среда, 16 февраля 2022 г.

საუბრობენ სოციალური ქსელების საშიშროების შესახებ ირინა კანუნიკოვა

 https://vecherniy.kharkov.ua/news/161481/ПРАВООХРАНИТЕЛИ  


საუბრობენ სოციალური ქსელების საშიშროების შესახებ

ირინა კანუნიკოვა 

ბოროტმოქმედს ბავშვთან კონტაქტზე გასვლა მშობლების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით შეუძლია.

როდესაც მშობლები შვილებს სკოლასთან ფოტოსურათს უღებენ, მიუთითებენ ლოკაციას, პერსონალურ მონაცემებს სურათის ქვეშ,  ამით ისინი საფრთხეს უქმნიან მათ და თავად ეხმარებიან დამნაშავეებს, გვაფრთხილებენ სამართალდამცავები. 

          დღეს  მშობლები ყველას წინაშე ტრაბახობენ თავისი შვილებით და სოციალურ ქსელში მათ სურათებს აქვეყნებენ. ამავე დროს, სპეციალისტები აფრთხილებენ იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც შეიცავს ერთი შეხედვით უწყინარი მშობლის სურვილი, ყველას აჩვენოს, რა ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, სპორტული, საყვარელი შვილი ჰყავს.

          პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის ნიკოლაი კულებას განცხადებით, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა აღიარონ, რომ ბავშვს აქვს თავისი პირადი ცხოვრება და მას პატივისცემით უნდა მოეპყრონ.

         „როდესაც დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა ჩაატარეს ინტერნეტში ბავშვების ფოტოების გამოქვეყნების თემაზე, აღმოჩნდა, რომ ზრდასრულთა უმეტესობა ამას საერთოდ არ აკეთებს, რადგან ეს სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებაა, - ამბობს ნიკოლაი კულება. - უფროსი ასაკის ბავშვისგან მისი ფოტოს გამოქვეყნებამდე საჭიროა ნებართვის მიღება. პირად სივრცეში შეჭრამ მას შეიძლება ტრავმა მიაყენოს.

         ომბუდსმენი კი საერთოდ არ ურჩევს მშობლებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფოტოების ინტერნეტში განთავსებას. ის ამბობს, რომ ერთი შეხედვით უწყინარი და ბუნებრივი სურვილი აჩვენო შენი შვილი დიდი საფრთხის შემცველია. ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული ფსიქიკა, მათ არ შეუძლიათ ადეკვატურად  სიტუაციის გაანალიზება და ბოროტმოქმედის ამოცნობა. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვის მოტყუება ან მოტაცება ძალიან ადვილია.

          - განსაკუთრებით ხშირად ბოროტმოქმედები სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით გადიან ბავშვთან კონტაქტზე. ასე რომ, როცა თქვენი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებთ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სურათები და შეზღუდოთ მათზე წვდომა, - გვირჩევს ნიკოლაი კულება.

        ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს იუვენალური პრევენციის განყოფილების უფროსი ინსპექტორი კონსტანტინე შერემეტი საერთოდ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოციალურ ქსელებში ნებისმიერი ასაკის ბავშვების ფოტოების განთავსებას. მისი თქმით, ყველა ოჯახში შეიძლება შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც მის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ სრულიად უცხო პირები, რომლებსაც ამოძრავებთ გარკვეული დანაშაულებრივი მიზნები.

            - სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სურათები შეიძლება დასჭირდეს არაკეთილმსურველებს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ მშობლებმა ინტერნეტში განათავსონ შვილების ფოტოები, გაუზიარონ მათი წარმატებები, მიღწევები, ისაუბრონ შესანიშნავად გატარებულ შვებულებაზე, - ახმოვანებს თავის აზრს პოლიციელი. - რისთვის შეიძლება ამ ფოტოების გამოყენება, ცალსახად თქმა შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ყველა ინფორმაცია შიდა ოჯახური ურთიერთობების შესახებ ოჯახში უნდა დარჩეს. ეს ახლო ადამიანებთან ერთად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოალბომი ან აჩვენოთ სურათები ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ ფეისბუქზე განთავსებას არ გირჩევთ. თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს ოჯახს და, პირველ რიგში, შვილებს.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში წინდაუხედავად გამოქვეყნებულმა ბავშვის ფოტომ შეიძლება მის მიმართ ბულინგის პროვოცირება გამოიწვიოს, გვაფრთხილებს სამართალდამცველი.

- დაიტრაბახეთ, მაგალითად, როგორ მშვენივრად ისვენებს ბავშვი მშობლებთან ერთად ზღვაზე. და აქ - ელემენტარული ბავშვური შური მოქმედებს: რომელიმე მის თანაკლასელს ეს შეიძლება არ მოეწონოს. ამ სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც კიბერბულინგის, ასევე ბულინგის პროვოცირება სკოლაში.

ბავშვი იწყებს დევნას ყველა შემდგომი შედეგით. ანუ მშობლები თავად უქმნიან თავის შვილს საფრთხეს, - ამბობს კონსტანტინე შერემეტი.


შემოთავაზებულია სანაპირო ზონებში მზის რადიაციის პარამეტრების გაზომვის მეთოდი

 http://www.ltc.ru/newsltc/2/929_1.shtml

შემოთავაზებულია სანაპირო ზონებში მზის რადიაციის პარამეტრების გაზომვის მეთოდი 

დედამიწის ატმოსფეროში შემავალი მზის რადიაციის სწორი შეფასება მნიშვნელოვანია რადიაციული ბალანსის გამოსათვლელად, ფოტომეტრიული აპარატურის დაკალიბრებისა და მზის ბატარეების ეფექტურობის შესასწავლად. 

         რ. რაჯაბლიმ (ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო) და მ. გაჰრამანოვამ (ბირთვული და რადიოლოგიური საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო, აზერბაიჯანი) შემოგვთავაზეს მზის მუდმივის დისკრეტული მნიშვნელობების გამოსათვლელად სამწერტილოვანი - სამტალღოვანი მეთოდი.

მეთოდი შემუშავდა სანაპირო ზონაში ფოტომეტრული გაზომვების შედეგების საფუძველზე. მოცემულია მისი მათემატიკური დასაბუთება.

        ნაჩვენებია მზის სინათლის მუდმივის ცალკე დისკრეტული მნიშვნელობების გაზომვის შესაძლებლობა სამტალღოვანი გაზომვების განხორციელების გზით სანაპირო ზონაში მდებარე სამ წერტილში. მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის რადიაციულ კვლევაში სამრეწველო სანაპირო ზონებში. 

         ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ როგორც საზღვაო, ისე სანაპირო სამრეწველო ზონები შეიძლება იყოს როგორც მსხვილდისპერსული, ისე წვრილდისპერსული აეროზოლების წყარო. 

         მაგალითად, ზღვაში ნავთობის მოპოვებისას, პლატფორმებზე თანმდევი ნახშირწყალბადის გაზის დიდი მოცულობის წვამ შეიძლება გამოიწვიოს საზღვაო ატმოსფეროს მნიშვნელოვანი დაბინძურება წვრილდისპერსული ჭვარტლით. 

         მეორეს მხრივ, სანაპირო სამრეწველო ზონებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის წვას ასევე შეუძლია გამოიწვიოს სანაპირო ატმოსფეროს მსხვილდისპერსული აეროზოლით დაბინძურება. 

წყარო: „ფოტონიკა“ , 2011, №1, გვ.10-11 / www.photonics.su 


==

https://www.isjaee.com/jour/article/view/1084 

მზის რადიაციის მოსვლის მათემატიკური მოდელი თავისუფლად ორიენტირებულ ზედაპირზე რუსეთის ნებისმიერი რეგიონისთვის

ს.გ. ობუხოვი, ი.ა. პლოტნიკოვი 

ანოტაცია

შემოთავაზებულია თვითნებურად ორიენტირებულ ზედაპირზე მზის რადიაციის მოსვლის ორიგინალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს მზის გამოსხივების ძირითადი მახასიათებლების პროგნოზირებას რუსეთის ნებისმიერ გეოგრაფიულ წერტილში. მოდელი ეფუძნება ლიუსა და ჯორდანის იზოტროპულ მოდელს და შესაძლებელს ხდის მზის რადიაციის მოსვლას თავისუფლად ორიენტირებულ ზედაპირზე ნებისმიერ მოცემულ დროის ინტერვალზე ერთი წამის დისკრეტიზაციით.   

მოდელის თავისებურებად მიჩნეულია საწყის მონაცემებად ატმოსფეროს გამჭვირვალობის ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობების და ზედაპირის ალბედოს გამოყენება, რომელიც მიღებულია NASA SSE (Surface Meteorology and Solar Energy) მონაცემთა ბაზიდან, რაც უზრუნველყოფს შემომავალი მზის რადიაციის სიდიდის მოდელირების მაღალ სიზუსტეს, მათ შორის ტერიტორიებისთვის, რომელთა მიხედვითაც არ არსებობს რეგულარული აქტინომეტრიული დაკვირვების შედეგები. წარმოდგენილია მზის რადიაციის საშუალო დღიური მნიშვნელობების მოდელირების შედეგები რუსეთის ათი დასახლებული პუნქტისთვის, რომლებიც მდებარეობენ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ განედზე 430-დან 620-მდე და აღმოსავლეთ გრძედის 500-დან 1580-მდე. შემოთავაზებული მოდელის ადეკვატურობის შესამოწმებლად გამოყენებული იქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ქსელში შემავალი მეტეოროლოგიური სადგურების ინსტრუმენტული მიწისზედა აქტინომეტრიული გაზომვების შედეგები. შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ მოდელის საშუალო ფარდობითი ცდომილება ყველა განხილული მეტეოროლოგიური სადგურისთვის არ აღემატება 11,7%-ს ჯამური მზის რადიაციისთვის და 24,5%-ს გაფანტული რადიაციისთვის. მოდელირების შეცდომების ჰისტოგრამები აგებულია მსოფლიო რადიაციულ მონაცემთა ცენტრისა და NASA SSE-ის მონაცემებთან შედარებით. შეცდომების ჰისტოგრამების ანალიზმა აჩვენა, რომ შეცდომები საკმაოდ თანაბრად და სიმეტრიულად ნაწილდება ნულოვანი დონის მიმართ, რაც მიუთითებს მოდელის სისტემატური ცდომილების არარსებობაზე.  

 მზის რადიაციის დღიური მსვლელობის მოდელირების შედეგები წელიწადის დამახასიათებელი 4 თვისთვის  ქ. ეკატერინბურგში წარმოდგენილია რადიაციული მონაცემების მსოფლიო ცენტრის მონაცემებთან შედარებით, რომელიც გამოქვეყნებულია ყოველკვარტალურ ბიულეტენში „მზის რადიაცია და რადიაციული ბალანსი (მსოფლიო ქსელი)“. მოდელი რეალიზებულია როგორც ცალკე ქვესისტემა მათემატიკურ პროგრამაში MatLab/Simulink, რაც იძლევა მისი ადვილად ინტეგრირების საშუალებას თავისუფალი კონფიგურაციის ენერგეტიკული კომპლექსის ზოგადი მოდელის შემადგენლობაში და მის გამოყენებას კვლევების ჩასატარებლად, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკული სისტემების შემუშავებასთან, პროექტირებასთან და სრულყოფასთან, რომლებიც შეიცავს ჰელიოენერგეტიკულ დანადგარებს.

საკვანძო სიტყვები: მზის რადიაცია, მზის გამოსხივების ინტენსივობა, ჰელიოენერგეტიკული დანადგარი, გამჭვირვალობის ინდექსი, მათემატიკური მოდელი, MatLab/Simulink




შეუერთდით ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციას

 https://npsa-association.org/wp-content/uploads/2017/03/Join-the-Society-Flyer_Russian.pdf

          შეუერთდით  ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციას

ნეიროფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა ლონდონში 2000 წლის ივლისში, რათა ხელი შეუწყოს დისციპლინათშორის საქმიანობას ფსიქოანალიზისა და ნეირობიოლოგიის სფეროში. ასოციაცია უზრუნველყოფს პლატფორმას ექიმებისა და მეცნიერებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ დიალოგი ფსიქოანალიტიკოსებსა და ნეირომეცნიერებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთმანეთისგან ისწავლონ და ერთად იმუშაონ, რადგან ჩვენ ვსწავლობთ ერთსა და იმავე საქმეს. მუდმივად ფართოვდება ასოციაციის საქმიანობა, რომელმაც გადალახა ნეირობიოლოგიასა და ფსიქოანალიზს შორის ორმხრივი დიალოგის „ტაბუ“. ჩვენი კონგრესები და პუბლიკაციები სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს,  ახალგაზრდა მეცნიერებმა და კლინიცისტებმა შეძლეს თავიანთი კარიერის დასაწყისშივე თავის ტვინისა და ფსიქიკის შესახებ იდეების გაერთიანება. ამან განაპირობა წვლილის გამდიდრება კლინიკურ და ექსპერიმენტულ ლიტერატურაში.

წევრობის უპირატესობები მოიცავს:

ფასდაკლება ჩვენს ყოველწლიურ კონგრესზე რეგისტრაციისას

ფასდაკლება დამატებით შერჩეულ ნეიროფსიქოანალიტიკურ ღონისძიებებზე

ასოციაციის ყოველწლიურ საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლების მოპოვება

წვდომა ექსკლუზიურ ონლაინ კონტენტზე

რეგისტრაცია კატალოგში „მხოლოდ ასოციაციის წევრებისთვის“

საიტზე რეგიონული ჯგუფის შესახებ ინფორმაციის ჩვენების შესაძლებლობა

ნეიროფსიქოანალიზის განვითარების მხარდაჭერა

ჟურნალ „ნეიროფსიქოანალიზი“ გამოწერა შეღავათიან ფასად

დამატებით ინფორმაციას და ასოციაციაში გაწევრიანების წესს შეგიძლიათ გაეცნოთ  ჩვენს ვებ-გვერდზე npsa-association.org 

გზავნილებსა და ნეიროფსიქოანალიზის სამყაროში შეტყობინების მიღებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟებიან ყველა მსურველს. 

 www.npsa-association.org 

https://slide-share.ru/tema-2-estestvenno-nauchnie-osnovi-psikhologiivoprosistroenie-i-funkcii-174923
პრეზენტაცია თემაზე: 
თემა 2. ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო- სამეცნიერო საფუძვლები 
საკითხი: სტრუქტურა და ფუნქციები
პრეზენტაციის პირველი სლაიდი
თემა 2. ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო საფუძვლები 
საკითხი: სტრუქტურა და ფუნქციები. 2. ადამიანის უმაღლესი ნერვული საქმიანობა. 
ლიტერატურა:
 1. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა. ი.ფ. ზუევი, ვ.ე. კუჩეროვი და სხვ. – მ.: ვუ; 2003.
 2. ლ.ა. გრიგოროვიჩი, ტ.დ. მარცინკოვსკაია. პედაგოგიკა და ფსიქოლოგია. – ვ. „გარდარიკები“, 2004. 
3. ვ.ა. სლასტენინი, ვ.პ. კაშირინი. ფსოქპლოგია და პედაგოგიკა. – მ. 2001.
 4. ვ.ე. კუჩეროვი, ა.ს. სუშანსკი. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა. სქემების ალბომი. - მ.:ვუ .
 5. რ.ს. ნემოვი. ფსიქოლოგია. 3 წიგნად. – მ.: ვლადოსი, 2003. წიგნი 1. 
6. ვ.გ. კრისკო. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა. სქემები და კომენტარები. – მ.: ვლადოსი. 2001.

სლაიდი 2
ნერვული სისტემა ხერხემლიანებსა და ადამიანებში ნერვული წარმონაქმნების იერარქიული სტრუქტურაა, ცენტრალური რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის სასიცოცხლო აქტივობას. 
საკითხი 1. ნერვული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები.
 1. გარე სამყაროსთან ურთიერთობის ორგანიზაცია
2. შინაგანი ორგანოების მუშაობის კოორდინაცია
 3. ქცევითი მიზნების დასახვა და რეალიზაცია
4. ორგანიზმის აქტიური ადაპტაცია გარემო პირობებთან

სლაიდი 3
ნერვული სისტემის სტრუქტურა 
პერიფერიული ნერვული სისტემა (ნერვული ბოჭკოები, კვანძები, წნულები). გადასცემს გარემოს გაღიზიანებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მისგან მართვად  იმპულსებს კუნთებზე
ვეგეტატიური (ავტონომიური) ნერვული სისტემა (სიმპათიკური, პარასიმპათიკური და ენტერალური განყოფილებები)
 არეგულირებს გულის, შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის, ჯირკვლების მუშაობას.
ცენტრალური ნერვული სისტემა (ტვინის და ზურგის ტვინი)
კოორდინირებს და არეგულირებს მთელ ფსიქიკურ საქმიანობას
ადამიანის ნერვული სისტემა
სომატური ნერვული სისტემა (თავის ქალის და ზურგტვინის ნერვები)

სლაიდი 4
ნეირონის სტრუქტურა
ნეირონი - (ნერვული უჯრედი) ნერვული სისტემის სტრუქტურის სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტი
დენდრიტი
აქსონი
 უჯრედის სხეული 
სინაფსი

სლაიდი 5
თავის ტვინის სტრუქტურა
ეპითალამუსი
 თალამუსი
ჰიპოთალამუსი
ოთხბორცვი
ტვინის ფეხები
საბოლოო ტვინი
შუა ნაწილი
უკანა ნაწილი
 1-ლი ნახევარსფეროს წინა ნაწილი
 ქერქქვეშა ბირთვები
 შუალედური ტვინი
 შუა ტვინი
 ტვინი
 ყელი 
მოგრძო ტვინი
 ნათხემი 
ხიდი

სლაიდი 6
თავის ტვინის სტრუქტურა
ღერო
 ნათხემი
 მარცხენა ნახევარსფერო
 მარჯვენა ნახევარსფერო
 კოჟრიანი სხეული
 მხედველობის ნერვი
 დიდი ტვინის ქერქი (15 მლრდ. ნეირონამდე)

სლაიდი 7
თავის ტვინის სტრუქტურა 
თხემის წილი
კეფის წილი
 ნათხემი
 საფეთქლის წილი
 შუბლის წილი

სლაიდი 8
თავის ტვინის სტრუქტურა 
მხედველობის ანალიზატორის ბირთვები
პროპრიოცეპტული მგრძნობელობის ქერქი 
პრეცენტრალური ხვეულის ქერქი (ქერქის მამოძრავებელი ზონა)
 პოსტცენტრალური ხვეულის ქერქი (ზოგადი მგრძნობელობის ანალიზატორები) 
ქერქის ანალიზატორის ბირთვები (მუსიკალური სმენა) 
მეტყველების ანალიზატორების ბირთვები
წერილობითი მეტყველების ანალიზატორი ბირთვები
სლაიდი 9
თავის ტვინის განვითარება ონტოგენეზის დროს
სლაიდი 10
ზურგის ტვინის სტრუქტურა
ზურგტვინის ნერვი
 თეთრი ნივთიერება
 უკანა ფესვი 
ცენტრალური არხი
 რუხი ნივთიერება 
ხერხემლის ნერვული კვანძი
სლაიდი 11
ვეგეტატიური ნერვული სისტემა
სლაიდი 12
საკითხი 2. ადამიანის უმაღლესი ნერვული საქმიანობა. უმაღლესი ნერვული საქმიანობა არის ცხოვრებისეული პროცესების რთული ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისა და უმაღლესი ცხოველების ინდივიდუალურ ქცევით ადაპტაციას გარემო პირობების შეცვლასთან. 
შინაგანი ნერვული საქმიანობის ფიზიოლოგია ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო საფუძველია. უმაღლესი ნერვული საქმიანობის ცნება მეცნიერებაში შემოიტანა დიდმა რუსმა ფიზიოლოგმა ი.პ. პავლოვმა
ნერვული საქმიანობის ძირითადი მექანიზმია (როგორც უმაღლესი, ასევე დაბალი) რეფლექსი. ი.მ.  სეჩენოვი თავის ტვინის რეფლექსები“, 1863 წ
სლაიდი 13
რეფლექსი ორგანიზმის საპასუხო ქმედებაა გაღიზიანებაზე
უპირობო რეფლექსი
პირობითი რეფლექსი
 ტვინის რეფლექტორული საქმიანობა
 რეფლექტორული ბეჭედი
 რეცეპტორი; აფერენტული ნერვი; ცენტრალური რგოლი; ეფერენტული ნერვი; ეფექტორი.
სლაიდი 14
უპირობო რეფლექსები ორგანიზმის თანდაყოლილი, მემკვიდრეობით ფიქსირებული რეაქციები ბიოლოგიურად მნიშვნელოვან გამაღიზიანებლებზე. 
რეფლექსების სახეები - ვეგეტატიური: ნერწყვდენა; კანის სიწითლე (გათეთრება); ოფლიანობა; მტკივნეული; თვალის გუგის და ა.შ. 
ქცევითი (ინსტინქტები): ორიენტირებულ-კვლევითი; წოვითი; - კვებითი; თავდაცვითი; ჰიგიენური; ნახირის ქცევა; - სექსუალური და ა.შ. 
სლაიდი 15
რეფლექსების სახეობები
  პირობითი რეფლექსების თავისებურებები
  პირობითი რეფლექსები - გარემოსთან ადაპტაციის შედეგად შეძენილი რეაქციები, რომლებიც მოჰყვება ბიოლოგიურად ნეიტრალურ გამაღიზიანებელს საპასუხოდ.
  დროებითი კავშირი გაღიზიანებასა და საპასუხო რეაქციას შორის
  მათ აქვთ სიგნალის მნიშვნელობა.
  სჭირდებათ გაძლიერება
  შეიძლება იყოს ახალი, უფრო რთული რეფლექსების ფორმირების საფუძველი
  ისინი არ არიან სახეობითი, არამედ ინდივიდუალური

პრეზენტაციის ბოლო სლაიდი: 
თემა 2. ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო- სამეცნიერო საფუძვლები 
საკითხი: სტრუქტურა და ფუნქციები
პირველი და მეორე სასიგნალო სისტემა
პირველი სასიგნალო სისტემა რეაგირებს გარესამყაროს გამაღიზიანებელ სიგნალებზე: - ვიზუალური; - სმენითი; - ტაქტილური; - გემოს; ყნოსვითი.
 მეორე სასიგნალო სისტემა რეაგირებს სიტყვებზე და ფრაზებზე (გასაგონი, დაწერილი, ჩუმად ნათქვამი). საზოაგადოებრივი ცხოვრების პროდუქტია და მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი. არის აზროვნების ფიზიოლოგიური საფუძველი
 მხოლოდ ორივე სასიგნალო სისტემის განუყოფელი ურთიერთქმედება უზრუნველყოფს რეალობის სრულ ცოდნას.

==
https://hum.hse.ru/transcendental/
ტრანსცენდენტული ფილოსოფიის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია
ლაბორატორიის შესახებ
ტრანსცენდენტული ფილოსოფიის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია მიზნად ისახავს შემეცნების საზღვრების, ცოდნისა და შემეცნების ობიექტურობისა და ინტერსუბიექტურობის პირობების გარკვევას, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ონტოლოგიასა და მეტაფიზიკასთან. ფილოსოფიის მიერ საკუთარი გზის ძიება ხაზს უსვამს არა-შემთხვევით მიზიდულობას ტრანსცენდენტული მოდელების არჩევისადმი და „პოზიტიური“ ეპოქის მიერ წარმოქმნილ თანამედროვე კულტურაში დომინანტური დოქტრინების უარყოფისადმი. 
ამ კვლევის მეცნიერულ აქტუალობას ტრანსცენდენტული ფილოსოფიის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიის ფარგლებში წარმოადგენს ტრანსცენდენტალობის პრინციპის ის გაფართოება და ორიგინალური ახლებურად გააზრება, რომელიც, როგორც ლაბორატორიის თანამშრომლებს მიაჩნიათ, თავად ფილოსოფიის სიცოცხლისუნარიანობის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საქმეა.

==

სიცოცხლის წყარო და გონების განათება ერთი და იგივე არ არის, თუმცა მჭიდრო ურთიერთკავშირშია. საკუთარი წყაროს გაცნობიერებით - გონების განათებისკენ მიდიხართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: წყარო პლუს ცნობიერება უდრის გონების განათებას. სიცოცხლის წყარო თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია. მთელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ენერგია, რომელიც წყაროდან ჩქეფს. მაგრამ ხეებისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის გონების განათება არ არის ხელმისაწვდომი. სიცოცხლის წყარო მათ იგივე აქვთ, რაც ჩვენ, მაგრამ ადამიანს მიეცა ამ წყაროს ამოცნობის უნარი. ეს არ არის დამახასიათებელი სიცოცხლის არც ერთ სხვა ფორმისთვის. თუ ადამიანი ახერხებს იყოს ცნობიერებისა და სიფხიზლის შემოქმედი, მისი სიცოცხლის წყარო გაიფურჩქნება და გადადის ახალ ხარისხში. სიცოცხლის განზომილება გადადის სინათლის განზომილებაში. როგორც კი გავაცნობიერებთ ჩვენი სულის წყაროების არსებობის მარადისობას, იმავე წამს თქვენთან მოვა სიცოცხლის მარადისობის გააზრება.
ეს ცნობიერება არ არის თეორიული, ის არ არის ნასესხები წმინდა წერილებიდან, არამედ იკითხება ჩვენი არსებიდან და ჩნდება მაშინ, როდესაც ხდება ჩვენი პოტენციალის რეალიზება. ამრიგად, თესლში მიძინებული ენერგია ფეთქდება და სიცოცხლეს ანიჭებს სურნელოვან ყვავილს. ეს ყვავილი არის გონების განათება. სიცოცხლის წყარო თესლია, გონების განათება - გაფურჩქნული ყვავილი. წყარო ყველაზე დაბალ საფეხურზეა, გონების განათება კი სიცოცხლის კიბის უმაღლეს საფეხურზე. გონების განათება ცოცხალი უჯრედის აფეთქებაა, რომელიც მთლიანად ახდენს ადამიანის ტრანსფორმირებას. გარკვეული მნიშვნელობით, მას შეიძლება ეწოდოს დამანგრეველი: ის ანადგურებს მოხუც ადამიანს, ანადგურებს ყველაფერს, რაც მის ეგოს ქმნიდა - შური, ბრაზი, სიხარბე, სიძულვილი, ავხორცობა, გაუბაძღრობა. ის ენერგია, რომელიც ადრე მიმართული იყო განადგურებაზე, გარდაიქმნება შემოქმედებით ენერგიად - სიყვარულში, მდუმარებაში, სიმშვიდეში, თანაგრძნობაში, სიბრძნეში. ეს ყველაფერი არის ადამიანის ჭეშმარიტი ძიების საგანი. ცხოვრება თავისთავად ძილია - ეს სიზმარია. გონების განათება სრული გამოღვიძებაა...

https://hum.hse.ru/transcendental/news/368648862.html
ანა იამპოლსკაიას მოხსენება „გამოღვიძება იდენტობისგან: თავისთავადობის ჰეტეროგენულობა ლევინასის გვიან  შემოქმედებაში“
28 მაისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა ტრანსცენდენტული ფილოსოფიის ლაბორატორიის მორიგი კრება. ლევინასის ფილოსოფიური პროექტის თავისებურებებზე მოხსენება წაიკითხა  ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ფუნდამენტური სოციოლოგიის ცენტრის წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ანა იამპოლსკაიამ.
მოხსენებისა და დისკუსიის დროს ყურადღება გამახვილდა ლევინასის შემოქმედებაში „სხვის“ პრობლემებატიკაზე. განიხილებოდა ლევინასის პროექტის მემკვიდრეობის ხაზი ჰუსერლის იდეებთან, განსაკუთრებით ინტერსუბიექტური გამოცდილების ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით. ლევინასის თეორიაში გამოცდილების აღქმა გაანალიზებული იყო ტემპორალობის პერსპექტივაში - დროის აღქმა თავად სუბიექტის მიერ, რომელიც აღმოჩნდა აფიცირებული დროის აღქმით სხვის და სხვების მიერ. მსგავსი სქემა განიხილეს შეხვედრაზე „სხვა-ჩემში“ კონცეპტებთან მიმართვის გზით დედობისა და წინასწარმეტყველების ფიგურების მაგალითზე.
სემინარის ჩანაწერი ხელმისაწვდომია ლაბორატორიის Youtube არხზე.

ჩვენს შიგნით მთელი სამყაროა, უცნობი და უზარმაზარი, იდუმალი და ამაღელვებელი. გარეთ - სამყარო არანაკლებ საინტერესო, მომხიბლავი და დამაინტრიგებელია. ბევრ საინტერესოს მოგიყვებით როგორც შინაგან, ისე გარე სამყაროზე, რადგან ფსიქოგენეზისი არის ადამიანის როგორც სულიერი, ისე გონებრივი აქტივობის განვითარების პროცესი.


მზის ქარს შეუძლია ტალღების გაჩენა მაგნიტოსფეროში

 https://www.popmech.ru/science/news-757573-solnechnyy-veter-sposoben-sozdavat-volny-v-magnitosfere/?from=stars_news3

მზის ქარს შეუძლია ტალღების გაჩენა  მაგნიტოსფეროში

 ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ქარი ქმნის მდგრად ტალღებს დედამიწის მაგნიტოსფეროში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს „კოსმოსური ამინდის“ პირობებზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია – მას ხშირად ზიანი მოაქვს გეოლოკაციისთვის.

მზე გამოუშვებს დამუხტული ნაწილაკების ნაკადს - ამას მეცნიერები მზის ქარს უწოდებენ. ჩვენ ამას არ ვგრძნობთ, რადგან მაგნიტოსფეროს მიერ ვართ დაცული ამ ნაკადისგან. მაგრამ როდესაც მზის ქარი მაგნიტოსფეროში აღმოჩნდება, ტალღები იწყებს გავრცელებას საზღვრის გასწვრივ. თითქოს, ტალღები უნდა გავრცელდეს მზის ქარის მიმართულებით - თუმცა ამას ყველა ტალღა არ აკეთებს.

თუმცა, ადრე დადგინდა, რომ მაგნიტოსფეროს საზღვარი ბარაბნის მემბრანავით ვიბრირებს. როდესაც მზის ქარი გადასცემს იმპულსს, თითქოს სწორედ ამ ბარაბანს ურტყამს, ტალღები დედამიწის მაგნიტური პოლუსებისკენ მიისწრაფის და უკან ირეკლება.

ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications, განიხილება ტალღები, რომლებიც წარმოიქმნება მაგნიტოსფეროს მთელ ზედაპირზე. მეცნიერებმა შექმნეს მათემატიკური მოდელი NASA THEMIS-ის (Time History of Events and Macroscale Interactions during Substorms) თანამგზავრებიდან დაკვირვებების გათვალისწინებით. მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც მზის ქარი მაგნიტოსფეროს „დარტყმას აყენებს“, წარმოქმნილი ტალღები არა მხოლოდ დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ მოძრაობს, არამედ მზის ქარის საწინააღმდეგოდაც. დამაბნეველად ჟღერს, ამიტომ გირჩევთ უყუროთ ვიდეოს სიმულაციის გაშვებით:

 მაგნიტოსფეროში შემოსული ტალღები ანტიფაზაშია იმ ტალღებთან, რომლებიც აირეკლება. შეკრებისას წარმოიქმნება „მდგარი ტალღები“ - სივრცეში მოძრაობა არ მიმდინარეობს.

ამ მდგარ ტალღებს შეუძლია უფრო დიდხანს გაძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დააჩქარონ ნაწილაკები დედამიწის მახლობლად მდებარე სივრცეში უფრო დიდხანს და ზემოქმედება მოახდინონ დედამიწის იონოსფეროზე. ასეთი ტალღები შეიძლება წარმოიქმნას სამყაროს სხვა ადგილებში, სხვა პლანეტების მაგნიტოსფეროდან შავი ხვრელების გარეუბანმდე.

===



რამდენად ეფექტურია, ვერ გეტყვით, მაგრამ ანოტაციაში ეს უწერია:

"ანტიმიკრობული ხსნარი გლიპერა (GlyperA™) შექმნილია მაქს პლანკის საზოგადოების (გერმანია) და კომპანია ძალას (საქართველო) მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.


გლიპერა (GlyperA™) არის გლიცინის და წყალბადის ზეჟანგის ნაერთი ხსნარი, რომელიც ანადგურებს სხვადასხვა სახის მიკრობებს - ვირუსებს, ბაქტერიებს და სოკოებს, მათ შორის Covid-19-ის გამომწვევ SARS-CoV-2 ვირუსს."

https://www.labunno.com/ka/post/15


აქ უფრო დაწვრილებით არის ინფორმაცია და ვიდეოც დევს:

https://www.radiotavisupleba.ge/a/31672253.html


"Я не верю вкусу разогретых блюд" Франциско Гойя










https://vm.tiktok.com/TTPdBHFbQq/


https://vm.tiktok.com/TTPdBHyPvP/

"

მაგალითი... შეხედეთ მიწისძვრისგან წარმოქმნილ სეისმურ ტალღებს... მთელ გზაზე პერუდან, რომელიც მოხდა 15 წუთის განმავლობაში... მიაღწიეთ აშშ-ს და შეანჯღრიეთ/შეანჯღრიეთ რღვევები და ნიადაგი... ეს დაბალი სიხშირე... ადამიანთა უმრავლესობა ვერ ამჩნევს მათ... მაგრამ გაზები შეიძლება გაშვებული ყოფილიყო ... და გამოეწვია სწრაფი ეფექტი (რამდენიმე წუთის შემდეგ)... ან გადავადებული ეფექტები (დღების, კვირების შემდეგ).  იგივე მიწისძვრა (პერუ) ... სეისმურმა ტალღებმა ევროპასაც  მიაღწია 15 წუთში. ზოგიერთი მეცნიერი იტყვის... „მზის ქარები არ აღწევენ ჩვენს იონოსფეროში“... ამიტომ მიწისძვრებს ვერ გამოიწვევენ! ... მათ ვეუბნები... „თქვენ საშინაო დავალება ვერ შეასრულეთ, არ გყოფნით ცოდნა და მოძველდით!“ ... თანამედროვე ოფიციალური მეცნიერების მიხედვით ... ზოგიერთი მათგანი აღწევს ...  დანარჩენი კი გარდაიქმნება მეორად ეფექტებად (ნაწილაკებად ან გამოსხივებად), რომლებიც შემდეგ აგრძელებენ ვარდნას დედამიწაზე ... იწვევენ მიწისძვრებს, გეომაგნიტურ ველებში ცვლილებებს. ბიოლოგია, ამინდი, ტემპერატურა, წნევა და ა.შ. ზოგიერთი მეცნიერი გვატყუებს... ისინი თავს მოაჩვენებენ, რომ არ იციან ამის შესახებ... ან უბრალოდ ცუდი მეცნიერები არიან, რომლებიც ადგილზევე უნდა გაათავისუფლონ იმის გამო, რომ ისინი საუბრობენ ცოდნის გამოუსადეგარობასა და მოძველებაზე. ვიდეო... მთის რადიოაქტიური ქანების დემონსტრაცია... ეს ყველგანაა! ... ჩემი თეორიის თანახმად, ეს არაფერია იმ ღრუბლებთან შედარებით, რომლებიც წარმოიქმნება მიწისძვრის შემდეგ ტექტონიკური რღვევებისა და ნიადაგის გამო ... მე მიმაჩნია, რომ რადიოაქტიურობა 100-დან 10 000-ჯერ გაიზრდება... ჩასუნთქვის შემთხვევაში, აბსოლუტურად დამღუპველია და შეიძლება რამდენიმე დღეში გამოიწვიოს სიკვდილი ... ეს გამოიწვევს ე.წ. ციტოკინურ შტორმს ... და ხანგრძლივ ზარალს... თქვენი იმუნური სისტემა დაიშლება... არსებობს ათასობით ვიდერგოლი, სადაც ნაჩვენებია ურანის გამოსხივება  მიწაში და მის გარეთ... კიდევ რამდენიმეს დავდებ, თუ მოვძებნე. დიდხანს ვკითხულობდი „ამერიკის რადიოაქტიური საიდუმლოების შესახებ“, როგორ არ ეუბნებიან მუშებს, რომ მასალა, რომლითაც ისინი მუშაობენ, ძალიან რადიოაქტიურია (ისევ რადონი/რადიუმი) და იწვევს დაავადებებს... მე ასევე შევამჩნიე, რომ ის „ჭამს ძვლებს“, რაც ადასტურებს ჩემს თეორიას, რომ ხმაური ყურებში სინამდვილეში გამოწვეულია ვესტიბულარულ სისტემაში ძვლების დაავადებით (ოსტეოპოროზი ან მსგავსი რამ)... ის ცვლის რეზონანსულ სიხშირეებს... ეს არის ყურებში ხმაურის მიზეზი. ... და ეს მე აღმოვაჩინე ...  არა ... მარტო ვარ დაინტერესებული, კერძოდ, ჩემი მეორე (ტინიტუსის) ჯგუფის 700 კოჭლ წევრს არ სურთ არაფრის გაკეთება ჩემს აღმოჩენასთან დაკავშირებით, მე მათთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. .. ისევე, როგორც ამ ჯგუფში.. მე მარტო უნდა გადავწყვიტო მსოფლიოში ყველა პრობლემა... ჰეი, რატომ წუწუნებს ყველა... დემონსტრირებს... აპროტესტებეს და ა.შ., და როცა ვინმე გეუბნებათ, თუ სინამდვილეში რა ხდება.. თქვენ უბრალოდ უყურებთ  მას ... " dg


==

https://ryb.ru/2021/04/15/1758230

„მზის დიდი მინიმუმი“ დაიწყო, რომელიც   2070  წლამდე  გაგრძელდება

მზის აქტივობის ვარდნა, რომელსაც „მზის დიდი მინიმუმი“ ჰქვია, 2020 წელს დაიწყო, ახალი მზის ციკლი არ დაწყებულა. მზის მინიმუმი გაგრძელდება 2070 წლამდე.

ამ პერიოდში მზის მაგნიტური ველი სუსტია და მზის სისტემაში დამატებით კოსმოსურ სხივებს (მაღალი ენერგიის ნეიტრონები და კოსმოსური რადიაცია) ატარებს. ჩვენ უკვე შევედით გლობალური გაგრილების (მცირე გამყინვარების პერიოდი) პერიოდში და ეს გაგრილება შეიძლება 50 წლამდე გაგრძელდეს.

მზის მინიმუმის, და განსაკუთრებით, მზის დიდი მინიმუმის დროს, მეტი კოსმოსური სხივები შედის დედამიწის ატმოსფეროში.

კოსმოსური სხივები მიაღწევს დედამიწის ზედაპირს და მასში შეაღწევს კიდეც, გაზრდის ასეთი მოვლენების ინტენსივობას და რაოდენობას:

- შტორმი, ქარიშხალი, ციკლონი, ტაიფუნი,

- კოკისპირული წვიმა,

- ქარბუქი,

- ტორნადო,

- სეტყვა,

- წყალდიდობა,

- გლობალური გაგრილება

- მიწისძვრები,

- ვულკანები,

- ელვა.

გარდა ამისა, მზის მინიმუმი პირდაპირ გავლენას ახდენს დედამიწის მაგნიტური ველის სიმძლავრეზე და ის აღარ არის სტაბილური. პლანეტის მაგნიტური ფარის სიმძლავრე უკვე კრიტიკულად დაბალ მნიშვნელობებს აღწევს. ეს საშუალებას მისცემს კოსმოსურ გამოსხივებას და კოსმოსურ რადიაციას თავისუფლად შეაღწიოს დედამიწაზე (ყველა ცოცხალი არსება რეალურად მიკროტალღურ ღუმელშია).

მზის მინიმუმი არ ნიშნავს აფეთქებების სრულ არარსებობას, პირიქით, მზის მინიმალური აქტივობის პერიოდში, შესაძლოა მოხდეს უპრეცედენტო სიმძლავრის მზის აფეთქებები. დედამიწის დასუსტებული მაგნიტური ველის გათვალისწინებით, დედამიწისკენ მიმართული ასეთი აფეთქება კატასტროფა იქნებოდა კაცობრიობისთვის.

მზის დიდი მინიმუმები და მათთან დაკავშირებული გლობალური გაგრილების პერიოდები ისტორიულად დაკავშირებულია გვალვებთან, სიცხის ტალღებთან და ტყის ხანძრებთან ატმოსფეროში წვრილი ნაკადის ექსტრემალური აღშფოთების გამო.

მცირე გამყინვარების პერიოდის დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა მხოლოდ 0,6°C-ით დაეცა ჩვენი ერის 1000-დან 2000 წლამდე საშუალო ტემპერატურასთან შედარებით, მაგრამ ძლიერმა ყინვებმა და თოვლმა გამოიწვია კატასტროფული მოუსავლიანობა და შიმშილობა.

მზის დიდი მინიმუმი დაახლოებით 200 წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო Dalton Minimum 1790-1820 წლებში, რასაც მოჰყვა მცირე გამყინვარების პერიოდის დასასრული, მეორე სამრეწველო რევოლუცია, უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა და გლობალური დათბობის თანამედროვე ტენდენციის დაწყება (რომელიც დაიწყო დაახლოებით 1850 წელს და გაგრძელდა, დაახლოებით 2000 წლამდე).


AI STARTUP ACCELERATOR აცხადებს მიღების შესახებ

 http://rusneuro.net/novosti/ai-startup-accelerator-obyavlyaet-ob-otkrytii-nabora/

AI STARTUP ACCELERATOR აცხადებს მიღების შესახებ 

სამთვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს AI-ს სფეროში ან იყენებენ თავის პროექტში ხელოვნური ინტელექტის ან მანქანური სწავლების  ტექნოლოგიას.

მოთხოვნად მიმართულებათა შორისაა ხმის და ემოციების ამოცნობა და ზოგადად ბიომეტრია; კიბერუსაფრთხოება, ნივთების ინტერნეტი (ჭკვიანი სახლები, connected cars და ა.შ.), კომპიუტერული მხედველობა, ფინტექსი, რიტეილი,  Big Data.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ MVP-ს მქონე პროექტებს, პროდუქტის პროტოტიპით, ან ისეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილებს, რომლებიც მზად არიან პროდუქტის შესაქმნელად 1.5-2 თვის განმავლობაში. 

AI Startup Accelerator–ის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაუშვან პილოტი კორპორაციასთან, გახდნენ პარტნიორები ან მოიზიდონ ინვესტიციები სტრატეგიული ან ვენჩერული ინვესტორების მხრიდან; შეძლებენ ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების რესურსებით, მათ შორის, ექსპერტულის ჩათვლით - მიიღონ საკონსულტაციო მხარდაჭერა ბაზრის საუკეთესო სპეციალისტებისგან. პროგრამის შედეგების მიხედვით საუკეთესო პროექტები მონაწილეობას მიიღებენ 27 ივნისს მოსკოვში გამართულ დემო დღეში. 

„ „როსტელეკომი“ ხედავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სტრატეგიულ გამოყენებას თავის საპროდუქტო და სერვისულ ლანდშაფტზე. მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას ამ სფეროში დიდი პოტენციალი აქვს „როსტელეკომის“ კომპანიის ბიზნესის განვითარებისთვის, როგორც არსებული პროდუქტების, ასევე ბიზნესის პერსპექტიული მიმართულებების გამოყენებით. პორტფელური კომპანიები და კომპანია „როსტელეკომი“ ღრმად იყენებენ საკუთარ და პარტნიორულ ტექნოლოგიებს სხვადასხვა დარგში გამოყენებისთვის: კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის მუშაობის ავტომატიზაციიდან ვიდეოანალიტიკამდე და ბიომეტრიულ იდენტიფიკაციამდე. ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსული კომპანიების ტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ პოტენციალს ამ სფეროში და ველოდებით ნაყოფიერ თანამშრომლობას AI Startup Acceleratorთან“, - განმარტა „რუსტელეკომის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბიზნესის განვითარების დარგში ალექსანდრ აივაზოვმა.

„ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარება მობილური ტელესისტემებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ პროდუქტებს AI–ს ბაზაზე ვქმნით და არსებული მობილური ტელესისტემების სერვისებს ახალი ფუნქციებით ვავსებთ, რომლებიც დაფუძნებულია მანქანური სწავლების ტექნოლოგიებზე: NLP, მათ შორის ხმების ამოცნობა, მანქანური ხედვა და სხვ. მიმართულების განვითარების ტემპების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რათა ერთობლივად დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები მტს-ის ბიზნესში. ამისათვის ჩვენ ვთანამშრომლობთ MTS StartUp Hub-ის აქსელერატორის კურსდამთავრებულებთან, ასევე დიდი ინტერესით მხარს ვუჭერთ AI Startup Accelerator-ის გაშვებას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიური პლატფორმის ბაზაზე“, ამბობს არკადი სანდლერი,   MTS-ში AI ჯგუფის ხელმძღვანელი.

„კოლაბორაცია უნივერსიტეტები - ინოვაციური სტრუქტურები - კომპანიები, ჩვენი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია თითოეული მკვლევარის და შემმუშავებელის განვითარების თვალსაზრისით. დარგობრივი კავშირი „ნეირონეტი“არა მხოლოდ უკვე მოქმედი კომპანიების გაერთიანებაა, არამედ ახალგაზრდა პერსპექტიული შემმუშავებლების. ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ბიზნეს ინკუბატორთან ერთობლივი პროგრამა საშუალებას მისცემს პროექტებს გაიზარდოს და შემდგომში გახდეს ქვეყნისა და მსოფლიოს უზარმაზარი AI-ნეიროტექნიკური ქსელის ნაწილი“, - ამბობს ალექსანდრ სემიონოვი, „ნეირონეტის“ დარგობრივი კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.

პროგრამის დეტალები და პირობები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

 

ორგანიზატორების შესახებ

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ბიზნეს-ინკუბატორი —ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, პირველი საუნივერსიტეტო ინკუბატორი რუსეთში. 2006 წლიდან ის სტარტაპების გენერირება-განვითარებით არის დაკავებული. მე-7 ადგილზეა მსოფლიოს ტოპ საუკეთესო უნივერსიტეტების ბიზნეს ინკუბატორებს შორის, UBI Global  2017-18 წლების ვერსიით. კურსდამთავრებულებმა შეაგროვეს 650 მილიონ რუბლზე მეტი.  

დარგობრივი კავშირი „ნეირონეტი“ აერთიანებს შემმუშავებლებს, მწარმოებლებსა და მკვლევარებს ნეირომეცნიერებისა და ნეიროტექნოლოგიების სფეროში, ნეირონეტის - შემდეგი თაობის ინფორმაციის გაცვლის გარემოს - კონკურენტუნარიანი რუსული ბაზრის შექმნის მიზნით . 

„როსტელეკომი“ —ციფრული მომსახურების და გადაწყვეტილებების რუსეთის უმსხვილესი პროვაიდერი, წარმოდგენილია ბაზრის ყველა სეგმენტში და მოიცავს მილიონობით საოჯახო მეურნეობას რუსეთში. იგი იკავებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტში ფართოზოლოვანი წვდომისა და ფასიანი ტელევიზიის სერვისების რუსულ ბაზარზე,  არის უდავო ლიდერი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე რუსეთის სამთავრობო სახელისუფლებოს ორგანოებისთვის და ყველა დონის კორპორატიული მომხმარებლისთვის. 

მტს-ი —რუსეთის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი და ციფრული სერვისის პროვაიდერი. კომპანია გთავაზობთ ფინანსურ მომსახურებას, ელექტრონული კომერციის სერვისებს, ღრუბლოვან სერვისებს, ტელემედიცინის სერვისებს, გიმინგის და კიბერსპორტის პროდუქტებს და IT გადაწყვეტილებებს სხვა სფეროებში. 2017 წელს MTS-მა შექმნა ცალკე განყოფილება გადაწყვეტილებების განსახორციელებლად ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე.  

ხელოვნური ინტელექტი მტს-ში ავითარებს Natural Language Processin-ს, მათ შორის Voice Recognition-ს и Computer Visio-ს, პროდუქტების შესაქმნელად კლიენტთა სერვისის, მედიცინის, იურისპრუდენციის და სხვა სფეროებში.


უძველესი ცივილიზაციების პლასტილინის ტექნოლოგიები ,უძველესი ცივილიზაციების საიდუმლოებები


უძველესი ცივილიზაციების საიდუმლოებები

უძველესი ცივილიზაციების პლასტილინის ტექნოლოგიები


 https://zhitanska.com/content/plastilinovye-tehnologiyi-drevnih-tsivilizatsij/

მესოამერიკის უძველესი ცივილიზაციების ციკლოპური  ნაგებობები თავიანთი მასშტაბებით ჯერ კიდევ პირველ კონკისტადორთა გაოცებას იწვევდნენ, რომლებმაც ფეხი დაადგეს ამერიკის კონტინენტზე. კედლის ელემენტების ვირტუოზული დამუშავება, ნაწიბურის, მრავალტონიანი ბლოკების ზომების განსაკუთრებით ზუსტი კორექტირება დღესაც აღფრთოვანებას იწვევს უძველესი მშენებლების ოსტატობისადმი.

მაგალითად, საკსაიუამანი, როგორც ჩანს, იმდენად უძველესი ნაგებობაა, რომ ინკებსაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია ზიგზაგური კედლების ნამდვილი შემქმნელების შესახებ. თანამედროვე ხელსაწყოებით ძალიან ძნელია და ხშირად შეუძლებელიც კი,  მყარ მასალასთან მუშაობისას და თან ამ რაოდენობით, ასეთი ურთიერთკავშირის მიღწევა. ბლოკები, რომლებიც ქმნიან კედლების წყობას, არ ტოვებენ ამოთლილის ან ამოჭრილის შთაბეჭდილებას რაიმე მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტით.

არსებული ოფიციალური ვერსიით, ბლოკები, თითქოს, გამოთლილი იყო ახლომდებარე კარიერებში, შემდეგ ისინი გადაჰქონდათ და ამუშავებდნენ სხვადასხვა მხრიდან მოსარგებად და შესაერთებლად. უფრო მეტიც, ბლოკების წონის გათვალისწინებით, ასეთი ვერსია საერთოდ ზღაპრის მსგავსია. ეს ყველაფერი კეჩუას ხალხს მიეწერება - ინკების სახელმწიფოს - ტაჰუანტინსიუს კულტურული ტრადიციის მემკვიდრეებს, რომელთა დიდი იმპერია აყვავებული იყო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩვენი წელთაღრიცხვის  XI—XVI საუკუნეებში.

მრავალი არქეოლოგიური კვლევა მიუთითებს უფრო ძველი კულტურების არსებობაზე, რომლებიც ინკების იმპერიის წინამორბედები არიან. და ფაქტი არ არის, რომ საქსაიჰუმანის გრანდიოზული ციკლოპური შენობები ინკების ნამუშევარი იყოს.

საქსაიჰუმანის უძველეს ობიექტებზე მოჩანს საკმაოდ უცნაური დამუშავების კვალი, რომელსაც ალტერნატიული ისტორიკოსები „პლასტილინის ტექნოლოგიას“ უწოდებდნენ. კვალს ისეთი ზემოქმედების ხასიათი აქვს, თითქოს დამუშავებისას ქვის გარე ზედაპირი პლასტილინივით მოქნილი ყოფილიყო. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ქვის ლოდი გიგანტური დანით გაჭრეს, როგორც კარაქის ან პლასტილინის ნაჭერი.

პერუში ოლიანტაიტამბოს კომპლექსში არის გრანიტის ბლოკი, რომლის ერთ-ერთი გვერდითი წახნაგი თითქოს დაყოფილია სხვადასხვა ფერის ორ ნაწილად. გარდა ამისა, ზედა ნაწილი ქვედასთან შედარებით 1,5 მმ-ით არის გამოწეული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ქვედა ნაწილის ზედაპირიდან ხელით ამოჭრეს ეს 1,5 მმ მასალა. მაგრამ ეს ხომ  გრანიტია!

ქვის ორი ნაწილის განსხვავებული ფერი მიუთითებს ზედაპირზე შესაძლო ქიმიურ ზემოქმედებაზე. მაგრამ რა სახის ზემოქმედება შეიძლება ყოფილიყო ეს? ადგილობრივ ლეგენდებში ნათქვამია, რომ უცნობი მცენარის წვენისგან შეიძლებოდა ხსნარის მომზადება, რომელიც არბილებდა ქვებს ისე, რომ ხელით შეიძლებოდა მათი დეფორმირება. გარკვეული დროის შემდეგ ქვა მაგრდებოდა, იძენდა იგივე სიმყარეს. მაგრამ გრანიტის პლასტიკურ მდგომარეობამდე მიყვანის გზა მისი გაცხელებაა დნობის ტემპერატურამდე - 1215-1260 °C !

თუ ქვის მყარი ქანების დამუშავების „პლასტილინის ტექნოლოგია“ პრინციპში არსებობს, მაშინ ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მისი არც ქიმიური და არც ფიზიკური საფუძვლები. და თუ სხვა ტექნოლოგია იქნა გამოყენებული, მაშინ ეს ცოდნა ბევრად აღემატება თანამედროვე კაცობრიობის ცოდნას. თუმცა ამ ცოდნის კვალს უძველეს ქვებზე ვხედავთ.

პერუში, საქსაიუამანის ზიგზაგური კედლების ზოგიერთ ბლოკზე დარჩა დამუშავების კვალი, როდესაც მყარი ქვის გარე ზედაპირი თითქოს პლასტილინივით იყო მოჭრილი.

მსგავსი კვალის ნახვა შეიძლება ძველი ასუანის ქვისსამტეხლოებში ეგვიპტეში. ალბათ, ორ კონტინენტზე ერთი და იგივე ტექნოლოგია და ერთი და იგივე ტიპის ინსტრუმენტები გამოიყენებოდა. მაგრამ თუ საქსაიუამანის ბლოკები კირქვისგან არის, მაშინ ასუანის ქვისსამტეხლოებში ძალიან მყარი გრანიტია. წარმოუდგენელია, რა სახის ინსტრუმენტით შეიძლებოდა დიორიტის მოჭრა. აქ აშკარად გამოიყენებოდა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები.

ასუანის ქვისსამტეხლოს ერთ-ერთ საიდუმლოთ ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთი ქანდაკების ნამზადი - გრანიტის დიდი ლოდი, რომელიც იმდროინდელმა ოსტატებმა უკვე თითქმის მოაცილეს კლდის მასივს.

როგორც ანდრეი სკლიაროვი წერდა („ძველი ღმერთები - ვინ არიან ისინი“): „ნამზადის ქვეშ გათხრის ადგილებს არ შეემჩნევათ პრიმიტიული ტექნოლოგიების არავითარი ნიშნები, გრანიტის ზედაპირი აქ პრაქტიკულად გაპრიალებულია. ალბათ, ეს განზრახ არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, ხეხვა ინსტრუმენტის მუშაობის გვერდითი შედეგია, რაც დამატებით არგუმენტს იძლევა მანქანის მოწყობილობის სასარგებლოდ, რომელსაც ინსტრუმენტის ბრუნვის დიდი სიჩქარე აქვს. თუ ვისაუბრებთ რაიმე სახის მბრუნავ ინსტრუმენტზე, მაშინ მას კვეთაში  რაგბის ბურთის ფორმა უნდა ჰქონდეს. თუმცა ყველაზე მეტად ის გიგანტურ კოვზს წააგავს, რომლითაც ხელოსნებმა რბილი პლასტილინივით ამოიღეს მყარი გრანიტი კლდის მასივიდან.

რა ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები იყო ეს, ჯერჯერობით უცნობია. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ მოსაძებნია. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი - ფარაონების დროინდელ ძველ ეგვიპტელებს საერთო არაფერი ჰქონდათ ასუანის ქვისსამტეხლოების იდუმალ ნაკვალევთან, ისევე როგორც ინკებს ნაკვალევთან საკსაიჰუამანისა და ოლიანტაიტამბოს კედლებზე.

ეგვიპტელებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ უძველესი ნაგებობების უზარმაზარი ლოდები შეიქმნა ჯერ კიდევ „ღმერთების დროში“. იმ ბლოკის შესახებ, საიდანაც ქანდაკება „ღმერთი რამზესი“ გაკეთდა, პიერ მონტე წერდა:

 „ერთხელ, უდაბნოში ჩასული ფარაონის თანდასწრებით, რას სამფლობელოს საზღვარზე, ქვისსამტეხლოში ისეთი უზარმაზარი ბლოკი აღმოაჩინეს, რომელიც ჯერ არ უნახავთ ღმერთების დროიდან. ყველა ფიქრობდა, რომ რამ თავად შექმნა იგი თავისი სხივებით“. 

პერუს კულტურის სამინისტროს დაკვეთით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ტექტონიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის რუსი მეცნიერების მიერ წარმოებულმა საქსაიჰუამანის ციხე-სიმაგრის კვლევებმა, რომლებმაც ჩაატარეს რაიონის გეორადარული სკანირება, გამოავლინეს სიტუაცია საკითხში ბლოკების მასალის შედგენილობასთან დაკავშირებით.

ინსტიტუტის კვლევაში მოყვანილია მინერალოგიური მონაცემები და ფიზიკურ-ქიმიური პირობები ასეთი პოლიგონალური წყობის შესაქმნელად. მეცნიერთა დასკვნა ასეთია: საქსაიჰუამანის კედლების ბლოკები დამზადებულია ჰიდრავლიკური კირის ცომისაგან და მიღებულია თერმული ზემოქმედებით პერუს კირქვებზე. ამასთანავე აღსანიშნავია ნებისმიერი კირის (როგორც ჰიდრავლიკური, ასევე ჰაეროვანი) თვისება - ჩაუმქრალი კირის მასის მატება წყლით ჩაქრობისას - შეშუპება. შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოცულობის გაზრდა 2-3-ჯერ.

გაცხელებული და დამწვარი კირქვა (ჩაუმქრალი ჰიდრავლიკური კირი) წვიმის, გეიზერის ან აგრეგატულ მდგომარეობაში (ორთქლი) მყოფ გაცხელებულ წყალთან რეაგირებისას, მაშინვე გადაიქცევა კირის ცომად (ჩაქრება). კირის ცომი შეიძლება ინახებოდეს წლების განმავლობაში, მაგრამ ჰაერზე არ უნდა გაშრეს.

საქსაიჰუამანის ბლოკების „პლასტილინობა“ მეცნიერებს შორის ეჭვს არ იწვევს. ექსპერტების დასკვნების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ უძველესი მშენებლები ფლობდნენ „პლასტილინის ტექნოლოგიას“. ამ შემთხვევაში სრულიად ქრება მაღალტექნოლოგიური მოწყობილობისა და ფანტასტიკური ინსტრუმენტების გამოყენების აუცილებლობა, ისევე როგორც ხელის მეტად ძნელი შრომა  ბლოკების ამოკვეთისა და გადმოზიდვისთვის.

მაგრამ, იყო კი ასე სინამდვილეში?


დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონე კატასტროფულად იკლებს

 

დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონე კატასტროფულად იკლებს

https://news.liga.net/society/news/uroven_kisloroda_v_atmosfere_zemli_katastroficheski_snizhaetsya  

დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონე ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში შემცირდა 0,7%-ით - 21,1%-დან 20,95%-მდე, მაგრამ ამ პროცესის ზუსტი ახსნა არ არსებობს, ნათქვამია პრინსტონის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსთა სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Science-ში.

კვლევის დროს გაანალიზდა ყინულის კერნები - გრენლანდიასა და ანტარქტიდაში მოპოვებული ყინულის ნიმუშები. ისინი შეიცავს ბუშტებს, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციის წყაროს წარსულში ჰაერის შემცველობის შესახებ, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა დაედგინათ ჟანგბადისა და აზოტის იზოტოპების თანაფარდობა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ჟანგბადის „გაჟონვის“ ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. პირველი არის ეროზია, რომლის შედეგადაც ვლინდება ორგანული ნაერთების რიგი. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ჟანგბადთან რეაქციის შედეგად ეს ნაერთები მას ატმოსფეროდან „იწოვენ“. მეორე შესაძლო მიზეზია ოკეანის გაციება, რის შედეგადაც მასში მცხოვრებმა მიკროორგანიზმებმა დაიწყეს ჟანგბადის აქტიური მოხმარება. თუმცა, მეცნიერები არ გამორიცხავენ სხვა მიზეზების არსებობას, რამაც გამოიწვია ჟანგბადის დონის შემცირება.

გარდა ამისა, მიღებულმა მონაცემებმა უცნაური წინააღმდეგობა გამოავლინა. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ როდესაც ატმოსფეროში ჟანგბადის დონე მცირდება, უნდა გაიზარდოს ნახშირორჟანგის დონე. თუმცა, მისი მაჩვენებელი 800 ათასი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელი დარჩა.

მკვლევარების თქმით, ამ თავსატეხის ამოხსნა არა მხოლოდ გამოავლენს მექანიზმებს, რომლებიც არეგულირებს ჟანგბადის დონეს დედამიწაზე, არამედ გარკვეულწილად დაეხმარება ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის ალბათობის შესწავლის წინსვლას.

ჟანგბადის ატმოსფერული დონე პირდაპირ კავშირშია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის ევოლუციასთან, სხვადასხვა გეოლოგიურ ეპოქაში მისი სიდიდე სერიოზულად შეიცვალა სხვადასხვა კატაკლიზმების გამო. მაგალითად, დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციამ 35%-ს მიაღწია (ამჟამად - 20,95%), და ასეთი პირობები კარგად შეეფერებოდა გიგანტური მწერების არსებობას. ჟანგბადის დონის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ეკოსისტემების გარდაქმნა.

==

https://kievvlast.com.ua/news/uroven_kisloroda_v_vozduhe_stolici_ne_dotjagivaet_do_neobhodimogo_dlja_zdorovja_minimuma29870
ჟანგბადის დონე  დედაქალაქის ჰაერში ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინიმუმს  არ  შეესაბამება
დედაქალაქის ჰაერი, რომელიც ყოველწლიურად უარესდება, შეიცავს 4%-ით ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე ეს აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური და ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ასევე არ არის ხელსაყრელი ჯანმრთელობისთვის ტენიანობის დონე.
როგორც KV-მ შეიტყო კიევის საკრებულოს დეპუტატის ალექსანდრ ვოვჩენკოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული გზავნილიდან, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საქალაქო კონფერენციის „კიევში მიკროკლიმატის აღდგენის“ მონაწილეები.
კონფერენციის მასალების მიხედვით, დედაქალაქში ჟანგბადის დონე ჰაერში 15%-ს შეადგენს, ხოლო ადამიანის ჯანსაღი სიცოცხლისუნარიანობისთვის მინიმალური დასაშვები ნორმა 19%-ია. დედაქალაქში ჰაერის ტენიანობა, დეპუტატის თქმით, ხშირად ნორმაზე ორჯერ ნაკლებია.
„ყველა ამ აბსტრაქტული პროცენტებისა და ციფრების მიღმა საკმაოდ კონკრეტული და გასაგები შედეგები დგას: ჟანგბადის დაბალი დონის გამო, კიევის თითოეულ მოქალაქეს უფრო ხშირად აქვს თავის ტკივილი, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, - წერს ვოვჩენკო. - თავად განსაჯეთ: ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 20,95%-ია, ადამიანის მიერ ამოსუნთქულ ჰაერში - 15,4-16%. ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის 13-15%-მდე შემცირება იწვევს ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევას, ხოლო 7-8%-ს შემთხვევაში - სიკვდილს. ახლა კიეველები ისუნთქავენ ისეთ ჰაერს, რომელიც ჟანგბადის შემცველობის მიხედვით უნდა ამოისუნთქონ“.
მისივე თქმით, ჟანგბადის შემცველობის შემცირების გამო ატმოსფერული წნევა 740 მმ ვწყ.-მდე დაეცა და ქვემოთ (ნორმა 766 მმ ვწყ).
ასევე, დედაქალაქის ჰაერი ძალიან მშრალია. მაგალითად, ჰაერის ტენიანობის დონე აპრილში არ აღემატებოდა 30%-ს (ნორმის 40 - 60%-ის წინააღმდეგ).
გარდა ამისა, ქიმიურ საშუალებებით ზემოქმედებისადმი მიჩვევის გამო ბაქტერიები, ტკიპები მშვენივრად გრძნობენ თავს მაღალ ტემპერატურაზე და დამატებით საფრთხეს უქმნიან ადამიანს.
სიტუაციის გაუმჯობესების უმარტივესი მეთოდებია მომუშავე შადრევნების რაოდენობის გაზრდა, ქუჩების რეგულარული მორწყვა (ახლა ირეცხება მხოლოდ დღესასწაულებზე), მწვანე ნარგავების რაოდენობის მკვეთრი მატება მათი თანაზომიერი განაწილებით.

===
https://habr.com/ru/post/369705/

დედამიწის ატმოსფერო ნელ-ნელა კარგავს ჟანგბადს
ატმოსფერული O2-ის მნიშვნელობა დედამიწაზე ბიოლოგიური და გეოქიმიური პროცესებისთვის განსაკუთრებით მაღალია. ამიტომ, მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ, თუ როგორ იცვლებოდა ჟანგბადის შემცველობა ჩვენი პლანეტის ისტორიაში. ამის გაგება შესაძლებელია O2-ს და N2-ის პარციალური წნევის გამოთვლით საერთო ატმოსფერულ წნევაში.
        მიუხედავად ამ საკითხის ხანგრძლივი ისტორიისა, სპეციალისტებს დღემდე არ აქვთ ერთიანი აზრი ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე ბოლო 500 მილიონი წლის განმავლობაში. გამოთვლები განსხვავდება 0,2 ატმ-მდე (იხ. დიაგრამა ქვემოთ). გასული რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაშიც კი არ არსებობს ნათელი სურათი იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა ატმოსფერული წნევა, პარციალური წნევა და, შესაბამისად, O2-ს კონცენტრაცია. 
       საკითხი მარტივი არ არის, რადგან ატმოსფეროდან ჟანგბადს მუდმივად მოიხმარენ ცხოველები, მცენარეები და ქვებიც კი. პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ეს საკითხი განმარტა გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის კერნებში ჰაერის ბუშტების კონცენტრაციის შესწავლით. 
დღეისთვის ყინულის კერნები ატმოსფერული წნევის შესახებ მონაცემების ყველაზე საიმედო და ზუსტი წყაროა. კერნებში ყინულის მაქსიმალური ასაკი 800 ათასი წელია, ამიტომ კვლევები შემოიფარგლება ამ დროის ინტერვალით.
აღმოჩნდა, რომ ამ დროის განმავლობაში დედამიწიდან ხდება ჟანგბადის საკმაოდ სტაბილური გაჟონვა, მილიონ წელიწადში დაახლოებით 8,4 პრომილის სიჩქარით. კერძოდ, ბოლო 800 000 წლის განმავლობაში ატმოსფეროში დაახლოებით 0,7%-ით ნაკლები ჟანგბადია.
„ჩვენ ეს გაზომვები უფრო ინტერესის გამო გავაკეთეთ, ვიდრე თეორიის დასადასტურებლად, - თქვა სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა, დანიელ სტოლპერმა (Daniel Stolper). - ჩვენ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა: ჟანგბადი გაიზრდებოდა წლების განმავლობაში, შემცირდებოდა თუ დარჩებოდა მუდმივ დონეზე“.
        ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება საკმაოდ ნელა ხდება. ალბათ, მომდევნო მილიონობით წელიწადის განმავლობაში ეს საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს. მაგრამ ინფორმაცია ასეთი ციკლების ბუნების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელი ფაქტორების გავლენის ქვეშ მიმდინარეობს ცვლილებები. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას, სხვათა შორის, მარსის ტერაფორმირებისას, როდესაც ადამიანები დაიწყებენ წითელი პლანეტის დასახლებას. ჩვენ ალბათ მოგვიწევს მარსის ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდა.
        არც დედამიწაზე იყო ჟანგბადი პირველი ორი მილიარდი წლის განმავლობაში. ყველაზე დამაჯერებელი თეორიის მიხედვით, დაახლოებით 2,4 მილიარდი წლის წინ, ჟანგბადის დონე მკვეთრად გაიზარდა ციანობაქტერიების აქტივობის გამო, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები. ატმოსფეროს შემადგენლობის მკვეთრი ცვლილების ეს პერიოდი ბიოსფეროს შემდგომი გარდაქმნით და ჰურონის გლობალური გამყინვარებით დედამიწის ისტორიაში ცნობილია როგორც ჟანგბადის კატასტროფა.
         იგივე ჟანგბადის კატასტროფა შეიძლება მოეწყოს მარსზეც.
       მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ კარგავს ნელ-ნელა დედამიწის ატმოსფერო ჟანგბადს. არსებობს ორი ჰიპოთეზა. ერთ-ერთის თანახმად, ეს გამოწვეულია ეროზიის სიჩქარის ზრდით, რის შედეგადაც ნიადაგიდან ამოღებულია მეტი ქანები, რომლებიც იჟანგება და კრავს უფრო მეტ ჟანგბადს. კიდევ ერთი თეორია დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან: ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ტემპერატურა ოდნავ დაეცა, მიუხედავად მკვეთრი ზრდისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ტემპერატურის შემცირების გამო შეიძლება ინიციირებული ყოფილიყო ეკოლოგიური რეაქციების ჯაჭვი, რის შედეგადაც უფრო მეტმა ჟანგბადმა დაიწყო ოკეანეებში დაშლა და შეკვრა მსოფლიო ოკეანეში.
       ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რომელიც შემოწმებას საჭიროებს.
        ამ მომენტისთვის დედამიწის ატმოსფერო შეიცავს 78,09% აზოტს, 20,95% ჟანგბადს, 0,93% არგონს, 0,039% ნახშირორჟანგს და სხვა გაზების მცირე მინარევებს. მასში ასევე მუდმივად იცვლება წყლის ორთქლის კონცენტრაცია, რომელიც ითვლება ერთ-ერთ მთავარ სათბურის გაზად. ოკეანეს დონეზე H2O-ის კონცენტრაცია ატმოსფეროში დაახლოებით 1%-ია, საშუალოდ კი დაახლოებით 0,4%. ატმოსფეროს საერთო მასა შეადგენს 5,5 × 1018 კგ, ანუ 5,5 ზეტაგრამი ან 5,5 პეტატონი. 
        დედამიწის ატმოსფეროდან ჟანგბადის გაჟონვა ნელა მიმდინარეობს. მაგრამ მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათ კვლევაში არ არსებობს მონაცემები ჟანგბადის დონის ცვლილებების შესახებ ბოლო 200 წლის განმავლობაში, ინდუსტრიული რევოლუციის დაწყების შემდეგ, როდესაც ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს ნახშირწყალბადების დაჟანგვა დედამიწის წიაღიდან, ამ ქიმიური რეაქციისგან ენერგიის მიღება და დიდი რაოდენობით ჟანგბადი ატმოსფეროდან შეკავშირება. „ჩვენ ვიყენებთ ჟანგბადს ათასჯერ უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე, - ამბობს დანიელ სტოლპერი. - კაცობრიობამ მთლიანად დახურა [ჟანგბადის] ციკლი, დაწვა ათასობით ტონა ნახშირბადი… ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ ბუნებრივი პროცესები დედამიწაზე“.




მეცნიერებმა განმარტეს, თუ რატომ ეცემა COVID-19-ს დროს ჟანგბადი სისხლში


მეცნიერებმა განმარტეს, თუ რატომ ეცემა COVID-19-ს დროს ჟანგბადი სისხლში 

 https://ria.ru/20210603/saturatsiya-1735480882.html

მოსკოვი, 3 ივნისი - რია ნოვოსტი.  კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზი COVID-19-ს დროს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი აზიანებს უმწიფარ ერითროციტებს, ამცირებს ჟანგბადის გადატანას და ასუსტებს იმუნურ პასუხს. კვლევა ასევე განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ის ეფექტური სამკურნალო საშუალება. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Reports Stem Cell-ში.

COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება, რაც შეინიშნება თითქმის ყველა ინფიცირებულში, მათ შორისაც, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს. ჰიპოქსია პოტენციურად საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადის გაჯერება მცირდება, და მეცნიერები ცდილობენ გაიგონ ამის გამომწვევი მიზეზები.

ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს COVID-19-ით დაავადებული 128 პაციენტის სისხლი, მათ შორის იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილების მძიმე პაციენტები, საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით ჰქონდა და საავადმყოფოს მხოლოდ ანალიზების ჩასაბარებლად მიმართავდა.

„სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ამის ერთ-ერთი პოტენციური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ COVID-19 გავლენას ახდენს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებაზე“, - მოყვანილია უნივერსიტეტის პრესრელიზში კვლევის ხელმძღვანელის, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დოცენტის შოქროლა ელაჰის (Shokrollah Elahi) სიტყვები.

ავტორებმა დაადგინეს, რომ სიმპტომების სიმძიმის მატებასთან ერთად, პაციენტების სისხლში იმატებს მოუმწიფებელი, ახლად ფორმირებული ერითროციტები. ჯანმრთელ ადამიანებში მოუმწიფებელი ერითროციტები გვხვდება ძვლის ტვინში, სისხლში კი შეადგენს ერთ პროცენტზე ნაკლებს. COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებში ამ უჯრედების მოცულობა სისხლში 60 პროცენტს აღწევდა.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი ზემოქმედებას ახდენს ამ უჯრედების წყაროზე. შედეგად, ჯანსაღი მოუმწიფებელი ერითროციტების ამოწურვის კომპენსაციისთვის ორგანიზმი გამოიმუშავებს მათ ბევრად მეტს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმი ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით“, - განმარტავს მეცნიერი.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ ჟანგბადი გადააქვთ მხოლოდ მომწიფებულ  ერითროციტებს, რომლებიც საშუალოდ 120 დღე ცოცხლობენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები ძალიან მგრძნობიარეა კოროვირუსული ინფექციის მიმართ. ვინაიდან ვირუსი შეტევაზე გადადის და ანადგურებს მოუმწიფებელ ერითროციტებს, ორგანიზმი ვერ ცვლის მკვდარ მომწიფებულ ერითროციტებს, ხოლო სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარი მცირდება.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მოლეკულური მექანიზმი იმისა, თუ როგორ აინფიცირებს ვირუსი მოუმწიფებელ ერითროციტებს. მათ პირველად მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები ექსპრესირებენ ACE2 რეცეპტორს და TMPRSS2 კორეცეპტორს, რომლის მეშვეობითაც SARS-CoV-2 აინფიცირებს მათ. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები რეალურად ძლიერი იმუნოსუპრესიული უჯრედებია - ისინი თრგუნავენ ანტისხეულების გამომუშავებას და თრგუნავენ T-უჯრედების იმუნიტეტს ვირუსის მიმართ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს რეცეპტორები უმწიფარ ერითროციტებში, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა არსებული პრეპარატების ტესტირება, რათა შეემოწმებინათ, შეძლებდნენ თუ არა მოუმწიფებელი ერითროციტების მგრძნობელობის შემცირებას ვირუსის მიმართ, და დაადგინეს, რომ დექსამეტაზონს, რომელიც ფართოდ გამოიყენება COVID-19-ის სამკურნალოდ გასული წლის განმავლობაში, ეს თვისება აქვს.

„ჩვენ ვცადეთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელიც დაგვეხმარა სიკვდილიანობისა და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებაში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში, და აღმოვაჩინეთ მოუმწიფებელი ერითროციტების ინფიცირების მნიშვნელოვნად შემცირება“, - ამბობს ელაჰი.

როდესაც გუნდმა დაიწყო იმის შესწავლა, თუ რატომ ჰქონდა დექსამეტაზონს ასეთი გავლენა, მათ აღმოაჩინეს ორი შესაძლო მექანიზმი. პირველი, დექსამეტაზონი თრგუნავს ACE2 და TMPRSS2 რეცეპტორების რეაქციას SARS-CoV-2-ზე მოუმწიფებელ ერითროციტებში, ამცირებს ინფიცირების შესაძლებლობას. მეორეც, ის ზრდის მოუმწიფებელი ერითროციტების მომწიფების სიჩქარეს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დიდი წარმატებაა, როდესაც არ არის საჭირო ახალი პრეპარატის შექმნა და უკვე შემაწმომებული სამკურნალო საშუალება ეფექტური აღმოჩნდა.

===

მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ს მსგავსება  სიმაღლის სინდრომთან

https://www.interfax.ru/world/704657
მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ს მსგავსება  სიმაღლის სინდრომთან
მათ განმარტეს ასეთი პაციენტებისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების პრობლემა და ანტიმალარიული პრეპარატების შესაძლო სარგებელი.
მოსკოვი. 17 აპრილი. INTERFAX.RU - COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ფილტვების დაზიანების სურათი სიმაღლის ავადმყოფობის გამოვლინების მსგავსია, ამიტომ მკურნალობამ უნდა მოახდინოს არა სუნთქვითი, არამედ ჟანგბადის უკმარისობის კორექტირება, აღნიშნა ნიუ-იორკში ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმმა კამერონ კაილ-სიდელმა. მას ციტირებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის გამოცემა „მეცნიერება პირველი ხელიდან“.
კორონავირუსის პანდემია
კოროვირუსული ინფექციით დაავადებულთა უმრავლესობას სისხლში ეცემა ჰემოგლობინის დონე - ცილა, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი და რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებში გაზის გაცვლას, ნათქვამია გამოცემაში. ამავდროულად, სისხლში იზრდება ჰემის დონე - ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილიs, რომელიც შედგება პორფირინის და რკინის, ფერიტინის ცილის კომპლექსისგან, ის აკავშირებს რკინის თავისუფალ იონებს და ანთების ბიოქიმიურ მარკერებს. მეცნიერთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ჰემოგლობინის განადგურება, რაც იწვევს ანთებით პროცესს.
ჩინელი მეცნიერების მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელი აჩვენებს, რომ ჰემოგლობინმა შეიძლება განიცადოს არა თავად ვირუსული ნაწილაკების, არამედ ვირუსული ცილების შემოსევა. ზოგიერთი მათგანი შეკრავს პორფირინს, ზოგი კი იღებს რკინას ჰემიდან, ურთიერთმოქმედებს ჰემოგლობინის ცილოვან ბეტა ჯაჭვებთან. ფილტვის უჯრედები რეაგირებენ გაზის გაცვლის ცვლილებებზე ანთების გაძლიერებით,  ჩნდება „მქრქალი მინის“ ეფექტი, რომელიც შესამჩნევია პაციენტების ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრამაზე, ნათქვამია გამოცემაში.
თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდება, გასაგები გახდება ანტიმალარიული პრეპარატების თერაპიული ეფექტი. უკვე დადასტურდა, რომ ქლოროქინს, რომელიც კლავს ერითროციტებში მცხოვრებ მალარიის გამომწვევებს, შეუძლია თავიდან აიცილოს კორონავირუსული ცილების შეტევა ჰემებზე. ხოლო ანტივირუსულ პრეპარატს ფავიპირავირს არა მხოლოდ შეუძლია ვირუსის უჯრედში შეღწევის თავიდან აცილება, არამედ ვირუსული ცილების პორფირინთან შეკავშირების ინჰიბირება, წერს გამოცემა.
ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში კორონავირუსისადმი მდგრადობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ სისხლში დომინირებს ფეტალური ჰემოგლობინი, რომელიც არ შეიცავს ბეტა ჯაჭვებს და, სავარაუდოდ, დაცულია ვირუსული ცილებისგან. ჰემოგლობინი ბეტა ჯაჭვების გარეშე ასევე სინთეზირებულია თალასემიის - გენეტიკური დაავადების - მქონე პაციენტებში, რომელიც გავრცელებულია აფრიკის „მალარიულ“ რაიონებში - ამ ქვეყნებში COVID-19-ით დაბალი ავადობაა შემჩნეული, წერს „მეცნიერება პირველი  ხელიდან“.
COVID-19-ს განვითარების შესაძლო სცენარი
 „ყველაფერი იწყება კორონავირუსის შეღწევით უჯრედებში, რომლებსაც აქვთ „შავი ნიშანი“ - სპეციალური ზედაპირული რეცეპტორული ცილები. ამ უჯრედებს შორის არის იმუნური უჯრედებიც, ისინი იწყებენ ანტისხეულების პროდუცირებას, რომლებიც იწვევენ ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების განადგურებას, ჰემოგლობინზე კი შეტევა მიაქვთ ვირუსულ ცილებს. ეს ყველაფერი იწვევს ჟანგბადის შიმშილს და ფილტვებში გაზის გაცვლის დარღვევას“, - აღნიშნულია ცნობაში.
პარალელურად, ფილტვის ქსოვილში ვითარდება ანთება. მძიმე შემთხვევებში ის, ზვავივისებურად იზრდება, იქცევა „ციტოკინურ შტორმად“ – სისტემურ რეაქციად, რომელიც წარმოიქმნება იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციის შედეგად. ეს იწვევს ფილტვის ქსოვილის განადგურებას, დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, ღვიძლში, თირკმელებში და თავის ტვინშიც კი, წერენ მეცნიერები.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციია არაეფექტურობა
ექიმები აღნიშნავენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებთან მიერთებული პაციენტების მაღალ, 80%-მდე სიკვდილიანობას, რამაც, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება დააზიანოს ფილტვის ქსოვილები, როგორც ჰაერის ნარევის არასაკმარისი დატენიანების, ასევე ჭარბი ჰაერის მიწოდების გამო, რაც იწვევს ქსოვილების გახეთქვას ან დაჭიმვას და ფილტვებში სითხის დაგროვებას. ვინაიდან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ფილტვების დარღვევები სიმაღლის ავადმყოფობის შედეგების მსგავსია, „ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ რეჟიმში, ან საერთოდ შეიძლება ჩანაცვლება ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის მიწოდებით სასუნთქი ნიღბის საშუალებით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში
მეცნიერებს დასაშვებად მიაჩნიათ, რომ მძჳმე შედეგების თავიდან აცილებაში დაეხმარება ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, პრეპარატები ჭარბი იმუნური პასუხის ჩასახშობად (იმუნოსუპრესორები), აგრეთვე სისხლის გადასხმა ქსოვილების ჟანგბადის შიმშილის კომპენსაციის მიზნით და ა.შ.
SARS-CoV-2 კორონავირუსის სამი ტიპი
ახლა მეცნიერებმა გამოავლინეს ახალი კორონავირუსის სამი ძირითადი ვარიანტი - A, B და C, ნათქვამია პუბლიკაციაში. ტიპი B დამახასიათებელია აღმოსავლეთ აზიისთვის, უპირველეს ყოვლისა, მატერიკული ჩინეთისთვის, C ტიპს მეცნიერები ძირითადად თვლიან ევროპისთვის დამახასიათებელს. რუსეთში ცირკულირებული შტამები ჯერ არ არის ამოცნობილი.
„შესაძლებელია, რომ ყველა ეს შტამი იმუნოლოგიურად ან ეკოლოგიურად ადაპტირებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემო პირობებთან, მაგრამ როგორ აისახება ეს გენეტიკური განსხვავებები დაავადების კლინიკურ გამოვლინებებსა და პათოფიზიოლოგიურ მექანიზმზე, ჯერჯერობით უცნობია, - ნათქვამია პუბლიკაციაში. - ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია, როგორ აისახება ეს გენეტიკური ცვალებადობა კლინიკურ გამოვლინებებში და დაავადების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმში“.
ვაქცინის იმედი ნაკლებად აქვთ
ვირუსის მუტაციის მაღალი სიჩქარე არ იძლევა ვაქცინის სწრაფად შექმნის იმედს, წერს გამოცემა. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ახლა არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ დაავადებისადმი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისა და ხელახალი ინფიცირების შესაძლებლობის შესახებ. ნოვოსიბირსკელი ვირუსოლოგი სერგეი ნეტესოვი, რომელსაც ციტირებს „მეცნიერება პირველი ხელიდან“, დასაშვებად მიიჩნევს მცირე შანსს, რომ ჩვენთვის ორ „ნაცნობ“ კორონავირუსს შორის, რომლებიც იწვევენ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, და SARS-CoV-2-ს შორის არსებობს ანტიგენური გზაჯვარედითი, და უკვე „გამომუშავებულ“ არასპეციფიკურ იმუნიტეტს შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს, რაც აძლევს, თუ არა ინფექციის თავიდან აცილების, მაშინ დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქების საშუალებას.


===https://medvestnik.ru/content/news/Stolichnye-reanimatologi-obobshili-opyt-lecheniya-pacientov-COVID-19.html
 დედაქალაქის რეანიმატოლოგებმა შეაჯამეს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის გამოცდილება
ელენა ვორონინა
რუსეთის ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ფედერაციამ მოსკოვის №52 ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობის პირველი გამოცდილება წარმოადგინა. სახელმძღვანელო განკუთვნილია კლინიკების ხელმძღვანელებისა და კლინიცისტებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ახალი კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების დახმარებაში.
რეკომენდაციები წარმოადგინა 52-ე საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიადგილემ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის საკითხებში, პროფესორმა სერგეი ცარენკომ. დოკუმენტი რუსეთის ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. საავადმყოფოს კოლექტივმა შეაჯამა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პირველი თვის გამოცდილება.
ძირითადი რეკომენდაციები:
სარეანიმაციო  საწოლის ფონდი უნდა შეადგენდეს „ხაზოვანი“ საწოლების არანაკლებ 15%-ს. 300 „ხაზოვან“ საწოლზე უნდა იყოს მინიმუმ 15 რეანიმაციული საწოლი.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით უზრუნველყოფა COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 10-12%-სა საწოლის მთლიანი ფონდიდან.
ფილტვების არაინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია და მაღალი დინების ოქსიგენაცია მითითებულია იმ მეთოდებს შორის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს „მოჩვენებითი სტაბილიზაციის“, ინტუბაციისა და ფილტვების ინვაზიურ ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანის გაუმართლებელი შეფერხება.
არის პაციენტთა კატეგორიები, რომელთა კომპენსირება შესაძლებელია ოქსიგენოთერაპიით, მათ შორის მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში. უსაფრთხოების პირობა ამ შემთხვევაში ხშირი კონტროლია.
რეკომენდაციები ხაზოვანი განყოფილებებისათვის:
 ოქსიგენოთერაპიაზე სისხლის ჟანგბადით გაჯერება უნდა იყოს არანაკლებ 92%.
 უფრო დაბალ მნიშვნელობებზე - პაციენტის მობრუნება მუცელზე, რეანიმატოლოგის გამოძახება მომდევნო საათის განმავლობაში.
 ყოველ ორ საათში ერთხელ პაციენტი ჟანგბადის გარეშე უნდა დატოვოთ. თუ სისხლის გაჯერება 85%-ზე დაბალია - გამოიძახეთ რეანიმატოლოგი მომდევნო საათის განმავლობაში, 80%-ზე ქვემოთ - რეანიმატოლოგის სასწრაფო გამოძახება.
რეკომენდაციები  რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის:
 სისხლის ოქსიგენოთერაპიაზე გაჯერება უნდა იყოს არანაკლებ 90%-ს.
ნაკლები მნიშვნელობის შემთხვევაში - პაციენტის მუცელზე მობრუნება.
თუ სატურაცია პაციენტის მუცელზე მდგომარეობაში ყოფნის შენთხვევაში  90%-ზე ნაკლებია – ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
 ყოველ ორ საათში ერთხელ პაციენტი ჟანგბადის გარეშე უნდა დატოვოთ. თუ სისხლის გაჯერება ეცემა 80%-ზე დაბლა, ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
თუ 90-92% სატურაციის დროს პაციენტს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა წუთში 26-ზე მეტი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, შფოთვა, ცნობიერების დათრგუნვა, ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
ზოგადი რეკომენდაციები:
 გულმკერდის კტ აუცილებელია ყველა პაციენტისთვის, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა. ტიპიური სურათის შემთხვევაში კტ-ზე, რეანიმატოლოგისთვის უფრო ადვილია ერთი შეხედვით სტაბილური პაციენტის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა.
ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ადრეული გადაყვანის მთავარი მიზანია ფილტვების თვითდაზიანების პრევენცია პაციენტის აქტიური სუნთქვის, დამხმარე მუსკულატურის გამოყენებისა და შედეგად ტრანსპულმონური წნევის მატების დროს.
კტ დინამიკაში უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ მაინც, რეალიმაციული პაციენტებისთვის - უფრო ხშირად, თუ მდგომარეობა გაუარესდება.
კტ-სს სხვა კორპუსში განთავსება, პაციენტის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შეერთება არ წარმოადგენს კტ-ზე უარის თქმის საფუძვლიან მიზეზს.
პროტექციული ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება ყველა პაციენტს. ყველა პაციენტმა უნდა გამორთოს სპონტანური სუნთქვა მწვავე პერიოდში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ნარკოტიკული ან სედატიური საშუალებებით. არაეფექტურობის შემთხვევაში, უნდა იქნას შეყვანილი  ხანგრძლივად მოქმედი მიორელაქსანტი.
 ეფექტური პრონ-პოზიცია, რომლის გამოყენება შესაძლებელია დღეში 18-22 საათამდე.
 სახის და გულმკერდის რბილი ქსოვილების შეკუმშვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყველა არსებული საშუალების გამოყენება.
ეკმო-ს ჩვენებები ჩვეულებრივია.
ეკმო-ს ეფექტურობა სეპტიური შოკის დროს საეჭვოა. ასეთ პაციენტებში დროებითი სტაბილიზაციისთვის შესაძლებელია პულს-თერაპიის ჩატარება მეთილპრედნიზოლონით 1000-3000 მგ სამი დღის განმავლობაში,  დოზის შემდგომი შემცირებით 125 მგ-მდე 4-5 დღის განმავლობაში.
 მწვავე რესპირატორული დისპრეს-სტრესის მქონე პაციენტების მკურნალობა ხალგრძლივია. ტრაქეოსტომიის ჩატარება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში. ეს იძლევა პერსონალის ძალების დაზოგვის შესაძლებლობას პაციენტების ნაკადის პირობებში.
ტრაქეის სანაციია დროს უმჯობესია გამოიყენოთ სანაციისთვის დახურული სისტემები, მათი გამოყენება შეიძლება მაქსიმალურად დიდხანს - 5-7 დღემდე.
ანალოგიური ტაქტიკა სუნთქვის აპარატების კონტურებით.
დაავადების პირველ კვირაში საჭიროა მხოლოდ გრამდადებითი ფლორის „მკურნალობა“, საკმარისია დაცული პენიცილინის კომბინაცია აზითრომიცინთან ან ლევოფლოქსაცინთან. ყველაზე მძიმე პაციენტებს უკეთესი იქნება  ლინეზოლიდით მკურნალობა.
სტაციონარში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ ფლორა იცვლება ნოზოკომიალურზე, საჭიროა დაინიშნოს გრამუარყოფითი ფლორის წინააღმდეგ აქტიური ანტიბიოტიკები. თითოეულ სტაციონარს თავისი აქვს.
ანტიბიოტიკების შეცვლა ტარდება სტანდარტული ალგორითმების მიხედვით.
 C-რეაქტიული ცილა შეიძლება გაიზარდოს 200-250-მდე. გამოხატული ზრდა ანტიბიოტიკების კორექციის მიზეზია.
ტოცილიზუმაბის გამოყენების შემდეგ C-რეაქტიული ცილა მცირდება 2-5-მდე. ამ სიტუაციაში, ბაქტერიული გართულება შეიძლება შეინიშნოს C-რეაქტიული ცილის მნიშვნელობების უმნიშვნელო მატებით 20-30-მდე.
საინფუზიო თერაპია ტარდება რესტრიქტული პრინციპებით, გამონაკლისია სეპტიკური შოკი.
ანტივირუსული თერაპია აუცილებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდროქსიქლოროქინის კომბინაცია ლოპინავირთან+რიტონავირი, მძიმე შემთხვევებში - ინტერლეიკინ-6-ს ინჰიბიტორი.
თრომბოზისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა მაღალი ფიბრინოგენისა და D-დიმერის არსებობისას.


https://greenpost.ua/ru/news/pulsoksymetr-chto-eto-takoe-svyaz-s-koronavyrusom-kak-rabotaet-tseny-i21437

პულსოქსიმეტრი: რა არის ეს, კავშირი კორონავირუსთან, როგორ მუშაობს, ფასები

ასეთი ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად.
პანდემიამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩვენი ლექსიკა. საუბრების დროს მუდმივი გამოყენების ერთ-ერთ უახლეს სიახლეს და საზოგადოების ინტერესის ობიექტს წარმოადგენს სიტყვა „პულსოქსიმეტრი“. ეს არის სამედიცინო მოწყობილობა, რომლის დახმარებით შეიძლება სატურაციის - სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა.
ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად, საჭიროების შემთხვევაში და კონკრეტული სამედიცინო ჩვენებების არსებობისას. სატურაციის დონის მუდმივად გაზომვას ეწოდება მონიტორინგული პულსოქსიმეტრია.
აუცილებელია თუ არა სახლში პულსოქსიმეტრის ქონა, როგორ უნდა გამოვიყენოთ და შეიძლება თუ არა მან მცდარი შედეგი აჩვენოს, როგორ მუშაობს და როგორია ჯანმრთელი ადამიანის ჟანგბადის დონე?

რატომ არის მნიშვნელოვანი კორონავირუსის დროს ჟანგბადის დონის კონტროლი?
აუცილებელია ჟანგბადის დონის მონიტორინგი, რათა დაიჭიროთ ის მომენტი, როდესაც დაავადების მიმდინარეობა რთულდება მძიმე პნევმონიის განვითარებით, წერს life.pravda.com.ua.
მაგალითად, შესაძლებელია ფილტვების მინიმალური დაზიანება, რომელიც არ გამოიხატება სისხლის სატურაციის შემცირებით. მაგრამ გართულებები უფრო მძიმეა, როდესაც შეინიშნება ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც ხასიათდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონის დაქვეითებით.
პანდემიის დროს პულსოქსიმეტრების აქტიური გამოყენება  ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ დაავადების აშკარა ნიშნები, უფრო მეტად დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორთან - თვითდამშვიდებასთან, რომ სატურაციის დონე ნორმალურია.
ჟანგბადის რა დონეა საჭირო?
ჰემოგლობინის თითოეულ მოლეკულას შეიძლება მიუერთდეს ჟანგბადის ოთხამდე მოლეკულა. ჰემოგლობინით მოლეკულების გაჯერების საშუალო პროცენტი, წერს tkoz, არის სისხლის ჟანგბადით გაჯერება. 100% სატურაცია ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულა სისხლის შესწავლილ მოცულობაში ატარებს ჟანგბადის ოთხ მოლეკულას.
ჩვენების ნორმები:
95–98% ჯანმრთელებში
უფრო მაღალი მნიშვნელობებია ჟანგბადით თერაპიის დროს
ამ დონის ქვემოთ მნიშვნელობა მიუთითებს სუნთქვის უკმარისობაზე.
რა შემთხვევებშია საჭირო პულსოქსიმეტრიის გაკეთება
აუცილებელია სატურაციის დონის კონტროლი (სისხლის ჟანგბადით გაჯერება):
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში;
ანემიის დროს
სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს
გადატანილი ოპერაციებისა და ნარკოზის შემდეგ
ჟანგბადის თერაპიის ჩატარების დროს.
ხელსაწყოს ტიპები
არსებობს ორი ძირითადი ტიპი: სტაციონარული და პორტატული. პირველი მიეკუთვნება პროფესიონალურ სამედიცინო აღჭურვილობას. ისინი გამოირჩევიან მნიშვნელოვანი ზომით, ფუნქციების ფართო სპექტრით და არ არის განკუთვნილი სახლში გამოყენებისთვის.
მეორე - კომპაქტური, მობილური, მარტივი სამართავი. მათი გამოყენება შეგიძლიათ არა მარტო სახლში, არამედ მოგზაურობაში, სპორტდარბაზში, სამსახურში. ორივე ხელმისაწვდომია დღეს შესაძენად, მათ შორის უსაფრთხო ონლაინ რეჟიმში.
როგორ მუშაობს პულსოქსიმეტრი?
პულსოქსიმეტრს აქვს პერიფერიული სენსორი, მიკროპროცესორი და დისპლეი, რომელიც აჩვენებს პულსის მრუდს და მის სიხშირეს და სატურაციის მაჩვენებელს. სანდო მონაცემების მიღების ერთ-ერთი პირობაა გაზომვის პროცესში თითის სრული უმოძრაობა. ნორმა ადამიანისთვის არის სატურაციის მაჩვენებელი 95-98%.
კვლევის მაღალინფორმაციული მეთოდების წყალობით შესაძლებელია სასუნთქი ორგანოების ფუნქციების შეფასება და სუნთქვის უკმარისობის ამოცნობა - როცა გაჯერების ინდექსი 95%-ზე დაბალია. ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება ანესთეზიოლოგიაში ოპერაციების ჩატარები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, პროფესიული ფილტვის დაავადებების დროს და ა.შ.

რას ზომავს ხელსაწყო, რომელსაც თითზე ამაგრებენ?
ხელსაწყოს ძირითადი ფუნქციებია შემდეგი ინდიკატორების გაზომვა:
პულსის დარტყმების რაოდენობა წუთში, საშუალოდ 5-25 წამის განმავლობაში.
კონკრეტული მომხმარებლის სისხლში ჰემოგლობინის გაჯერება ჟანგბადით. ანუ ჟანგბადის საშუალო მოცულობა, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის მოლეკულებთან. შედეგი ნაჩვენებია ეკრანზე პროცენტულად. ასევე, ხელსაწყო იძლევა სიგნალს - რაც უფრო მაღალია სიგნალი, მით უფრო მაღალია სატურაცია.
როგორი მაჩვენებლების დროს არის მღელვარების საფუძველი?
თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, მაშინ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავად ხართ. სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებლების მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყოს:
ჰიპოთერმიით. როდესაც თითი ცივია, მივიღებთ ჟანგბადით გაჯერების დაბალ პროცენტს.
თუ თქვენ ატარებთ ხელოვნურ ფრჩხილებს ან მუქ ლაქს, ხელსაწყო იმუშავებს ნელა და დასაწყისში აჩვენებს დაბალ მაჩვენებელს.
ბატარეები თავად მოწყობილობაშია. თუ ბატარეის მუხტის დონე დაბალია, მაშინ მოწყობილობა აჩვენებს დაბალ მონაცემებს.
ფასები
უკრაინულ ინტერნეტ მაღაზიებში სახლის პულსოქსიმეტრის ფასები იწყება 250-300 გრივნადან. საშუალოდ, ისინი 800-დან 2000 გრივნამდე ღირს. არის პულსოქსიმეტრები ბავშვებისთვის, მათი ფასი დაახლოებით 2800. აპარატის ღირებულება დამოკიდებულია მწარმოებელზე და ფუნქციების კომპლექტზე.
ყველაზე მარტივი აჩვენებს სატურაციას და პულსის სიხშირეს.
ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ არის მზად კომენდანტის საათის შემოღებაზე, როგორც ევროპის ქვეყნებში.

მეცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს ანატომიის სფეროში. ადამიანის ახალი ორგანო - ახალი შესაძლებლობები მედიცინისთვის


             მეცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს ანატომიის სფეროში

 https://lenta.ru/news/2021/12/26/science/

ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საღეჭი კუნთის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს.

ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა ანატომიის სფეროში, მათ აღმოაჩინეს საღეჭი კუნთის ახალი ნაწილი. მკვლევარებმა კომენტარი მისცეს სამეცნიერო პორტალ ScienceDaily-ს.

დოქტორ სილვია მეზეის თქმით, მათ მიერ აღმოჩენილი საღეჭი კუნთის ნაწილი განსხვავდება სხვა შრეებისგან თავისი მდებარეობითა და ფუნქციით. ის ასტაბილურებს ქვედა ყბას და შეუძლია უკან ყურისკენ მისი მიზიდვა. მკვლევარებმა მეზეისა და პროფესორ იენს კრისტოფ ტურპის ხელმძღვანელობით შეისწავლეს 12გარდაცვლილი ადამიანების  ფორმალინში ჩადებული თავი, რომლებმაც თავიანთი სხეულები მეცნიერებას შესწირეს. მათ ასევე გააანალიზეს კიდევ 16 სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია და ერთი ცოცხალი ადამიანის მრტ მონაცემები.

ახალ ფენას დაარქვეს Musculus masseter pars coronidea (საღეჭი კუნთის კორონოიდური მაწილი), რადგან ის მიმაგრებულია ქვედა ყბის კორონოიდულ წამონაზარდზე. ითვლებოდა, რომ საღეჭი კუნთი შედგება ორი ნაწილისაგან: ზედაპირული და ღრმა, თუმცა ბევრ მეცნიერს ეჭვი ეპარებოდა ამ თეორიაში წინააღმდეგობების გამო. „ცნობილია, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ადამიანის ანატომიაში შესწავლილი იქნა თითქმის ყველაფერი. ამიტომ უფრო გასაკვირია ჩვენი აღმოჩენა, რადგან ის თავისი მასშტაბით შედარებულია ზოოლოგების მიერ ხერხემლიანთა ახალი სახეობის აღმოჩენასთან“, - თქვა პროფესორმა ტიურპმა.

ადრე, დეტროიტის უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ორგანიზმში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენაბორძიკობაზე. ასევე გაირკვა, რომ ამ დაავადებასთან არიან დაკავშირებული გენები, რომლებიც არეგულირებენ სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, და გენები, რომლებიც ადრე ასოცირდებოდნენ აუტიზმთან 


==

 https://www.kommersant.ru/doc/3211008#id1394136 

ადამიანის ახალი ორგანო - ახალი შესაძლებლობები მედიცინისთვის

ანატომია

ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად, მათ მიერ შემოთავაზებული იყო მეზენტერიუმის ერთიან ორგანოდ განხილვა. ეს არა მხოლოდ ცვლის შეხედულებებს ადამიანის მორფოლოგიისა და ანატომიის შესახებ, არამედ ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობის ახალ გზებს.

ანატომებმა და ექიმებმა ყოველთვის იცოდნენ მეზენტერიის არსებობის შესახებ, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი შედგება მრავალი ცალკეული ელემენტისგან. მაშ რა არის მეზენტერია? მეზენტერია არის მუცლის აპკის გაორმაგებული ფენა (თხელი ფენა, რომელიც ფარავს მუცლის ღრუს ყველა ორგანოს), რომელიც შეიცავს ნაწლავების სისხლძარღვებს, ლიმფურ ჯირკვლებს და ნერვების წნულს. მეზენტერია აერთიანებს ნაწლავების ყველა მარყუჟს და უზრუნველყოფს მათ მიმაგრებას მუცლის ღრუს უკანა კედელზე, ასევე ხელს უშლის მათ ერთმანეთში გადახვევას. 

ასობით წელი მუცლის ღრუს ორგანოების ანატომიის შესწავლა ემყარებოდა დოგმას, რომ მეზენტერია არის ფრაგმენტული და დამხმარე სტრუქტურა, რომელიც შედგება რამდენიმე განცალკევებული „მეზენტერიისგან“. ითვლებოდა, რომ წვრილ ნაწლავს მეზენტერია ცალკე ჰქონდა და მსხვილი ნაწლავის ზოგიერთ ნაწილს - განივ მსხვილ ნაწლავს და სიგმოიდურს - ცალკე, ხოლო ნაწლავის სხვა ნაწილებს მეზენტერია არ ჰქონდათ. 

ლიმერიკის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორების კელვინ კოფისა და პიტერ ო’ლირის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეზენტერია წარმოადგენს ერთან და განუყოფელ ორგანოს, თითოეული ორგანოსთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ფუნქციებით და პათოლოგიური პროცესების სპექტრით. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2016 წლის ნოემბერში ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში. 

„ამ კვლევის წყალობით, რომელიც ეფუძნებოდა მეზენტერიის ემბრიოლოგიური განვითარებისა და ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლას, სამედიცინო საზოგადოებას უკვე შეუძლია განიხილოს იგი, როგორც ცალკე ორგანო“, - თქვა კვლევის ავტორმა, პროფესორმა კოფიმ. 

პროფესორი კოფი მიიჩნევს, რომ კვლევის მონაცემებმა უნდა განაახლონ სამედიცინო ინსტიტუტებში მუცლის ღრუს ანატომიის შესწავლის პრინციპები. ანატომიის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს, Gray's Anatomy-ის, რედაქტორებმა უკვე გაითვალისწინეს ეს სიახლე და განაახლეს წიგნში საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურის ნაწილი. 

რატომ არის ასეთი არსებითი ერთი შეხედვით განსაკუთრებით ტერმინოლოგიური სიახლე? მეზენტერიის სტრუქტურის ახალი ანატომიური გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგიის შემდგომი განვითარებისთვის, განსაკუთრებით ონკოქირურგიის. მაგალითად, ბოლო წლებში ქირურგებმა მოახერხეს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეზენტერიის ერთიანი ანატომიური სტრუქტურის კონცეფციის მიღების შედეგი და მისი როლი დაავადების რეციდივის განვითარებაში. ასევე, ქირურგები მთელს მსოფლიოში აღიარებენ, რომ მეზენტერიის, როგორც მთლიანი ორგანოს ხედვა იძლევა მრავალი ოპერაციის სტანდარტიზების საშუალებას, ასევე მათი ტრავმულობის შემცირებას. შედეგი არის გართულებების ნაკლები  რაოდენობა და პაციენტის სწრაფი აღდგენა ოპერაციის შემდეგ. 

„ჩვენ უკვე ვიცით მეზენტერიის ანატომია და წარმომავლობა, ჯერ კიდევ საჭიროა მისი ფუნქციის საბოლოოდ გაგება, - ამბობს პროფესორი კოფი. - ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ მისი პათოლოგიის ფორმები. ეს კი, შეიძლება ითქვას, უკვე მთელი მეცნიერებაა, „მეცნიერება მეზენტერიის შესახებ“, ისეთივე, როგორც გასტროენტეროლოგია ან ჰეპატოლოგია. 

ითვლება, რომ მეზენტერიის მთავარი ფუნქციაა წვრილი და მსხვილი ნაწლავის მარყუჟების შენარჩუნება თავის მდგომარეობაში და მათი მენჯის ღრუში ჩაშვების თავიდან აცილება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეზენტერიის გამოჩენა Homo sapiens-ში ერთ-ერთი მოწყობილობა იყო ვერტიკალურად სიარულისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მეზენტერიის როლი იმუნური პასუხის განვითარებაში - მასში მრავალი ლიმფური კვანძია, რომლის შიგნითაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ბაქტერიებისგან დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ორგანიზმში ხვდება წვრილი ნაწლავის სანათურით. თუმცა, ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მეზენტერული პათოლოგიის სპექტრი ბოლომდე არ არის განსაზღვრული: განიხილება მისი როლი ნაწლავის ანთების, მსხვილი ნაწლავის კიბოს, შაქრის დიაბეტისა და სიმსუქნის გაჩენაში. და, შესაძლოა, მეზენტერიის პათოლოგიის საიდუმლოებების გამჟღავნება ექიმებს საშუალებას მისცემს წინ წაიწიონ ამ გავრცელებული და ხანგრძლივი დაავადებების მკურნალობაში. 


ვლადისლავ ბუგაევი,

ნ.ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიური სამეცნიერო

ცენტრის ქირურგი- ონკოლოგი  




მეცნიერები აფრთხილებენ მზის გეოინჟინერიის გლობალური საფრთხის შესახებ


მეცნიერები აფრთხილებენ მზის გეოინჟინერიის გლობალური საფრთხის შესახებ

 https://lenta.ru/news/2022/01/18/sun/ 

მეცნიერებმა მიმართეს გაეროს მოთხოვნით თავიდან აიცილონ დედამიწის ატმოსფეროს დაბნელება.

მეცნიერებმა გააფრთხილეს, რომ პლანეტარული მასშტაბის გეოინჟინერული სქემები, რომლებიც გამიზნულია გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, პოტენციურად საშიშია. ამის შესახებ იტყობინება Phys.org პრესრელიზში.

სპეციალისტთა აზრით, მაშინაც კი, თუ გოგირდის მილიარდობით ნაწილაკების გამოყოფა შეამცირებს მზის სხივების ნაკადს დედამიწის ზედაპირზე, ნეგატიურმა შედეგებმა შეიძლება გადაწონოს უპირატესობა. მზის გეოინჟინერიის ეფექტური კონტროლი შეუძლებელია, რის გამოც ექსპერტებმა მოუწოდეს მთავრობებს და გაეროს, თავიდან აიცილონ მისი, როგორც კლიმატის პოლიტიკის ვარიანტის, გამოყენება.

თუმცა პარიზის შეთანხმების თანახმად, მსოფლიო ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, შეზღუდონ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მატება 1,50C-მდე პრეინდუსტრიული მნიშვნელობებზე მაღლა, კლიმატოლოგები აცხადებენ, რომ ეს ზღვარი გადააჭარბებს ათწლეულის განმავლობაში. ამის მიზეზი სათბურის გაზების ემისიების შემცირების შეუძლებლობა იქნება, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსი და მეცნიერი საუბრობს მზის გეოინჟინერიის გამოყენების აუცილებლობაზე, რომელიც ატმოსფეროს „დააბნელებს“. გოგირდის ნაწილაკების მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია პოტენციურად  მნიშვნელოვნად შეანელოს დათბობა.

თუმცა, ასეთმა ჩარევამ შეიძლება ხელი შეუშალოს მუსონურ წვიმებს, რომლებზეც დამოკიდებულია წყლის დონე ამაზონში, ასევე სამხრეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკის სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, შესაძლებელია „გაუქმების შოკი“, როდესაც ნაწილაკების ემისიების შეწყვეტა ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას იწვევს. ეს მეთოდი ხელს არ უშლის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოკეანეების ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები, რომლებიც გაზებს  ჰაერის გარსს უცვლიან.

ნაკლებად საკამათო მეთოდებს მოიცავს სახურავების და გზის ზედაპირის გათეთრება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფოთლების გაღიავება  გენეტიკური მოდიფიკაციის გზით.



ექსპერტები გამოეხმაურენ ცნობებს დასხივების რისკის შესახებ აშშ-ში ფრენისას

 ექსპერტები გამოეხმაურენ ცნობებს დასხივების რისკის შესახებ აშშ-ში ფრენისას


https://www.rbc.ru/rbcfreenews/5da9e11d9a7947b6de9ec2bf



ხანგრძლივი ფრენები არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის დასხივების დოზის მიღების თვალსაზრისით. ამის შესახებ რბკ-ს განუცხადა მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის რადიოიზოტოპური კომპლექსის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ბორის ჟუიკოვმა, როდესაც კომენტარს უკეთებდა ინფორმაციას დასხივების შესახებ ტრანსპოლარულ რეისებზე.

„ადამიანს შეუძლია მიიღოს [რადიაციული] დოზა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა“, - თქვა ჟუიკოვმა და განმარტა, რომ დაბალი დოზის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რადიაციის საერთო მაჩვენებლები, რომელიც მიღებულია მინიმუმ ერთი წლით ადრე.

„ადამიანი მიიღებს 100 [გადაჭარბებულ] დღიურ დოზას, მაგრამ დაფრინავს მხოლოდ ნახევარი დღე. ეს იქნება, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი დოზის ერთი მეშვიდასეთი ნაწილი“, - აღნიშნა მეცნიერმა.

მეცნიერმა გააფრთხილა დასხივების რისკის შესახებ აშშ-ში ფრენისას.

ადრე ე.კ. ფიოდოროვის სახელობის გამოყენებითი გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ვლადიმერ მინლიგარევმა თქვა, რომ მგზავრების მიერ ხანგრძლივი ტრანსპოლარული ფრენების დროს მიღებული რადიაციის დოზა მზის ძლიერი აფეთქების შემთხვევაში შეიძლება იყოს ასჯერ მეტი, ვიდრე წლიური. ამრიგად, ადამიანს შეუძლია მიიღოს დასხივების მნიშვნელოვანი დოზა რუსეთიდან აშშ-ში ან აშშ-დან იაპონიაში ფრენის დროს.

მეცნიერებათა კანდიდატმა, ეკოლოგმა ალექსეი კლიმოვმა რბკ-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ხანგრძლივ ავიარეისებზე შესაძლებელია რადიაციის გარკვეული დოზის მიღება, მაგრამ დააზუსტა, რომ ფრენები არ წარმოადგენს რისკს, რადგან ისინი „ერთჯერადი დატვირთვაა“. კლიმოვმა ასევე თქვა, რომ ფრენების დროს მან შენიშნა დასხივების მცირე დოზა - დაახლოებით 150 მიკრორენტგენი. მაგალითისთვის, მან მოიყვანა ჩერნობილში მაქსიმალური დასაშვები დოზა - 25 რენტგენი.

როგორც ჟუიკოვმა აღნიშნა, ფრენების შემთხვევაში სიტუაცია ძირეულად განსხვავდება ჩერნობილში არსებულისგან. მეცნიერმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიერ მიღებული რადიაციის  დოზის სიმძლავრე „ათასჯერ უფრო მეტია, ვიდრე საჭიროა“, ადამიანები კი დასხივებას იღებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩერნობილის შემთხვევაში საუბარი არ იყო გარე დასხივებაზე: რადიოაქტიური ნუკლეოიდები განლაგებული იყო ადამიანების მიერ ჩასუნთქულ მტვერზე. „თვითმფრინავში ასეთი რამ არ არის, იქ არ არის რადიოაქტიური მტვერი“, - განმარტა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივი ფონი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

2013 წელს, იმ დროს, როსჰიდრომეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ფროლოვმა განაცხადა, რომ ტრანსპოლარული ფრენის დროს მგზავრი იღებს რადიაციის მაქსიმალური წლიური დოზის მეოთხედს.

ექსპერტმა ისაუბრა ჭკვიანი მოწყობილობების საშიშროებაზე, რომლებიც ჯანმრთელობას აკონტროლებენ


ექსპერტმა ისაუბრა ჭკვიანი მოწყობილობების საშიშროებაზე, რომლებიც ჯანმრთელობას აკონტროლებენ


 https://www.ferra.ru/news/techlife/ekspert-rasskazal-v-chyom-opasnost-umnykh-ustroistv-otslezhivayushikh-sostoyanie-zdorovya-14-10-2021.htm

 სინამდვილეში, ზოგიერთ გაჯეტს და აპლიკაციას შეუძლია პერსონალური ინფორმაციის გადაცემა სხვადასხვა ორგანიზაციაში.

პორტალმა vc.ru გამოაქვეყნა The Guardian-ში გამოქვეყნებული მასალის შინაარსი. სტატიაში ავტორი განიხილავს სმარტ-სამაჯურების, ტელეფონების შესაძლებლობებს, რომლებიც აფიქსირებენ ორგანიზმის მდგომარეობას, და მსგავსი ტექნოლოგიების მომავალს.

ერთ-ერთი ნამდვილად სასარგებლო ჭკვიანი მოწყობილობაა FreeStyle Libre. ის საშუალებას აძლევს დიაბეტის მქონე ადამიანებს გააკონტროლონ სისხლში შაქრის დონე. ყველა შედეგი ადვილად ჩანს სმარტფონზე აპლიკაციის საშუალებით. ამასთანავე, არსებობს სხვა ტიპის პროგრამებიც: მაგალითად, ლაურა დუგლასის აპლიკაცია, რომელიც მაჩვენებლების საფუძველზე გამოიცნობს ადამიანის რეაქციას პროდუქტზე და ადგენს დიეტას. ან სხვა აპლიკაცია - Supersapiens, რომელიც ეხმარება სპორტსმენებს კვებისა და ვარჯიშის ორგანიზებაში. პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციის მიღება ამ გაჯეტებიდან სხვა ადამიანებს ან კომპანიებსაც შეუძლიათ.

მას შემდეგ, რაც ავტორმა დაიწყო Garmin სმარტ-საათის გამოყენება, მისმა სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო მისი აქტივობის დონეზე თვალყურის დევნება. ამასთან, სადაზღვევო შენატანის თანხა დამოკიდებულია მის ცხოვრების წესზე. შესაბამისად, როდესაც მან უარი თქვა ჭკვიან საათზე და ჩვეულებრივზე გადავიდა, კომპანიამ ჩათვალა, რომ მის ცხოვრებაში ფიზიკურ აქტივობას არ ჰქონია ადგილი. მომავალში, ამან შეიძლება უფრო მაღალი გადახდები გამოიწვიოს.

მსგავსი შემთხვევა ერთადერთი არ არის. მაგალითად, 2014 წელს, ზოგიერთმა ორგანიზაციამ მუშებს უფასოდ მიაწოდა Fitbits-ის სმარტ-საათები, რომლითაც ისინი აკონტროლებდნენ მუშების ადგილმდებარეობას, აქტივობის დონეს და ძილის ხარისხს. ამასთან, ეს თანამშრომლებს წარუდგინეს ისე, როგორც პრივილეგია.

ინფორმაციის რაოდენობა, რომელსაც გაჯეტები და აპლიკაციები აგროვებენ ჩვენს შესახებ, მხოლოდ იზრდება. მაგალითად, კომპანია NatureQuant მუშაობს აპლიკაციაზე ქუჩაში გატარებული დროის მონიტორინგისთვის (აღრიცხული იქნება, როგორც ნაბიჯების რაოდენობა, ასევე მონახულებული ადგილები).

გარდა ამისა, ზოგიერთი პროგრამა ინფორმაციას გადასცემს რეკლამის განმთავსებლებს. New York Times-ის მონაცემების თანახმად, iPhone-ის ფიტნესისა და ჯანმრთელობისთვის 20 აპლიკაციიდან 13 ინფორმაციას უზიარებდა სხვა აპლიკაციებს, მათ შეეძლოთ მისი გაგზავნა რეკლამის განმთავსებლებისთვის.

მომავალში, როგორც ავტორი ვარაუდობს, მოწყობილობების საშუალებით ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მომხრეები აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც მონაცემთა კონფიდენციალურობა დაირღვევა. ამის გარეშე, სამედიცინო ფუტურიზმის ინსტიტუტის დირექტორის ბერტალან მესკოს თქმით, შეუძლებელია რევოლუცია ციფრულ ჯანდაცვაში. ანუ აპლიკაციები შეძლებენ გააფრთხილონ საშიში სიმპტომების შესახებ, დანიშნონ შეხვედრა „ციფრულ ექიმებთან“, ისინი კი დანიშნავენ პრეპარატებს .

https://wisdom.thealchemistskitchen.com/strengthen-your-immunity-against-covid-19/



НЕОБЫЧНЫЕ СИМПТОМЫ ТЕКУЩЕГО ВРЕМЕНИ


Света Любви всем!

Сейчас происходит разделение людей на 2 расы, которые все дальше удаляются друг от друга. Те, кто не хочет выходить из трехмерности, и те, кто готов к Переходу, или уже находится в многомерности, по-разному принимают и усваивают квантовые потоки, которые спускаются на Землю.


У тех, кто развил эту способность духовной практикой и резонируют с новыми энергиями, они преображает сердце и мозг. У других, для которых легче умереть, чем измениться, срабатывает разрушение физического тела и ускоренный выход из текущего воплощения. Каждый сегодня выбирает ускоренную доставку кармических уроков. Кому-то это приносит завершение текущего воплощения Души, кому-то помогает выйти на новый виток жизни.


Возрастает нагрузка на все структуры головного мозга и ему нужна поддержка. Поэтому в эти дни многих потянуло на сладкое. Сейчас лучше не забивать голову лишней информацией, излишними интеллектуальными занятиями. Стоит прислушаться к тому, чего хочет организм: поспать, расслабиться, прогуляться на свежем воздухе, посидеть, полежать, побыть в одиночестве.


Процесс, который сейчас происходит, носит глобальный характер. Мы постепенно получаем все большие дозы вибраций. Изоляция и оторванность от мира помогают многим адаптироваться. Плотность вибраций прибавляется каждый день. И только те, кто отпускает всех и вся, смогут принять высокие частоты.


Необычных симптомов становится все больше. Тело гудит, вибрирует и пульсирует, чувство беспокойства, тяжесть в теле, боль и покалывание в различных частях тела. К вечеру кажется, что мы к этому привыкли, а на утро все снова меняется. И здесь легче тем, кто уже научился принимать дискомфортные состояния без желания их исправить.


Энергии ведут нас Наверх. Помните, что все меняется ежедневно! Научитесь принимать со смирением и душевным спокойствием то, что приходит в нашу жизнь.

Насколько мягко мы адаптируемся к новым энергиям, зависит от нашей реакции, наших мыслей, эмоций, состояний.


Завтра будет больше потоков. Вот почему так важно сейчас прислушаться к себе и своим желаниям. Душа лучше знает, что поможет нам чувствовать себя более комфортно в этом процессе.


К весне энергии станут мягче. Еще рано отдыхать, но мы справимся!


Источник: Портал «Эра Водолея»

#янесусвет




Если бы не было слов

Нет возможности говорить

я бы все равно услышал тебя

Если бы не было слез

Нет возможности чувствовать себя внутри

Я все еще чувствую к тебе

И даже если солнце отказывалось светить

Даже если у романтики закончилась рифма

У тебя все еще было бы мое сердце

До конца времени

Ты все, что мне нужно, моя любовь, мой Валентин

Все в моей жизни

я ждал

Все, что ты даешь мне

Ты открыл мне глаза

И показал мне, как любить бескорыстно

Я мечтал об этом тысячу раз раньше

Но во сне я не мог любить тебя больше

я отдам тебе свое сердце

До конца времени

Ты все, что мне нужно, моя любовь, мой Валентин

И даже если солнце отказывалось светить

Даже если у романтики закончилась рифма

У тебя все еще было бы мое сердце

До конца времени

Потому что все, что мне нужно, это ты, мой Валентин

Ты все, что мне нужно, моя любовь, мой Валентин

Источник: Musixmatch

Авторы песен: Брикман Джеймс Меррилл / Кугелл Джек Дэвид

Текст песни ко Дню святого Валентина © Brickman Songs, Universal Tunes A.d.


If there were no words

No way to speak

I would still hear you

If there were no tears

No way to feel inside

I'd still feel for you


And even if the sun refused to shine

Even if romance ran out of rhyme

You would still have my heart

Until the end of time

You're all I need, my love, my Valentine


All of my life

I have been waiting for

All you give to me

You've opened my eyes

And shown me how to love unselfishly

I've dreamed of this a thousand times before

But in my dreams I couldn't love you more

I will give you my heart

Until the end of time

You're all I need, my love, my Valentine


And even if the sun refused to shine

Even if romance ran out of rhyme

You would still have my heart

Until the end of time

'Cause all I need is you, my Valentine

You're all I need, my love, my Valentine

2:46 AM

https://www.jstor.org/stable/26575545

http://rebirthofreason.com/Articles/Younkins/The_Philosophy_of_Social_Engineering_An_Irrational_and_Inconsistent_Worldview.shtml

https://thetechnocratictyranny.com/social-engineering-for-a-new-world-order/

https://www.independent.org/publications/article.asp?id=242

https://www.webroot.com/us/en/resources/tips-articles/what-is-social-engineering

https://warontherocks.com/2021/11/turning-ghosts-into-humans-surveillance-as-an-instrument-of-social-engineering-in-xinjiang/

https://portal.research.lu.se/files/7703618/4495_17334_1_PB_1.pdf

https://youtu.be/aNgIKSJI1Zs

https://www.bitchute.com/playlist/T3VeuxhaY0JA/

https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0016328797000359

https://nebula.wsimg.com/065563a754358a03850b3b1b8a13d653?AccessKeyId=F18E39F67184FC4B50FA&disposition=0&alloworigin=1

https://allpoetry.com/poem/13269953-Tyranny---Mutation-Of-Social-Engineering-Spawns-Widespread-Neo-Cu-by-Mick-Donovan-adult

https://www.degruyter.com/document/doi/10.1525/9780520947917-012/pdf

https://www.newsnowgr.com/article/1103051/Free-Speech-And-Social-Engineering-In-The-Land-Of-The-Free.html

https://ricochet.com/1133205/our-constitution-is-wholly-inadequate/

https://www.aleap4principals.com.au/downloads/conferences/2014-Indigenous-Education-Conference-Presentations-and-Papers/Jeff_McMullen_The_Tyranny_of_Experts.pdf

https://www.realcleardefense.com/articles/2018/07/18/social_engineering_as_a_threat_to_societies_the_cambridge_analytica_case_113620.html

https://www.amazon.com/Social-Engineering-Art-Human-Hacking/dp/0470639539

https://www.theatlantic.com/magazine/archive/2020/09/china-ai-surveillance/614197/

https://nostarch.com/practical-social-engineering

https://www.routledge.com/Resistance-Against-Tyranny/Heimler/p/book/9781032033761

https://www.elon.edu/u/imagining/surveys/xiii-2021/improving-toxic-online-forums-2035/credit/

https://www.sipri.org/sites/default/files/cbw_vol4.pdf

3:13 AM

DATAFICATION OF PEOPLE

3:24 AM

https://www.technocracy.news/

https://m.youtube.com/watch?v=1FRZ3Igh7jU&t=174s

https://www.technocracy.news/how-the-great-reset-is-accelerating-into-global-tyranny/

https://www.technocracy.news/telosa-a-technocratic-city-in-the-making/

https://www.technocracy.news/behavior-modification-medications-can-change-who-we-are/