воскресенье, 9 января 2022 г.

ა.ს. ტიგანოვი (რედ.). „ზოგადი ფსიქიატრია“ ლიბიდო და მორტიდო


ა.ს. ტიგანოვი (რედ.). „ზოგადი ფსიქიატრია“ 

ზეღირებული იდეების სინდრომი   http://www.psychiatry.ru/lib/54/book/28/chapter/9

მდგომარეობა, როდესაც რეალური გარემოებების და რეალური ფაქტების საფუძველზე გამოტანილი მსჯელობები იძენს ავადმყოფის გონებაში დომინანტურ ადგილს, რომელიც არ შეესაბამება მათ ნამდვილ მნიშვნელობას. ზეღირებულ იდეებს თან ახლავს გამოხატული აფექტური დაძაბულობა. ზეღირებული წარმონაქმნების მაგალითი შეიძლება იყოს აღმოჩენა ან გამოგონება, რომელსაც ავტორი გაუმართლებლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ის დაჟინებით მოითხოვს მის დაუყონებლივ განხორციელებას პრაქტიკაში, არა მხოლოდ პირდაპირი გამოყენების სავარაუდო სფეროში, არამედ მომიჯნავე სფეროებშიც. პაციენტის აზრით, უსამართლო დამოკიდებულება მისი შემოქმედებისადმი იწვევს საპასუხო რეაქციას, რომელიც დომინანტურ მნიშვნელობას იძენს მის ცნობიერებაში, როდესაც ავადმყოფის მიერ სიტუაციის შინაგანი გადამუშავება კი არ ამცირებს, არამედ პირიქით, აძლიერებს განცდის სიმწვავეს და აფექტურ მუხტს. როგორც წესი, ეს იწვევს პაციენტების მიერ წამოწყებულ კვერულანტურ ბრძოლას (დავას) „სამართლიანობის“ აღდგენის, „დამნაშავეების“ დასჯის, გამოგონების (აღმოჩენის) უპირობო აღიარების მიზნით.

ზეღირებული იდეების ჩამოყალიბებას ასევე შეიძლება საფუძვლად ედოს რეალური, ზოგჯერ უმნიშვნელო სიტუაცია (უფრო ხშირად საწარმოო კონფლიქტის სახით), რომელშიც ჩვეულებრივ ჩნდება „დამნაშავე“. ეს მდგომარეობა, მიუხედავად მისი მოგვარებისა, თანდათან ამოტივტივდება და იწყებს დომინირებას ავადმყოფის გონებაში; ის უსასრულოდ აანალიზებს მას, ითხოვს ახალ ახსნა-განმარტებებს „დამნაშავისგან“ და „სამართლიანობისთვის“ ბრძოლის გზას ადგება.

ზეღირებული იდეები ხშირად მჭიდრო კავშირშია თვითდადანაშაულების ბოდვასთან. ავადმყოფები საკუთარ თავს, როგორც წესი, უმნიშვნელო, შორეულ წარსულში მომხდარ ქმედებებში ადანაშაულებენ. ახლა, ავადმყოფის აზრით, ეს ქმედება დანაშაულის მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც მკაცრი სასჯელი უნდა იყოს დაკისრებული. ზეღირებული იდეების ეს ვარიანტი ჩვეულებრივი დეპრესიის დროს ჩნდება.

ზეღირებული იდეები ინტერპრეტაციის (ინტერპრეტაციული) ბოდვისგან იმით განსხვავდება, რომ მათ საფუძვლად უდევს რეალური ფაქტები და მოვლენები, ხოლო ინტერპრეტაციული ბოდვისთვის დამახასიათებელია დაწყების მომენტიდან მცდარი, პარალოგიური დასკვნები. ზეღირებული იდეები დროთა განმავლობაში, ხელსაყრელ პირობებში, მკრთალდება და ქრება, ხოლო ბოდვით იდეებს გააჩნია შემდგომი განვითარების ტენდენცია. შესაძლებელია ზეღირებული იდეების ტრანსფორმაცია ბოდვითში (რაც, როგორც წესი, ხდება მდგომარეობის მეშვეობით), რაც განისაზღვრება, როგორც ზეღირებული ბოდვა [Birnbaum K., 1915]. ამ შემთხვევებში, ზეღირებულ კონცეფციას, რომელიც წარმოიქმნება ავადმყოფში, როგორც დაავადების პირველი ნიშანი, თან ახლავს ინტერპრეტაციული ბოდვის განვითარება, რომელიც ხშირად არასაკმარისად სისტემატიზებულია, მაგრამ მჭიდროდ არის დაკავშირებული ზეღირებული წარმონაქმნების შინაარსთან.

===

https://vk.com/wall-75067320_373

ანალიტიკური ფსიქოლოგია და ფსიქოანალიზი
24 ნოემბერი 2018 წ.
პატივცემულო კოლეგებო!
გიწვევთ იუნგის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. 
შესაძლებელია დასწრებული და  on-line მონაწილეობა.
უფრო დეტალური ინფორმაცია: https://jungregion.ru/?p=1341
ონლაინ მონაწილეობის რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/VW8IoSkhvDlpvMwI2
დასწრებული მონაწილეობის რეგისტრაცია: rgap.08@mail.ru 

        კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან უცხოელი სპეციალისტები - IAAP-ის წევრები, მ.შ. Marina Conti (იტალია) და Giorgio Tricarico (ფინეთი).
        კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია  პლენარული  მოხსენებების მოსმენა და მათი განხილვა, ჯგუფური და სუპერვიზორული მუშაობა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
          - იუნგის რეფლექსია ზ.ფროიდის ნაშრომის თემაზე „კულტურით უკმაყოფილება“
- ლოგოსის, ეროსის და თანატოსის მნიშვნელობა ინდივიდუაციის გზაზე
- ლოგოსი, ეროსი და თანატოსი და მათი გამოვლინებები ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში
- დაცვის სხვადასხვა დონის გამოვლინების თავისებურებები და ყოფის ეგზისტენციალური გამოწვევები
- კომპლექსების თეორია, სხეულებრივი, ფსიქოსომატური ენა, მნიშვნელობებისა და სიმბოლოების ძიება
- ლოგოსი. მამის არქეტიპი. სოციალურ რეალობასთან დაპირისპირება და მის მიერ წარმოქმნილი პრობლემები
- ეროსის და თანატოსის როლი და ფუნქციები. ლიბიდო და მორტიდო ფსიქოანალიზსა და ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში
- ბედის მოდელები და სცენარები, მათი გაცნობიერება, ამპლიფიკაციის მეთოდის ღირებულება
- ჩრდილის არქეტიპი და თანამედროვეობა
- ნარცისული ჩრდილი პიროვნულ, კლიენტურ და სოციალური ჯგუფების დინამიკაში
– ფსიქიკური ეპიდემიები, „მასობრივი ფსიქოზი“, ჭორის ფენომენი
- დესტრუქციული ვირტუალურობა - სოციალური ჯგუფები, როგორც ჩრდილის გათამაშების ველი
- სხვადასხვა არქეტიპების გამოვლინება ანალიტიკურ პროცესში, სოციალურ ცხოვრებაში და კულტურაში
იუნგის ХIХ საერთაშორისო კონფერენცია „ლოგოსი, ეროსი და თანატოსი“, 25-27 იანვარი 2019 წ. 


==
https://psychoanalitik.by/dictionary/%D0%BC%D0%BE%D1%80%D1%82%D0%B8%D0%B4%D0%BE/
მორტიდო
მორტიდო არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფსიქოანალიზში. შემოღებული იქნა 1936 წელს ზიგმუნდ ფროიდის ერთ-ერთი მოწაფის, პოლ ფედერნის მიერ, საბინ შპილრეინის ადრინდელი (თავდაპირველად თავად ფროიდმა ეჭვქვეშ დააყენა ის) აღმოჩენის შემდეგ, რომელმაც 1910-იანი წლების შუა ხანებში პირველად შემოიტანა სიკვდილის ინსტინქტის დესტრუქციული ცნება კლასიკურ ფსიქოანალიზში.  ორივე ტერმინი აღნიშნავს ამოღების, დეზინტეგრაციის (დაშლის) და სიცოცხლისა და განვითარების დაპირისპირების ენერგიას. შემდგომი კვლევა ამ თემაზე გააგრძელა ფროიდის კიდევ ერთმა მოწაფემ - ერიკ ბერნმა. მორტიდოს იდეის გარკვეული დეტალია სიკვდილისკენ მიზიდულობის, როგორც სურვილის, გამიჯნა, რომელიც ორიენტირებულია თვითგანადგურებაზე (მორტიდო), და აგრესიის ჰიპოთეტური დესტრუქციული ინსტინქტის, რომელიც ორიენტირებულია სხვების მოკვლაზე (დესტრუდო). ამ კონტექსტში ბევრ ადამიანს მორტიდოს ცნება ეშლება უფრო ვიწრო ტერმინთან დესტრუდოსთან, ან, პირიქით, თანატოსთან, რაც უფრო ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს როგორც მორტიდოს, ასევე დესტრუდოს.

==

https://pishem.org/chitaem10/readers/1415/13515
ლიბიდო და მორტიდო 
 ჯონ ეიკაფის წიგნის მიხედვით „დაასრულე ის, რაც დაიწყე. როგორ მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“ 
თხრობა ერიკ ბერნის წიგნის „შესავალი ფსიქიატრიაში და ფსიქოანალიზი საქმეში ჩაუხედავებისთვის“  შინაარსის მიხედვით.
ძირითადი ცნებები, რომლებიც დამეხმარება უკეთ გავიგო ადამიანები და მათ ქმედებათა  ბუნება:
შემოქმედებითი და დამთრგუნველი მისწრაფებები, ლიბიდო და მორტიდო, პასიურობა და აქტიურობა, შინაგანი და გარეგანი მიმართულება, მიზნის და ობიექტის გადაადგილება, დაახლოება და მოშორება.
ადამიანის ცხოვრებაში ყველა მოქმედება რეგულირდება სამი მოვლენით: ეგო, ლიბიდო და მარტიდო (იდი). ეგო (ლიბიდოს და მარტიდოს ნაწილი) მექანიზმია, რომელიც არეგულირებს ადამიანის ქცევას, ერთგვარი ფილტრი, რომელიც ცდილობს დააკმაყოფილოს იდ-ის სურვილები, მაგრამ გონივრულის ფარგლებში. ლიბიდოს უპირველესი მოთხოვნილებაა საპირისპირო სქესის ადამიანთან დაახლოება. მაგრამ არსებობს ლიბიდოს სუბლიმაციის გზით დაკმაყოფილების მრავალი სახეობა, მაგალითად: ფერწერა, სიმღერა და ა.შ. მორტიდოს უპირველესი მოთხოვნილებაა სხვა, როგორც წესი, იგივე სქესის, ადამიანის ჩამოშორება. მორტიდოს ენერგია ასევე პოულობს გამოხატვის არაპირდაპირ გზებს. მაგალითად: სახლიდან გამგზავრება, სექსუალური თავშეკავება, ჩხუბი, სარკაზმი - ეს ყველაფერი მორტიდოს გამოვლენის არაპირდაპირი გზებია.
ყველაფერი, რაც იძლევა სიახლოვის შეგრძნებას, აკმაყოფილებს ლიბიდოს და, პირიქით, ყველაფერი, რაც იძლევა დაშორების შეგრძნებას, აკმაყოფილებს მორტიდოს.
რაც უფრო კარგად გვესმის და ვიცით ჩვენი იდ-ის სურვილების შესახებ, მით უფრო ადვილია შეცდომებისგან თავის დაღწევა და ბრაზის მოთვინიერება.
ყველა მღელვარება ადამიანის ცხოვრებაში დაკავშირებულია სურვილებთან. თუ სურვილი არ არის, მაშინ არც შფოთვაა.
ამ წიგნის კითხვის მიზანია ადამიანის ფსიქიკის უფრო ღრმად გააზრება, ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა. მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა უკეთ უნდა იცოდეს საკუთარი თავი, რადგან საკუთარი თავის შეცნობით, ადამიანი უკეთ შეძლებს აკონტროლოს ემოციები. ასევე, ასეთი ლიტერატურის კითხვა ხელს უწყობს ჩვენს  განვითარებას, ჩვენ ვსწავლობთ ბევრ ახალ ცნებასა და სიტყვას.



ლევ ტოლსტოი და „ქალთა საკითხი“

 https://kpfu.ru/news-archive/lev-tolstoj-i-39zhenskij-vopros39-73577.html

ლევ  ტოლსტოი და „ქალთა  საკითხი“

ვაგრძელებთ რა ლევ ტოლსტოის შესახებ სტატიების ციკლს, მივმართავთ მის უცნაურ მსჯელობას ქალების შესახებ, რომელიც შეიძლება უადგილო აღმოჩნდეს რვა მარტს... 

23 წლის ასაკში კავკასიისკენ მიმავალი ლევ ტოლსტოი ერთი კვირით გაჩერდა ყაზანში. აქედან წერდა თავის დას: „ქალბატონი ზაგოსკინა აწყობდა ყოველ დღე ნავით გასეირნებას. ხან ზილანტიევოში, ხან  შვეიცარიაში და ა.შ., სადაც ხშირად მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ზინაიდას... ძალიან მოხიბლuლი ვარ ზინაიდათი“. ზინაიდა მოლოსტვოვა, ყაზანის ცნობილი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელია, რომელსაც მისი თანამედროვეები ასე იხსენებდნენ: „ის არ იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მაგრამ გამოირჩეოდა თავისი სანდომიანობით და გრაციით. ის ჭკვიანი და მახვილგონივრული იყო. მისი დაკვირვებები ადამიანებზე ყოველთვის იუმორით იყო გამსჭვალული, და ამავე დროს იყო კეთილი, ბუნებით დელიკატური და ყოველთვის ოცნებისთვის განწყობილი“.

ტოლსტოი თავის დღიურში წერდა: „ერთი კვირა ვცხოვრობდი ყაზანში.  რომ ეკითხად, რატომ ვცხოვრობდი ყაზანში, რა იყო ჩემთვის სასიამოვნო? რატომ ვიყავი ასე ბედნიერი? არ ვიტყოდი, რომ შეყვარებული ვარ. მე არ ვიცოდი ეს. ვფიქრობ, რომ ეს უცოდინარობა სიყვარულის მთავარი თვისებაა, ქმნის მის მთელ ხიბლს... გახსოვს არქიელის ბაღი, ზინაიდა, გვერდითი ბილიკი? აღიარება მზად იყო წამომცდენოდა, და შენც... ჩემი საქმე იყო დაწყება, მაგრამ, იცი, ჩემი აზრით, რატომ არაფერი ვთქვი? - ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ არაფერი მქონდა სასურველი... სიტყვაც არ მითქვამს მისთვის სიყვარულზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან იცის ჩემი გრძნობების შესახებ...“

მაგრამ სიყვარულის ეს მაღალი პოეტური მხარე ყოველთვის ებრძოდა ტოლსტოის სულში ვნებიანი მხარისადმი მის დამოკიდებულებას, რომელიც მან ასევე განიცადა ყაზანში: „როდესაც ძმებმა საროსკიპოში შემიტყუეს და პირველად მქონდა ჩემს ცხოვრებაში სქესობრივი აქტი, მე შემდეგ ამ ქალის საწოლთან დავჯექი და ავტირდი ... ერთი ძლიერი გრძნობა, სიყვარულის მსგავსი, მე განვიცადე მაშინ, როდესაც მხოლოდ 13 თუ 14 წლის ვიყავი, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიყვარული იყო; რადგან სიყვარულის ობიექტი იყო მსუქანი მოახლე (რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა), თანაც 13-15 წელი  - ყველაზე უდარდელი ხანაა ბიჭისთვის (ყრმობა), არ იცი რა აირჩიო, და  ვნებათაღელვა ამ ასაკში  არაჩვეულებრივი ძალით მოქმედებს“. როგორც არ ცდილობდა ტოლსტოი დაპირებოდა საკუთარ თავს: „ჩემს სოფელში მე არ მეყოლება არც ერთი მარტოხელა ქალი, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლის ძებნასაც არ დავიწყებ, მაგრამ არც ხელიდან გავუშვებ“, მაგრამ, მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა გათხოვილ გლეხ ქალთან აკსინია ბაზიკინასთან, - მაშინაც კი, როდესაც ის თავისი მომავალი მეუღლის სოფია ბერსის ცოლად შერთვას აპირებდა. ქორწინების წინ ტოლსტოიმ თავის საცოლეს გადასცა თავისი გულწრფელი დღიურები, რამაც ქალი სასოწარკვეთაში ჩააგდო.

ეს დამოკიდებულება საკუთარ თავში ტოლსტოის სძულდა („მამაკაცს შეუძლია გადაურჩეს მიწისძვრას, ეპიდემიას, საშინელ დაავადებას, ფსიქიკური ტანჯვის ნებისმიერ გამოვლინებას; ყველაზე საშინელი ტრაგედია, რაც შეიძლება მას დაემართოს, რჩება და ყოველთვის დარჩება ლოგინის ტრაგედია“), რამაც სრულწლოვან ასაკში იგი მიიყვანა თითქმის ქალისადმი სიძულვილამდე, რაც მან უყოყმანოდ გამოხატა ფორმულირებაში: „თუ შედარებაა საჭირო, მაშინ ქორწინება დაკრძალვას უნდა შევადაროთ და არა დღესასწაულს. კაცი მარტო დადიოდა - მხრებზე ხუთი ფუთი აჰკიდეს, მას კი უხარია. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ მარტო თუ მივდივარ, ე.ი. თავისუფლად ვგრძნობ თავს, და თუ ფეხით ქალის ფეხზე  მიმაბავენ, მაშინ ის დამამძიმებს და ხელს შემიშლის... ორი უცნობი ხვდება ერთმანეთს, და ისინი მთელი ცხოვრება უცხოები რჩებიან...“ , „ყველაფერი კარგად იქნებოდა, მხოლოდ ისინი (ქალები)თავის ადგილას რომ იყვნენ, ე.ი. თავმდაბალი“, „ქალთა საკითხი! ... იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი წარმართავდნენ ცხოვრებას, არამედ იმაში,  რომ შეწყვიტონ მისი განადგურება“,  „შეხედეთ ქალთა საზოგადოებას, როგორც აუცილებელ უსიამოვნებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, და შეძლებისდაგვარად, შორს დაიჭირეთ თავი მათგან. მართლაც, ვისგან ვიღებთ ვნებათაღელვას, განაზებულობას, ყველაფერში ფუქსავატობას და უამრავ ცუდ მანკიერებას, თუ არა ქალებისგან?“ 

ამიტომ ტოლსტოი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქალის ემანსიპაციისა და განსაკუთრებით „სწავლული ქალების“ წინააღმდეგ, ე.ი. ჩვენი ამჟამინდელი საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდი ნაწილისა. 1870 წელს მან დაწერა: „ჩვენ დავინახავთ, რომ არ არის საჭირო გამოსავალის გამოგონება ქალებისთვის, რომლებმაც ვერ იპოვეს ქმარი: ამ ქალებზე კანტორის, კათედრისა და ტელეგრაფის გარეშე ყოველთვის იყო და არის მოთხოვნილება, რომელიც აჭარბებს მოთხოვნას. ბებიაქალები, ძიძები, მნე ქალები, გარყვნილი ქალები. ბებიაქალების საჭიროებასა და ნაკლებობაში ეჭვი არავის ეპარება და ნებისმიერი ქალი, რომელსაც ოჯახი არ აქვს და რომელსაც არ სურს საკუთარი სულითა და სხეულით ვაჭრობა, არ დაიწყებს კათედრის ძიებას, არამედ წავა და შეძლებისდაგვარად დაეხმარება მშობიარე ქალებს“. ასეთ რამესაც კი წერს ტოლსტოი: „მხოლოდ მიწათმოქმედი, რომელიც არასოდეს დაუტოვებია სახლი და  ახალგაზრდა დაქორწინდა, დარჩება თავისი ცოლის ერთგული, და ცოლი მისი ერთგული, მაგრამ ცხოვრების გართულებულ პირობებში, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ეს შეუძლებელია (ზოგადად, რა თქმა უნდა) … ცოლ-ქმრის თავისუფლად გამოცვლის დაშვება (როგორც ეს ყბედ ლიბერალებს სურთ) - არც ეს შედიოდა განგების მიზნებში ჩვენთვის გასაგები მიზეზების გამო - ეს ოჯახს ანადგურებდა. ამიტომ, ძალთა ეკონომიის კანონით, გაჩნდა შუალედი - მაგდალინების გამოჩენა... რა დაემართდებოდა ოჯახებს? რამდენი ცოლი და ქალიშვილი დარჩებოდა სუფთა? რა მოუვიდოდა ზნეობის კანონებს, რომელთა დაცვა ასე უყვართ ადამიანებს? მეჩვენება, რომ ქალების ეს კლასი აუცილებელია ოჯახისთვის, დღევანდელი ცხოვრების რთული ფორმების გათვალისწინებით“. 

შედეგი იყო ტოლსტოის მოწოდება საერთოდ უარი ეთქვათ ქორწინებაზე და სექსუალურ ცხოვრებაზე, თუნდაც შვილების გაჩენისთვის, და თუ უკვე ჰყავთ ოჯახი, ცოლ-ქმარი უნდა ეცხოვრა როგორც და-ძმას, და მაშინ სიყვარულის გრძნობითი მხარე აღარ შეუშლის ხელს უყვარდეთ - არა ერთმანეთი, არამედ მთელი კაცობრიობა.

ამ ყველაფერმა გამოიწვია ტოლსტოების კოლოსალური ოჯახური ტრაგედია, რომელსაც ეძღვნება ასობით როგორც ვულგარული, ასევე ნიჭიერი წიგნი და ფილმი (დაინტერესებულთ გირჩევთ წაიკითხოთ პაველ ბასინსკის ბოლო ძალიან ჭკვიანი ნაშრომი „ლევ ტოლსტოი: გაქცევა სამოთხიდან“). აქ არ იყო არც მართალი და არც მტყუანი - იყო ორი დატანჯული არსება: ქმრის საჯაროდ გამოთქმულმა შეხედულებებმა (ყველას ესმოდა, რომ ტოლსტოის თავდასხმები ქალების მისამართით, უპირველეს ყოვლისა, მის ცოლზე იყო მიმართული) სოფია ანდრეევნა ისტერიულ მდგომარეობამდე და თითქმის პარანოიამდე მიიყვანა, რომელმაც მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ის ფარულად ყურს უგდებდა, უთვალთვალებდა, თვალყურს ადევნებდა ქმრის გადაადგილებას ბინოკლით, ღამით იქექებოდა მის ქაღალდებში, დემონსტრაციულად თავს იხრჩობდა ტბაში... და ტოლსტოი ტოვებს იასნაია პოლიანას, ხოლო სოფია ანდრეევნა კი ღამით მის ფარულ გაქცევას თავის სირცხვილად აღიქვამს - და არაფერია იმ სურათზე საშინელი,  როდესაც ფანჯრიდან იყურები ოთახში, სადაც ტოლსტოი კვდება და სადაც იკრიბებიან მისი ახლობელი ადამიანები, მაგრამ მას მასთან არ უშვებენ.

1899 წელს ტოლსტოიმ თავის დღიურში ჩაწერა: „ოჯახური უბედურების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები აღზრდილნი არიან იმ იდეით, რომ ქორწინებას ბედნიერება მოაქვს. ქორწინებისკენ იზიდავს სექსუალური მიზიდულობა, რომელიც დაპირების, ბედნიერების იმედის სახეს იღებს, რასაც მხარს უჭერს საზოგადოებრივი აზრი და ლიტერატურა; მაგრამ ქორწინება არა მხოლოდ ბედნიერება არ არის, არამედ ყოველთვის ტანჯვაა, რომელსაც მამაკაცი განიცდის დაკმაყოფილებული სექსუალური სურვილის გამო და რომელიც მას ძვირად უჯდება“.

ბევრი ბიოგრაფი და ფსიქიატრი ტოლსტოის იდეების სათავეს ეძებდა მის ფიზიოლოგიაში და ფსიქიკურ გადახრებშიც კი, ხოლო კრეიცერის სონატის გმირის გამონათქვამებმა, რომელმაც ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა, ზიზღი და აღშფოთება გამოიწვია ბევრ მკითხველში, განსაკუთრებით ქალებში, XIX საუკუნეშიც და დღესაც.

მაგრამ... ხომ არ ღირს ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ დღეს იმაზე ფიქრი, რომ ტოლსტოის ბევრ აზრში, როგორი  პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არის რაღაც მნიშვნელოვანი და ღრმა?

„კრეიცერის სონატის“ იგივე გმირი ამბობს: „ქორწინებამდე ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა ცხოვრობს, ანუ გარყვნილებაში და, როგორც ჩვენი წრის ყველა ადამიანი, გარყვნილი ცხოვრებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ვცხოვრობდი ისე, როგორც საჭიროა. ჩემზე ვფიქრობდი, რომ საყვარელი ვიყავი, სრულიად ზნეობრივი ადამიანი. ...იმ ქალებს ვერიდებოდი, რომლებსაც შვილის გაჩენით ან ჩემდამი სიყვარულით შეეძლოთ ჩემი შებოჭვა. თუმცა, შეიძლება ბავშვებიც იყვნენ და იყო სიყვარული, მაგრამ ისე ვიქცეოდი, თითქოს ისინი არ იყვნენ. ... ეს არის მთავარი საზიზღრობა, - წამოიძახა მან. - გარყვნილება არაფერ ფიზიკურში არ არის, არავითარი ფიზიკური სირცხვილი ხომ არ არის გარყვნილება; გარყვნილება, ნამდვილი გარყვნილება, სწორედ იმაშია, რომ გათავისუფლდე ზნეობრივი ურთიერთობისგან ქალის მიმართ, რომლითაც შედიხარ ფიზიკურ ურთიერთობაში. და სწორედ ეს გათავისუფლება მიმაჩნდა ჩემს დამსახურებად“.  მამაკაცის ამ დამოკიდებულებაზე პასუხი ქალების მორალურად დამახინჯებული ქცევაა: „... ამით აიხსნება ის არაჩვეულებრივი მოვლენა, რომ, ერთის მხრივ, სრულიად სამართლიანია, რომ ქალი მიყვანილია დამცირების ყველაზე დაბალ დონემდე, მეორეს მხრივ, - რომ ის ბატონობს...“ „თქვენ გსურთ, რომ ვიყოთ მხოლოდ გრძნობის საგანი. კარგი, ჩვენ, როგორც გრძნობის საგანი, ისე დაგიმონებთ“, - ამბობენ ქალები. … შეიარეთ მაღაზიებში ყველა დიდ ქალაქში. ... ცხოვრების მთელი ფუფუნება ქალებს სჭირდებათ და მათ მიერ არის მხარდაჭერილი. დათვალეთ ყველა ფაბრიკა. მათი დიდი ნაწილი უსარგებლო სამკაულებს, ეტლებს, ავეჯს, ქალთა სათამაშოებს ქმნის. მილიონობით ადამიანი, მონათა თაობა იღუპება ამ კატორღული შრომის დროს ფაბრიკებში მხოლოდ ქალების ახირების გამო. ქალებს, დედოფლების მსგავსად, მონობისა და მძიმე შრომის ტყვეობაში ჰყავთ კაცობრიობის 0,9. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი დაამცირეს, ჩამოართვეს მამაკაცებთან თანაბარი უფლებები. და ისინი შურს იძიებენ  ჩვენს მგრძნობელობაზე ზემოქმედებით, თავიანთ ბადეში გაბმით. დიახ, ეს ყველაფერი ამის გამოა. ქალებმა საკუთარი თავისგან შექმნეს გრძნობაზე ზემოქმედების ისეთი იარაღი, რომ მამაკაცი მშვიდად ვერ მოექცევა ქალს. როგორც კი მამაკაცი ქალს მიუახლოვდა, მისი ხიბლის ქვეშ აღმოჩნდა და გაოგნდა. ადრე ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს, როცა ვხედავდი  სამეჯლისო კაბაში გამოწყობილ ქალბატონს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია ...“

არის რაღაც ამ ნახევრად შეშლილი გმირის სიტყვაში, რაც გვაიძულებს დავფიქრდეთ ჩვენს ამჟამინდელ ცივილიზაციაზე, რომელშიც ურთიერთობაში ზნეობრივი პასუხისმგებლობის ნაკლებობა ნორმად იქცა, და ღირებულება არის არა გონიერი და მომხიბვლელი, უნივერსიტეტში განათლება მიღებული ქალი, არამედ შიშველი და ქარაფშუტა ქალბატონი...

ინფორმაციის წყარო: ლია ბუშკანეცი, ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ფილოლოგიის და კულტურათშორისი კომუნიკაციის ინსტიტუტი 


მეცნიერები: დედამიწის მომავლის სამი სცენარი არსებობს - ცუდიდან კატასტროფამდე.



მეცნიერები: დედამიწის მომავლის სამი სცენარი არსებობს - ცუდიდან კატასტროფამდე.

 https://rg.ru/2021/10/20/tri-scenariia-budushchego.html

2500 წლისთვის დედამიწაზე ანომალური სიცხე დადგება, რის გამოც უზარმაზარი ტერიტორიები უსიცოცხლო აღმოჩნდება. ეს არის პლანეტის მომავლის სამი პროგნოზიდან ერთ-ერთი 2100 წლის შემდეგ, თუ გლობალური დათბობა არ შეჩერდება.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მაკგილის (კანადა) კვებეკის უნივერსიტეტიდან კრისტოფერ ლაიონის ხელმძღვანელობით, HadCM3-ის გამოყენებით, ატმოსფეროსა და ოკეანის ზოგადი მიმოქცევის ბრიტანული მოდელის ვერსიით, შეადგინა გლობალური კლიმატის ცვლილების პროგნოზები 2100 წლის შემდეგ. Global Change Biology-ში გამოქვეყნებული მათი მონაცემებით, 2500 წლისთვის დედამიწაზე სიცოცხლის სცენარის განვითარების დაახლოებით სამი ვარიანტი იქნება.

HadCM3-ის წყალობით, რომელიც საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს კლიმატის რეაქციას გარე ზემოქმედებაზე, გუნდმა გააკეთა სამი პროგნოზი: გლობალური დათბობის შედეგების შერბილების სუსტი დონე; საშუალო - ტემპერატურის ზრდა 2,6 გრადუსით; ეფექტური, მაღალი - გლობალური ტემპერატურის ზრდის შენარჩუნებით 2°C-ზე დაბლა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნახშირორჟანგის ემისიების დაუყოვნებლივ შეწყვეტაც კი შეამცირებს სათბურის ეფექტს მხოლოდ ათწლეულების შემდეგ. ეს კი ნიშნავს, რომ დათბობა გაგრძელდება მომდევნო საუკუნეებში. „2500 წლისთვის ეს გამოიწვევს გლობალური ბიომების ღრმა რესტრუქტურიზაციას“, - წერენ მეცნიერები.

კლიმატური სარტყელი და მასთან ერთად ბევრი რეგიონის მცენარეულობა კარდინალურად შეიცვლება. ერთ-ერთი მაგალითია ამაზონის ტროპიკული ტყე. „დღეს აქ ბინადრობს ცნობილ სახეობათა მესამედი და შთანთქავენ CO2-ის ანთროპოგენური გამონაბოლქვის დაახლოებით 7%-ს“, - აცხადებენ მეცნიერები. - მაგრამ 2500 წლისთვის ტემპერატურა იმდენად შეიცვლება, რომ ტროპიკული ტყეები იქ ვეღარ გაიზრდება. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი უნაყოფო ლანდშაფტად გადაიქცევა“.

პლანეტის სხვა რეგიონებში 2500 წლისთვის შეიძლება ისე დაცხეს, რომ იქ ცხოვრება გაუსაძლისი იქნება.

მოდელის მიხედვით, ექსტრემალურად ცხელი პერიოდები, ექვსი თვის განმავლობაში, მოსალოდნელია აფრიკაში, არაბეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამაზონის რეგიონებსა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში. ინდოეთში, სადაც უკვე ათასობით ადამიანი იღუპება სიცხისგან, ზაფხულში ტემპერატურა კიდევ ოთხი გრადუსით მოიმატებს.

როგორც ჩანს, ასეთ პირობებში ადამიანებს დასჭირდებათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. „სოფლის მეურნეობას ძირითადად რობოტები გაუძღვებიან“, - აღწერენ მეცნიერები სიცხის შესაძლო შედეგებს, - ხოლო ყველა პროცესს უპილოტო საფრენი აპარატები დააკვირდებიან“.

ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება სხვადასხვა კულტურების მოსაყვანი ფართობი, ძირითადი მცენარეული და ნათესი ფართობები, მეცნიერთა პროგნოზით, პოლუსებზე გადაინაცვლებს. ათი ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი საკვების მოშენებისთვის შესაფერისი ფართობი 2500 წლისთვის 15-18%-ით შემცირდება. კარტოფილი, ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, სოიო, ფეტვი შესაძლოა დეფიციტი გახდეს.

მაგრამ, თუ კლიმატის ცვლილება შემოიფარგლება ორ გრადუსზე ნაკლები დათბობით, სასოგლო-სამეურნეო კულტურების გაშენების ფართობი ზომიერ განედებში  მხოლოდ 2,9%-ით შემცირდება.

არის გლობალური დათბობის სხვა შედეგებიც: საუბარია მიგრაციული პროცესების ზრდაზე და ამ პროცესთან დაკავშირებული რესურსების კონფლიქტზე.

მესამე ვარიანტი, ნეგატიური, გულისხმობს ზღვის დონის აწევას. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კაცობრიობა შეიძლება დაიღუპოს. „დედამიწის უზარმაზარი ფართობი შეიცვლება ისე, რომ ისინი აღარ იქნება შესაფერისი ადამიანების დასასახლებლად“, - აცხადებენ ლაიონის კოლეგები.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ სამყაროზე, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ახლა ჩვენს ძალაშია, რათა მიწა მათთვის სიცოცხლისთვის შესაფერისი იყოს“, - ნათქვამია სტატიაში.


დედამიწა უბრალოდ ყველას ჩამოგვყრის ხმოვანი წერილი ვოლგის ნაპირებიდან; რელიგიის შესახებ

 https://www.sovross.ru/articles/1873/45051  

დედამიწა უბრალოდ ყველას ჩამოგვყრის

ხმოვანი წერილი ვოლგის ნაპირებიდან

ფიონოვა ლუდმილა კუზმინიჩნა - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასთა ექსპერტთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, დამოუკიდებელი ექსპერტი.

ლ.კ. ფიონოვას შრომები ფართოდ არის ცნობილი მსოფლიოში, იგი მუშაობდა პარიზის, მეხიკოს, სენდაის (იაპონია) უნივერსიტეტებში, მისი ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა საფრანგეთის, ბულგარეთის, იაპონიის, მექსიკის მეცნიერებთან თანამშრომლობით. ის არის საჯარო კომიტეტის თანათავმჯდომარე, რომელშიც შედიან მეცნიერები, ისინი იბრძვიან რუსეთში მეცნიერების აღორძინებისთვის.

         ლ.კ. ფიონოვა არის პუბლიცისტური წიგნების ავტორი „გლობალური ეკოლოგიური კრიზისის პოლიტიკური მიზეზები“, „დარბევა“, „ომი გონების წინააღმდეგ“ და „განწირული ცივილიზაცია“. ლ.კ. ფიონოვას პუბლიცისტური სტატიები ქვეყნდება ჟურნალ-გაზეთებში, ფართოდ არის წარმოდგენილი ინტერნეტში.

         ლუდმილა კუზმინიჩნა ფიონოვა არის 2007 წლის ლაურეატი „სიტყვა ხალხისადმი“, „საბჭოთა რუსეთის“.


გამარჯობა!

         დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მძიმე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შესახებ არაფრის გაგება არ სურთ მილიონობით ადამიანს, მათ არ იციან და არც უნდათ იცოდენ, რადგან ამით ისინი გამოჰყავს კომფორტის ზონიდან, აიძულებენ დაფიქრებას იმაზე, რომ ხვალინდელი დღე ცუდი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს  რაღაც მაინც უნდა გაკეთდეს.

 მე ვისაუბრებ პლანეტის მთელი ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზების აუცილებლობაზე, რათა გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებას, რომელიც თოვლის გუნდასავით იზრდება.

სრულებით არ არის საკმარისი ის სუსტი ზომები, რომელსაც გვთავაზობს პარიზის კლიმატის შეთანხმება და რომელსაც მთავარმა „დამბინძურებელმა“ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - ხელი არ მოაწერა.

 არ ეხმარება ეროვნული მთავრობების ძალისხმევა, და საერთოდ არ მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ვინღა მუშაობს? ვოლონტიორები.

        მე ვისაუბრებ კლიმატის უკიდურესად ძლიერ ცვლილებებზე, რომელთა შეჩერება მხოლოდ გარკვეულ ზესახელმწიფოს, ზესახელმწიფო ორგანიზაციას - პლანეტის გადარჩენის კომიტეტს შეუძლია. ეს ტერმინი უკვე ვრცელდება ინტერნეტში, ამაზე რამდენიმე წლის წინ ვისაუბრეთ. ახლა დადგა ძალიან მკაცრი სამობილიზაციო ღონისძიებების გატარების დრო, და ეს ბევრ ადამიანს ესმის რუსეთში, რომლებმაც, ფაქტობრივად, ეკო-ფრონტი შექმნეს. იმის გამო, რომ „ანტინაგავი“, „ბირთვული ანტისამარხი“, ტყეების დამცველები, მდინარეების დამცველები - ისინი, არსებითად, დღეს შეადგენენ რუსეთის ეკოლოგიური ფრონტის ჰორიზონტალურ ქსელს, მაგრამ ისინი ყველა ვოლონტიორები არიან.

         ჩვენთან ბევრი უცხო ქვეყანა თანამშრომლობს. ჩვენთან კავშირზე გამოდის პროფესორი ფოქსი კალიფორნიიდან, რომელიც, არსებითად, ინგლისურად ლაპარაკობს იმას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ რუსულად. მინდა თქვენი ყურადღება ჰამბურგის კლუბის მუშაობაზე გავამახვილო.

          ბატონი პოტიომკინი გვთავაზობს ძალიან ორიგინალურ ტერმინოლოგიას. ის საუბრობს სამომხმარებლო საზოგადოებაში შემდგომი ცხოვრების შეუძლებლობაზე და გვთავაზობს მსოფლმხედველობითი რევოლუციის მოწყობას. მისი მახვილგონივრული ტერმინოლოგია მდგომარეობს იმაში, რომ ის ამბობს: „ჩვენ უნდა გადავიდეთ homo consumer-დან к eco sapiens-ზე, ანუ მომხმარებელი ადამიანიდან გონივრულ, ეკოლოგიურად ადამიანზე, რომელიც ჯდება ეკოსისტემაში.

         მაგრამ ვინ გაიგებს ამას ახლა? მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შვედეთიდან ალექსანდრა ანდერსონისგან შემოსულ ნამუშევრებზე, რომ კლიმატი ასევე დამახინჯებულია ჩვენი დამოკიდებულებით, მაგალითად, ხორცის მიმართ. ის ამბობს, რომ ჩვენ ბენზინზე და ხორცზე დამოკიდებული ნარკომანები ვართ, და ის აბსოლუტურად მართალია.

        ვეგანიზმი, ვეგეტარიანობა ახლა ბრენდად იქცევა, ბევრი ახალგაზრდა გადადის ამაზე, რადგან ტყეების 80-90 პროცენტამდე, რომლებიც ჟანგბადით გვამარაგებენ, საძოვრებზეა გაჩეხილი. ჩვენ არ შეგვიძლია ბევრი ხორცის მოხმარება, მით უმეტეს, რომ ახლა მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება, და ჩვენ ვერ გავუმკლავდებით კაცობრიობის საკვებ ბაზას, რადგან 1 კილოგრამი ხორცის წარმოებას სჭირდება 20 კილოგრამამდე ან მეტი მარცვლეული და დიდი რაოდენობით წყალი.

 ამ ყველაფრის გასაკეთებლად საჭიროა მთელი მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევა და პლანეტის მთელი ინტელექტუალური პოტენციალის მობილიზება.

         რას აკეთებს მთავრობა? მოდით თვალი გადავავლოთ ეკატერინბურგის ფორუმს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი, ბატონი პუტინი, აღიარებს, რომ გლობალური დათბობა მიმდინარეობს ჩვენს მაღალ განედებზე ორნახევარჯერ უფრო სწრაფად, უფრო ძლიერად, ვიდრე სხვა განედებზე და ეს ასეა. მაგრამ მან, არსებითად, აღიარა ისიც, რომ ირკუტსკის წყალდიდობა იყო გლობალური დათბობის მიზეზი.

         მერე რა? ახლა ეთერში ვოლგის ნაპირებიდან გავდივართ, ქალაქ უგლიჩიდან, სადაც პრაქტიკულად მთელი მრეწველობაა შეჩერებული. 30 წელიწადში აქ ყველაფერი განადგურდა. გაჩერებულია საათების ქარხანა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის ნახევარი მუშაობდა. და ასეთი სიტუაციაა რუსეთის ყველა პატარა ქალაქში და დიდ ქალაქებშია. დაკეტილია 80 ათასი საწარმო.

           რას აკეთებს მთავრობა და პრეზიდენტი? ისინი აიძულებენ რუსეთის მოსახლეობას იცხოვრონ მინერალური რესურსების განადგურების ხარჯზე. ჩვენ ვცხოვრობთ ნახშირწყალბადების ხარჯზე. და საერთოდ, მათი მოპოვება საერთოდ უნდა შეწყდეს და საავტომობილო მრეწველობაც შეჩერდეს, რადგან ნახშირორჟანგის, ანუ სათბურის გაზები გამოყოფის 30 პროცენტი მოდის მანქანებზე. მაგრამ ალტერნატიული გამოგონებების პოპულარიზაცია საერთოდ არ ხდება, ამის მიზეზი ოლიგარქების მოგებაა.

          მოვისმინოთ რა თქვა ეკატერინბურგის ფორუმზე სერგეი ივანოვმა, რომელიც ჩვენთან ეკოლოგიას უნდა განაგებდეს. მან თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ნაგვის 4 პროცენტს ვამუშავებთ, შემდეგ კი ტკბილად გაიღიმა და თქვა, რომ დასავლეთი 60 პროცენტს ამუშავებს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იქ 80 პროცენტამდე მუშავდება. მან უნდა გააკეთოს ეს. მისმინეთ, უნდა გადადგეს, რადგან ვერ უმკლავდება თავის მოვალეობას! ნაგავი მიფრინავს მინდვრებში, რუსი „ანტინაგავი“ პროტესტისგან უბრალოდ იხრჩობა, საერთოდ არაფერი კეთდება. ნარჩენების გადამუშავებისთვის გამოყოფილ ფულს ჯიბეში იდებენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან გენერალური პროკურორის ჩაიკას ვაჟი, სბერბანკისა და ვითიბი-ს მფლობელები.

          შედეგი: მოხალისეები მუშაობენ, მთავრობა არა. კლიმატოლოგებს არ შეუძლიათ ხმის მიწვდენა არც ეროვნულ მთავრობებთან და არც გაეროსთან. მაგალითად, ჩვენი პრემიერ მინისტრი მედვედევი, მგონი, სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე, გამოდის და ამბობს: „ჩვენ ოცი მილიონი ღარიბი გვყავს“. მისმინე, ჯობია თავი მოიკლა ან გადადგე, შენ ხომ მთელი საქმე ჩააგდე. როგორ შეიძლება ასე ცუდად იცხოვრო ასეთ მდიდარ ქვეყანაში? რა არის სიღარიბე? სიღარიბე იგივე ეკოლოგიური ზიანია, რადგან ხალხი ბრაკონიერობას იწყებს, ან საშოვარზე მიდის, რომელიც არ უნდა იყოს დაშვებული, და ა.შ. და რაც მთავარია, სიღარიბე - ეს დეგრადაციაა.

        მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 20 წლის შემდეგ კი არ მოვკვდებით, როგორც კლიმატოლოგები ამბობენ, ჩვენ დღეს ვკვდებით, აქ და ახლა, მდიდრებიც კვდებიან და ღარიბებიც. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის 400 ppm ნიშნავს, რომ ნახშირბადის მჟავა მიედინება ჩვენს ძარღვებში. და ყოველი ამოსუნთქვით, აქაც კი, ვოლგის მშვენიერ ნაპირზე, ჩვენ ვზრდით ორგანიზმის მჟავიანობას.

           ჩვენმა ოლიგარქებმა, მოგების ძიების მიზნით, დატბორეს ჩვენი ბაზარი ისეთი პროდუქტებით, რომელთა ჭამა საერთოდ არ შეიძლება (გენეტიკურად მოდიფიცირებული, ქიმიით გაჯერებული და ა.შ.). მწერები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ფუტკრები, კვდებიან. ნახეთ, რისგან კვდებიან ფუტკრები. არა მარტო ჰერბიციდებისგან, და არა მარტო დათბობისგან.

          მინდა ვისაუბრო საშიშროებაზე, რაზეც ცოტა ვინმე თუ საუბრობს – ელექტრომაგნიტურ ველებზე. ავიღოთ მობილური კავშირი. ახლა ჩვენ გვაქვს 3G და 4G სისტემა. ჩვენმა მთავრობამ კი ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინურ ფირმა Huawei-სთან, რომელიც განათავსებს 5G მობილური კავშირის სისტემას ჩვენს ქვეყანაში. გესმით, რა არის ეს? ეს მიკროტალღური ღუმელია, რომელშიც ყველას ჩაგვსვამენ. ესე იგი 5G: უკვე არსებობს ფიზიოლოგების კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ ის აზიანებს ადამიანს გენეტიკურ დონეზე, რომ მორფოლოგიურად იცვლება ადამიანის ორგანიზმში ნერვული უჯრედები, და ეს ბევრმა გაიგო, შესაძლოა არა მეცნიერულ დონეზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ექსპერიმენტულ დონეზე.... ნახეთ, ევროპაში და თუნდაც, მგონი, კატარში ხალხი უკვე ამტვრევს 5G ანძებს, რადგან, ჩემი აზრით, დანიაში ან ჰოლანდიაში, როცა 5G ანძებს დააყენეს, იქვე მდებარე პარკში (400 მეტრში ამ ანძიდან) დიდი რაოდენობით მკვდარი ჩიტები აღმოაჩინეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს, რამდენი პატარა მწერი და ასე შემდეგ დაიღუპა, ეს ყველაფერი კი ჩვენი კვებითი ჯაჭვის საფუძველია.

          შედეგად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: აუცილებელია სასწრაფოთ წამოვდგეთ დივანიდან, გავიაზროთ, რომ რამდენიმე წელიწადში ვეღარ მოვახერხებთ კაცობრიობის გადასარჩენად ვერავითარი ზომების მიღებას, ამიტომ ეს ბაკქანალია ახლავე უნდა შევაჩეროთ. სამომხმარებლო საზოგადოება, რომლის შესახებაც, როგორც უკვე ავღნიშნე, საუბრობდა ბატონი პოტიომკინი ჰამბურგის კლუბიდან, სრულიად შეუთავსებელია დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან. საჭიროა პლანეტის ინტელექტუალური რესურსების, ასევე მმართველი სტრუქტურების შემსრულებლების, მენეჯერების სასწრაფო მობილიზება. დღეს ისინი სამომხმარებლო საზოგადოებისთვის მუშაობენ, ისინი კი სიცოცხლისთვის უნდა მუშაობდნენ. აუცილებელია შეიქმნას პლანეტის ხსნის კომიტეტი!

         მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ეს მოწოდება ისმის რუსეთიდან. და ჩვენ გვინდა, რომ ის ისმოდეს აქედან, ვოლგის ნაპირებიდან. ვოლგა არის სახელმწიფოს წარმომქმნელი მდინარე. სახელმწიფოს ქმნიან არა ნავთობის ჭაბურღილები, არა რაკეტები, არამედ მდინარეები. ასე იყო ათასობით წლის განმავლობაში, ასე იქნება ყოველთვის, რადგან წყალი სიცოცხლეა, მდინარე კი უბრალოდ წყალი კი არ არის, არამედ წყალია, რომელიც მიედინება, რომელიც ზრდის ჟანგბადის რაოდენობას, ეს არის არტერია, რომელიც აკავშირებს ხალხებს, ეს სიცოცხლეა.

        ვოლგის ნაპირებიდან ჩვენ ვამბობთ, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება! სამობილიზაციო ძალისხმევაა საჭირო, სანამ უკანასკნელმა ზარმა არ ჩამოჰკრა, რომელიც გაგვამწესებს პოტენციურ მიცვალებულებად.

          დაიღუპება ყველა: მდიდარიც და ღარიბიც, ახლა ყველა ავად არის - მდიდარიც და ღარიბიც, ეს ბევრჯერ მითქვამს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, სასახლეში ცხოვრობ, პენტჰაუსში, თუ მუყაოს ყუთში მცხვორები უსახლკარო ხარ. შენი ორგანიზმი იშლება, შენ დეგრადირებ, და სიკვდილის ბორბალი ამოქმედდება. ადამიანი, რომელიც დეგრადირებს, ანადგურებს ბუნებას. ბუნება, რომელსაც ადამიანი კლავს, იწყებს ადამიანის მოკვლას, რადგან დედამიწა უბრალოდ გადაგვაგდებს ჩამოგვყრის! დედამიწას არ გაუუქმებია სიკვდილით დასჯა!

        მადლობა! სულ ეს არის, რის თქმაც მინდოდა.

===


ლ. ფიონოვა

რელიგიის შესახებ


ბუნებრივ რელიგიაში - წარმართობაში - ღმერთები ადამიანებს შორის ცხოვრობდნენ. ისინი ხილული და ხელშესახები იყვნენ - მზის ღმერთი, ქარის ღმერთი ... ადამიანებზე უფრო ძლიერნი, ისინი გავლენას ახდენდნენ მათ ცხოვრებაზე, ამიტომ ადამიანები აღმერთებდნენ მათ, მაგრამ არ ეშინოდათ, მეგობრობდნენ მათთან, პირდაპირ მიმართავდნენ - ტყეში, ველობზე, სიმღერისა და ფერხულის შესრულებით. ამ სისტემაში პარაზიტს ადგილი არ ჰქონდა, ამიტომ მან მოისაზრა, როგორ გამოეყენებინა საკუთარ ინტერესებში მაღალი სულიერებისკენ, მაღალი კეთილგონიერებისკენ ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა, როგორ მიეღო მონაწილეობა ადამიანის კოსმოსთან ურთიერთობაში შუამავლის სახით. 

ფარულმა მაკონტროლებელმა სტრუქტურებმა აბსტრაქტული კონსტრუქცია შეიმუშავეს - გარკვეული აბსტრაქტული ერთიანი ღმერთი, რომელიც მოწყვიტეს ადამიანებს და ზეცაში, მიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანეს. ჰორიზონტალური სტრუქტურის „ადამიანი-ღმერთის“ ნაცვლად შეიქმნა ვერტიკალური იერარქია: ზევით უფალი ღმერთი, მის ქვემოთ - მისი მსახურნი, მღვდლები, ხოლო სულ ქვევით - სხვა ადამიანები - ღვთის მონები და არა შვილები, როგორც ეს წარმართულ რელიგიაში იყო.

ეს სქემა, ფაქტობრივად, იმეორებს საზოგადოების ორგანიზების მოდელს, რომელიც შუამავლისთვის - პარაზიტისთვისაა ხელსაყრელი: ზევით - უხილავი საიდუმლო სტრუქტურები, შემდეგ - ნაწილობრივ ზიარებული მმართველები, ქვევით კი - ცოდნას მოკლებული, მხოლოდ სიცრუით ნასაზრდოები მონები.

Символически это устройство представлено масонской пирамидой, верхняя часть которой оторвана от остальной конструкции, поднята ввысь, снабжена всевидящим оком. Бог на небе аналогичен тайным структурам на Земле. И Бог, и тайная власть невидимы, но всевидящи, их волю невозможно постичь, ей следует слепо подчиняться. Рабы обязаны покоряться и слугам Бога — священникам, и светским правителям, поскольку власть от Бога — так записано в священных книгах. სიმბოლურად ეს მოწყობილობა წარმოდგენილია მასონური პირამიდით, რომლის ზედა ნაწილი მოწყვეტილია დანარჩენ კონსტრუქციას, ამაღლებულია და მას ფხიზელი თვალი აქვს. ღმერთი ზეცაში დედამიწაზე ფარული სტრუქტურების ანალოგიურია. ღმერთიც და ფარული ძალაც უხილავია, მაგრამ ყველაფერს ხედავენ, მათი ნების გაგება შეუძლებელია, მათ მხოლოდ ბრმად უნდა დაემორჩილო. მონები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ ღვთის მსახურებს - მღვდლებს, საერო მმართველებს, რადგან მათ  ძალაუფლება ღვთისგან აქვთ ბოძებული, ასეა დაწერილი წმინდა წიგნებში.

„წმინდა წიგნების“ ყველა პოსტულატი (ისევე, როგორც საიდუმლო სტრუქტურების ბრძანებები) უნდა იყოს მიღებული. რელიგიური დოგმების ანალიზი (ისევე, როგორც საიდუმლო სტრუქტურების წესები) აკრძალულია: გონებისთვის ძალის დატანება, ანუ აზროვნება, ცოდვაა, რადგან „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“. რელიგიური ჭეშმარიტების ადეპტებად - „მორწმუნეებად“ - გამოცხადებული იყვნენ ისინი, ვინც ყველაფერს რწმენით მიიღებდა, გააზრების გარეშე. მოაზროვნეებს კი ერეტიკოსებს უწოდებდნენ და დევნიდნენ, როგორც რელიგიური, ასევე საერო მოღვქწეები

ამრიგად, სიცრუე № 1: ღმერთმა შექმნა ადამიანი, სინამდვილეში კი ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის ხატად და მსგავსად - ეს არის პარაზიტისთვის ტიპიური „პირიქით“ თამაში (ორუელი ამას „ახალ ენას“ უწოდებს). ასე რომ, პარაზიტისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი სტრუქტურა ჩაუნერგეს ადამიანებს, როგორც მსოფლმხედველობის საფუძველი, როგორც „ღვთაებრივი გამოცხადება“. ღმერთი-ადამიანი შეიქმნა იმისთვის, რათა მასები აღმოჩნდნენ საზოგადოებრივ სტრუქტურაში, სადაც პარაზიტი ზევით იმყოფება, ხოლო მშრომელი, რომელიც ქმნის კეთილდღეობას ცხოვრებაში, მონურ მდგომარეობაშია. ამას თავად ბიბლიის ავტორები აღიარებენ: „ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად“  (ესაია 30:28). ბიბლია მითების კოლექციაა, სინამდვილეში იქ აღწერილი მოვლენები არ მომხდარა, ეს არქეოლოგებმა დაადასტურეს.

ასეთი რელიგიები სასარგებლო აღმოჩნდა საერო მმართველებისთვის, რადგან  შესაძლებელი გახდა მათი, როგორც ძალაუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად გამოყენება: მეფე ღვთის მიერაა მირონცხებული, და, შესაბამისად, ხელისუფლების პროფესიული ვარგისობის ანალიზი აკრძალულია, მათ მხოლოდ უნდა დაემორჩილო.

ქრისტიანობის შემოღებით რუსები არა მხოლოდ ღვთის მონები გახდნენ, არამედ "ღვთის მიერ რჩეული ხალხის“ მონები, რომელმაც ეს რელიგია დანერგა.

„რუსებს შორის ბიბლიის მასობრივი გავრცელების წყალობით, „ებრაული ლეგენდები და მითები ჭეშმარიტებად იქცა, რომლითაც დღეს ოპერირებს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და თავს მორწმუნედ მიიჩნევს. ხოლო მღვდლების მუდმივი შრომის წყალობით, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, ისრაელის ეროვნული ისტორია რუსეთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ებრაელი ხელოსნები და მეთევზეები ახლა ჩვენი სულიერი მასწავლებლები და ჩვენი წმინდანები არიან. დღეს მათ მილიონობით რუსი ადამიანი თაყვანს სცემს, შესცქერის მათ ხატებს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრებში. ებრაელი ქალი - ღვთისმშობელი - დედობის რუსული იდეალი გახდა, ხოლო ებრაელი მეამბოხე იესო იოსების ძე ქრისტე ჩვენი რელიგიური თაყვანისცემის ცენტრალურ ფიგურად იქცა“. „რუსული მართლმადიდებელი ეკლესია - იუდაიზმის ტროას ცხენი“.

„რუსეთი, ქრისტიანობის მიღების შემდეგ, უკვე 1000 წელზე მეტია ცხოვრობს ებრაულ კონცეპტუალურ სივრცეში“, - მიიჩნევს  როტშილდების პირადი ბიოგრაფი, ებრაელი მარკ ელი რავაჟი. მისი აზრით,  ებრაელი ხალხი იმითაა გამორჩეული, რომ კაცობრიობას მისცა ღვთის შესახებ წარმოდგენა, რომელმაც სამყარო შექმნა ექვს დღეში, ასევე წარმოდგენა ეშმაკის შესახებ, როგორც კაცობრიობის მაცდუნებელზე.  „არცერთი მონაპოვარი ისტორიაში არ შეედრება იმას, თუ რამდენად წარმატებით შევძელით თქვენი დაპყრობა ... ჩვენ შევაფერხეთ თქვენი პროგრესი. თავს მოგახვიეთ თქვენთვის უცხო წიგნი (ბიბლია) და უცხო სარწმენოება, რომელსაც თავს ვეღარ დააღწევთ, რადგან ის ეწინააღმდეგება თქვენს ბუნებრივ სულისკვეთებას, რომელიც არაჯანსაღ მდგომარეობაშია, ამიტომ თქვენ ვერ შეძლებთ ვერც ჩვენი სულის სრულად მიღებას, ვერც მის განადგურებას, რადგან პიროვნების გაორების - შიზოფრენიის მდგომარეობაში იმყოფებით“. 

ხელოვნურ რელიგიებში მასების მანიპულირების საშუალებად იქცა შიში, მათრახის ნაცვლად გამოიგონეს შიდა ზედამხედველი და ყველა მონას ჩაუნერგეს: ცოდვის ცნება და ცოდვისთვის სასჯელი - ფიქტიური ჯოჯოხეთი. ადამიანმა მიიღო მონის სტატუსი, ვალდებულება ეცხოვრა არა სიხარულით, არამედ ღვთის შიშით, ტანჯვით,  ხორცის გვემა გმირობად იყო მიჩნეული, ერთი სიტყვით, მთლიანად ნადგურდებოდა საღი აზრი და ცხოვრების ნორმალური კანონები.

რატომ დათანხმდა რუსეთი ასეთი არაბუნებრივი კაცთმოძულე დოქტრინის მიღებას? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: ვინც არ ეთანხმებოდა ახალი სარწმუნოების მიღებას, უბრალოდ ანადგურებდნენ. რუსეთის გაქრისტიანების ეპოქის არტეფაქტები საგულდაგულოდაა დაცული, ხოლო არსებულ მონაცემებს არ ასაჯაროებენ, ან უბრალოდ მიაწერენ საკამათო „თათარ-მონღოლთა უღელს“.


„რა შენიღბეს თათარ-მონღოლთა უღელით?“


ზოგიერთი შენორჩენილი მტკიცებულება გვიხატავს გამქრისტიანებელთა უპრეცედენტო სისასტიკის სურათებს, რომლებმაც მოაწყვეს ჰუმანიტარული და კულტურული გენოციდი. დღევანდელი ქრისტიანები ერთხმად აცხადებენ „ველესის წიგნს“ სიყალბედ იმ საფუძველზე, რომ პრექრისტიანული წიგნები არ შემორჩენილა. ეს არგუმენტები იმ ადამიანთა სულისკვეთებას გამოხატავს, რომლებიც არ არიან მიჩვეული ფიქრს, რადგან მიუთითებენ, რომ გამქრისტიანებლები იყვნენ ვანდალები, რომლებიც სასტიკად ანადგურდნენ  წინაპართა კულტურულ მემკვიდრეობას.

„კიევის რუსეთის გაქრისტიანების დროს, 988 წელს, თითქმის მთელი ზრდასრული მოსახლეობა იქნა განადგურებული, ეს კი კიევის რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტს შეადგენს! .. რუსი მოსახლეობის გენოციდმა კიევის რუსეთის „გაქრისტიანების“ დროს ქვეყანა თითქმის უდაბნოდ აქცია. თუ „გაქრისტიანებამდე“  კიევის რუსეთის ტერიტორიაზე იყო 300-ზე მეტი ქალაქი - უფრო მეტი, ვიდრე დანარჩენ ევროპაში,  - ღმერთის იაჰვეს (იეჰოვა) წყალობის შემდეგ დასახლებული დარჩა ქალაქების მხოლოდ ათი პროცენტი - 30! ხოლო კიევის რუსეთის 270 ქალაქი მკვდარ ქალაქად იქცა! ... სინამდვილეში, ნათლობა იყო მხოლოდ გენოციდის საფარველი, შურისძიება იუდეველთა მიერ ხაზარების კაგანატის სანაცვლოდ  შექმნილი პარაზიტული სახელმწიფოს განადგურების გამო.

 

„ხილული და უხილავი გენოციდი“


სხვა მკვლევარები იძლევიან გენოციდის შედარებით ციფრებს - განადგურდა თითქმის მთელი ზრდასრული მოსახლეობა, თუმცა არსებობს მტკიცებულებათა დეფიციტი. ეს აიხსნება ეკლესიის თავგანწირული წინააღმდეგობით, რომელიც იცავდა თავის ადგილს მშვიდი და უპასუხისმგებლო პარაზიტირებისთვის. ეკლესიას აქტიურად მხარს უჭერს სახელმწიფო - მსოფლიო ხელისუფლება, ისევე როგორც ხელოვნური რელიგიები, როგორც ერთი სიონისტური ფესვის წარმოებულები, ამიტომ მომაკვდავ ცივილიზაციას შეიძლება ეწოდოს სიონური (ზოგიერთი ავტორები მას უწოდებს იუდეო-ქრისტიანულს).

რუსებზე შურისძიება სასტიკი ნათლობით თავად სვიატოსლავის ხაზართა კაგანატზე გამარჯვების გამო სავსებით შეესაბამება „ღვთის მიერ რჩეული ხალხის“ სულისკვეთებას. მსოფლიო დღეს თვალს ადევნებს ნეოკონების არაადამიანურ სადიზმს, რომლებიც მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ლიბიასა და ერაყში, სირიაში, უკრაინაში ... გამქრისტიანებელთა მიერ მოწყობილი რუსების გენოციდი სავსებით შეესაბამება გაწმენდის დღევანდელ ოპერაციებს დონბასში, დაუნდობელ სისხლისღვრას ოდესაში ...

მხოლოდ ერთს ვშიშობ: რომ არ იფიქრო,

რომ ჩემთან ერთად ეზიარები ცოდვილ სწავლებას, ადგები

დანაშაულის გზას. მაგრამ, პირიქით, რელიგიამ თავად უფრო მეტი

უწმინდური და დანაშაულებრივი ქმედება ჰბადა ...

ასეთ ბოროტმოქმედებას სჩადიოდა მოკვდავთა რელიგია.

(ტიტუს ლუკრეცი კარი. „საგანთა ბუნება“. წიგნი I)

ევროპის რელიგიური ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა 10-12 მილიონს აღწევს. მაგრამ ეს შეფასება შეიძლება გაორმაგდეს და კიდევ სამჯერ გაიზარდოს, იმ ადამიანთა რიცხვის გათვალისწინებით, ვინც ჭკუიდან შეიშალა ან თავი მოიკლა  წამების შედეგად.

„ალბიგენური ერესის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის“ (1209-1229) 20 წლის განმავლობაში განადგურდა 2 მილიონი „ერეტიკოსი“. ესპანეთში ინკვიზიციამ მოსახლეობა 12 მილიონამდე შეამცირა. „ქრისტიანობა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი“.

სამი-ოთხი წლის ბავშვებს ეშმაკის საყვარლებად აცხადებდნენ, აწამებდნენ და ცოცხლად წვავდნენ - რელიგიური დოგმებით დამუშავებამ სადისტი ჯალათები შექმნა.  „ცეცხლმოდებული ევროპა“.  

მასიური რელიგიური ტერორის მიზეზად, პირველ რიგში ქალების მიმართ განხორციელებულს, ზოგი მიიჩნევს არაბუნებრივ ცელიბატად კათოლიკე მღვდლებისთვის. მაგრამ მას საფუძვლად ცინიკური პრაგმატიზმიც ედო: „ჩვენ გავანადგურებთ მდიდრებს, ხოლო მათ ქონებას ეპისკოპოსთან ერთად გავიყოფთ“.


ე. ანდრეევა. „სასტიკი გზა“


ინკვიზიტორთა განსაკუთრებული „ზრუნვის“ ქვეშ იმყოფებოდნენ მეცნიერები, განსაკუთრებით ნიჭიერი ნოვატორები - ისინი ეკლესიისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ, რადგან შეეძლოთ მათი სიცრუეში მხილება. ცოცხლად დამწვარი ჯორდანო ბრუნო არა მარტო რელიგიის დანაშაულის სიმბოლოა, არამედ სასიკვდილო განაჩენია მთელი კაცობრიობისთვის, რომელმაც საღი აზროვნების უნარი დაკარგა.

ეკლესია - შუამავალთა ყველაზე ძლიერი აპარატია, პარაზიტული სტრუქტურა, ფაქტობრივად, ოლიგარქატი, რომელიც ჩაეფლო ფუფუნებაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სიმდიდრე დაკავშირებულია ალკოჰოლის და თამბაქოს ბიზნესთან, ვატიკანის საგანძური - უკონტროლო, გიგანტური სახსრების გათეთრების შედეგია, მათ შორის, როგორც ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, ნარკომაფიის სახსრების. ეკლესიის მსახურთა დიდ ნაწილს, რომელსაც მხოლოდ ერთი წიგნი აქვს შესწავლილი, არ გააჩნია არავითარი ცოდნა და პროფესიული უნარი, თუმცა ისინი ცხოვრობენ კომფორტულად, არ მოაქვთ სოციუმისთვის არაფერი პოზიტიური, ამახინჯებენ მილიონობით ადამიანის გონებას საეჭვო მითებით.

ეკლესია ხრწნის ადამიანებს, აძლევს მათ ტაძრებისა და მღვდლების სამოსელის აღვირახსნილი ფუფუნების მაგალითს (ამავე დროს ცბიერად ქადაგებენ არამომხვეჭელობას), ეკლესია ეკოლოგიურად საშიშია, რადგან ამ ფუფუნების შექმნა საზიანოა ბუნებისადმი. მაგრამ ცალმხრივი ხელოვნური რელიგიების მთავარი საფრთხეა მილიარდობით ადამიანის გარდაქმნა საინფორმაციო ომის ინვალიდებად. ისინი, ვინც ტვინის ხელოვნური გამორეცხვით იქცნენ ხელოვნური რელიგიების ადეპტეპად, თანაგრძნობას იწვევენ, მათ სჭირდებათ დახმარება, თუმცა დომინანტური კანონმდებლობა დაჟინებით მოითხოვს მათდამი „პატივისცემას“. ეს არის ხელოვნური რელიგიების მთავარი მიზანი - ხალხის გონებიდან აღმოფხვრან აზროვნების უნარი და სურვილი, შეცვალონ აქტიური „ცოდნის“ საჭიროება (როგორც ვედიზმში) პასიურ-მონური „რწმენით“. მთავარია ადამიანების გონების ნეიტრალიზება, მონის მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ყველაფერი დანარჩენი დამახინჯებული ტვინის დერივატებია.

ხელოვნურ რელიგიურ და პოლიტიკურ დოქტრინებს აქვთ პარაზიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია - ისინი დაყოფენ ხალხებს დაპირისპირებულ ჯგუფებად, ერთმანეთს გადაკიდებენ ქვეყნებსა და ხალხებს. რელიგიური ომის გაჩაღება ძალიან ადვილია, რადგან ნებისმიერი ერთღმერთიანი რელიგია აგრესიას ავლენს სხვა რწმენის მიმდევართა მიმართ, ერთი რწმენის ადეპტებს განაწყობენ ოჯახის, ახლობლების წინააღმდეგ, ასწავლიან საბრძოლო მისიონერობას: მშვიდობა კი არ მოგიტანეთ, არამედ მახვილი. მთელ მსოფლიოში საზოგადოება ხელოვნურად დაყოფილია პოლიტიკურ პარტიებად, რომელიც  ორგანულად განწყობილია მტრობასა და ბრძოლისთვის.

სიცრუე ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით ნორმად იქცა, რადგან ისტორიის წიგნები იწერება პარაზიტული სტრუქტურების დაკვეთით. ეს სიცრუე ადამიანების ძალიან ძლიერი დამყოფია კომუნისტებსა და მონარქისტებზე, ნაციონალისტებსა და ლიბერალებზე. ასე იქმნება მარადიული მტრობის სივრცე, სადაც პარაზიტს შეუძლია მოწინააღმდეგე ჯგუფებით მანიპულირება, საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, საკუთარი ავანტურების დასაფარავად - ეს იდეალური საზრდოა პარაზიტის კეთილდღეობისთვის. ამრიგად დაქსაქსული ერები უძლურდებიან, კარგავენ პარაზიტის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანების შესაძლებლობას.

მსოფლიო რელიგიის (განსაკუთრებით სექტების) თავზე მოხვევა, მათი გამოყენება სოციალური კონტროლის ინსტრუმენტად, აჩლუნგებს ტვინის მუშაობას დოგმების დაზეპირების და მონოტონური ტექსტების მრავალჯერ განმეორების გზით. კოორდინატორთა თვალსაზრისით, რელიგიები ისევე სასარგებლოა, როგორც პროფესიული სპორტი ან შოუ-ბიზნესი, რადგან ისინი აქცევენ ადამიანებს უაზრო, მაგრამ ორგანიზებულ მასად, აიძულებენ იმოქმედონ არა საღი აზრის, არამედ ბრბოს კანონების მიხედვით, რომელსაც თავს მოახვიეს მმართველი დოგმები. 

რელიგიები მასების ცნობიერების კონტროლის ტექნოლოგიას წარმოადგენენ, რომლის წყალობით ათასობით ადამიანი აკადემიებსა და სემინარიებში გზას იკვლევს უაზრო და წინააღმდეგობრივ ე.წ. „სასულიერო ტექსტებში“ და რომლებიც ადამიანებს საღი აზროვნების უნარს აკარგვინებს. მილიონობით მღვდელთმსახური ატარებს ხელოვნურ რიტუალებს, მილიარდობით ადამიანი ლოცულობს გამოგონილ ღმერთებზე, ღარიბი ჯიბეებიდან იღებენ ტრილიონებს, რათა შეიძინონ კულტის საგნები, რომლებსაც მოგება მოაქვთ მათთვის, ვინც მათ ყიდის.

მილიარდობით ადამიანებს თავს მოახვიეს აზრი: არ არის საჭირო ფიქრი, საღი აზროვნება - ეს ყველაფერი ცოდვაა. უნდა გწამდეთ დაუფიქრებლად, დაიცვათ აზრს მოკლებული წესები, აღნიშნოთ იმ მოვლენების დღესასწაულები, რომლებიც არასოდეს მომხდარა. რატომ შეიქმნა თოჯინების ასეთი სამყარო? იმიტომ, რომ საღი აზროვნების განადგურების შედეგად შეიქმნას არაბუნებრივი საზოგადოება, სადაც მაღლა აყვანილია არა  მოაზროვნე, მშრომელი, შემოქმედი, არამედ თაღლითი, მატყუარა, ქურდი - პარაზიტი.

მღვდელთმსახურთა კლანი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა სოციუმის შემოქმედებით ცხოვრებაში, ასრულებს შუამავლის როლს ადამიანებსა და უზენაეს ძალთა შორის, ამასთან კარგ სარგებელსაც იღებენ იდეოლოგიური ბაზის შექმნის გამო სხვა პარაზიტთა კლანისთვის  - პოლიტიკური და ბიზნეს-ფსევდოელიტისთვის. ამრიგად რელიგიები განადიდებენ საზოგადოების პირამიდულ სტრუქტურას, სადაც უმაღლესი ძალა ღმერთის მიერაა ბოძებული, მაშინაც კი, თუ მან აბსოლუტური მარცხი განიცადა.

პარაზიტული ფსევდოელიტა - საეკლესიო და სეკულარული, უკიდურესად ეწინააღმდეგება ცივილიზაციის რეორგანიზაციას გონებისა და სამართლიანობის პრინციპებზე, რადგან ამ შემთხვევაში ისინი გადაადგილდებიან მათთვის სათანადო ადგილზე - სოციალურ ფსკერზე. 




ფოლგა საშიშია ჯანმრთელობისთვის


 ფოლგა საშიშია ჯანმრთელობისთვის

 http://www.ruskirche-hannover.de/index_htm_files/Alu-Folie.pdf

   მთელ მსოფლიოში ადამიანები სხვადასხვა რამეს იყენებენ გემრიელი საკვების მოსამზადებლად. მათი მრავალფეროვნება მართლაც უზარმაზარია - იაფი ფოლგიდან დაწყებული ძალიან ძვირადღირებული კერამიკული დანებით დამთავრებული.

 განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ალუმინის ფოლგა. ის უნივერსალური, მოსახერხებელი და ჰიგიენურია. ფოლგა შეიძლება გამოვიყენოთ ჭურჭლის დასაფარად ან კარტოფილის შესაფუთად და ღუმელში დასაბრაწად.

მაგრამ თუ ფოლგას იყენებთ, მის შესახებ ცოტაოდენი რამ უნდა იცოდეთ. სავარაუდოდ, თქვენ არც კი იცით ამის შესახებ.

მოკლედ: ფოლგა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.


ზიანი ტვინისთვის

ალუმინი ნეიროტოქსიკური მძიმე ლითონია, რომელიც დაკავშირებულია ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან. ასევე, ამ ტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს კოორდინაციის, მეხსიერების და წონასწორობის დარღვევა.


ზიანი ძვლებისთვის

 ეს ტოქსიკური ლითონი ასევე გროვდება ძვლებში. ის კონკურენციას უწევს კალციუმს ადგილისთვის ძვალში - და გამოიცანით ვინ იგებს ამ შეჯიბრში?


ზიანი ფილტვებისთვის

ალუმინის ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ფილტვის ფიბროზი.

საერთოდ როგორ ხვდება ეს მძიმე მეტალი ორგანიზმში?

მთავარ წყაროდ, ჩვეულებრივ, მოიხსენიება ალუმინის ქილა სასმელით და ალუმინის შემცველი დეზოდორანტები. მაგრამ ამავე დროს, რატომღაც ავიწყდებათ ალუმინის ფოლგა.


თქვენ ყლაპავთ ალუმინის ფანტელებს

გასაგებია, რომ ფოლგის ნაჭერს არავინ მოკბეჩს და დაიწყებს მის ღეჭვას (გარდა კატებისა, რომლებიც ფოლგის გუნდებს ეთამაშებიან).

მაგრამ ზუსტად ეს ხდება, როდესაც ფოლგას მაღალ ტემპერატურაზე გააცხელებთ. სიცხის გამო ლითონში ჩნდება პაწაწინა ბზარები, რის შედეგადაც ქერცლები იშლება და ხვდება საკვებში. ისინი შეუიარაღებელი თვალით უხილავია, და თქვენ მათ ყლაპავთ!


ქიმიური გამოტუტვა

მაშინაც კი, თუ ფანტელები არ ჩამოცვივდება, თქვენ მაინც შეგიძლიათ შემთხვევით გამოიწვიოთ ალუმინის ქიმიური გამოტუტვა, როდესაც საკვებში იყენებთ ზოგიერთ სანელებლებს ან მჟავა პროდუქტებს (როგორიცაა ლიმონი).

დოქტორმა ესამ ზუბაიდმა აღმოაჩინა, რომ ალუმინის ფოლგაში მხოლოდ ერთი კერძის მომზადებისას შესაძლებელია 400 მგ-მდე ალუმინის გამოტუტვა!

 „რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია გამორტუტვა. ფოლგა არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების მოსამზადებლად და არ შეიძლება გამოყენება პომიდორთან, ციტრუსის წვენთან და სანელებლებთან ერთად“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს მაქსიმალურ დასაშვებ დღიურ დოზას - 60 მგ ალუმინის.


თქვენ ისუნთქავთ ლითონებს

აუცილებელი არ არის ლითონის გადაყლაპვა იმისათვის, რომ ის თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს. თუ ცხვირი და პირი არ აქვთ დაფარული მაშინ, როდესაც ფოლგაში საკვებს ამზადებთ ცხაურზე, ალუმინის ნაწილაკები თქვენს ორგანიზმში სასუნთქი გზების მეშვეობით აღწევენ.

გაცხელების დროს გამოყოფილი კვამლი ატარებს ალუმინის მიკროსკოპულ ფანტელებს, რომლებსაც ადვილად შეისუნთქავთ და ვერც კი შეამჩნევთ!

აშკარაა, რომ მძიმე ლითონები ჯანმრთელობისთვის საშიშია. აქ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ დაიცვათ თავი ამ საშიშროებისგან:

1. არ გამოიყენოთ ალუმინის ფოლგა სამზარეულოში! მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაცივარში ცივი საკვების შესაფუთად. უმჯობესია გამოიყენოთ მინის კონტეინერები.

2. არ შეინახოთ სანელებლები, პომიდორი და ციტრუსები ფოლგაში. მჟავები გამოტუტავს ალუმინს პირდაპირ თქვენს თეფშში!

3. უარი თქვით ალუმინის ჭურჭელზე! როგორც კი გექნებათ შესაძლებლობა, იყიდეთ უჟანგავი ფოლადის ქვაბები. შეგიძლიათ  მეორადიც შეიძინოთ.

4. შეძლებისდაგვარად, შეცვალეთ ალუმინის ფოლგა საკვები პერგამენტით.


==


https://www.ntv.ru/novosti/2505521/

საშიშია თუ არა ფოლგა შესაწვავად


           ბევრი დიასახლისი დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა საკვების მომზადება  ალუმინის ფოლგაში.

ამასთან დაკავშირებით ეჭვები შეფ-მზარეულებს შორისაც კი გაჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ რისკი მცირდება, თუ პროდუქტებს ფოლგის მქრქალ და არა მბზინავ მხარეზე დადებენ .

ალექსეი პოდლესნიხი, აღმოსავლური სამზარეულოს რესტორნების ქსელის ბრენდ-მზარეული: „ხანგრძლივი მომზადების დროს ხორცის კედლებსა და გვერდებზე ალუმინის ნადები წარმოიქმნება, რაც  არ არის ძალიან კარგი. მქრქალი მხრიდან საკვების დადებისას მზარეულები ცდილობენ თავი დაიცვან , რომ ფოლგის ქერქი არ დაიწვას“.

რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში განმარტეს, თუ რა ემართება ალუმინის ფოლგის ნაწილაკებს მჟავაში, რომელიც ჩვენს კუჭშია. მჟავასთან შერწყმული ალუმინი იწვევს  ძლიერ რეაქციას, ხოლო ამ პროცესში გამოყოფილი წყალბადი შეიძლება აფეთქდეს კიდეც. ნუთუ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში? დავუშვათ, რომ ფოლგას არ ჭამენ, მაგრამ რა მოხდება, თუ ალუმინი მოულოდნელად მოხვდება პროდუქტში?

პროგრამა „ტექნიკის საოცრებამ“ 4 ნაჭერი ხორცი მოამზადა. პირველ ორში მხოლოდ მარილი და პილპილი დაუმატეს, დანარჩენი ბოსტნეულთან ერთად დაამარინადეს. ნიმუშები გაგზავნეს მოსამზადებლად სხვადასხვა ტემპერატურაზე - ერთი საათით  150 გრადუსზე და 20 წუთით 250 გრადუსზე. შედარებისთვის მზა ხორცი და უმი ნაჭერი გაიგზავნა ლაბორატორიაში. ერთი შეხედვით შედეგი შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

სერგეი გორიაინოვი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კოლექტიური მოხმარების EMP ცენტრის მასსპექტრომეტრიისა და სპექტროსკოპიის ლაბორატორიის გამგე: „ხორცის ნიმუშებისთვის, რომლებიც მომზადდა მარინადის გამოყენების გარეშე, დაფიქსირდა ალუმინის შემცველობის ზრდა დაახლოებით 3-ჯერ. მარინადის შემცველი ნიმუშებისთვის დაფიქსირდა 6-9-ჯერ  ზრდა“.

ბოსტნეული შეიცავს ორგანულ მჟავებს,  ისინი ეხმარება ალუმინს ფოლგიდან საკვებში გადატანაში. სხვათა შორის, მეცნიერებმა ბრნოდან (ჩეხეთი) შეისწავლეს 11 სხვადასხვა პროდუქტი (თევზი, ხორცი, ბოსტნეული) და დაადგინეს, რომ ზოგიერთ განსაკუთრებით მჟავე ნიმუშში, მომზადების შემდეგ, 40-ჯერ მეტი ალუმინი იყო. მაგრამ იღებს კი ადამიანი საშიშ დოზას? ყველაზე დაბინძურებულ ნიმუშში, რომელსაც მაღალ ცეცხლზე ამზადებნენ ბოსტნეულთან ერთად, იყო 2 მილიგრამზე მეტი მეტალი თითო კილოგრამ ხორცზე.

ოლესია პრონინა,  ექიმი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის დიეტოლოგიისა და კლინიკური ნუტრიციოლოგიის კათედრის ასისტენტი: „ალუმინის ფიზიოლოგიური ნორმა დღეში 3 მგ-მდეა, ალუმინის ტოქსიკურ ნორმად ითვლება დღეში 50 მილიგრამზე მეტი, ამ შემთხვევაში მას ზიანი მოაქვს, ის ხდება კანცეროგენული კომპონენტი“.

თითქოს, ხორცის ნაჭერი შეიცავს საშიშ რაოდენობას, მაგრამ ეს ასე არ არის. ტოქსიკოლოგები ოპერირებენ ლითონის წონით, რომელსაც ორგანიზმი საკვებიდან შთანთქავს, ალუმინისთვის კი ეს არის 0,1%. ანუ ზიანის მისაღებად ფოლგაში დამხადებული 30-მდე ხარი ერთდროულად უნდა მიირთვათ. ისეთი ძლიერი რეაქციის გამოწვევა, როგორც სინჯარაშია, ალუმინის მიკროდოზებს საკვებიდან კუჭში არ შეუძლია. იქ მჟავა მაინც სუსტია, ლითონი ცოტაა, და ყველაფერი გაცილებით რბილად ხდება, რასაც, სხვათა შორის, გულძმარვის სამკურნალო საშუალებებში იყენებენ.

ოლესია პრონინა:  „ალუმინი შესანიშნავად ანეიტრალებს კუჭის წვენის მომატებულ სეკრეციას, ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა.

ყველა სამეცნიერო მტკიცებულების აწონ-დაწონის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ ურჩევს ალუმინის მიღების შეზღუდვას დღეში 20 მილიგრამამდე. ის შეიძლება ორგანიზმში აღმოჩნდეს ბოსტნეულიდან, წყლიდან, დეოდორანტებიდან. თუ თქვენ ასევე დაამატებთ გულძმარვის პრეპარატებს დიდი რაოდენობით, მაშინ სავსებით რეალურია უსაფრთხო დოზის გადაჭარბება. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ის შეიძლება იყოს მართლაც საზიანო მხოლოდ მათთვის, ვისაც თირკმელების დაავადება აწუხებს.

ფოლგის არ უნდა შეგეშინდეთ, არც იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ პროდუქტი სწორედ მქრქალი მხარეზე უნდა მოთავსდეს. ეს მხოლოდ წარმოების თავისებურებებია. ქარხანაში გაწმენდილი ალუმინის ფენები 10-ჯერ გადის საგლინ დგანზე. ამ გზით ფურცლები წვრილდება 8 მილიმეტრის სისქიდან ათეულ მიკრონამდე.

ალუმინის ფოლგა ხდება ძალიან თხელი და ადვილად იხევა ლილვის გარშემო დახვევისას. ეს რომ არ მოხდეს, ფინალურ ეტაპზე, საგლინ დგანზე ატარებენ არა ერთი, არამედ ერთად დადებულ ორ ფურცელს. ლილვთან შეხების მხარე პრიალდება და ბზინავს, შიგნით კი მქრქალი რჩება. ეს არ იმოქმედებს მომზადების დროს ლითონის მიგრაციაზე პროდუქტებში.

ალუმინს მართლაც შეუძლია ფოლგიდან საკვებში გადასვლა, მაგრამ ორგანიზმი მის უმეტეს ნაწილს არ ითვისებს და ადვილად გამოჰყავს ის. ამიტომ ფოლგაში შეწვა სრულიად უსაფრთხო მომზადების მეთოდია, რომელიც არ საჭიროებს ბევრ ცხიმს, კერძები არც ისე ცხიმიანი და კალორიულია, შესაბამისად, კიდევ უფრო სასარგებლოა.


რით განსხვავდება შემოქმედებითი ადამიანი არაშემოქმედებითისგან - 18 ნიშანი


რით განსხვავდება შემოქმედებითი ადამიანი არაშემოქმედებითისგან - 18 ნიშანი

 https://cameralabs.org/5217-chem-otlichaetsya-tvorcheskij-chelovek-ot-netvorcheskogo-18-priznakov

შემოქმედება შეუცნობელი და ხშირად პარადოქსულია. სტაბილური კრეატიული აზროვნება ზოგიერთი პიროვნების განმსაზღვრელი მახასიათებელია, მაგრამ ის შეიძლება შეიცვალოს სიტუაციიდან და გარემოდან გამომდინარე. ხშირად, შთაგონება და ახალი იდეები თითქოს  არსაიდან ჩნდება, შემდეგ კი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება, ისინი ქრება. შემოქმედებითი აზროვნება მოითხოვს კომპლექსურ აღქმას, ის სრულად განსხვავდება აზროვნების პროცესისგან.

ნეირობიოლოგია შემოქმედებითი პოტენციალის რთულ სურათს ასახავს. მეცნიერებს ახლა ესმით, რომ კრეატიულობის ბუნება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე განსხვავებები ტვინის მარჯვენა- თუ მარცხენამხრივ ორიენტაციაში (მარცხენა ნახევარსფერო=რაციონალურს და ანალიტიკურს, მარჯვენა=შემოქმედებითს და ემოციურს). სინამდვილეში, როგორც მიიჩნევენ, შემოქმედება უკავშირდება რიგ შემეცნებით პროცესებს, ნერვულ იმპულსებს და ემოციებს, და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს შემოქმედებითი გონება.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პიროვნების შემოქმედებითი ტიპები ძნელად ექვემდებარება განსაზღვრას. ისინი რთულია, პარადოქსული და, როგორც წესი, ერიდებიან რუტინას. და ეს არ არის მხოლოდ „დატანჯული ხელოვანის“ სტერეოტიპი. კვლევამ აჩვენა, რომ კრეატიულობა გულისხმობს ხასიათის მრავალი მახასიათებლის, ქცევის და სოციალური გავლენის ურთიერთქმედებას.

 „შემოქმედებითი ადამიანებისთვის რეალურად უფრო რთულია საკუთარი თავის შეცნობა, რადგან ისინი უფრო რთულები არიან, ვიდრე არაშემოქმედებითი ადამიანები“, - განუცხადა Huffington Post-ს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა სკოტ ბარი კაუფმანმა, რომელმაც წლები გაატარა შემოქმედებითი პოტენციალის კვლევაში. „რა არის ყველაზე პარადოქსული შემოქმედებით ადამიანში... ამ ადამიანებს უფრო ქაოტური გონება აქვთ“.

არ არსებობს არავითარი შემოქმედებითი ადამიანის „ტიპიური“ პორტრეტი, მაგრამ არსებობს დამახასიათებელი ნიშნები შემოქმედებითი ადამიანების ქცევაში. გთავაზობთ  18 პუნქტს, რომელიც მათ ახასიათებს.


ისინი ოცნებობენ

შემოქმედებითი ადამიანები მეოცნებეები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი სკოლის მასწავლებლები, ალბათ, ეუბნებოდნენ, რომ ოცნებობა დროის ფუჭი კარგვაა.

კაუფმანი და ფსიქოლოგი რებეკა ლ. მაკმილანი, რომელიც თანაავტორია  დოკუმენტისა „ოდა დადებით შემოქმედებით ოცნებობას“, თვლიან, რომ მოხეტიალე გონებას შეუძლია დაეხმაროს „შემოქმედებითი ინკუბაციის“ პროცესში. და, რა თქმა უნდა, ბევრმა ადამიანმა გამოცდილებიდან იცის, რომ საუკეთესო იდეები გვეწვევა მაშინ, როცა გონებრივად სულ სხვა ადგილას ვართ.

ნეირობიოლოგებმა აღმოაინეს, რომ წარმოსახვა მოიცავს ტვინის იმავე პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ფანტაზიასთან და შემოქმედებასთან.


 ისინი ყველაფერს ამჩნევენ

შემოქმედებითი ადამიანი ყველგან ხედავს შესაძლებლობებს და მუდმივად ითვისებს ინფორმაციას, რომელიც ასაზრდოებს შემოქმედებით თვითგამოხატვას. როგორც ხშირად ციტირებენ ჰენრი ჯეიმსს, მწერალი არის ის, ვისაც „არაფერი რჩება მხედველობიდან“.

ჯოან დიდონი ყოველთვის თან ატარებდა რვეულს და ამბობდა, რომ ის იწერს დაკვირვებებს ადამიანებზე და მოვლენებზე, რაც საბოლოოდ, ეხმარება მას საკუთარი გონების სირთულეებისა და წინააღმდეგობების უკეთ გააზრებაში.


მათ აქვთ მუშაობის თავისი საათები

ბევრი დიდი ხელოვანი აღიარებს, რომ ისინი ქმნიან თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს ან დილით ადრე ან გვიან საღამოს. ვლადიმირ ნაბოკოვი გაღვიძებისთანავე, დილის 6-7 საათზე იწყებდა წერას, ფრენკ ლოიდ რაიტმა კი ჩვევად აქცია დილის 3 ან 4 საათზე გაღვიძება და რამდენიმე საათი მუშაობა, სანამ ისევ საწოლში დაბრუნდებოდა. მაღალი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ადამიანები არ იცავენ სტანდარტულ დღის წესრიგს.

ისინი პოულობენ დროს განმარტოებისთვის

 „გახსნილი რომ იყო შემოქმედებისთვის, უნდა გაგაჩნდეს განმარტოების კონსტრუქციულად გამოყენების უნარი. ჩვენ უნდა დავძლიოთ მარტოობის შიში“, - წერდა ამერიკელი ეგზისტენციალური ფსიქოლოგი როლო მეი.

მხატვრები და კრეატიულები ხშირად სტერეოტიპულად აღიქმებიან როგორც მარტოხელები, თუმცა სინამდვილეში ისინი ასეთები შეიძლება არც იყვნენ. მარტოობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო ნამუშევრის შექმნის გასაღები. კაუფმანი ამას წარმოსახვასთან აკავშირებს - ჩვენ თავს დრო უნდა მივცეთ, რომ უბრალოდ ვიოცნებოთ.

”თქვენ უნდა კონტაქტი დაამყაროთ თქვენს შინაგან ხმასთან, რათა შეძლოთ თვითგამოხატვა. ძნელია შენი შინაგანი შემოქმედებითი ხმის გაგონება, თუ ... არ ხართ თქვენს თავთან კონტაქტში  და არ ფიქრობთ საკუთარ თავზე“, - ამბობს ის.


ისინი „ინელებენ“ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს

ყველა დროის მრავალი ყველაზე საკულტო მოთხრობა და სიმღერა შეიქმნა გულის ამაჩუყებელი ტკივილის გავლენით. პრობლემები ხშირად კატალიზატორია თვალსაჩინო ნაწარმოებების შესაქმნელად. ფსიქოლოგიაში ამას ეწოდება პოსტტრავმული ზრდა, რომელიც ვარაუდობს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი ტვირთი და ადრეული ცხოვრებისეული ტრავმები მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ზრდისთვის. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტრავმას შეუძლია დაეხმაროს ადამიანს წარმატების მიღწევაში პიროვნებათშორის ურთიერთობებში, ცხოვრებით კმაყოფილებაში, სულიერების, პიროვნული ძალის ზრდაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ისინი ახალი შთაბეჭდილებების ძიებაში არიან

შემოქმედებით ადამიანებს უყვართ ახალი შთაბეჭდილებების, შეგრძნებების და გონების მდგომარეობის განცდა, და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია შემოქმედებითი შედეგისთვის.

„ახალი გამოცდილებისადმი გახსნილობა შემოქმედებითი მიღწევების ყველაზე ძლიერი პრედიქტორია“, - ამბობს კაუფმანი. „აქ მრავალი სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ასპექტია: ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა, მძაფრი შეგრძნებების ძიება, ემოციებისა და წარმოსახვისადმი გახსნილობა. და ყველა ერთად - ეს არის სამყაროს შემეცნებისა და კვლევის მამოძრავებელი ძალა, როგორც შინაგანი, ასევე გარე“.


 ისინი მარცხს განიცდიან

გამძლეობა პრაქტიკულად აუცილებელი თვისებაა შემოქმედებითი წარმატებისთვის, ამბობს კაუფმანი. წარუმატებლობა ხშირად ჩაუსაფრდება შემოქმედებით ადამიანს, სულ მცირე, რამდენჯერმე, მაგრამ კრეატიულები, ყოველ შემთხვევაში, წარმატებულები - სწავლობენ არ იდარდონ ამაზე.

„შემოქმედებითი ადამიანები მარცხს განიცდიან, ნამდვილად კარგი ადამიანები კი მარცხს ხშირად განიცდიან“, - წერს სტივენ კოტლერი Forbes-ში აინშტაინის შემოქმედებითი გენიის შესახებ ფრაგმენტში.


 ისინი სვამენ მნიშვნელოვან კითხვებს

შემოქმედებითი ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. ისინი, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ცხოვრების შესწავლას, მაშინაც კი, როცა გაიზრდებიან, ინარჩუნებენ პიონერის ინტერესს. აქტიური საუბრების ან ინდივიდუალური გონებრივი ფიქრის საშუალებით, შემოქმედებითი ადამიანები, როდესაც სამყაროს უყურებენ მუდმივად უსვამენ საკუთარ თავს უამრავ კითხვას.

ისინი აკვირდებიან ადამიანებს

ბუნებრივი დაკვირვება და სხვა ადამიანების ცხოვრებისადმი ინტერესი ზოგჯერ საუკეთესო იდეების გენერირებას უწყობს ხელს.

„მარსელ პრუსტმა თავისი ცხოვრების თითქმის უდიდესი ნაწილი ადამიანებზე დაკვირვებას მოანდომა, მან ჩაწერა თავისი შენიშვნები, და ამან გამოსავალი მის წიგნებში იპოვა“, - ამბობს კაუფმანი. „ბევრი მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებზე დაკვირვება...“.


ისინი რისკავენ

 ნაწილობრივ, შემოქმედებითი საქმიანობა რისკიანობას მოითხოვს, და ბევრ წარმატებულ შემოქმედებით ადამიანს უწევს რისკების გაღება მათი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში.

„არსებობს ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირი რისკების მიღებასა და შემოქმედებას შორის, და ეს ხშირად მხედველობიდან რჩებათ“, - წერს სტივენ კოტლერი Forbes-ში. „შემოქმედება არის არაფრისგან რაღაცის შექმნის აქტი. ის მოითხოვს იმის გამოქვეყნებას, რაც თავიდან მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა. ასეთი საქმე მორცხვებისთვის არ არის. ამაოდ დაკარგული დრო, შელახული რეპუტაცია, ფუჭად გადაყრილი ფული - ... ეს ყველაფერი გვერდითი მოვლენებია, როცა შემოქმედება  არასწორად მიდის“.


 ისინი ცხოვრებაში ყველაფერს განიხილავენ, როგორც თვითგამოხატვის შესაძლებლობას

ნიცშე თვლიდა, რომ ცხოვრება და სამყარო ხელოვნების ნიმუშად უნდა განიხილებოდეს. შემოქმედებითი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად ეძებენ თვითგამოხატვის შესაძლებლობებს.

„შემოქმედებითი გამოხატვა არის თვითგამოხატვა. შემოქმედებითი პოტენციალი სხვა არაფერია, თუ არა თქვენი მოთხოვნილებების, სურვილებისა და უნიკალურობის პირადი გამოხატულება“, - ამბობს კაუფმანი.


ისინი მიჰყვებიან თავიანთ ნამდვილ ვნებას

შემოქმედებითი ადამიანები, როგორც წესი, შინაგანად მოტივირებულები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ გარკვეული შინაგანი სურვილით და არა გარეგანი ჯილდოს ან აღიარების სურვილით.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შემოქმედებით ადამიანებს აინტერესებთ საინტერესო აქტივობები, ეს კი შინაგანი მოტივაციის ნიშანია. კვლევამ აჩვენა, რომ უბრალოდ მოქმედების საკუთარ მიზეზებზე ფიქრი შეიძლება საკმარისი სტიმული აღმოჩნდეს შემოქმედებითი პოტენციალის გასაძლიერებლად.


ისინი სცილდებიან საკუთარ გონებას

 კაუფმანი ამტკიცებს, რომ ოცნების უნარი კიდევ იმისთვის არის საჭირო, რათა დაგვეხმაროს გავცდეთ ჩვენს ჩვეულ ხედვას და შევისწავლოთ აზროვნების სხვა გზები, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი აქტივობა შემოქმედებისთვის.

 „მეოცნებეობა ისე ვითარდება, რომ საშუალება მოგვცეს გავუშვათ აწმყო“, - ამბობს კაუფმანი. „ტვინის ქსელი, რომელიც დაკავშირებულია მეოცნებეობასთან, არის ტვინის ქსელი, რომელიც უკავშირდება გონების თეორიას. მე მომწონს მას ვუწოდო „წარმოსახვის ქსელი“ - ის საშუალებას მოგცემთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მომავალში, ასევე წარმოიდგინოთ სხვა ადამიანების აზრები“. 


ისინი კარგავენ დროის შეგრძნებას

შემოქმედებით პიროვნებებს შეუძლიათ აღმოაჩინონ, რომ, როდესაც ისინი წერენ, ცეკვავენ, ხატავენ ან სხვაგვარად გამოხატავენ საკუთარ თავს, ისინი აღმოჩნდებიან „ნაკადის მდგომარეობაში“, რაც ეხმარება მათ შექმნაში უმაღლეს დონეზე. ეს არის ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სცილდება ცნობიერ აზროვნებას, რათა მიაღწიოს კონცენტრაციისა და სიმშვიდის მდგომარეობას. მაშინ ის პრაქტიკულად არ განიცდის  არც შინაგანი და არც გარეგანი გამაღიზიანებლების ზემოქმედებას, რომელიც ხელს უშლის მის საქმიანობას.

თქვენ აღმოჩნდებით „ნაკადის მდგომარეობაში“, როდესაც აკეთებთ იმას, რაც ნამდვილად გსიამოვნებთ, რის გამოც თავს კარგად გრძნობთ.


ისინი გარშემორტყმული არიან სილამაზით

შემოქმედებს, როგორც წესი, შესანიშნავი გემოვნება აქვთ და უყვართ ლამაზ გარემოში ყოფნა.

კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჟურნალში «Psychology of Aesthetics, Creativity, and the Arts» აჩვენა, რომ მუსიკოსები, მათ შორის მუსიკის მასწავლებლები და სოლისტები, დემონსტრირებენ მაღალ მგრძნობელობას და ამთვისებლობას მხატვრული სილამაზის მიმართ.


ისინი აკავშირებენ წერტილებს

თუ არსებობს განსხვავება უკიდურესად შემოქმედებით ადამიანებსა და ყველა დანარჩენს შორის, ეს არის უნარი დაინახოს შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევენ. ბევრი დიდი მხატვარი და მწერალი ამბობს, რომ შემოქმედება უბრალოდ წერტილების დაკავშირების უნარია, რომელთა დაკავშირებასაც სხვები ვერასოდეს მოიფიქრებდნენ.

სტივ ჯობსმა თქვა, რომ შემოქმედება არის ნივთების ერთობლიობა. როცა შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებით, როგორ გააკეთეს ეს, ისინი თავს ცოტა უხერხულად გრძნობენ, რადგან სინამდვილეში მათ ეს არ გაუკეთებიათ, უბრალოდ ნახეს რაღაც, დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას და ახლის სინთეზირება მოახდინეს.

ისინი გამუდმებით გამოცოცხლდებიან

გამოცდილების მრავალფეროვნებას განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემოქმედებისთვის, ამბობს კაუფმანი. კრეატიულები გამოცოცხლდებიან, ცდიან ახალს და ერიდებიან ყველაფერს, რაც ცხოვრებას ერთფეროვანს ან რუტინულს ხდის.

 „შემოქმედებით ადამიანებს აქვთ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება“, - ამბობს ფსიქოლოგი.


ისინი პოულობენ დროს გაცნობიერებისა და მედიტაციისთვის.

შემოქმედებით ადამიანებს ესმით მკაფიოს და ფოკუსირებული გონების ღირებულება, რადგან მათი სამუშაო მასზეა დამოკიდებული. ბევრმა მხატვარმა, მეწარმემ, მწერალმა და სხვა შემოქმედებითმა მოღვაწემ გამოიყენა მედიტაცია, როგორც ინსტრუმენტი სულის ყველაზე კრეატიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

2012 წელს ჰოლანდიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი მედიტაციური ტექნიკა მართლაც ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას. გაცნობიერებას უკავშირებენ მეხსიერების და ყურადღების გაუმჯობესებას, ემოციური მდგომარეობის ოპტიმიზაციას, სტრესისა და შფოთვის შემცირებას, აგრეთვე გონებრივი სიცხადის გაუმჯობესებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო კრეატიული აზროვნება.



ემოციური იმუნიტეტი სულიერი თამაში გულწრფელი ადამიანებისთვის

 https://makomania.ru/product/эмуно-limitededition/

ემუნო Limitededition 

ემოციური იმუნიტეტი

სულიერი თამაში გულწრფელი ადამიანებისთვის

აღწერილობა

ტრანსფორმაციული თამაში ემუნო   Limitededition პირადი სარგებლობისთვის

        სულიერი თამაში გულწრფელი ადამიანებისთვის

თამაშის ავტორები: ევგენი და ინა ზახაროვები.

თამაშის კომპლექტაცია

თამაშის კომპლექტში  247 ბარათი შედის:

        -  66 რთელი გრძნობა ;

        -  9 ძირითადი ემოცია;

        -  110 ინტენსიური ემოცია;

- მოთხოვნილება „უსაფრთხოების“ ღირებულებების და ანტიღირებულებების 28 წყვილი

- მოთხოვნილება „სიყვარულის“ ღირებულებების და ანტიღირებულებების  26 წყვილი

 - მოთხოვნილება „პატივისცემის“ ღირებულებების და ანტიღირებულებების 29 წყვილი

  - აზროვნებისა და ქცევის 12 სტრატეგია

  - 1 ინტეგრირებული ელემენტი (FPS)

  - 66 გრძნობის  სამახსოვრო ფორმულირებებით;

  - თამაშის წესების დეტალური ინსტრუქცია;

  - მუყაოს შეფუთვა

თქვენი სათამაშო კომპლექტი „ემუნოს“  მთავარი მიზანია თქვენი ემოციური ინტელექტის განვითარება და „ემოციური იმუნიტეტის“ შეძენა.

ტრანსფორმაციული თამაში „ემუნო“  დაგეხმარებათ:

- აიმაღლოთ თვითშეფასება ;

- იყოთ სტრესისადმი მდგრადი;

- ისწავლოთ კარგი ურთიერთობა;

- იყოთ ემოციურ წონასწორობაში;

- შექმნათ ჰარმონიული ურთიერთობები;

- პროფესიაში შესანიშნავი შედეგებს მიაღწიოთ;

 - იყოთ ბედნიერი.


ვისთვის არის განკუთვნილი თამაში  „ემუნო“

ოჯახური გამოყენებისთვის:

          ბავშვებთან და პარტნიორებთან თამაში ქმნის ნდობის ატმოსფეროს, ეხმარება ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავებაში, თემების განხილვაში, რომლებიც აღძრავენ  სხვადასხვა ემოციებს,  შედეგად ერთად იცინიან საკუთარ  არასრულყოფილებაზე.

         მათთვის, ვინც დაინტერესებულია პიროვნული განვითარებით:


თამაში „ემუნო“ შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ესმით ემოციური განვითარების ღირებულება და აქვთ მიზანი იცხოვრონ მდიდარი და საინტერესო ცხოვრებით, ჰქონდეთ მჭიდრო კონტაქტი ადამიანებთან და პოზიტიური ემოციური ფონი.

თამაში, რომელსაც შეიძენთ, განკუთვნილია პირადი და ოჯახური გამოყენებისთვის. ინსტრუქციებში აღწერილი წესები საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ განსაკუთრებული მომზადების გარეშე.

თამაშის შეძენილი კომპლექტი არ იძლევა მის საჯარო და კომერციულად გამოყენების  უფლებას.


როგორ ვითამაშოთ „ემუნო“?

1. თამაში შეუძლია  2-8 ადამიანს.

2. ყველას ურიგდება 9 ბარათი.

3. რიგრიგობით უნდა დააწყოთ ბარათები ემოციების შესაბამისი სიმბოლოებით და იმ სიტუაციების განმარტებით, რომელშიც  ცხოვრობდნენ.

4. სხვადასხვა ბარათები გვთავაზობენ განსხვავებულ ქმედებებს, რაც იწვევს „ხელზე“  მათი რაოდენობის ზრდას ან შემცირებას.

5. თამაშის მიზანია ემოციებისა და გრძნობებისგან გათავისუფლება, მათი „წარსულში  დატოვება“.

6. თამაშის საუკეთესო შედეგია გარკვეულობა თქვენი ემოციების და ცხოვრებისეული სიტუაციების  მიმართ და ახალი გამოწვევებისთვის მზადყოფნა.


რას განიცდით თამაშში „ემუნო“?

           - ემოციებით ცხოვრობთ და განიხილავთ მათ, იმის ნაცვლად, რომ მათი იგნორირება  და ჩახშობა მოახდინოთ

 – ამჩნევთ, რომელი ცხოვრებისეული თემებია თქვენთვის მტკივნეული ან, პირიქით, შთამაგონებელი

 -  აცნობიერებთ, რომელი ემოციებია თქვენთვის სერიოზული გამოწვევა, და, შესაბამისად, რესურსი მომავალში

 - აცნობიერებთ, რომელი ღირებულებები და რწმენა დგას თქვენი გრძნობებისა და ემოციების მიღმა 

 -  თქვენთვის  გასაგებია, რა შეიძლება გააკეთოთ, რომ განსხვავებულად იგრძნოთ თავი

 - თამაში ყოველთვის ემოციურად მიმდინარეობს და ამიტომ მასში გაკეთებული აღმოჩენები ადვილად დასამახსოვრებელია

     - თამაში ასტიმულირებს თვითგამოკვლევისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიებს. ეს გამოცდილება გამოიყენება რეალურ ცხოვრებაში.

„ემუნოს“ თამაშის დროს თქვენ:

      - ავარჯიშებთ   ცნობიერებას

       -  იწყებთ ცხოვრების პროგნოზირებას  და მართვას

       -  თავისუფლდებით ბრმა ემოციური წერტილებისგან

       -   იღებთ სიღრმისეულ ცოდნას საკუთარ თავზე

       -   ითვისებთ  ემოციების მართვის (განხილვა და განცდა) ახალ სტრატეგიებს

       -   დახვეწთ  მიზნების მიღწევის  თქვენს სტრატეგიებს 

        -  იწყებთ თქვენი სურვილების მოსმენას და სწორად გადაანაწილებთ ძალებს (ენერგიას)

        -  სწავლობთ ემოციების  გრძნობას და განცდას  და ამით სარგებლობის მიღებას 


ემოციური დეკოდერი

დამატებითი 34 ბარათი, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ ნებისმიერი მიზანი, შეგმატებთ თავდაჯერებულობას და სიცხადეს შეიტანს მოქმედებაში. 10-ჯერ გაზრდის ემოციური ინტელექტის დონეს!

„ემოციური დეკოდერი“ დაგეხმარებათ:

- ფასეულობების გააზრების პროცესის გამარტივებაში

- წამყვანი მოთხოვნილების სწრაფად და მკაფიოდ განსაზღვრაში

 - წარმატებული და წარუმატებელი სტრატეგიების გაგების ფორმირებაში

-  ყველა ელემენტის ერთ ხედვაში გაერთიანებას კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებით

- ღირებულებებთან და სტრატეგიებთან მუშაობის სისტემატიზებაში

- დაამატოთ  გაცნობიერებულობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაგებაში


„ემოციური დეკოდერის“ კომპლექტის  შემადგენლობა:

      — 3 საბაზო მოთხოვნილება;

      — მოთხოვნილებებთან კორელირებულ ღირებულებათა და ანტიღირებულებათა 83 წყვილი;

      — ქცევის 12 სტრატეგია;

      —1 ინტეგრირებული ელემენტი - საკუთარი თავის გაგების ფორმულა (FPS)


როგორ გამოვიყენოთ  „ემოციური დეკოდერი“?

განცდილ ემოციასთან ან გრძნობასთან დაკავშირებული ამბის მოყოლის შემდეგ, მონაწილე:

პასუხობს შეკითხვებს ემოციების აღმნიშვნელ ბარათზე

შემდეგ ის პასუხობს კითხვას: სასიამოვნოა თუ არა მისთვის ეს ემოცია? (თუ სასიამოვნოა, მაშინ ვირჩევთ ქცევის სტრატეგიას 3  ბარათიდან „პოზიტიური“ ემოციებით, თუ არა, მაშინ  3  ბარათიდან „უარყოფითი“ ემოციებით)

 შემდეგ ის პასუხობს კითხვას: ეს უფრო უსაფრთხოების, სიყვარულის თუ პატივისცემის შესახებაა? პასუხის შემდეგ იღებს შესაბამისი საჭიროების ბარათებს და პოულობს მათში აქტუალურ პრობლემას (რაც ეწინააღმდეგება მის ღირებულებებს) და გამოსავალს (რაც შეესაბამება მნიშვნელობებს) იმ ამბავში.

შედეგად, მონაწილე იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი თავიდან აცილება სურს და რისი მიღება სურს, შემდეგ აკავშირებს მას მის გაცხადებულ ცხოვრებისეულ მიზანთან, ამოიწერს თავისთვის ძირითად ღირებულებებს და ანტიღირებულებებს.

 ყოველ ჯერზე (მოძრაობა) აფიქსირებს თავის დაკვირვებებს, რათა თამაშის ბოლოს დაინახოს ზოგადი სურათი და შეავსოს საკუთარი თავის გაგების ფორმულა (შეაგროვოს ყველა პასუხი ერთ გაგებაში).

FPS-ის შევსების ინსტრუქციები

შეგვაქვს  მიზანი, რომელიც თამაშის დასაწყისში დავსახეთ.

შეგვაქვს საჭიროება, რომელიც, თამაშის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა, როგორც  განსაკუთრებით აქტუალური.

შეგვაქვს ყველაზე აქტუალური პრობლემები (ანტიღირებულებები), რომლებიც გამოვლინდა თამაშის პროცესში.

შეგვაქვს მოთხრობის პროცესში გამოვლენილი ქცევის სტრატეგია, რომელსაც იყენებთ ცხოვრებაში ამ პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ შედეგი არ გაკმაყოფილებთ.

შეგვაქვს ყველაზე აქტუალური გადაწყვეტილებები (ღირებულებები), რომლებიც გამოვლინდა თამაშის პროცესში.

შეგვაქვს მოთხრობის პროცესში გამოვლენილი ქცევის სტრატეგია, რომელსაც იყენებთ ცხოვრებაში ამ პრობლემების გადასაჭრელად და შედეგი გაკმაყოფილებთ.

მაგალითი:

         (FPS-ის მაგალითში, მხოლოდ ერთ ამბავზე დაფუძნებული სტრუქტურის გასაგებად, თქვენი თამაშის ბოლოს ის შეიცავს უფრო მეტ პრობლემას და გადაწყვეტილებებს, რადგან ის აგებული იქნება რამდენიმე ამბავის საფუძველზე)

        თქვენი (მიზნისკენ) მოძრაობისას ... განსაზღვრეთ პროფესიული საქმიანობის სფერო

მე ახლა განვიცდი ან მომავალში მინდა/არ მინდა განვიცადო (ემოცია/განცდა) ...,  

სიამაყე იმიტომ, რომ მესაჭიროება (მჭირდება) ..., პატივისცემა, ამიტომ მინდა/ჩემთვის მნიშვნელოვანია (ღირებულება) ... პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას და ვმოქმედებ (ქცევის მოდელი) .... ვახდენ კონცენტრირებას, ვჩქარდები, ვმოქმედებ.


დამატებითი მასალები თამაში „ემუნოს“ მფლობელებისთვის გრძნობებისა და საჭიროებების შესახებ.

          გაგზავნეთ კოდი ყუთიდან ინსტრუქციებში მითითებულ ელ.ფოსტაზე, და თქვენი წერილის საპასუხოდ გამოგიგზავნიან საავტორო მასალებს ემოციური ინტელექტის, გრძნობებისა და საჭიროებების შესახებ.

          კომპლექტი „ემუნო“ + „ემოციური დეკოდერის“ 34 ბარათი

          —  შეიცავს ბარათების სრულ კომპლექტს ყველა არსებული ემოციითა და გრძნობით. აქ არის ყველაფერი, რაც ვიცით ემოციებისა და გრძნობების შესახებ.

          — ბარათები დაგეხმარებათ თქვენი ემოციის გაშიფვრაში, თქვენს საჭიროებებთან დაკავშირებაში და აქტუალური ღირებულებების მკაფიოდ გაცნობიერებაში

          —შექმნილია სრულფორმატიანი თამაშისთვის. მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად და შეუქცევად ისწავლოს ემოციების გაგება და მართვა

          —შეგიძლიათ ითამაშოთ დიდ კომპანიასთან ან 4-დან 8-კაციან ოჯახთან ერთად. ბარათები ყველასთვის საკმარისია, მაქსიმალური მრავალფეროვნება და სიზუსტე.


==


ნუ დაადებ ტუჩებს ყველაფერს, რაც კარგად გამოიყურება, ასე გადაიცემა სული.

როდესაც ვინმესთან გაქვთ სექსი, თქვენ ცვლით არა მხოლოდ სხეულის სითხეებს, არამედ თქვენს ენერგიასაც.

ამიტომ შეგიძლიათ იგრძნოთ, როცა თქვენი პარტნიორი გღალატობთ.

მან ვიღაცის ენერგია შემოიტანა თქვენს საწოლში და თქვენს სხეულში.

https://hbr-russia.ru/management/upravlenie-personalom/p18265

https://core.ac.uk/download/pdf/19596356.pdf

ადამიანის ფსიქოენერგეტიკული შესაძლებლობები: - CORE


by ა.მ.კარპუხინა  · 1997 — ადამიანური, პრაქტიკულად არ ჩნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. 

 სპეციალისტებს ფსიქოლოგიის, მედიცინის, ბიოლოგიის დარგში თავად ტერმინი „ფსიქოენერგეტიკა“.


უგრძნობლობის ეპიდემია...


უგრძნობლობის ეპიდემია...

 https://kursiv.kz/news/2011-12/epidemiya-beschuvstvennosti


აპოკალიფსის თემა ბოლო დროს სულ უფრო იპყრობს ჰოლივუდის რეჟისორების ინტერესს, მათ შორის მათიც, ვინც ზოგადად შორს დგას მეინსტრიმისგან. ამის მაგალითია სტივენ სოდერბერგის „ინფიცირება“ და დევიდ მაკკენზის „უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“. მხოლოდ ამერიკელი სოდერბერგისგან განსხვავებით, ევროპელი მაკკენზი, რომელმაც სცადა თავი კომერციული კინოს ამ ნაყოფიერ სფეროში, მიმართავს არა იმდენად სოციალურ საშინელებებს, რამდენადაც მგრძნობელობითს. მისი ახალი ფილმი ზუსტად მოგვითხრობს ადამიანური გრძნობების დაკარგვაზე და იმის შესახებ, გადარჩება თუ არა რომანტიკული ურთიერთობები ამ ქაოსში.

        მთელ მსოფლიოში გაუგებარი ვირუსი ვრცელდება, რომელიც ადამიანებს ყნოსვის უნარს ართმევს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანები აღარ გრძნობენ საკვების გემოს, შემდეგ კარგავენ სმენას. და ასე შემდეგ, კაცობრიობა ზედიზედ კარგავს გრძნობებს. დროის მიხედვით, ვირუსის გავრცელება ემთხვევა შეფ მაიკლს (იუენ მაკგრეგორი) და ეპიდემიოლოგ სიუზანს (ევა გრინი) შორის ურთიერთსიმპათიის განვითარებას. მისი ბინის ფანჯრები გადაჰყურებს რესტორნის უკანა ეზოს, სადაც ის მუშაობს, ამიტომ მათ ერთმანეთისგან წასასვლელი არსად აქვთ, და სიგარეტზე მოკიდების შემთხვევითი თხოვნა რომანში გადაიზრდება. 

        „უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“, რომელიც იწყება როგორც „საყვარელი მართას“ (გერმანული რომანტიკული კომედია, თუ როგორ უნდა მოძებნო ქალის გულისკენ მიმავალი გზა გასტრონომიის საშუალებით) კიდევ ერთი რემეიკი, ძალიან სწრაფად ავლენს მსგავსებას ფერნანდო მეირელიშის „სიბრმავესთან“, კიდევ ერთ ფილმთან აღქმის უნარის დაკარგვის შესახებ. მართალია, მეირელიშის ფილმში, რომელმაც განახორციელა ჟოსე სარამაგოს პრეტენზიული რომანის ეკრანიზაცია, ადამიანის სახეობამ დაკარგა მხედველობა და სიბნელეში ჩაძირვის შემდეგ სწრაფად დაიწყო დეგრადირება.

       აქვე საზოგადოება ადვილად განიცდის ყნოსვის უნარის დაკარგვას, სუნების გაქრობას, გემოვნების შეგრძნების შემდგომ დაკარგვას რესტორნებიც უმკლავდებიან. თითქოს საშინელი არაფერი მოხდა, თუ ადამიანები ხუთ გრძნობას დაკარგავენ და დაიწყებენ ბაბუაწვერას ჭამას, კედლებს შეეჯახებიან? ადამიანი ადაპტირებადი არსებაა და ყველაფერს ეჩვევა. ასე რომ, თუ რაღაც მომენტში გმირებს მაყურებელთან ერთად მოსალოდნელი კატასტროფის განცდა გაუჩნდებათ, რეჟისორი მზადაა გამოიყენოს ეს იმისათვის, რომ აჩვენოს: ცხოვრება გრძელდება. 

       თუმცა ამ ცხოვრების თვისობრივი ცვლილებები შესანიშნავი საბაბია ისევ ჟანრებით თამაშისათვის. „მექალთანეს“, „ახალგაზრდა ადამის“ და „ჰოლემა ფოს“ რეჟისორი დევიდ მაკკენზი აცოცხლებს ორ დავიწყებას მიცემულ ჟანრს: ზომბი სლეშერებს და ფილმ-კატასტროფებს, მაგრამ მას არ შეუძლია გადალახოს ბანალური მელოდრამის ზღვარი. ფილმი კატასტროფების დახვეწილ სტილისტიკაში მაკკენზი ოსტატურად იყენებს გაერთიანებული სამეფოს ქალაქების პოსტ-აპოკალიფსურ გაპარტახებას. „ბოლო სიყვარულში“ უკაცრიელი  გლაზგო 28 დღის შემდეგ უკაცრიელ ლონდონს არ ჩამორჩება. ატმოსფეროს აძლიერებს გერმანელ-ბრიტანელი კომპოზიტორის მაქს რიხტერის შემაშფოთებელი ვიოლინოები, რომლებიც მოგვაგონებს „ოცნების რექვიემის“ საუნდტრეკს, და მრავალი სხვა ფილმების ხმოვან ბილიკს.

         გადაწყვიტა რა მიემართა ასეთი უჩვეულო თემისთვის - გრძნობების პრეპარაციას მათი თანმიმდევრული დაკარგვის ფონზე და მთავარი განცდის ანალიზს ქაოსისა და ანარქიის ფონზე - სასიყვარულო ვნებების სპეციალისტმა დევიდ მაკკენზიმ რატომღაც ვერ გამოავლინა გამბედაობა მისი არასტანდარტული განხორციელებისთვის. გარეთ სამყაროს აღსასრულია, კაცობრიობა თითქოს სამუდამოდ შეიცვალა, ეკრანზე კი ზანტად და გაუბედავად ტრადიციული მელოდრამა ვითარდება. 

       მხოლოდ ტიპიურ მელოდრამა „დედამიწაზე უკანასკნელ სიყვარულთან“ შედარებით, მთავარი გმირები თითქოს ერთმანეთის მკლავებში მიისწრაფვიან არა იმდენად სიყვარულის, არამედ სასოწარკვეთილების და შიშის გამო. ეს ნამდვილად არის ნებისმიერი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მამოძრავებელი ძალა.

         ბონდის გოგონამ, სანამ ბონდის გოგონა გახდებოდა, ევა გრინმა, მოახერხა მონაწილეობა სამ მთავარ ფილმში - „ზეციური სამეფო“, „არსენ ლუპინი“ და ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებეები“ - მაგრამ „კაზინო როიალმა“ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ფილმი, მაგრამ „უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“, ალბათ, მსახიობის საუკეთესო სახასიათო როლია დღეისთვის...



========

ზომბიფილია

ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ კაცობრიობა განწირულია. როგორც მოსალოდნელი იყო, ზომბი აპოკალიფსი შეუმჩნევლად დადგა. გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ზომბები მიდი-მოდიოდნენ ქუჩებში, ასრულებდნენ თავიანთ უაზრო, წმინდა რეფლექსურ მოქმედებებს, ჭამდნენ გულისამრევ საკვებს. ისინი დახეტიალობდნენ მარტო, ერთიანდებოდნენ ბიზომბურ და ტრიზომბურ ჯგუფებად, მგზავრობდნენ მანქანებით, ეწეოდნენ და გამოსცემდნენ დაუნაწევრებელ ხმებს. და რომ არა მათი უაზრო მზერა, რომელიც მოკლებულია აზროვნების ოდნავ ნაპერწკალსაც კი და არა გვამის გახრწნის კვალს მათ სახეებსა და კიდურებზე, ისეთი გამჭრიახი დამკვირვებელიც კი, როგორიც მე ვარ, შეიძლება შემცდარიყო.

უგრძნობლობის ეპიდემია

აპოკალიფსის თემა ბოლო დროს სულ უფრო იპყრობს ჰოლივუდის რეჟისორების ინტერესს, მათ შორის მათიც, ვინც ზოგადად შორს დგას მეინსტრიმისგან. ამის მაგალითია სტივენ სოდერბერგის „გადადება“ და დევიდ მაკკენზის „უკანასკნელი სიყვარული დედამიწაზე“. მხოლოდ ამერიკელი სოდერბერგისგან განსხვავებით, ევროპელი მაკკენზი, რომელმაც სცადა თავი კომერციული კინოს ამ ნაყოფიერ სფეროში, მიმართავს არა იმდენად სოციალურ საშინელებებს, რამდენადაც მგრძნობელობითს. მისი ახალი ფილმი ზუსტად მოგვითხრობს ადამიანური გრძნობების დაკარგვაზე და იმის შესახებ, გადარჩება თუ არა რომანტიკული ურთიერთობები ამ ქაოსში..<br />...

დეტალურად: https://kursiv.kz/news/2011-12/epidemiya-beschuvstvennosti

კოპირება შესაძლებელია მხოლოდ ბმულით Kursiv.kz. ყველა უფლება დაცულია.





ეროსი და თანატოსი მამაკაცსა და ქალში, ან რა საზიანოა, როდესაც ვინმეს უყვარხარ ალექსეი ხოლოდნი .ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...


ეროსი და თანატოსი მამაკაცსა და ქალში, ან რა საზიანოა, როდესაც ვინმეს უყვარხარ

ალექსეი ხოლოდნი 

                                       მოკვდი, თუ არ გიყვარვარ

 https://syg.ma/@aleksey_holodny/eros-i-tanatos-v-muzhchinie-i-zhienshchinie-ili-kak-vriedno-byt-liubimym

ვნახე დრამატული თრილერი „ანაფორა“  სპლატერის ელემენტებით. ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ ახალგაზრდა დედებმა  ან გოგონებმა, რომლებსაც სურთ გახდნენ ასეთები. ფილმი აშიშვლებს ღრმა, ფარულ ურთიერთობას სქესებს შორის. მთავარი გმირი ქალის სახეში ვლინდება გაორებული მოტივები, რომლებიც ამოძრავებს მოსიყვარულე ქალს - მას, ვინც დედასავით ზრუნავს, და მას, ვისაც ვნება ტანჯავს. ორი არქეტიპის შეცვლა თანმიმდევრულად ხდება. თუმცა, სამწუხაროდ, მასში პლასტიკურობა არ შეინიშნება -  ეს არის პირველი მინუსი, რომელიც არღვევს ფილმის დინამიკას.

თავდაპირველად მაყურებელს თავს ატყდება გმირი ქალის ცნობიერების ნაკადი. ის საწოლზე წევს და ნაზი ხმით ესაუბრება მამაკაცს, რომელიც კადრში არ ჩანს, მაგრამ მისი ყოფნა აშკარად იგრძნობა. გოგონა, რომელიც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავს, არაფრით არის გამორჩეული: სახის მომრგვალებულ ნაკვთებსა და დიდ თვალებში სირბილე იგრძნობა, ხოლო ხავერდოვან ხმაში - სიმშვიდე. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ფანტავს მოულოდნელი, მკაცრი ფრაზა: „ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ!“. ნანახისა და მოსმენილის შეუსაბამობით წარმოშობილი ირაციონალურობა კონტრასტირებს ქალის რბილ სახესთან, ხოლო ზემოხსენებული დიდი თვალები, რომლებიც დიდხანს რჩება კადრში, ქმნის ფსიქოდელიურობის ატმოსფეროს.

მშვიდი გოგონა მოულოდნელად გზას უთმობს შავებში გამოწყობილ ცივსისხლიან მტაცებელს. ადვილი გასაგებია, რომ ჩვენს წინაშე იგივე გმირია, რომელიც გრიმმა სრულიად შეცვალა. ამჯერად სახე თეთრ ნიღბად გადაიქცა, მას ალისფერი ტუჩები აქვს და ის თვალებს არ ახამხამებს. ბაგეები იღიმებიან ყოველ ჯერზე, როცა მტაცებელი თავის მსხვერპლს (მამაკაცს, რომელთანაც ერთად იყო) აჭმევს სკოჩით აკრულ პირზე არსებული ხვრელის საშუალებით, და ძლიერად იკუმებიან, როდესაც „უცნობი ქალი“ დანებს ურჭობს მსხვერპლის სხეულს, რათა შემდეგ მოსიყვარულე დედობრივი მზრუნველობით გაუკეროს  მიყენებული  იარები...

აქ მშვენივრად ვლინდება მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის გაორება. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ მკაცრ, ქთონურ საწყისს, რომელიც თრგუნავს ადამიანს. ყველა მიყენებულ ჭრილობაში ბრაზი და სურვილი ჩანს. „ანაფორას“ ძალადობის სცენებში ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება, რომლებიც ფრეიდიზმისკენ მიანიშნებს. ნებისმიერი ფსიქოლოგი, რომელიც ფილმს ნახავს, დამეთანხმება, რომ მტაცებელი გმირი ქალის ქცევაში ჩადებულია დაუკმაყოფილებლობის კომპლექსი. ქალის გაბრაზების მიზეზი წყენაა, წყენის მიზეზი კი დაუკმაყოფილებლობა. აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: დაუკმაყოფილებელი ქალი ყოველთვის განაწყენებულია, ხოლო განაწყენებული ქალი ყოველთვის ბოროტია. ანუ ბოროტი ქალი მტაცებელია. აქ შესანიშნავად არის გადმოცემული დიდი დედა გეას არქეტიპი, რომელმაც უარყო ქრონოსის მამაკაცური საწყისი, როგორც კი მისგან შვილები მიიღო. როგორც ბერძენი ქალღმერთი, ფილმის გმირი თავისი სიყვარულის ობიექტს ბავშვთან აიგივებს - ის აჭმევს მას, ზრუნავს მასზე - მაგრამ არ ასუსტებს მის ხელებზე კვანძებს, რომ არ გაიქცეს. რადგან ის, უპირველეს ყოვლისა, არის მამაკაცი, რომელიც უნდა დაითრგუნოს.

ასეთი სახის სიღრმის გადმოსაცემად რეჟისორი მითოლოგიაში ერუდირებული უნდა იყოს, უნდა ესმოდეს ადამიანური და არაადამიანური არქეტიპები კულტურაში მათი გარდატეხით – ეს აუცილებელია, თუ რეჟისორი მამაკაცია. მაგრამ თუ ის ქალია, საკმარისია მან ინტუიციურად იგრძნოს თავისი  გმირები. ასე მოიქცა ს.დროზდოვა. სამწუხაროდ, სახის სიღრმის გადმოცემა არ ნიშნავს მის გამოვლენას. აქ იგრძნობა შავებში გამოწყობილი მტაცებელი ქალის ის ინტუიციური (ქალური თვალსაზრისით, „მისი“) გაგება, მაგრამ ტექნიკურად ის არ არის დასრულებული. თუმცა, კამერის გამოყენების მცდელობა მტაცებელი ქალი „იმიერობის“ ჩვენებისთვის იყო და საკმაოდ წარმატებულია. ყოველ შემთხვევაში, ისინი ორგანულად გამოიყურება. ქალის მოძრაობები ხან აჩქარებულია, ხან ნელდება, ამიტომ არაბუნებრივად გამოიყურება. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ჩვენი სამყაროდან  არ არის.

სამწუხაროდ, ამგვარი ეფექტებისგან ატმოსფეროს სატელეფონო საუბრები ასუსტდებს, რომელიც ხდება მოკლე სცენებს შორის. თუ პირველი გამოჩენისთანავე ფრაზების ნაწყვეტები ნაწილობრივ გამოავლენს კონფლიქტს, შემდეგ ისინი უფრო  მქრქალი ხდება  - ისეთივე, როგორც მთელი სიუჟეტი.

მაგრამ სიუჟეტი ასეთ ფილმში არ არის მთავარი: მაყურებლის ყურადღებას იპყრობენ ბრწყინვალე სახეები. მაგრამ ისინიც კი ყოველთვის არ არიან წარმატებულები: „იმიერობამ“ მტაცებლის მოძრაობებში უმტყუნა მას კულმინაციურ მომენტში, როდესაც მამაკაცი გათავისუფლდა თოკებისგან და გაქცევას ცდილობდა. ქალი, რომელიც საყვარელ ადამიანს დაეწია, შეებრძოლა მას, რომლის შედეგს ფილმის ნახვისას შეიტყობთ. თუმცა, აქ დასასრული არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ის იმ სიუჟეტის ნაწილია, რომლის უმნიშვნელობაზე ახლახან იყო საუბარი. მნიშვნელობა სხვა რამეს აქვს. განთავისუფლების მცდელობისას გმირი აღმოჩნდება ოთახის ზღურბლზე, საიდანაც უცნაურ სურათს აკვირდება: მტაცებელი ქალი წყნარად დგას მამაკაცის წინაშე, რომელიც მას აცმევს. როდესაც წითელი ტყავის კორსეტს შავ ნეილონის კოსტუმზე შეკრავს, მამაკაცი მობრუნდება, და მასში გმირი საკუთარ თავს იცნობს, მხოლოდ სუფთა, არა სისხლიანი სახით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის „მთავარი“ იდეა ბოლოს გამოიკვეთა, აქ უფრო მნიშვნელოვანი, ღრმა აზრი დავინახე. მოკლე სცენაში ნაჩვენებია, მსხვერპლი როგორც აცმევს თავის ჯალათს სამოსს, და ამით თავის წამების უფლებას აძლევს. როგორც ხედავთ, აქ ქალს მტაცებლად აქცევს ის, ვინც აღიარებს საკუთარი თავის მიმართ მტაცებლის ზიზღს. ამრიგად, ის მტაცებელს გახსნის საშუალებას აძლევს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულია და მბრძანებლობა  უყვარს,  ქალს სჭირდება, რომ ასეთად ის  მამაკაცმა აქციოს .

ახალგაზრდა დედებისთვის ფილმის ნახვა სავალდებულოა, რადგან მკაფიოდ გამოყოფს ქალის ორ მთავარ როლს - საყვარელის და დედის. ერთი სახის მაგალითზე ნაჩვენებია, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის, როგორც ბავშვის აღქმამ, რომელზეც უნდა იზრუნო, და მასში მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავდე. ქალები ამას, როგორც წესი, საპირისპირო სქესთან ცუდი გამოცდილების გამო განიცდიან. საყვარელი მამაკაცის მიტოვების შემდეგ („ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს!“), მათ გადააქვთ იდეალური მამაკაცის თვისებები თავიანთ ვაჟებზე - და, ამით, თრგუნავენ ამ უკანასკნელს. ასეთი ქალის მიერ გაზრდილი მამაკაცი (რომელიც დაბმული ჰყავს, როგორც ფილმშია ნაჩვენები) მხოლოდ მას ეკუთვნის. ასე მტაცებელი დედა კლავს შვილში მამაკაცურ  ძალას, რადგან ის დედას აღმერთებს. აქ შეგიძლიათ დიდი დრო დაუთმოთ ონტოლოგიურ მსჯელობებს იმის შესახებ, რომ კარგი ღვთაება მკვდარი ღვთაებაა, მაგრამ დარჩეს ეს კადრს მიღმა. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ადრე თუ გვიან, ვაჟები დედებს იმედებს უცრუვებენ და მათ სურთ „ყველაფერი თავიდან დაიწყონ“, ხოლო „αναφορα“ ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „გამეორება“.


===


https://www.stone2art.ru/мемориальная-скульптура/eros-i-tanatos

ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...

ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის სასიცოცხლო აქტივობა განისაზღვრება ორი ძალის: სიცოცხლის ინსტინქტის (ეროსი) და სიკვდილის ლტოლვის (თანატოსის) შერწყმით. მან შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „ნებისმიერი სიცოცხლის მიზანი სიკვდილია“, ხოლო ცხოვრების გზა არის ბრძოლის არენა ეროსსა და თანატოსს შორის, რადგან თითოეულ ინდივიდს აქვს დესტრუქციულობისა და აგრესიისკენ მიდრეკილება. ამის დასტურია კაცობრიობის მიერ თავისი ისტორიის მანძილზე წარმოებული ომები.

იცით თუ არა, რომ სასაფლაოები ყოველთვის და ყველგან ლაპარაკობენ სიყვარულზე? იცით თუ არა, რომ საფლავის ქვებს შორის უფრო მეტ ემოციას აძლევთ უფლებას, ვიდრე სახლის კედლებში? არ გინდათ შეურიგდეთ იმას, რომ სიკვდილმა შეიძლება დაგვყოს ჩვენ?

მარი ფრენსის დელმასი 25 წლის ასაკში დაიღუპა 1908 წლის 13 მარტს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. მოქანდაკე ლუიჯი ორენგომ (1865-1940) გამოსახა უკანასკნელი კოცნის სცენა. ეს მარმარილოს სკულპტურა სიმბოლურად განასახიერებს და აერთიანებს დანგრეული ახალგაზრდული ცხოვრებისა და სიყვარულის თემას. ნაწარმოები გამსჭვალულია სიკვდილის გარდაუვალობის შეგნებით, მაგრამ ის შერბილებულია ნაზი ჩახუტებით და გოგონას სხეულის მდგომარეობით საყვარელი ადამიანის კალთაში, თითქოს მას სძინავს. ეს მარმარილოს სკულპტურული კომპოზიცია გენუის სასაფლაოზე სიყვარულით არის სავსე.

ისინი სიგიჟემდე ფარულად შეყვარებულები არიან, როგორც რომეო და ჯულიეტა. ისინი შიშვლები და გაუმაძღრები არიან, როგორც ქალი და მამაკაცი. მათ არ ეშინიათ საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვის. ისინი გაიყინნენ ნეტარების მწვერვალზე ... ქვემოთ კი საფლავები, ძეგლები და ყვავილებია. ეს ერთ-ერთი ულამაზესი მონუმენტური საფლავის ქვაა ვერონაში. მის ქვეშ განისვენებს პოეტი Lionello Fiumi.

პარიზში პერ ლაშეზის სასაფლაოზე ფერნან არბელოტის საფლავია, რომელიც უფრო ცნობილია თავისი საფლავის ქვით, ვიდრე იმით, რაც მან გააკეთა ცხოვრებაში. ალბათ, არავის ახსოვს ის, როგორც მუსიკოსი, მსახიობი ან არქიტექტორი. მაგრამ ბევრმა ახლა იცის მისი უკანასკნელი სურვილი - სამუდამოდ უყურებდეს ცოლის სახეს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. თვალითვალ გაყრილი - სამუდამოდ...

მათ უყვარდათ ერთმანეთი, რელიგიური აკრძალვების მიუხედავად. ის კავალერიის პოლკოვნიკი იყო, პროტესტანტი, ქალი კი დიდგვაროვანი კათოლიკე. ისინი დაქორწინდნენ 1842 წელს. 1888 წელს მამაკაცი გარდაიცვალა, ქალს კი სურდა ქმრის გვერდით დაეკრძალათ, მაგრამ, კანონის თანახმად, ეს შეუძლებელი იყო. რურმონდის სასაფლაოზე (ნიდერლანდები) ისინი დაკრძალეს კედლის ორ მხარეს - პოლკოვნიკი პროტესტანტულ მხარეს, მისი მეუღლე კი კათოლიკურ მხარეს. მაგრამ - სიურპრიზი! საფლავის ქვები ისე მაღლა იყო აღმართული, რომ ყველა არქიტექტურული ბარიერის გვერდის ავლით შესაძლებელი გახდა მათი გაერთიანება. როგორც სიმბოლომ, მოსიყვარულე ადამიანების ორმა ხელმა გადალახა ეკლესიის ყველა აკრძალვა.

        რამდენი სიყვარულია სიკვდილამდე ერთ ნაბიჯში, რამდენი ტრაგიკული ამბის მოყოლა შეუძლია სასაფლაოებს. და თქვენთვის ნათელი ხდება, რომ სიტყვები „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“, აზრს მოკლებული ფრაზაა. რადგან სიყვარული სცილდება ჩარჩოებს: როგორც კედლით გაყოფილი და ერთმანეთისკენ გაწვდილი ორი ხელი; გადახლართული სხეულები;  მზერა - თვალი თვალში. ეროსი და თანატოსი - მარადისობა და ...

ბუნებრივი მარმარილოსგან დამზადებული მემორიალური ქანდაკების ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს გალერეაში „მემორიალური ქანდაკება“.


https://схемо.рф/schema/30990-eros-i-tanatos.html

ეროსი და თანატოსი

                                ცხრილი 97.  ეროსი და თანატოსი

ეროსი თანატოსი

ხასიათი კონსტრუქციული დესტრუქციული

გამოხატავს სიცოცხლისა და სიყვარულის ნება სიკვდილისა და აგრესიულობის  ნება

მიჰყავს განვითარებისკენ შექმნა განადგურება, მკვლელობა, თვითმკვლელობა

მიზანი ორგანული ცხოვრების განვითარება ადამიანებისა და ყოველივე ცოცხალის დაბრუნება არაორგანული მდგომარეობისკენ



https://proza.ru/2016/01/21/2365
შენ ხარ ჩემი ეროსი, მე შენი თანატოსი
იანუს იაროვსკი  
შენ ჩემი ეროსი ხარ, მე კი შენი თანატოსი.
ღვინოსავით მინდა შენი შესმა,
მინდა, რომ ამას იქით არავის ერგო,
მინდა, რომ არავინ შეუშვა შენს სისხლში.

მინდა, რომ არ შეუშვა ბიწიერება შენს სხეულში,
რაც არ უნდა ტკბილად  მღეროდეს ასმოდეუსი
თუ მას შემთხვევით გადაეყრები,
ვნებათა უფსკრულში აღმოჩნდები.

მე გაგანადგურებ ჩემი სიყვარულით, 
შენ კი მაწამებ მრისხანე მზერით. 
ჩვენი ექსტაზი გაბანილია სისხლით!
ჩვენი ექსტაზი  გაბანილია შხამით!

ხომ გახსოვს ანგელოზები? სულელი ფრინველები.
მათ იცავდნენ და არ აჩვენებდნენ სამყაროს,
ისინი კი ყვებოდნენ თავიანთ მონაჩმახს,
სადაც სატირად  წარმომაჩენდნენ.

ისე ადვილად წყდებოდათ ფრთები,
მე კი მათ თითქმის არც შევხებივარ.
მათი ფილტვები ავავსე მტვერით.
და, როგორც იქნა, ამას მივაღწიე!

მე და შენ წამიერად გავერთიანდით,
ერთმანეთის ტანჯვით  ვტკბებოდით.
მე შენ გკლავდი ჩემი სხეულით 
შენ კი მტანჯავდი შენი სურვილით.

მე შენი ეროსი ვარ, შენ ჩემი თანატოსი.
ჩვენს ვნებაში ყველა როლი იკარგება.
და არ აქვს მნიშვნელობა, რა როლი გვერგო,
სანამ ჩვენი სხეულები ერთმანეთში გადახლართულია.

http://postcultura.ru/graphics/388-2015-tanatos-55-67-1.html

თანატოსი 55/67≠1
არიან მხატვრები, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ სიუჟეტს ხატავენ. ან ერთ და იგივე პერსონაჟს სხვადასხვა ვითარებაში. რატომღაც, პოლონელები ძალიან მიდრეკილნი არიან ამისკენ. პოლონური ფერწერის ორი ბურჯი - მატეიკო და მალჩევსკი - თავისტილოებზე თავის თავს ხატავდნენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სცენებში. მატეიკო, რომელიც სპეციალიზებული იყო მონუმენტურ მხატვრობაში, დარჩა მის თითოეულ ეპიკურ ტილოზე.  ბევრზე კი - რამდენჯერმე.
სერიებისკენ მიდრეკილება ასევე ეთნიკურ პოლონელ ვრუბელსაც ჰქონდა. ალბათ, გამეორებაში არის რაღაც პოლონური. ან პოლონურში, რაღაც განმეორებადი. მაგრამ გამეორებების მეფე სიმბოლისტი იაცეკ მალჩევსკი იყო. როგორც სიმბოლისტს შეეფერება, მისი ნახატები სავსეა შეზღუდული რაოდენობის სახეებით, რომლებიც სურათიდან სურათზე გადადიან. ისინი, რა თქმა უნდა, გადადიან არა კლიშეებივით, არამედ იცვლებიან, ვითარდებიან, ცხოვრობენ. ეს ძალიან ღირებული თვისებაა: მისი წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთი და იგივე ცნების აღქმას სხვადასხვა დროს. იმ პირობით, რომ სხვადასხვა დროს აღქმის იდეა არის აზროვნების თავსმოხვეული სტერეოტიპი.
მალჩევსკის ძალიან უყვარდა თანატოსის დახატვა. ასეთი ანგელოზი არ არსებობს, მაგრამ კათოლიციზმში, რომელიც მიდრეკილია რაღაც პრიმიტიული ანიმიზმისკენ, სიკვდილს უბრალოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი, პერსონალური ანგელოზი. ეს არის თანატოსი, რაც ბერძნულად „სიკვდილს“ ნიშნავს. თანატოსი იაცეკის ტილოებზე ოცჯერ არის მაინც წარმოდგენილი. მხატვრის მიერ 55 და 67 წლის ასაკში დახატული ორი ნახატი განსაკუთრებით საყურადღებოა იმით, რომ, ერთის მხრივ, მათ შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მეორე მხრივ, რომ ნახატების კონსტრუქცია იდენტურია. მამაკაცი მუხლებზეა დაჩოქილი თანატოსის წინაშე, ხელები გულზე აქვს დაკრეფილი. თანატოსი მას სიცოცხლეს ართმევს. ორივე სურათზე სიკვდილს აქვს არა ანგელოზის, არამედ ქალის სახე და სხეული. თანატოსი ამ სახით არის Femme fatale.
ამ ორი სურათის შედარება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ მინდა გაგაფრთხილოთ მარტივი და იოლი დასკვნებისა და ვარაუდებისგან, რომლებმაც შეიძლება გააფუჭონ თამაში. ხელოვნებათმცოდნეები იასამნისფერთმიანი მოხუცი ქალების სახით, რომლებიც მიყუჩებულნი არიან თითოეულ ჩვენგანში, ადვილად იღვიძებენ და იწყებენ მომზადებული ექსკურსიისთვის განკუთვნილი სისულელეების ლაპარაკს „სხვადასხვა პერიოდების“ შესახებ. მხატვრობა მეტყველებს მხოლოდ იმის შესახებ, რასაც აჩვენებს, ისევე როგორც მუსიკა - მხოლოდ იმის შესახებ, რაც ჟღერს. ანალოგია კი ყოველთვის გაუმართლებელი მსჯელობაა. ორივე ნახატის ანალიზში არის უზარმაზარი მინიშნებები აღმოჩენებზე, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა გაკეთდეს, რათა ყველამ ისარგებლოს.


https://avidreaders.ru/book/eros-i-tanatos.html
ეროსი და თანატოსი
კაზაკოვი ალექსეი ვიქტოროვიჩი 
ჟანრი: თანამედროვე რუსული ლიტერატურა 
 „ეროსი და თანატოსი“ 
წიგნის შესახებ
წიგნი შეიცავს ერთი თემით გაერთიანებულ ისტორიებს: სიყვარული და სიკვდილი, ეროსისა და თანატოსისკენ სწრაფვა, ღრმა საწყისებისკენ, რომლებიც განუყოფელია და ხშირად გავლენას ახდენს ადამიანების ქმედებებზე. ამ მოთხრობებში მელოდრამა ორგანულად არის შერწყმული დეტექტივისა და მისტიკის ელემენტებთან.
ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ალექსეი ვიქტოროვიჩ კაზაკოვის წიგნი „ეროსი და თანატოსი“ უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე fb2, rtf, epub, pdf, txt ფორმატში, წაიკითხოთ წიგნი ონლაინ  ან შეიძინოთ წიგნი ონლაინ მაღაზიაში.