пятница, 1 октября 2021 г.

ალგორითმის მსხვერპლი: რა ჭირს ონლაინ მარკეტინგს

 ალგორითმის მსხვერპლი: რა ჭირს ონლაინ მარკეტინგს

https://hbr-russia.ru/innovatsii/trendy/820672


თეორიულად, მარკეტინგის პერსონალიზაცია უნდა იყოს მომგებიანი როგორც კომპანიებისთვის, ასევე კლიენტებისთვის. საკომუნიკაციო საშუალებების, რეკომენდაციებისა და სარეკლამო აქციების სწორი კომბინაციის არჩევით, თითოეული კლიენტის ინდივიდუალური უპირატესობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი მყიდველისადმი საუკეთესო მიდგომის   მოძებნა.

პერსონალიზაციის მოუხერხებელმა მცდელობებმა შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს, და მაინც ტარგეტინგის ტექნოლოგიები ყოველდღიურად უფრო დახვეწილი ხდება. მანქანური სწავლების და დიდი მონაცემების ანალიტიკის განვითარებასთან ერთად ანალიზის პერსონალიზაცია იძენს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას და ნაკლებად აკვიატებული და გამაღიზიანებელია  მომხმარებლისთვის. მაგრამ ამ ცვლილებებთან ერთად, ჩნდება ფარული რისკი: ავტომატიხირებულ სისტემებს შეუძლიათ  მავნე ცრურწმენების განმტკიცება.

ჩვენს ახალ კვლევაში ჩვენ განვიხილეთ დინამიური ფასების წარმოქმნის და ტარგეტირებული ფასჩამოკლების გამოყენება და შევეცადეთ გაგვერკვია, შეიძლება თუ არა (და როგორ) წარმოიშვას ყალბი მიკერძოებულობა, თუ მომხმარებლებისთვის დადგენილი ფასები ალგორითმით არის განსაზღვრული. ამგვარი პერსონალიზებული მარკეტინგის ყურადსაღები ისტორია შეემთხვა  Princeton Review-ს. 2015 წელს გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელიც სთავაზობთ გამოცდებისათვის მომზადების მომსახურებას, სხვადასხვა რეგიონებში კლიენტებისთვის სხვადასხვა რეგიონიბიდან დაადგინა სხვადასხვა ფასი, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვაობა აღწევდა  ასობით დოლარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეცადინეობა ტარდებოდა ტელეკონფერენციის საშუალებით. მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ტიპის დინამიური ფასები შეიძლება მოგების გაზრდის მარტივ გზად მოგვეჩვენოს. მაგრამ კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ მომხმარებლები ამ მიდგომას აღიქვამენ, როგორც შეგნებულად უსამართლოს, რომ ის ნდობას ძირს უთხრის და არ იწვევს კომპანიისთვის მიმართვის სურვილს. უფრო მეტიც, Princeton Review მიკერძოება ასევე რასობრივ ხასიათს ატარებდა: ProPublica–ს რედაქციის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა რეზონანსულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ აზიური ოჯახებისთვის ფასები სისტემატურად აღმოჩნდებოდნენ უფრო მაღალი, ვიდრე  სხვა კლიენტებისთვის.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები და ალგორითმიული ტექნოლოგიების სპეციალისტებიც კი თვლიან, რომ პერსონალიზებული მომსახურეის გაწევა და  დისკრიმინაციის თავიდან აცილება ადვილი არ არის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ განცხადებებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოების შესახებ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Google, განსაკუთრებით ხშირად დემონსტრირებენ მამაკაცები. გასულ წელს Facebook-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია არღვევდა კანონს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ საცხოვრებლის გაყიდვისა და გაქირავებისას, რადგანაც საშუალებას აძლევდა უძრავი ქონების რეკლამის განმთავსებლებს ტარგეტირებულიყვნენ მომხმარებლებზე დისკრიმინაციის განსაკუთრებული ნიშნების მიხედვით, მათ შორის რასის, სქესის, ასაკის გათვალისწინებით და ა.შ.

რა ემართება პერსონალიზაციის ალგორითმებს და რატომ არის მათი მართვა ასე რთული? თანამედროვე პირობებში - პროგრამული უზრუნველყოფის არსებობისას მარკეტინგის და ავტომატიზირებული რეტარგეტინგის, A/B-ტესტირების პლატფორმების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც ავტომატურად ირჩევენ მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტებს -  მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად ავტომატურად მიიღება, ადამიანის კონტროლის გარეშე. და თუმცა მონაცემები, რომლებსაც მარკეტოლოგები იყენებენ კლიენტების სეგმენტირებისთვის, თავისი არსით არ არის დემოგრაფიული, ეს ცვლადები ხშირად კორელაციაში არიან სოციალურ მახასიათებლებთან.

===
http://www.lookatme.ru/flow/obschestvo/lyudi/87366-devid-ayk-realnaya-kartina-proishodyaschego-v-mire
დევიდ აიკი - რეალური სურათი იმისა, რაც მსოფლიოში ხდება

მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ადამიანის მიერ მასალის წარმოდგენის საოცარი სიმარტივესა და ადეკვატურობაზე, ბუნებრიობაზე.
დევიდ აიკი (ინგლ. David Vaughan Icke) (დაიბადა 1952 წლის 29 აპრილს) - ინგლისელი მწერალი და ორატორია.
1990 წლიდან მან დაიწყო იმის კვლევა, „თუ რა და ვინ მართავს რეალურად სამყაროს“. ის 16 წიგნის ავტორია, რომელშიც მოცემულია მისი შეხედულებების განმარტება, ე. წ. ახალი საუკუნის შეთქმულების თეორია.
რა არის შეთქმულების თეორია? შეთქმულების თეორია (ინგლ. conspiracy theory, ასევე ცნობილი როგორც კონსპიროლოგიური თეორია) წარმოადგენს ჰიპოთეზების ერთობლიობას, რომელიც ცდილობს ახსნას მოვლენა (მოვლენების რიგი) ან პროცესი, როგორც შეთქმულების შედეგი, ანუ ადამიანების მცირე, საიდუმლო ჯგუფის ქმედებები, რომლებიც მიმართულია  გარკვეულ ისტორიულ პროცესების შეგნებულად  მართვაზე.
 შეთქმულების თეორია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ელიტის თეორიის ერთ-ერთი უკიდურესი   ვერსია.     
(დეტალურად:"http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B5%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F_%D0%B7%D0%B0%D0%B3%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%80%D0%B0" .) 
ასევე დევიდ აიკს ჰყავს უამრავი მიმდევარი მთელ მსოფლიოში, ხოლო  მისი წიგნები თარგმნილია რვა (8) ენაზე. მის ვებ-გვერდზე - „http://www.davidicke.com/“, ყოველკვირეულად მოდის  600 000 ჰიტი. მისი ლექციები 7 საათის ხანგრძლივობით ზედიზედ 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა 2000 წლიდან 2006 წლამდე. აიკი იყო BBC–ის არხის ცნობილი სპორტული კომენტატორი და მწვანეთა ბრიტანული პარტიის სპიკერი.
მაგრამ 38 წლის ასაკში, ერთ–ერთ სეანსზე, ფსიქოლოგმა დავითს უთხრა, რომ ის მკურნალი იყო და მას ჰქონდა მიზანი დედამიწაზე! 1991 წლის აპრილში ის გამოჩნდა BBC– ს ცნობილ ტერი ვოგანის შოუში და თქვა, რომ ის იყო ღვთის შვილი (მოგვიანებით აიკმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ არასწორად იყო გაგებული). გარდა ამისა, მან გადაწყვიტა პროგნოზის გაკეთება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს მოიცავს მიწისძვრები და ცუნამი. ამ შოუმ დავითის ცხოვრება შეცვალა, ის ერთ ღამეში არატრადიციული შეხედულებების მქონე ექსცენტრიულ ადამიანად იქცა.
მისი აზრით: - დედამიწის მოსახლეობის 5% (აშშ) მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-ს. - დედამიწის მოსახლეობის 10% მოიხმარს მსოფლიოს რესურსების 90%-ს, ხოლო პლანეტის მოსახლეობის დანარჩენი 90% მოიხმარს რესურსების 10%-ს. - დასავლური სამომხმარებლო აზროვნების პრინციპებზე აგებული საზოგადოების მოდელი უტოპიურია, რადგან შეუძლია უზრუნველყოს პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ის კეთილდღეობა (და მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ შეზღუდული რესურსები არ ამოიწურება). —სამომხმარებლო საზოგადოებას და მის იდეალებს თავს ახვევს და წაახალისებს მსხვილი ბიზნესი - კორპორაციები, რომლებმაც ბანკების მფლობელებთან ერთად მოახდინეს თავიანთ ხელში მსოფლიოს თითქმის ყველა რესურსისა და ფინანსების მართვის კონცენტრირება, პოლიტიკის საშუალებით ლობირებენ თავიანთ ინტერესებს. —რეალურად პლანეტაზე არსებული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების უკან დგას არაუმეტეს რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი (ამის შესახებ ჯონ კოლემანი საუბრობს „300-თა კომიტეტში“) - ესენი არიან ბანკების და კორპორაციების მფლობელები, ბევრი მათგანი საუკუნეების მანძილზე დანათესავდა და  გაერთიანდა ოჯახურ კლანებში, არაუმეტეს 400 ადამიანისა. - ეს რამდენიმე ასეული ადამიანი რეალურად ახორციელებს 6.5 მილიარდი ადამიანის ზესახელმწიფოებრივ მართვას, წყვეტს მათ სიცოცხლეს და ბედს. ვინ და როგორ ახორციელებს კაცობრიობის ამ მართვას, რა არის მათი მიზნები, სად მივყავართ და როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ მას.
ეს ყველაფრის შესახებ შეგიძიათ შეიტყოთ დევიდ აიკის საოცარ და ამაღელვებელ ისტორიაში  აქ : „http://hugg.ru/blog/conspiracy_theory/15.html“
ასევე გირჩევთ უყუროთ ვიდეოს სახელწოდებით, Who controls the Web?
დევიდ აიკის მიმდევრების კლუბი vkontakte: http://vkontakte.ru/club9018694
წიგნი „უსასრულო სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ყველაფერი დანარჩენი ილუზია“: http://www.koob.ru/aik_david/
დევიდ აიკის ახალი ვებსაიტი იაპონიაში: http://www.davidicke.jp/
David Icke ოფიციალური არხი: http://www.youtube.com/davidicke/
კომპანიები: http://www.davidickebooks.com/
დევიდ აიკი იღებს უფლებას უპასუხოს ყველაზე მწვავე და აქტუალურ კითხვებს, რომლებიც ეხება ფინანსებს, მთავრობას, ენერგეტიკას და ადამიანის არსებობის მნიშვნელობასაც კი.

https://hightech.plus/2018/11/15/amerikanskih-kongressmenov-nauchat-razbiratsya-v-ii

ამერიკელ კონგრესმენებს ასწავლიან ხელოვნურ ინტელექტში  გარკვევას
ანდრეი სმირნოვი
 
ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩაუშვა პროგრამა ხელოვნური ინტელექტი- გაუნათლებლობის აღმოფხვრა აშშ-ს კანონმდებლებისთვის. მათ ასწავლიან ალგორითმის მიკერძოების და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელების გამოვლენას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
დიპაიან გოში ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველია მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის მართვის სკოლაში. მას ვაშინგტონში საგანმანათლებლო ბანაკის ორგანიზების იდეა კონგრესმენებისა და კაპიტოლიუმის აპარატის თანამშრომლებისათვის  მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პროფესორმა მოისმინა კონგრესში Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის გამოსვლა მიმდინარე წლის აპრილში, წერს MIT Technology Review.
იმ დროს ცუკერბერგი „ხალიჩაზე“ დაიბარეს მოთხოვნით განემარტა სკანდალების შემდეგ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მასობრივი გაჟონვა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
შედეგად, Facebook-ის ხელმძღვანელმა დატოვა კაპიტოლიუმი, როგორც ამბობენ, მთლად თეთრში გამოწყობილმა. მან კონგრესმენებს აცნობა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გრანდიოზული გეგმის შესახებ, რაც სოციალური ქსელის მუშაობას გახდის გამჭვირვალეს და კანონმორჩილს. გოში დარწმუნებულია: დიალოგი ცუკერბერგისთვის ადვილი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ ერკვევიან ხელოვნურ ინტელექტში.
„თუ თქვენ ჰკითხავთ კონგრესის რომელიმე წევრს, შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დეზინფორმაციის გავრცელება ინტერნეტში, ის გიპასუხებთ ან „მე ასე არ ვფიქრობ“, ან „არ ვიცი“, - ამბობს დიპაიან გოში.
კიდევ ერთ მკვლევართან ჰარვარდიდან, ტომ უილერთან ერთად, გოში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამის გაშვებას. ის იწყება ვაშინგტონში 2019 წლის თებერვალში სასწავლო ბანაკით, სადაც მეცნიერები პოლიტიკოსებს გააცნობენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობის ყველა ასპექტს და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
კვირის ბოლოსთვის გოში პირდება პროგრამის წარდგენას პირველი სამი კურსისთვის: ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დანერგვის შესახებ; ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და კონფიდენციალურობის უფლებების დარღვევის შესახებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას პერსონალიზებულ რეკლამებში სოცქსელში.
ხელოვნური ინტელექტის ბანაკში სწავლებას აწარმოებენ სამი ათეული სპეციალისტი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, იურისპროდენციაში, ეკონომიკასა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში. გოში ჰპირდება, რომ კონგრესმენებს მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით მოუყვებიან, თუ რატომ, მაგალითად, სახის ამოცნობის სისტემები ხშირად შეიძლება გახდეს რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.
ისინი აუხილავენ პოლიტიკოსებს თვალს იმაზე, რომ მარკ ცუკერბერგს ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში მომხმარებლის მონაცემების გასაანალიზებლად, რათა ეს ინფორმაცია მიყიდოს მსხვილ რეკლამის განმთავსებლებს.
==


https://vz.ru/news/2020/6/6/1043542.html
ამერიკელმა პროფესორმა თგანაცხადა, თუ რატომ არ მოსწონს SpaceX-ის „მოდური“ სკაფანდრი 

ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის პროფესორმა პაბლო დე ლეონმა განაცხადა, თუ რატომ არ გამოდგება SpaceX–ის მოდური სკაფანდრი რუსულ „სოიუზზე“ ფრენისთვის და იგი რუსულ „შევარდენს“ შეადარა.
„SpaceX იყენებს ერთ კომბინირებულ შლანგკაბელს ჰაერის, ჟანგბადის მისაწოდებლად, კომუნიკაციისა და ბიოსამედიცინო სისტემებისათვის, ყველაფერი ერთ ჭიპლარშია მოთავსებული. (სკაფანდრისა და ჰომალდ „სოიუზის“ სისტემების) შეთავსება სერიოზულ  მოდიფიკაციებს მოითხოვს“,- აქვეყნებს რია „ნოვოსტი“ ექსპერტის სიტყვებს, რომელიც ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის პილოტირებული ფრენების ლაბორატორიას. ის დარწმუნებულია, რომ SpaceX-ს სკაფანდრები არ გამოდგება   „სოიუზზე“.
სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკაფანდრები, რომლებიც გამოიყენეს ასტრონავტებმა დუგ ჰერლიმ და ბობ ბენკენმა პირველი ფრენისას  Crew Dragon-ზე, ისევე როგორც რუსულმა „სოკოლმა“, ასევე ბოინგის ლურჯი  სკაფანდრები, რომლებიც განკუთვნილია ჰომალდ Starliner–ზე ფრენებისთვის, შემუშავებულია მხოლოდ კოსმოსური ჰომალდის ბორტზე გამოყენებისთვის და საჭიროა მხოლოდ ასტრონავტების დასაცავად ხომალდის გაუთვალისწინებელი დეჰერმეტიზაციის შემთხვევაში.
 „თუ კოსმოსური ხომალდის კაფსულა დეჰერმეტიზირებულია, მათში (სკაფანდრებში) წნევა გათანაბრდება 3 წამში და შეუნარჩუნებს მათ სიცოცხლეს, მაგრამ ეს სკაფანდრები ვერ დაიცავს ასტრონავტებს ღია კოსმოსში გასვლისას და კოსმოსური ხომალდის გარე ზედაპირზე მუშაობისას,“ - განმარტა დე ლეონმა.
მისი თქმით, ასეთი სკაფანდრები „უფრო მარტივი, მსუბუქი და დამოკიდებულია შლანგკაბელზე, რომელიც მათ კოსმოსურ ხომალდთან აკავშირებს (ეკიპაჟის) სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.
ამერიკული სიახლეებისა და რუსული „სოკოლ“-ის მსგავსებაზე საუბრისას, სპეციალისტი მიუთითებს მათი ჩაფხუტების საკეტის სისტემებზე. Boeing-ისა და SpaceX-ის  სკაფანდრებში, ისევე როგორც „სოკოლ“-ში, ჩაფხუტი ინტეგრირებულია მათში და აქვს „ლოკოკინისებური“ საკეტი, და არა ცალკე ჩაფხუტი, როგორც ადრე გამოიყენებოდა NASA-ს მიერ ACES-ის სკაფანდრებში შატლის სტარტისა და დაშვების დროს.
SpaceX–ის სკაფანდრში, ექსპერტის თქმით, სიახლეა ის, თუ როგორ იცვამენ მას ასტრონავტები: „ასტრონავტებმა სკაფანდრი უნდა ჩაიცვან ორმაგი ელვა-შესაკრავის საშუალებით, რომელიც ფეხებს შორისაა, ხოლო „შევარდენში“  ჩაცმა ჩვეულებრივ ხდება“.
„მე ადრე ვცადე „შევარდენის“ სკაფანდრები, და ასეთი სისტემა უფრო მისაღებად მიმაჩნია და არა ისეთი, სადაც შესაკრავი ფეხებს შორისაა და არც ისე ადვილია მისი გახდა და ჩაცმა კოსმოსური ჰომალდის დახურულ სივრცეში“, - განმარტავს პროფესორი.
       SpaceX– ის თოვლივით თეთრი სკაფანდრები სპეციალურად შეიქმნა Crew Dragon-ზე ფრენისთვის და შეიკერა ჰომალდის პირველი ეკიპაჟის წევრებისთვის ინდივიდუალურად. სიახლის დიზაინერი იყო ცნობილი ჰოლივუდის დიზაინერი ხოსე ფერნანდესი, გმირული კოსტიუმების ავტორი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“, „ფანტასტიკური ოთხეული“, „რკინის კაცი 2“ და „იქს-ადამიანები 2“. სწორედ ფერნანდესმა შეასრულა SpaceX–ის მფლობელის და მთავარი იდეოლოგის ილონ მასკის დავალება, რომელსაც სურდა ასტრონავტები „სკაფანდრებში უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მის გარეშე, როგორც ეს სმოკინგის შემთხვევაში ხდება“. სკაფანდრები გამოვიდა „ფუტურისტული, კომპაქტური და ამავე დროს შთამბეჭდავი“.
„მახსოვს, როდესაც ვეცნობოდი SpaceX-ის სკაფანდრების საწყის პარამეტრებს მისი შექმნის ეტაპზე, მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ესთეტიურად მიმზიდველი ყოფილიყო. მე არასოდეს მინახავს ადრე, ​​რომ ტექნიკური მოთხოვნები გავლენას ახდენდეს გარეგნობაზე, და ეს ნამდვილად გასაკვირი აღმოჩნდა ჩემთვის“, - თქვა ექსპერტმა.
ამავე დროს, როგორც დე ლეონი აღნიშნავს, მოდა არ არის მთავარი კოსმოსში: „მე არ ვფიქრობ, რომ სხვა კომპანიებმა ან მთავრობებმა უნდა დაიცვან ეს ტენდენცია“. „ასტრონავტების ან კოსმონავტების უსაფრთხოება და მათ მიერ მისიის დასრულება, ჩემი აზრით, უნდა იყოს კოსმოსური სისტემების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა“, - აჯამებს სპეციალისტი.
===
https://www.verstov.info/news/it_news/73220-algoritm-shovinist-perevodchik-google-obvinili-v-seksizme.html
შოვინისტი ალგორითმი. Google-ს თარჯიმანი სექსიზმში დაადანაშაულეს
ბრაზილია.  ბრაზილიელმა პროგრამისტებმა გაანალიზეს Google Translate სერვისის ალგორითმები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სერვისი თარგმნისას ზოგიერთ ადგილას არ ითვალისწინებს სქესის კატეგორიას, გვაცნობა საიტმა „ვეჩერნაია მოსკვამ“ .
სპეციალისტებმა თარგმნეს რამდენიმე ათასი წინადადება 12 ენიდან ინგლისურად, აღმოჩნდა, რომ თარჯიმანი 71 პროცენტით ტექნიკურ პროფესიებს მიაკუთვნებს მამრობით სქესს, და მხოლოდ ოთხ პროცენტს მდედრობითს. მაგრამ პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანდაცვასთან, ნეიროქსელი მიაკუთვნებს მდედრობით სქესს.
მეცნიერებმა თავის კვლევაში აირჩიეს 12 ენა, რომლებშიც არ არის სქესის გრამატიკული კატეგორია, მათ შორის აღმოჩნდა უნგრული, ფინური, სომხური და ესტონური ენები. ამ ენებში, მესამე პირის ნაცვალსახელი გენდერულად ნეიტრალური იყო. საერთო ჯამში, მეცნიერებმა გამოიყენეს 1019 პროფესია სხვადასხვა კატეგორიიდან. ორიგინალის ენაზე წინადადებების შედგენის შემდეგ მკვლევარებმა ისინი თარგმნეს ინგლისურად.
შედეგად, მათ შეამჩნიეს, რომ წინადადებებში არგამოხატული სქესით Google Translate უშვებს შეცდომებს: ფრაზა «ő egy ápoló» („ის მედდაა/მედძმაა) სერვისმა თარგმნა, როგორც  „she is a nurse“, ხოლო „ő egy tudós“ („ის მეცნიერია“) , როგორც „he is a scientist“.          
პროფესიების მიღებული განაწილება მკვლევარებმა შეადარეს შრომის სტატისტიკის ბიუროს ციფრებს. Google Translate არ ასახავს რეალურ სურათს შრომის ბაზარზე და მიკერძოებულად არის დამოკიდებული პროფესიაში წარმომადგენლების განაწილებაზე (ყოველ შემთხვევაში აშშ-ში).
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ რასობრივი და გენდერული მიკერძოება წარმოიშვა შემსწავლელი ამონაკრების თავისებურებების გამო. ამის წყალობით, მეცნიერებმა, დიდი რაოდენობის ტექსტების მაგალითზე შეძლეს შეესწავლათ, თუ როგორ შეიცვალა ქალებისა და აზიელებისადმი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში. თუმცა, მკვლევარები გვთავაზობენ სპეციალური ალგორითმების გამოყენებას, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ მიკერძოებულობას.






































ილონ მასკი და ახალი ერა სკაფანდრების დიზაინში. შესაძლებელია თუ არა ჩასუნთქვა (მექანიკურად) კოსმოსში სკაფანდრის გარეშე, ან რას გრძნობთ კოსმოსში სუნთქვის მცდელობისას?

ილონ მასკი და ახალი ერა სკაფანდრების დიზაინში


 https://britanka.media/ilon-mask-i-novaya-era-v-dizayne-skafandrov/


6 თებერვალს ილონ მასკის SpaceX–მა ორბიტაზე გაუშვა მსოფლიოში ყველაზე მძიმე რაკეტა Falcon Heavy. მასკის სიყვარული რაკეტების გაშვების და დაშვებისადმი უკვე საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად რაღაც ახალი მოხდა - რაკეტასთან ერთად მან კოსმოსში გააგზავნა თავისი ავტომობილი Tesla Roadster, გარდა ამისა მან სამუდამოდ შეცვალა სკაფანდრების  დიზაინისადმი მიდგომა.

ავტომობილი, რომელსაც SpaceX იყენებდა სიმძიმისთვის, იბრუნებს მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწას და მარსს შორის. საჭესთან - სკაფანდრში გამოწყობილი მანეკენია,  მოწყობილობების პანელზე წარწერაა „პანიკის გარეშე!“, დინამიკებში ისმის დევიდ ბოუის სიმღერა „Space Oddity“.

არის კიდევ ერთი დეტალი: სკაფანდრის დიზაინი! როგორც ირკვევა, ეს არ არის უბრალო კოსტუმი მანეკენისთვის. როგორც მასკმა Falcon Heavy–ის გაშვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის SpaceX–ის მიერ შემუშავებული სრულფასოვანი სკაფანდრი. ასეთივე სკაფანდრები ექნება კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის ეკიპაჟს, რომელზეც 2018 წელს პირველი კოსმოსური ტურისტები მთვარეზე მოგზაურობაში გაემგზავრებიან.

„როგორც იცით, ეს სახიფათო მოგზაურობაა, და თქვენ ნამდვილად გაგიჩნდებათ სურვილი გზაში კარგად გამოიყურებოდეთ. ძალიან ადვილია სკაფანდრის გაკეთება, რომელიც კარგად გამოიყურება, მაგრამ სრულიად უსარგებლოა; ძალიან რთულია ისეთი სკაფანდრის გაკეთება, რომელიც იმუშავებს და რომლის ტარებაც აუცილებლად მოგინდებათ  კოსმოსში“,  - ამბობს მასკი.

SpaceX–ს მიერ შემუშავებული სკაფანდრი არის არა მხოლოდ ინჟინრების, არამედ ტანსაცმლის დიზაინერების მიერ შექმნილი: შავის და თეთრის კომბინაცია, სუფთა ხაზები და ჩაფხუტი, თითქოს რომელიმე კოსმოსური საგიდან აღებულს ჰგავს. მანეკენის (სხვათა შორის, მისი სახელია Starman) გაშვება ამ სკაფანდრით NASA-ს მიერ კვალიფიკაციის გავლის ნაწილია, რომელიც მოითხოვს სკაფანდრების ახალი მოდელების ტესტირებას რეალურ პირობებში.

„ეს სკაფანდრი ნამდვილად მუშაობს. შეგიძლიათ სწრაფად ჩაიცვად და გახვიდეთ  ვაკუუმის პირობებში“.  როგორც ჩანს, მასკის ნდობა შეიძლება.

https://m.yandex.ru/q/question/vozmozhno_li_sdelat_vdokh_mekhanicheski_v_0680ef0f/
შესაძლებელია თუ არა ჩასუნთქვა (მექანიკურად) კოსმოსში სკაფანდრის გარეშე, ან რას გრძნობთ კოსმოსში  სუნთქვის მცდელობისას?
Temir D.
თუ აიღებთ ჰაერის საბერველს, მაშინ არაფერი შეუშლის ხელს მის მოძრაობას ვაკუუმში. შესაძლებელი იქნება მისი კამერის მოცულობის შეცვლა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ღია გასასვლელი ხვრელი.
 ადამიანთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო რთულია. განმარტებით, „ჩასუნთქვა“ არის სუნთქვის საწყისი ფაზა, რომლის პროცესში ჰაერი შედის ფილტვებში.
  ამიტომ, ფორმალურად ვაკუუმში  ჩასუნთქვა არ მოხერხდება - იქ ჰაერი არ არის.

ვლადისლავ კომარევცევი
არა,  ჩასუნთქვა იქ ვერ მოხერხდება, არამედ პირიქით, როგორც კი კოსმოსში აღმოჩნდებით სკაფანდრის გარეშე, გარემომცველი ძალიან დაბალი (ნულისკენ მიდრეკილი) ატმოსფერული (თუ შეიძლება ასე დავარქვათ) წნევა „შეიწოვს“ მთელ ჰაერს თქვენი ფილტვებიდან. რა მოხდება შემდეგ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, ასეთი კითხვა იყო ერთხელ დასმული.

Valera Kozhura
 მაინც გაუგებარია, რა უშლის გულმკერდს გაფართოებას ატმოსფეროს არარსებობისას? ჩემი აზრით, ღია კოსმოსში ...
პაველ სერდიუკი, ასტრონომიის მოყვარული
ზოგადად, შესაძლებელია, მაგრამ იმ პირობით, რომ კოსმონავტს  აქვს სასუნთქი ნიღაბი, ჟანგბადის ბალონი ან სუნთქვის ნარევი წნევის ქვეშ და მარეგულირებელი. ჩვენ ვსუნთქავთ, ვქმნით წნევის სხვაობას ფილტვებსა და გარე ჰაერს შორის, ამიტომ, სწორი სუნთქვისთვის არ არის აუცილებელი ჰერმეტული სკაფანდრის ქონა. მაგრამ ნიღბის და სკაფანდრის გარეშე, ღია კოსოსში გასვლისას ... 
ევგენი გრიბანოვი, სტუდენტი
ჰაერს თუ შეიკავებთ, შეგიძლიათ თითქმის აფეთქდეთ, მაგრამ როდესაც თქვენ შეეცდებით ჩასუნთქვას, დიდი ალბათობით დარჩენილი ჰაერი გამოვა და თქვენ ვერ შეძლებთ ჩასუნთქვას. მაგრამ ეს ძლიერი განცხადებაა.
ვიქტორ ლევინსკი, ადვოკატი
სუნთქვის დახმარებით ჟანგბადი აღწევს ორგანიზმში და გამოაქვს ნახშირორჟანგი. ჩასუნთქვა ხდება მაშინ. როდესაც სისხლში გახსნილი ჟანგბადის დონე მცირდება. კოსმოსში იგივე მექანიზმი გაიძჲლებთ ჩასუნთქვას, მხოლოდ იქ  ჩასასუნთქი არაფერი იქნება.
===
https://profile.ru/news/scitech/astronomy-razgadali-zagadku-vrashheniya-chernyx-dyr-415429/
ასტრონომებმა ამოხსნეს შავი ხვრელების ბრუნვის საიდუმლო
ტატიანა სიდოროვა
 შავი ხვრელები კოსმოსურ ობიექტებს წარმოადგენენ, რომელთა გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ სინათლის სიჩქარით მოძრავი საგნებიც კი ვერ ტოვებენ მათ. დღეს სამყაროში ცნობილია რამდენიმე სახის შავი ხვრელი: პირველყოფილი, კვანტური, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები და სუპერმასიური შავი ხვრელები.
ითვლება, რომ ამ კოსმოსური ობიექტების ბრუნვის სიჩქარეა საშუალოდ 150 ათასი კმ/წმ, ანუ სინათლის სიჩქარის 50%. მაგრამ ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გალაქტიკების ცენტრში არსებული სუპერმასიური ხვრელები ბრუნავს „თეორიულ ზღვარზე“.
ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელები ძირითადად იზრდებიან მათთან ახლოს მდებარე ობიექტების „შთანთქმის“ და არა სხვა ხვრელებთან შერწყმის ხარჯზე. ახლა მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენად ეფექტურად სწრაფად მზარდი სუპერმასიური შავი ხვრელები გარდაქმნიან მათ მიერ შთანთქმულ ნივთიერებას რადიაციად, იუწყება Yaledailynews.
კვლევა ასევე ავლენს ადრეული სამყაროს საიდუმლოებას და განმარტავს, თუ რატომ არის ჩვენთვის ჯერ კიდევ გარკვეული სფეროები დაფარული. „ვინაიდან სინათლე მოძრაობს უკიდურესი სიჩქარით, რაც უფრო მეტად ვაკვირდებით სამყაროს, მით უფრო უკან ვიხედებით დროში“, - განმარტეს ასტრონომებმა. მაგრამ ეპოქაში ჩახედვა დიდი აფეთქების შემდეგ, როდესაც სამყარო ძალიან ცხელი იყო, შეუძლებელია. როგორც სპეციალისტებმა განმარტეს, იმ დროს სინათლე აირეკლებოდა თავისუფალი ელექტრონებისგან, ხოლო კოსმოსური სივრცე თავად იყო „იონიზირებული“, ამიტომ დღეს ეს შუქი ტელესკოპებით არ ჩანს.
როდესაც სამყარო გაცივდა, იონიზაცია გაქრა. ამ პერიოდს ეწოდა ბნელი საუკუნეები. მხოლოდ დიდი აფეთქებიდან 150 მილიონი - 1 მილიარდი წლის შემდეგ დღეს სამყაროში ხილული ვარსკვლავები და გალაქტიკები იწყებენ ფორმირებას. ამ ცხელმა ახალმა ობიექტებმა ხელახლა მოახდინეს წყალბადის იონიზირება, პროტონებისა და ელექტრონების დაყოფა, „გაანთავისუფლეს“ სინათლის ტალღები, რომელთა დაკვირვებაც ასტრონომებს დღესაც შეუძლიათ.
მთავარი კითხვა ის არის, რამ უფრო შეუწყო ხელი ამ პროცესების რეიონიზაციას: გალაქტიკების წარმოქმნამ თუ სუპერმასიური შავი ხვრელების ტიპმა, რომელსაც კვაზარებს უწოდებენ. ახალი კვლევა დაეხმარა პასუხის პოვნაში. „დიდწილად სამყაროს რეიონიზაციაზე პასუხისმგებელნი გალაქტიკები არიან“, - განაცხადეს მეცნიერებმა.
ადრე ასტროფიზიკოსთა გუნდმა გამოაქვეყნა სურათი, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები სუპერმასიური შავი ხვრელის ამოფრქვევები ამოფრქვეული მძლავრი რეაქტიული ნაკადით. ასეთი მოვლენის დაკვირვება შესაძლებელია მატერიის შავ ხვრელში მოხვედრის შედეგად, რის შედეგადაც ნივთიერების ნაწილი პრაქტიკულად აჩქარდება სინათლის სიჩქარემდე.



როგორ გავზომოთ გაზეთებისა და ტელეარხების მიკერძოება?


როგორ გავზომოთ გაზეთებისა და ტელეარხების მიკერძოება?

 https://nashagazeta.ch/news/ma-suisse/kak-izmerit-predvzyatost-gazet-i-telekanalov

ამის გაკეთების საშუალება მოიფიქრეს ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის (EPFL) მკვლევარებმა: მათ შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც აანალიზებს სიახლეებს და მათი პრეზენტაციის ბუნებას.

რამდენად განსხვავდება ჟურნალისტური სტატიების ტონი იმისდა მიხედვით, თუ რომელ გამოცემას ან მედია ჯგუფს ეკუთვნის? ყურადღებიანი მკითხველი მაშინვე იტყვის: „მნიშვნელოვნად!“, და მართალიც იქნება, რადგან ახლა ამის მეცნიერული დადასტურება არსებობს. შემუშავებული ალგორითმი სასარგებლოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს განსხვავებების დანახვას, არამედ იმიტომ, რომ ის იძლევა შესაძლო მიკერძოების აღმოჩენის საშუალებას სხვადასხვა მოვლენების გაშუქებისას ტელეარხების, გაზეთების, ჟურნალებისა და რადიოსადგურების მიერ. 

მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელმა ჯერემი რაპამ ჟურნალ Bilan–თან ინტერვიუში განმარტა, რომ პროექტის მთავარი მიზანია მედიისადმი მკითხველთა ნდობის აღორძინება. ამის მიღწევა შესაძლებელია ახალი ამბების წყაროების სრული გამჭვირვალობით, რის გარანტიასაც იძლევა ალგორითმი - იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენ ყველანი დეზინფორმაციის პრობლემის წინაშე ვდგავართ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ ან რა გავლენას ახდენს მედიაზე.

შვეიცარიელების მიერ დაწერილმა პროგრამამ გასული სამი წლის განმავლობაში 8,000 წყაროდან 500 მილიონი სტატია შეისწავლა, გაანალიზა ახალი ამბების კოლექცია და დააჯგუფა ისინი მსგავსებებისა და განსხვავებების მიხედვით. პირველი შედეგი: ალგორითმი იძლევა იმის დანახვის საშუალებას, რომ ჟურნალის ან ტელეარხის შეძენისთანავე სარედაქციო პოლიტიკა განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. დღეს ასეთი შედეგები ეხება, უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ მედიას, ვინაიდან ბევრმა მათგანმა შეიცვალა მფლობელი ბოლო წლებში. ამაში ჯერემი ხედავს მედიაზე ეკონომიკური წრეების ზეწოლის აშკარა ნიშანს.

პრობლემა, რომელსაც მეცნიერები გადააწყდნენ, შემდეგია - სიახლეების ნებისმიერი კოლექცია თავდაპირველად სუბიექტურია, ვინაიდან იგი შედგენილია ადამიანთა შეფასების საფუძველზე, ამიტომ მისი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ სხვა გამოცემების კრებულებთან შედარებით. ამის გადალახვის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, ალგორითმი ცდილობს წინასწარ განსაზღვროს ალბათობა იმისა, რომ ტელეარხი ან გაზეთი გააშუქებს კონკრეტულ ახალ ამბებს, სარედაქციო პოლიტიკის შესახებ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე. 

მეცნიერები მომავალ წელს გეგმავენ პლატფორმის ამოქმედებას, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაინახოს, თუ როგორ არის წარმოდგენილი ახალი ამბები შვეიცარიასა და მსოფლიოში. იგივე საიტი გამოაქვეყნებს დეზინფორმაციის შემთხვევებისადმი მიძღვნილი კვლევის შედეგებს. მშვენიერი დასაწყისია, ჩვენ ვუსურვებთ EPFL სპეციალისტებს წარმატებას ამ საქმეში, მთავარია, რომ მათი პლატფორმა თავად არ აღმოჩნდეს ვინმეს გავლენის ქვეშ. გარდა ამისა, ასეთი ინსტრუმენტი უფრო მძლავრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: როგორც კი გამოცდილი პროგრამისტი შეიტანს მასში ცვლილებებს, ის არ დაიწყებს მიკერძოების ძებნას, არამედ წარმოადგენს მას როგორც ობიექტურობას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვეიცარიელი მკვლევარები  აქამდემოვლენ, მაგრამ მათი პროგრამის კოპირებს შეიძლება, ანალოგიურის დაწერა და ა.შ. ვიქონიოთ იმედი, რომ ეს არ მოხდება.


==


Евгений Свырь

Евгений Свырь

7 months ago

Благодарность автору канала от поклонников автора бессмертных "Ландышей" накануне его 100-летия.

Оскар Борисович Фельцман - один из композиторов-долгожителей на нашей эстраде. А сегодня, 3 февраля 2021-го года, 8-я годовщина со дня ухода из жизни этого легендарного человека.

На этом диске представлена лишь малая часть того, что создано композитором даже в те годы, которыми датирована пластинка (1980-81) и лишь малая часть имен поэтов и певцов, с которыми он сотрудничал.

Самые известные песни диска - заглавная "После дождя", звучавшая в "Песне 80", и завершающая - "Дон Кихоты" ("Песня 82"). "Я сегодня весна" - прослеживается параллель со знаменитой тухмановской "Вечной весной" (автор-то слов обеих - Владимир Харитонов). Еще одно имя, которое объединяет двух композиторов, - Ирина Аллегрова: Оскар Фельцман, можно сказать, дал ей дорогу в эстрадную жизнь в середине 1980-х, Давид Тухманов "подхватил" ее эстафету, взяв солисткой в свой "Электроклуб".

Но самые потрясающие произведения Оскара Фельцмана - на стихи Роберта Рождественского: могу назвать "Огромное небо" (Э.Пьеха), "Только тебе" (С.Ротару), "Баллада о красках" (И.Кобзон). В 1980-90-е годы композитор сотрудничал в основном с поэтом Михаилом Рябининым ("Остров детства" - М.Боярский, "Жеребенок" - Т.Чубинидзе, "Синегория" - Ю.Охочинский, "Здравствуй, сынок" - В.Толкунова). Большинство этих песен в разные годы звучали на "Песне года"; кстати, О.Фельцман был первым удостоен премии фестиваля имени Исаака Дунаевского, учрежденной в 1995-м году, за особый вклад в развитие эстрадного искусства. Мне тогда показалось, что ему дали премию, потому что он был самый пожилой из живущих тогда еще композиторов, но он продолжил выдавать "на гора" свои новые произведения: "Родители наши" (В.Толкунова) - 1996, "Танцуем танго" - 2001, "В тихом переулочке" (2003) - И.Кобзон.

Кроме того, Оскар Борисович - автор камерных произведений, музыки к массе кинофильмов, мюзиклов и носитель интеллигентного одесского юмора.



ინტელექტი, როგორც ძალაუფლების იარაღი


ინტელექტი, როგორც ძალაუფლების იარაღი

შეიძლება ჭკვიანი ადამიანი იყოს სასტიკი?

 https://knife.media/domination/

მე გავიზარდე ინგლისში XX საუკუნის მეორე ნახევარში. იმ დროს სამყარო აღფრთოვანებული იყო ინტელექტის კონცეფციით. გონებრივ შესაძლებლობებზე ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ მათ შესახებ და ამუშავებდნენ მათი გაზომვის ახალ მიდგომებს. ათეულობით ათასმა 11 წლის მოზარდმა, და მათ შორის მეც, მტვრიან მუხის მერხებზე IQ ტესტი ჩავაბარეთ. ტესტის შედეგმა განსაზღვრა ჩვენი მომავალი: გავაგრძელოთ განათლების მიღება უნივერსიტეტში, თუ მივიღოთ დაბალი კვალიფიკაციის სპეციალობა, გამოგვადგება თუ არა ტექნიკური ან ჰუმანიტარული უნარები და მრავალი სხვა.

უკვე მაშინ იდეა იმის შესახებ, რომ ინტელექტის გაზომვა შეიძლება ისევე, როგორც არტერიული წნევის, მოძველებული იყო. მაგრამ კიდევ უფრო ძველი იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინტელექტს შეუძლია განსაზღვროს ადამიანების მდგომარეობა ცხოვრებაში. ეს მოსაზრება წითელ ზოლად გადის დასავლური აზროვნების მთელ ისტორიაში: პლატონის ფილოსოფიიდან დაწყებული თანამედროვე პოლიტიკოსების რწმენით დამთავრებული.

თავად განმარტება „ჭკვიანი“ ან „მაღალი დონის ინტელექტის მქონე ადამიანი“ არ ეკუთვნის ადამიანის  გონებრივი შესაძლებლობების შეფასებას. იგი უფრო მეტად მეტყველებს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მის წინაშე იხსნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტელექტი პოლიტიკური ცნებაა.

თავისი ისტორიის განმავლობაში დასავლური სამყარო ინტელექტის დონის შესაბამისად განსაზღვრავდა, თუ რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა საზოგადოებისთვის. მაგალითად, გონებრივი შესაძლებლობების ტრადიციულად მაღალ დონეს ჩვენ ვანიჭებთ ექიმებს, ინჟინრებს, ქვეყნის პირველ პირებს. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ინტელექტის დონე გვაძლევს უფლებას განვკარგოთ სხვა ადამიანების ბედი. ჩვენ ვიყავით კოლონიზატორები, ადამიანები მიგვყავდა მონებად, ვაჭრიდით სასქესო ორგანოებს და ვანადგურებდით მათ, ვისაც ნაკლებად გონივრულად და განვითარებულად მივიჩნევდით.

ინტელექტისადმი ჩვენი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ამ სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს და, როგორც ჩანს, საოცარი სამეცნიერო მიღწევების პირას ვიმყოფებით. თუ ხელოვნური ინტელექტის თემაზე ინტერნეტ-მემების და ხუმრობების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ჩვენ ერთდროულად აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც ხდება, და ამავე დროს საკმაოდ შეშინებული. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გვაშინებს კონკრეტულად და რატომ არ ვართ გულგრილი გონებრივი შესაძლებლობების თემის მიმართ, აუცილებელია მისი განხილვა ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით და თვალი მივადევნოთ, თუ როგორ გადააქცია ფილოსოფიურმა აზროვნებამ ინტელექტი დაუსრულებელი მონაპოვარის გამართლების ინსტრუმენტად.


პლატონი

პირველმა აზროვნების შესახებ მსჯელობა პლატონმა დაიწყო. თავის ნაშრომებში იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზროვნების პროცესს და ამტკიცებს, რომ გაუაზრებელი ცხოვრება არაფრად არ ღირს. უნდა გვახსოვდეს, რომ პლატონი ცხოვრობდა იმ სამყაროში, სადაც მითი და მისტიკური ცნობიერება წარმოადგენდა ბუნებრივ გარემოს ადამიანის გონებისთვის. ამიტომ, პლატონის განცხადება იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროს შემეცნება აზროვნების საშუალებით, ან, როგორც ახლა იტყოდნენ, ინტელექტის დამოყენების გზით, იმ დროისთვის იყო ძალიან თამამი და მიმზიდველი.

თავის ნაშრომში „სახელმწიფო“ ის აცხადებს, რომ მხოლოდ ფილოსოფოსს შეუძლია მართოს სახელმწიფო, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მოვლენების სწორად განსაზღვრა, და ამით პლატონმა საფუძველი ჩაუყარა ინტელექტუალური მერიტოკრატიის იდეას - მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ყველაზე ჭკვიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების  მართვა.

იდეა იმ დროისთვის რევოლუციური იყო: თუმცა ათენში უკვე ტარდებოდა ექსპერიმენტები დემოკრატიასთან, როგორც მართვის ფორმასთან.  მხოლოდ მოთხოვნები მმართველთა მიმართ ძალიან ბუნდოვანი იყო: საკმარისი იყო, რომ ის მამრობითი სქესის მოქალაქე ყოფილიყო. მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ საუბარიც არ ყოფილა. სხვა რეგიონებში მთავრობაში ადგილები ნაწილდებოდა ან ელიტარული კლასებისადმი (არისტოკრატია) კუთვნილების, ან ღვთიური განგების (თეოკრატიის) დანიშვნის მიხედვით, ან უბრალოდ ძალაუფლების დონის (ტირანია) მიხედვით.

არისტოტელე

 პლატონის ნოვატორული იდეა წარმატებით განვითარდა ეპოქის უდიდესი გონების ნაყოფიერ ნიადაგზე, და მისი მოწაფე არისტოტელე გამონაკლისი არ ყოფილა. არისტოტელე განსხვავდებოდა მასწავლებლისგან სამყაროზე უფრო პრაქტიკული და სისტემატური შეხედულებებით, ამიტომ „სულის რაციონალური ელემენტი“ მან გამოიყენა ბუნებრივი სოციალური იერარქიის კონცეფციის შესაქმნელად. თავის „პოლიტიკაში“ იგი აცხადებს: „ბატონობა და მორჩილება არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ სასარგებლოცაა, და დაბადებიდანვე ზოგი არსება განსხვავდება [იმ გაგებით, რომ ზოგ მათგანს დანიშნულება აქვს] მორჩილების, ზოგი კი ბატონობისკენ სწრაფვით“. აქედან გამომდინარე, განათლებული მამაკაცები საკმაოდ ბუნებრივად დომინირებენ ქალებზე, მამაკაცებზე და მონებზე, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ. ამ იერარქიაში დაბლა მხოლოდ ცხოველები იმყოფებიან, რომლებიც იმდენად არიან მოკლებული გონივრულობას, რომ მათ უბრალოდ აუცილებლად სჭირდებათ ბინმემ მართოს.

როგორც ჩანს, უკვე დასავლური აზრის გარიჟრაჟზე, ინტელექტი ასოცირებული იყო განათლებულ ევროპელ მამაკაცთან. ამ კლასისადმი მიკუთვნება საკმარისი ხდება ძალაუფლების  გასამართლებლად ქალებზე, დაბალ კლასებზე, ბარბაროსულ ცივილიზაციებზე და ცხოველებზე.

ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ, თუ როგორ გადავედით პლატონის იდეიდან რაციონალური ელემენტის პირველადობის შესახებ არისტოტელურეს კონცეფციაზე, რაც გულისხმობს მოაზროვნე მამაკაცთა სრულიად ბუნებრივ ძალაუფლებას.

ინტელექტუალური უსამართლობის ეს მატარებელი დღემდე საწვავზე მუშაობს, რომელიც 2000 წლით ადრე ორმა წვერიანმა მამაკაცმა მოიმარაგა. თანამედროვე ავსტრალიელი ფილოსოფოსი ვალ პლამვუდი ამტკიცებს, რომ ბერძნული ფილოსოფიის ორი გიგანტი, შეიარაღებული რიგი საეჭვო დუალიზმით, მაინც ახერხებს გავლენა მოახდინოს  ჩვენს შეხედულებაზე გონებაზე. დაფიქრდით: ისეთი კატეგორიები, როგორიცაა „ჭკვიანი/სულელი“ ან „რაციონალური/ემოციური“, უხილავად უკავშირდება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „მამაკაცური/ქალური“, „ცივილიზებული/პრიმიტიული“, „ადამიანური/ცხოველური“. ეს ორმაგი კატეგორიები შეფასებითი ხასიათისაა და იწვევს მნიშვნელობის გაფართოებას „დომინირება/დამორჩილებამდე“ ან „ბატონ/მონამდე“. იმის გამო, რომ დომინირების ურთიერთობას ჩვენ აღვიქვამთ ჭკვიანი ადამიანის უფლებით როგორც სრულიად ბუნებრივს, მადლობა უნდა გადავუხადოთ არისტოტელეს.

დეკარტი

 დასავლურმა ფილოსოფიამ თავის პიკს დიდი დუალისტის რენე დეკარტის შრომებასთან ერთად მიაღწია. თუ არისტოტელე აღიარებდა ცხოველების უფლებას მინიმუმალურ და პრიმიტიულ, მაგრამ მაინც გონებრივ საქმიანობაზეა, დეკარტმა სრულად უარყო ეს უფლება. ცნობიერება, დეკარტის მიხედვით, არის ადამიანის განსაკუთრებული უპირატესობა. დეკარტის ფილოსოფია ასახავდა ქრისტიანული იდეოლოგიის ათასწლეულს, რომელმაც გონება გახადა სულის, ღვთაებრივი ნაპერწკალის საკუთრებად, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს მხოლოდ იმ იღბლიანებმა, ვინც ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ. დეკარტმა უარყო რაციონალურობა ბუნებრივში და ნებისმიერ ღირებულებაში და შედეგად აამუშავა პლანეტაზე სიცოცხლის სხვა სახეობების დაუფიქრებელი ჩახშობის ბორბალი .

კანტი

მოსაზრება, რომ გონება განსაზღვრავს ადამიანს,  განმანათლებლობის ხანაშიც არსებობდა. იმანუელ კანტი, ალბათ ანტიკური დროიდან მორალის ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი, თვლიდა, რომ მორალური ნება ახასიათებს მხოლოდ მოაზროვნე არსებებს, „პირებს“ და „საგნებს თავის თავში“. მისი აზრით, არამოაზროვნე არსებებს აქვთ „მხოლოდ შეფარდებითი ღირებულება, როგორც საშუალება და ამიტომ მათ უწოდებენ საგნებს“. მათ შეიძლება ყველაფერი  გავაკეთოთ, რაც  მოგვესურვება.

კანტის აზრით, გონიერ არსებას აქვს ღირსება, ხოლო არაგონივრულს, არამოაზროვნეს, ამის უნარი არ აქვს. რასაკვირველია, მისი მსჯელობის ჯაჭვი  გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ, არსებითად, ის იმავე დასკვნამდე მიდის, რაც არისტოტელე: ბუნებრივად არსებობენ ბატონები და მონები და ისინი განსხვავდებიან  ინტელექტის დონით.

ასეთი დასკვნები მოგვიანებით გარდაიქმნა კოლონიური პოლიტიკის ქვაკუთხედად. ლოგიკა ასეთია: არა თეთრკანიანი ადამიანები არიან ნაკლებად ჭკვიანნი; მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი თავი და თავიანთი ტერიტორიები.

და ეს არ არის მხოლოდ გამართლებული ნაბიჯი, არამედ ნებისმიერი თეთრი ადამიანის მორალური მოვალეობა - შევიდეს მათ ქვეყანაში და გაანადგუროს მათი კულტურა. გარდა ამისა, ვინაიდან ადამიანს განსაზღვრავს მისი გონება, ხოლო სხვა ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებად გონივრულია, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მკვიდრნი ნაკლებად ადამიანურები არიან. მათთვის მიუწვდომელია მორალური მოვალეობისა და კატეგორიული იმპერატივის ცნებები, მაშასადამე, შეიძლება მათი მოკვლა და დამონება.

იგივე ლოგიკური კონსტრუქცია მშვენივრად მოქმედებდა ქალებზე, რომლებიც ითვლებოდნენ ძალიან ფუქსავატებად და სუსტებად, რომ გაეზიარებინათ გონიერი ადამიანის პრივილეგიები. ისტორიკოსის ჯოანა ბურკის თქმით, XIX საუკუნის დიდი ბრიტანეთის კანონი ნაკლებად იცავდა ქალთა უფლებებს, ვიდრე შინაურ ცხოველებისა. გასაკვირი არ არის, რომ ინტელექტის გაზომვის ტექნოლოგიები უფრო დიდი ენთუზიაზმით ვითარდებოდა, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა.

გალტონი

ფრენსის გალტონი ფსიქომეტრიის, გონების გაზომვის ფსევდომეცნიერების მამა და ჩარლზ დარვინის ბიძაშვილია. მისი ნათესავის „სახეობების წარმოშობით“ შთაგონებულმა გალტონმა შექმნა კონცეფცია იმის შესახებ, რომ გონებრივი შესაძლებლობები გადაეცემა მემკვიდრეობითი გზით, და მათი გაუმჯობესება შესაძლებელია სელექციის დახმარებით. ამისათვის საკმარისია იპოვოთ საზოგადოების ყველაზე ქმედუნარიანი წევრები და დაარწმუნოთ ისინი ერთმანეთთან კავშირის ჩამოყალიბების აუცილებლობააში. ნაკლები შესაძლებლობების მქონეთა გამრავლება შეზღუდული უნდა იყოს ჩვენი სახეობების კეთილდღეობისთვის. გალტონი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული გათვლებით: მომდევნო ათწლეულებში, მხოლოდ კალიფორნიაში 20 000-ზე მეტი ქალი იქნა სტერილიზებული გალტონის ტესტების მიხედვით ცუდი შედეგების მიღების შემდეგ.

როგორც ვხედავთ, ინტელექტის გაზომვის მეცნიერება შორს არ წასულა ევგენიკისგან.

მოწინააღმდეგეები

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ისტორიაში ყველაზე სასტიკი მოვლენები მოხდა ინტელექტუალური უპირატესობის დროშის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ადამიანის გონივრულობაზე უპირატესი უფლების კონცეფციას ყოველთვის ჰყავდა არა მხოლოდ აპოლოგეტები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. დევიდ იუმიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, ზიგმუნდ ფროიდიდან პოსტმოდერნისტების პლეადამდე, ყოველთვის იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი გონივრულები, როგორც გვსურს ეს გვჯეროდეს, და რომ ცნობიერების ქონა არ არის უმაღლესი სათნოება.

ინტელექტუალური უნარები ჯერ კიდევ წარმოადგენენ მხოლოდ ერთ კრიტერიუმს, თუნდაც ძალიან გავლენიანს. დიახ, სკოლაში შესვლის წერტილი შეიძლება გახდეს IQ ტესტები, მაგრამ ბევრ სფეროში გაცილებით მეტად ფასობს შემოქმედებითი ან მეწარმეობრივი უნარები.

იმის ნაცვლად, რომ განადგურდეს ინტელექტუალური უპირატესობის სისტემა, ღირს ფოკუსირება იმ სისტემებზე, რომლებიც დამატებით უპირატესობას აძლევენ კარგი წარმოშობის თეთრკანიან მამაკაცებს. გამოცდა, რომელიც მე ოდესღაც ჩავაბარე, მოწოდებული იყო გამოევლინა ნიჭიერი ბავშვები საზოგადოების ყველა ფენიდან. ირონია იმაშია, რომ მდიდარ თეთრკანიანთა ოჯახების ნიჭიერ ბავშვებს სწავლის და განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ და გასაკვირი არ არის, რომ ისინი ტესტებს უკეთესად აბარებდნენ. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება ერთი ადამიანის სხვებზე უპირატესობაზე, და მანკიერი წრე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჩაკეტილი.

რატომ გვეშინია ჭკვიანი რობოტების?

დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას: რატომ გვაშინებს ხელოვნური ინტელექტის გაჩენის შესაძლებლობა? ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ყველაზე ჭკვიანი ყოველთვის დომინირებს, და ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ბარიკადების მეორე მხარეს ყოფნა?


ხელოვნური ინტელექტი თუ ბუნებრივი სისულელე?

მე არ ვამტკიცებ, რომ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შიში უსაფუძვლოა. არსებობს საკმაოდ რეალური საფრთხეები, მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო რობოტების მიერ ადამიანის ცივილიზაციის კოლონიზაციასთან.

იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, უმჯობესია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ თავს. თუკი ხელოვნური ინტელექტი ოდესმე მოახერხებს ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ეს ნამდვილად არ იქნება გამოწვეული ხელოვნური ინტელექტის სურვილით დაიპყროს კაცობრიობა, არამედ ჩვენი საკუთარი სისულელის გამო, რამაც მოგვცა საშუალება დაგვენერგა შეცდომები პროგრამაში. უნდა გეშინოდეს არა ხელოვნური ინტელექტის, არამედ ბუნებრივი სისულელის.

პლატონი დარწმუნებული იყო, რომ ფილოსოფოსი ნებაყოფლობით არ გახდებოდა მეფე, ვინაიდან მას აკლია ხალხის მართვის სურვილი. აღმოსავლურ აზროვნებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ბრძენია ის, ვინც თავს არიდებს ძალაუფლებას და არ არის მიდრეკილი  პატივმოყვარეობისკენ.

თუკი საზოგადოება დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი არ არის ის, ვინც მიაღწია ძალაუფლებას, არამედ ის, ვინც ცდილობს კონფლიქტების მოგვარებას, შეგვეშინდებოდა თუ არა ჭკვიანი რობოტების უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავის?


კიბორგ-ფსიქოლოგია – როგორ მოქმედებენ ადამიანის თანდაყოლილი პროგრამები მის ქცევაზე?


კიბორგ-ფსიქოლოგია – როგორ მოქმედებენ ადამიანის თანდაყოლილი პროგრამები მის ქცევაზე? 

 https://vk.com/wall-60504055_2536

         გაცნობებთ, რომ 2019 წლის მაისში გამოსაცემად მზადდება ახალი წიგნი „ფსიქოპროგრამისტიკა“. ალექსანდრ არკადიევიჩ ისაევის სამეცნიერო მონოგრაფია ეძღვნება ფსიქოპროგრამისტიკის (კიბორგ-ფსიქოლოგიის) საფუძვლებს - პრინციპულად ახალ მიმართულებას ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსია თანდაყოლილი პროგრამები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის,  როგორც მაღალგანვითარებული რობოტის (კიბორგის) აზროვნებას და ქცევას. 

        მოცემულია ადამიანის პროგრამის ზოგადი სტრუქტურა. გამოვლინდა რეფლექსების ბუნება (რეალურის და მენტალურის). შემოთავაზებულია ცნობილი ფსიქოლოგიური ცნებების „შეგრძნებები“, „გრძნობები“, „ემოციები“ და სხვ. ორიგინალური ინტერპრეტაციები. გადმოცემულია რაციონალური და ირაციონალური მოთხოვნილებების ფორმირების მექანიზმები. განხილულია ფსიქოპროგრამისტიკის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები: ფსიქოკორექცია, კონკურენტუნარიანი საქონლის შექმნა. 

        წიგნის შინაარსი შემდეგი თავებისგან შედგება: „ადამიანი, როგორც ბიორობოტი“, „ადამიანის პროგრამები“, „რა არის „აზროვნება“?“, „შეგრძნებები“, „გრძნობები“, „ემოციები“, „ნება“, „მეხსიერება“, „ვნება. აფექტი. ტრანსი“, „რეფლექსები“, „კომპიუტერის მოტყუება“, „ინფორმაციული რეინკარნაცია“, „საჭიროებების ფორმირება“, „შინაური“ თუ „უცხო“, „რაციონალური ფსიქოკორექცია“, „მყიდველების ზომბირება“, „კონკურენტუნარიანი საქონლის შექმნა“, „ღმერთების რეაბილიტაცია“, „ანგელოზი მხეცის წინააღმდეგ“ და „ფსიქოანალიტიკოსი რუსეთისთვის“. 

        პუბლიკაცია, რომელიც სავარაუდოდ გამოქვეყნდება 2019 წლის მაისში, განკუთვნილია პირველ რიგში  სიღრმისეული ფსიქოლოგიის, ფსიქოკორექციის, სოციალური ინჟინირინგის მეცნიერებისა და სპეციალისტებისთვის, კონკურენტუნარიანი საქონლის შექმნის, ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაგრამ ეს იქნება საინტერესო ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიითა და მოტივებით. 


          ავტორის შესახებ:


           ისაევი ალექსანდრ არკადიევიჩი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ვლადივოსტოკის ეკონომიკისა და მომსახურების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პროფესიული განათლების საპატიო მუშაკი. ავტორი მონოგრაფიებისა ბიოქვანტურ და მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიაში: „ბიოკვანტური ფსიქოლოგია“, „სარკის მიღმა სამყაროს მართვა“ („მეტაფიზიკური ფსიქოლოგია“), „კიბერნეტიკული მეტაფიზიკა“, „ბიორობოტის ფსიქოლოგია“, „ფიზიკური ფსიქოლოგია“ და სხვა. 

ნეკროფილია

 https://ru.wikipedia.org/wiki/Некрофилия

ნეკროფილია

მასალა ვიკიპედიიდან - უფასო ენციკლოპედიიდან

ამ ტერმინს სხვა მნიშვნელობაც აქვს., იხ. ნეკროფილია (მნიშვნელობები).

ნეკროფილია (ძვ.-ბერძნ.. νεκρός — „გარდაცვლილი“ და  φιλία — „სიყვარული“), ან გვამთან სექსუალური კონტაქტი, — სიყვარული ყველა გარდაცვლილისადმი, მრავალრიცხოვან ლიტერატურაში გამოხატულია როგორც პარაფილია, რაც გვამებისადმი სექსუალურ ლტოლვას ნიშნავს და შეიძლება იყოს მხოლოდ კერძო შემთხვევა. ის შეიძლება განიხილებოდეს, მათ შორის, როგორც ფეტიშიზმის მრავალფეროვნება ან როგორც სექსუალური უპირატესობის დამოუკიდებელი აშლილობა. არის ბიოფილიის საპირისპირო. 

შინაარსი

ზოგადი ცნობები 

ნეკროფილიის ცნობილი შემთხვევები 

3 ნეკროფილიის კლასიფიკაცია 

4 ნეკროფილიის გამოვლინებები 

5 მსგავსი პათოლოგიური მოვლენები 

6 ნეკროფილია და კანონი 

7 ნეკროფილია ცხოველებში 

8 ნეკროფილია მითოლოგიაში 

9 იხ. ასევე 

10 შენიშვნები 

11 ლიტერატურა 

12 ბმულები 

ზოგადი ცნობები

ნეკროფილია გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ნეკროფილების ასაკი ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს, დაწყებული მოზარდობიდან და ხანდაზმულებით დამთავრებული [1]. ერიხ ფრომი წერდა, რომ ნეკროფილიის მიზეზი შეიძლება იყოს „ოჯახში მძიმე, მხიარულებას მოკლებული პირქუში ატმოსფერო, ძილიანობა ... ცხოვრებისადმი ინტერესის, სტიმულების, მისწრაფებების და იმედების ნაკლებობა, ასევე განადგურების სულისკვეთება მთლიანად სოციალურ რეალობაში“. [2].

ზოგიერთ წყაროში ნეკროფილია ინტერპრეტირებულია, როგორც საერთოდ უსულო (მკვდარი - თარგმანის მიხედვით) საგნებისადმი სიყვარული. უფრო მეტიც, არსებობს ხსენება იმის შესახებ, რომ სიტყვას თავდაპირველად ჰქონდა ასეთი მნიშვნელობა.

ნეკროფილია გვხდება შიზოფრენიის, პიროვნების აშლილობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და სხვა ფსიქოზების დროს [3]. საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაია-10– ში იგი მითითებულია კოდით F65.8 „სექსუალური უპირატესობის სხვა დარღვევები“.

ნეკროფილიის ცნობილი შემთხვევები

ნეკროფილიის შემთხვევები აღწერილია ისტორიულ წყაროებში. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მოიხსენიებს ნეკროფილიის ფაქტებს ძველ ეგვიპტეში, როდესაც ბალზამირების სპეციალისტები სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ  ახლად გარდაცვლილი ლამაზი ქალების სხეულებთან (ისტორია 2:89).

ბაბილონური თალმუდის ტრაქტატში „ბავა ბატრა“ მოყვანილია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მეფე ჰეროდემ შვიდი წელი ინახა თავისი საყვარელი მარიამნას ცხედარი თაფლში. ლეგენდა ასევე მიუთითებს საერთო მოსაზრებებს ამგვარი ქმედების მიზეზების შესახებ, მათ შორის ჭორს, რომ ჰეროდეს ჰქონდა სქესობრივი კავშირი მკვდარ სხეულთან მარიამნისადმი ვნების დასაკმაყოფილებლად [4] (აქედან გამომდინარე, ნეკროფილიის აქტის დამცინავი სახელი ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში: „ჰეროდეს აქტი“  (ივრ.  מעשה הורדוס, maasé hordus) [5]).

ნეკროფილიის საკმაოდ დიდი რაოდენობა აღწერილია რიჰარდ ფონ კრაფტ-ებინგის მიერ, მათ შორის სერჟანტ ბერტრანის კლასიკური შემთხვევა, რომელიც ახორციელებდა ნეკროფილურ აქტებს ჯერ ცხოველებთან, შემდეგ კი ადამიანთა გვამებთან, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების.

როგორც ნეკროფილური ხასიათის ნიმუში, ერიხ ფრომს მოაქვს ადოლფ ჰიტლერის მაგალითი [6]. ფრომი მას აღწერს, როგორც ნარცისულ პიროვნებას, ნეკროფილიისა და სადომოზოხიზმის მკაფიოდ გამოხატული თვისებებით [6].

ნეკროფილიის  კლასიფიკაცია

ჯონატან როსმანი (ინგლ. Jonathan P. Rosman) და ფილის რესნიკი  (ინგლ. Phillip J. Resnick) გვთავაზობენ ნეკროფილიის შემდეგ კლასიფიკაციას[7][8]:

ნეკროფილური მკვლელობა.

განმეორებითი ნეკროფილური ქმედებები გვამებთან.

ნეკროფილური ფანტაზიები აქტიური ქმედების გარეშე.

მითითებული ავტორები მიიჩნევენ, რომ გვამებთან კონტაქტის მიმზიდველობა ნეკროფილისთვის განისაზღვრება „პარტნიორის“ მხრიდან წინააღმდეგობის არარსებობით, ემოციური კონტაქტის დამყარების არასაჭიროებით, „ყველაფრის გაკეთების“ შესაძლებლობით.

ნეკროფილიას შეიძლება ჰქონდეს როგორც ჰეტერო-, ასევე ჰომო- ან ბისექსუალური ხასიათი[9].

ნეკროფილიის გამოვლინებები

ნეკროფილიის გამოვლინებებად (გ. ფონ ჰენტიგის მიხედვით (გერმ. რუს) შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი[10]:

სექსუალური ქმედებები  გვამთან.

სექსუალური აღგზნება გვამის დანახვაზე.

დაკრძალვის ატრიბუტიკისა და რიტუალებისადმი  მიდრეკილება.

გვამების დანაწევრება და გარდაცვლილთა სხეულის შეურაცხყოფა.

გახრწნილი სხეულის დანახვის და ყნოსვის სურვილი.

ფონ ჰენტიგის თანახმად, „ცოცხალი კავშირების ძალადობრივი შეწყვეტა“ ნეკროფილური დესტრუქციულობის მიზანია [11]. ერიხ ფრომი ნეკროფილიის დამახასიათებელ თვისებად გამოყოფს განადგურების სურვილს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, კერძოდ, ადამიანის სხეულის დანაწევრების სურვილის სახით. ფრომი წერდა, რომ ეს ლტოლვა ასევე შეიძლება არ გამოვლინდეს აშკარად:

„მე, მაგალითად, ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომლებშიც ეს ლტოლვა ძალიან სუსტი ფორმით არის გამოხატული: მათ მოსწონდათ შიშველი ქალის ფიგურის დახატვა ქაღალდზე, შემდეგ კი ნახატს აგლეჯდნენ ხელებს, ფეხებს, თავს და ა.შ. და თამაშობდნენ ნახატის ამ ცალკეული ნაწილებით. ასეთი უწყინარი „თამაში“ რეალურად ასრულებდა ძალიან სერიოზულ ფუნქციას, აკმაყოფილებდა დანაწევრების ვნებას“ [11].

მეტყველებითი ნეკროფილიის გამოვლინებაა უმეტესად იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია ექსკრემენტებთან ან განადგურებასთან. ერიხ ფრომმა მოიყვანა ნეკროფილიის მაგალითი, რომლის საყვარელი სიტყვა იყო „განავალი“, ამ სიტყვას ის უწოდებდა ყველაფერს: ბუნებას, ადამიანებს, ცხოვრებას, იდეებს. თავის შესახებ ის ამაყად აცხადებდა: „მე განადგურების ოსტატი ვარ“ [12], რაც მიუთითებს  დამახასიათებელ ნეკროფილურ ქარაკტეროლოგიურ თვისებაზე - განადგურებისკენ სწრაფვაზე განადგურების გულისთვის [13]. იტალიური „ფუტურიზმის მანიფესტი“ ფრომმა მოიყვანა ლიტერატურაში ნეკროფილიის ელემენტების გამოვლინების მაგალითად [14].

ნეკროფილები ასევე ავლენენ ცუდი სუნის მიმართ მიდრეკილებას, როგორიცაა დამპალი ხორცის სუნი, ექსკრემენტები და ჭუჭყი [15]. ცუდი სუნისგან სიამოვნების მიღების რეპრესირებული სურვილის შემთხვევაში, ნეკროფილი ყველგან ცდილობს აღმოფხვრას ასეთი სუნის ნებისმიერი შესაძლებლობა და ავლენს თავისებურ რეაქციას, მაშინაც კი, როდესაც ისინი აშკარად არ არიან მის გარშემო [12].

 ნეკროფილური ფეტიშიზმი ვლინდება სიყვარულში დაკრძალვის რიტუალის საგნებისადმი: გვირგვინების, კუბოების, გარდაცვლილთა პორტრეტების, ყვავილების და სხვ. [15].

 ნეკროფილური სექსუალური პრაქტიკის დიაპაზონი ძალიან ფართოა და შეიძლება შეიცავდეს ცხედრებთან სხვადასხვა ქმედებებს სექსუალური აქტების გარდა: მათზე დეფეკაციას, სხეულის დანაწევრებას და სხვა სახის დასახიჩრებას, კანიბალიზმს, გვამებისთვის განკუთხვნილი სითხეების წასმას და ა.შ.  [16]

ამჟამად ნეკროფილიის შემთხვევები იშვიათი მოვლენებია მორგებში და დამკრძალავ ბიუროებში. ასევე ცნობილია საფლავების გათხრის შემთხვევები [8]. არსებობს საიტები, რომლებიც ეძღვნება ამ თემას, მაგალითად, კუბოებში გოგონების ფოტოების კოლექციები.

მითითებულია, რომ ნეკროფილია ხშირად იწვევს მკვლელობის ჩადენას მოკლულის გვამთან სქესობრივი კავშირის მიზნით [17]. ამდენად, სერიული სექსუალური მკვლელობების საკმაოდ დიდი რაოდენობა ნეკროფილური ხასიათისაა.

ასევე, ნეკროფილიის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს  სექსუალური კავშირის მცდელობა მომაკვდავ, აგონიაში მყოფ ადამიანთან (მაგალითად, როგორც მკვლელობის შედეგი სექსუალური მოტივების გამო) [16].

მსგავსი პათოლოგიური მოვლენები

მსგავსი პათოლოგიური მოვლენები[3]:

ნეკროფეტიშიზმი — ფეტიშიზმის ფორმა, რომლის დროსაც სექსუალური კმაყოფილება მიიღწევა მაშინ, როდესაც გვამი გვერდითაა ან მისი წარმოდგენის შემთხვევაში.

ნეკრომანია — გვამების შეურაცხყოფის სურვილი.

ნეკროსადიზმი — გვამთან სექსუალური კავშირის დამყარება, რომელსაც თან ახლავს მისი დანაწევრება ან დასახიჩრება.

 ნეკროფილიას ასევე შეიძლება შეესაბამებოდეს ნეკროფაგია, ადამიანის გვამების ნაწილების ჭამა[3].

ნეკროფილია და კანონი

მრავალი სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნეკროფილურ ქმედებებზე. პასუხისმგებლობა შეიძლება დადგინდეს როგორც უშუალოდ გვამებთან სექსუალური კონტაქტისთვის, ასევე შეიძლება უფრო ზოგადი ხასიათი ჰქონდეს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 244 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას გარდაცვლილთა სხეულებისა და მათი დაკრძალვის ადგილების შეურაცხყოფაზე, რაც შეიძლება გაგებული იყოს როგორც ნეკროფილური ქმედებების ჩადენა.

ნეკროფილია ცხოველებში

ნეკროფილია გვხვდება არა მხოლოდ ადამიანებში, არამედ მღრღნელებსა და სხვა ცხოველებში. კერძოდ, კეეს მოლიკერმა  გააკეთა ერთ-ერთი ასეთი დაკვირვება [18] (და ამისათვის მიიღო 2003 წლის შნობელის პრემია ბიოლოგიაში) როტერდამის „ნატურმუზეუმ როტერდამში“ ყოფნისას. მან გაიგონა ჩიტის დარტყმის მკაფიო ხმა შენობის შუშის ფასადზე. შემოწმებისას მან აღმოაჩინა მამალი გარეული იხვის გვამი, რომელიც შენობიდან ორ მეტრში იწვა. მკვდარი ფრინველის გვერდით იყო ამ სახეობის მეორე ინდივიდი, რომელმაც დაიწყო გვამთან კოპულირება. ნეკროფილიის აქტი გაგრძელდა დაახლოებით 75 წუთი, რომლის დროსაც, მოლიკერის თანახმად, ცოცხალი ფრინველი ორჯერ შეჩერდა კოპულაციური ქცევის დასრულებამდე. მოლიკერმა ივარაუდა, რომ მინაზე შეჯახებისას, ორივე ფრინველი ასრულებდა ჩვეულებრივ პატერნს იხვების ქცევაში სახელწოდებით „rape flight“  (გაუპატიურება ფრენის დროს). „მას შემდეგ, რაც პირველი ფრინველი გარდაიცვალა, მეორემ უბრალოდ განაგრძო თავისი ქმედება და არ მიიღო არავითარი უარყოფითი უკუკავშირი“, - აღნიშნა მოლიკერმა. ეს იყო ველურ იხვებში ჰომოსექსუალური ნეკროფილიის პირველი დაფიქსირებული   მტკიცებულება.

ჩოქელების კანიბალიზმს იკვლევს როჟე კაიუა. მე-18 საუკუნეში ეს მოვლენა აიხსნებოდა იმით, რომ ჩოქელის მდედრს კვერცხის ფორმირებისთვის სჭირდება ცილოვანი ნივთიერებები, რომელსაც იგი ვერსად ნახავს დიდი რაოდენობით, გარდა საკუთარი სახეობის ინდივიდებისა. რაფაელ დიუბუა, რომელიც ეყრდნობა ფ. გოლცის და ა. ბუსკეს ნაშრომებს, რომლის მიხედვითაც ბაყაყი, მაღალი ნერვული აქტივობის ცენტრების მოცილებისას, დაუყოვნებლივ იღებს კოპულას პოზას, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მას მხოლოდ გაზაფხულზე აქვს, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩოქელის მდედრი სექსუალური კავშირის წინ როცა თავს აცლის მამრს, ცდილობს ამოაცალოს ტვინის სამუხრუჭე ცენტრები და ამით მიაღწიოს უფრო ხანგრძლივ სპაზმურ მოძრაობებს სქესობრივი კავშირის დროს. ცოცხალი არსებების განვითარების ქვედა საფეხურზე, უმარტივესნებში, ერთ-ერთი ორგანიზმი მთლიანად შთანთქავს მეორეს სქესობრივი კავშირის დროს; ანუ ჩვენს წინაშე პრიმიტიული მოვლენაა. ამ შენიშვნას ამყარებს კირნანის თეზისი, რომლის თანახმადაც, სადიზმი უნდა განიხილებოდეს „როგორც არანორმალური ფორმა, რომელსაც ადამიანებში იღებენ მოვლენები. ეს მოვლენები უკვე გვხვდება ცხოველური ცხოვრების საწყისებში, როგორც გადმონაშთი ან  პრიმიტიული სექსუალური კანიბალიზმისადმი  ატავისტური  დაბრუნება“ [19].

ნეკროფილია მითოლოგიაში

 ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, ღმერთი ჰორუსი ჩასახული იყო ქალღმერთ ისიდას მიერ გარდაცვლილი ქმრის ოსირისისგან.

ინგუშებისა და ჩეჩნების მითოლოგიაში ქალღმერთი სელა-სატა დაიბადა ღმერთ სელისა და გარდაცვლილი გოგონასგან [20].


რუსული ფსიქოლოგიის აწმყო და მომავალი: წამყვანი ფსიქოლოგების მოსაზრებები. ტახირ იუსუპოვიჩ ბაზაროვი


რუსული ფსიქოლოგიის აწმყო და მომავალი: წამყვანი ფსიქოლოგების მოსაზრებები. ტახირ იუსუპოვიჩ ბაზაროვი 

 https://psy.su/feed/conferences/3029/&off=289/

სიახლეები და პუბლიკაციები

რუსული ფსიქოლოგიური საზოგადოების V ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე  „ეროვნული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქციამ ჩაატარა იმ ფსიქოლოგთა ბლიც-გამოკითხვა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში, თუ როგორ ხედავენ ისინი რუსული ფსიქოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს, როგორია მისი ყველაზე აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ავტორიტეტული მეცნიერების დასკვნები, რომლებიც ბოლო წლებში იდგნენ ფსიქოლოგიური საზოგადოების „სათავეში“, ეხება მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და ასახვას არა მხოლოდ გამოცდილი მკვლევარების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, მეთოდოლოგების, ფსიქოლოგიის მასწავლებლებისგან, არამედ უდავოდ საინტერესოა მკითხველთა ფართო წრისთვის. კითხვებს პასუხობდა ტახირ იუსუპოვიჩ ბაზაროვი.

მომაკვდავ ადამიანზე ზრუნვა. პაციენტისა და ნათესავების პრობლემები

 27-28 ივლისს ჩატარდება ა.ვ. გნეზდილოვის სემინარი „მომაკვდავ ადამიანზე ზრუნვა. პაციენტისა და ნათესავების პრობლემები“. სემინარი ტარდება ექიმებისა და ექთნების, ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების, ჰოსპისების და პალიატიური დახმარების განყოფილებების მუშაკებისთვის. 


  ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა აღნიშნავს იუბილეს

2012 წლის ივლისში ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქიატრიის, ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომლები აღნიშნავენ მის იუბილეს. კათედრას ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა“ საპატიო პრეზიდენტი ედმონდ გეორგიევიჩ ეიდემილერი.

სუიციდის პროფილაქტიკისთვის ამურის რეგიონში იქმნება სპეციალური კომისია 

ბლაგოვეშჩენსკში არასრულწლოვანთა საქმეთა კომისიის სხდომაზე გაჟღერდა რეგიონში სუიციდის პროფილაქტიკის ვარიანტები. გადაწყდა კომისიის შექმნა თვითგანადგურების ქცევის პროფილაქტიკისთვის. 

ასაკობრივი პერიოდების მნიშვნელობა და მათი თავისებურებები

ჩვეულებრივ ადამიანები აღნიშნავენ იუბილეს 50, 55, 60 წლის ასაკში და ასე შემდეგ. მაგრამ შეესაბამება თუ არა აღნიშნული „ნულოვანი“ და „ხუთოვანი“ თარიღები ადამიანის ცხოვრების რეალურ ეტაპებს, ბიოლოგიური და სოციალური სიმწიფის სტადიებს? ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება ასაკობრივი ფსიქოლოგია.

ბავშვთა სუიციდის პრობლემას პროკურატურა მეცნიერებთან ერთად მოაგვარებს

 პროკურატურა მზადაა ითანამშრომლოს მეცნიერებთან და ფსიქოლოგებთან თვითმკვლელობების პრობლემის მოსაგვარებლად 


 ხაბაროვსკში გაიმართება ინტერნეტ-სივრცეში ბავშვების დაცვის ფორუმი

ხაბაროვსკში გაიმართება ფორუმი, რომელიც ეძღვნება ახალი კანონის „ბავშვების ინფორმაციისგან დაცვის შესახებ, რომელსაც ზიანი მოაქვს მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის“ განხილვას.

ნარკოტიკების არა სამედიცინო მოხმარებასა და გავრცელებაზე უკუქმედების ორგანიზაციის გამოცდილება და ნარკომანიის პროფილაქციკა რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე

რიაზანის განათლების განვითარების რეგიონული ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროცესის ფსიქოლოგიური დახმარების ლაბორატორიის გამგემ ოლგა ვასილიევნა ფომინამ მოგვაწოდა მასალა ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ.

ფსიქოლოგების VI სამიტის მასალები  „წარმატების ტექნოლოგიები“

ძვირფასო კოლეგებო, საიტზე განთავსებულია ფსიქოლოგების VI სამიტის „წარმატების ტექნოლოგიების“ ღონისძიებების მასალები

1-3 ივნისს პეტერბურგში გაიმართა ფსიქოლოგთა VI სამიტი „წარმატების ტექნოლოგიები“ 

1 ივნისს, ფსიქოლოგთა VI სამიტი „წარმატების ტექნოლოგიები“ დაიწყო მონაწილეთა უკვე ტრადიციული არაოფიციალური შეხვედრით სანქტ-პეტერბურგში ვასილიევსკის კუნძულზე, „იმატონ“ კომპანიაში. ფსიქოლოგების სანქტ-პეტერბურგის სამიტი ექვსი წლის წინ იქნა ორგანიზებული „ფსიქოლოგიური გაზეთის“ მიერ პროფესიული ფსიქოლოგიური საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ეს არის პლატფორმა პრაქტიკოსი ფსიქოლოგების შეხვედრისთვის, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან პეტერბურგში თეთრი ღამეების დროს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ერთმანეთის მოსასმენად, საკუთარი თავის შესახებ სასაუბროდ, ახალი სასარგებლო ინფორმაციის და იმპულსის მისაღებად შემდგომი პროფესიული და პიროვნული განვითარებისა და ზრდისთვის.

ჯგუფური იდენტობა და იდენტურობა ჯგუფში. სოციალურ-პოლიტიკური, ორგანიზაციული და კლინიკური ასპექტები

გთავაზობთ პლენარული მოხსენების „ჯგუფური იდენტობა და იდენტობა ჯგუფში. სოციალურ-პოლიტიკური, ორგანიზაციული და კლინიკური ასპექტები“ ვიდეოჩანაწერს, რომელიც წაიკითხა აღმოსავლეთ ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორმა კონსტანტინ ვიტალიევიჩ პავლოვმა 2012 წლის 2 ივნისს პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტზე.

ფსიქოთერაპიული ზემოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები

წარმოგიდგენთ პლენარული მოხსენების „ფსიქოთერაპიული ზემოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმები“ ვიდეოჩანაწერს, რომელიც წაიკითხა პროფ. ნიკოლაი ივანოვიჩ კოსენკოვმა 2012 წლის 2 ივნისს სანქტ-პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტზე

XXI საუკუნის პერინატალური ფსიქოლოგია - ტრადიციული და ახალი პრობლემები

წარმოგიდგენთ პლენარული მოხსენების „XXI საუკუნის პერინატალური ფსიქოლოგია - ტრადიციული და ახალი პრობლემები“ ვიდეოჩანაწერს, წაკითხული პროფ. იგორ ვალერიევიჩ დობრიაკოვის მიერ 2012 წლის 2 ივნისს პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტზე

რუსული ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღწევები, როგორც ზოგადი განათლების ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის მეთოდოლოგიური საფუძველი

წარმოგიდგენთ პლენარული მოხსენების „რუსული ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღწევები, როგორც მეთოდოლოგიური საფუძველი ზოგადი განათლების ფედერალური სახელმწიფო სტანდარტის შესაქმნელად“ ვიდეოჩანაწერს, რომელიც წაიკითხა პროფ. ოლგა ალექსანდროვნა კარბანოვამ 2012 წლის 2 ივნისს პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტზე

ბოროტების სულიერი განზომილების გააზრების მცდელობა

გთავაზობთ პლენარული მოხსენების „ბოროტების სულიერი განზომილების გააზრების მცდელობა“ ვიდეოჩანაწერს, რომელიც წაიკითხა პროფ. მიხაილ მიხაილოვიჩ რეშეტნიკოვმა 2012 წლის 2 ივნისს პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტზე

იური პეტროვიჩ ზინჩენკოს მისასალმებელი სიტყვა პეტერბურგის ფსიქოლოგთა VI სამიტის „წარმატების ტექნოლოგიები“ მონაწილეებისთვის

ძვირფასო კოლეგებო! მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა ყველა რუსი ფსიქოლოგისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა - ჩატარდა რუსეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების V კონგრესი, რომელზედაც წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ფსიქოლოგთა წარმატებები და მიღწევები, არამედ გამოტანილი იქნა  საჯარო განხილვისთვის საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც ნაკარნახევია, კერძოდ, საზოგადოებაში  მიმდინარე ცვლილებებით. 

ფსიქოლოგთა VI სამიტის პროგრამა „წარმატების ტექნოლოგიები“

ძვირფასო კოლეგებო, 1-3 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება ფსიქოლოგების VI სამიტი „წარმატების  ტექნოლოგიები“. სამიტის ღია ღონისძიებებზე დაშვება უფასოა!

რუსული ფსიქოლოგიის აწმყო და მომავალი: წამყვანი ფსიქოლოგების მოსაზრებები. სერგიენკო ელენა ალექსეევნა 

რუსული ფსიქოლოგიური საზოგადოების V ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე  „ეროვნული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქციამ ჩაატარა იმ ფსიქოლოგთა ბლიც-გამოკითხვა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში, თუ როგორ ხედავენ ისინი რუსული ფსიქოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს, როგორია მისი ყველაზე აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ავტორიტეტული მეცნიერების დასკვნები, რომლებიც ბოლო წლებში იდგნენ ფსიქოლოგიური საზოგადოების „სათავეში“, ეხება მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და ასახვას არა მხოლოდ გამოცდილი მკვლევარების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, მეთოდოლოგების, ფსიქოლოგიის მასწავლებლებისგან, არამედ უდავოდ საინტერესოა მკითხველთა ფართო წრისთვის. კითხვებს პასუხობდა ელენა ალექსეევნა სერგიენკო  

გაიმართა ლიხაჩევის XII საერთაშორისო სამეცნიერო კითხვა

ეს ღონისძიება რეგულარულად ტარდება სანქტ-პეტერბურგის პროფკავშირების ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1995 წლიდან. წელს ლიხაჩოვის XII საერთაშორისო სამეცნიერო წაკითხვის თემა იყო „კულტურების დიალოგი გლობალიზაციის პირობებში“

 „განმარტებითი ბარათი ღონისძიებათა კომპლექსის ახალ რედაქციაზე „ახალგაზრდა ტაკანტების გამოვლენის და განვითარების სისტემის ეროვნული კონცეფციის“ განხორციელებისათვის“.

Ძვირფასო კოლეგებო! გთავაზობთ „განმარტებითი ბარათი ღონისძიებათა კომპლექსის ახალ რედაქციაზე „ახალგაზრდა ტაკანტების გამოვლენის და განვითარების სისტემის ეროვნული კონცეფციის“ განხორციელებისათვის“, რომელიც მომზადებულია საზოგადოებრივი პალატის ექსპერტების ა.კ. კოვალჯის, მ.ა. ხოლოდნაიას, დ.ბ. ბოგოიავლენსკაიას, დ.კ. კირნანსკაიას და სხვების მიერ. დოკუმენტი განსახილველად და ხელმოსაწერად წარედგინა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრს დ. მედვედევს.

ინსტინქტებზე მონადირეები


ინსტინქტებზე მონადირეები

 https://www.vokrugsveta.ru/vs/article/486/

დაახლოებით ორნახევარი ათასი წლის წინ, ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა დასვა კითხვა, რატომ მიისწრაფის ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ, ზოგი ამას აღწევს, ზოგი კი არა. მან თავად გასცა პასუხი ამ კითხვას: პირველებს შეუძლიათ განასხვავონ კარგი ცუდისგან, მეორეებს - არა და, შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ  იყვნენ ბედნიერები. XIX საუკუნის ბოლოს, ზიგმუნდ ფროიდმა კაცობრიობისთვის აღმოაჩინა ქაოტური „არაცნობიერი“და შემოგვთავაზა გონების სასიკეთოდ ბნელი იმპულსების მართვის გზა: დაიწყო საკუთარ თავში ჩაძირვის ეპოქა.


სიზმრები  რაღაც დიდის შესახებ

ფროიდამდე ფსიქოთერაპიას საქმე ჰქონდა მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან. XIX საუკუნეში, ძალიან პოპულარული მიმართულებად განიხილებოდა, მაგალითად, ჰიპნოთერაპია, როდესაც ექიმები ცდილობდნენ ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე ზემოქმედებას და დაავადების სიმპტომების მოხსნას. თავად 29 წლის ზიგმუნდ ფროიდმა 1885 წელს გაიარა ოთხთვიანი სტაჟირება ფრანგ ნევროლოგ ჟან შარკოთან და აკვირდებოდა, თუ როგორ მკურნალობდა იგი ჰიპნოზის დახმარებით ისტერიის ისეთ შედეგებს, როგორიცაა კიდურების დამბლა, სიბრმავე და სიყრუე.

 დაახლოებით ამავე დროს ფროიდი გახდა ვენიდან ექიმის ჯოზეფ ბრეიერის მოწაფე, რომელიც სეანსის დროს ისტერიის მქონე პაციენტებს სთავაზობდა თავისუფალი ფორმით ესაუბრათ თავიანთ განცდებზე. 

      1895 წელს ბროიერმა და ფროიდმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ნაშრომი სახელწოდებით „ისტერიის კვლევები“, რომელშიც ისტერიული სინდრომების მთავარ მიზეზად დასახელდა ტრავმული მოვლენების შესახებ ჩახშობილი მოგონებები. თუმცა, წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მეცნიერთა ტანდემი გაურკვეველი მიზეზის გამო დაიშალა.  თავად ფროიდისთვის საკმაოდ რთული დრო დადგა. 1896 წელს იგი გარიცხეს ვენის სამედიცინო საზოგადოებიდან იმის მტკიცების გამო, რომ ფსიქიკურ აშლილობებს საფუძვლად უდევს სექსუალურობასთან დაკავშირებული პრობლემები. იმ დროს  ფროიდის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის 4 წლის განმავლობაში ყოველდღე ძილის წინ ნახევარი საათით დაკავებული იყო საკუთარი თვითანალიზით. ამ ჩაძირვის შედეგი გახდა წიგნი „სიზმრების ინტერპრეტაცია“, რომელიც საკუთარი სიზმრების ანალიზზე არის შექმნილი. თუმცა, მაშინ ფსიქიატრიულმა საზოგადოებამ იგნორირება გაუკეთა მომავალი კლასიკოსის ნაშრომს.

ფროიდმა შექმნა პიროვნების ძალიან მწყობრი და ხისტი ფსიქოდინამიკური თეორია. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ცნობიერება შედგება ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული  სამი ნაწილისგან.

„იდი“ (ლათინურიდან „ის“) არის ბნელი ქვაბი, რომელშიც პრიმიტიული, ინსტინქტური, თანდაყოლილი იმპულსები „იხარშება“.

იდი  პიროვნების უძველესი სტრუქტურაა, რომელმაც  არ იცის შიში და შფოთვა და მოითხოვს დაუყოვნებლივ სასურველის, ანუ სიამოვნების, მიღებას. ეს ირაციონალური ნაწილია, მაგრამ მისი ნახვა სიზმარში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაშია შესაძლებელი. „ეგო“ (ლათინურიდან „მე“) არის თხელი ფენა ადამიანის ცნობიერებაში, რომელიც ეწინააღმდეგება „ბნელი“ იმპულსების ზეწოლას, ემორჩილება რეალობის პრინციპს. მას შეუძლია მიმართოს ქცევას სწორი მიმართულებით ისე, რომ ინსტინქტური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, როგორც ინდივიდისთვის და საზოგადოების წევრებისთვის უსაფრთხო გზიღ. „სუპერეგო“ (ლათინურიდან - „სუპერ მე“) არის ის, რაც შეიძლება შეიძინო აღზრდის, გარე სამყაროსთან ურთიერთობის წყალობით, კერძოდ, სინდისი, ქცევის წესები და ღირებულებების მიღებული სისტემა. ფროიდი ასევე ამტკიცებდა, რომ ადამიანის ნებისმიერი აქტივობა (აზროვნება, აღქმა, მეხსიერება და წარმოსახვა) განისაზღვრება, პირველ რიგში, ინსტინქტებით და მათი გავლენა შეიძლება იყოს პირდაპირიც და შენიღბულიც. მეცნიერმა აღიარა ორი ძირითადი ინსტინქტი - სიცოცხლე და სიკვდილი. პირველი უზრუნველყოფს სახეობების გამრავლებას.

სექსუალური ინსტინქტების ენერგიას ეწოდება ლიბიდო. მეორე, რომელიც ექვემდებარება თვითგანადგურების ინსტინქტებს, ტანატოსს, ვლინდება აგრესიაში, სისასტიკესა და თვითმკვლელობაში. შოპენჰაუერზე დაყრდნობით, ფროიდი ამტკიცებდა, რომ „სიცოცხლის მიზანია სიკვდილი“, თუმცა სიცოცხლე შეიძლება და უნდა განვლო ბედნიერად. ადამიანი გადის განვითარების რამდენიმე სტადიას, და თუ პიროვნება ერთ მათგანზე ჩერდება, მაშინ ფსიქოანალიტიკოსი უნდა დაეხმაროს პაციენტს გააცნობიეროს „გაჩერების“ მიზეზი, რაც შესაძლებელს გახდის წინსვლას. ფროიდის დროიდან კლასიკური ფსიქოანალიზის სეანსები არ შეცვლილა: პაციენტი დივანზე წევს ზურგით ფსიქოთერაპევტისკენ და ერთი საათის განმავლობაში საუბრობს ყველაფერზე, რაც თავში მოდის. და ასე ხდება კვირაში 3-დან 5-ჯერ, რამდენიმე წლის განმავლობაში. ფსიქოთერაპევტი ამ დროს თეთრი ეკრანის როლს ასრულებს, რომელზეც პაციენტი პროეცირებს თავის ნებისმიერ აზრს. როდესაც ცნობიერება შეაღწევს არაცნობიერის სიღრმეში, ადამიანს შეუძლია უნებლიედ გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის მას ცხოვრებაში.


განდგომილები

თანდათანობით ფროიდის იდეებმა დაიპყრო იმ დროის ყველაზე ბრწყინვალე ინტელექტუალთა გონება. მის გარშემო დაიწყო თანამოაზრეების წრის შეკრება, მათ 1902 წელს ჩამოაყალიბეს ვენის ფსიქოანალიტიკური წრე, რომელიც 6 წლის შემდეგ გარდაიქმნა ვენის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებად. მასში შედიოდდნენ ამბიციური ალფრედ ადლერი, ენციკლოპედიურად განათლებული კარლ იუნგი, მგრძნობიარე და მარტოხელა ოტო რანკი. მართალია, ძალიან მალე „ინტელექტუალთა კავშირში“ გაჩნდა ბზარი: განსაკუთრებით ბრწყინვალე მოწაფეებმა დაიწყეს საკუთარი შეხედულებების წამოყენება ადამიანის პიროვნებაზე და დატოვეს „ფსიქოანალიზის მამა“. უფრო მეტიც, განხეთქილება იმდენად ღრმა იყო, რომ მოწაფეები და მასწავლებელი აღარასდროს შეხვდნენ ერთმანეთს.

როდესაც ფროიდმა შეიტყო ალფრედ ადლერის გარდაცვალების შესახებ, თავის მეგობარს მისწერა: „მსოფლიომ გულუხვად დააჯილდოვა იგი მისი ძალისხმევისთვის ფსიქოანალიზის უარყოფის სფეროში“. ფსიქოთერაპია ალფრედ ადლერს უნდა უმადლოდეს ისეთ ცნებას, როგორიცაა „არასრულფასოვნების კომპლექსი“, ასევე წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ცხოვრების წესი. ადლერი გამომდინარეობდა იქიდან, რომ როდესაც ბავშვი იბადება, მამოძრავებელი ძალა ხდება არა იმდენად სექსუალური მოთხოვნილება ან სიკვდილის მოთხოვნილება, როგორც ფროიდი ამტკიცებდა, არამედ უპირატესობის მოთხოვნილება.

ადლერის თანახმად, თუ პიროვნება უფრო არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაშინ შესაძლებელია, რომ ის სამუდამოდ „დაავადდეს“, რაც გახდება ცხოვრების წესი. ამასთან, შესაძლებელია მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტი, როდესაც ადამიანი იწყებს სირთულეების დაძლევას, აღწევს ისეთ სიმაღლეებს, რომლებიც მიუწვდომელია „ჩვეულებრივი“ შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. შეიძლება მოხდეს ზეკომპენსაცია  სხვა სფეროში - ასე რომ რაიმე მნიშვნელოვანი დამსახურების უკან არ იქნება შესამჩნევი უარყოფითი მხარეები. ადლერი წერდა: „თითქმის ყველა გამოჩენილ ადამიანში ვხვდებით რაიმე ორგანოს დეფექტს; იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბევრს იტანჯებოდნენ სიცოცხლის დასაწყისში, მაგრამ იბრძოდნენ და გადალახეს მათი სირთულეები“. 


ვარდის სახელი

კარლ გუსტავ იუნგი მაშინვე და უპირობოდ მიიღეს  ვენის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში - როგორც „უფროსი ვაჟი“ და „მემკვიდრე“. მაგრამ ასეთი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იუნგი თანდათან ჩამოშორდა კლასიკურ ფსიქოანალიზს და შექმნა საკუთარი მიმართულება, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია უწოდა. მისი მასწავლებლისგან განსხვავებით, იუნგი დაინტერესებული იყო ევროპული და აღმოსავლური ოკულტიზმით, მეტაფიზიკით და ასევე დარწმუნებული იყო, რომ რელიგია დიდი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის სწრაფვას სიცოცხლის მთლიანობისა და სისრულისკენ. სიზმრებს და ფანტაზიებს ის განიხილავდა, როგორც კოლექტიური არაცნობიერის ნაყოფს, რომელიც შეიცავს მთელი კაცობრიობის გამოცდილებას. იუნგის იდეების წყალობით, რომ არაცნობიერის პრობლემები შეიძლება გადაწყდეს არაცნობიერის საშუალებით, ფსიქოთერაპიაში გაჩნდა ახალი მიმართულება - ჰანს ლეინერის სიმბოლდრამა, ან კატათიმურ-იმაგნიტური ფსიქოთერაპია.

ასეთი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ახლა აქტიურად გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში. სეანსის დროს პაციენტს სთხოვენ წარმოიდგინოს გარკვეული ფიქსირებული სურათები, რომელთაგან თითოეული რაღაცას ნიშნავს: მდინარე - სასიცოცხლო ენერგიას, მდინარის სათავეები - დედასთან ურთიერთობას, ტყე და ზღვის ფსკერი - დაშვებას არაცნობიერში, ლომი - აგრესიას, ხარი და ძროხა - მშობლების ფიგურებთან ურთიერთობას და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმბოლდრამაში პაციენტი სიმბოლური ფორმით აღწერს თავისი არაცნობიერის შინაარსს, ხოლო ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსისგან განსხვავებით, გამუდმებით ესაუბრება მას, სთხოვს უთხრას, მაგალითად, აქვს თუ არა ვარდს ფესვები და კვირტები, რა ფერისააა ფოთლები და მიმდებარე ლანდშაფტი.

ითვლება, რომ თერაპიული ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანმა გამოიმუშავა 6-დან 20 სურათამდე. უფრო მეტიც, ასეთი სეანსების შემდეგ არაერთხელ იყო შესაძლებელი დაკვირვება, მაგალითად, ონკოდაავადებულთა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის სტაბილიზაციაზე, აგრეთვე ტკივილისა და სპაზმების შემცირებაზე საყრდენ მამოძრავებელი აპარატის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში დარღვევების შემთხვევაში.  ფსიქოთერაპევტების აზრით, ასეთი მოვლენები აიხსნება ორგანიზმის ფარული ძალებისადმი აპელაციით, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ კიდევ პრაქტიკულად არაფერი ვიცით.


 სრული გეშტალტი

ფროიდის მიერ კიდევ ერთი „განაწყენებულია“ ფრიც პერლზი. თავის დროზე ის ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან ერთ-ერთ კონგრესზე, რათა ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად პოპულარულია ფსიქოანალიზის თეორია აფრიკის კონტინენტზე. მაგრამ მეტრმა საკმაოდ გულგრილად მიიღო თავისი ახალგაზრდა თაყვანისმცემლის გულის ნადები. პერლზი განაწყენდა, რის შემდეგაც მან დაკარგა ინტერესი ფსიქოანალიზისადმი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მან შესთავაზა მსოფლიოს საკუთარი მეთოდი - გეშტალტ-ფსიქოთერაპია (გერმანულიდან „გეშტალტი“ - სახეს, სრულ სურათს). გეშტალტ-თერაპიის პარალელურად აშშ-ში გაჩნდა კიდევ ერთი  მიმართულება - სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, რომელიც ვილჰელმ რაიხის მიერ არის დაარსებული. მისი თვალსაზრისით, სხეული განუყოფელია არაცნობიერისგან და არახელსაყრელ ვითარებაში იძენს „კუნთების ჯავშანს“, რომელიც შედგება ბლოკებისა და დამჭერებისგან.

მასაჟის დახმარებით ფსიქოთერაპევტი ამუშავებს ფაშეშებულ კუნთებს და უბრუნებს მათ დაკარგულ თავისუფლებას სულისა და სხეულისთვის. ვილჰელმ რაიხმა გამოაქვეყნა ბევრი წიგნი, რომელშიც მან წარმოადგინა ძალიან ექსტრავაგანტული თეორიები. მაგალითად, ორგონის - სიცოცხლის ენერგიის შესახებ. მის მისაღებად რაიხმა შეიმუშავა სპეციალური მოწყობილობები, რომლებშიც მან შეაგროვა ორგონი, შემდეგ კი ასხივებდა პაციენტებს. ეს ყველაფერი უფრო ჰგავდა პარამედიცინას, მაგრამ გამოჯანმრთელების მაჩვენებლები მაინც საოცარი იყო. მაგრამ მისი სწავლება 1954 წელს აიკრძალა, ლაბორატორია განადგურდა, ხოლო თავად მეცნიერი ციხეში აღმოჩნდა სასამართლოსადმი უპატივცემულობის ბრალდებით, სადაც გარდაიცვალა გულის უკმარისობით.


ფსიქოთერაპია და მასები 

ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში, რომლებიც დიდი რაოდენობით გაჩნდა გერმანიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ერთიანდებოდნენ ყოფილი ნარკომანები, ონკოპაციენტები და მათი ნათესავები. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, გერმანელებმა დაიწყეს გაერთიანება ინტერესთა სხვადასხვა კლუბებში, რომლებმაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასრულებდნენ ფსიქოთერაპიულ როლს.

ამერიკელებმა დაიწყეს ამ გამოცდილების გადაღება ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ - სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციისთვის. დაახლოებით იმავე დროს - 60-იან წლებში - მილიონობით ადამიანმა ევროპასა და ამერიკაში დაიწყო სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობის მიღება. ამ დროისთვის ფსიქოთერაპიას უკვე დაგროვილი ჰქონდა მეთოდიკის დიდი არსენალი, რომელიც ფროიდის ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, იძლეოდა მიზნების მიღწევის საშუალებას გარკვეული ვადის განმავლობაში. XX საუკუნის უფრო პრაგმატულ ადამიანებს არ სურდათ დიდი დროის გატარება დივანზე და საკუთარ არაცნობიერში ქექვა. თუმცა, თავად კლასიკური ფსიქოანალიზიც გარკვეულწილად სხვა გახდა - დღეს ბევრი ფსიქოანალიტიკოსი უკვე წინდაწინ განსაზღვრავს სეანსების რაოდენობას და დასაშვებად მიაჩნია  სამკურნალო პრეპარატების მოხმარება.

მეცადინეობის ჯგუფური ფორმების წყალობით, ფსიქოთერაპევტი ხელმისაწვდომი გახდა (მათ შორის ფინანსურად) გაცილებით მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ინდივიდუალური თერაპიის დროს. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ოჯახური თერაპიის მიმართულება, რომლის შემუშავება დაიწყო ამერიკელმა ფსიქოლოგმა ვირჯინია სატირმა. ის განიხილავდა ოჯახს როგორც მთლიან ორგანიზმს, რომელიც ვითარდებოდა, გადიცდიდა აღმაფრენის და სტაგნაციის პერიოდებს. სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ფსიქოთერაპევტები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახში დაბრუნებული „ცალკეული“ პაციენტები განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს იმ მიზეზით, რომ ისინი იცვლებიან, მაგრამ მათი ოჯახის წევრები არა. ზოგადად, თანამედროვე ფსიქოთერაპიაში რამდენიმე ასეული მიმართულება არსებობს.

არსებობს წმინდა ავტორისეული მეთოდიკები, რომელიც იქმნქბა კონკრეტული შემთხვევებისთვის. მაგალითად, ბიზნეს ტრენინგები, როდესაც აუცილებელია პერსონალის სწრაფად მომზადება კლიენტებთან მუშაობისთვის: სტრეს-მენეჯმენტი, ტაიმ-მენეჯმენტი, სატელეფონო ურთიერთობის ტრენინგი, იმიჯის  ფორმირება და მოლაპარაკების ეფექტური წარმართვის ტექნიკა. ძალიან პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება ქოუჩინგი, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს, ტრენინგებს და ხელმძღვანელთა ფსიქოლოგიური პრობლემების ანალიზს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა წარმატებული ადამიანების კიდევ უფრო წარმატებულად გახდომა.


 რუსული გზა საკუთარი თავისკენ

რევოლუციამდელ რუსეთში ფროიდისეული იდეები ძალიან სწრაფად ვრცელდება. პირველი რეგულარული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი სწორედ რუსეთში გამოქვეყნდა. ფროიდის პირველ პაციენტებსა და სტუდენტებს შორის იყვნენ მხატვარი სერგეი პანკეევი, რომელიც მოგვიანებით გახდა ჰერმან ჰესეს რომანის „ტრამალის მგელის“ მთავარი გმირის პირველსახე, ასევე საბინა შპილრეინი, რომლის გამოც, სხვათა შორის, ფროიდი და იუნგი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. 1912 წლიდან 1925 წლამდე რუსეთში გამოქვეყნდა „ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის ბიბლიოთეკების“ მთელი სერია.

1930-იანი წლების დასაწყისში რუსული ფსიქოანალიზის ისტორია შეწყდა. საზოგადოებაში, რომელშიც იმ დროს კულტივირებდა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის სული, არ იყო თვითგამოკვლევის ადგილი. ფსიქოთერაპია წავიდა მიწისქვეშეთში, დაიკავა ძალიან მოკრძალებული ნიშა მხოლოდ ფსიქიატრიაში. მშობლიური ფსიქოანალიზის თანდათანობითი აღორძინება დაიწყო მხოლოდ 1970-იან წლებში ფსიქოლოგ ბორის კრავცოვის წყალობით, მაგრამ ფსიქოთერაპიამ საბოლოოდ დაიწყო „მიწისქვეშეთიდან“ გამოსვლა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც გაჩნდა პირველი ფსიქოანალიტიკური ჯგუფები, ასევე რუსეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია და პრაქტიკოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოანალიზის სექცია ... გასაგებია, რომ იმ წლებში პრაქტიკაში გამოყენებული ფსიქოთერაპია უკეთეს  შემთხვევაში შეესაბამებოდა ფროიდის დროინდელ ფსიქოანალიზს. ასე რომ, მთელი გამოცდილება, რომელიც დააგროვა დასავლურმა ფსიქოთერაპიულმა აზროვნებამ 70 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უნდა ათვისებული იქნას უკიდურესად მოკლე დროში.


კომენტარი

ლეონიდ კროლი, ჯგუფური და ოჯახური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ფსიქოთერაპიის კათედრის დოცენტი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 60 სტატიის ავტორი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის შესახებ: 

      „ახლა სულ უფრო მეტი დაავადება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიეკუთვნებოდა წმინდა სხეულებრივს, გადადის ფსიქოსომატურთა რიგში, ხოლო ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროფესია ხდება. ზოგიერთ ქვეყანაში მათი რიცხვი საკმაოდ შეედრება პრაქტიკოს ექიმთა რიცხვს. ამრიგად, გარკვეული დამღა, რომ ფსიქოთერაპევტებს მხოლოდ ისინი მიმართავენ, ვინც ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი, თანდათან იხსნება. ფსიქიკური შემადგენელი გვხვდება ისეთ დაავადებებში, როგორიცაა ბრონქული ასთმა, კუჭის წყლული, ეგზემა. ამიტომ, ახლა ევროპის უმეტეს ქვეყნებში ექიმი პაციენტის პირველადი გამოკვლევის დროს ურჩევს ფსიქოთერაპევტთან დაკავშირებას, რადგან ძალიან ხშირად ასეთი დაავადებების მიზეზი არის ფარული დეპრესია, რომლის შესახებაც პაციენტმა ზოგჯერ არც კი იცის. ქრონიკული პაციენტები შემთხვევების დაახლოებით 30%-ში გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, თუ ფსიქოთერაპევტი ჩაერთვება მკურნალობაში. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც წესი, პაციენტს თავდაპირველად არ აქვს არანაირი ჩივილი ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

თუმცა დადგენილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების მიზეზია სიცოცხლის ფარული არნდომა, ცხოვრებისეული მიზნებისა და სტრატეგიების გადახედვისას, ადამიანის შიგნით ღრმად დამალული სტრესების გაცნობიერებისას ადამიანს შეუძლია გამოჯანმრთელდეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიური, ძალიან ხშირად გადაეცემა თაობიდან თაობას. ერთ და იმავე ასაკში, მსგავს გარემოებებში ჩნდება ქცევის გარკვეული სტერეოტიპები, რომლებიც იწვევს წმინდა „ოჯახური“ დაავადებების განვითარებას. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა შეხედოს ოჯახს, როგორც ჩამომავლობას და მოხსნას „გვაროვნული დამღა“.

უნდა ითქვას, რომ ფსიქოთერაპია ძალიან მცირედ ეყრდნობა ადამიანის რაციონალურ აღქმას, ამიტომ სეანსების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულთან მუშაობას, არავერბალურ ტექნიკას და ტრანსულ გავლენას. ჯერჯერობით ნაკლებადაა ცნობილი, რა ხდება პაციენტის ტვინში, თუმცა არსებობს მთელი მიმართულება სამეცნიერო კვლევებში, რომელიც მხოლოდ ამ პრობლემატიკას შეისწავლის. მაგრამ სახეების შეცვლისას ცნობიერებაში თავად ადამიანიც რომ იცვლება, უკვე არავიში იწვევს ეჭვს. იმედის მომცემია ის გარემოებაც,  რომ დღეს ბევრი ადამიანი ესწრება სეანსებს არა იმდენად პრობლემების მოსაშორებლად, რამდენადაც საკუთარ თავში დამატებითი რესურსების მოსაძებნად და ამით ცხოვრებაში უფრო დიდი რეალიზაციის მისაღწევად.


გამწმენდი ნიღაბი PureBubble – სასარგებლო ნახშირორჟანგია


გამწმენდი ნიღაბი PureBubble – სასარგებლო ნახშირორჟანგია

 https://seiketsu.ru/stati-i-obzory/obzory-brenda-sun-smile/ochishchayushchaya-maska-pure-bubble--poleznyy-uglekislyy-gaz/


გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს იაპონურ-კორეული კოსმეტიკა PureSmile. ადრე ჩვენ ვისაუბრეთ ფურცლოვანი ნიღბების სერიაზე ნატურალური ესენციებით - იხ. სტატია კოსმეტიკური ნიღბები PureSmileEssence - სახის ეფექტური მოვლა. ამჯერად ჩვენი თემაა გამწმენდი ქაფის ნიღბები სახისთვის ნახშირორჟანგის PureBubble საფუძველზე.

ნახშირორჟანგის (ნახშირბადის დიოქსიდის) გამოყენება ორგანიზმის გაჯანსაღების მიზნით უკვე დიდი ხანია ცნობილია. ეს ბიოქიმიური ნაერთი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში კანის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების სამკურნალოდ. ბოლო დროს სილამაზის სალონებში პოპულარული გახდა ინვაზიური კარბოქსითერაპიის პროცედურა, ანუ ნახშირორჟანგით მკურნალობა, კანქვეშ ინექციის გამოყენებით. მაგრამ ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში მოვლის სავსებით რევოლუციური მეთოდი იქნა შემოთავაზებული კორეელი მეცნიერების მიერ: კანზე ნახშირორჟანგით ზემოქმედება კანის საფარის დაზიანების გარეშე (არაინვაზიურად). ეს სრულიად უსაფრთხო პროცედურა იძლევა სწრაფად და ხარისხიანად საოცარი შედეგების მიღების  საშუალებას კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ბიოლოგიის სკოლის კურსიდან ცნობილია, რომ ნახშირორჟანგი ცოცხალი უჯრედების სასიცოცხლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტია, ორგანიზმი თავისუფლდება მათგან და სუნთქვის საშუალებით გამოყოფს მათ ატმოსფეროში. ორგანიზმის ეს ფუნქცია საფუძვლად დაედო კარბოქსითერაპიას.  როგორ მუშაობს ის?

ნახშირორჟანგის (ნიღაბი, გელი და სხვა) შემცველი სპეციალურად შემუშავებული პროდუქტი კანზე ისმება. ნახშირორჟანგი აღწევს დერმის ზედა ფენებში. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდის შედეგად ხდება სისხლძარღვების გაფართოება, იზრდება სისხლის მიმოქცევა, ჟანგბადის და მასაზრდოებელი  ნივთიერებების ნაკადი, შედეგად ხდება ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და უჯრედების რეგენერაციის პროცესი. შემდგომ, ნახშირორჟანგი ჩვეულებისამებრ გამოიყოფა ორგანიზმიდან, ხოლო მიღებული ჟანგბადი აგრძელებს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას, რაც ხელს უწყობს ქსოვილების ბუნებრივ დაჭიმვას და სახის ფერის გაუმჯობესებას, ხოლო სისხლის მიმოქცევის წყალობით ისეთი მოვლენები, როგორიცაა სახის შეშუპება, ქრება. ამრიგად, მავნე ნახშირორჟანგს სასარგელი მოაქვს.

 ნოვატორულ კოსმეტიკურ ბრენდს PureSmile ასევე აქვს ნახშირორჟანგის საფუძველზე შექმნილი გამწმენდი საშუალება - ქაფის ნიღაბი PureBubble.

ნიღაბი ხელმისაწვდომია ორი ფორმით: ერთჯერადი 3 გრამიანი პაკეტი და 50 მლ პატარა ბალონი. არსებობს ნიღბის ხუთი ვარიანტი სხვადასხვა ექსტრაქტებით: მარგალიტებით, ზღვის წყალმცენარეებით, მწვანე ვაშლით, ვარდით და ფუტკრების რძით. გამოვცადოთ ქაფიანი ნიღაბი მარგალიტის ექსტრაქტით (კონკვიოლინ-ამინომჟავით).

აღწერილობა: გამწმენდი ქაფის ნიღაბი სახისთვის ნახშირორჟანგის და კონკვიოლინ-ამინომჟავის საფუძველზე 50 მლ. (026457). ნიღაბი წარმოადგენს გამჭვირვალე პროდუქტს, რომელიც კანზე წასმისას იწყებს აქაფებას - ეს ნახშირორჟანგი მუშაობს. შედეგად წარმოიქმნება სქელი, მაგრამ ძალიან რბილი ქაფი.

გამოყენება: წაისვით საკმარისი რაოდენობა სუფთა კანზე, როდესაც ნიღაბი აქაფდება, გაიკეთეთ სახის მსუბუქი მასაჟი, გაიმეორეთ პროცედურა 2-3-ჯერ. ამის შემდეგ, ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ვისთვის არის შესაფერისი: ნიღაბი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის და არის სახის მოვლის განუყოფელი ნაწილი, ვინაიდან პირველადი გაწმენდის გარეშე კანი მიუწვდომელი რჩება სასარგებლო ნივთიერებების შეღწევისათვის და ყველა სხვა პროცედურას აზრი ეკარგება.

ძირითადი აქტიური კომპონენტებია:

ჰიალურონის მჟავა - პოლისაქარიდი, რომელიც ატენიანებს კანს, ხელს უწყობს რეგენერაციას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

 კონკვიოლინი არის ცილა, რომელიც ფარავს მოლუსკი-მარგალიტის გარსს. მას აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები, არეგულირებს pH დონეს,გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები, აშორებს მუწუკებს, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

 ნახშირორჟანგი - ხელს უწყობს კანის ბუნებრივ დაჭიმვას და სახის ფერის გაუმჯობესებას, ხსნის ანთებით პროცესებს, აქვს სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კანზე, აშორებს მუქ წრეებს და დამამშვიდებლად მოქმედებს შესიებულ თვალებზე, ასწორებს ნაოჭებს თვალების კუთხეებში.


       რეკომენდაციები:  ეს ნიღაბი შეიძლება ყველასთვის იყოს რეკომენდებული, გამონაკლისის გარეშე, როგორც სახლის პირობებში მოვლის რეგულარული პროცედურა. ნიღაბი სწრაფად და ნაზად წმენდს კანს ჭუჭყისგან, ამასთან ინარჩუნებს დატენიანების ბუნებრივ დონეს. სახე ხდება სუფთა, ჩნდება ნაზი სიწითლე.


სიხარბის პანდემია: აშშ, როგორც საცდელი მოედანი ტოტალური ვაქცინაციისთვის

 

სიხარბის პანდემია: აშშ, როგორც საცდელი მოედანი  ტოტალური ვაქცინაციისთვის

https://octagon.media/istorii/pandemiya_zhadnosti_ssha_kak_poligon_dlya_totalnoj_vakcinacii.html

კორონავირუსული ინფექციის პანდემიას მთელს მსოფლიოში, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, მხოლოდ უბედურება არ მოუტანია. შეერთებულ შტატებში გლობალურმა საფრთხემ გააცოცხლა ფარმაცევტული ბაზარი, გაუხსნა მას მრავალმილიარდიანი პერსპექტივები. ახალი ინფექციის გაჩენა კოლოსალურ ბიზნესს იწყებს ამერიკაში.

ის, რაც ხდება, ცნობილ ტექნოლოგიურ ხერხს წააგავს. თავდაპირველად, მოსახლეობას მაქსიმალურად აშინებენ - აჰყავთ ახალი კორონავირუსი უკიდურესად საშიში საფრთხის სტატუსამდე, ამძაფრებენ სიტუაციას ინფორმაციულ სივრცეში, დემონსტრირებენ დაავადებულებით სავსე ჰოსპიტლებს და დამკრძალავ პროცესიებს. და ამ საშინელების შემდეგ, როგორც ფილმში „ინფიცირებულნი“, სადაც ნაჩვენებია დღეს განცდილი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ჰეპი-ენდი უნდა მოხდეს, რომელიც დაკავშირებულია სასწაულმოქმედი ვაქცინის შემუშავებასთან.

ექსპერტების შეფასებით, უკვე უახლოეს მომავალში ფარმაცევტული ინდუსტრიის ლობი კიდევ ერთ ექსპერიმენტს ჩაატარებს ამერიკელებზე და შესთავაზებს მოსახლეობის ტოტალურ ვაქცინაციას კორონავირუსის წინააღმდეგ. თუმცა, უვნებელ ვაქცინაციებს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტი, რომელთა სიმძიმის შეფასება ჯერ კიდევ წინ არის.


ექსპერიმენტის  პირას

ფარმაცევტულ ბიზნესზე ორიენტირებული ამერიკელი მეცნიერები აძლიერებენ დისკუსიებს საყოველთაო ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ. აშშ-ში მრავალი წლის განმავლობაში არ აძლევენ მსვლელობას ბავშვთა  MMR ვაქცინაციის სრულმასშტაბიან შესწავლას (წითელა, წითურა, ყბაყურა), რომელსაც, როგორც ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, შეუძლია გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების პროვოცირება. MMR ვაქცინა გამოიყენება შეერთებულ შტატებში ბავშვების ვაქცინაციისთვის, დაწყებული ცხრა თვის ასაკიდან.

თუ რამდენად ძლიერად არის დამუხტული ამერიკული საზოგადოება ტოტალური ვაქცინაციის თემით, კარგად ჩანს ლეგენდარული ოსკაროსანი რობერტ დე ნიროს გახმაურებულ ფილმი „ვაქცინირებულები: სიყალბიდან კატასტროფამდე“. მოკლე დროში ფილმა მიიღო სერიოზული რეზონანსი. ეს იმისდა მიუხედავად, რომ ფილმში არ არის სრულ ვაქცინაციაზე უარის თქმის პროპაგანდა.

დე ნირომ კონკრეტულ ფაქტებზე დაამტკიცა სამედიცინო მონაცემების ფალსიფიკაცია და ნათლად აჩვენა, რომ ამგვარი ფალსიფიკაციების შედეგებით მთელი მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკა ყალიბდება.

ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ ფილმი აღიქვა, როგორც გამანადგურებელი დარტყმა. ფილმის დემონსტრირებას და ფესტივალზე ჩვენებას პრობლემები შეექმნა პრემიერისთანავე. დე ნირო გეგმავდა ფილმის ჩვენებას ნიუ იორკის კინოფესტივალზე გახსნის დღეს, მაგრამ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ფილმი მოხსნეს ჩვენებიდან. მსახიობის თქმით, ფილმი უნდა ენახათ ადამიანებს, რადგან მასში გამოთქვამენ თავის მოსაზრებებს სპეციალისტები, ვირუსოლოგები, მსოფლიო რეპუტაციის მქონე ექიმები, რომლებსაც აქვთ უდავო მტკიცებულებები.

„ფილმში დასმული კითხვები თქვენ, ჟურნალისტებმა, თავად უნდა დასვათ საკუთარ. რატომ არ დაიწყებთ ჟურნალისტურ ძიებას? რატომ არცერთ თქვენგანს არ სურს თქვენი საქმის კეთება?“ - განაცხადა დე ნირომ.

ახლა გახმაურებულ ფილმში დასმული კითხვები აქტუალობას იძენს.

მასობრივი აუტიზმი

ვაქცინაციის თემაზე ყურადღების ხელახლა გამახვილება დაიწყო იმით, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა შესთავაზეს ადამიანების დაცვა კორონავირუსისგან არაპროფილური ვაქცინით. მკვლევარებმა ფაქტობრივად აღიარეს: არ არსებობს იმის გაგება, თუ როდის შეიქმნება სპეციფიკური ვაქცინა, მაგრამ დღეს უკვე არსებობს   MMR. იგი დამტკიცებულია აშშ -ს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, იგი გამოიყენება (ზოგჯერ ნებადართულია, ზოგჯერ აკრძალული) მთელს მსოფლიოში, რათა დაიცვას ადამიანები სამი საშიში დაავადებისგან - ყბაყურა (ეპიდემიური პაროტიტი), წითურა და წითელა.

CNN–მა გამოაქვეყნა ლუიზიანის შტატოს უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის ტექსტი. მათ დაასკვნეს, რომ MMR-ს ვაქცინა იცავს ბავშვებს ინფექციისგან, რომლებიც სცილდება სამი ვირუსის ჩაროებს, რომლისკენაც მიმართულია პრეპარატი: „თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ვაქცინა აძლიერებს საერთო იმუნიტეტს, ასწავლის ორგანიზმს გარკვეული ვირუსების ამოცნობას“.

პოლ ფიდელმა ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტიდან აღნიშნა: „ჩვენ თუ შევცდებით კიდეც, ადამიანებს გაუჩნდებათ ახალი ანტისხეულები წითელას, ეპიდემიური პაროტიტის და წითურას მიმართ. ასე რომ, ზიანის მომტანი არ არის“. 

ანუ, მკვლევარები წინასწარ აღიარებენ, რომ MMR-ის ეფექტურობა ამ შემთხვევაში დამტკიცებული არ არის, მაგრამ მისი გამოყენება ვაქცინაციისთვის აუცილებელია. ამ ლოგიკის თანახმად, აუცილებელი იქნება თითქმის ყველას ზედიზედ აცრა - ეს კი, გაზვიადების გარეშე, კოლოსალური ბიზნესია.

ეს არც კი არის მნიშვნელოვანი. აღნიშნული ვაქცინა მრავალი წლის განმავლობაში ბადებდა ბევრ კითხვას. MMR ვაქცინის დანერგვისა და შეერთებულ შტატებში მისი იმუნიზაციის ეროვნულ გრაფიკში შეტანის შემდეგ, ათასობით მშობელმა დაიწყო ჩივილი, რომ მათი შვილი მკვეთრად შეიცვალა იმუნიზაციის შემდეგ. მშობლები თვლიან, რომ ბევრი ფაქტის უბრალოდ დამალვას ცდილობენ. დადგენილია, რომ ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს ნივთიერებას ტიმერაზოლს - ვერცხლისწყლის შემცველ კონსერვანტს, არის სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე - ე.წ. ქრონიკული ტოქსიკურობის ელემენტები.

„შეერთებულ შტატებში ყველა ბავშვი უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინაციის სტანდარტებს, რომ დაშვებული იქნას სკოლაში და საბავშვო ბაღში. ყველას გირჩევთ: გადახედეთ კვლევებს, გადახედეთ ფაქტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვაქცინები უსაფრთხოა თქვენი შვილებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები (CDC) იძლევა  დამაჯერებელ ფაქტებს“. 

აშშ-ს ხელისუფლება ჯიუტად ხუჭავს თვალს ამაზე, საუბრობს მრავალრიცხოვან კვლევებზე, რომლებმაც დაადასტურეს ვაქცინის უსაფრთხოება. მაგრამ შევხედოთ ციფრებს: 1977 წელს აუტიზმი ძალიან იშვიათი დაავადება იყო ამერიკაში - 1:15 000 ბავშვი. 1990 წელს MMR ვაქცინის შემუშავებასა და პოპულარიზაციასთან ერთად ბავშვებში აუტიზმით დაავადების ზრდა ისეთი იყო, რომ ექიმი-ფსიქიატრები ვეღარ გაუმკლავდნენ პაციენტების შემოდინებას. დღეს შეერთებულ შტატებში აუტიზმით დაავადებულია ყოველი მეშვიდე ბავშვი.

 ამერიკელი ექიმები, რომლებიც მიბმული არიან „დიდ ფარმაციაზე“, ამტკიცებენ, რომ ვაქცინასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს.

 მილიონების მოტყუება

ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ითვლებოდა, რომ ბავშვთა აუტიზმში მშობლები არიან დამნაშავე. ვერსია გაჩნდა კვლევის ჩატარების შემდეგ, რომლის შედეგების შემეგ გაკეთდა დასკვნა, რომ აუტისტური ბავშვების ყველა მშობელი წარმატებული, მაღალი განათლების მქონე ადამიანია, რომლებიც ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ საკუთარ შვილებს.

„კვლევები“ გადაიზარდა „ახალი ნორმალურობის“ იდეოლოგიაში, როდესაც აუტისტ ბავშვებს, რომლებიც მრავლადაა შეერთებულ შტატებში, წარმოადგენენ როგორც „ჯანმრთელებს“. ამერიკული აუდიტორიისთვის  ამ იდეოლოგიის პროპაგანდას ჰოლივუდიც კი უწევს: ფილმები „სამაგიერო“ ბენ აფლეკთან და „ღამის პორტიე“ ანა დე არმასთან ერთად აუტისტ გმირებს სუპერგმირებად, უბრალოდ განსაკუთრებულ ადამიანად წარმოადგენენ.

1970-იან წლებში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აუტიზმი მშობლების ქცევასთან არ არის დაკავშირებული, ხოლო მიზეზი მდგომარეობს ბავშვების თავის ტვინშია, სადაც გამოგონილ MMR ვაქცინასთან ერთად აღწევს ქიმია „ქრონიკული ტოქსიკურობით“.

ახლა „დიდი ფარმის“ ლობი ისევ იწყებს გემრიელი ლუკმისთვის ბრძოლას. MMR–ს სრული ვაქცინაცია გვპირდება, რომ თავისი მასშტაბით უნიკალური პროექტი გახდება.

გამოიყენება „მძიმე არტილერია“ - ამ დღეებში ახალი კვლევების სულ უფრო მეტი მონაცემი იდება საზოგადოებრივ სივრცეში.

ერთ-ერთი უკანასკნელი ცნობების თანახმად, ლიტველ და ერაყელ მეცნიერთა ჯგუფმა (ლიტვისა და ერაყის მედიცინა დიდი ხანია აღარ არის სუვერენული) ასევე წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ წითელას, ყბაყურას და წითურას საწინააღმდეგო კომბინირებულ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსისგან დაცვა. დასკვნა ემყარება 30 ამინომჟავის ნარჩენების თანმიმდევრულ მსგავსებას ატიპიური პნევმონიის (SARS-CoV-2), წითელასა და წითურას ვირუსის გლიკოპროტეინებს შორის. აღინიშნა, რომ ერაყის ჩარმოს უნივერსიტეტსა და ლიტვის კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა თითქოს აჩვენა, რომ MMR ვაქცინაციამ შეიძლება გახდეს ბავშვების დაავადებისადმი შეუვალობის მიზეზი.

 „ბავშვებში MMR ვაქცინით წარმოქმნილ ანტისხეულებს შეუძლიათ ამოიცნონ ცილის გარკვეული ნაწილები (ეპიტოპები) SARS-CoV-2-ის ცილა-წვეტებზე. ეს ანტისხეულები, განსაკუთრებით სასუნთქი გზების ეპითელურ ფენაში, ბლოკავს ვირუსის შეკავშირებას და უჯრედებში მოხვედრას“,  - განმარტავს ასეთ თეორიას პროფესორი რიმანტას კოძიუსი, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში.

თუმცა, მეცნიერებათა დოქტორი, ბიოლოგ-ეკოლოგი, აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვის მამა ბრაიან ჰუკერი, რომელიც იკვლევს ბავშვთა ავადმყოფობასა და ვაქცინაციას შორის შესაძლო კავშირს,  კატეგორიულად აღნიშნავს: ეს ყველაფერი ტყუილია. სწორედ ჰუკერი გახდა დე ნიროს ფილმის ორი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთი.

ჰუკერს უკვე ჰქონდა 60–ზე მეტი სამეცნიერო სტატია ამ თემაზე მსოფლიო სამედიცინო ჟურნალებში, როდესაც დაუკავშირდა CDC–ს, რათა გაეკრიტიკებინა მათი დასკვნები ვაქცინისა და დაავადებების შემთხვევების შესწავლასთან დაკავშირებით. ჰუკერმა გააკრიტიკა კვლევის შედეგებში მოყვანილი სტატისტიკა. მაშინ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა გაგზავნეს ჰუკერთან თავიანთი თანამშრომელი უილიამ ტომპსონი, რათა გარკვეულიყო პრობლემაში. ტომპსონი დე ნიროს ფილმის მეორე მთავარი გმირია. 2004 წელს ჰუკერმა მიიღო წერილი ცენტრების იურისტისგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას აღარ ჰქონდა უფლება დაკავშირებოდა მათ ორგანიზაციას.

ათი წლის შემდეგ ტომპსონმა ჰუკერს საკუთარი ინიციატივით დაურეკა.

„მე დიდხანს ველოდებოდი მომენტს ჩემი ისტორიის გასაზიარებლად, და ახლა მინდა გითხრათ მთელი სიმართლე. მე ჩართული ვარ მილიონობით გადასახადის გადამხდელის მოტყუებაში ვაქცინების პოტენციურ ნეგატიურ გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვიტყუეთ კვლევის შედეგების შესახებ. CDC–ის ნდობა აღარ შეიძლება ვაქცინების უსაფრთხოების შემოწმების მიზნით“, - განაცხადა მეცნიერებათა დოქტორმა, დოქტორი, დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების უფროსმა მეცნიერმა მკვლევარმა უილიამ ტომპსონმა.

ტომპსონი შემდგომ გახდა მთავარი ფიგურა და ინფორმატორი CDC– ს არაკეთილსინდისიერების და ფაქტების დაფარვის საქმეში.

ექიმთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, რომელიც მონაწილეობდა აუტიზმსა და ვაქცინებს შორის კავშირის ფაქტების დადგენაში, ექიმი გასტროენტეროლოგი ენდრიუ უეიკფილდია. 1995 წლიდან უეიკფილდი იკვლევს აუტიზმის მქონე ბავშვებში სამჯერ MMR ვაქცინის გამოყენებას. სინდრომის პარალელურად მათ განუვითარდათ საჭმლის მონელების მწვავე პრობლემები. უეიკფილდმა, სპეიალისტმა გასტროენტეროლოგის სფეროში, აღმოაჩინა ნაწლავის ანთების ახალი ტიპი, რომელიც უკავშირდება აუტიზმის სინდრომის ერთდროულ განვითარებას ადრე სრულიად ჯანმრთელ ბავშვებში (იზოლირებული აუტიზმი).

გასაკვირი არ არის, რომ უეიკფილდი გახდა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე,  CDC-ის და აშშ-ში ყველა ფარმაცევტული ორგანიზაციის მთავარი მტერი.


ათასობით საჩივარი

ახლა ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ სწორედ დე ნიროს ფილმა მოახდინა ამერიკულ საზოგადოებაში აფეთქებული ბომბის ეფექტი. არსებითად, საჯაროდ და ფაქტებით ხელში დამტკიცდა, რომ ამ მომენტამდე მხოლოდ მშობლებთან განიხილებოდა ინტერნეტ ფორუმებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ უეიკფილდმა და ჰუკერმა, სხვადასხვა დარგის სხვა მეცნიერებთან ერთად, მოახერხეს იმ მშობლებისგან საჩივრების ათიათასობით მტკიცებულების შეგროვება, რომელთა შვილებიც დაზარალდნენ MMR ვაქცინაციის შედეგად. ყველა მშობელი ერთსა და იმავეზე ლაპარაკობდა: დილით გაკეთდა ვაქცინაცია, საღამოს ტემპერატურამ აიწია, მეორე დილით ბავშვმა დაკარგა მეტყველების უნარი, სივრცეში ორიენტაცია, შეწყვიტა სიარული და მოწყდა სამყაროს, რის შემდეგაც მხოლოდ უძლიერესი ანტიბიოტიკებით თერაპია დაეხმარა.

რუსი პედიატრები, რომლებთანაც „ოქტაგონმა“ მოახერხა დაკავშირება, ამტკიცებენ: ახლაც კი, თითქმის ნებისმიერი კვლევა, რომელიც განსხვავდება CDC დასკვნებისაგან დაავადებებსა და ვაქცინაციებს შორის კავშირის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა დაუსაბუთებლად მიიჩნიეს, ხოლო თავად ექიმები თითქმის თაღლითებად აღიარეს.

მაგრამ, უკვე 2000 წლისთვის ენდრიუ უეკფილდის მოხსენება, რომელიც მან წარუდგინა აშშ-ს კონგრესს, შეიცავდა დასკვნებისა და ფაქტების 2000-ზე მეტ გვერდს, რომლებიც ადასტურებდა უშუალო კავშირს ვაქცინასა და აუტიზმს შორის. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, კონგრესმა დაავალა CDC- ს ამ საკითხის გამოძიება, არის თუ არა სინამდვილეში კავშირი დაავადებებსა და ვაქცინაციებს შორის. უფრო მეტიც, უეიკფილდისა და მეცნიერთა ჯგუფის მოხსენებაში მთავარი დასკვნა იყო რეკომენდაცია უარი ეთქვათ სამმაგ ვაქცინაზე ერთჯერადის სასარგებლოდ  და გაეგრძელებინათ MMR-ს კვლევა.

სწორედ იმ მომენტში გაჩნდა მოკრძალებული იმედი საზოგადოებაში: იქნებ აშშ-ს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოუსმინოს ექსპერტების აზრს და გამოიტანოს დასკვნები? დასკვნები მართლაც გაკეთდა, თუმცა ისეთი არა, რასაც ხალხი ელოდა.

ერთი ყველასათვის

სკანდალური მოხსენების შემდეგ, აშშ-ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ცალმაგი ვაქცინის იმპორტის აკრძალვა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა, მათ შორის Merck-მა (რომელიც აწარმოებს MMR ვაქცინას), გადაწყვიტეს ერთჯერადი ვაქცინების გამოშვება, რამაც არ დაუტოვა მშობლებს არჩევანის უფლება: მხოლოდ სამმაგი MMR ვაქცინა!

მაშინვე უეიკფილდმა ჰკითხა CDC–ის ერთ–ერთ ხელმძთვანელს: თუ მათი ამოცანაა ბავშვების ინფექციური დაავადებებისგან დაცვა, მაშინ რატომ ჩამოართვეს მათ მშობლებს უფლება აირჩიონ ერთჯერადი ვაქცინები სამმაგი ვაქცინის ნაცვლად? პასუხი იყო ძალიან გულწრფელი: თუ მშობლებს ქნებათ არჩევანის უფლება, ეს გაანადგურებს აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამას, რომელიც მიმართულია MMR-ის საყოველთაო ვაქცინაციაზე.

CDC–ის ოფიციალური დასკვნა სკანდალის შემდგომ ასე ჟღერდა: „იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს უცვლელად და უკუჩვენებების გათვალისწინების გარეშე, პარალელურად ვიმუშაოთ აუტიზმის სინდრომით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების შესწავლაზე“. ამავე დროს, CDC „შესაფერისი“ დოკუმენტების საფუძველზე, ნათლად მიუთითა: ვაქცინაციასა და აუტიზმის განვითარებას შორის კავშირი არ არის დადგენილი. ასეთ დასკვნაში უკვე შეუძლებელი იყო ცვლილებების შეტანა, ამ დოკუმენტის საფუძველზე ცენტრმა გამოაცხადა MMR ვაქცინა უსაფრთხოდ. სახეზე იყო სურვილი სამუდამოდ დახურულიყო დისკუსია სამმაგი ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ.

ამერიკაში MMR ვაქცინა შესულია ვაქცინაციის კალენდარში, რომელიც ყველა მშობელმა უნდა დაიცვას და აცრას ბავშვები მკაცრი გრაფიკით: 12-დან 15 თვემდე.

ექსპერტები აღიარებენ, რომ CDC–ის ფინანსური დაინტერესების დამტკიცება ვაქცინების პოპულარიზაციაში ადვილი არ არის. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრს არ შეუძლია პირდაპირ ფულის აღება კერძო ფარმაცევტული კომპანიებისგან, მაგრამ მას შეუძლია შექმნას ამისთვის ფონდები, რომლის საშუალებითაც ხდება ფულადი სახსრების მოდინება. ფარმაცევტულ ორგანიზაციებს (Merck, Pfizer, Sanofi-Aventis, GSK) აქვთ მრავალმილიარდიანი ინვესტიციების ვაქცინის შესაქმნელად. ასევე მნიშვნელოვანია სხვა რამის გაგება: თუ მინიმუმ ერთ კომპანიას შეუძლია დაამატოს ერთი ვაქცინა სავალდებულო ვაქცინაციის კალენდარში, მაშინ მისი სარგებელი შეადგენს მინიმუმ $ 30 მილიარდ დოლარს წელიწადში!

არც ისე დიდი ხნის წინ, ვაქცინის ლობიმ რუსეთიც კი შეიყვანა მათ რიცხვში, ვინც ეწინააღმდეგება მის ტოტალურ დანერგვას. The Times-მა დაადანაშაულა „პრორუსული“ ჯგუფები სოციალურ ქსელებში თეორიების გავრცელებაში MMR ვაქცინის საშიშროების შესახებ, რომელიც გამოიყენება წითელას, ყბაყურასა და წითურასგან ბავშვთა ვაქცინაციისთვის. გამოცემამ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში წამოიწყო კამპანია ექიმ ენდრიუ უეკფილდის მიერ შექმნილი ფილმის მხარდასაჭერად, რომელიც 1998 წლიდან თანმიმდევრულად გამოდის MMR ვაქცინის წინააღმდეგ. როგორც გაზეთი მიიჩნევს, ყველა ეს ჯგუფი მოქმედებს „რუსული ჩარევის“ ფარგლებში. პუბლიკაციაში არ არის მოცემული ამ განცხადებების მტკიცებულება, მითითებულია ზოგიერთი დაუსახელებელი „ექსპერტი“, რომლებმაც შეძლეს ამ ჯგუფების წყაროს და შემადგენლობის „განსაზღვრა“.

რუსეთის პედიატრთა კავშირის წევრმა დიმიტრი მალიხმა დაადასტურა, რომ ბავშვებში აუტიზმის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი მართლაც სტაბილურად იზრდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მისივე თქმით, დაავადების დიაგნოსტიკისადმი მიდგომაც შეიცვალა, ამ დიაგნოზის კრიტერიუმები გაცილებით გასაგები გახდა, პედიატრებისა და ბავშვთა ფსიქიატრების მომზადების დონეც უმჯობესდება.

ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა წამყვანმა საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ  კავშირი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის არ არსებობს.

„MMR ვაქცინის ფასი 1000 რუბლზე ნაკლებია, ხოლო ერთი სტაციონარული პაციენტის მკურნალობა ამჟამად მძვინვარე კორონავირუსისგან სულ მცირე 200 000 რუბლს შეადგენს. სამედიცინო ბიზნესისათვის გაცილებით მომგებიანია არა პროფილაქტიკა, არამედ მკურნალობა“. 

ამავე დროს „პაციენტთა დამცველთა ლიგის“ პრეზიდენტი ალექსანდრე სავერსკი „ოქტაგონთან“ საუბარში აცხადებს, რომ ახლა საჭიროა მედიცინის რეალური მიღწევების ძალიან სერიოზული გადაფასება.

–ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც დააფიქსირებდა ვაქცინაციის გვერდით ეფექტებს. ერთხელ მე მივიღე წერილი სურგუთიდან ერთი ქალისგან, რომლის შვილს აცრის შემდეგ დაუზიანდა ცენტრალური ნერვული სისტემა. მან გამომიგზავნა შვიდი საქმე ბავშვებთან დაკავშირებით: სამ შემთხვევაში ეს ეხებოდა ლეტალურ შედეგს, ხოლო ოთხში ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. გარდა ამისა თითოეულ ისტორიაში დაწერილი იყო ექიმის ხელით: „ვაქცინაციის შემდგომი გართულებები“. ჩამოსულმა კომისიამ გამოიტანა დასკვნა: ვინაიდან ასეთი შემთხვევები არ არის აღწერილი მსოფლიო ლიტერატურაში, ჩვენ არ შეგვიძლია მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, - ამბობს სავერსკი.

მისი თქმით, ასეთი ისტორიები არ არის ერთეული. სავერსკიმ დაადასტურა, რომ დღეს არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს კავშირს ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის. და მთავარი არსებულ სიტუაციაში არის რუსული ჯანდაცვის დაცვა „დიდი ფარმაციის“ გავლენისგან. რუს სპეციალისტებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად გაეერკვენ ვაქცინაციის გლობალურ გვერდით მოქმედებაში. 


რით განსხვავდებიან სოციოფობები ინტროვერტებისგან?


რით განსხვავდებიან სოციოფობები ინტროვერტებისგან?

 https://www.psychologies.ru/articles/chem-sotsiofobyi-otlichayutsya-ot-introvertov/


ინტროვერტები ხშირად ეშლებათ სოციოფობებში - ადამიანებში, რომლებსაც აბსოლუტურად არ შეუძლიათ საზოგადოებაში ყოფნა. თუმცა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებებია.

ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ინტროვერტებს არ უყვართ ხალხში ყოფნა და გუნდურ საქმიანობას ინდივიდუალური დავალებები ურჩევნიათ. ამავე დროს, მათ შორის არიან შესანიშნავი ხელმძღვანელები და ცნობილი მოტივაციური სპიკერები. სოციოფობები უნებლიეთ არიან მარტოხელა ადამიანები, რომლებიც ხშირად განიცდიან თავიანთ მდგომარეობას.

1.  ინტროვერტებად იბადებიან, სოციოფებად ხდებიან

ინტროვერსია თანდაყოლილი თვისებაა. ინტროვერტები ისვენებენ და ენერგიით იმუხტებიან საკუთარ თავთან მარტოდ ყოფნისას ან ახლობლების ვიწრო წრეში. სოციოფობია, პირიქით, შეძენილი თვისებაა. ცხოვრებისეული გამოცდილება არწმუნებს ასეთ ადამიანებს, რომ მათ გარშემო მყოფნი უსამართლო, შურიანი და დაუნდობელნი არიან.

2.  სოციოფები გაურბიან ნებისმიერ კონტაქტს

ისინი იშვიათად დადიან წვეულებებზე და საჯარო ღონისძიებებზე. თუ, მიუხედავად ამისა, ისინი გადაწყვეტენ „საზოგადოებაში გასვლას“, თავს არიდებენ პირისპირ ურთიერთობას, ცდილობენ იპოვონ განმარტოებული ადგილი, სადაც ტელეფონთან ერთად ატარებენ დროს მარტო. ასეთი ადამიანები იშვიათად პასუხობენ ზარებს, ამჯობინებენ მიიღონ sms და ხმოვანი შეტყობინებები.

3.  სოციოფობები შეიძლება იყოს ექსტრავერტები

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თქვენ შეიძლება დაიმუხტოთ ენერგიით ადამიანებთან ურთიერთობისგან და ამავე დროს გეშინოდეთ მათი. მაგალითად, გსურთ სადილზე წასვლა თქვენს კოლეგებთან ერთად, მაგრამ გეშინიათ, რომ მათ არ ექნებათ თქვენთან ურთიერთობის სურვილი, ან ფიქრობთ წვეულების მოწყობაზე, მაგრამ შიშობთ, რომ სტუმრები თქვენზე არასასურველ შთაბეჭდილებას შეიქმნიან.

კლინიკური ფსიქოლოგი ჰელენ ჰენდრიკსენი აღნიშნავს: „ძნელია დისკომფორტის შეგრძნება როგორც საკუთარ თავთან ერთად, ასევე ადამიანებს შორის. ასეთი სიტუაცია გამოუვალად ჩანს“.

4.  ინტროვერტებს უყვართ მარტოობა, სოციოფებს არა

ინტროვერტისთვის მარტოობა და განმარტოება დასვენების აუცილებელი პირობაა. სოციოფობი თავს არიდებს ურთიერთობას სხვა მიზეზის გამო: რათა არ განიცადოს იმედგაცრუება და სინანული. ურთიერთობისგან თავის დაცვით ასეთი ადამიანები ამცირებენ შფოთვის დონეს, მაგრამ არ განიცდიან სიხარულს მარტოობისგან.

5.   სოციოფობები ძალიან არიან შეწუხებული იმით, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები

ინტროვერტებს ურჩევნიათ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ, „რას იტყვის კნეინა მარია ალექსეევნა“. ისინი თვითკმარი არიან და უმეტეს შემთხვევაში არ არიან მიდრეკილნი პერფექციონიზმისკენ.

სოციოფობიის მქონე ადამიანებისთვის საზოგადოებაში ნებისმიერი გამოჩენა არის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების და იმაზე უკეთესად გამოყურების მცდელობა, ვიდრე სინამდვილეში არიან.

ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან: „არ უნდა ვიყო ჩუმად საუბრის დროს, თითქოს არაფერი მაქვს სათქმელი“ ან „მასპინძელთან საუბრისას უნდა ვთქვა რაღაც სახალისო და მახვილგონივრული“. სოციოფობიები იმდენ დროს და ენერგიას ხარჯავენ შთაბეჭდილების მოხდენაზე და შფოთვასთან გამკლავებაზე, რომ მათ არ შეუძლიათ ფოკუსირება თავად საუბარზე, სასარგებლო ინფორმაციის ან საუბრით სიამოვნების მიღება.

6.   სოციოფობები პრაქტიკაში იყენებენ „უსაფრთხო ქცევას“

სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ სოციალური უნარების არარსებობაში. ისინი ამბობენ: „მე არ შემიძლია საუბრის გაბმა“, „მე ძალიან მოუქნელი ვარ“. საკუთარ თავში რწმენის უქონლობის გამო ისინი მიმართავენ „უსაფრთხო ქცევას“: მალავენ თვალებს, საუბრობენ ძალიან ჩუმად, მუდამ იღიმებიან და საუბრობენ პირფერობით.

ჰელენ ჰენდრიქსენის აზრით, ეს ადამიანები უბრალოდ საკუთარ თავს სათანადოდ არ აფასებენ. ისინი შესანიშნავი მსმენელები არიან, რადგან ცდილობენ ნაკლებად ისაუბრონ საკუთარ თავზე.

თუ სოციალური შფოთვა ხელს უშლის თქვენს ნორმალურ ცხოვრებას, სცადეთ შეიცვალოთ.

1. გამოდით კომფორტის ზონიდან და აიძულეთ საკუთარი თავი გააკეთოთ ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ.

2. მოუღეთ ბოლო „უსაფრთხო ქცევას“: შეხედეთ თანამოსაუბრეს თვალებში, ისაუბრეთ საკმარისად ხმამაღლა და მკაფიოდ.

3. გადაიტანეთ ყურადღება გარე საგნებზე: იმის ნაცვლად, რომ წუხდეთ, თუ როგორ გამოიყურებით და რას ფიქრობენ თქვენზე, შეხედეთ გარშემომყოფებს, მოუსმინეთ საუბარს და გამოთქვით თქვენი აზრი.

სტერეოტიპები და ცრურწმენები: რა ვასწავლეთ ხელოვნურ ინტელექტს


სტერეოტიპები და ცრურწმენები: რა ვასწავლეთ ხელოვნურ ინტელექტს

 https://womo.ua/stereotipyi-i-predrassudki-chemu-myi-nauchili-iskusstvennyiy-intellekt/


მანქანური სწავლების ალგორითმებმა მაღალი დონე აჩვენა

ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით ჩვენ ვქმნით ახალ სამყაროს. მაგრამ შეიძლება ის გახდეს უკეთესი, თუ მასში ჩავდებთ ძველ შეცდომებს? ხელოვნურ ინტელექტზე, თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე, უკვე შეინიშნება მავნე გავლენა - მეცნიერებმა მიაქციეს ყურადღება გენდერული და რასობრივი მიკერძოების გამაოგნებელ რაოდენობას მის ალგორითმებში.

რატომ არის მანქანები მიკერძოებული

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ისეთი პროგრამების მიერ, როგორიცაა Google Translate, ენის გაგების უნარი, მკვეთრად გაიზარდა. ყოველივე ეს განპირობებულია სწავლების ახალი ტექნიკით და უზარმაზარი მოცულობის ტექსტური მონაცემების ხელმისაწვდომობით, რომლებზეც ავარჯიშებენ ალგორითმებს. მაგრამ, ვინაიდან მანქანები თანდათან იძენენ ადამიანის მსგავს ენობრივ უნარებს, ისინი ასევე შთანთქავენ ცრურწმენებს, რომლებიც ფესვგადგმულია ენის პატერნებში.

ჯოანა ბრისონმა, სპეციალისტმა  კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, აღნიშნა: „ბევრს მიაჩნია - ეს კი იმას ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მიკერძოებულია. არა, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ მიკერძოებულები, ხელოვნური ინტელექტი კი მას ჩვენგან იღებს“. ბრისონმა გააფრთხილა, რომ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი გააძლიეროს არსებული ცრურწმენები, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით, ალგორითმებს არ შეუძლიათ შეგნებულად გაუძლონ ათვისებულ სტერეოტიპებს. „საფრთხე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს აღარ ექნება გარეგანი ელემენტი, რომელიც კონტროლდება მორალური რწმენით“.


რას აჩვენებს „სიტყვების ვექტორული წარმოდგენა“?

ცოტა ხნის წინ ჟურნალ „Science“-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც მიეძღვნა მანქანური სწავლების ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა „სიტყვის ვექტორული წარმოდგენა“ («word embedding»). ეს მიდგომა, რომელიც უკვე გამოიყენება ქსელის ძიებასა და მანქანურ თარგმანში, აგებულია ენის მათემატიკურ წარმოდგენაზე, როდესაც სიტყვის მნიშვნელობა ნაწილდება  რიცხვების სერიაზე (ეწოდება სიტყვის ვექტორი) იმის გათვალისწინებით, თუ რომელი სიტყვები ყველაზე ხშირად გამოიყენება მასთან ერთად. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ასეთ სტატისტიკურ მიდგომას შეუძლია აითვისოს სიტყვის მრავალფეროვანი კულტურული და სოციალური კონტექსტი, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ლექსიკონში.

მაგალითად, მათემატიკურ ენაზე სიტყვები, რომლებიც უკავშირდება სიტყვას „ყვავილი“, უფრო ახლოსაა ცნებასთან „სასიამოვნო“, იმ დროს, როდესაც სიტყვა „მწერის“ კლასტერი უფრო ახლოს არის ველთან „უსიამოვნო“ - ეს ასახავს მწერების ზოგად აღქმას ყვავილებთან დაკავშირებით.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კიდევ უფრო საშიში მიკერძოება ადვილად აითვისება ალგორითმების მიერ. სიტყვები „მდედრობითი“ და „ქალი“ უფრო ხშირად ასოცირდება ხელოვნებასთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან და სახლთან, ხოლო „მამრობითი“ და „მამაკაცი“ უფრო ახლოს მათემატიკასა და საინჟინრო პროფესიებთან.

მანქანური სწავლების ინსტრუმენტი, რომელზეც ატარებდნენ კვლევას, ნავარჯიშევი იყო ონლაინში გამოქვეყნებული ტექსტების კორპუსზე. მსგავსი შედეგი მოგვცა კვლევამ Google-ს ახალი ამბების მასალაზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტის საინფორმაციო ეთიკისა და ალგორითმების მკვლევარმა სანდრა უოჩტერმა ასეთი კომენტარი მისცა სიტუაციას: „სამყარო სავსეა ცრურწმენებით, ისტორიული მონაცემები სავსეა ცრურწმენებით, ასე რომ შედეგები არ არის გასაკვირი“.

მაგრამ ალგორითმები შეიძლება წარმოადგენდნენ არა მხოლოდ საფრთხეს, არამედ ახალ შესაძლებლობებს სტერეოტიპებთან დასაპირისპირებლად. „ალგორითმების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მინიმუმ ვიცოდეთ, რომ ისინი მიკერძოებულნია. ადამიანებს შეუძლიათ მოიტყუონ იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ვიღაც არ აიყვანეს სამსახურში. ალგორითმებს ჯერ არ შეუძლიათ ამის გაკეთება“.