вторник, 20 декабря 2016 г.

როგორ ხდება ზომბირება სექტებში...რელიგიური ფანატიზმი: აღწერა, თერაპია



როგორ ხდება ზომბირება სექტებში


         შევეცდები ზომბირების პროცესი 3 ეტაპად დავყო, უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს.

          ეტაპი პირველი. ძველი პიროვნების განადგურება.

         ნეოფიტის პიროვნების გასანადგურებლად აუცილებელია რეალობაზე მისი შეხედულებების დანგრევა. ღირებულებათა სისტემის დაკარგვის შემდეგ, რომელსაც ბავშვობიდან მიეჩვია, და ცნებებისა, რა არის ცუდი და კარგი, ითიშება ფსიქიკის დამცავი მექანიზმები.
          გთავაზობთ ნეოფიტის რეალობის დანგრევის რამდენიმე გზას:
          უძილობა, კვების რაციონის ცვლილება. შიმშილი (მარხვა) ან საკვების მიღება ცილის დაბალი შემცველობით. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. სენსორული დეპრივაცია. ან პირიქით, გადაჭარბებული საინფორმაციო გადატვირთვა, როდესაც ნეოფიტი უბრალოდ ვერ ასწრებს ყველაფრის გააანალიზებას. ჯგუფური ლოცვა და აღსარება. მოთავსება საგარეუბნო სასწავლო ცენტრებში. მწვრთნელი იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას და ამახინჯებს ფაქტებს. მაგალითად, გურუს შეუძლია თქვას, „რაც უფრო დიდია თქვენი აურა, მით უფრო პატარა ხდება“. თუ რაიმე მსგავსს თქვენ წაიკითხავთ წიგნში, ერთი კითხვა გაგიჩნდებათ: „რა სისულელეს ლაპარაკობს ავტორი“. მაგრამ როდესაც ნეოფიტი იმყოფება სექტანტების მიერ მუდმივად კონტროლირებად გარემოში, კრიტიკული აზროვნების უნარი მცირდება. მაგალითად, ფრაზის გაგონებისას ის ხედავს, რომ ჯგუფი ნორმალურად რეაგირებს. ცდილობს სულელის შთაბეჭდილება არ დატოვოს და იღებს ჯგუფის აზრს. და იწყებს ეჭვის შეტანას საკუთარ თავში. რაც უფრო ნაკლებადაა ადამიანი დარწმუნებული თავის თავში, მით უფრო ექვემდებარება ჯგუფის და გურუს გავლენას. მალე ის მთლიანად აღმოჩნდება სექტის გავლენის ქვეშ.
        გამოიყენება ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების მეთოდები და ჰიპნოზი.
მაგალითად, გურუს შეუძლია თქვას: „მხოლოდ დემონური ბუნების ადამიანებს შეუძლიათ ეჭვი შეიტანონ ჩვენი მოძღვრების სიმართლეში“ ან „თუ გრძნობთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ ჩვენი ტრენინგი, ე.ი. თქვენ პროგრესი გაქვთ სწავლებაში. ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობას გიწევთ თქვენი ძველი წარუმატებელი პიროვნება, რომელიც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში. და თუ თქვენ ახლა იტყვით უარს, სამუდამოდ დარჩებით წარუმატებელ ადამიანად“. როდესაც ნეოფიტის გონება სუსტდება, მას ჩააგონებენ აზრს მისი სისუსტის, უზნეობის, არასრულყოფილების შესახებ. მას ცნობიერებაში უნერგავენ, რომ ის იმდენად სუსტია, რომ სექტის დახმარების გარეშე ის არასდროს არ გადაწყვეტს თავის პრობლემებს. ხშირად იყენებენ ადამიანის საჯაროდ დამცირებას.
        ნეოფიტის ფსიქოლოგიური დაცვის დანგრევის შემდეგ სექტანტები გადადიან შემდეგ ეტაპზე.
     

        ეტაპი მეორე. ახალი პიროვნების ფორმირება.

        აღნიშნული ეტაპი მდგომარეობს განადგურებული პიროვნების ჩანაცვლებაში ახალი სექტანტური პიროვნებით, რომელიც გურუს ან მწვრთნელის ერთგული იქნება და იმუშავებს სექტის კეთილდღეობისთვის.
        ახალი პიროვნების დანერგვა ხდება სემინარების, სექტანტური ლიტერატურის წაკითხვის, გურუს ლექციების, სექტის ვიდეო ფირების ნახვის, სექტანტებთან  „არაფორმალური“ ურთიერთობის დროს.
       სემინარების და არაფორმალური კომუნიკაციის დროს ხშირად იყენებენ ცნობიერების აქტიურობის შემცირების მეთოდებს. (ტრანს) ნელი ერთფეროვანი მეტყველება. საკვანძო ფრაზების გამეორება, სპეციალური ძილის მომგვრელი მეტყველების ტექნიკა. ნეოფიტებს უყვებიან, რომ გარე სამყარო მტრულია. არც გარშემო მყოფი ადამანები არიან განვითარებული სექტის წევრებთან შედარებით, და მათში მტრებს ხედავენ. ასევე შთააგონებენ, რომ მხოლოდ ძველი პიროვნება აფერხებს ნეოფიტის გარღვევას, ამიტომ ადეპტი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოს მას თავი. დასაწყისში ნეოფიტს აწვდიან ინფორმაციას მცირე დოზით, მაგრამ მასზე დაკვირვების და მისი პირადი ჩაგონების შედეგად უფრო მკაცრად მუშაობენ მასთან.
        ახალი პიროვნების დანერგვის დაჩქარების პოპულარული საშუალებაა ზეშესაძლებლობების ან ფსიქოლოგიური გამჭრიახობის დემონსტრირება, თუ მხედველობაში მივიღებთ პიროვნული ზრდის ტრენინგს. შეიძლება მოხდეს წინასწარ დაგეგმილი „სასწაულის“ დემონსტრირება ან საიდუმლოდ გროვდება ინფორმაცია ადამიანზე უცხო პიროვნებების მიერ და გადაეცემა გურუს, როგორც შთაგონება. ასევე გამოიყენება ნეოფიტზე ჯგუფის გავლენა. სექტანტები ხშირად იკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ თავის წარმოუდგენელ წარმატებებს. ეს ხელს უწყობს ნეოფიტის სურვილს, რაც შეიძლება ჩქარა შევიდეს ჯგუფში და ასეთივე „წარმატებული“ გახდეს.

ეტაპი მესამე. ახალი პიროვნების დამკვიდრება

        ადამიანში ახალი პიროვნების დანერგვის შემდეგ, რომელიც იზიარებს სექტის ღირებულებებს, აუცილებელია მისი ისე დამკვიდრება, რომ იგი არ იყოს მგრძნობიარე გარე კრიტიკის მიმართ.
      ამისთვის ხდება ადამიანის ყველა წინა პოზიტიური გამოცდილების ნიველირება და დამახინჯება. ნათესავები და მეგობრები წარმოდგენილი არიან, როგორც ადამიანის მტრები. ყველაფერი წარმოდგენილია, როგორც ცოდვილი და აბსურდული. ადამიანს რომ არ გაუჩნდეს წარსულ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი. ხშირად ნეოფიტს აძლევენ ახალ სახელს-მეტსახელს. თხოვენ შეცვალოს ჩაცმის და ვარცხნილობის სტილი. აიძულებენ საუბარს სექტის სპეციფიკური ენის გამოყენებით.
      განსაკუთრებულად მკაცრ სექტებში აიძულებენ უარი თქვან მატერიალურზე, მატერიალურად ისინი სექტაზე დამოკიდებული ხდებიან.
--------------------


გ.ვ.სტარშენბაუმი
რელიგიური ფანატიზმი: აღწერა, თერაპია

ნუ ირწმუნებ იმდენს, რასაც ვერ გადახარშაც.
გენრი ბრუკს ადამსი

რელიგიური ფანატიზმი უკიდურესი გატაცებაა რელიგიური საქმიანობით, რათა მისგან შეიქმნას კულტი, მისი თაყვანისცემით და თანამოაზრეთა ჯგუფში შერწყმით. გარდა რელიგიურისა არსებობს ფანატიზმის სხვა გავრცელებული ვარიანტები - პოლიტიკური (პარტიული), სპორტული, მუსიკალური და ა.შ.
ლიდერთან ერთად სექტანტთა ექსტაზურ ცეკვას ისინი მოჰყავს დეინდივიდუალიზაციის, ინსტინქტების გამოცოცხლების და ფსიქოფიზიკური  მღელვარების მდგომარეობაში, რომელიც ფსიქოსტიმულატორებით აგზნების ანალოგიურია, შეუძლია ჰალუცინაციების გაჩენაც კი. როკ-კონცერტების დროს ხდება ალფა-რიტმის თავზე მოხვევა, ამასთან ერთად ეეგ არ განსხვავდება ჰიპნოზურისგან. მსმენელებს უჩნდება მთელი დარბაზისა ან სტადიონისთვის საერთო ემოციები, ინდივიდუალობა იკარგება, თავისუფლდება ჯოგური ინსტინქტები. მკვეთრად იზრდება ჩაგონება შემსრულებლის, კერპის მიმართ. გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს აღარ შეუძლია ცხოვრება ყურსასმენებისა და როკ-შეხვედრების გარეშე. მსგავს გავლენას ახდენდა შეშლილი ჰიტლერი მარშირებულ შავპერანგიანთა კოლონებისა და ბრბოს აკომპონემენტის ქვეშ, რომლებიც  სკანდირებდენ: „ზიგ ჰაილ!“
რელიგიური ფანატიკოსები ასევე ავლენენ ურთიერთობათა ადიქციას, სურვილს, რომ მათი თანამოაზრეები სხვებზე ბატონობდნენ, უჩნდებათ განადგურებისა და თვითგანადგურების სურვილი. კულტის ადეპტის ცნობიერება განისაზღვრება ჯგუფის ღირებულებებით, მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა თავგანწირვით გადაეცემა ლიდერს. ფანატიკური ქცევის ადიქტურ მოტივაციას ხელს უწყობს ჯგუფის საიდუმლოება, მაგიური რიტუალები, იდეოლოგიური დაძაბულობა - ყველაფერი ეს ავსებს ადიქტის რეალური ცხოვრების „სიცარიელეს“. ახასიათებს შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენ წინააღმდეგაა“.
ქვეყნის ისტორიის კრიზისული მომენტებისთვის დამახასიათებელია უძველესი რელიგიური კულტებისადმი მიმართვა. მაგალითად, კუბაში 1992-1993-იან წლების მწვავე კრიზისი დროს ყველგან გავრცელდა აფრიკელი ტომის იორუბას უძველესი კულტი და შავი მაგია, და იმ დროს ფიდელ კასტრო და სახელმწიფოს სხვა მაღალჩინოსნები ჩნდებოდნენ თეთრ სამოსში და ასრულებდნენ ყველა ცოდვისგან განწმენდის რელიგიურ რიტუალებს. ტოტალიტარული საზოგადოება ბელადებს ანიჭებს მაგიურ თვისებებს, რადგან მათი იმედი ჰქონდეს. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ მას გააჩნდა ასეთი თვისებები და მუდმივად ახდენდა მათ დემონსტრირებას. პოლონეთის დაპყრობის შემდეგ მან განაცხადა: „ამ ბრძოლაში გადამწყვეტი ფაქტორი მე ვარ! არავის შეუძლია ჩემი შეცვლა! მე მჯერა ჩემი ინტელექტის. ვერავინ ვერ მიაღწია იმას, რასაც მე! რაიხის ბედი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. ვერაფერი შემაჩერებს. ყველას გავანადგურებ, ვინც ჩემ წინააღმდეგ წავა“.  სტალინის, საბჭოთა ათეისტების მიწიერი ღმერთის, პიროვნების კულტი არ მოითხოვდა მისგან ასეთ ფრაზებს. მაგრამ ის დარწმენებული იყო თავის მაგიურ შესაძლებლობებში, რომელიც მსოფლიო ლიდერებზეც კი ჰიპნოზურ გავლენას ახდენდა და აიძულებდა მათ უნებლიედ ამდგარიყვნენ, როგორც კი ის გამოჩნდებოდა.
რელიგიური ფანატიკური ჯგუფების წევრებად ხდებიან სხვებზე დამოკიდებული პიროვნებები, რომლებსაც არ შესწევთ უნარი პასუხისმგებლობა აიღონ თავის სიცოცხლეზე და უფრო დამაჯერებლად გრნობენ თავს ჯგუფში, რომელსაც ძლიერი ლიდერი ჰყავს. რაც უფრო მეტად კარგავენ ისინი ინდივიდუალობას, მით უფრო სჭირდებათ  იდენტიფიცირება ლიდერთან და ჯგუფთან, რათა მიიღონ ყოვლისშემძლეობის ნარცისული შეგრძნება. ასეთი პიროვნებები შეიძლება ადვილად გახდენ ფსიქოლოგიური ლიდერის მსხვერპლი, რომელიც ატარებს მასობრივ ტრენინგებს, როგორც რონ ჰაბარდი და სხვა საიენტოლოგები, ან ჰიპნოზის სეანსებს, როგორც კაშპიროვსკი. უფრო მასშტაბურ ზემოქმედებას ახდენენ  მმმ ტიპის ფინანსური პირამიდები, ორგანიზებული დამნაშავეობა, ტოტალიტარული სახელმწიფო რეჟიმები, საერთაშორისო მაფიოზური კლანები და რელიგიურ-ტერორისტული გაერთიანებები. რელიგიურ სექტებში ძალიან ადვილად იზიდავენ ინტენსიურ სულიერ ძიებაში მყოფ პირებს, რომლებიც მისწრაფიან „აბსოლუტური ჭეშმარიტებისკენ“ და ხშირად აღიქვამენ მას როგორც რთულ კითხვებზე მარტივ და ცალსახა პასუხს.
ექსტრემისტური რელიგიური კულტებისთვის დამახასიათებელია შემდეგი: ა) ქარიზმატული ლიდერები, რომლებსაც საკუთარი თავი მიაჩნიათ მესიად ან განსაკუთრებული ძალის (ნიჭის) მქონე ადამიანებად; ბ) ტოტალიტარული (დოგმატური, აბსოლუტისტური) ფილოსოფია; გ) მართვის ტოტალიტარული სისტემა; ზ) საზოგადოების წესდებისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა; დ) ძლიერი აქცენტი საზოგადოებისთვის სიმდიდრის დაგროვებაზე და ე) კულტის წევრების ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის თითქმის სრული ნაკლებობა. ახალბედები, როგორც წესი, მალავენ ნამდვილ ვითარებას, მაგრამ როგორც კი ისინი ღრმად ჩაერთვებიან კულტში, მათ უტარებენ „ტვინის გამორეცხვის“ პროცედურას. ნეოფიტის პიროვნების სრულ ცვლილებას ჩვეულებრივ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე სჭირდება, და საკულტო ჯგუფში 4-7 წლის ცხოვრების შემდეგ ეს  ცვლილებები შეუქცევად ხასიათს იღებს.
ჯგუფის წევრების ცნობიერების კონტროლი, რობერტ ლიფტონის მიხედვით, მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
1.               გარემოს კონტროლი. ცხოვრებისეული გარემოს და კომუნიკაციის კონტროლი ამ გარემოს ფარგლებში. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობას, არამედ ჯგუფის შეხედულებების ადამიანის ცნობიერებაში შეღწევას, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებისას თანდათან ასრულებენ გადამწყვეტი ფაქტორის როლს.
2.               მისტიკური მანიპულირება. „შემთხვევითი“ და „ზებუნებრივი“ მოვლენების დაგეგმვის სპეციალური ტექნოლოგია. უმაღლესი მიზნის მისაღწევად ყველა ახდენს ერთმანეთის მანიპულირებას.
3.                სიწმინდის მოთხოვნა. ქცევის შეუსრულებელი სტანდარტების დადგენა, რაც ხელს უწყობს დანაშაულის და სირცხვილის ატმოსფეროს შექმნას. მიუხედავად ადამიანის ძალისხმევისა, ის ყოველთვის განიცდის წარუმატებლობას, გრძნობს თავს ცუდ ადამიანად და უფრო გულმოდგინეთ მუშაობს.
4.               აღსარების კულტი. პიროვნების საზღვრების დარღვევა, რომელიც ითხოვს ნებისმიერი აზრის, გრძნობის ან ქმედების აღიარებას, რომელშიც შეიძლება ეჭვის შეტანა ჯგუფის წესებთან შეუსაბამობაში. ამ დროს მიღებულ ინფორმაციას არ პატიობენ და არ ივიწყებენ, არამედ კონტროლის მიზნით იყენებენ.
5.               წმინდა მეცნიერება. ჯგუფის დოგმის აბსოლუტურ მეცნიერულ და მორალურ ჭეშმარიტებაში  რწმენა, რომელიც არ ტოვებს ადგილს რაიმე შეკითხვებისა ან ალტერნატიული თვალსაზრისისთვის.
6.               შიდაჯგუფური ენა. ფრაზებისა და სიტყვა-კლიშეების გამოყენება ჯგუფის წევრების აზროვნების შეზღუდვის მიზნით აბსოლუტური, შავ-თეთრი ფორმულებით, რომლებიც გასაგებია მხოლოდ რჩეულთათვის და რომლებიც აღკვეთენ დამოუკიდებელ კრიტიკულ აზროვნებას.
7.               დოქტრინა პიროვნებაზე მაღლა დგას. ჯგუფის რწმენის თავსმოხვევა პიროვნების გამოცდილების, ცნობიერების და მთლიანობის საპირწონეთ.
8.               არსებობის დაყოფა. რწმენა იმისა, რომ ჯგუფის წევრებ აქვ არსებობ უფლება, ხოლო ყველა სახის კრიტიკოსებ, დისიდენტებ და სხვა რჯულის ადამინებს - არა. ჯგუფი მიზნების მისაღწევად ყველა საშუალებგამართლებულია.
  ასეთი ზემოქმედების გავლენის ქვეშ პაციენტის კულტამდელი პიროვნება განიდევნება ადიქტური პიროვნების მიერ, რომელიც სრულიად ემორჩილება ჯგუფიინტერესებს. ს.ჰასენი (2001) დეტალურად აღწერს, როგორ ამბობს უარს კულტის ადეპტი თავის ძველ მიზნებზე, არღვევს მნიშვნელოვან ურთიერთობებ, უთმობს ჯგუფ მთელ თავის დრო და სახსრებს, მუშაობ მასზე გროშების ფასად. ის ცუდად იკვებება, ცოტა ძინავ, იგნორირებას უკეთებს ავადმყოფობის ნიშნებ, უარს აცხადებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, უგულებელყოფს ექიმი რჩევებს. ცვლება მისი ტანსაცმელი, თმის ვარცხნილობა, წონა, დიეტა; მას უჩნდება ნარკომანის უსიცოცხლო დაჟინებული მზერა, ცვლება მეტყველება, მიმიკა და მანერები, უქვეითდება იუმორის გრძნობა. ექსტრავერტიდან ის შეიძლება გადაიქცეს ინტრავერტად, და პირიქით. ანალიტიკურ აზროვნებას ცვლის მაგიური. ზარმაცი ხდება მშრომელი, უპასუხისმგებლო - პასუხისმგებელი, უწესრიგო - მოწესრიგებული, დაბნეული - პუნქტუალური. ძველი ინტერესები და ჰობი ქრება, იცვლება შეხედულებები პატიოსნებაზე. საქციელი ხდება გულდახურული, ორჭოფული ან თავდაცვითი, ხოლო ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება გამკიცხავი. ის ფანატიკურად ცდილობს სხვები თავის სარწმენოებაში გადაიყვანოს, იყენებს ჟარგონს „რჩეულთათვის“, მექანიკურად და მონოტონურად იმეორებს დამახსოვრებულ პოსტულატებს. ოჯახი და მეგობრები ქადაგების ობიექტები ხდებიან, თითქოს ისინი ხსნას საჭიროებდენ. ის ახდენს ზეწოლას ფულის მიღების მიზნით პირადი და ჯგუფის საჭიროებისთვის. კარგავს კავშირს ოჯახთან და მეგობრებთან, თავს არიდებს კოცნას და მოხვევას, იზოლირებული ხდება, არ მონაწილეობს ოჯახის ცხოვრებაში, დროის უდიდეს ნაწილს ჯგუფთან ატარებს, საცხოვრებლად გადადის ჯგუფის სხვა წევრებთან. იცვლება პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, სტუდენტები გადადიან სწავლების საღამოს ფორმებზე, იცვლიან სპეციალიზაციას  ან თავს ანებებენ სწავლას.
ბოლო წლებში რელიგიური ჯგუფებში შეინიშნება ინდუცირებული ბოდვის განვითარების მრავალი შემთხვევა, რომელიც, კერძოდ, იწვევს მასობრივ თვითმკვლელობას, სექტების წევრთა მკვლელობას, ძალადობას ბავშვების მიმართ და სხვა მძიმე დანაშაულს (როგორიცაა 300 ბავშვის მკვლელობა ჯონსტაუნში, აშშ, 1978 წელს). ამერიკის ფან-კლუბის „ნირვანას“ წევრებს შორის თვითმკვლელები 18-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შესაბამისი ასაკის მოსახლეობაში ერთად აღებული.
ბევრი სატანისტური სექტა პრაქტიკაში იყენებს სადისტურ რიტუალებს, რომელშიც შედის სისხლის დალევა შარდისა და ღვინის ნარევში, ნარკოტიკების გამოყენება, ცხოველების და ადამიანების წამება ან მკვლელობა. ცოცხლად გადარჩენილი ამ რიტუალების მსხვერპლი ავლენს პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ბავშვები, როგორც წესი, განიცდიან ინცესტუოზურ და ჯგუფურ სექსუალურ ძალადობას განსაკუთრებულად დამახინჯებული ფორმით და იღებენ სხეულის მძიმე დაზიანებებს. მათ აშინებენ იმით, რომ ისინი ახლა დაწყევლილები, სატანის ხელში არიან, და მას ყოველთვის ეცოდინება, სად არიან ისინი და რას აკეთებენ.
ბავშვები იშვიათად საუბრობენ მომხდარზე რამდენიმე მიზეზის გამო. რიტუალის წინ ისინი ნარკოტიკების და ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, მათ შთააგონებენ დაივიწყონ მომხდარი, და თუ ეპიზოდი გაახსენდებათ, თავი მოიკლან. გარდა ამისა, თვითონ ეპიზოდი იმდენად დამტანჯველია, რომ ცნობიერებიდან განიდევნება დისოციაციის ძალით. მომავალში რომ გამოიყენო ბავშვი სარიტუალო მიზნით, ეს დისოციაცია ხელოვნურად ძლიერდება. ამისთვის ბავშვი სასტიკი წამებით მიჰყავთ გრძნობებისა და აზრების გათიშვამდე, ამ დროს გათიშულ ცნობიერებაში მათ უნერგავენ საკულტო პროგრამას, რომელიც ეფექტურად ხურავს შექმნილ ფანჯარას. ახლა იგი იმუშავებს მუდმივად, და მსხვერპლისთვის გაუცნობიერებელი დარჩება. პროგრამა მოიცავს: ა) სექტასთან კონტაქტის დამოუკიდებელ აღდგენას ან ამის უფლების მიცებას სექტის წევრისთვის; ბ) სექტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას პიროვნების  შეცვლილი ნაწილის მიერ; გ) საკუთარი სხეულისთვის ავტომატურად დაზიანების მიყენებას ან თვითმკვლელობას  სექტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ) მკურნალობის საბოტაჟს, რომელიც მიმართულია სექტის გავლენისგან გათავისუფლებისკენ.
ზრდასრულ ადამიანებში, რომლებმაც ბავშვობაში გადაიტანეს სატანისტური რიტუალური ძალადობა, ჩნდება დისოციაციური აშლილობა, როგორც წესი, მრავლობითი პიროვნების ფორმით. მათ უდგინდებათ გადატანილი ძალადობის შემდეგი ტიპები: ნარკოტიკების იძულებით მიღება, სექსუალური მოქმედებები, ცხოველთა ტანჯვის და სიკვდილის ყურება, ფიზიკური ტკივილის მიყენება და წამება წინასწარი თვალის დევნებით სხვათა ანოლოგიური ბოროტი დაშინებით, თვალის დევნება და იძულებითი მონაწილეობა მოზრდილთა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვაში, ცოცხლად დაწვა კუბოში, იძულებითი კანიბალიზმი, მოკვლის საფრთხე. გოგონებს და ახალგაზრდა ქალებს აიძულებენ სარიტუალო ქორწინებას სატანასთან, საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვას; აიძულებენ პატიოსნების აყრას, იძულებით სისხლაღრევით განაყოფიერებას და ა.შ. სატანიზმის სიმბოლოებია: ხუთქიმიანი და ექვსქიმიანი ვარსკვლავი, გატეხილი ჯვარი, სვასტიკა, სამკუთხედი, ფხიზელი თვალი, ჭექა-ქუხილი, სამი ექვსიანი, გადაბრუნებული ჯვარი და სხვ.
ფანატიკოსებს ჩვეულებრივ ხელმძღვანელობენ ქარიზმატული პიროვნებები, რომლებსაც ახასიათებს პარანოიდალური და ნარცისული თვისებები, ზოგჯერ ეპილეპტიკები. ნაპოლეონი არაფრად აგდებდა კაცობრიობას და აცხადებდა: „ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ, არაფრად აგდებენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს!“ ჰიტლერი თავის შესახებ ამბობდა: „ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, იმდენად უჩვეულო და იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ფანატიკოსის სულსა და ბუნებას შეუძლია იგრძნოს ამისკენ სწრაფვა. ეს შეუძლებელია ბიურგერის მცირე, გაშუალებული გონებისთვის“ (კოხ-ჰილებრეხტი, 2003).
პ.ბ.განუშკინი (1998) იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიუთითა სექსუალობის, აგრესიის და რელიგიური გრძნობის კავშირზე. რელიგიური ფანატიკოსის აღფრთოვანება და ექსტაზი სარიტუალო ლოცვის დროს ისევე, როგორც პოლიტიკური მიტინგის, როკ-კონცერტის ან სპორტული მატჩის დროს, იწვევს მასში შიდა ნარკოტიკის - ენდორფინის - ამოფრქვევას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მედიტაციაზე მოდა ასევე უმეტესად განპირობებულია მისი გამოყოფით ამ მდგომარეობაში. ფანატიკოსები ცდილობენ თავის მე-ზე უარის თქმას  და „ჩვენ“-ში გადასვლას, თანამოაზრეთა ჯგუფში გათქვეფას, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. "მაგრამ, თუ პარტიის ირგვლივ შეგროვდნენ მცირედნი // დანებდი მტერო, გაიტრუნე და დაწექი // პარტია - მილიონთითიანი ხელია // ერთ მუშტად შეკრული“ (ვ.მაიაკოვსკი). მცირედნი აქ  ინფანტილური კონფორმისტები არიან, რომლებიც უძლური არიან სათითაოდ და ყოვლისშემძლე გუნდში. მათთვის სამყარო დაყოფილია „ჩვენიანებზე“ და „მტრებზე“, ერთგულებზე და მოღალატეებზე.

რელიგიური ფანატიზმის თერაპია

რელიგიური სექტის გავლენისგან  გასათავისუფლებლად გამოიყენება დეპროგრამირება, რომელიც მდგომარეობს პაციენტში კრიტიკული, მოქნილი, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებასა და მცდარი საკულტო ცხოვრების წარმოდგენების კორექტირებაში. კულტის წევრი იკვლევს შესაბამის იდეოლოგიას ლოგიკის და ცნობილი ფაქტების ფონზე.  მისახვედრი კითხვების დახმარებით მას წარმართავენ გამოვლენილი წინააღმდეგობების სისტემატური ანალიზისკენ. ახალბედებს აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ მოუწევთ თავისი ცხოვრება მიუძღვნან ამ ჯგუფს, რომ მათ მაგივრად მომავალ მეუღლეს და ქორწინების დროს შეარჩევს მათი კულტის ლიდერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ინდოქტრინაციის პროცესის აღწერა და ახსნა, რომლის ზემოქმედების ქვეშ ისინი იმყოფებოდნენ.
ადიქტის სურვილი გაიგოს დეპროგრამირების პროცესში, თუ რა ხდება მის თავს, იზრდება მანამ, სანამ არ მიაღწევს „ცვლილების“ მდგომარეობას. მანამდე ადიქტი უეცრად წყვეტს მსჯელობას, ხდება მშვიდი და ჩაფიქრებული, ან ავლენს შოკის ნიშნებს. შემდეგ მას ეწყება ნერვული კანკალი, ტირილი და პანიკური დაბნეულობა, ებადება სურვილი გაწყვიტოს კავშირი კულტთან. ამას მოყვება არასტაბილურობის ფაზა, როდესაც შემთხვევით შეხვედრას ან სატელეფონო ზარს შეუძლია გამოიწვიოს რეციდივი.
სექტის გავლენისგან საბოლოოდ გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ადიქტის ნათესავებისა და მეგობრებისგან შექმნილი სპეციალური გუნდის დახმარებით, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით შეუძლია მისი დაბრუნება ძველ ცხოვრებაში. გუნდის ბირთვს შეადგენენ პაციენტის ნათესავები და მეგობრები. ასევე გუნდში ერთიანდებიან ადამიანები, რომელთანაც კულტის ადეპტი დაკავშირებული იყო სექტაში შესვლამდე, სხვა ოჯახები ანალოგიური პრობლემებით, სექტის ყოფილი წევრები. თერაპიული ჩარევისთვის ასეთი გუნდის მომზადება შეუძლია ოჯახის თერაპევტს. ჩვეულებრივ საჭირო ხდება გუნდის ბევრი პოტენციური წევრის დარწმუნება იმაში, რომ პრობლემა არსებობს. ადამიანებს, რომლებიც თავდაცვის მიზნით უარს ამბობენ, აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვა: „რა მტკიცებულება გჭირდებათ, რომ დარწმუნდეთ პრობლემის არსებობაში?“ და მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. ხშირად გუნდის წევრებს სჭირდებათ მცდარი შეხედულებების გაბათილება, რომლებიც ხელს უშლიან გუნდის ეფექტურ ფუნქციონირებას.
სტივენ ჰასენმა (2001) ჩამოთვალა 10 ასეთი შეცდომა: „გონების არავითარი კონტროლი არ არსებობს“, „ნებისმიერი გავლენა გონებაზე კონტროლოს მცდელობაა“, „ის ხომ თავისებურად ბედნიერია!“, „არ შეიძლება ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში ჩარევა“, „მას აქვს უფლება იმის რწმენა ჰქონდეს, რაც სურს“, „ის საკმარისად ჭკვიანია და თავად გაერკვევა“, „ის იმდენად სუსტია, რომ ხელმძღვანელს ეძებს“, „უკეთესია სექტა, ვიდრე მისი წინა ცხოვრება“, „იგი თავად წავა, როდესაც მზად იქნება“, „ჩვენ იმედი დავკარგეთ“.
თერაპიის წარმართვისას საჭირო ხდება გუნდის წევრების კოგნიტური სტერეოტიპების გადალახვა.
1.               ძველი გამოცდილების აბსოლუტიზაცია: ის არასოდეს უგდებდა ყურს ჩემ რჩევებს, არც ახლა დაუგდებს.
2.               ზეგანზოგადება: წარსულში ჩვენ ვიჩხუბეთ, მას ყოველთვის ვძულდი.
3.               იარლიყების მინიჭება: შენ უბრალოდ ზომბი ხარ!
4.               საკუთარი თავის დადანაშაულება: ჩემი ბრალია, სექტაში რომ შევიდა.
5.               უარყოფა: მას არავინ არ აკონტროლებს, უბრალოდ ახლა დაბნეულია.
6.               რაციონალიზაცია: სექტაში რომ არ შესულიყო, ახლა თავის ნარკომანებთან ერთად იქნებოდა.
7.               ნეგატიური ფილტრაცია: გუშინ ჩვენ შესანიშნავად გავატარეთ საღამო, მაგრამ ის მაინც სექტაში დაბრუნდა, ეს სრული მარცხია.
8.               პოლარიზაცია: ის ისე გულმოდგინეთ შრომობს თავის სექტაში, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევს.
9.               პერსონალიზაცია (ვარაუდი, რომ ყველაფერს, რაც ხდება, ჩემთან აქვს კავშირი): მე სამი შეტყობინება გავუგზავნე, მან კი მაინც არ დამირეკა; მაინ იცის, რომ მე კონსულტანტს მივმართე.
10.            აზრების ამოკითხვა: რა თქმა უნდა, შენ გეწყინა, რომ არ გაგაფრთხილე, სანამ რამეს მოვიმოქმედებდი.
11.            კონტროლის შეცდომები: ამ სისულელეებს გადავათქმევინებ (ან პირიქით, ჩემი მცდელობა უშედეგოა).
12.            ემოციური არგუმენტაცია: ჩემი აზრით, ნებისმიერი, ვისაც ამის სწამს, უბრალოდ სუსტი ადამიანია.
ადეპტის ოჯახის წევრები ხშირად იტანჯებიან გარკვეული ადიქციებით, ამიტომ სასარგებლოა ადეპტის მიზიდვა იმისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავი დააღწიონ ამ დამოკიდებულებას. შემდგომ როლები იცვლება და ნათესავის წარმატებული გამოჯანმრთელება დადებითი მაგალითია ადეპტისთვის. რეციდივის თავიდან ასაცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ სექტიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი ადეპტი შეიძლება დატანჯოს სირცხვილის და დანაშაულის გრძნობამ. იმის ნაცვლად, რომ გამოისყიდოს დანაშაული ახლობლების წინაშე, მას შეუძლია წარმართოს თავისი ძალისხმევა იმაზე, რომ გადაარჩინოს სექტაში დარჩენილი მეგობრები, და ამან შეიძლება ისევ უკან ჩაითრიოს ის. საჭიროა ადეპტის დამშვიდება, მისთვის იმის განმარტება, რომ თუმცა მისი დანაშაული დიდია, მაგრამ არ ღირს მისი გაზვიადება. და საუკეთესო, რის გაკეთებაც მას შეუძლია სექტაში დარჩენილი მეგობრებისთვის, დამოუკიდებელი შემოქმედებითი ცხოვრების მაგალითის ჩვენება.
რიტუალური ძალადობისგან გადარჩენილ მსხვერპლთა თერაპია შემდეგი ეტაპებისგან შედგება: ა) თერაპიული ალიანსის დაწესება; ბ) გამოკვლევა და შეფასება; გ) დისოციაციური სისტემის დაზუსტება; დ) განდევნილი ინფორმაციის გახსნა და დისოციაციური ბარიერების აღმოფხვრა; დ) მეხსიერების რეკონსტრუქცია და შეხედულებათა კორექტირება; ე) ჩაგონებული შეხედულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა; ზ) დაპროგრამებული სიგნალების დესენსიბილიზაცია; თ) წარსულის ინტეგრაცია, ახალი აზრის მოძებნა ცხოვრებაში. გამოიყენება თერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიცაა კათარზისი, ჰიპნოზი, თვითგამოხატვა (დღიურის წერა, ხატვა, ქვიშის ყუთში თამაში), წამლების თერაპია და სტაციონარული მკურნალობა. დამატებით დახმარებას უწევს ურთიერთდახმარების ჯგუფში მონაწილეობა, რომელიც „ანონიმური ალკოჰოლიკების“ პრინციპით  მუშაობს. თერაპიის პროცესში აუცილებელია მზადყოფნა სუიციდურად საშიში დეპრესიის განვითარებისთვის. ეს შეიძლება იყოს სუიციდზე დაპროგრამების შედეგი და / ან საზარელი მოგონებების ინტეგრირების უუნარობა. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ პაციენტებს გააცნობიერონ, რომ ისინი არ არიან პასუხისმგებელი მომხდარზე, რადგან ისინი იყვნენ დაშინების, ძალადობის და ოსტატური მანიპულირებუს მსხვერპლი.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised