიცოცხლისუნარიანობაშია. ეს ვიტალურობაა ვეტოს გარეშე.

6.   მომხიბვლელობა და მოხიბლულობა
  მომხიბლავ ადამიანს სურს მიბაძოს, ზოგჯერ წვრილმანებში, რომლის მეშვეობითაც იგი საშუალებას გვაძლევს მივუდგეთ საკუთარ თავს. გადამდებია ჟესტები, ინტონაცია, სიტყვები. ნებისმიერი პიროვნება, რომელმაც შეძლო მოეხიბლა მთელი ეპოქა, წარმოეშვა მიმბაძველთა ლეგიონი, - როგორიცაა დენდიზმის  დამფუძნებელი ჯორჯ ბრომელი, ან კოკო შანელი, ლილია ბრიკი. მათ შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მომხიბვლელობა იყო მათი პროფესია. მე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვყოფილვარ სხვადასხვა ადამიანების მიერ «обїян», და გარკვეულწილად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გადავიღე მათი თვისებები. ამას არ უნდა  შევეწინააღმდეგოთ, რადგან, როდესაც ვითვისებთ სხვის თვისებებს, ჩვენ თავიდან ვქმნით ჩვენ თავს.
მომხიბვლელობა  სხვა პიროვნების გავლენაა, რომელიც თავს გვაყვარებს. მომხიბვლელობა ყველაზე ადამიანურია, რაც ადამიანს გააჩნია. ამ სტიქიური გავლენის წყალობით ჩვენ, ფაქტობრივად, ვხდებით ადამიანები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აღმოვაჩენთ ჩვენთვის სხვებს და საკუთარ თავს სხვებისთვის. მომხიბვლელობა ზოგადსაკაცობრიო ემპათიის უფრო ძლიერი გამოვლინებაა, ვიდრე წიგნებიდან, ფილმებიდან, ლექციებიდან ინდივიდებისა და კულტურების მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის მიღება. ადამიანის რასის ერთიანობა ხორციელდება სხვადასხვა უნებლიე, თითქმის გაუცნობიერებელი გატაცებებისგან, რომლებიც გადაიცემა გადამდები ღიმილით, ჟესტებით, მიმიკით. უფრო გახსნილი იყავით ასეთი ზემოქედებისათვის, ნება მიეცით მოგხიბლონ, უბრალოდ შეიწოვეთ ის ცოცხალი, თბილი, ბავშვური, რაც სხვა ადამიანებისგან მოდის. ეს ერთ-ერთი მთავარი სიხარულია იმისა, რომ ხარ ადამიანი.
კარგია იყო მომხიბლავი, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია იყო მოხიბლული, სხვის მომხიბლაობისადმი მგრძნობიარე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ არის მომხიბლავი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჩვენზეც. „მეშვიდე“ გრძნობის ამ ორგანოს გავარჯიშებისას ჩვენ შევძლებთ აღვიქვათ ისეთი ადამიანების მომხიბვლელობა, რომლებიც, ერთი შეხედვით, მოკლებული არიან ხიბლს. ყველა ნაკლებად მომხიბლავ ადამიანზე შეიძლება მოიძებნოს უფრო მოხიბლული, რომელსაც შეუძლია, როგორც გამადიდებელი მინით, აღიქვას მომხიბლაობის ნიშნები სხვა ადამიანში. მოხიბლულობა ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც, თავის მხრივ,  მომხიბლავ ადამიანად გვაქცევს.
მოყვასის  სიყვარული არ არის მხოლოდ მორალური მცნება. ამ შემთხვევაში იგი განსხვავებულად გაიჟღერებდა: შეასრულე შენი მოვალეობა, იყავი კეთილი და გულუხვი, თანაუგრძნე, დაეხმარე, და ა.შ. მაგრამ სხვაგვარადაა ნათქვამი: შეიყუარე. სიყვარული კი შეუძლებელია შეყვარებულობის გარეშე, სტიქიურის, ინტუიციურის,  გონივრულად არაფრით არ მოტივირებული სინაზით სხვა არსების მიმართ.  მომხიბვლელობა ისაა, რითაც სხვა ადამიანი, როგორც პიროვნება, და არა მამაკაცი ან ქალი, გვაყვარებს თავს. ამიტომ სხვისი მომხიბლაობისადმი მგრძნობიარობა, ადამიანების შეყვარება - ეს არის გზა მოყვასის სიყვარულის მცნების შესრულება.
ასე გადაეცემა წრეზე მომხიბვლელობა და ამით აძლიერებს საერთო გვარის კუთვნილების ჩვენ გრძნობას. სიძულვილის, რისხვის, წყენის, ძალადობისგან ჩვენ ხშირად გვიცავს  არა მოვალეობის გრძნობა და სიყვარულის მცნება, არამედ მარტივი, აუხსნელი, არამორალური და არარელიგიური „რაღაც“, რასაც ჩვენ ყველაზე ადვილად ვნებდებით და ამასთან არ ვგრძნობთ თავს დაამარცხებულად - მომხიბვლელობა."

 https://www.youtube.com/watch?v=Bxe5-wvoXeY

Осторожно роковая женщина!!! Черная вдова. В чем причины, что делать? Психотерапия


ავტორი  M. E ..  მომხიბვლელობის ფისლოსოფია







(დასარედაქტირებელი  თარგმანი   03.07.2017 (C) MFL
ეძღვნებათ საბედისწერო ქალებს 8 მარტთან დაკავშირებით
=====
"სიყვარული თავისი ბუნებით სულაც არ არის უვნებელი, რადგან მას საფუძველში უდევს შემდეგი წესი — გახადო ადამიანი შენზე დამოკიდებული
სტალინმა შეკრიბა მისი უახლოესი გარემოცვა და უთხრა მათ — ,,თქვენ თავს იტეხთ როგორ მართოთ ადამიანები, ისინი უნდა გახდნენ როგორც წყვილი თვალი, რომლისთვისაც ერთი ბრძანება საკმარისია დასახამხამებლად და გასახელად, საჭიროა მათთვის ვიყო ცოცხალი ღმერთი. ნათქვამია მეფე ღმერთი არ არის, მაგრამ არც მასზე ნაკლებია. ახლა მე გასწავლით როგორ უნდა მოექცეთ ხალხს.” და ბრძანა მიეყვანათ მისთვის ქათამი, მან ცოცხლად გაპუტა ქათამი, ყველა ბუმბული გააცალა და გაუშვა, მაგრამ ის არსად წასულა, რადგან მზეში აუტანლად ცხელოდა მისთვის, ხოლო ჩრდილში ციოდა, ამიტომ ის მიეკრა სტალინის ფეხსაცმელებს. შემდეგ გადაუყარა მარცვალი და სადაც წავიდა, ქათამიც იქეთ გაეკიდა ,,აი ასე უნდა მართო ადამიანები” –თქვა მან.
მოხიბვლა ნიშნავს, რომ ადამიანისათვის გახდეთ სასიცოცხლოდ საჭირო, ამასთან მას უფრო მეტად უნდა სჭირდებოდეთ, ვიდრე თქვენ ის.
ხალხი სიყვარულად აღიქვამს იმ შეგრძნებას, როცა თავად არიან მოწამლულნი ამ გრძნობით. ამ ეტაპზე ყველა ოცნებობს თავი შეაყვაროს მისი ინტერესის ობიექტს. მაგრამ რამდენად გაგრძელდება მათი სიყვარული მას შემდეგ, რაც ისინი მიზანს მიაღწევენ?როცა გვიყვარს ისევე უანგაროდ გავსცემთ, როგორც დედა გასცემს შვილისათვის. ეს კეთილშობილურია, მაგრამ ვიდრე რაიმეს გაცემას დავიწყებდეთ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მას ეს მსხვერპლი სჭირდება. თუ ეს ასე არ არის მოქმედების შემდეგი ეტაპი ასეთია — აკეთებ ყველაფერს, რომ მას ეს დასჭირდეს. ანუ ის უნდა გახადოთ თქვენზე დამოკიდებული.
თუ გსურთ ვინმეს თავი შეაყვაროთ იყავით მზად იმისთვის, რომ იგი თქვენზე სუსტი გახდება და ასეთ შემთხვევაში თქვენ ისევ გეყვარებათ იგი? თუ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია ე.ი. არც ახლა გიყვართ. ის უბრალოდ საჭირო ადამიანია იმ სპექტაკლისათვის, რომელიც იწვევს თქვენში სასურველი ემოციების გაღვიძებას და ამ შეგრძნებებს თავად ეძებდით. სინამდვილეში თქვენ არა ეს კონკრეტული ადამიანი, არამედ ის როლი გჭირდებათ, რომელსაც იგი თამაშობს." 




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised