понедельник, 15 мая 2017 г.

Что такое быдло? რას ნიშნავს მდაბიო? ადამიანთა და ხალხთა ზომბირება და დეზომბირება

რას ნიშნავს მდაბიო? ადამიანთა და ხალხთა ზომბირება და დეზომბირება

  იგორ გარინი -მწერალი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი



რად უნდა ხროვას თავისუფლება ნაწყალობევი?
ა.პუშკინი

შემოქმედმა მოგვცა ორი ხელი,
და ბოთლი ხელში დასაჭერად,
ასევე ჭკუა, რომ გულუბრყვილოებმა
იფიქრონ, თითქოს აზროვნებენ.
ი.გუბერმანი

უნდა ვაღიარო, რომ ქმედითია არა მხოლოდ ის, რაც კარგია, არამედ ის, რაც სურს  მდაბიოს. რადგან მდაბიონი მრავლად არიან. და, რაც უფრო შორს წავალთ, მით უფრო მეტია.
ა.ნოსიკი

მიმდინარე მოვლენების ფონზე უნდა ვაღიარო, რომ უმრავლესობასთან მიმართებაში  სიტყვა „მდაბიო“  არ მეჩვენება განსაკუთრებით სალანძღავი ...
ს.პავლიუჩენკო


         თუმცა „მდაბიოთა“ (быдло) ცნება ჩვენთან პოლონური ენიდან შემოვიდა (bydlo - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, პირუტყვი), სწორედ  რუსულმა  ენამ გაამდიდრა იგი მთელი რიგი მნიშვნელობებით, რომლებიც, რამდენადაც ვიცი, იშვიათად გამოიყენება სხვა ენებში.
      მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ მოვიცვა მდაბიოთა ფენომენის ყველა ასპექტი და მნიშვნელობა, რომელიც ათობითაა და, ალბათ, ასობით ან თუნდაც ათასობით (ამბობენ, რომ მდაბიოთა ფენომენი იმდენად გავრცელებულია და მუდმივი, რომ არსებობს მისი 9000-ზე მეტი  განმარტება), ამიტომ შევეცდები მათგან მხოლოდ მთავარი აღვნიშნო:
         — მდაბიო —  ჩვენ დრომდე მოღწეული პირველყოფილი გადმონაშთია, რომელიც ასახავს ჯოგური არსებობის ინსტიქტს (აქედანაა პარალელი პირუტყვთან); შემთხვევითი არ არის მდაბიოს ერთ-ერთი განმარტება - „ბუნებრივი ცხოველი“; მაგალითად, მემამულე-მებატონეებისათვის მდაბიო ნიშნავდა გლეხთა მასის დამცინავ აღნიშვნას, როგორც უნებისყოფოს, უსიტყვოს და მორჩილს, რომელსაც პატრონობს მემამულე;
          — ნეოლითის პერიოდიდან  მდაბიოს ფენომენში შედის ტომობრივი მენტალიტეტი, მორჩილება, დაჩაგრულობა, უტვინობა და  ცხოველურ-იერარქიული სოციალურობა; სოციალური ეთოლოგიის თანახმად, მდაბიოს მიეკუთვნებიან დაბალი რანგის არსებები მკაფიოდ გამოხატული პრიმატიულობით (ცხოველურობით);
       — მდაბიოს (отребье, плебс, гопота, гопьё, гоп-скок, босячество, хамье, сволота, чернь, чернядь, быкота, сброд, урла, ублюдки, шпана, кодло, шебло, свора))  ეშინია თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ინიციატივის,  არაპროგნოზირებადობის.  ამიტომ მისი დაუწერელი პრინციპია: „დავიცვათ მონობა!“ (როგორც ვარიანტი - „დავიცვათ უხამსობა!“);
       —ასეთ არსებებს  ორგანულად არ შეუძლიათ აღიქვან ინფორმაცია, რომელიც განსხვავდება საყოველთაოდ მიღებულის, პრიმიტიულის,  ჩაგონებულისგან, ანუ ზომბის მსგავსი არიან;
       — მდაბიო —არის ის, რაც დარჩა ადამიანისაგან, თუ მას არ აქვს ნებისყოფა და სურვილი შეიწუხოს თავი და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ახშობენ საკუთარ გონებას და „მწყემსებს“ არიან აყოლილი;
        —მდაბიოს ტვინი მუშაობს პრინციპით „სტიმული - გამოხმაურება“.  მდაბიო იმდენად  არ სწავლობს, რამდენადაც წვრთნას გადის,  ორგანულად არ გააჩნია ანალიზის და პროგნოზირების უნარი;
        — მდაბიოს  არ აქვს ინტელექტის დონე, მდაბიო - ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა.
       — მდაბიოთა ცხოვრებისეული პრინციპებია: იყოს, როგორც ყველა და, ამავე დროს, ზიანი მიაყენოს ყველას, დაამციროს სხვები, რათა თვითონ სხვის თვალში ამაღლდეს,  ფიზიკურად გაუსწორდეს სუსტს და შიში ჰქონდეს ძლიერის, სძულდეს პირველიც და მეორეც,  შურდეს მათი, ვინც უკეთესად ცხოვრობს და ა.შ.; უყვართ ასფალტზე ფურთხის კვალის დატოვება (მათთან 10 წუთის სავალზე  ტერიტორია 3 მეტრის რადიუსში თანდათან მზესუმზირის ჩენჩოთ სავსე გუბედ არის გადაქცეული); თვალები  ცარიელი აქვთ, უსიცოცხლო, თევზის თვალების მსგავსი. რას ფიქრობენ ისინი, მხოლოდ ღმერთმა უწყის;
         — მდაბიოთა ფსიქოლოგია:  ჩემთვის სულ ერთია! არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე? ჩემი საქმე არ არის! ფეხებზე მკიდია! ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული. იქნებ მე არ შემეხოს.  როდესაც აუტანელი გახდება, მაშინ ვნახოთ!
     — არიან ადამიანები, რომლებიც ეკუთვნიან მასას ან „ინტელექტუალურ უმრავლესობას“, მოქმედებენ პრინციპით „ყველა ასე ფიქრობს“ ან „ყველა ასე აკეთებს“, სხვა სიტყვებით, არიან  უინიციატივო ევრიმენები ან ნეოფობები შაბლონური ენით,  რუტინული  მსოფლმხედველობით  და ინტერესის აბსოლუტური ნაკლებობით იმის მიმართ, რაც ახალი და მიმზიდველია;
        —  მდაბიო იმყოფება სტერეოტიპების, ცრურწმენებისა და ცნებათა შეცვლის ტყვეობაში: მაგალითად, სამშობლო მათ მიერ გაიგივებულია  სახელმწიფოსთან, ხოლო  ზნეობა - ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებთან (ანალოგია - პახანთა ცნება ზონაში);
          —არის არამგრძნობიარე რეფლექსიის, ამბივალენტურობის ან პლურალიზმის მიმართ, იმყოფება სახელმწიფო პროპაგანდის დიდი გავლენის ქვეშ, მდაბიოთა წარმომადგენლებს აქვთ კონსპირაციის, ინსტინქტურობის, შაბლონურობის, სტერეოტიპულებისადმი მიდრეკილება; მათი იდეალია - მწყობრი და პლაცი, უბრალოება, პრიმიტიულობა, ადვილი ხელმისაწვდომობა;
         — მდაბიო ყველა ტოტალიტარული და რეაქციული რეჟიმის მთავარი საყრდენია, რადგან აქვს დაქვემდებარების ტენდენცია და პრიმიტიული სურვილი ჰყავდეს „ბელადი“ („ბელადი“, „ფიურერი“); განსაკუთრებით მდაბიოს  უყვარს კადაფის, ამინის, ჰუსეინის, მუგაბეს, კიმ ჩენ ირის და სხვა მათი მსგავსი ტიპის ბელადები;
        — აქ სახეზეა აბსოლუტური დარღვევა პრინციპისა „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“. მდაბიოს მასობრივი ფენომენი უცვლელადფფ დაკავშირებული ფიურერობის, დიადი იდეების ან ზევიდან დაშვებული გენიალური გადაწყვეტილებების ტრიუმფთან, განსაკუთრებით, თუ ასეთებია „მტრული გარემოცვა“ ან „საკუთარ ძალებზე დაყრდნობა“;
       — მდაბიო ტოტალიტარული რეჟიმის საყრდენია, ამიტომ არ გააჩნია  მრწამსი ან იდეები, მასში  ხელისუფლების დახურულობა არ იწვევს  ეჭვს ან უკმაყოფილებას და აღიქმება, როგორც მართებული. ხელისუფლება  (ბელადი, დიქტატორი, ტირანი) პასუხისმგებლობაზე და კანონზე მაღლა დგას; უკიდურეს შემთვევაში,  დამნაშავეა არა ბელადი, არამედ  „გარემოცვა“, „ცუდი ვეზირები“  ... მდაბიო  კენჭისყრის დროს ყოველთვის ამბობს „დიახ“-ს, ამასთან არა რწმენის, არამედ ჩვეულების გამო;
          —  მოთმინების და შეგუების უნარი ასეთ ადამიანებს პირუტყვებად აქცევს;
      — მდაბიოს არ შეუძლია სათანადოდ შეაფასოს მოვლენები და ყოველთვის ეძებს მის უბედურებაში დამნაშავეს  გარეთ, იმის ნაცვლად, რომ გაერკვეს და გამოასწოროს საკუთარი შეცდომები და წარუმატებლობა;
         —მდაბიო ვერ ეგუება არგუმენტებს ან კონსტრუქციულ დისკუსიებს, პასუხობს მათ მუქარით და უთავბოლო ლანძღვით, მისი ერთადერთი „არგუმენტია“ - ოპონენტის კომპრომეტირება, დამცირება და შეურაცხყოფა;
        —სწორედ  ზემოთაღნიშნული დაბალი რანგისადმი კუთვნილება აიძულებს მდაბიოს მაღალი რანგის ადამიანებისაკენ (ბელადების, მეფეების, დიქტატორების) სწრაფვას, რომელთაც უნდა მიბაძოს და შეუძლია გადააბაროს მთელი  პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება მდაბიოს ცხოვრებაში, კარგი იქნებას ეს თუ ცუდი;
     — მდაბიო ყოველთვის არის „როგორც ყველა!“ " ან „ხალხთან ერთად!“;
       —მდაბიო ძალიან აგრესიული და შურით სავსეა მათ  მიმართ, ვინც „არ მოქმედებს ისე, როგორც ყველა“, მათი ცხოვრების პრინციპია: „დაუნდობლობა მათ მიმართ, ვინც არ იცავს წესებს“;
           - ყველგან და ყველაფერში მდაბიო  აგრესიულად უპირისპირდება ნათლად გამოხატულ  პიროვნულ საწყისს, განსხვავებულ აზრს და  ეგზისტენციალურობას, როგორც ასეთს;
          - მდაბიოს სასტიკად სძულს ყველა ჭკვიანი, ნიჭიერი, წარმატებული, იღბლიანი  და გამოჩენილი ადამიანი; მათი განადგურება  - ძალიან დიდი სიამოვნებაა მისთვის;
     - მდაბიო ავლენს მიდრეკილებას კონფორმიზმისაკენ და ძველი პატრიარქალური, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების და სტატუს ქვოს აბსოლუტურ მიღებისაკენ;
         —მდაბიო აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანი მსოფლიოში მასთან ინტელექტუალური და გონებრივი განვითარების ერთ დონეზე დგას, და, შესაბამისად, არაფრად მიიჩნევს ნებისმიერ ავტორიტეტებს, უფროსების და ხელისუფლების გარდა; მდაბიოს სჯერა და ავრცელებს ლეგენდას, რომ  „მამრობითი სქესის ადამიანი = გოპნიკს“, რადგან მათი ცხოვრების წესი შეესაბამება სრულფასოვანი მამრის ნორმებს;
     — „სამართლიანობა“ მდაბიოსათვის ხშირად ასოცირდება ცნებებთან „განადგურება“, „დახვრეტა“, „ჩამოხრჩობა ლამპიონის ბოძებზე“, ასევე პრინციპთან „ყველაფერი წავართვათ და გავიყოთ“; ამავე დროს - არსებული კანონების სრულ უგულვებელყოფასთან;
       —მდაბიოს სჯერა ყველაფრის, რასაც ტელევიზორით აცხადებენ, განსაკუთრებით უყვარს კონსპიროლოგიური და პარანორმალური თემები;
        — მდაბიოს ლექსიკონში შედის - ბილწსიტყვაობა, გინება, სურჟიკი, არგო, წყევლა, ძრახვა, ქცევა - უტიფრობა,  ქედმაღლობა, თავხედობა, უხეშობა, უკმეხობა, სიძულვილი, შური, აბუჩად აგდება, ხულიგნობა;
      — მდაბიოსათვის დამახასიათებელია ტენდენცია წაბილწოს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, ისვენებს და ა.შ., რადგან მას არ შეუძლია გააცნობიეროს, რომ მომავალში აღმოჩნდება საკუთარ ეკსკრემენტებში, რომელსაც დღეს დატოვებს;
      — მდაბიოს ორგანულად არ გააჩნია შემოქმედების ან რაიმეს შექმნის უნარი, სამაგიეროდ უყვარს მტვრევა, მსხვრევა, განადგურება, დარბევა;
      — ინტელექტუალური შეზღუდულობის და ღრმა უვიცობის გამო მდაბიოს ყველა დროში იყენებდნენ, როგორც იაფ სამუშაო ძალას, რომლის მართვა ძალიან ადვილია;
        —  გარდა ამისა მდაბიო  -  კაცობრიობის განვითარების ჩიხია, რომელსაც მიჰყავს ერები და ქვეყნები, სადაც დომინირებს, კრახისკენ.
         მდაბიოთა ფენომენის მასობრიობამ, ყველგან მყოფობამ და მუდმივობამ გამოიწვია მდაბიოთა ერთგვარი ფენომენის შექმნა, რაშიც თავისი წვლილი შეიტანა ყველა გამოჩენილმა მოაზროვნემ, დაწყებული უძველესი დროიდან. განსაკუთრებული განვითარება ამ ცნებამ მიიღო ს.კირკეგორის წყალობით, მასობრიობისა და  ტოტალიტარული რეჟიმების ეპოქაში.
         მაგრამ ყველაზე მოწინავე ბრძენებმაც კი ვერ შეძლეს იმის განჭვრეტა, თუ როგორ მასშტაბებს მიაღწევდა მდაბიოს ფენომენი ინტერნეტისა და სოციალური ქსელების განვითარების შედეგად, რომელიც იძლევა საშუალებას ანონიმურად გამოხატო საკუთარი სისულელე, სიჩლუნგე და ზომბირება.
         მდაბიოთა თვითგამოხატვა რუნეტში ცალკე  საუბრის თემაა, რომელიც მე უკვე დავიწყე ჩემ ერთ-ერთ წიგნში. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს გახდება ვრცელი კვლევის საგანი ჩვენი შთამომავლებისათვის. ამიტომ მე მივმართავ მდაბიოთ თხოვნით: რაც შეიძლება მეტი მასალა დატოვეთ მომავალი მკვლევარებისათვის! რამდენიმე ჩემ კომპიუტერში უკვე დაგროვდა უზარმაზარი მასალა ამ თემაზე. თუმცა, დეტალური საუბრისათვის დისკუსიებიც საკმარისია ამ საიტზე  ...
        შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა საჭიროა მდაბიოს მიმართ დაინტერესება? ღირს კი? ღირს, რადგან მდაბიო - დესტრუქციული ძალაა, ისეთივე საშიში, როგორც ომი. მიმაჩნია, რომ უძველეს სახელმწიფოთა 95% სწორედ მდაბიოებმა გაანადგურეს, და უძველესი დროიდან დღემდე გადარჩა მხოლოდ 5 ქვეყანა (ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, საბერძნეთი და ისრაელი).
      რუსულ ლიტერატურაში მდაბიოს შესახებ ბევრს და ხშირად წერდა პრაქტიკულად ყველა დიდი რუსი მწერალი, დაწყებული რადიშჩევით, პუშკინით, ჩაადაევით, გრიბოედოვით და ლერმონტოვით:

ხმა ჩაიკმინდე, უგნურო ხალხო,
ვარამის, ჭირის მონა ვალგახო,
მძაგს შენი სფოთვა და შედავება,
მატლი ხარ მიწის, სხივის არმქონი,
სარგებელს ელი - სასწორზე სწონი
შენ ბელვედერის უკვავ ღვთაებას.

     დოსტოევსკის „ეშმაკნი“, კრესტოვსკის „პეტერბურგის ჯურღმულები“, მერეჟკოვსკის „მომავალი უტიფარი“, ბუნინის „კრული დღეები“, სოლოგუბის „წვრილფეხა ეშმაკი“, გიპიუსის „მხიარულება“, პლატონოვის „ჩევენგური“ და „ქვაბული“, თითქმის მთელი გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი, ჩეხოვი, ძმები უსპენსკები, ვოლოშინი, ავერჩენკო, კონი, ბელი, ბულგაკოვი, ზოშჩენკო, დოვლატოვი, სოროკინი, სლუცკი, ალეშკოვსკი, გუბერმანი, ნესტერენკო, პელევინი, პონიზოვსკი, ორივე ეროფეევი ...

 ადვილია თუ არა ხალხის მდაბიოთ გადაქცევა?

        უნდა ვაღიარო, რომ მუშაობს არა მხოლოდ ის, რაც  კარგია, არამედ ისიც, თუ რა სურს მდაბიოს. რადგან მდაბიონი  მრავლადაა. და რაც უფრო ღრმად მივდივართ, მით უფრო მეტია მდაბიო.
                                                                              ა.ნოსიკი
           რატომ, ვფიქრობდი მე, რატომ არის, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სოციალური კატაკლიზმი  იწვევს ბნელი მდაბიოს ზემოთ ამოტივტივებას, რომლებიც აიძულებენ ყველას იცხოვრონ მათი საზიზღარი და კონსპირაციული კანონებით?
                                                                    ვ.პელევინი

მოთმინების და შეგუების უნარი ასეთ ადამიანებს პირუტყვებად აქცევს.
                                                                    ძმები სტრუგაცკები

           გენიალურმა ჯონატან სვიფტმა, რომელმაც აღწერა, თუ როგორი რთულია გუინგმების (ცხენების) და როგორი ადვილია ადამიანების გასულელება, ხმარებაში შემოიღო შინაარსობრივად ღრმა ცნება „იეჰუ“. „გულივერის მოგზაურობის“ IV ნაწილში აღწერილი იეჰუ -  ადამიანის მსგავსი საზიზღარი არსებებია, რომლებიც ბინადრობენ სათნო ცხენების-გუინგმების ქვეყანაში, სიმბოლიზირებენ ადამიანის ბუნებას, რომელიც არ არის გაკეთილშობილებული სულიერებით და კულტურით. ზოგიერთი ლიტერატურული კრიტიკოსი დღემდე, არც თუ უსაფუძვლოდ, მიიჩნევს, რომ იეჰუს ალეგორიაში აისახა სვიფტის პესიმიზმი კაცობრიობის მომავალი ბედის გამო.
        ასეა თუ ისე, სვიფტმა ძალიან ზუსტად ასახა იეჰუს ძირითადი თვისებები, რომლებიც ამჟამად ქრესტომატიული გახდა არასრულფასოვანი ფსიქოტიპის შესაფასებლად. ეს  ინტელექტუალური და მორალური დეგრადაციაა, აგრესიულობა, მოჩხუბარობა, უნამუსობა, დაუფიქრებლობა, დაუცხრომელი ანგარება, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისაკენ მიდრეკილება: „აქ შეიძლება წააწყდეთ ძალიან ნოყიერ ძირებს, თუმცა, ძალიან იშვიათად, და მისი მოძებნა არ არის ადვილი; იეჰუ გულმოდგინედ ეძებს ამ ძირს და დიდი სიამოვნებით წოვს მას; იგი ახდენს მასზე იმავე ეფექტს, რასაც ჩვენზე ახდენს ღვინო. მისი გავლენით, ისინი ხან კოცნიან ერთმანეთს, ხან ჩხუბობენ, ღრიალებენ,  იმანჭებიან, რაღაცას ბუტბუტებენ, დადიან ბარბაცით, წაიბორძიკებენ, ტალახში ვარდებიან და იძინებენ“.
          წარმოუდგენელი გამჭრიახობით სვიფტმა აღწერა ამჟამინდელი იეჰუს ურთიერთობა მთავრობასთან: „იეჰუს ჯოგების უმეტესობაში მმართველები არიან ყველაზე უგვანო და გულღვარძლიანები მთელ ჯოგში. ყველა ბელადს, როგორც წესი, ჰყავს ფავორიტი, რომელსაც მასთან საოცარი მსგავსება აქვს და რომლის მოვალეობაა ფეხქვეშ გაეგოს ბელადს და მდედრი მიუყვანოს მის ბუნაგში; კეთილგანწყობის ნიშნად მას დრო და დრო აჯილდოვებენ ვირის ხორცის ნაჭერით. ეს ფავორიტი სძულს მთელ ჯოგს, და ამიტომ,  უსაფრთხოების მიზნით, ის ყოველთვის თავისი ბატონის ახლოს არის. როგორც წესი, ბელადი რჩება ხელისუფლებაში, სანამ  არ მოიძებნება მასზე უარესი; და როგორც კი მას გადააყენებენ, ყველა იეჰუ, ახალგაზრდა და მოხუცი, მამრი და მდედრი, მისი მემკვიდრის მეთაურობით, მჭიდროდ გარშემოერტყმიან მას და თავიდან ფეხებამდე  თავისი განავალით დასვრიან.
          მე არ ვიზიარებ აზრს სვიფტის მიზანტროპიის შესახებ, რომელიც იყო ჭეშმარიტი ვიზიონერი და გენიალურად  განჭვრიტა ხალხთა მასების ტოტალური გამდაბიოების ნათელი ისტორიული ფენომენი. ეს ფენომენი, როგორც  გამჭრიახად შენიშნეს ჯერ კიდევ  ბერძენმა სატირიკოსებმა, შემდეგ გახდა ღრმა ფილოსოფიური და კულტურული გააზრების საგანი. ს.კირკეგორის, გ.ლებონის, გ.ტარდას, ს.სიგელეს, ფ.ნიცშეს შრომებში საფუძველი ჩაეყარა იეჰუიზირებულ ხალხთა მასების ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას, რომელც შემდგომ განავითარეს ვ.პარეტომ („სოციალისტური სისტემები“), კ.იასპერსმა („ეპოქის სილიერი სიტუაცია“, „გერმანული დანაშაულის პრობლემა“), ხ. ორტეგა-ი-გასეტმა („მასების აჯანყება“), გ.მარსელმა  („იყო და გქონდეს“), ე.ფრომმა  („თავისუფლებისგან გაქცევა“, „ადამიანური დესტრუქციულობის ანატომია“), ე.კანეტიმ („მასა და ხელისუფლება“), ხ.არენდტმა („ტოტალიტარიზმის სათავეები“, „ადამიანები ბნელით მოცულ დროს“), ს.მოსკოვიჩმა („ბრბოს საუკუნე“), ი.გარინმა (10-ტომეული „იეჰუიზმი“) და სხვ.
        ადამიანის ბრბოს გამარტორქების (ზომბირების, მანკურტიზაციის),  დემორალიზებული და გამოსულელებული ხალხის იეჰუს ჯოგად ტრანსფორმაციის თემა ხელოვნებაში გახდა თითქმის გენერალური, განსაკუთრებით ტოტალიტარული რეჟიმების წარმოქმნის ზღურბლზე. სვიფტის მოტივები ნათლად იგრძნობა მრავალ მხატვრულ ნაწარმოებში: ჰ.უელსის რომანში „დროის მანქანა“ აღწერილია თანამედროვე ადამიანთა შთამომავლების რასა - ამაზრზენი და არასრულფასოვანი, იეჰუს მსგავსი, მერლოკები, ხოლო რომანში „მისტერ ბლეტსუორსი კუნძულზე რემპოლი“ წარმოდგენილია კანიბალების საზოგადოება, რომლებშიც ალეგორიულად არის ასახული თანამედროვე მასობრივ საზოგადოებათა მანკიერი მხარეები.
         კაფკას სულით გამსჭვალულ ე.კანეტის რომანში „დაბრმავება“ ევროპის რეალობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ წარმოდგენილია, როგორც შეშლილობის ზეიმი. სინკლერ ლუისის რომან-გაფრთხილებაში „ჩვენთან ეს შეუძლებელია“, რომელიც გამოქვეყნდა ევროპაში ფაშიზმისა და ნაციზმის აღზევების პერიოდში, ხალხი აშშ პრეზიდენტად ირჩევს სენატორს ბაზ უინდრიპს, რადგან დაიჯერა პოპულისტური დაპირებები რადიკალური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების შესახებ, ასევე პატრიოტიზმის და ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდა. არჩევნების შემდეგ უინდრიპმა (რომელიც გვაგონებს ამჟამინდელ ტრამპს) მიიღო ქვეყანაზე სრული კონტროლი და დაამყარა ჰიტლერის და SS-ის მსგავსი სამხედრო ძალების ტოტალიტარული მმართველობა.
       უილიამ გოლდინგის ალეგორიულ რომანში „ბუზების მბრძანებელი“  ნაჩვენებია, თუ როგორი სისწრაფით ხდება ადამიანის გაველურება კულტურული გარემოს არარსებობის გამო. ავტორი ფაქტიურად იკვლევს კაცობრიობის მორალური დეგრადაციის სათავეებს და ადამიანური საწყისის განადგურებას.  „ჩემი უმანკოება მოკვდა, როდესაც „ბუზების მბრძანებელი“ აღმოვაჩინე, რომლის სიუჟეტი ალეგორიული ფორმით გადმოცემს ადამიანთა მოდგმის  ბიწიერებას და რამდენად სამართლიანად გააძევეს იგი ბედნიერი ბაღიდან“, - წერდა რომანის „ბუზების მბრძანებლის“ შესახებ „გარდიანის“ მიმომხილველი პიტერ კონრადი. ხორხე ბორჰესის მოთხრობაში  „ბროუდის შეტყობინება“ სვიფტის იეჰუ აღმოჩენილი იქნა სამხრეთ ამერიკაში და წარმოადგენდა უკიდურესად დეგრადირებულ ერს. ბორჰესისათვის დამახასიათებელი პარადოქსული მანერით სვიფტის ჩანაფიქრი ახლებურად გააზრებულია ტრაგიკული აბსურდის სულისკვეთებით: მაგალითად, იეჰუს გაუმაძღრობა ოქროთი და ძვირფასეულობით შეცვალა ჭუჭყისა და სიბინძურისკენ მიდრეკილებამ, ხოლო ტომის „ძლიერი მეფეები“ აღმოჩნდნენ უმწეო ხეიბრები და მეზობელ ტომებთან ომში ყველაზე ადრე იღუპებიან.
         ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ხალხთა მასის ზომბირების და დეჰუმანიზაციის თემა ცენტრალური ხდება აბსურდის დრამატურგიაში: ე.იონესკოს „მარტორქა“ , ს. ბეკეტის, ჟ.ჟენეს, ა.ჟარის, გ.პინტერის, ვ.ჰაველის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი  ... გვერდი არც ჩვენმა პოეტებმა აუარეს:


ცხოვრების ზღვაში
ერთბაშად აღმოჩნდა
ის ალმასთან ერთად.
და რა?
ალმასი ჩაიძირა,
ხოლო ზევით დაცურავს
ის.
საკუთარმა გონებამ გიკარნახოს,
რა არის შენთვის უკეთესი -
ის თუ ალმასი.


        როგორც არკადი ბაბჩენკომ აღნიშნა, ანტიხალხური ხელისუფლება ხალხისგან იღებს ყველაზე საძაგელს. მთელ სიძულვილს, ქსენოფობიას, აგრესიას. ადამიანის ბუნების  ყველაზე საძაგელ, ყველაზე სულმდაბალ, ყველაზე შავბნელ თვისებებს. მას ფსკერიდან ამოაქვს და ჰეგემონ კლასად აქცევს არა ლუმპენს, რადგან ლუმპენი შეიძლება არ იყოს აგრესიული, - არამედ აგრესიულ გოპნიკებს.
        სწორედ მდაბიოს არსებობა საშუალებას აძლევს ნეკროფილ ბელადებს განახორციელონ ცხოვრებაში მათი „დიადი“, მაგრამ, სინამდვილეში, კაცთმოძულე იდეალები, როგორც ამას აკეთებდნენ ფაშისტები, ნაცისტები და ბოლშევიკები. ამ რეჟიმების დაშლის შემდეგ ადამიანურობის დაბრუნება მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას და, როგორც ჩრდილოეთ კორეის, მეფის ან ბოლშევიკური რუსეთის პრაქტიკა გვიჩვენებს, იწვევს გიგანტურ სოციალურ კატაკლიზმებს და ხალხთა მასების გამოუსწორებელ მორალურ დაცემას.
         ესსეს დავამთავრებ სვეტლანა ალექსიევიჩის პასუხით მ. ეპშტეინის კითხვაზე:

           კითხვა: „გეგმაში ხომ არ გაქვთ გაესაუბროთ რუსთა დღევანდელ „ბობოკისეულ“  თაობას და მათ შესახებ დაწეროთ წიგნი? რადგან ჩვენ თვალწინ იშლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება მსოფლიო ისტორიაში - ხალხის თითქმის მყისიერი გადაგვარება, მილიონობით ადამიანის გარდაქმნა საიდუმლოებით მოცულ არსებებად, რომლებსაც არ აქვთ თვალები, ყურები, სინდისი და თანაგრძნობა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? რას ფიქრობენ და გრძნობენ ეს ადამიანები მათ დაუფიქრებლობასა და  უგრძნობლობაში? მე მესმის, რამდენად მძიმე და საშიშია ასეთი წიგნის დაწერა, მაგრამ ნაკლებად თუ ვინმე შეძლებს ამის გაკეთებას თქვენზე უკეთესად“.

        ს.ალექსიევიჩის პასუხი:
          „აღარ გამაჩნია მარაგი ამისგან თავის დასაცავად... რატომაა იარაღი ლამაზი? ნაღმის ფორმა. და როგორ გამოიყურება ის, რაც ადამიანისგან რჩება, როდესაც ნაღმზე აფეთქდება? კოვზით აგროვებენ, რომ მშობლებს დნმ-ი მაინც გაუგზავნონ ... რაღაცას აგროვებენ  თუთიის კუბოებში. ქირურგი, რომელიც ადამიანს გაკვეთს,  ვერ დაიწყებს ტირილს მის გამო. მან ოპერაცია უნდა გააკეთოს. მეც ასე ვმუშაობდი მოთხრობებზე ტრაგედიის შესახებ“.

         ისტორიის ყველაზე დიდი ირონია იმაშია, რომ სწორედ უსიცოცხლო და არაერთხელ გასულელებულმა იეჰუმ გამოაცხადა თავი „ყველაზე სულიერად“ იმის მსგავსად, როგორც ჰიტლერმა გამოაცხადა მის მიერ გამდაბიოებული გერმანელები უმაღლეს რასად. სწორედ ამიტომ, როგორც კი  მსოფლიოში გამოჩნდება ახალი მიკრომეგასები, რომლებიც მიმართავენ მორიგ „სიდიადეს“ და „პატრიოტიზმს“, სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ იქაურობას, რათა არ გაგვთელოს გადარეულ მარტორქათა ჯოგმა  ...
        შენიშვნა: რუსების „ბობოკისეული“ თაობა -  გაუნათლებელთათვის იხ. ფიოდორ დოსტოევსკის მოთხრობა „ბობოკი“, რომელშიც განვითარებულია ჯ.სვიფტის იდეები.
   
    აფორიზმები მდაბიოს შესახებ

ვოლტერი:
როდესაც მდაბიო მონა იწყებს მსჯელობას - ყველაფერი დაკარგულია.

მ.ტვენი:
თუ შეამჩნიეთ, რომ უმრავლესობის მხარეზე ხართ, ეს იმის უტყუარი ნიშანია, რომ დროა შეიცვალოთ.

ვ.ბორისოვი:
მგლის ხროვაში ყველა მგელმა იცის: ვის წინააღმდეგ შეიძლება დაკრიჭო კბილები და ვის წინააღმდეგ არა. როგორც ჩანს, რუსეთში იგივე წესები მყარდება.

ი.გუბერმანი:
კეთილი, აგვიხსნან ერუდიტებმა
ერთი ჩვეულებრივი მოვლენა:
ყველგან, სადაც ბატონობენ ბანდიტები,
ისინი მგზნებარედ უყვარს მოსახლეობას.

ლ.გუმილიოვი:
ისინი ამბობენ: „ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ, მხოლოდ გვასაზრდოვეთ  და არაყი მოგვეცით. თუ ცოტას მოგვცემთ, სამნი შევიკრიბებით და ფულს შევაგროვებთ“. მათთვის ადგილს პოულობენ, და ისინიც მრავლდებიან, რადგან  სხვა არაფერი აქვთ საკეთებელი. დისერტაციებს არ წერენ. ეთნოგენეზის ინერციული ფაზის ბოლოს უკვე ქმნიან არა მოკრძალებულ მცირე ფენას ეთნიკური ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობაში, არამედ მნიშვნელოვან უმრავლესობას. და მაშინ ისინი ამბობენ თავის სიტყვას: „იყავით ისეთი, როგორც ჩვენ!“, ანუ ნუ მიისწრაფით იქით, რასაც ვერ შეჭამთ ან ვერ დალევთ ... ნებისმიერი განვითარება გადაიქცევა ოდიოზურ მოვლენად, შრომისმოყვარეობა ექვემდებარება დაცინვას, ინტელექტუალური სიხარული იწვევს რისხვას. ხელოვნებაში ხდება სტილის დაქვეითება, მეცნიერებაში  ორიგინალური შრომები განიდევნება კომპილაციებით,  საზოგადოებრივ ცხოვრებაში კანონდება კორუფცია, სამხედრო საქმეში ჯარისკაცებს მორჩილებაში ჰყავთ ოფიცრები და გენერლები და ემუქრებიან მათ აჯანყებით. ყველაფერი იყიდება, ვერავის ენდობი, ვერავის დაეყრდნობი, და იმისათვის, რომ იბატონოს, მმართველმა უნდა გამოიყენოს ყაჩაღთა ატამანის  ტაქტიკა: ეჭვი  შეიტანოს, მოძებნოს  და გაანადგუროს თავისი თანამებრძოლები.

ი.ბუნინი:
შიშით ვფიქრობ, ვის შობს ეს სისხლიანი მთვრალი მდაბიო, რომელმაც ხელში ჩაიგდო  ძალაუფლება, რა ბედი ელის ჩემ ქვეყანას ორი ან სამი თაობის შემდეგ. თუმცა, რა უნდა ვიფიქრო. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. ყველაფერი ღვარძლითაა სავსე, სისხლიანი, გულისრევამდე სიცრუით სავსე, უფხო, წარმოუდგენლად უბადრუკი ...

ა.სოლჟენიცინი:
ვისაც არ ჰყოფნის გამბედაობა, რათა დაიცვას თავისი სული, - ნუ იამაყებს თავისი პროგრესული შეხედულებებით, ნუ იტრაბახებს, რომ აკადემიკოსი და სახალხო არტისტია, დამსახურებული მოღვაწე ან გენერალი. პირდაპირ განუცხადოს თავის თავს: მე ვარ მდაბიო და მშიშარა, ჩემთვის მთავარია ვიყო მაძღარი და მქონდეს სითბო.

მ.ჟვანეცკი:
ასე, რომ ქმედება მარტივია: თუ ერთად დავიწყებთ გარკვევას -  გავერკვევით, თუ ერთად გამოვიანგარიშებთ - ანგარიშს გავასწორებთ, თუ ერთად გამოვთვლით - გადავრიცხავთ.  თუ რამე არ იცით, - მობრძანდით ყრილობაზე. თავს ნუ დაიტანჯავთ იმის გამო, რომ გაარკვიოთ, რა სურს ყველას... ყრილობაზე! იქ გეტყვიან, რა სურს ყველას. დაუფიქრებლად ცხოვრება არა მარტო ადვილია, არამედ ერთობლივი.

ვ.პელევინი:
რატომ არის, ვფიქრობდი მე, რატომ არის, რომ ნებისმიერი სოციალური კატაკლიზმი  მსოფლიოში იწვევს იმ ფაქტს, რომ ზევით ამოტივტივდება ეს ბნელი მდაბიო და იძულებულს ხდის ყველას იცხოვროს მისი საზიზღარი და კონსპირაციული კანონებით?

ძმები სტრუგაცკები:
მოთმინების და შეგუების უნარი ადამიანებს გადააქცევს პირუტყვებად.
ბრიყვებს თავს ევლებიან, ბრიყვებს დიდი ზრუნვით ზრდიან, ბრიყვებს ასაზრდოებენ, და ამას ბოლო არა აქვს ... ბრიყვი ნორმად იქცა, ცოტაც და ბრიყვი გახდება იდეალი, და ფილოსოფიის დოქტორები მის გარშემო ფერხულს გამართავენ. გაზეთებს უკვე გამართული აქვთ.  ო, როგორი შესანიშნავი ხარ, ბრიყვო! ო, როგორი მხნე და  ახოვანი ხარ, ბრიყვო! ოჰ, როგორი ოპტიმისტური ხარ, ბრიყვო, და როგორი ჭკვიანი ხარ, ბრიყვო, როგორი დახვეწილი იუმორის გრძნობა გაქვს, და როგორ მარჯვედ ავსებ კროსვორდებს! .. მთავარია, არ ინერვიულო, ბრიყვო, ყველაფერი ისე კარგადაა, შესანიშნავად, მეცნიერებაც შენს სამსახურშია, ბრიყვო,  ლიტერატურაც, რომ მხიარულად იყო, ბრიყვო, და არაფერზე არ არის საჭირო ფიქრი ... რაც შეეხება ხულიგნებს და სკეპტიკოსებს, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ, მათ ჩვენ, ბრიყვო, გავუსწორდებით (შენთან ერთად როგორ არ გავოსწორდებით! ).

ს.იანკოვსკი:
ყველა საზოგადოებაში არსებობს მცირე ნაწილი, რომელსაც უწოდებენ მდაბიოს, და ეს ნაწილი ყოველთვის ცდილობს იმოქმედოს მთელი საზოგადოების სახელით.

ს.ტროფიმოვი:
ჩააქრეთ სინათლე, მდაბიო ამოტივტივდა, თითქოს საუფარი ჩააგდეს ეკსკრემენტებში.

ო.ლადიჟენსკი:
მდაბიოს აქვს ერთი თავისებურება: ის ყოველთვის  შენ არ ხარ. და ეს შესანიშნავია.

ლ.სუხორუკოვი:
არაფრის გალანძღვა არ უყვართ ისე, როგორც საზოგადოების ნაღებისა.

ო.კუზნეცოვი:
საზოგადოებრივი კიკინის გამოკითხვა.

„გაზენვაგენი“:
ყველაზე უსაფრთხო მონაა ის, რომელსაც ეჭვიც კი არ აქვს, რომ მონაა.
მდაბიოსათვის ყველაზე საშიშია თავისი პატრონის დაკარგვა და თავისუფლების მოპოვება.

ლექსები მდაბიოზე:

თუ მდაბიოთ მსოფლიოში მოსწყინდა, რადგან სამაგიეროს ნებისმიერი გადაუხდის,
 - მდაბიო ინტერნეტში პოულობს თავშესაფარს, რათა ცოტა ხნით მარტო დარჩეს.
და ცხოვრებაში დაჩაგრული ჯუჯა, უიღბლო, შურიანი, ტილი,
— ინტერნეტში მეზობლებს ლანძღავს.
ნაძირალა, ყმუილზე გადადის - მოუსვენარი, აგზნებული, წრიპინა,
ვირტუალური ვამპირი - მდაბიო ოწყებს ხმამაღალ გინებას.
ინტერნეტში ის მრისხანე მაჩოა, ათამაშებს ბურცებს და კუნთებს,
რეალურ ცხოვრებაში კი ჩუმად ტირის, სასმელით ავსებს ცარიელ ცხოვრებას!


***
როგორ მტკივა გული რუსეთის გამო,
შეიძლება ყოფილიყო დიდი ქვეყანა,
რომ არ ყოფილიყო ამდენი მდაბიო,
და ხელისუფლებაც რომ ყოფილიყო სხვა.
მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ,
ხელისუფლება მდაბიოსაა აყოლილი.


***


მდაბიოს საყვარელი გამონათქვამები:

ყველაფერი ღვთისაა და მეფის.
მეფის გარეშე - მიწაც ქვრივია.
მეფის ნება არ განისჯება.
ავის მომასწავებელია, საშიში, მაგრამ მეფის გარეშე არსებობა შეუძლებელია.
მათრახი არ ტანჯავს, არამედ სიკეთეს ასწავლის.
ანათებს ერთი მზე ცაში, ხოლო დედამიწაზე - მეფე.
მეფე ეფერება, ბოიარები კი ართმევენ.
ჩაგვრა მეფეებისგან კი არ მოდის, არამედ მათ მიერ გამორჩეული ადამიანებისაგან.
მეფე მესერიდან ვერაფერს ხედავს.
მეფემ არ იცის, რას აკეთებს ძაღლების მომვლელი.

ესსეს დავამთავრებ ფენომენის ზუსტი და მოკლე აღწერით - რადიშჩევის ციტატით: "Чудище обло, озорно, огромно, стозевно и лаяй"...

ადამიანთა და ხალხთა ზომბირება და დეზომბირება


სატელევიზიო ზომბირების ფიზიოლოგიურმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება.
ხელისუფლების მიერ ხალხის ზომბირებას ყველა დროში ჰქონდა ადგილი. რადგან ძალაუფლების ბუნება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ფსიქიკაზე ძალაუფლებას - გასულელებულ ადამიანთა ცნობიერებასა და განსაკუთრებით ქვეცნობიერზე. რადგან ადრეული ბავშვობიდან ტვინის პერმანენტული გამორეცხვა უადვილებდა ხელისუფლებას ხალხის გარდაქმნას მორჩილ და სამუშაო პირუტყვად. ზოგიერთ ერს ჩვევა დანებდეს „მოთვინიერებას“ ისე აქვს გამჯდარი ცნობიერებაში, რომ ხელისუფლებას მინიმალური ძალისხმევა სჭირდება მისი ეგოისტური მიზნების მისაღწევად.
ზომბირების ტექნოლოგია ყოველთვის ფეხშეწყობით დააბიჯებდა მეცნიერებასთან ერთად, მოხდა მისი ტრანსფორმირება მარტივი, ნეოლითური ფორმებიდან რეალური მასობრივი განადგურების იარაღის შექმნამდე, რომელიც ეფუძნება სისტემატურ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე. მე ვიტყოდი, რომ ზომბირება - ადამიანის გონების დეფორმაციაა უზენაეს ხელისუფალთა საამებლად, და რაც უფრო ტოტალიტარულია ხელისუფლება, მით უფრო ძლიერია ზომბირება. ზომბირება მით უფრო საშიშია, რაც უფრო ღრმად აღწევენ საწმყსოს ქვეცნობიერში „მოძღვრები“, რომლებიც წინ მიუძღვიან „ფარას“ .
„რამდენიმე პროფესიული პასი „ზომბოყუთზე“,  და, როგორც იტყვიან, ერთგული ქვეშევრდომი „ბრბო“ უკანასკნელ პერანგს გაიღებს. მთავარია  არ გადაამლაშონ, არ ხელყონ მათი წმიდათაწმიდა - „დასალევი“, დანარჩენს თავად გაიღებენ! ვერცხლის ლანგარზე მიართმევენ“.
მავნე და დესტრუქციული ზომბოდანადგარების არსენალი ნამდვილად უსაზღვროა. ხელისუფლება, ეკლესია, „სულიერი ლიდერები“ პარაზიტირებენ და სპეკულირებენ „სამწყსოს“ ტომობრივი კუთვნილებით, ბრბოს ნეოლითურ-ისტორიამდელი გადმონაშთებით, ეროვნული ამბიციებით, ფსევდოხალხურობით, უმაღლესი რასით, ნათელი მომავლით, მაღალი სულიერებით, ხალხთა სულიერი თანამეგობრობით, მართლმორწმუნეობით, შესანიშნავი წარსულით და დიადი მომავლით, არარსებული ისტორიული მიღწევებით და არარსებული „დიდი გამარჯვებებით“, დაღუპულ გმირთა სახელებით, უდანაშაულოთა ტანჯვით, საეჭვო სამხედრო მამაცობით, საომარი ფსიქოზით, მამა-პაპებით, რომლებმაც ყველა მტერი დაამარცხეს, „ერთიანობით და ძლიერებით“, პატივითა და ღირსებით, სიამაყით და შიშით, მშობლიური არყის ხეებით, პირად სიკეთეზე უარის თქმით, ადამიანთა ღრმა და მანკიერი შინაგანი მისწრაფებებით, ცნობიერების უმეცრებით, მანიებით და ფობიებით, სულიერი ხულიგნობის ფენომენით, დამცირებულობითა და შეურაცხყოფილობით, უმეცარი მასების ვერაგული ცდუნებით და ქვენა  გრძნობებით, შურით, ამაოობით და სხვებისადმი სიძულვილით, ქედმაღლობით და უპირატესობით, უპასუხისმგებლობით, პლებსის ანგარებით და ჟინით, რწმენით და ურწმუნოებით, ხელისუფლებისა და ეკლესიის კავშირით, მტრული გარემოთ, ხალხის მეხსიერებით და გულმავიწყობით, სიწმინდით, პატრიოტიზმით, ნიჰილიზმით, სიკეთის ბოროტებაზე მომავალი გამარჯვებით და ა.შ.
სპეციალისტებმა გამოავლინეს ტელევიზიით გამოწვეული შიდსის სიმპტომები - ხანგრძლივი სისუსტე, დეპრესია, გაჭიანურებული რესპირატორული დაავადებები, კუნთების და სახსრების ტკივილი.
სამწუხაროდ, ეს ასეა: თუ მასობრივი ზომბირების საშუალებები შემუშავებულია თითქმის სრულყოფილებამდე, დეზომბირების ტექნოლოგია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ეს შესანიშნავად აჩვენეს მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა, როდესაც ამერიკელები პირისპირ აღმოჩნდნენ გერმანელი და იაპონელი ხალხის ძირითადი მასის გონზე მოყვანის პრობლემის წინაშე. აღმოჩნდა, რომ ცნობიერების ეკოლოგია კიდევ უფრო რთულია, ვიდრე  ხასიათის ეკოლოგია, ამიტომ გერმანელი და იაპონელი ხალხის ნაციზმით დეფორმირებული ცნობიერების გასაწმენდად საჭირო გახდა ძალიან ძლიერი, და მე ვიტყოდი, მორალთან შეუსაბამო საშუალებების გამოყენება - ატომური აფეთქებების ჩათვლით.
ფართო გაგებით, ზომბირებაში უნდა ვიგულისხმოთ ადამიანის ცნობიერებაში სტერეოტიპთა სისტემის იძულებითი დანერგვა, რომელიც აბსოლუტურად ართმევდა მას თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას პირადი გადაწყვეტილების მიღებისას, რეალურად აქცევდა ბიოავტომატად, რომელსაც ფსიქოლოგიურად აკონტროლებდა ხელისუფლება თავისი ინტერესების საამებლად. ზომბირებული ადამიანი თითქოს მუდმივად პერმანენტულ ჰიპნოზშია და რეალურად არ იცის, რას აკეთებს. გაბოროტებული ზომბი, რომელსაც სძულს ყველა სხვა, ვინც არ შედის მათ სამწყსოში, მხოლოდ ბრმა იარაღი კი არ არის ხელისუფლების ხელში, არამედ ზომბოინფორმაციული ვირუსის აქტიური გადამდებია, ანუ ინფორმაციული პათოგენობის მატარებელი.
ზომბირებული ადამიანები არ არიან არც გადაგვარებულები, არც ნაძირალები და არც გაბოროტებული ტიპები. უბრალოდ ინფორმაციის წყაროებისადმი ხელმისაწვდომობა და სიტყვის თავისუფლება მათ შეუცვალეს ზომბოყუთით, და ზრდასრულები, ისევე, როგორც პატარა ბავშვები, რომლებიც ბრმად ენდობოდნენ საკუთარ მშობლებს, რობოტებად გადაიქცნენ. მათ საერთო არაფერში დაადანაშაულებთ: არ შეიძლება გძულდეთ მოტყუებული ბავშვები ... ამიტომ, შეუძლებელია საუბარი „ზომბების შესახებ, რომლებმაც შესანსლეს საკუთარი ტვინი, მაგრამ სრულიად დასაშვებია საუბარი მბრძანებლური „ხალხის ტვინიჭამიების“ შესახებ  ...
ზომბოყუთს ნამდვილად შეუძლია გარდაქმნას გულუბრყვილო, ნაკლებად მოაზროვნე ადამიანები მყვირალა პროტოპლაზმად დროშით ხელში და ქაფით პირზე. და მაშინ ცოლები მართლაც უარს აცხადებენ მათ დაღუპულ ჯარისკაც- ქმრებზე, მშობლები თავისი დუმილით - ტყვედ ჩავარდნილ შვილებზე, ხოლო შვილები მიდიან დაღუპული მამების საფლავებზე იმ ადამიანთა პორტრეტებით ხელში, ვინც დასაღუპად გაიმეტა ისინი  ...
ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი საყრდენია შიში, ძალადობა, ომი, სიღარიბე, ბანაკები, ზომბოყუთი. უფრო მეტიც, დღეს პროპაგანდა, ზომბირება, მოსახლეობის გამოდებილება იქცა გარობოტების საოცრად ძლიერ იარაღად. მე უფრო გავაღრმავებდი ამ აზრს: ჰიტლერის და სტალინის შემდეგ თითქოს შეუძლებელი იყო ადამიანებს ისე მოქცეოდნენ, როგორც ეს აამებდათ პუპენმეისტერებს: თუ ვერ აიძულებდნენ შეეჭამათ თავისი ტვინი, გაეგზავნათ ტერორიზმთან საბრძოლველად, ომში, მისთანების, ასე ვთქვათ, საკუთარი „ძმების“ მასობრივ სასაკლაოზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა თუ შესაძლებელია, არამედ ძალიან მარტივი და რეალურიცაა: ათი-თხუთმეტი წელი ზომბირება, და მოსახლეობა მზად არის ყველაფერი ირწმუნოს, საკუთარ თავს არ დაუსვას არც ერთი, თუნდაც ელემენტარული კითხვა, მთლიანად დაკარგოს ინფორმაციის კრიტიკული აღქმის უნარი.
სამწუხარო ის არის, რომ  ინტელიგენცია, სამღვდელოება, მეცნიერები ხელისუფლების მხრიდან საშინელი ზეწოლის გამო, არა მხოლოდ მზად არიან თანამონაწილეობა მიიღონ ხალხთა მასების ზომბირების პროცესში, არამედ აკეთებენ ამას ენერგიულად, ნიჭიერად, პათოსურად და ვირტუოზულადაც: ტყუილი, ცილისწამება, „სიძულვილის ხუთი წუთი“, იარლიყების მიწებება ხელისუფლების ოპონენტებისათვის - ამით არ არის ახლა დაკავებული creme de la creme?
ტოდორ დიჩევმა ზომბირებას უწოდა ლეგალიზებული სატანიზმი და ფსიქოტრონული მონობა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა გრძელვადიანი და კომპლექსური რეაბილიტაცია, რომელიც სცილდება თვითგანათლების, განათლების და თერაპიის ზღვარს. როგორც ვხედავთ, თუ ზომბირების ტექნოლოგია სრულყოფილია ხელისუფლების მიერ, რეაბილიტაციის ტექნოლოგია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. სხვა სიტყვებით, ზომბირების პროგრამის წაშლა ადამიანის ცნობიერებიდან და განსაკუთრებით ქვეცნობიერიდან უფრო რთულია, ვიდრე ამ პროგრამის ჩაწერა. ეს დაკავშირებულია რესურსების შეუთავსებლობასთან, რომელიც იხარჯება პირველსა და მეორეზე.
ზომბირებას ხშირად თან ახლავს თვითშთაგონება, ანუ პერსონალური ხასიათის პათოლოგიური დარწმუნების განვითარება. თავის ერთ-ერთ ტელეექსპერიმენტში ტოდორ დიჩევმა აღმოაჩინა, რომ სატელევიზიო ზომბირების ფიზიოლოგიურმა შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირება.
ტელეექსპერიმენტში მონაწილება მიიღო საუკეთესო ჯანმრთელობის მქონე 30 მოხალისემ. ისინი გააფრთხილეს ტელეშთაგონების შესაძლო ნეგატიური  გავლენის შესახებ ფსიქიკაზე. საუბარი იყო ტელევიზიით უცხო ენის მასიური სწავლების შესახებ მსუბუქი ჰიპნოზის გამოყენებით - შთაგონებით, ერთ-ერთი ცენტრის დათრგუნვით სხვების აღგზნების ხარჯზე. ამავე დროს, შეამოწმეს მოხალისეთა ორგანიზმის სამედიცინო მაჩვენებლები. აღმოჩნდა, რომ „გაკვეთილების“ დროს ფსიქიკაზე ჰიპნოზურმა ზემოქმედებამ გამოიწვია  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები: პულსის ცვლილება, მაღალი წნევა, თავბრუსხვევა, გულისრევა. ექიმებმა დაჟინებით მოითხოვეს ტელეექსპერიმენტის სასწრაფოს შეწყვეტა. მაგრამ ნეგატიურ ცვლილებათა შეჩერება ტელეექსპერიმენტში მონაწილეთა ჯანმრთელობაში ექიმებმა ვერ მოახერხეს. ექსპერიმენტული ტელეშთაგონება ტრაგიკულად დასრულდა. რამდენიმე წლის შემდეგ რამდენიმე ადამიანი ჯგუფიდან სერიოზულად გახდა ავად, ზოგიერთი კი გარდაიცვალა. შვიდი წლის შემდეგ ცოცხალი აღარავინ დარჩა. რატომ გაანადგურა ასე სწრაფად მსუბუქმა ჰიპნოზმა ძლიერი ორგანიზმი? აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო შთაგონება გადაიქცა საკმაოდ ძლიერად ტელევიზორის გამაძლიერებელი თვისებების წყალობით. ასეთმა დარტყმამ დაარღვია ექსპერიმენტის მონაწილეთა ორგანიზმის ჰომეოსტაზი. სწორედ ამ შავი ხვრელისკენ გაემართა ყველა დაავადება.
ზომბირების მასობრივი საშუალებების ან ფსიქიკის პროგრამირების შორის ყველაზე სახიფათოა სატელევიზიო. პირველ რიგში, იგი დამანგრეველ შთაგონებას ახდენს მრავალმილიონიან აუდიტორიაზე. მეორე, ტელევიზორი აძლიერებს შთაგონებას 25-30-ჯერ. მესამე, შთაგონების ზოგიერთი ტექნოლოგია, მაგალითად, ექსტრასენსის სპეციალური ფრაზების და ხერხების გამოყენება მოქმედებს ცნობიერებაზე, როგორც დიდი ურო, ამასთან არ იწვევს ეჭვს გულბრყვილო ადამიანებში. დიდი უროს მსგავსი ფრაზები, სპეციალური ნარკოტიკული რიტმი, ემოციათა ღიტინი, მრავალჯერ გაძლიერებული ტელევიზორის მიერ, ბლოკავენ ტვინის ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრებს, ჩრდილავენ ტელეპაციენტთა გონებას  და „თიშავენ“ მათ რეალობიდან.
ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ „სამწყსოს“ ცნობიერების დეფორმაციის უსასრულო შესაძლებლობებს კარგად აწყობილი პროპაგანდით. ნიჭიერ ტელეწამყვანებს საკმაოდ კარგად შეუძლიათ ექსტრასენსებს გაუწიონ კონკურენცია ქვეცნობიერში ღრმად შეღწევის და ორგანიზმში ბუნებრივის დარღვევის თვალსაზრისით. ეიფორიას, შიშს, შვების ცრუ შეგრძნებას, ემოციების ექსპლუატაციას არა მხოლოდ შეუძლია მთლიანად დაბლოკოს გონება, არამედ რადიკალურად შეცვალოს ჰორმონალური ბალანსი, გულის და ტვინის ძარღვების მდგომარეობა, ამასთან „ცნობიერების ასეთი დამუშავების“ ან მისი „პროგრამირების“ შედეგები გრძელვადიანია და ხშირად იწვევენ ორგანულ დაზიანებებს. დადგენილია, რომ ტელეშთაგონების შემდეგ ადამიანის ორგანიზმის უჯრედები თითქოს უნებისყოფო ხდება და ჰიპნოზის დროს ავტომატურად ასრულებს სატელევიზიო ან ექსტრასენსული მბრძანებლის პროგრამებს, ბრძანებებს და რეზონანსულ განკარგულებებს. აქედან გამომდინარე ორგანიზმში ჩნდება ქაოსი და ნგრევა. ეს ერთგვარი სატელევიზიო შიდსია, რომელსაც სპეციალისტები ზოგჯერ უწოდებენ ბიოენერგეტიკულ ნეიროენდოკრინულ იმუნურ დეფიციტს.
ექსპერტებმა გამოავლინეს სატელევიზიო შიდსის სიმპტომები - ხანგრძლივი სისუსტე, დეპრესია, გაჭიანურებული რესპირატორული დაავადებები, კუნთების და სახსრების ტკივილი, მეხსიერების გაუარესება, ქრონიკულ დაავადებათა ხშირი გამწვავება ... მიმაჩნია, რომ მსოფლიო ტერორიზმის ზრდა მნიშვნელოვნადაა განპირობებული  ცნობიერების ვირტუოზულად დამუშავებით - და მკვეთრი შემცირებით მკვლელების-სასიკვდილოდ განწირულ ადამიანთა სიცოცხლის მკვეთრი გაუფასურებით ...
მე ეჭვი მეპარება ფართოდ  პროპაგანდირებული ფსიქოტრონული იარაღის არსებობაში, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინსა და ცნობიერებაზე გამოსხივების სპეციალური გენერატორების გამოყენებით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება ნამდვილ „ტვინის მბურღავთა“ რეალურ ზემოქმედებაში, რომლებიც აკონტროლებენ „სამწყსოს“ გონებას სიტყვით და ჟესტით, იჭრებიან არა ადამიანის თავში, არამედ მისი ცნობიერების სიღრმეში. უფრო მეტიც, ფსიქოტრონული იარაღი შექმნილი რომ ყოფილიყო, მას აქვს ტერიტორიული შეზღუდვა, ხოლო ტელევიზორი „მოიცავს“ მთელ მოსახლეობას, აპროგრამებს მასების ქვეცნობიერს ცნობიერების დამუშავების კრიმინალური პროგრამების შემქმნელთა საამებლად. ფაქტობრივად, ერთადერთი სწორი გზა არ დანებდე ტელეზომბირებას - ტელევიზორის გამორთვაა.
ჩვენ უკვე დაგვავიწყდა კოლოსალური, ტიტანური ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო გერმანელების დენაციფიკაციასა და იაპონელთა დემილიტარიზაციაზე. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს პოლიტიკურ მომავალზე, ბევრს რატომღაც შეუმჩნეველი რჩება მოსახლეობის მასობრივი გაბრუების და სოციალური დესტრუქციის  პრობლემა უზარმაზარ ტერიტორიებზე. შესაძლებელია კი, პრინციპში, ადეკვატურობისკენ დაბრუნება უხილავი, შეუცნობელი სამყაროდან, რომელშიც ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა, ცხოვრობს მის ირეალურ სამყაროში და არ სურს არაფრის შეცვლა?
           თითქმის არავინ ფიქრობს ხალხის ცნობიერებაზე გრძელვადიანი და ბოროტად განზრახული ზემოქმედების შედეგებზე, სიცრუის სიმართლით შეცვლის პრინციპულ შესაძლებლობაზე. ძალიან დიდი ალბათობით არავის და არაფერს არ შეუძლია აიძულოს ხალხი აღიქვამს რეალობა, როგორც ეს არის, და არა ისე, როგორც ამას კარნახობს ტელევიზია. რადგან ჩვენ დროში ბევრი ქვეყანა და იმპერია დაიშალა ზუსტად ამ მიზეზის - ტერორისტული ხელისუფლების მიერ ზომბირებული და დაშინებული მოსახლეობის სრული დეგრადაციის გამო.
რუსეთი არა მხოლოდ ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რაც ითქვა, არამედ, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ბრეიკდაუნი მოხდა სამჯერ საუკუნეში. 1917 წელს დაიშალა რუსეთის იმპერია, 1991 წელს - ტოტალიტარული და ზეზომბირებული საბჭოთა კავშირი. ახლა დამყარებულია სიცრუისა და ტყუილის ყველა მსოფლიო რეკორდი. მისტერ პუტინს სწრაფად მიჰყავს ქვეყანა საბოლოო განადგურებისაკენ. რადგან პრინციპი „ცხოვრებაში ყველას უწევს გადახდა და პასუხისგება“ არავის გაუუქმებია ...
: „ქვეყანა, რომელიც დაძაბულად ელოდებოდა უცხო ტომის ბარბაროსებს, მაგრამ ვერ დაელოდა, შეიძლება დაიღუპოს საკუთარი ბარბაროსებისგან“.
-------
Serial killers ruin families. Corporate, political and religious psychopaths ruin economies and societies." R. Hare Criminal Psychologist

 http://www.pathocracy.net/
People who accept you EXACTLY as you are. Don't let them go."- Jacqueline Kabat
"Nothing is more threatening and confusing to an angry person consumed with fear than a free spirit. It pisses them off." Jacqueline Kabat


თარგმანი    (C) მ.ფ.ლ
05.15.2017
სარედაქციო




среда, 15 марта 2017 г.

მასების მართვის მანიპულაციური მეთოდების ამოქმედების ანალიზი თანამედროვე ეპოქის დესტრუქციულობის კვლევაში (რუსეთის მაგალითზე) ფსიქოანალიტიკური მიდგომა

მასების მართვის მანიპულაციური მეთოდების ამოქმედების ანალიზი თანამედროვე ეპოქის დესტრუქციულობის კვლევაში (რუსეთის მაგალითზე)
 ფსიქოანალიტიკური მიდგომა


               მშრომელი მასების ფსიქიკის დათრგუნვის გზები და მეთოდები
         ქვეყნის ეხლანდელი ხელისუფლება ყოველ წელს სულ უფრო   იძულებული ხდება დახარჯოს უზარმაზარი ძალისხმევა ხალხში მშვიდობიანი განწყობის შესანარჩუნებლად.
         გამოდის, მაგრამ გაჭირვებით. ხელისუფლების მხრიდან დღეს ორი ვარიანტია ამოქმედებული. ამასთან ერთად გასაკვირია, რომ ჯერ-ჯერობით ისინი თითქმის ერთდროულად გამოიყენება. გარდა ამის, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ხდება  ინტუიციურ, გაუცნობიერებელ დონეზე. პირველი ვარიანტის თანახმად, მიმდინარეობს მშრომელთა შესაძლო დათრგუნვის გზებისა და საშუალებების გაძლიერება (შინაგანი ჯარისა და პოლიციის, არმიის შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობრივად მკვეთრი ზრდა), ხოლო, მეორე ვარიანტის თანახმად, ხალხის ხელოვნურად შეცდომაში შეყვანა მასების მანიპულირების გზით (გასართობი პროგრამების ზრდა, ალკოჰოლური სასმელების რეკლამა, ხალხის რეორიენტაცია დასავლურ ცხოვრებაზე, რომელთან, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველწლიურად მყიდველობითი აჟიოტაჟის ზრდა, როდესაც პროდუქცია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ წლების განმავლობაში, ახლა ერთ-ორი წელიწადში იცვლება). თუ ყურადღებას გავამახვილებთ მასების მანიპულირებაზე დასავლურ ცხოვრებაზე რეორიენტაციის მიზნით, ამ შემთხვევაში ასევე უნდა ითქვას ტრადიციული რუსული ცხოვრების დასავლური აზროვნებით განზრახ შეცვლაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოიყენება არა ჭეშმარიტი დასავლური ცხოვრების წესი, არამედ მისი დამახინჯებული ვერსია იმის ხარჯზე, რომ რუსეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი  მაინც ვერ ახერხებს საზღვარგარეთ გამგზავრებას. და თუ ვინმეს აქვს ამის  საშუალება, მხოლოდ მუსულმანურ კურორტებზე, და აქედან გამომდინარე, თუ როგორი ცხოვრებაა დასავლეთში, მათ უბრალოდ არ იციან.
         შესაბამისად, უცნობი ხდება, რომ ადამიანთა ძირითადი კატეგორია დასავლეთში, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, მოძველებულ ტექნიკას იყენებს. უდგება მის გამოყენებას გარკვეული გლეხური პოზიციიებიდან, მიაჩნია, რომ ამ ტექნიკას შეუძლია გამართულად მუშაობა  და მუშაობს.
         ამ დროს კი ზემოგებით დაინტერესებული თანამედროვე რუსი კაპიტალისტები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ რუსეთში ხალხმა ახალი პროდუქცია შეიძინოს, ამიტომ სრულიად არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ხშირად ეს პროდუქცია მნიშვნელოვნად (ხშირად კი საერთოდ) არ განსხვავდემა იმისგან, რომელიც მათ უკვე აქვს.
           შედეგად, გაბრიყვებული  ხალხი უმეტესად მისდევს მოდის ახალ ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს ახლანდელ რუს ნუვორიშებს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ხალხი, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობები (მართალია, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს შიმშილის ზღვარზე, მაგრამ თავს მხოლოდ იმის უფლებას აძლევს, რომ ხელფასი დახარჯოს მხოლოდ საკვებზე და იაფ ჩინურ ტანსაცმელზე. ეს ხდება დიდ ქალაქებში. რეგიონებში კი შიმშილსა და ხალხის მასობრივ განადგურებას ადგილი აქვს დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ალკოჰოლის შემცველი პროდუქციის მოხმარებისა და ნარკომანიის ზრდის  გამო), იძულებულია აიღოს სამომხმარებლო სესხი, დახარჯოს ის საკვებში და პირველი მოთხოვნილების საჭიროების დასაკმაყოფილებლად  და ამით ნებაყოფლობით იგდებს თავს ხაფანგში.
        ჩვენ უკვე ვისაუბრეთ არმიის როლის ზრდაზე თანამედროვე რუსეთში. სინამდვილეში შეიარაღებულ ძალებში სიტუაცია ორგვარია. ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან თითქოს იგრძნობა ზრუნვა საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე. მეორე მხრივ, ხშირად საკმაოდ პირობითი ხასიათი აქვს. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის რამდენიმე მსხვილი უნივერსიტეტის ოფიცერთა უმრავლესობა (მსგავსი სიტუაცია თითქმის ყველა რეგიონშია) ხშირად იძულებულია ეძებოს სამუშაო და საარსებო წყარო სხვაგან. პირველ რიგში, ეს ხდება სასწავლო პროცესის საზიანოდ, როდესაც ოფიცერი იძულებულია ყველა ხერხი იხმაროს, რომ თავი დააღწიოს სამხედრო სასწავლო დაწესებულებას, რათა ოჯახისთვის ფული იშოვოს. მეორე შემთხვევაში, თანამედროვე რუსული არმიის ოფიცერს დღეს მხოლოდ სამოქალაქო სამსახურში შეუძლია მოძებნოს სამუშაო, თუმცა ირიცხება სამხედრო სამსახურში, ხოლო სამხედრო ხელფასს ზემდგომ უფროსებს უხდის. მას, ვინც ხელს აფარებს. რაც შეეხება არმიის ქვედა რგოლს, აქ ანალოგიური ვითარებაა. კურსანტების გარკვეული ნაწილი (ხშირად თითქმის ყველა, ვინც ხელმოკლე ოჯახიდანაა, ასეთები კი სამხედრო დაწესებულებებში უმრავლესობაა) მუშაობს სამოქალაქო სამსახურში. და არა მარტო ძილის ხარჯზე, ანუ ღამით, არამედ, ზოგჯერ, დღისით. ხელფასის გარკვეულ ნაწილს აძლევენ ზემდეგებს და ოფიცრებს. ზოგჯერ კი თავად ოფიცრები უზრუნველყოფენ კურსანტებს სამსახურით და ართმევენ გამომუშავებული თანხის ლომის წილს.
     ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა! ამის შემდეგ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე და სამეთაურო შემადგენლობის მომავალზე საუბარიც კი არ ღირს (ეს იგივეა, რაც სპორტში:  არ ივარჯიშო და ისე გამოხვიდე შეჯიბრებაზე. ამასთან, ჯარი შეიძლება შევადაროთ კრივს. რინგზე გამოსვლისას ასეთ სპორტსმენს დამარცხების შემთხვევაში ემუქრება გონების დაკარგვა (ნოკაუტი), ხოლო ჯარში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გაუწვრთნელი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ საუბარი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე ზედმეტია). ამასთან მსგავსი რამ შესაძლებელი ხდება მხოლოდ ერთი მიზეზით:  შეიარაღებული ძალების არასაკმარისი დაფინანსებით, არასაკმარისი კონტროლით ინსპექტირების ორგანოების მხრიდან. კონტროლს კი ჯარში ისევ სამხედროები ახორციელებენ. საბოლოოდ კი, ყველაფერი მთავრდება ალკოჰოლური სასმელების ერთად მიღებით, საუნით და ა.შ. ალბათ, როგორც ვარიანტი, საჭირო იქნება მოულოდნელი ინსპექტირების ჩატარება დამოუკიდებელი პროკურორების მიერ (სასურველია სამოქალაქო), მაგრამ მაშინ კი არა, როდესაც ასეთი შემოწმების შესახებ უკვე ცნობილია და ყველა მზად არის ამ შემოწმებისთვის, არამედ  მოულოდნელად.
        სხვათა შორის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამხედრო სასადილოებში საკმაოდ გავრცელებულია ტრადიციული მასობრივი ქურდობა მზარეულების მხრიდან. თუმცა არც ეს სიტუაცია არ არის ახალი რუსეთისთვის. სახელმწიფო საწარმოში ყველა იპარავს.
         ამ და სხვა მრავალი მიზეზის ანალიზის შედეგად სრულიად მართებ ული იქნება შემდეგი დასკვნა: რუსეთში საჭიროა მკაცრი ხელისუფლება. რადგან ხალხს არაფერი შეაჩერებს შიშის გარდა (გლობალური მასშტაბით სასურველია, რომ შეიცვალოს იდეოლოგიური კომპონენტი მასების ქვეცნობიერებაზე ზემოქმედებით. მაგრამ ეს ხერხი თაობებზეა გათვლილი. დღეს კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადარჩენა. და, აქედან გამომდინარე, უფრო მკაცრი ზომების მიღება).
 კოლექტიური არაცნობიერის (არქეტიპებზე  ზემოქმედება) კანონების ცოდნა  მანიპულატორების სამსახურში
        მანიპულირებას შიშის პროვოცირების გზით ზოგჯერ მოაქვს რეალური შედეგი მასების სამართავად. ეს, თავის მხრივ, ხელისუფლებაზე ახდენს გავლენას. შეიძლება ითქვას, ხელისუფლების ხარისხზეც.
         ჩვენ ვხედავთ გასაოცარ პარალელებს ბრბოზე (მასებზე) მანიპულირების მეთოდებსა და შედეგად მიღებულ რეაქციებს შორის. რადგან მასობრივი ცნობიერების დათრგუნვის მექანიზმებს (და ამ გზით ბრბოს, მასების, ადამიანების მართვას) შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შედეგი; რომელიც, თავის მხრივ, პროეცირებულია ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდებით. მეთოდები, თავის მხრივ, დამოკიდებულია თავად ხელისუფლებაზე (მმართველ რეჟიმზე). არსებობს ხელისუფლების მოდელის (პოლიტიკური სისტემის მოდელების) ორი ძირითადი კატეგორია:  ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი (ბაზა - კლასიკური ლიბერალიზმი და ცალკეული, ყველა პიროვნების თავისუფლება, როგორც  მთავარი ღირებულება, პლუს სამართლებრივი სახელმწიფო, პლურალიზმი, პარლამენტარიზმი და ა.შ.) და ტოტალიტარული ან ავტორიტარულ-ტოტალიტარული მოდელი (ერთი ლიდერი, გაბატონებული იდეოლოგია, დაყოფა მმართველი რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებზე, განსხვავებული აზრის მქონეთა სასტიკი თრგუნვა და ა.შ.).
       ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოების მშენებლობის პირობებში ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მისაღები ტოტალიტარული მოდელია (ჯერ  დაშლის შემდეგ ქვეყნის გაძლიერების მიზნით ფსევდოდემოკრატიის პერიოდი - სტალინის მეთოდები. შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევის კეთილდღეობის პერიოდი,  გლობალიზაციის განვითარების თანამედროვე თავისებურებების გათვალისწინებით,  და ა.შ., მათ შორის წარსულის და აწმყოს გამოცდილება, როდესაც საჭიროა მხოლოდ საუკეთესო და ოპტიმალური).
       სხვათა შორის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვის „ტოტალიტარიზმი“. რადგან ამ სიტყვისადმი ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა იმ დროს, როდესაც რეჟიმი გაანადგურეს (.დასაბამი მისცა ტროცკისტმა ხრუშჩოვმა XX ყრილობაზე).
        „XX ყრილობამ საბჭოთა წყობას დარტყმა მიაყენა, რომლის შემდეგ მან ვეღარ შეძლო წელში გამართვა, - წერს პროფესორი კარა-მურზა. - ეს იყო პირველი პრინციპული ნაბიჯი საბჭოთა სახელმწიფოს ლეგიტიმურობის გასანადგურებლად. დაიწყო იგივე პროცესი, რომელმაც 1917 წლის თებერვალში გამოიწვია რუსეთის იმპერიის დაშლა... არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა იყო XX ყრილობის ასეთი მიმართულების  მიზეზი - ბოროტი განზრახვა, ხრუშჩოვის გუნდის უგუნურობა ან დაუდევრობა, მაგრამ ობიექტურად ეს იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ხრუშჩოვის დანაშაული არ არის, თავისი წვლილი შეიტანა  სკკპ ყველა შემდგომმა გენერალურმა მდივანმა. ხრუშჩოვმა შეარყია სახელმწიფოს მთავარი საყრდენი, ბრეჟნევმა ეს არ გამოასწორა, მხოლოდ საღებავებით დაფარა ბზარი, გორბაჩოვმა და ელცინმა უფრო გააფართოვეს ბზარი და ჩამოანგრიეს შენობა ... ჭკუის სასწავლებლად, ჯერ უნდა დავაფიქსიროთ აშკარა ფაქტი. საბჭოთა კავშირმა სული ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დროს მოითქვა, შემდეგ 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ცხოვრების საგანგებო რეჟიმში. ამ დროს არსებობდა სამი ფაზა: ფორსირებული ინდუსტრიალიზაცია (და მასთან დაკავშირებული კოლექტივიზაცია), მეორე მსოფლიო ომი, აღდგენის ფორსირებული პროგრამა. ეს ცხოვრების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის განსაკუთრებული ტიპია. მეცნიერულ ენაზე - სამობილიზაციო სოციალიზმი, დემოკრატების ენაზე - ყაზარმული სოციალიზმი ან სტალინიზმი. ჩვენ გვქონდა ასეთი ისტორიული პერიოდი, და ამას ვერსად გავექცევით. ყაზარმაში ცხოვრება არავის უხარია, ეს ყველასთვისაა გასაგები. ამიტომ ყოველთვის არსებობენ დეზერტირები. მაგრამ დეზერტირებმაც კი იცოდნენ, რომ სტალინური ყაზარმების გარეშე ჩვენ ომს ვერ მოვიგებდით. წარმოიდგინეთ, რომ სტალინის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა გორბაჩოვი, მოლოტოვის ნაცვლად გაიდარი და კოზირევი, ხოლო ჟუკოვის ნაცვლად ჯარის სარდალი იყო პაველ გრაჩოვი. და მაშინ ყველასათვის გასაგები იყო, თუ რატომ იყო საჭირო სტალინიზმი. ამიტომ შეიქმნა ტოტალიტარულ საზოგადოება, რომელიც უფრო სამხედრო ნაწილს ჰგავდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა სტალინის, როგორც მეთაურის, კულტი. ასეთ კულტს ვერ შექმნი ბრძანებით ზევიდან, ვერც იძულებით და ვერც თხოვნით. ხრუშჩოვმა და ბრეჟნევმა სცადეს ამის გაკეთება უცოდინარობის გამო. აქ სადაო არაფერია ...
       … 50-იანი წლების მეორე ნახევარში საგანგებო პერიოდი დასრულდა ... საჭირო გახდა ყაზარმული ცხოვრებიდან გამოსვლა, დემობილიზაციის ჩატარება. მაგრამ ამ გაკეთება ძალიან რთულია. უნდა შეაჩერო და მოახდინო ტოტალიტარიზმის მანქანის დემონტაჟი, ცნობიერება კი ყველას ინერციით ტოტალიტარული აქვს. ჩვევების შეცვლა, რომლებიც ასე აუცილებელი იყო ოცი წლის განმავლობაში, არ არის ადვილი.
           ეს ოპერაცია ხრუშჩოვმა და მისმა გუნდმა ჩააგდო. მათ თავისი ენერგია მიმართეს სახელმწიფოს განადგურებაზე. „სამობილიზაციო სოციალიზმიდან“ გამოსვლა გადაწყვიტეს ჯერ იდეოლოგიური, შემდეგ კი საორგანიზაციო ბაზის დანგრევით“ ... „.
          შედეგად ქვეყანამ მიიღო ის იდეოლოგიური ბზარი, რომლის შედეგად ვერ შეძლო ფეხზე დადგომა, და ოცდაათი წლის შემდეგ, სახელმწიფო ლიდერების შეცდომების შედეგად დიდმა იმპერიამ, რომლის ეშინოდა და რომელსაც პატივს სცემდა მთელი მსოფლიო (ხოლო დასავლეთი მილიარდებს ხარჯავდა მის გასანადგურებლად), შეწყვიტა არსებობა და ახლა იძულებულია გადარჩენისათვის იბრძოლოს მხოლოდ თავისი ბუნებრივი რესურსების გაყიდვით.
            თუ დავუბრუნდებით ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის შედარებას, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, ტოტალიტარიზმის, როგორც ასეთის, არ უნდა გვეშინოდეს. უმეტესწილად, ჩვენ გვეშინია მხოლოდ სახელის. იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდის ფსიქიკა განსაკუთრებულად რეაგირებს სახეებზე (ჩვენ ვაზროვნებთ სახეებით), აღმოჩნდება, რომ ჩვენ ქვეცნობიერებაში ჩადებულია ტოტალიტარიზმის არასწორი ინტერპრეტაცია.
            „ხელისუფლებას, რომელიც იძულებითაა თავს მოხვეული, ეწოდება დიქტატურა, ტირანია და ა.შ., - წერს „პროექტი რუსეთი“-ს ავტორი. - ამ სიტყვებს უარყოფითი მნიშვნელობის დატვირთვა აქვს და ამიტომ აუცილებლად ახდენს გავლენას ცნობიერებაზე. რადგან ჩვენ ეს გვესმის, მაშასადამე, უნდა გავითვალისწინოთ ეს და შევიტანოთ სათანადო ცვლილებები. მით უმეტეს, რომ სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავენ ხელისუფლების ამ ფორმას პოზიტიური კუთხით, თანამედროვე ლექსიკონში არ არის (ეს დემოკრატიის მცდელობის შედეგია, რომელიც კარგად ერკვევა საინფორმაციო ომში).
       მაშასადამე, დიქტატურა. განვიხილოთ მისი ბუნებრივი მისწრაფებები. რა ტენდენციები გააჩნია მას? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიქტატორი ვალდებულია ხალხს ჩაუნერგოს პატრიოტიზმის, ღირსებისა და მოვალეობის ცნებები. თუ ის არ ჩამოაყალიბებს ღირებულებათა იერარქიას, სადაც ადამიანის თვისებები მოგებაზე მაღლა დგას, სტიმულად იქცევა მატერიალური კეთილდღეობა. მოგების, როგორც უმაღლესი ღირებულების, გააზრება ადამიანებს მომხმარებლად გადააქცევს. ეკონომიკა იქნება სახელმწიფოს ერთადერთი საფუძველი, ხელს შეუწყობს ადამიანების აქტიურობას, რათა მათ მოიხმარონ რაც შეიძლება მეტი, და ამ სურვილს დაასაბუთებს სხვადასხვა უფლებებითა და თავისუფლებით. შემდეგ გაჩნდება „მთელი ძალაუფლება ხალხს“ მსგავსი ლოზუნგები. გარდაუვალია საპროტესტო ენერგიის ზრდა, როგორც ბუნებრივი, ასევე მტრების მიერ ინსპირირებული. გარკვეულ მომენტში, ისინი გადააჭარბებენ სახელმწიფოს ძალას და როდესაც მოვა დრო, დააქუცმაცებენ ქვეყანას. დიქტატურა დაემხობა და მის ნანგრევებზე დემოკრატიის დემაგოგიური რიტორიკა აყვავდება და ძალაუფლებას ხელში კაპიტალი ჩაიგდებს. ზოგადად, ჩვენ ვიმეორებთ იმას, რის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ ადრე. პარადოქსი ისაა, რომ, რაც უფრო წარმატებულად ნერგავს ტირანია სინდისისა და მოვალეობის იდეას, ხალხს უფრო ნაკლებად შეუძლია გაცნობიერებული უსამართლობის მოთმენა. ძალაზე დამყარებული ძალაუფლება ნიშნავს მოძალადის ძალაუფლებას მსხვერპლზე, ტერორისტის ძალაუფლებას მძევალზე; უსამართლობას ვერ გაექცევი. კეთილსინდისიერი მოქალაქეები, რომლებსაც ამოძრავებს ღირსების ცნება  და გარე მტერის მიერა არიან წაქეზებული, ებრძვიან ტირანიას. მტერი ყოველნაირად ასაზრდოებს ამ ატმოსფეროს, და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ასეთ ძალაუფლებას ამხობს. როდესაც მონარქია ტირანიად იქნა მიჩნეული, მას უკვე აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსი. მისი დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა.
        გამოდის რომ, რაც უფრო მეტად ქმნის ტოტალიტარული სისტემა ღირსეულ ადამიანთა რიცხვს, მით უფრო უახლოვდება თავის დასასრულს. სსრკ-მ შექმნა დისიდენტები. მათ გაანადგურეს იგი, ამასთან კარგად არ ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. ისინი უბრალოდ გამოიყენეს. დისიდენტები იყვნენ ის ინსტრუმენტი, რომლითაც მანიპულირებდნენ დასავლეთის სპეციალისტები. მაგრამ ეფექტური ეს ინსტრუმენტი გახდა იმის წყალობით, რომ საბჭოთა სკოლებში ასწავლიდენ, თუ რა არის სინდისი. როდესაც ასეთ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ხედავდა ისეთ მოვლენებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდენ მის პრინციპულ პოზიციებს, მაგრამ სათანადოდ ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში, მას არ შეეძლო სწორი დასკვნების გამოტანა და იდეალურად მასალად იქცეოდა მტრის მანიპულირებისათვის.
        შენი ქვეყანა რომ აღიქვა, როგორც  „ბოროტების იმპერია“, უნდა გქონდეს სიკეთისა და ბოროტების ცნებათა საბაზისო ცოდნა. დემოკრატიის თანამედროვე კრიზისი, პირიქით, იმაშია, რომ ხალხს არ გააჩნია ასეთი ცნებები. ისინი სულ უფრო ნაკლებად იღწვიან სულიერი მიღწევებისა და ქმედებებისკენ. მათ აღარ შესწევთ სულიერი გმირობის ჩადენის უნარი, რადგან  ადამიანური ცნებები მათემატიკურმა ჩაანაცვლა. მოგება და ზარალი დღეს  კოორდინირებს დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრებას. ასეთი მსოფლშეგრძნების სახიფათო შედეგები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს  დემოკრატიული ჯარის მაგალითზე, როდესაც ჯარისკაცი და ოფიცერი არ ემსახურება სამშობლოს, არამედ მუშაობს მოგების მისაღებად. მოგებისათვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ადამიანური გაგებით, დასავლეთი განწირულია დაუძლურებისკენ და ძლიერდება მხოლოდ ეკონომიკურად. შედეგად, ბაზარი ახრჩობს ასეთ საზოგადოებას“.
        რატომ იქნება რუსეთისთვის განსაკუთრებით მომგებიანი ტოტალიტარული რეჟიმი? ჩვენი აზრით, ტოტალიტარული რეჟიმის შემოღება ჩვენ ქვეყანაში დაკავშირებულია რუსი ხალხის ფსიქიკასთან (ისევე, როგორც ტაჯიკების, უზბეკების, ყირგიზეთის, თურქმენების ფსიქიკათან, და ა.შ.), რომელიც, როგორც ჩანს, უკვე მენტალობის დონეზე განიცდის შეშფოთებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების შემთხვევაში. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია (ზოგიერთ შემთხვევაში, სურს კიდეც) ასეთი გადაწყვეტილებების მიღება; მაგრამ ეს სურვილი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება მის ცნობიერებაში, ზოგჯერ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც იმალება (არქეტიპულად, ფილოგენურადაა ჩადებული) მის ქვეცნობიერში. მაგრამ, როგორც ცნობილია, სწორედ იმის გამო, რაც ინდივიდის არაცნობიერშია (ქვეცნობიერში), დამოკიდებულია მისი ქცევა,  აზრები, სურვილები.
           ანუ, სხვა სიტყვებით, ინდივიდის ქვეცნობიერში ჩადებულია ის მექანიზმი, რომელიც შემდგომში შედეგიან გავლენას ახდენს აზრებზე, ქმედებებსა და სურვილებზე. და აქ უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ინდივიდის ქცევის ანალიზს  საფუძვლად უდევს ის ცოდნა, რომელიც გავლენას ახდენს მის გონებრივ გამოსახულებებზე, და ჩვენ ტყუილად არ ვახსენეთ ფილოგენეტიკური სქემები არაცნობიერის ფორმირების კონტექსტში. წინაპრების გამოცდილება მართლაც უნიკალურია. ეს საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობით (ინფორმაციით), რომელიც მემკვიდრეობით ერგო წინა თაობებისგან და ინდივიდის ქვეცნობიერშია ჩადებული.
        ეს გამოცდილება ძვირფასია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლების საჭიროების შედეგად, თვით ეს სწავლება ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს (თანამედროვე რუსს, გერმანელს ან ფრანგს უფრო ნაკლები დრო დასჭირდება ნებისმიერი მეცნიერებას რომ დაეუფლოს, ვიდრე თურქს ან ჩუკჩას), რადგან ჩვენმა წინაპრებმა უკვე გაიარეს განვითარების გარკვეული ეტაპი; მათ თავისი გვარის ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყეს, მეცნიერების განვითარების და ინფორმაციის გადაცემის გაუმჯობესების პერიოდში; აყალიბებდენ საკუთარ არაცნობიერს, რომელიც მოგვიანებით ერთ კომპონენტად გაერთიანდა, და პრაქტიკულად მთლიანად შეუერთდა თანამედროვე ადამიანის არაცნობიერს.
       ასე რომ, ჩვენ, თანამედროვე მაღალგანვითარებულ ერებს, ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდება, ვიდრე ჩვენ დიდ წინაპრებს, რომლებმაც უკვე გაიარეს განვითარების ეს გზა.
          ე.წ. კოლექტიური არაცნობიერი ან არქეტიპები (ფროიდთან - ფილოგენეტიკური სქემები) კარლ გ. იუნგმა აღმოაჩინა. „თითოეულ ადამიანს, - წერდა იუნგი ნაშრომში „პიროვნული და ზეპიროვნული, ან კოლექტიური არაცნობიერი“, - გარდა პირადი მოგონებებისა, აქვს დიადი „პირვანდელი“ სახეები ... ანუ მემკვიდრეობით მიღებული ადამიანის შეხედულებების შესაძლებლობები იმ სახით, როგორიც იყო დიდი ხნის წინ. მემკვიდრეობითობის ფაქტი, თავისი არსით, განმარტავს იმ უცნაურ ფენომენს, რომ ცნობილი ზღაპრული სახეეები და მოტივები მთელ დედამიწაზე მსგავსი ფორმით მეორდება... როდესაც მეორდება ფანტაზია, რომელიც აღარ არის დაფუძნებული პირად მოგონებებზე, საუბარია არაცნობიერის უფრო ღრმა ფენის მანიფესტაციაზე, როდესაც მიძინებულია ზოგადსაკაცობრიო, თავდაპირველი სახეები. ამ სახეებს და მოტივებს არქეტიპს ვუწოდებ… ეს აღმოჩენა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი კონცეფციის განვითარებაში, კერძოდ, არაცნობიერში ორი ფენის არსებობის აღიარებაა. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა განვასხვავოთ პიროვნული არაცნობიერი და არა- ან ზეპიროვნული არაცნობიერი. ამ უკანასკნელს  ჩვენ ასევე მივიჩნევთ, როგორც კოლექტიურ არაცნობიერს (კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს ობიექტურ-ფსიქოლოგიურ, და არა პიროვნულ არაცნობიერი - სუბიექტურ-ფსიქიკურს),  სწორედ იმიტომ, რომ იგი გამოეყო პიროვნულს და აბსოლუტურად უნივერსალურია, და იმიტომ, რომ მათი შინაარსი შეიძლება ყველგან მოიძებნოს, რასა ვერ ვიტყვით  პიროვნულ შინაარსზე.  პიროვნული არაცნობიერი შეიცავს დაკარგულ მოგონებებს, (შეგნებულად დავიწყებულ) მტკივნეულ შეხედულებებს, ე.წ. სუბლიმაციურ აღქმას, ანუ სენსორულ პერცეფციებს, რომლებიც არასაკმარისია, ძლიერია იმისათვის, რომ მიაღწიონ ცნობიერებას და შინაარს და ჯერ კიდევ არ მომწიფებულა ცნობიერებისათვის. იგი შეესაბამება ჩრდილის გამოსახულებას, რომელიც ხშირად გვხვდება სიზმრებში (ჩრდილში ვგულისხმობ პიროვნების „ნეგატიურ“ ნაწილს, კერძოდ, პიროვნული არაცნობიერის ფარულ, არასასურველ თვისებებს, არასაკმარისად განვითარებულ ფუნქციებს და შინაარსს“. სხვადასხვა მაგალითზე იუნგი განიხილავს ზოგიერთ აღმოჩენას და საკმაოდ დასაბუთებულად ადასტურებს თავის თეორიას იმის შესახებ, რომ ინდივიდის ფსიქიკა უკვე თავიდანვეა გარკვეულ ურთიერთქმედებაში კოლექტიურ არაცნობიერთან (მსოფლიო გონებასთან, თუ გსურთ). ამიტომ ნებისმიერი ახალი „იდეა ოდითვე აღბეჭდილია ადამიანის ტვინში. ის დასრულებული ფორმითაა ჩადებული  თითოეულის ქვეცნობიერში. საჭიროა მხოლოდ გარკვეული პირობები იმისათვის, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეს ... კაცობრიობის ყველაზე საუკეთესო აზრები იქმნება ორიგინალურ სახეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ პირველად სურათს. მე ხშირად მეკითხებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორია არქეტიპების ან პროტოტიპების წარმოშობა. ჩემი აზრით, საქმე ისეა, თითქოს მათი წარმოშობა არ შეიძლება აიხსნას  სხვა გზით, მხოლოდ თუ ვივარაუდებთ, რომ ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის მუდმივად განმეორებადი გამოცდილების ანარეკლს, - ასკვნის იუნგი. - ... არქეტიპი არ არის მხოლოდ მუდმივად განმეორებადი ტიპიური გამოცდილების ანაბეჭდი, მაგრამ, ამავე დროს, იგი ემპირიულად მოქმედებს, როგორც ძალა ან ტენდენცია იმავე გამოცდილების გასამეორებლად. საქმე იმაშია, რომ ყოველთვის, როდესაც გარკვეული არქეტიპი ვლინდება სიზმარში, ფანტაზიასა ან ცხოვრებაში, იგი ყოველთვის ატარებს თავის თავში გარკვეულ განსაკუთრებულ „გავლენას“ ან ძალას, რომლის წყალობით მისი ზემოქმედება ნუმინოზურს, ანუ მომაჯადოებელ ხასიათს ატარებს ან ქმედებისკენ უბიძგებს“.  
           „არაცნობიერი პროცესები, რომლებიც ახდენენ ცნობიერი მე-ს კომპენსირებას, - აგრძელებს იუნგი, - შეიცავენ იმ ელემენტებს, რომლებიც საჭიროა ფსიქიკის თვითრეგულირებისათვის. პერსონალურ დონეზე ეს  ცნობიერების მიერ არაღიარებული პიროვნული მოტივებია, რომლებიც სიზმარში ჩნდება; ან ყოველდღიური სიტუაციების მნიშვნელობაა, რომლებიც ჩვენ ვერ შევნიშნეთ; ან დასკვნები, რომლებიც ჩვენ არ გაგვიკეთებია; ან აფექტები, რომლის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდით;  ან კრიტიკა, რომელიც  არ გამოგვითქვამს. მაგრამ ჩვენი თვითშემეცნების და მისი შესაბამისი ქცევის გზით ჩვენ უფრო მეტად ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, და მით უფრო ინტენსიურად ქრება პიროვნული არაცნობიერის ფენა, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერზე მაღლაა. ამის წყალობით ჩნდება ცნობიერება, რომელიც აღარ თავსდება მე-ს წვრილმან და პიროვნულად მგრძნობიარე სამყაროში, არამედ მიეკუთვნება უფრო ფართო სამყაროს, ობიექტს. ეს უფრო ფართო ცნობიერებაა, არა პიროვნული სურვილების, შიშის, იმედების და ამბიციების მგრძნობიარე, ეგოისტური გორგალი, რომელიც უნდა იყოს კომპენსირებული ან თუნდაც კორიგირებული საპირისპირო არაცნობიერ-პირუვნული ტენდენციით, არამედ ურთიერთობათა ის ფუნქციაა, რომელიც დაკავშირებულია ობიექტთან, სამყაროსთან და რომელიც გადაადგილებს ინდივიდს სამყაროს უპირობო, სავალდებულო და ურღვევ გაერთიანებაში. ამ ეტაპზე წარმოქმნილი კოლიზიები უკვე არ არის ეგოისტური სურვილებით გამოწვეული კონფლიქტები, არამედ სირთულეებია, რომლებიც მეხება როგორც მე, ასევე სხვას. ამ ეტაპზე, საბოლოო ჯამში, საუბარია კოლექტიურ პრობლემებზე, რომლებსაც  მოძრაობაში მოჰყავს კოლექტიური არაცნობიერი, რადგან ისინი მოითხოვენ კოლექტიურ, და არა ინდივიდუალურ კომპენსაციას. აქ ჩვენ შეგვიძლია, საბოლოოდ, მშვიდად ვაღიაროთ, რომ არაცნობიერი პროდუცირებს შინაარსს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც ეკუთვნის, არამედ სხვებისთვის, თუნდაც ბევრისთვის, შეიძლება ყველასთვის ... კოლექტიურ არაცნობიერში მიმდინარე პროცესები მეტ-ნაკლებად ეხება არა მხოლოდ ინდივიდის პიროვნულ დამოკიდებულებას მისი ოჯახის ან უფრო ფართო სოციალური ჯგუფის, არამედ საზოგადოებისადმი, ზოგადად ადამიანთა საზოგადოებისადმი. რაც უფრო უნივერსალური და უპიროვნოა პირობა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს არაცნობიერი რეაქცია, მით უფრო მნიშვნელოვანი, უცხო და გადამეტებული იქნება კომპენსირებადი მანიფესტაცია. იგი ხელს უწყობს არა მხოლოდ კერძო შეტყობინებას, აღსარებას, არამედ აიძულებს კიდეც  წარმომადგენლობითი როლის შესასრულებლად“.
          სხვა სიტყვებით, იუნგმა აღმოაჩინა წინა თაობათა გამოცდილების თავისებური გამოყენება თანამედროვე აღმოჩენებში. ამასთან ერთად, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლექტიური არაცნობიერი გავლენას ახდენს მთლიანად ინდივიდის  ქცევაზე. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, მანიპულაციურ მეთოდიკებში, სრულად გამოიყენება მასების მართვის ის სქემები, რომლებიც იძლევიან მოთხოვნათა ძალაუფლების მიღწევის საშუალებას, რომელიც მიმართულია მართვის უზრუნველყოფაზე,  მასების ამოქმედებაზე ხელისუფლების მიერ დაყენებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ხოლო ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც დგას ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე, ამ ხელისუფლების შენარჩუნებაა. ხოლო ხელისუფლების შენარჩუნებისას ამ ხელისუფლებას შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.

--


ავტორი ა.ზ.
დასარედაქტირებელი თარგმანი  MFL   03. 2017  (c)

среда, 8 марта 2017 г.

სულიერება ოსვენციმის პირობებში, რელიგიის და მეცნიერების ტანგო

სულიერება ოსვენციმის პირობებში ... რელიგიის და მეცნიერების ტანგო

თანამედროვე სამყარო როგორც არასოდეს პარადოქსულია. ერთი მხრივ, ინტერნეტის ქსელმა მოიცვა მთელი დედამიწა, შეაღწია ყველაზე შორეულ კუთხეში, დააკავშირა სხვადასხვა რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციის ადამიანები, მეორე მხრივ, კვლავაც არსებობს მწვავე ეთნიკური და კონფესიური კონფლიქტები; ერთი მხრივ, მუდმივად ცხადდება საზოგადოებისა და კაცობრიობის ჰუმანიზაციის და სულიერი აღორძინების აუცილებლობა, მეორე მხრივ, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით თავს ზვავივით გვატყდება „მატერიალური მოხმარების საზოგადოების“ ღირებულებები; ერთი მხრივ, შეინიშნება მანამდე კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არ ნახული ტექნოლოგიების ექსპონენციალური აღმავლობა, „ცივილიზაციის აფეთქება“, მეორე მხრივ, კულტურის სწრაფი ექსპონენციალური დაცემა, რომელიც უახლოვდება სულ უფრო მეტად გავრცელებულ ბარბაროსობას. და, როგორ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ცივილიზაციის, ტექნიკის აქამდე უპრეცედენტო ზრდა იწვევს ადამიანთა დეცივილიზაციას, სულიერების დაკარგვას, მასობრივ გარდაქმნას უსახო ბრბოდ, „მსოფლიო მასშტაბის მასის“ შექმნას [1].
არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანში (ასეთები, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლებია) არ იწვევს ეჭვს ის ფაქტი, რომ ყველა კრიზისის მიზეზი (ეკონომიკურის, პოლიტიკურის, დემოგრაფიულის, ეკოლოგიურის) პიროვნების სულიერ დეგრადაციაშია. ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს გაუთავებელი დებატები და კამათი სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ისინი ტალღებივით იმსხვრევა თანამედროვე პრაგმატიზმის, უტილიტარიზმის, ინდივიდუალიზმის და ეგოიზმის კლდეზე.  იმისათვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ავადაა. თანამედროვე საზოგადოება სერიოზულადაა ავად, მას სასწრაფოდ სჭირდება გამოჯანმრთელება. როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის, რომ ედვარდ მუნკის სურათი „ყვირილი“ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილო. რადგან მუნკის „ყვირილი“ თანამედროვე კაცობრიობის სასოწარკვეთილი ყვირილია, რომელიც ხიდზე დგას. ამ ხიდიდან სად გაემართება ადამიანი? იქცევა თუ არა ყვირილი სამარისებულ სიჩუმედ, თუ ტრანსფორმირდება ცხოვრების ბედნიერ ღიმილში? ამ კითხვებზე პასუხი ყველამ თავად უნდა გასცეს, და იმაზე, თუ როგორ უპასუხებს ადამიანების უმრავლესობა, დამოკიდებულია კაცობრიობის მომავალი. გაგრძელდება თუ არა ოქროს ხბოს კულტი, თუ მოხდება საკუთარ თავთან, როგორც ღმერთის მსგავთან, დაბრუნება? ასეთია კითხვა, რომელიც დღეს აღელვებს ბევრ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს.
ჩვენ საზოგადოებაში სულიერი პროცესების გააზრებისას მე შევეცადე ხელახლა წამეკითხა სულიერი კრიზისის ანალიზის შესახებ, რომელიც სხვადასხვა პერიოდში განახორციელეს XX საუკუნის გამოჩენილმა მოაზროვნეებმა. ერთ-ერთ ასეთ ანალიზს წარმოადგენს კ.იასპერსის ცნობილი ნაშრომი „დროის სულიერი მდგომარეობა“ [2]. თუ ადრე ამ ნაშრომს შეეძლო დახმარება გაეწია ჩვენ ქვეყანაში სულიერი პროცესების გაცნობიერებაში, დღეს იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იასპერსის მიერ მოცემული სულიერი კრიზისის პარამეტრები არ შეესაბამება ჩვენი დროის და ჩვენი საზოგადოების სულიერი კრიზისის პარამეტრებს. საქმე იმაშია, რომ იასპერსი აღწერს ცივილიზებული საზოგადოების კრიზისს, რომელსაც გარკვეული სტრუქტურა და ორგანიზაცია ჰქონდა. ჩვენი საზოგადოება, ჩემი აზრით, არ შეიძლება დღეს მიეკუთვნებოდეს ცივილიზებულ საზოგადოებას: სახელმწიფო, სამართალი, პოლიტიკა, მეცნიერება და ტექნიკა, განათლება და ჯანდაცვა ჩვენთან აღარ ასრულებენ იმ როლს, რომელსაც ასრულებდნენ ცივილიზებულ საზოგადოებაში. სახელმწიფო აპარატს, არსებითად, არ აქვს (ან არ სურს, რომ ჰქონდეს) გადამწყვეტი ძალა, წარმოება იშლება, განათლებამ, მეცნიერებამ, კულტურამ დაკარგეს სოციალური მნიშვნელობა. რაციონალურობა ირაციონალურობამ შეცვალა.
ის მექანიზმები და ძალა, ის მისწრაფებები, რომელიც ადრე არსებობდა, აღარ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. მაგალითად, ხელისუფლებისკენ სწრაფვამ, როგორც ყველა დროის ცივილიზებულ საზოგადოებათა მამოძრავებელმა ძალამ, სოციალური მისწრაფებებიდან ტრანსფორმირება მოახდინა ნებისმიერი გზით გადარჩენის ბიოლოგიურ სურვილში. და რაც უფრო ძლიერია ეს სურვილი, მით უფრო უმნიშვნელო ხდება საშუალებები პირადი გამდიდრების მიზნის მისაღწევად, და მით უფრო მეტის მიღწევას ახერხებს.
ჩვენ საზოგადოებაში თავისუფლება თვითნებობად იქცა. გაბატონებულია ქაოსი და ანარქია. სამართალი და იურისპრუდენცია არ ასრულებენ მისთვის განკუთვნილ როლს, ისინი ჩათრეული არიან სოციალურ, ხშირად ანტიადამიანურ თამაშში. მაფია, რომლის შესახებაც ჩვენ ადრე ვკითხულობდით ან ფილმებს ვუყურებდით, და რომელიც საკმაოდ ოსტატურად იყო შენიღბული, დღეს მტკიცედ შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და არნახულ მასშტაბებს მიაღწია. შედეგად, ველურმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია დანაშაულის ზრდა, განსაკუთრებით ქურდობის და რეკეტის. ჭეშმარიტი თავისუფლების არარსებობა იწვევს პასუხისმგებლობის არარსებობას. არავინ არ იღებს თავის თავზე რეალურ პასუხისმგებლობას.
დაშლამ მოიცვა ცხოვრების ყველა სფერო: პიროვნების, ოჯახის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების და წარმოების. მაღაზიების, კაფეების და რესტორნების  ქსელმა მოიცვა ყველა ქალაქი, შთანთქა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საავადმყოფოები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და ა.შ., რადგან განათლების, მეცნიერების და ჯანდაცვის დაფინანსება ცუდად ხორციელდება. მკვეთრად დაეცა შობადობა.
სულიერი კრიზისი მკაფიოდ აისახა პრესასა და მედიაში. სტატიების  დონე ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ძალიან დაბალი ხარისხისაა, პრესის ენა გახდა უხეში და ვულგარული. უპირატესობა ენიჭება ბიზნესის და სექსის თემას. გაზეთების ფურცლები და ტელევიზია რეკლამითაა აჭრელებული. მედია საშუალებები ახდენენ ადამიანთა ცნობიერების კოდირებას, ზემოქმედებას მათ ქვეცნობიერებაზე, უნერგავენ სტერეოტიპებს და ნორმებს, რომლებიც კულტივირებულია საზოგადოებაში, კერძოდ, პრაგმატიზმის, კომერციული მეწარმეობის, სექსუალური თავისუფლების, გაბოროტების და გათიშულობის სულს. იდეალების ფორმირების სანაცვლოდ ადგილი ეთმობა მატერიალური, „ობიექტური“ ადამიანის ჩამოყალიბებას. ოდესღაც ე.ჰუსრლის მიერ გამოცხადებულმა ლოზუნგმა: „უკან, ნივთებისკენ!“ , მიაღწია თავის აბსურდულ განსახიერებას.
თანამედროვე საზოგადოება იქცა „სამომხმარებლო საზოგადოებად“ (ჟ. ბოდრიარი), საზოგადოებად, რომელშიც ადრეული ბავშვობიდან ასწავლიან მოხმარებას, ქმნიან ადამიანის განსაკუთრებულ ტიპს, რომელიც მუდმივად ცდილობს შეიძინოს სიამოვნების  მომტანი ნივთები [3].
სამომხმარებლო სფეროში შედის არა მხოლოდ ნივთები, არამედ თვით ადამიანი, მისი სხეული, მისი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. სხეული, განსაკუთრებით ქალის, გახდა მედიცინის, მოდური ჟურნალების და მასმედიის მოხმარების ობიექტი. სოციუმი იძლევა ქალის და მამაკაცის სილამაზის ეტალონს, და ამ სხვადასხვა საშუალებებით ცნობიერებაში ინერგება ამ ეტალონების აყოლის სურვილი, რათა ისინი უფრო წარმატებით გამოიყენონ ჟურნალებმა, ტელევიზიამ, მედიამ და სხვ.
ზრუნვა, თანაგრძნობა, სულიერი სითბო, თავაზიანობა, ღიმილი მხოლოდ ნიშნებად რჩება, რომელიც აუცილებელია გარკვეული ადამიანური ურთიერთობების მოსახმარებლად. „Keep Smilling და შენ წარმატებას მიაღწევ!“ - ეს ადამიანური ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია სამომხმარებლო საზოგადოებაში. ღიმილი ხდება ინსტიტუციური, ფუნქციური, სასარგებლო, ანუ ხელოვნური, არაგულწრფელი.  „სამყარო, როგორც კონტეინერი, სავსეა ერთჯერადი გამოყენების ობიექტებით, - აღნიშნავს ზ. ბაუმანი, - მთელი სამყარო, მათ შორის, სხვა ადამიანებიც“ [4, გვ. 175]. ადგილი აქვს ადამიანური ურთიერთობების სოციალურ თამაშს, არარსებული ურთიერთმეგობრობის სიმულაციას. ამ სიმულაციის დანიშნულებაა შენიღბოს გაუცხოების ობიექტური დამოკიდებულება ადამიანებს შორის. „ყველა „ზრუნავს“ და მანიპულირებს, ყველა „ზრუნვის“ და მანიპულირების ობიექტია“[3, გვ. 217].
არჩევანის თავისუფლება ასეთ საზოგადოებაში ილუზიაა, ფანტომი, ადამიანი სოციუმის მარიონეტი ხდება, მასმედიის მანიპულირების ობიექტი. იგი არ ცხოვრობს რეალურ სამყაროში, არამედ მოიხმარს „რეალურ ნიშნებს“, რომლებიც, ფაქტობრივად, „სიმულაკრებია“ (ჟ.ბატაი).
ХХ საუკუნის 70-იან წლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად შეინიშნება გადასვლა ინდუსტრიულიდან პოსტინდუსტრიულ და საინფორმაციო საზოგადოებაზე, რომელშიც მთავარ როლს თამაშობენ ინფორმაციული პროცესები და ტექნოლოგიები, რომელთა შორის წამყვანი ინტერნეტია.
   ინტერნეტი არა მხოლოდ ცვლის ადამიანის ცხოვრებას, არამედ ადამიანსაც, მისი აზროვნების, გრძნობის, მოქმედების მანერას, ხდება ადამიანის ცნობიერების მანიპულირების ძლიერი ინსტრუმენტი. „ინსტრუმენტული გაცვლის გლობალური ქსელი სელექციურად აკავშირებს ან აცალკევებს ინდივიდებს, ჯგუფებს, რაიონებს და მთელ ქვეყნებსაც კი მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია მიზნების მიღწევასთან, რომლებიც მუშავდება ქსელში, სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა უწყვეტ ნაკადში“, - ამბობს ინფორმაციული საზოგადოების თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მანუელ კასტელსი თავის ნაშრომში „ინფორმაციული ეპოქა: ეკონომიკა, საზოგადოება და კულტურა" [5, გვ. 27].
თავისუფლება, რომელიც დაფრიალებს როგორც დემოკრატიული საზოგადოების დროშა, არსებითად, მხოლოდ ფიქციაა. რადგან მანამ, სანამ არსებობს ძალადობის ინსტიტუტი, გარდაუვალია ხელისუფლების ძალადობა ხალხზე, მასებზე. „ხელისუფლება, - წერს მ.კასტელსი, - ის ურთიერთობაა ადამიანთა სუბიექტებს შორის, რომელიც წარმოებისა და ადამიანთა გამოცდილების საფუძველზე თავს ახვევს ერთი სუბიექტის ნებას მეორეს პოტენციური ან ფაქტობრივი, ფიზიკური ან სიმბოლური ძალადობის გამოყენებით“ [5, გვ. 37]. დღეს ასეთი სიმბოლური ძალადობის ძლიერი იარაღია მედია და ინტერნეტი.
სახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი, დაინტერესებულია საზოგადოების კანონმორჩილი წევრის აღზრდაში. ურჩებს საზოგადოებიდან აძევებენ. ასეთი კანონმორჩილი მოქალაქის ფორმირება ხორციელდება ცნობიერების დამუშავებით, რომელსაც უნერგავენ სხვადასხვა მითოლოგემებს, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური ხასიათისა. ამ მითოლოგემებს ხალხი არა მხოლოდ სიტყვაზე იჯერებს, არამედ განიხილავს, როგორც რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. ამ მითოლოგემებით გამსჭვალულია ადამიანის მსოფლმხედველობა, ცხოვრება, ადამიანი იცვლება იმ მიმართულებით, რომელიც შეესაბამება გარკვეული მითოლოგემის მიზნებს.
 ადამიანი ცხოვრობს და იცხოვრებს სხვადასხვა მითოლოგემაში, რომელსაც ქმნის საზოგადოება და რელიგია, მანამ, სანამ ის საზოგადოების, გარკვეული რელიგიური ორგანიზაციის წევრი და ნაწილია. უფრო მეტიც, რაც უფრო „მასიურია“ მისი ცნობიერება, მით უფრო ემორჩილება მითოლოგემების გავლენას. ადამიანის ცნობიერების მიდრეკილებას ზემოქმედებისკენ და მითოლოგემის ველში შესვლას დღეს უწოდებენ კოდირებას. კოდირება მასმედიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. მასმედიის თანამედროვე საშუალებები „კოდირებენ“ გარყვნილების, სექსუალური მანკიერებებისადმი მშვიდ დამოკიდებულებას, ნერგავენ პრაგმატიზმის კულტს, აწარმოებენ ანტიესთეტიზმის (ანტიესთეტიკური მეთოდებით) პროპაგანდას.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშკარა სექსუალური პროპაგანდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარეთ გადმოიღვარა საუკუნეების მანძილზე შეჩერებული ფროიდის და ოიდიპოსის კომპლექსი, პათოლოგიამდე მისული აღვირახსნილი სექსუალურობა. ტელეეკრანებსა და გაზეთებში, რესპექტაბელურ ჟურნალებშიც კი ჩვენ ვხედავთ შიშველ და ნახევრად შიშველ მამაკაცებს და ქალებს, ბიჭებსა და გოგონებს, ბავშვებსაც კი სექსუალურ პოზებსა და რაკურსში. გაზეთებში დომინირებს სქესისა და სექსის პრობლემატიკა.
საზოგადოების ფსიქოლოგიური ატმოსფერო შიშითაა გამსჭვალული: აწმყოსა და მომავლის შიშით. „... სულ უფრო პოპულარული გახდა მოვლენების მუქ ფერებში დანახვა... ადამიანთა დიდი მასებისა, რომლებიც ცუდი ამბების, უბედურების, აპოკალიფსური ბიბლიური ისტორიების ამსახველი ფილმების,  პრესტიჟული „ანალიტიკური ცენტრების“ მიერ წარმოებული კოშმარული სცენარების მუდმივ დიეტაზე იმყოფებიან“ [6, გვ. 35–36]. დაკარგულია რწმენა, იმედი, იდეალები, ოპტიმიზმი და პატრიოტიზმი. სულ უფრო და უფრო ვრცელდება „ეგზისტენციალური ფრუსტრაციის“ მდგომარეობა (ვ.ფრანკლი), როდესაც ერთი აცნობიერებს, რომ ის,  რომლის გარეშეც მას ვერ წარმოუდგენია არსებობა, არ  განხორციელდება.
„დღეს, - აღნიშნავს ვ.ფრანკლი, - ჩვენ, ფაქტობრივად, საქმე გვაქვს არა სექსუალური მოთხოვნილებების ფრუსტრაციასთან, როგორც ფროიდის დროს, არამედ ეგზისტენციალური მოთხოვნილებების ფრუსტრაციასთან. თანამედროვე პაციენტი უკვე იმდენად არ განიცდის არასრულფასოვნების გრძნობას, როგორც ეს იყო ადლერის დროს, რამდენადაც აზრის დაკარგვის ღრმა გრძნობას, რომელიც დაკავშირებულია სიცარიელის განცდასთან. ამიტომაც ვლაპარაკობ ეგზისტენციალურ ვაკუუმზე“ [7, გვ. 24]. ზოგჯერ ეს მდგომარეობა იწვევს ნერვული სისტემის აშლილობას, „ნოოგენურ ნევროზს“ (ვ.ფრანკლი). ხშირად, როგორც ერიხ ფრომი აღნიშნავს [8], კლინიკაში აღმოჩნდებიან საუკეთესო ადამიანები, რომლებიც არ წავიდნენ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე.
ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავრცელებულია ინტელიგენციაში, რომელსაც, ერთი მხრივ, არ შეუძლია ცხოვრება სულიერი ატმოსფეროს, სულიერი საზრდოს გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, იძულებულია იცხოვროს სულიერად ღარიბ საზოგადოებაში და უბადრუკი ცხოვრებით იცხოვროს, იბრძოლოს ფიზიკური გადარჩენისთვის. ასეთი პიროვნების სული ხშირად იმყოფება „არაფრის წინ მყოფობის“ მდგომარეობაში (კ.იასპერსი). ცხოვრება აზრს კარგავს. მაგრამ ის, ვინც გრძნობს, რომ მისი სიცოცხლე მოკლებულია მნიშვნელობას, როგორც ა.აინშტაინმა თქვა, მხოლოდ უბედური კი არ არის, არამედ, ალბათ, არც სიცოცხლისუნარიანია [7, გვ. 36].
ეს იწვევს აპათიის და გაბოროტების რეაქციას. არსებითად, სულიერი ატმოსფერო ჩვენ საზოგადოებაში გვაგონებს ოსვენციმის ატმოსფეროს, რომელიც განცდილი და აღწერილი აქვს ფრანკლს მის ნაშრომში „ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში“. [9] მიდის ბრძოლა გადარჩენისათვის. ძლიერი თრგუნავს სუსტს, და სოციალურ ასპარეზზე ძლიერია არა რწმენა და ინტელექტი, არამედ უხეში ძალა, ძალადობა, „გაქნილობა“ და ა.შ.
და კვლავ როგორც, ომის შემდეგ, გაჩნდა „დაკარგული თაობის“ პრობლემა. გახსოვთ, როგორ აქვს ეს ჰემინგუეის: „რა უნდა გავაკეთო მშვიდობიან დროს, თუ მე მხოლოდ ბრძოლა შემიძლია?“  იგივე კითხვა ჩვენ დროში და ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება პერიფრაზირდეს შემდეგი რედაქციით: „რა უნდა გავაკეთო ჩვენ დროში, როცა არსებობის ერთადერთი საშუალება ვაჭრობა და სიცრუეა, თუ მე არ შემიძლია არც ერთი და არც მეორე, თუ სხვა დროში გავიზარდე და შევისისხლხორცე სიკეთის, სამართლიანობის, სილამაზის და სიმართლის იდეალები? ასეთი მე საზოგადოებას არ ვჭირდები, არ შემიძლია ამ საზოგადოებაში ცხოვრება,  და სხვანაირი უკვე ვერ გავხდები“.  ასე მიდის ადამიანი ამ საზოგადოებიდან ემიგრაციის აუცილებლობის დასკვნამდე, ან აღმოჩნდება დეპრესიის, აპათიის, გაბოროტების მდგომარეობაში.
ემიგრაციის ზრდამ დღეს არნახულ მასშტაბებს მიაღწია. პრაქტიკულად არ არსებობენ ადამიანები, ვისაც არ სურს საზღვარგარეთ წასვლა: ზოგი მატერიალური ინტერესების, ზოგი თავისი ინტელექტუალური პოტენციალის სარეალიზაციოდ. მასიურად მიმდინარეობს „ტვინის გადინება“ დასავლეთში. ყველაზე ნიჭიერები, რომლებმაც დაკარგეს თავისი ინტელექტუალური საწყისის რეალიზაციის იმედი ჩვენ ქვეყანაში, კონტრაქტებს დებენ დასავლურ ფირმებთან და სამუდამოდ მიემგზავრებიან ცივილიზებულ ქვეყნებში, ძირითადად, ისრაელში, აშშ-სა და გერმანიაში. თუ ჩვენ საზოგადოებას ადამიანს შევადარებთ, აქ წამყვან როლს ასრულებს არა თავი, არამედ კუჭი და სასქესო ორგანოები, ამასთან ეს უკანასკნელი არა მის ბუნებრივ, გამრავლების ფუნქციას, არამედ ვნების დაკმაყოფილებისა. თავი კი დღითიდღე „კარგავს ტვინს“. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს აღიქმება არა როგორც ტრაგედია, არამედ როგორც ბუნებრივი საბაზრო პროცესი.
თავის ნაშრომს „დროის სულიერი მდგომარეობა“ კ.იასპერსი ამთავრებს მომავლის პროგნოზით. მაგრამ შეიძლება თუ არა ჩვენი დროის  სულიერ მდგომარეობაში ასეთი პროგნოზი?
ქრისტიანული რელიგია დღევანდელ დღეზე ლაპარაკობს, როგორც აპოკალიფსის, სამყაროს დასასრულის წინადღეზე, როდესაც  განსაკუთრებით მწვავეა არმაგედონი -  ბრძოლა ღმერთსა და სატანას, სიკეთისა და ბოროტების, სინათლესა და წყვდიადს შორის. ამ მდგომარეობის სანაცვლოდ უნდა მოვიდეს ახალი ერა - ღვთის საუფლო დედამიწაზე, სიყვარულისა და ბედნიერების სამეფო. ინდური რელიგიები აცხადებენ, რომ თანამედროვე ეპოქას ეწოდება კალი-იუგა,  ბოროტების და ძალადობის ეპოქა. მეორე ათასწლეულში დადგება სიკეთის ეპოქა.
პოლიტიკოსები დღევანდელ ანარქიას განიხილავენ, როგორც ბუნებრივ, გარდამავალ პროცესს საბაზრო ეკონომიკაზე, როგორც საზოგადოების  კაპიტალიზაციის პროცესს. დროთა განმავლობაში ეკონომიკა სტაბილური გახდება და დადგება საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების დრო. მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა სულიერი კეთილდღეობაა? დიდი ცივილიზებული ქვეყნების (აშშ, იაპონია და სხვ.) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არა. მაგალითად, აშშ-ს, World Bank-ის მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოში ეკავა მე-9 ადგილი (181-დან), ხოლო International Monetary Fund-ის მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში მე-5 ადგილი (185-დან)  ერთიანი ეროვნული შემოსავალით ერთ სულ მოსახლეზე [10], ამასთან 2012 წელს ეკავა 105-ე ადგილი (!..) მსოფლიოში „ბედნიერების რეიტინგით“ [11], ხოლო 2012 წელს - 50-ე ადგილი (107-დან) სუიციდის რაოდენობის მიხედვით [12]. თავის კვლევაში ვ.ფრანკლი აღნიშნავს, რომ, გამოკითხვის მონაცემების მიხედვით, აიდახოს უნივერსიტეტის 60 სტუდენტიდან, ვისაც ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, 85% ვერ ხედავდა თავის ცხოვრებაში აზრს; მათ შორის 93%  ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელი იყო, ჰქონდა კარგი მატერიალური პირობები, ცხოვრობდა ოჯახთან სრულ თანხმობაში, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჰქონდა ყველა საფუძველი კმაყოფილი ყოფილიყო თავისი აკადემიური წარმატებებით [7, გვ. 26].
დიახ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ოსვენციმის პირობებთან მსგავს პირობებში, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი ცხოვრება ჰგავს „უფსკრულში ცხოვრებას“ (ვ.ფრანკლი). თუმცა, ამ პირობებშიც კი ჩვენ თავისუფალი ვართ შევიქმნათ გარკვეული განწყობა, ექსტრემალურ პირობებშიც დავრჩეთ ადამიანი და არ დავკარგოთ კონტროლი.
რა თქმა უნდა, ყოველთვის მძიმე საცხოვრებელ პირობებში, და განსაკუთრებით დღეს, ადამიანობის შენარჩუნება რთულია. „ყველაფერი, რაც ლამაზია, ისევე რთულია, როგორც იშვიათი“, - ასე ამთავრებს სპინოზა თავის „ეთიკას“. ოსვენციმში ცხოვრების ანალიზის დროს, ვ.ფრანკლი  წერდა: „ბევრმა ვერ შეძლო ადამიანობის შენარჩუნება ... ისინი არასოდეს არ განიხილავდნენ ბანაკში ცხოვრებას, როგორც უბრალო ეპიზოდს. მათთვის ეს უფრო განსაცდელი იყო, რომელიც მათი ცხოვრების  კულმინაციად იქცა“ [9, გვ. 144].
ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი თავისუფალია თავისი პოზიცია დაიკავოს მათთან დაკავშირებით და შესძინოს თავის ტანჯვას ღრმა ცხოვრებისეული მნიშვნელობა. დიახ, ადამიანი, როგორც ვლ. სოლოვიოვი ამბობდა, ღმერთი და არარაობაა [13]. ის არარაობაა, რომელმაც შექმნა გაზის კამერები, მაგრამ ასევე ის ღვთაებაა, რომელიც შედიოდა ამ გაზის კამერებში ამაყად აწეული თავით  და ლოცვით.
არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ფრანკლს, რომელიც წერდა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ადამიანის პოტენციალის რწმენა, არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ ფაქტზე, რომ ჰუმანური ადამიანები, ალბათ, ყოველთვის დარჩებიან უმცირესობაში. მაგრამ სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენგანი გრძნობს გამოწვევას შევუერთდეთ ამ უმცირესობას. საქმე ცუდადაა. მაგრამ უფრო ცუდად იქნება, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენ შეგვიძლია, მათ გასაუმჯობესებლად“ [14, გვ. 83–84].
დღეს, როგორც არასდროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი  არა იმდენად ცხოველია, რამდენადაც სულიერი არსება. დღეს, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება არამზადებს გაანდგურონ ჩვენში შემოქმედი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ადამიანურობისათვის დიდი მებრძოლის ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვები: „ტანჯვის, დიდი ტანჯვის აღზრდა! ნუთუ თქვენ არ იცით, რომ დღემდე მხოლოდ ეს აღზრდა ამაღლებდა ადამიანს? <...> ადამიანში ერთადაა გაერთიანებული არამზადა და შემქმნელი: ადამიანში არის მასალა, ნატეხი, თიხა, ტალახი, უგუნურება, ქაოსი; მაგრამ ადამიანში ასევე არსებობს შემოქმედი, მოქანდაკე, უროს სიმტკიცე, ღვთაებრივი მაყურებელი და მეშვიდე დღე. თქვენთვის გასაგებია ეს წინააღმდეგობა?“  [15, გვ. 346].
თანამედროვე მსოფლიოში მტკიცედ გაიდგა ფესვები „სოციალიზაციის კანონმა“, რომლის მიხედვითაც, ზრდასრული პიროვნება სოციალიზირებულია, რომელსაც შეუძლია წარმატებით ითამაშოს სოციუმის მიერ დაკისრებული როლი. ამ კანონიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ადამიანი და მისი განვითარება დამოკიდებულია საზოგადოების განვითარებაზე. ადამიანის ცნობიერებაში ამ დასკვნის დანერგვა ამახინჯებს ცნობიერებას, გარდაქმნის მას „ნაწილობრივ ცნობიერებად“, როდესაც ინდივიდი აცნობიერებს თავს, როგორც სოციუმის და მის სხვა ერთობათა ნაწილს. ცივილიზებული საზოგადოება - ცივილიზებული ადამიანი, კულტურული საზოგადოება - კულტურული ადამიანი, ბარბაროსული საზოგადოება - ბარბაროსი ადამიანი - ასეთი ტიპის მსჯელობა, რომელიც ფართოდ გავრცელებული და კულტივირებულია, როგორც დასავლეთში, ასევე ჩვენ ქვეყანაში, „ახშობს“, ზღუდავეს ცნობიერებას სოციუმის ჩარჩოებით, „ათავსებს“ ადამიანის სულს სოციუმის „გალიაში“, აქცევს ადამიანს პასიურ ინდივიდად.
სოციუმის კულტი ნაწილობრივი, საშუალო ადამიანის კულტია. ადამიანი, როგორც მთელი, ბიოსოციოსულიერი არსებაა. და თუმცა ადამიანის სხეული და სული სოციუმთანაა დაკავშირებული, ეს უკანასკნელი მხოლოდ გარემო და ატმოსფეროა, რომელიც სასიკეთო ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათზე. სოციალურ ატმოსფეროს შეუძლია ჩააშთოს სული ან ხელი შეუწყოს მის აყვავებას, მაგრამ ამის გამო ადამიანი არ ხდება უსიცოცხლო, უსულო. უფრო მეტიც, ბოროტება საჭიროა ადამისანისთვის, განსაცდელია მისი სულისთვის. ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციები ისეთი სიტუაციებია, რომლებიც ადამიანს აძლევს საშუალებას გაერკვეს მის ჭეშმარიტ „მე“-ში, რომელიც უფრო ხელსაყრელ პირობებში ზოგჯერ მიძინებულია. ამიტომ ბოროტება შეიძლება იქცეს სიკეთეთ და, ხშირ შემთხვევაში, ხსნა  გოლგოთაშია. გაჭირვება და სიმწვავე ცხოვრებაში ისევე საჭიროა თვითრეალიზაციისათვის, როგორც სიხარული.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ ჩვენ ისტორიას და ვცდილობთ პასუხი გავცეთ კითხვებზე: ვინ ვართ და როგორები ვართ? როგორ ვიცხოვროთ დღეს და რა გველოდება მომავალში? ისევ ისმის  დეკლარაციები პიროვნების სოციალური დეტერმინაციის შესახებ, „სოციალური კეთილდღეობის“ საზოგადოების აშენების აუცილებლობის, ცივილიზებული ადამიანის ფორმირების შესახებ. ისევ ისმის სიტყვები ჩვენი ქვეყნის ბარბაროსობისა და კულტურის ნაკლებობის შესახებ.
 „ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ“ (მათე. 7,1), ნათქვამია სახარებაში. ყველა კერპის და იდეალის ნგრევა, ყველა წმინდანის დამხობა, ზიზღი საკუთარი ქვეყნისა და მისი ისტორიისადმი საშინელ ჭრილობას აყენებს ადამიანის სულს, ანადგურებს მას. რისხვა და სიძულვილი მხოლოდ ზრდის ბოროტებას დედამიწაზე. რისხვა, შიში და სიძულვილი უარყოფის ძალაა, რომლის ზრდა იწვევს სულ უფრო მეტ ძვრებს და ნგრევას. დაუპირისპირდეს ქაოსს, აბსურდს, აღშფოთებას და განადგურებას, გადაარჩინოს სამყარო, კაცობრიობა და კოსმოსი, მოუტანოს ნათელი და სიხარული სულს შეუძლია მხოლოდ სიყვარულს, როგორც მიმზიდველ კოსმიურ ძალას.
რეალობა ხშირად უქმნის ჩვენ სიყვარულს მძიმე განსაცდელს, ჩვენ უნარს გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ეს რთულია, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ზოგიერთი ადამიანი. როგორ უნდა გიყვარდეს მტარვალი, რომელიც ბავშვი ძაღლებს დააგლეჯინა? - მტკივნეულად ფიქრობდა ფ. დოსტოევსკი [16, გვ. 275–276]. როგორ უნდა გიყვარდეს სადისტი და რეციდივისტი? და, ბოლოს, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანები, რომლებიც არ მომწონს და მეზიზღება? და აქ, ჩემი აზრით, უნდა დაგვეხმაროს არა გონება, არამედ გული, რომელიც სიყვარულით სავსეა ყველაფრის მიმართ დედამიწაზე.
ხალხი შეიძლება გიყვარდეს, რდგან ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, და თუ მსგავსი მის მსგავს გაანადგურებს, ეს გამოიწვევს სახეობის გადაშენებას. სულიერი განადგურება - სულიერ გადაშენებას, ფიზიკური განადგურება - ფიზიკურ გადაშენებას. ადამიანის არსებობა თანამედროვე სამყაროში გახდება აუტანელი ტვირთი, თუ ადამიანი გაითქვიფება ბოროტების სამყაროში და დაკარგავს სიყვარულის უნარს, თუ ადამიანი ვერ შეძლებს აბსურდის სამყაროში მოძებნოს თავისი უმაღლესი დანიშნულება და ღირებულება,  ვერ შეძლებს გაიგოს მიწიერი არსებობის სულიერი სიხარული, გაიგოს, რომ ყველაზე დიდი სიხარული დედამიწაზე -  სიცოცხლეა. 
 ==========================

რომელია  ყოვლისმომცველი და საოცარი მსოფლიოს სურათი

 მეცნიერებისა და რელიგიის პაექრობას მხოლოდ იმიტომ აქვს ადგილი, რომ ისინი აცხადებენ პრეტენზიას ყოვლისმომცველობაზე. რომელი სამყაროა უფრო გრანდიოზული, რომელს აქვს უფრო მეტი განზომილება, უფრო მეტი საიდუმლოება და, ამავე დროს, ამ საიდუმლოებათა გასაღები: მეცნიერის სამყაროს, თუ მორწმუნის? ამაზე შეიძლება კამათი. მაგრამ ორივე ნარატივის მისწრაფებამ სისრულისკენ ისინი უნდა ერთმანეთს დაახლოვონ, ინტეგრალურ ნარატივს, რადგან მხოლოდ ამ გზით, ერთად, ისინი შეძლებენ მთელი სამყარო მოიცვან მისი საიდუმლოებებითა და გასაღებებით, გამოცანებით და გამოცნობით, საოცრებით და სიცხადით. მეცნიერებასა და რელიგიაში, მათ განცალკევებულობაში დაფარულია ერთმანეთისადმი სევდა.
რომელ ნარატივს აქვს გავრცელების ყველაზე დიდი შანსი? იმას, რომელიც ყველაზე მეტად აოცებს, იზიდავს, ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ სამყაროს გარდაქმნას. როგორც რელიგიური, ასევე მეცნიერული ნარატივი თავის თავად მოიცავენ ბევრ უჩვეულოს, ნამდვილად პოეტურს და მეტაფიზიკურს, გასაოცარს, როგორც ეს არისტოტელეს მიაჩნდა [1].  აღდგომის არაჩვეულებრივობა და უტყუარობა, რომლის შესახებ მოგვითხრობს სახარება, სრულიად არ ჩამოუვარდება იმ სამყაროების არაჩვეულებრივობას და უტყუარობას, სადაც პარალელური ხაზები იკვეთება, სადაც მასა გარდაიქმნება ენერგიად, ხოლო სინათლის სიჩქარემდე დაჩქარებულ სისტემებში დრო ჩერდება. რელატივისტური და კვანტური ეფექტები, მულტივერსუმის კონცეფცია, რომელიც შედგება მუდმივად განშტოებადი სამყაროებისგან და ჰიგსის „ღვთიური ნაწილაკისგან“, - ყველგან ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ სცილდება მეცნიერება საღი აზრის საზღვრებს და გადადის „გიჟური იდეების“ სფეროში, რომლებიც ესაზღვრება პოეტთა და მეოცნებეთა ხილვებს.
რეალურად, რა შეადგენს ნებისმიერი ნარატივის ინტერესს, რა აქცევს მას სახალისოდ და საინტერესოდ? თამაში შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის, ნაკლებად შესაძლებელის გადასვლა ყველაზე შესაძლებელში. ასე, მაგალითად,  სამეცნიერო ნაშრომის და თეორიის საინტერესობა მისი თეზისის ალბათობის უკუპროპორციულია და არგუმენტის საიმედოობის პირდაპირპროპორციული. ყველაზე საინტერესო თეორია ის არის, რომელიც ყველაზე თანმიმდევრულად და უდავოდ ადასტურებს იმას, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მაგალითად, ალბათობა იმისა, რომ ადამიანი აღდგება სიკვდილის შემდეგ, ძალიან მცირეა, და ის რელიგიური ნარატივი, რომელიც ადასტურებს აღდგომის შესაძლებლობას, უკვე ორი ათასწლეულია კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესების ცენტრშია, განსაზღვრავს მსოფლიო ისტორიის სიუჟეტს. იმისდა მიხედვით, თუ როგორც იზრდება თეზისის ალბათობა, ხოლო არგუმენტის უტყუარობა ეცემა, თეორია ხდება ნაკლებად საინტერესო. ყველაზე ნაკლებად საინტერესო თეორიებია: 1) რომლებიც ადასტურებენ უდავო თეზისს, 2) ან მოჰყავთ არამყარი თეზისის არამყარი მტკიცებულება, 3) ან, რაც  უფრო უარესია, აშკარა რამის არასაფუძვლიანი მტკიცებულება. საინტერესობა ის თანაფარდობაა, რომელიც გამოიხატება წილადით, რომლის მრიცხველშიც მტკიცებულების უტყუარობაა, ხოლო მნიშვნელში - დასამტკიცებლის ალბათობა. რაც ნაკლებად სავარაუდოა თეზისი და უფრო უტყუარი არგუმენტი, მით უფრო საინტერესოა მეცნიერული იდეა.
საინტერესობის ორმაგი კრიტერიუმი შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ნარატივზე, მათ შორის ლიტერატურულზე. საინტერესოა ისეთი მოვლენები, რომლებიც აღიქმება, ერთი მხრივ, როგორც ბუნებრივი და გარდაუვალი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც არაპროგნოზირებადი. ისევე, როგორც მეცნიერულ თეორიაში, ლოგიკა და შემოქმედებითი ქმედების თანმიმდევრობა შეესაბამება მის მოულოდნელობას და პარადოქსულობს. სწორედ ამიტომ შეიძლება ვოლტერის ცნობილი გამონათქვამის: „ყველა ჟანრი კარგია, მოსაწყენის გარდა“, - გამოყენება სამეცნიერო მეთოდების და ჟანრების მიმართ. მოსაწყენი მეთოდი არ ნიშნავს მხოლოდ მისი უუნარობა მიიზიდოს მკვლევარები და მკითხველი, არამედ მისი მეცნიერული სისუსტის, ნაკლებად შინაარსიანობის ნიშანია, როდესაც კვლევის შედეგები იმეორებენ მის გზავნილს და არ შეიცავენ არაფერ მოულოდნელსა და გასაოცარს. ჭეშმარიტება თავისთავად  ბრტყელი და ნაკლებად შინაარსიანია, თუ მას არ შეუძლია გაოცება; მაგრამ ფანტაზიაც რჩება ველური და თვითნებური, თუ იგი არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და ფაქტებით. კომბინაცია ჭეშმარიტების და ფანტაზიის, ან, რ.მუზილის სიტყვებით, „სიზუსტის და სულის“ კომბინაცია, - ასეთია შემოქმედებითი ნარატივის სანუკვარი მიზანი.
ამ თვალსაზრისით, სამეცნიეროს და რელიგიურის კომბინაციამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ინტეგრალური თეორიის შინაარსიანობა. ეს არის „ყველაფრის თეორია“, რომელიც „ყველაფერს“ მიიჩნევს არა მხოლოდ მის საგნად, არამედ მეთოდად, ანუ იგი აკავშირებს სამყაროს გაგების პოლარულ მიდგომებს: სამეცნიერო-ტექნიკურსა და ჰუმანიტარულ-თეოლოგიურს. როგორც წესი, რელიგიის საინტერესობა უმეტესად განისაზღვრება მისი განცხადებების არაჩვეულებრიობით, ამ დროს კი მათი დამამტკიცებელი ბაზა შედარებით სუსტია. მეცნიერების საინტერესობა პირიქით, განისაზღვრება მისი კვლევითი მეთოდების სიძლიერით, მაგრამ მის მიერ დადასტურებული თეზისები ხშირად ტრივიალური და პროგნოზირებადია. მეცნიერებას გააჩნია ტენდენცია დაამტკიცოს ის, რაც აშკარაა, და მაშინ ის ხდება მოსაწყენი; რელიგიას არ გააჩნია ტენდენცია დაამტკიცოს ის, რაც ცხადი არ არის, და ამ შემთხვევაში ის თავისუფალია. სწორედ ამიტომ სჭირდება მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთი, რომ გამოცხადების გამბედაობას შეესაბამებოდენ ძლიერი მტკიცებულებები, რომ თეზისის უჩვეულობა შეესაბამებოდეს არგუმენტების საიმედოობას მაქსიმალურად საინტერესო, შინაარსიანი მსჯელობების და მოსაზრებების შესაქმნელად. მაშინ „რწმენა, რომელიც ეძებს გაგებას“ (ანსელმ კენტერბერიელი), იპოვის შემხვედრ მოძრაობას გონებაში, რომელიც შთაგონებულია რწმენით. არ არის გამორიცხული, რომ თანაფარდობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის ინტეგრალური ნარატივში განისაზღვრება საინტერესოს იმავე პროპორციით: რელიგია ისაუბრებს წარმოუდგენელსა და ნაკლებად სავარაუდოზე, ხოლო მეცნიერება ყველაზე განსაცვიფრებელი თეზისის დასასაბუთებლად გამოიყენებს მტკიცებულებათა ყველაზე დამაჯერებელ სისტემას და გახდის მას მაქსიმალურად უტყუარს. მეცნიერება განსაზღვრავს მრიცხველს, ხოლო რელიგია - ამ „წილადის“ მნიშვნელს; და რაც უფრო დიდი იქნება მრიცხველის სიდიდე (საიმედოობა) და მცირე მნიშვნელის სიდიდე (ალბათობა), მით უფრო საინტერესო,  შემოქმედებითად ძლიერი, ინტელექტუალურად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ნარატივი.
ოდესღაც რელიგია განიხილებოდა, როგორც საოცრების და ფანტაზიის, მონაგონის და კოლექტიური „სიგიჟის“ სფერო, ხოლო მეცნიერება, როგორც ერთადერთი ზუსტი და დამადასტურებელი მტკიცებულება სამყაროს შესახებ. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერება გამოიყურება სულ უფრო  ფანტასტიკური და ეხება მატერიის მეორე მხარეს, იმ სფეროებში, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა ფიქტიურად და/ან წმინდა ინტუიციურად, მისი ტრადიციული დაპირისპირება რელიგიასთან ქრება. მეცნიერების თითოეული თამამი ნაბიჯი გვარწმუნებს, რომ, თუ ჰეგელს დავესესხებით, რეალობა საოცარია, და საოცარი რეალურია. საოცარია უხილავი გენი, ყველა ცოცხალი არსების „პრალაგოსი“. საოცარია ელემენტარული ნაწილაკები, რომლებიც ასევე მოქმედებენ ტალღებივით. საოცარია შავი ხვრელები, ასევე თეთრიც, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. საოცარია დრო, რომელიც, როგორც ჩანს, შეიძლება იყოს შექცევადი. საოცარია სამყაროს შექმნა არსაიდან. საოცარია ვაკუუმი, რომელიც ქმნის ვირტუალური ნაწილაკების ენერგიას. საოცარია, რომ დამკვირვებლის და ობიექტის ურთიერთქმედებიდან ყოველ წამს ჩნდება პარალელური, დატოტვილი სამყაროები, და ჩვენი სამყარო - მათგან მხოლოდ ერთ-ერთია (ჰ.ევერეტის მრავალსამყაროება). საოცარია, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ცოცხალი არსების კლონის და ჰიბრიდების შექმნა. საოცარია ვირტუალური სამყარო, რომლებიც გრძნობითი უტყუარობის ხარისხით სულ უფრო უახლოვდება რეალობას. საოცარია ადამიანის მიერ შექმნილი კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის წარმოება, რომელიც აღემატება ადამიანის ტვინის დამტეობას. საოცარია მსოფლიო ქსელი, რომელიც მყისიერად გადასცემს ჩვენ აზრებს და გამოსახულებებს ნებისმიერ მანძილზე.
თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია აღმოაჩინოს სხვადასხვა სამყარო, რომლებიც საოცრებით არ ჩამოუვარდება ძველი ადამიანების ველურ მითოლოგიურ ფანტაზიას. ჩვენ სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ მეცნიერება და რელიგია მოწოდებული არიან ერთობლივად შექმნან მაქსიმალურად საინტერესო, ინფორმაციული და ტრანსფორმაციული ნარატივი სამყაროს ყველა ასპექტის შესახებ, მათ შორის სულიერი ცხოვრების, შესაძლო სამყაროების, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ და ა.შ. ამ „გონების ავანტიურაში“ მეცნიერება და რელიგია გვერდიგვერდ დგანან: რელიგია წარმოადგენს ყველაზე გაბედულ ხილვას, ვარაუდს, ზეშთაგონებას, მაშინ როდესაც მეცნიერება რუდუნით მუშაობს მტკიცებულებების ძიებაზე, რათა წარმოუდგენელი აშკარად აქციოს, შეუსრულებელი განხორციელდეს, იმქვეყნიური გახდეს ხილული და ხელშესახები.  ეს არ ნიშნავს, რომ რელიგია აყენებს თეზისს, ხოლო მეცნიერება ეძებს არგუმენტს; მათ შორის შეიძლება იყოს უკუკავშირი, როდესაც მეცნიერების აღმოჩენა გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, გარდაქმნის მის ცნობიერებას და ქვეცნობიერს, აფართოვებს თეოლოგიური აზროვნების ჰორიზონტებს. ასე, მაგალითად, ტეიარ დე შარდენის თეოლოგიამ ისე ღრმად შეითვისა ევოლუციის თეორია და დოქტრინა გეოსფეროსა და ნოოსფეროს შესახებ, რომ რთულია დადგენა, გვაქვს თუ არა საქმე ქრისტოცენტრულ ევოლუციურ კოსმოლოგიასთან, თუ კოსმოცენტრულ ქრისტიანულ ესქატოლოგიასთან: ისინი ურთიერთდამოკიდებული და განუყოფელია.

                                                                  *   *   *
ბოლოს მე მინდა დავიმოწმო გამოჩენილი მეცნიერი, ასტრონომი და მეცნიერების პოპულარიზატორი კარლ საგანი, მისი წიგნი „ფერმკრთალი ცისფერი წერტილი“. მას მიაჩნია, რომ რელიგია ბევრს კარგავს, რომ არ ითვისებს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს:
 „როგორ აღმოჩნდა, რომ პოპულარული რელიგიების მიმდევრებმა, რომლებიც დაჟინებით აკვირდებოდნენ მეცნიერებას, ვერ შენიშნეს: „როგორც ჩანს, ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე გვეგონა! სამყარო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე აცხადებდნენ ჩვენი წინასწარმეტყველები, უფრო დიდებული, დახვეწილი, რთული? ამის ნაცვლად, ისინი ბუტბუტებენ: „არა, არა და არა! თუმცა ჩემი ღმერთი დიდი არ არის, მე ის ასეთი მაკმაყოფილებს!“. რელიგია, არ აქვს მნიშვნელობა, ძველია თუ ახალი, რომელიც ადიდებს თანამედროვე მეცნიერების მიერ აღმოჩენილ სამყაროს სიდიადეს, გამოიწვევდა აღფრთოვანებას და პატივისცემას, რომელიც არც კი დაესიზმრებოდა ტრადიციულ კულტებს“.  [2]
ყველაფერი აქ ჭეშმარიტებაა, მე მზად ვარ ხელი მოვაწერო თითოეულ სიტყვას. მაგრამ რატომ ისმის „არა, არა და არა!“ მეორე მხრიდანაც? რატომ თვლის თავის თავს კარლ საგანი  ურწმუნოდ? რატომაა, რომ  „ახალი ათეისტები“ მიმართავენ თავისი კატეგორიული „არა“-ს ნებისმიერ, ყველაზე დახვეწილ, ამაღლებულ, არადოგმატურ რელიგიას? რატომ არის, რომ ყველა  ათეისტი მეცნიერებიდან იმეორებს: „მიუხედავათ იმისა, რომ ჩემი სამყარო მხოლოდ მატერიალურია, მე ის ასეთი მაკმაყოფილებს“? რატომ არ სურთ მათ აღიარონ, რომ არსებულ მატერიასთან ერთად არსებობს ასევე სხვა, სუბიექტის სამყარო:  სიყვარული, თანაგრძნობა, სინდისი, სინანული, სასოწარკვეთა, იმედი,  რომელსაც არ შეიძლება ადეკვატურად უყურებდე და მხოლოდ შიგნიდან განიცადო. რატომ ზღუდავენ ასე მეცნიერები თავის სამყაროს? - ჯობნიან კიდეც ამაში გულუბრყვილო მორწმუნეს, რომელიც აღიარებს იმას, რომ არსებობს სხვა სამყარო, სასწაულები, უსაზღვრო სიყვარული და ღვთის წყალობა. რატომ ავიწროვებენ თავის ჰორიზონტს დარვინისეულ ევოლუციამდე და ეგოისტურ გენამდე, როგორც ყველა მისწრაფების, გმირობის, აღმოჩენის მიზეზს, რომლებიც ხდიან ადამიანს გასაოცარ, ფანტასტიურ, შემოქმედებით, სამსხვერპლო არსებად? რატომ მიმართავენ ისინი თავისი კითხვით „რატომ“ მხოლოდ მორწმუნეებს, და არა საკუთარ თავს? რა უშლის ხელს მათ, მეცნიერებსა და მეცნიერების პოპულარიზატორებს, ყურადღებით დააკვირდნენ რელიგიას და დაინახონ, რომ მეცნიერება ბევრს კარგავს იმის გამო, რომ უარს აცხადებს მასთან ურთიერთქმედებაზე?
მე მოვახდენ კარლ საგანის ზემოთმოყვანილი ფრაგმენტის პერეფრაზირებას:               
ასე რომ, ყველაფერი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე გვეგონა? სამყარო ბევრად უფრო დიდი, მრავალფეროვანი, უფრო მშვენიერია, ვიდრე ამას ამტკიცებდნენ ჩვენი  პოზიტივისტი მასწავლებლები, რომლებიც აღიარებდნენ მხოლოდ მატერიას, რომელიც მოცემულია ჩვენ შეგრძნებებში. ეს არის სამყარო, რომელიც შექმნა უზენაესმა შემოქმედმა, რომელსაც შეუძლია მომმართოს პირადად მე და, ამავე დროს შექმნას მირიადი სამყარო, რომელმაც ყველაფერი იცის ჩემზე და ვუყვარვარ, რომელსაც შეუძლია ყველაფერი, მაგრამ არ უნდა შეზღუდოს ჩემი თავისუფლება, რომელმაც დამასახლა ამ სამყაროში, მაგრამ გამიხსნა გზა სხვა სამყაროშიც. ეს სამყარო უფრო დიადია, უფრო დახვეწილი, უფრო რთული, ვიდრე ეს წარმოუდგენია ქიმიკოსს ან ათეისტ ბიოლოგს, რომლებსაც დასაშვებად მიაჩნიათ ზღაპრულად მრავალფეროვანი სამყაროს მხოლოდ მწირი, მცირე ნაწილის არსებობა.
მორწმუნეებმა და მათმა სწავლულმა ოპონენტებმა ამ კითხვებით საგონებელში სხვები და საკუთარი თავი ჩააგდონ: რომელი სამყარო უფრო დიდია და ერთობლივი ძალისხმევით როგორ  აღმოაჩინონ უფრო დიდი სამყარო - ყველაზე გრანდიოზული, მრავალფეროვანი და სარწმუნო?

--
დასარედაქტირებელი თარგმანი 03.07.2017 (C) MFL
ავტორი М.Е.  N.SH


[1]  „რადგან დღესაც, როგორც ადრე, გაოცება აიძულებს ადამიანებს ფილოსოფოსობას ...“  არისტოტელე. მეტაფიზიკა // არისტოტელე. თხზულებები 4 ტომად. მოსკოვი, 1975, გვ. 69.
[2] Karl Sagan. Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space. New York: Random House, 1994, p. 52.

ლიტერატურა
ს.მოსკოვიჩი. ბრბოს საუკუნე. მოსკოვი, 1998.
კ.იასპერსი. დროის სულიერი მდგომარეობა // კ.იასპერსი. ისტორიის მნიშვნელობა და დანიშნულება, მოსკოვი, გვ. 288–418.
ჟ.ბოდრიიარი. მოხმარების საზოგადოება. მისი მითები და სტრუქტურა. მოსკოვი, 2006.
ზ.ბაუმანი. დენადი თანამედროვეობა. სანქტ-პეტერბურგი, 2008.
მ.კასტელსი. საინფორმაციო ეპოქა: ეკონომიკა, სახოგადოება და კულტურა. მოსკოვი, 2000.
ე.ტოფლერი. მესამე ტალღა. მოსკოვი, 2002.
ვ.ფრანკლი. ვ.ფრანკლი. ადამიანი  მნიშვნელობის საკითხის წინაშე  // ვ.ფრანკლი. ადამიანი მნიშვნელობის ძებნაში, მოსკოვი, 1990. გვ. 24–44.
ე.ფრომი. გაქცევა თავისუფლევისგან. მოსკოვი, 1989.
ვ.ფრანკლი. ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში// В. Франкл. Человек в поисках смысла. М., 1990. C. 130–156.
 List of countries by GDP (nominal) per capita. URL: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal)_per_capita  (дата обращения 28.04.16).
Happy Planet Index. URL:   http://www.happyplanetindex.org/data/ (дата обращения 28.04.16).
 Happy Planet Index. URL:   http://www.happyplanetindex.org/data/ (дата обращения 28.04.16).
 ვლ.სოლოვიოვი. საკითხავი ღმერთკაცობაზე//ვლ.სოლოვიოვი. თხზულებები: 2 ტომად, მოსკოვი, 1989. ტომი 2.
 Frankl V.E. The unconscious God. N.Y., 1985.
 ფ. ნიცშე. სიკეთისა და ბოროტების მიღმა//ფ.ნიცშე. თხზულებები: 2 ტომად. მოსკოვი, 1990. ტომი 1, გვ.238–406.
 ფ.დოსტოევსკი. ძმები კარამაზოვები//ფ.დოსტოევსკი. თხზულებათა კრებული: 15 ტომად, ლენინგრადი,  1991. ტომი 9.