пятница, 1 октября 2021 г.

შვეიცარელი ტექნოლოგიები შეცვლიან ძროხების კვებას და გადაარჩენენ კლიმატს?

 შვეიცარელი ტექნოლოგიები შეცვლიან ძროხების კვებას და გადაარჩენენ კლიმატს?


https://www.swissinfo.ch/rus/sci-tech/экология-и-сельское-хозяйство_швейцарские-технологии-изменят-рацион-коров-и-спасут-климат--/44950548

შეუძლია თუ არა მეწველი ძროხების კვების რეჟიმის შეცვლას ხელი შეუწყოს ჩვენს პლანეტაზე გლობალური დათბობის თავიდან აცილებას? რამდენიმე შვეიცარულმა კომპანიამ შექმნა საკვები დანამატები, რომლებიც, მათი თქმით, ამცირებენ მეთანის ემისიებს ცხოველის კუჭიდან, მაგრამ მათმა დასკვნებმა ყველა ვერ დაარწმუნა.


ტარა ჟირო  (Tara Giroud)

მეცხოველეობის ხუტორები და ფერმები „სარეკლამო“, იდილიური შვეიცარიის განუყოფელი ელემენტია. მინდვრის ყვავილებით მოფენილი მწვანე მდელოები და ძროხები ზანზალაკებით კისერზე, თვალწარმტაცი ალპური პეიზაჟების ფონზე: ასე წარმოუდგენიათ შვეიცარია მთელს მსოფლიოში. თუმცა, ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ყველა ეს საძოვარი ყოველწლიურად მილიონობით ლიტრი მეთანის, სათბურის გაზის ემისიებს უშვებს ატმოსფეროში, რომლის  ატმოსფეროზე ზემოქმედების საზომი და ხარისხი ბოლო 100 წლის განმავლობაში 28-ჯერ აღემატება  ნახშირორჟანგის  ემისიების ეფექტს. 

ამრიგად, სწორედ მეთანი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეაქვს წვლილი კლიმატის ცვლილების პროცესში. „დედამიწაზე ძროხების მთელი სულადობა სათბურის გაზების ემისიის მესამე უდიდესი წყაროა ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკის შემდეგ“, - ამბობს მიშელ მათრესი (Michael Mathres) - აგროქიმიური კომპანია Mootral-ის სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელი, რომლის შტაბ-ბინა ჟენევის გარეუბნებშია. ამიტომ, მისი თქმით, დღეისათვის სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა სრულიად არასაკმარისადაა ჩართული იმ მიზეზებთან ბრძოლაში, რომლებიც იწვევს კლიმატის ცვლილებებს. 

გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization — FAO) მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო პირუტყვზე მოდის მთელს მსოფლიოში სათბურის გაზების ატმოსფეროში ემისიების საერთო მოცულობის დაახლოებით 14%, აქედან ამ მოცულობის ორი მესამედი გენერირებულია მსხვილფეხა პირუტყვის მიერ. შვეიცარიაში მსგავსი სურათი შეინიშნება: აქ სოფლის მეურნეობა პასუხისმგებელია გენერირებული სათბურის გაზების საერთო მოცულობის დაახლოებით 13% -ზე.


მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების საჭმლის მოსანელებელი ტრაქტის როლი გლობალურ დათბობაში

ძროხის ოთხკამერიანი კუჭის პირველი კამერა, ნაწიბური, სავსეა უამრავი მიკრობით, რომლებიც ფერმენტირებენ საკვებს და აადვილებენ საჭმლის მონელებას. საჭმლის მონელების პროცესში წარმოიქმნება მეთანი, რომელიც გამოიყოფა ატმოსფეროში ძროხის ბოყინთან ერთად. საშუალოდ, ძროხას შეუძლია წუთში ერთხელ ამობოყინება, ყოველდღიურად ჰაერში უშვებს 500 ლიტრამდე მეთანს, უსუნო აირს.

სიტუაციის შეცვლა შეუძლია Mootral Ruminant-ს, პრეპარატს, რომელიც მზადდება ნიორიდან და ციტრუსებიდან. ბაზარზე გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გავიდეს. როგორც მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, მისი ყოველდღიური ძროხის რაციონში შეტანით მეთანის ემისიები შეიძლება 30%-ით ან მეტით შემცირდეს. კიდევ ერთი შვეიცარიული კომპანია, Agolin, აწარმოებს და აწვდის საკვების დანამატს, რომელიც დამზადებულია მიხაკისა და ქინძის თესლისგან. კომპანიის დირექტორის კურტ შალერის (Kurt Schaller) თქმით, ეს დანამატი ბაზარზე პოზიცინირებულია, როგორც ნაწველის გაზრდის საშუალება, მაგრამ ნახირის რძის წარმოების გაზრდა იწვევს ატმოსფეროში გამოყოფილი მეთანის მოცულობის 6-30%-ით შემცირებას.

როგორც კურტ შალერი ამბობს, ყველა ეს საკვები დანამატი ცვლის ძროხის ნაწიბურის ბაქტერიულ გარემოს. მისი თქმით, ახლა დაახლოებით მილიონი ძროხა იკვებება Agolin Ruminant-ის შემცველი საკვებით, ძირითადად ევროპაში. კომპანია Mootral-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ამცირებს მეთანის წარმოქმნას ორგანიზმის ინჰიბირების ხარჯზე, რომელსაც ეწოდება მეთანობრევიბაქტერი (Methanobrevibacter smithii), რომელიც გადაამუშავებს წყალბადსა და ნახშირორჟანგს მეთანში. კვლევა, რომელმაცც დაადასტურა ეს ჰიპოთეზა, დააფინანსა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Neem Biotech-მა, რომელიც მონაწილეობდა, კერძოდ პრეპარატის Mootral Ruminant–ის შექმნაში.


ექსპერიმენტული  შემოწმება

რას ამბობენ სხვა კვლევები და ექსპერიმენტები ამ სახის უახლესი წამლების ეფექტურობაზე? Agolin Ruminant–ის მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ ცხოველების მიერ გამოყოფილი მეთანის მოცულობის შემცირება შეინიშნებოდა დანამატის გამოყენების პირველი ექვსი კვირის შემდეგ. თუმცა, სხვა ტესტებმა აჩვენა, რომ დაახლოებით სამი ექსპერიმენტული კვირის განმავლობაში მეთანის მოცულობის შემცირების პროცესი პროგრესირებდა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა.

კურტ შალერი Agolin-ის კომპანიიდან ამბობს, რომ ცხოველებზე ჩატარებული უფრო მასშტაბური ექსპერიმენტები ყოველთვის აჩვენებდნენ დადებით შედეგებს, მაგრამ მათი დეტალები ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებელია მომავალი ოფიციალური პუბლიკაციის მოლოდინში. ლონდონის კონსალტინგური კომპანია Carbon Trust, რომელიც სპეციალიზდება ეკოლოგიის სფეროში, ძალიან კმაყოფილია Agolin-ის კომპანიის მიერ მიღებული შედეგებით. ისინი მისთვის საკმაოდ დამაჯერებელი და სერთიფიკატის გაცემის საფუძველიც კი გახდა, რომელიც ადასტურებს: კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებს ამ პრეპარატის მინარევით, აქვთ უფლება პრეტენზია განაცხადონ იმაზე, რომ მათ მიაღწიეს სათბურის გაზების ემისიების მოხულობის შემცირებას მინიმუმ 10% -ით. 

კვლევითი ჯგუფი, რომელიც მუშაობს შვეიცარიის სასოფლო-სამეურნეო შემუშავების ფედერალური ცენტრის Agroscope-ს შემადგენლობაში, შეეცადა შეეფასებინა, თუ რამდენად ეფექტურია სელის და დაფქული რაფსის თესლი როგორც პირუტყვის საკვები დანამატი. ორივე ინგრედიენტის გამოყენებამ გამოიწვია გენერირებული მეთანის საერთო მოცულობის 7%-ით შემცირება და ემისიების 15-17% შემცირება წარმოებული რძის ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით. ხოლო Agroscope-ს ცენტრი მეცნიერ თანამშრომელი დანიელ ბრეტჩერი (Daniel Bretscher), რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამბობს, რომ ის არ განიცდის განსაკუთრებულ ოპტიმიზმს მათი, როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირების საშუალების ეფექტურობის გამო.

„მცოხნელი ცხოველი ავტომობილი არ არის, შეუძლებელია მათი ოპტიმიზაცია და უფრო მეტი ეფექტურობა  სხვადასხვა სახის დანამატების გამოყენების გზით“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ათასწლეულების განმავლობაში განვითარებულ პროცესებში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. რა შეიძლება  გაკეთდეს? ნაკლებად უნდა დალიონ რძე და ნაკლებად მიირთვან ხორცი და საერთოდ შეამცირობ ცხოველური პროდუქტების პროპორცია ჩვენს რაციონში! საინტერესოა, ეთანხმებიან თუ არა ამას სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ კლიმატის დაცვის დემონსტრაციებში?


ფერმერები და დაფინანსება

როგორც შვეიცარიის ფერმერთა კავშირის (Schweizer Bauernverband) ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ფაბიენ ტომასი (Fabienne Thomas) აღნიშნავს, შვეიცარიელი გლეხები ყურადღებით აკვირდებიან ყველაფერს, რაც ხდება ახალი ტიპის საკვების კვლევასა და განვითარებაში. მაგრამ სახელმწიფო ავალდებულებს მეცხოველეებს გარკვეული საკვები დანამატების გამოყენებას? არა, ასეთ ჩარევას ფერმერები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან! გადაჭარბებული ბიუროკრატია, მათი თვალსაზრისით, სავსეა ახალი არამწარმოებლური დანაკარგით.

„ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ხარჯების საკითხს“, - ამბობს ფ. ტომასი. „ნორმატიული მოთხოვნების მზარდი რაოდენობა იწვევს წარმოების დანახარჯის ზრდას და, შესაბამისად, შვეიცარიელი ფერმერების კონკურენტუნარიანობის დონის შემცირებას ევროპელ მწარმოებლებთან შედარებით“. მაგრამ იქნებ სხვა გზით უნდა წავიდეთ და დავიწყოთ წარმოების სუბსიდირება და საკვების დანამატების წარმოება და გამოყენება ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე? სოფლის მეურნეობის საქმეების ფედერალური უწყების (Bundesamt für Landwirtschaft - BLW) მეცნიერ თანამშრომელი დანიელ ფელდერი (Daniel Felder) აღნიშნავს, რომ არცერთ საკვებ დანამატს ჯერ არ მიუღია ფედერალური სერტიფიკატი, რომელიც აძლევს სამთავრობო სუბსიდიების მიღების უფლებას.

მისი თქმით, უკვე არის დადებითი ძვრები, „მაგრამ ჯერ კიდევ გარკვეული არ არის კრიტერიუმები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ამგვარი პროგრამის სუბსიდირებას. რაზე უნდა მოხდეს ორიენტირება  და რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა მოქმედებდეს იმ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა ფერმერი იყენებს სხვადასხვა საკვებს პირუტყვისთვის, როდესაც წარმოების სპეციფიკა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის თვით მეთოდოლოგია ძალიან შორსაა სრულყოფილებამდე?“ 


იტყვიან თუ არა უარს ჰამბურგერებზე კლიმატური გაფიცულები?

იქნება თუ არა შეტანილი საკვები დანამატების გამოყენება სათბურის გაზების ემისიების შემცირების სამთავრობო ღონისძიებების სიაში? ყველაფერი დამოკიდებულია შემდგომი ტესტებისა და კვლევების შედეგებზე. დანიელ ბრეტჩერი Agroscope-დან მიუთითებს, რომ ახლა ძალიან ძნელია იმის გაგება, არის თუ არა მეთანის ემისიების სიტუაციის კვლევის შედეგები სტატისტიკურად რელევანტური, თუ სხვადასხვა ცხოველი აწარმოებს მეთანის სხვადასხვა რაოდენობას. რაც შეეხება საზომ სისტემებს (რომლებიც ჩასმულია კაფსულებში ან მობილურ საკონტროლო მოწყობილობებში), მათთვის, როგორც ცნობილია, დამახასიათებელია სტატისტიკური გადაცდომის მაღალი დონე.

ის ასევე მიუთითებს, რომ სათბურის გაზების ემისიების შემცირების ეფექტი, რომელიც მიღწეულია საკვების დანამატების გამოყენების ხარჯზე, შეიძლება მთლიანად ნიველირებული იქნას  ენერგეტიკული და სხვა ხარჯებით, რომლებიც საჭიროა ინგრედიენტების გასაზრდელად, საიდანაც უნდა წარმოებული იქნას ასეთი დანამატები. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ძროხის ნაწიბურის მიკროფლორა შეიძლება ადაპტირდეს ამ დანამატების მიმართ და მნიშვნელოვნად შეამციროს მათი ეფექტურობის ხარისხი. დანიელ ფელდერი (Daniel Felder) სოფლის მეურნეობის საქმეებზე ფედერალური უწყებიდან მიიჩნევს, რომ დანამატები დროის ფუჭი ხარჯია და რომ ერთადერთი გამოსავალია მსოფლიოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მნიჩვენლოვან  შემცირებაში.

მისი თქმით, 1990 -იან წლებში შვეიცარიაში შეინიშნებოდა სათბურის გაზების ემისიების მკვეთრი შემცირება, და რატომ? იმის გამო, რომ მაშინდელმა კანონმდებლობამ სოფლის მეურნეობის სფეროში დაუშვა პირდაპირი საბიუჯეტო ფულადი დანამატი  ფერმერებისთვის, რომლებიც იცავდნენ გარკვეულ გარემოსდაცვით სტანდარტებს. ამან გამოიწვია ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირება დაახლოებით 1.9 მილიონიდან 1.6 მილიონამდე. შედეგად, როგორც დანიელ ფელდერი აღნიშნავს, „ჩვენ ვერსად გავექცევით უბრალო ფაქტს: დასახული კლიმატური მიზნების მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ნაკლები ხორცის მოხმარება და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების ნაკლები  წარმოება“.


კლიმატის ცვლილება: რა ხდება სოფლის მეურნეობაში

შვეიცარიის კლიმატური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის - შვეიცარული „CO2-ის კანონის შესახებ“  გადასინჯვის შედეგად, ასევე გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის მუშაობის ჩარჩო პირობების ხასიათის ცვლილების შეტანა, რათა შვეიცარიის ეკონომიკის ამ სექტორმაც მონაწილეობა მიიღოს კლიმატის ეროვნული მიზნების მიღწევაში. ამ კანონის ახალი რედაქცია  ძალაში უნდა შევიდეს 2021 წელს. 

შვეიცარიის ფერმერთა კავშირიდან ფაბიენ ტომასის (Fabienne Thomas) თქმით, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებმა უკვე მოიყვანეს მოქმედებაში სათბურის გაზების ემისიების კონტროლის ზოგიერთი ინსტრუმენტი, გამოიყენეს, მაგალითად, თესლბრუნვის  და მიწების კულტივაციის სპეციალურად გათვლილი პროცედურები. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ, მაგალითად, ENTEC-26 ტიპის სასუქი, რომელიც აკავშირებს და ამით ინარჩუნებს ნიადაგში არსებულ აზოტს და რომლის მიღება შესაძლებელია შეღავათიანი ფასებით CO2-ის ემისიების მოცულობის კომპენსირების და შემცირების შვეიცარული პროგრამის ფარგლებში. 

ასევე საინტერესოა პროექტი სახელწოდებით „ეკოლოგიური რძე“ (Klimafreundliche Milch), რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიული სასურსათო გიგანტი Nestlé-ს და შვეიცარიის სოფლის მეურნეობის საქმეების ფედერალური უწყების მიერ (Bundesamt für Landwirtschaft, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი). მის ფარგლებში შვეიცარელი ფერმერებისთვის, რომლებიც თავის პროდუქციას აწოდებენ კომპანია  Nestlé–ს, იქმნება ფინანსური და სხვა სახის სტიმულებიმ რათა მათ ნაადრევად არ დაკლან მეწველი პირუტყვი და მისცენ  მას ლაქტაციის სულ მცირე ხუთი 300 დღიანი ციკლის გავლის  (ამჟამად სტანდარტი სამი ციკლია) საშუალება. 

ეს შესაძლებელს ხდის სათბურის გაზების ემისიების შემცირებას თითოეული კილოგრამი რძიდან მინიმუმ 5%-ით. ეს არის Nestlé–ს წარმომადგენლის მარიანა ფელმანის (Marianna Fellmann) სიტყვები. და თუ, როგორც ის ამბობს, ყველა შვეიცარიელი რძის ფერმერი გადავა ასეთ რეჟიმზე, მაშინ ეს შეამცირებს CO2-ის ემისიის მოცულობას წელიწადში დაახლოებით 150 ათასი ტონით, „რაც შეადგენს ახალი კლიმატური სამიზნეების 15%-ს, რომელიც დადგება შვეიცარიის სოფლის მეურნეობის წინაშე მას შემდეგ, რაც CO2-ის შესახებ კანონის ახალი რედაქცია შევა ძალაში“.


ექსტროვერტები და ინტროვერტები. დიქოტომია ექსტრავერსია/ინტროვერსია სოციონიკაში /ექსტრავერსია და ინტროვერსია


ექსტრავერტები და ინტროვერტები. დიქოტომია ექსტრავერსია/ინტროვერსია სოციონიკაში 

 https://socioniks.net/article/?id=6

ვიქტორ გულენკო


ფიზიკურ დონეზე ექსტროვერტები გამოირჩევიან თავიანთი უნარით დაუფიქრებლად დახარჯონ ენერგია. ისინი აქტიურად ითვისებენ გარე სამყაროს, ზემოქმედებას ახდენენ მასზე იმპულსური ქმედებებით. ექსტრავერტი ენერგიას ხარჯავს, რადგან ენერგია მასში წარმოიშვება გარკვეული სიჭარბით და საჭიროა მისი დახარჯვა.

 ინტროვერტს არ გააჩნია ისეთი ენერგეტიკული რეზერვები, როგორც ექსტრავერტს, და ამიტომ მოქმედებს უფრო თავშეკავებულად და ეკონომიურად. მას ურჩევნია ბოლომდე არ გააკეთოს, ვიდრე გადააკეთოს. ის ენერგიას იღებს გარედან, სჭირდება ბიძგი ენერგიული ადამიანების მხრიდან.

ფსიქოლოგიურად, ექსტრავერტები უფრო გახსნილები არიან არაფორმალური ურთიერთობის დროს. მათ პირდაპირ არ ესმით საკუთარი თავის, მხოლოდ სხვა ადამიანების საშუალებით. მათთვის პირდაპირი თვითგაღრმავება პრობლემას წარმოადგენს. თუ ექსტრავერტი არ იღებს ინფორმაციას გარედან, ის შინაგან სიცარიელეს გრძნობს. საინფორმაციო ვაკუუმს ის უფრო რთულად განიცდის, ვიდრე ენერგეტიკულს.

ინტროვერტები, როდესაც ისინი არაფორმალურად ურთიერთობენ, ავტომატურად ინარჩუნებენ თავის შინაგან ჩაკეტილობას. მათი შინაგანი სამყარო უკეთ არის დაცული შეჭრისგან, ისინი უშუალოდ შეიცნობენ საკუთარ თავს. სირთულეები მათ სხვა ადამიანების შეცნობისას აქვთ. როდესაც გარე ინფორმაციის გარეშე რჩება, ინტროვერტი წარმოქმნის მას საკუთარ თავში. მისთვის გაცილებით უარესია გარე ენერგეტიკული საზრდოს გარეშე დარჩენა.

სოციუმში ექსტრავერტი ავლენს გამფართოებელ ტენდენციას, ექსპანსიას. ის უფრო ხშირად არის დაჯილდოებული ლიდერული მონაცემებით, უკეთესად ხელმძღვანელობს დიდ კოლექტივებს, ვიდრე პატარას. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მას სჭირდება იყოს შემჩნეული, აქტიური გავლენა იქონიოს ადამიანების მოსაზრებებზე ან მოქმედებებზე.

ინტროვერტს ნაკლები შანსი აქვს გახდეს ლიდერი დიდ ჯგუფებში. ის უფრო ხშირად წინა პლანზე მცირე ჯგუფებში გამოდის, მაგალითად, ოჯახში, არის მისი საყრდენი. ინტროვერტისთვის უფრო რთულია სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მისთვის ყოველთვის უფრო მოსახერხებელია კონკურენციისა და ექსპანსიის თავიდან აცილება.

ექსტრავერტის ინტელექტუალური საქმიანობა დიდი სისწრაფით გამოირჩევა. ექსტროვერტი უფრო მეტ ინფორმაციას ამუშავებს დროის ერთეულში, ვიდრე ინტროვერტი. ექსტრავერტი, ჩვეულებრივ, უფრო „ინტელექტუალური“ აღმოჩნდება, თუ ინტელექტის კოეფიციენტი ტესტებით იზომება ამოცანების შესასრულებლად შეზღუდულ დროში.

ინტროვერტი უფრო ნელა ფიქრობს. ის უღრმავდება მასალას და უფრო ხარისხიანად ამუშავებს მას, მაგრამ ამავე დროს კარგავს სისწრაფეს. ინტროვერტი იმარჯვებს ინტელექტუალურ შეჯიბრში მხოლოდ მაშინ, როდესაც სატესტო დავალებების შესრულების დრო შეზღუდული არ არის.


============

https://science.wikia.org/ru/wiki/Экстраверсия_и_интроверсия

ექსტრავერსია და ინტროვერსია


„ექსტრავერსია - ინტროვერსია“ - წყვილი ტიპოლოგიური ნიშნებია, პიროვნების ფსიქიკის შეფასების ორპოლუსიანი სკალა. სხვადასხვა ფსიქოლოგები ექსტრავერსია-ინტროვერსიის ნიშნების განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევიან. შეხების საერთო წერტილი გამოიხატება იმაში, რომ ექსტროვერტები თავისი ბუნებით უფრო აქტიურები არიან, ვიდრე ინტროვერტები.

ზოგიერთი ფსიქოლოგი ასევე გამოყოფს მესამე, შუალედურ ნიშანს - ამბივერსიას. 


შინაარსი

კ.გ. იუნგის განმარტება

გ.ი. აიზენკის განმარტება

სოციონიკაში

ასევე იხ.

ინტერნეტი


კ.გ. იუნგის განმარტება    

 კ.გ. იუნგი განსაზღვრავს ექსტრავერსიას და ინტროვერსიას, როგორც ფსიქიკური ადაპტაციის პრინციპულად განსხვავებულ შესაძლებლობას.

 მთავარ კრიტერიუმად, რომელიც განასხვავებს ექსტრავერტებს და ინტროვერტებს, იუნგი მიიჩნევს ლიბიდოს ან ენერგიის მოძრაობის მიმართულებას. ექსტრავერტი მიმართულია საკუთარი ენერგიის დახარჯვაზე, ის მოძრაობს მის გარშემო არსებული ობიექტების მიმართულებით, ინტროვერტი მიზნად ისახავს დაგროვებას, ენერგიის მოძრაობას შინაგან სამყაროში.

 ექსტრავერტები ხასიათდებიან  შემდეგი ძირითადი ნიშნებით:

უშუალო რეაქცია გარემოზე, „გარე“ ფსიქიკური ცხოვრება;

გარე ობიექტებისადმი ინტერესი, ჩართვისა და მიერთების მოთხოვნილება.

ექსტრავერტი ინტერესს იჩენს მის გარშემო არსებული სამყაროს მიმართ, იჩენს გულისხმიერებას, ადვილად იღებს გარე მოვლენებს, ამჟღავნებს მათ მიმართ უშუალო ინტერესს, მზადაა მათზე გავლენა მოახდინოს და მათ გავლენის ქვეშ მოექცეს. რეაგირებს სწრაფად, ხშირად ჯერ აკეთებს, შემდეგ ფიქრობს, მიდრეკილია რისკისკენ, არ ემორჩილება ცუდ შიშებს ან ყოყმანს. ის მოძრავია, ადვილად ეგუება ცვლილებებს. აქვს ურთიერთობის ფართო წრე, ადვილად ამყარებს ახალ კავშირებს. ადვილად უყვარდება და კარგავს სიყვარულს. ის არ ინახავს საიდუმლოებებს, ხშირად უზიარებს მათ მეგობრებს. იტანს ნებისმიერ აურზაურს და ხმაურს, მასში თავისებურ ხიბლსაც კი პოულობს. უყვარს საკუთარი თავის დემონსტრირება, კარგი მთხრობელია. ამავე დროს, დამოკიდებულია საზოგადოებრივ აზრზე, მისი აზრები კი დამოკიდებულია გარე პირობებზე. ექსტრავერტისთვის მნიშვნელოვანია კითხვა: „რას ფიქრობენ ამაზე სხვები?“ მას არ უყვარს თავისი მოტივების კრიტიკული შეფასება, თავის პიროვნებას საკუთარი თავს არაცნობიერში უმალავს. მას შეუძლია თავისი სხეული იგნორირება, სანამ რაიმე სერიოზული არ დაემართება, ელემენტარულ მოთხოვნილებებს სხვათა შორის აკმაყოფილებს.

ინტროვერტები ხასიათდებიან შემდეგი ძირითადი ნიშნებით:

 რეფლექსია, კავშირი შინაგან რეალობასთან - ობიექტებით გამოწვეული შთაბეჭდილებები;

თავდაცვითი პოზიცია, ობიექტებისგან დაშორების მიდრეკილება.

ინტროვერტი მორცხვი, ეჭვიანია, ძნელად ეგუება გარე სამყაროს, შორს დგას მოვლენებისგან, პესიმისტია. არაკომუნიკაბელური, ეძებს მარტოობას, ზღუდავს უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობის წრეს. განიცდის მტრულ დამოკიდებულებას  საზოგადოების მიმართ, არ ავლენს ენთუზიაზმს ადამიანთა სოლიდარობისადმი. ავლენს ადამიანებისა და საგნების გაუფასურების მიდრეკილებას, მათი ღირებულების დაკნინებას. სანამ რაიმეს მოიმოქმედებს, გულდასმით ფიქრობს მათზე, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა მისი ქმედება ემყარება საკუთარ რწმენას. სამუშაოს ასრულებს საკუთარი რესურსებით და ინიციატივით, მისებურად. ფსიქოლოგიური დამცავი საშუალებებია კეთილსინდისიერება, წესიერება, პედანტურობა, მომჭირნეობა, სიფრთხილე, უნდობლობა, ზომიერება, სინდისიერება, პატიოსნება, პირდაპირობა, ზრდილობა.


 გ.ი. აიზენკის  განმარტება

გ.ი. აიზენკმა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის ცნებები იუნგისგან ისესხა, მაგრამ განიხილა, როგორც  პიროვნების თვისებების კორელირებული კომპლექსი.

ტიპიური ექსტრავერტი კომუნიკაბელური პიროვნებაა, რომელიც ცდილობს კონტაქტების განვითარებას გარეთ, ჰყავს ნაცნობების ფართო წრე. კეთილგანწყობილი, მხიარული, უდარდელი და ოპტიმისტურია. მისთვის დამახასიათებელია იმპულსურობა, სიფიცხე, მოქმედება მომენტის გავლენის ქვეშ. უპირატესობას ანიჭებს მოქმედებას, აქვს აგრესიულობისკენ, რისკისკენ მიდრეკილება. ის ოპტიმისტია, არ ავლენს მკაცრ კონტროლს თავის ქმედებებზე.

ტიპიური ინტროვერტი მშვიდი ადამიანია, მორცხვი, მიდრეკილია თვითანალიზისკენ, თავშეკავებულია, ყველასგან შორს დგას ახლო ადამიანების გარდა. ის სერიოზულად ეკიდება გადაწყვეტილებების მიღებას, წინასწარ გეგმავს და მოიფიქრებს ქმედებებს, ცდილობს არ ენდოს მოულოდნელ იმპულსებს. უყვარს წესრიგი ყველაფერში, დიდად აფასებს მორალურ ნორმებს. ის აკონტროლებს თავის გრძნობებს, მისი მოთმინებიდან გამოყვანა ძნელია. მიდრეკილია პესიმიზმისკენ.


სოციონიკაში

სოციონიკაში ექსტრავერსია და ინტროვერსია, ისევე როგორც სხვა ნიშნები, ასევე აღებულია კ.გ. იუნგისგან. მაგრამ პირველად სხვაგვარად არის განსაზღვრული, არა პიროვნული თვისებების, არამედ A მოდელის (ან მოდელი T) მახასიათებლების საშუალებით. ექსტროვერტებში პროგრამული ფუნქცია შეიცავს სხეულის ერთ-ერთ ასპექტს, ან „შავ“, „ექსტრავერტულ“ ასპექტებს - შესაძლებლობების ინტუიციას, ნებისყოფილ სენსორიკას, ემოციების ეთიკას ან საქმიან ლოგიკას, ხოლო სხეულის დანარჩენი ასპექტები ასრულებენ როლურ, აქტივაციურ, ფონურ ფუნქციებს. ველის ასპექტები დანარჩენ ფუნქციებს ასრულებენ. ინტროვერტებში პირიქით, პროგრამული, როლური, აქტივაციური და ფონური ფუნქციები დაკავებულია ველის ასპექტებით - ეს არის დროის ინტუიცია, შეგრძნებების სენსორიკა, ურთიერთობების ეთიკა და სტრუქტურული ლოგიკა. ამ სტრუქტურული განსაზღვრებებისა და დაკვირვებების საფუძველზე აგებულია ექსტრავერტებისა და ინტროვერტების აღწერა.

ექსტრავერტი არის ის, ვისთვისაც ქვეყნად თავად ობიექტებია მნიშვნელოვანი. ის უშუალოდ აღიქვამს გარემომცველ რეალობას. ცდილობს შეცვალოს არა თვით ობიექტები, არამედ მათ შორის ურთიერთობები - გარდაქმნას სტრუქტურები, დაამყაროს და შეწყვიტოს ურთიერთობები ადამიანებთან. ანალოგიურად, მას არ უყვარს საკუთარი თავის, შინაგანი დამოკიდებულებების შეცვლა.

ინტროვერტი  არის ადამიანი, ვისთვისაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს საგნებს შორის ურთიერთობებს და მათ მიმართ მის დამოკიდებულებას. აღიქვამს რეალობას საკუთარი შეხედულებების საშუალებით, ადარებს მას თავის შინაგან სამყაროს. ცდილობს შეცვალოს ობიექტები ისე, რომ არ შეეხოს მათ შორის კავშირებს. მხარს უჭერს სხვა ადამიანებს ან არწმუნებს მათ ურთიერთობების შესანარჩუნებლად შეცვლის აუცილებლობაში.

სხვა ფსიქოლოგიური შეხედულებებისგან განსხვავებით, სოციონიკა არ ათანაბრებს ექსტრავერსიას-ინტროვერსიას კომუნიკაბელურობასთან და აქტივობასთან, პირიქით, ექსტრავერტებს შორის ვლინდება ძალიან ჩაკეტილი ტიპები - ინტუიციურ-ლოგიკური ექსტრავერტები („დონ კიხოტი“) და საკმაოდ კომუნიკაბელური ტიპები - სენსორულ-ეთიკური ინტროვერტები („დიუმა“), ინტუიციურ-ეთიკური ინტროვერტები („ესენინი“).


http://znanie.info/portal/ec-terms/40/721.html

ექსტრავერსია

ექსტრავერსია (ლათ. extra – გარეთ и verto – მიბრუნება, მიქცევა)

 ეს ადამიანის თვისებაა, რომელიც ხასიათდება დომინანტური ორიენტაციით გარე სამყაროზე. ამ ცნების ავტორია კარლ იუნგი (1875-1961), რომელმაც ექსტრავერსიის და მისი საპირისპირო კრიტერიუმების მიხედვით (ანუ შიდა სამყაროზე გაბატონებული ორიენტაციით) გამოყო პიროვნების შესაბამისი ტიპები - ექსტრავერტი და ინტროვერტი. ექსტრავერტებს ახასიათებთ იმპულსურობა, ინიციატივა, ქცევის მოქნილობა, კომუნიკაბელურობა, სოციალური ადაპტაცია.


==============


https://cyberleninka.ru/article/n/ekstraversiya-v-raznyh-teoriyah-lichnosti

ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „პენზის ფსიქოლოგიური მაცნე“,  2019 №1(12) ISSN 2312-7392


DOI: 10.17689/psy-2019.1.4  უდკ 159.923.3

ექსტრავერსია პიროვნების სხვადასხვა თეორიებში

© 2019 მიშკევიჩ არინა მიხაილოვნა - პერმის სახელმწიფო ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი (ქ. პერმი, რუსეთი) arinaMishkevich@ya.ru

ანოტაცია: სტატიაში განხილულია ექსტრავერსიის განსაზღვრის სხვადასხვა მიდგომა. შედარებულია შეხედულებები ექსტრავერსიაზე კ.გ. იუნგის, გ. აიზენკის, რ. კატელის, ლ. გოლდბერგის „დიდი ხუთეულის“ მოდელის და რ. მაკკრეისა და პ. კოსტას ხუთფაქტორიანი (five factor theory; FFT) თეორიის ფარგლებში. გარდა ამისა, გაანალიზებულია თვისების ბიოლოგიური საფუძვლები და ექსტრავერსიის კავშირი სხვა ფენომენებთან, თვისების გამოვლინება ქცევაში.

საკვანძო სიტყვები: ექსტრავერსია, პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი, ქცევა, პიროვნება.


Extroversion in different theories of personality

© 2019 Mishkevich Arina Mikhailovna*,

* senior lecturer of the department of developmental psychology, Perm State University, (Perm, Russia) ArinaMishkevich@ya.ru


Annotation: The different views on extroversion are discussed in the article. Compares the views on extroversion in the theory of Jung, Eysenck, Cattell, a model "Big Five" by Goldberg and the five factor theory by Costa, McCrae. In addition, the biological basis of traits and the relationship of extroversion with other phenomena and behavior are analyzed.

Key words: extroversion, five factor theory, behavior, personality.


ექსტრავერსია, როგორც ინდივიდუალური განსხვავებების მახასიათებელი, ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პიროვნების მოდელთა უმრავლესობაში. მაგალითად, კ.გ. იუნგის ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში, რ. კატელის მოდელში, გ. აიზენკის მოდელში, ხუთფაქტორიან მოდელში, HEXACO-ს პიროვნების მოდელში, ვ. მერლინის ტემპერამენტის მოდელში. ექსტრავერსია-ინტროვერსიის სკალა წარმოდგენილია MMPI-ში (Minnesota Multiphasic Personality Inventory), CPI-შჳ (California Psychological Inventory) და სხვა მნიშვნელოვან მეთოდიკებში.

ადამიანების დახასიათების ტენდენცია მათი კომუნიკაბელურობისა და აქტიურობის ხარისხით ანტიკურ ტექსტებშიც შეინიშნება. თეოფრასტეს აქვს ექსტრავერტის ან ინტროვერტის აღწერილობის მსგავსი „ხასიათები“ [John, 1990]. ასევე, ჰიპოკრატეს ტემპერამენტს გააჩნია მახასიათებლები, რომლებიც ახლაც გამოიყენება ექსტრავერსიის აღწერისთვის [Wilt, Revelle, 2009, გვ. 30]. ამავე დროს, შესწავლის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, არ არსებობს ექსტრავერსიის სტრუქტურის ცალსახა ინტერპრეტაცია. მაგალითად, ექსტრავერსიაში შედის მხოლოდ კომუნიკაბელურობა, თუ ექსტრავერსია გულისხმობს დადებითი ემოციების განცდის აშკარა ტენდენციას? ან იქნებ ექსტრავერსია მოიცავს იმპულსურობას [Lucas et al., 2000, გვ. 452]? ამ მხრივ, ღირს უფრო დეტალურად განვიხილოთ სხვადასხვა შეხედულება ექსტრავერსიასა და მის სტრუქტურაზე.

ტერმინი „ექსტრავერსიის“ შემოტანა მისი თანამედროვე მნიშვნელობით ტრადიციულად უკავშირდება კ.გ. იუნგის სახელს, თუმცა ეს ცნება ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ლექსიკონებში გვხვდება [აიზენკი, ვილსონი, 2000, გვ. 6; Wilt, Revelle, 2009, გვ. 30]. კ.გ. იუნგი თავის ნაშრომში „ფსიქოლოგიური ტიპები“ (1921/1995) გამოყოფს ორ მომენტს, რომელიც ახასიათებს ადამიანის ქცევას: ექსტრავერსიას და ინტროვერსიას. პირველ შემთხვევაში, „ინტერესი მიმართულია ობიექტზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, იგი შორდება ობიექტს და მიმართულია სუბიექტისკენ, მისი საკუთარი ფსიქიკური პროცესებისკენ“ [იუნგი, 1995, გვ. 27]. კ.გ. იუნგის აზრით, ორივე ეს მომენტი ყველა ადამიანს ახასიათებს; პიროვნების ტიპი განისაზღვრება ერთის ან მეორის უპირატესობით. ცნობიერებაში ერთი დამოკიდებულების ჭარბობა ნიშნავს, რომ მეორე განიდევნება არაცნობიერში.

ამ ნაშრომში ტიპების პირდაპირი აღწერა საკმაოდ მოკლეა. კ.გ. იუნგი, თეოფრასტეს მსგავსად, აღწერს კონკრეტული ადამიანების ქცევას და მახასიათებლებს, ზოგს ექსტროვერტებად ასახელებს, ზოგს ინტროვერტებად. მაგალითად, კ.გ. იუნგი ასკვნის, რომ ექსტროვერტებს მიეკუთვნებიან ორიგენე, ანტისთენე, დიოგენე, სტილპონი, ა.ადლერი და სხვები. ინტროვერტებს კი ავტორი მიაკუთვნებს ტერტულიანეს, პლატონს, ზ. ფროიდს და სხვებს [იუნგი, 1995].

ექსტრავერტი კ.გ. იუნგის მიერ ხასიათდება შემდეგი მახასიათებლებით [იუნგი, 1995, გვ. 282]:

გარე ობიექტისადმი ინტერესი.

გულისხმიერება.

გარე მოვლენების აღქმის მზადყოფნა.

გავლენის მოხდენის და გავლენის ქვეშ აღმოჩენის სურვილი.

გარე სამყაროსთან ურთიერთობის მოთხოვნილება.

ნებისმიერი სახის აურზაურის და ხმაურის გაძლების უნარი.

გარე სამყაროსადმი მუდმივი ყურადღების შენარჩუნების უნარი.

განურჩევლად ბევრი მეგობრისა და ნაცნობის გაჩენის უნარი.

საკუთარი თავის დემონსტრირების ძლიერი მიდრეკილება.

 ექსტრავერტის ცხოვრებისეული ფილოსოფია და მისი ეთიკა, როგორც წესი, უაღრესად კოლექტივისტური ხასიათის მატარებელია, ალტრუიზმისადმი ძლიერი მიდრეკილებით.

სინდისი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე.

12. მორალური შიში ძირითადად ჩნდება მაშინ, როდესაც „სხვა ადამიანებმა იციან“.

რელიგიური მრწამსი განისაზღვრება ხმების უმრავლესობით.

ამასთან, თუმცა კ.გ. იუნგის თეორია იყო ერთ-ერთი პირველი ექსტრავერსიის ცნების შემუშავებაში, ახლა არც ისე ხშირად გამოიყენება პიროვნების კვლევაში. გ. აიზენკისა და გ. უილსონის აზრით, „ეს თეორია იმდენად დახლართული და ძნელია გასაგებად, რომ ამჟამად პრაქტიკულად არავინ ან მხოლოდ რამდენიმე ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ამას სერიოზულად  აღიქვამს“ [აიზენკი, უილსონი, 2000, გვ. 8].

 თავად გ. აიზენკის თეორიაში ექსტრავერსია იკავებს ერთ–ერთ ცენტრალურ ადგილს. მის მიერ შექმნილი პიროვნების თვისებების თეორია თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ ორ თვისებას: ექსტრავერსიას და ნეიროტიზმს, რასაც მოგვიანებით ფსიქოტიზმი დაემატა. ლ. ანციბორმა და ტ. იაცენკომ [2008, გვ. 175-180]  გააანალიზეს გ. აიზენკისა და კ.უ. იუნგის ექსტრავერსიისადმი მიდგომები, გამოავლინეს ორი ავტორის მიერ ექსტრავერსიის გაგებაში ათი განსხვავება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

პირველ რიგში, კ.გ. იუნგი ექსტრავერსიას განიხილავს როგორც შინაგან ორიენტაციას, ლიბიდოს მიმართულებას. გ. აიზენკი მას აღწერს, როგორც კორელაციურ თვისებათა ერთობლიობას, რომლებიც ამატებენ სუპერ-თვისებას. აქედან, კერძოდ, გამომდინარეობს, რომ კ.გ. იუნგი გამოყოფს პიროვნების ტიპებს, ხოლო გ. აიზენკი ამბობს, რომ ტიპოლოგიზაციური მიდგომები მოძველებულია: მისი აზრით, ექსტრავერსია არის კონტინუალური მახასიათებელი, რომელსაც აქვს ნორმალური განაწილება გენერალურ ერთობლიობაში [აიზენკი, უილსონი, 2000, გვ .8]. ასევე გამოირჩევა ავტორების მიდგომა ექსტრავერსიის ფიზიოლოგიური საფუძვლებისადმი. კ.გ. იუნგის თანახმად, თუმცა ეს თვისება დაკავშირებულია გარემოსადმი ადაპტაციასთან, ექსტრავერსიის გამოხატვაში  განსხვავებები არ არის დაკავშირებული ფიზიოლოგიასთან. გ. აიზენკი კი, პირიქით, საუბრობს ქერქის გააქტიურების სხვადასხვა დონეზე ექსტროვერტებსა და ინტროვერტებში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვისების გამოხატვას ფიზიოლოგიურ თავისებურებებს უკავშირებს. გარდა ამისა, კ.გ. იუნგმა გამოყო ექსტრავერსია რამდენიმე შემთხვევის საფუძველზე, ხოლო გ. აიზენკმა ჩაატარა მრავალი ემპირიული კვლევა, რომელმაც აჩვენა ამ თვისების არსებობა. მთლიანობაში, თუმცა ექსტრავერსიის ცნება ორ თეორიაში შესადარებელია, ეს  ერთი და იგივე სახელის განსხვავებული კონცეპტია. ამაზე ემპირიული მონაცემებიც მეტყველებს. მაგალითად, ლ. ანციბორისა და თ. იაიცენკოს კვლევებში ნაჩვენებია, რომ ექსტრავერსია, რომელიც იზომება გ. აიზენკის EPI კითხვარით და კ.გ. იუნგის თეორიის საფუძველზე შექმნილი მაიერს-ბრიგსის MBTI კითხვარით, კორელირებს r = .59-.66 დონეზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის [ანციბორი, იაილენკო, 2008, გვ. 180-181].

კ.გ. იუნგის თეორია ფსიქოდინამიკურია და ამჟამად საკმაოდ იშვიათად გამოიყენება ემპირიულ კვლევებში. ხოლო გ. აიზენკის თეორია კვლავ ერთ-ერთ მთავარ დისპოზიციურ მიდგომად რჩება. გარდა ამისა, აიზენკის თეორიული შეხედულებები საფუძვლად დაედო სხვა თეორიების განვითარებას, კერძოდ, ხუთ ფაქტორიანი პიროვნების მოდელის შემუშავებას. ამ მხრივ, აზრი აქვს გ. აიზენკის მოდელის უფრო დეტალურ განხილვას.

გ. აიზენკის ექსტრავერსიისადმი თავდაპირველი მიდგომა ემყარება ი.პ. პავლოვის პირობითი რეფლექსების თეორიას [პავლოვი, 1932/1973]. აიზენკი ვარაუდობდა, რომ ექსტრავერსია შედგება კომუნიკაბელურობისა და იმპულსურობისგან. თვისების ბიოლოგიური საფუძვლის ახსნისას, გ. აიზენკი იყენებს „აღგზნების“ და „შეკავების“ ცნებებს, მათ შორის, მიმართავს ი.პ. პავლოვის თეორიას. კერძოდ, ექსტრავერსიის აქტივაციური თეორიის ფარგლებში (arousal theory of extraversion), [Eysenck, 1967]. ამრიგად, ინტროვერტები ძლიერი აგზნებადობის გამო ცდილობენ თავი აარიდონ ზედმეტ სტიმულაციას. ექსტროვერტები კი, პირიქით, ეძებენ აქტივაციურ სიტუაციებს დაბალი მგრძნობელობის გამო.

გ. აიზენკის თეორია შემდგომში აქტიურად განავითარა მისმა მოწაფემ ჯ. გრეიმ. მის მიერ შექმნილი პიროვნების ნეიროფსიქოლოგიური თეორია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია ამ მომენტში [კნიაზევი, 2007, გვ. 48]. ჯ. გრეი ვარაუდობს სამი ნეიროფსიქოლოგიური სისტემის არსებობას, რომლებიც განმარტავენ ინდივიდუალურ განსხვავებებს: ქცევის შეკავების სისტემა, ქცევის გააქტიურების სისტემა და ბრძოლისა და გაქცევის სისტემა. ამ შემთხვევაში, ექსტრავერსია უკავშირდება ქცევის გააქტიურების სისტემის პიროვნულ გამოვლინებას, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ტვინის დოფამინერგული სისტემის მუშაობით. დოფამინი არის ნეირომედიატორი, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, მონაწილეობს ქცევის ორგანიზებაში ჯილდოს სტიმულების მისაღებად და მოტორული აქტივობის რეგულირებაში [კნიაზევი, 2007; გრეი, 1970].

გ. აიზენკი აღნიშნავს, რომ ექსტრავერსიაზე ტრადიციულად ორი შეხედულება არსებობს: ამერიკული, სადაც ექსტრავერსია იგულისხმება როგორც კომუნიკაბელურობა და კონტაქტების სიმარტივე, და ევროპული, სადაც ექსტრავერსია უკავშირდება იმპულსურობას და სუპერ-ეგოს ძალას. ამ უკანასკნელ მიდგომას თავდაპირველად მხარს თავად ავტორიც უჭერდა [Eysenck, Eysenck, 1963, გვ. 51]. მაგრამ შემდგომმა ემპირიულმა კვლევებმა აიძულა იგი გადაეხედა შეხედულება ექსტრავერსიის სტრუქტურაზე. ნათელი გახდა, რომ კომუნიკაბელურობისა და იმპულსურობის კომპონენტები დიდწილად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან, რის შედეგად შემდგომ კვლევებში გ. აიზენკმა ექსტრავერსიიდან ამოიღო იმპულსურობის ელემენტების დიდი ნაწილი. ისინი მოგვიანებით შევიდნენ „ფსიქოტიზმის“ ფაქტორში.

გ. აიზენკის გვიანდელ თეორიაში ექსტრავერსია შედგება შემდეგი მახასიათებლებისგან [Eysenck, Eysenck, 1985]:

აქტიურობა (Active/Inactive).

კომუნიკაბელურობა (Sociable/Unsociable).

ექსპრესიულობა (Expressive/Inhibited).

შეუპოვრობა (Assertive/Submissive).

ამბიციურობა (Ambitious/Unambitious).

დოგმატურობა (Dogmatic/Flexible).

აგრესიულობა (Aggressive/Peaceful).

 ცნობილია, რომ რ. კატელმა პიროვნების თავის მოდელში მეტი ყურადღება დაუთმო ქვედა რიგის ფაქტორებს. მან გამოყო 16 ფაქტორი, საიდანაც ყალიბდება უფრო მაღალი რიგის ფაქტორები, რომელთა შორის არის ექსტრავერსიაც. ექსტრავერსია შედგება შემდეგი ფაქტორებისგან [Cattell, 1946]:

გულისხმიერება-გაუცხოება (А, Warmth/Reserved).

გონივრულობა-უდარდელობა (F, Serious/Liveliness).

გაბედულობა-გაუბედაობა (Н, Shy/Bold).

დიპლომატიურობა-პირდაპირობა (N, Private/Forthright).

თვითკმარობა-კონფორმიზმი (Q2, Self-reliance/Group-Oriented).

პიროვნების სტრუქტურაში „დიდი ხუთიანი“ ლ. გოლდბერგმა [Goldberg, 1990] ხუთი ფაქტორი გამოავლინა. ერთ-ერთი მათგანია „დინამიურობა“ (Surgency), რომელსაც სხვა წყაროებში ეწოდება „ექსტრავერსია“. ამავე დროს, ექსტრავერსიის სტრუქტურებს, როგორც ასეთს, ავტორი არ გამოყოფს.

პიროვნების ხუთფაქტორიან თეორიაში (five factor theory; FFT) ექსტრავერსია ასევე არის ერთ-ერთი მთავარი თვისება. ამ შემთხვევაში, ის შედგება ექვსი ყველაზე დაბალი რიგის ფაქტორისგან [Costa, McCrae, 1992b]:

სითბო (Warmth).

კონტაქტურობა (Gregariousness).

შეუპოვრობა (Assertiveness).

აქტიურობა (Activity).

მღელვარების ძებნა (Excitement seeking).

დადებითი ემოციები (Positive emotions).

ითვლება, რომ FFT–ში ექსტრავერსიის მთავარი მახასიათებელია სოციალური ქცევისკენ მიდრეკილება [Wilt, Revelle 2009, გვ.5]. გარდა ამისა, კომუნიკაბელურობა („Sociable“ გ. აიზენკის თეორიაში) FFM ექსტრავერსიის სტრუქტურაში ორი ფაქტორით არის წარმოდგენილი: კონტაქტურობა (Gregariousness; საზოგადოების/კომპანიის საჭიროება) და სითბო (Warmth; სხვებისადმი სიყვარული [Watson, Clark, 1997, С. 773]. 

FFT–ში ექსტრავერსიის სტრუქტურის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია „დადებითი ემოციების“ ფაქტორი [Watson, Clark, 1997, გვ. 773]. დიდი ხანია ცნობილია, რომ დადებითი ემოციები ექსტრავერსიასთან კორელირებენ [Lucas, Baird, 2004]. მაგრამ FFT–ში, „დადებითი ემოციები“ პირველად შედის ექსტრავერსიაში.

რ. მაკკრეი და პ. კოსტა ამტკიცებენ, რომ დიდი ხუთეულის თეორიის ნეიროტიზმი და ექსტრავერსია შეესაბამება ჰ. აიზენკის მოდელის ამავე სახელწოდების მახასიათებლებს [Costa, McCrae, 1992ა]. ამ ჰიპოთეზის მხარდასაჭერად, ავტორებმა აღმოაჩინეს პიროვნების ხუთფაქტორიანი სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებულია გ. აიზენკის კვლევის მასალაზე [Costa, McCrae, 1992a]. ეს მიმოწერა დასტურდება სხვა კვლევებითაც [Aziz, Jackson, 2001 და სხვ.].

ამ თეორიებში ექსტრავერსიის შესაბამისობა დადასტურებულია რუსულ ენაზეც. მაგალითად, მ.ს. ბარანოვსკაიას კვლევებში ნაჩვენები იქნა ძლიერი კორელაცია ექსტრავერსიის სხვადასხვა მეთოდიკების  სკალებს შორის r = .78 დონეზე [ბარანოვსკაია, 2005, გვ. 56].

ცხრილში 1 წარმოდგენილია ექსტრავერსიის სტრუქტურის კორელაციის მცდელობა სამ მთავარ დისპოზიციურ თეორიაში: გ. აიზენკის, რ. კეტელის, რ. მაკკრეისა და პ. კოსტას თეორიებში. როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, სტრუქტურაში უდავო მსგავსება აღინიშნება გ. აიზენკის და FFT-ს მოდელებში.


ცხრილი 1. ექსტრავერსიის სტრუქტურის შედარება FFT-ში, გ. აიზენკის მოდელში და რ. კეტელას მოდელში 

რ. მაკრეს და პ. კოსტას მოდელი (FFT) აიზენკის მოდელი

კეტელას მოდელი

სითბო (Warmth) კომუნიკაბელურობა (Sociable/Unsociable) გულისხმიერება-

გაუცხოება (Warmth/Reserved)

გრეგარიზმი

(Gregariousness)  

შეუპოვრობა

(Assertiveness) შეუპოვრობა

 (Assertive/Submissive) გაბედულობა-გაუბედაობა

(Shy/Bold)

აქტიურობა

 (Activity) აქტიურობა

(Active/Inactive)

დადებითი ემოციები

(Positive emotions)

შთაბეჭდილებების ძებნა (Excitement seeking)

ექსპრესიულობა

(Expressive/Inhibited)

აგრესიულობა

(Aggressive/Peaceful)

ამბიციურობა

(Ambitious/Unambitious)

დოგმატურობა

(Dogmatic/Flexible)

თვითკმარობა -

კონფორმიზმი (Self- reliance/Group-Oriented)

დიპლომატიურობა-

პირდაპირობა (Private/Forthright)

გონივრულობა- უდარდელობა

(Serious/Liveliness)


ექსტრავერსიას, ისევე როგორც ხუთფაქტორიანი პიროვნების მოდელის სხვა მახასიათებლებს, აქვს საკმაოდ მაღალი გენეტიკური დეტერმინაცია. ზოგადად, მემკვიდრეობითობის შეფასება, სხვადასხვა ავტორების აზრით, 40-60%-ის დონეზეა [Horsburgh, 2009 და სხვ]. გარდა ამისა, ექსტრავერსიის თითოეული ელემენტი პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელის ფარგლებში დემონსტრირებს ზომიერად მაღალ მემკვიდრეობითობას. [Jang et.al., 2002]. ექსტრავერსია, როგორც ქცევის თავისებურება, შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს ცხოველთა მრავალ სახეობაში. [Wilt, Revelle 2009, გვ.10].

ამრიგად, ექსტრავერსია ვითარდება ევოლუციის პროცესში. მაგრამ შერჩევის პროცესში რატომ შენარჩუნდა ერთი თვისების გამოხატვის ასეთი განსხვავებული ვარიანტი? არსებობს ვარაუდი, რომ ასეთი გავრცელება უკავშირდება სხვადასხვა სოციალურ ნიშებს, რომელსაც ხალხი იკავებს. [Buss, 1995]. გარემოსთან ადაპტაციის სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება წარმატებული იყოს სხვადასხვაგვარად. მაგალითად, მაღალი დონის ექსტრავერსიის მქონე ადამიანებს გვარის გაგრძელების უფრო მეტი შანსი აქვთ, უფრო წარმატებულები არიან სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ ისინი, დიდი ალბათობით, შეიძლება დაიღუპონ სარისკო ქცევის შედეგად. ინტროვერსიის შემთხვევაში, ალბათობები სრულიად საპირისპიროა. [Wilt, Revelle 2009, C.10]. ეს ვარაუდი დადასტურებულია ემპირიულად: ექსტრავერტებს (ექსტრავერსიის დონე იზომება International Personality Items Pool (IPIP) დახმარებით) მეტი მეგობარი ჰყავთ, მაგრამ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა ინტროვერტებთან შედარებით. [Nettle, 2005].

გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ შემცირებაზე გენომის გავლენის ასაკთან ერთად ექსტრავერსიის გამოხატულობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასაკთან ერთად, გარემო ხდება ცვლილებების მნიშვნელოვანი წყარო ექსტრავერსიის დონეში [Bouchard et.al., 2001].

 თუ ვსაუბრობთ ექსტრავერსიასა და სხვა ფენომენებს შორის კავშირზე, ექსტრავერსიასა და დადებით ემოციებს შორის კავშირი დიდი ხანია გამოვლენილია და ექსტრავერსიის კავშირი დადებით ემოციებთან აისახება პიროვნების ხუთფაქტორულ მოდელში [Lucas, Baird, 2004]. ამასთან, ასეთი ურთიერთობების არსებობა სტაბილურად აისახევა სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა მეთოდით [იქვე], კორელაციების საშუალო ზომა დაახლოებით r=.40 [Lucas et.al., 2000].

გარდა ამისა, კოგნიტურ სფეროში გარკვეული განსხვავებები უკავშირდება ექსტრავერსიის გამოხატვის დონეს. მაგალითად, ექსტრავერსიის მაღალი დონე პროგნოზირებს სიტყვების კატეგორიზაციას მათი დადებითი აფექტური თვისების მიხედვით, და არა სემანტიკური ატრიბუტის ნიშნით [Weiler, 1992]. ასევე ინტროვერტები უფრო სწრაფად კლასიფიცირებენ მუქარის, ნეგატიურად შეფერილ სიმბოლოებს, ვიდრე პოზიტიურს [Robinson et.al., 2005]. ნაჩვენებია, რომ ექსტრავერსია უკავშირდება სოციალური კონტაქტების, ძალაუფლებისა და სტატუსის მაღალ მოტივაციას [Olson, Weber, 2004].

თუ ვისაუბრებთ ექსტრავერსიასა და ქცევას შორის კავშირზე, მაშინ ამ თვისებას ტრადიციულად უკავშირებენ ურთიერთობას. თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო მეტი კვლევა უკავშირდება ექსტრავერსიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურობას შორის ურთიერთობას, ზოგადად ინტერნეტში.

მაგალითად, არსებობს არაერთი კვლევა, რომელშიც აღმოჩენილია კავშირი ექსტრავერსიის დონესა და „მეგობრების“ რაოდენობას შორის პოპულარულ სოციალურ ქსელებში [შცებეტენკო, 2016; Fleming, 2013 და სხვ.]. ამავდროულად, კორელაციების ზომა საშუალოდ 0.2-0.3 დონეზეა.

გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ექსტრავერსიის დონე უკავშირდება სოციალური ქსელების მოხმარების სიხშირეს. მაგალითად, მ.ჯენსკის-გვარნერიმ თანაავტორებთან ერთად (2012) აღმოაჩინეს, რომ ექსტრავერსია განმარტავს სოციალური ქსელის მოხმარების სიხშირის მთლიანი ცვალებადობის დაახლოებით 3,75%-ს სქესის, ასაკისა და სხვა თვისებების კონტროლისას. ექსტროვერსიის წვლილს სოციალური მედიის გამოყენების სიხშირეში სხვა კვლევებიც ადასტურებს [Amichai-Hamburger, Vinitzky, 2010; Moore, McElroy, 2012].

თუ ვისაუბრებთ რეალურ ურთიერთობაზე, არსებობს მონაცემები, რომ ექსტრავერსია უკავშირდება სოციალური ურთიერთქმედების დინამიკას. ლ.იტონისა და დ.ფენდერას კვლევაში დადგინდა, რომ ექსტროვერტები უფრო სოციალურად იქცევიან, ვიდრე ინტროვერტები, ასევე ექსტროვერტები, როგორც წესი, ქმნიან უფრო პოზიტიურ სოციალურ გარემოს ურთიერთობისას [Eaton, Funder, 2003]. ასევე ნაჩვენებია, რომ ექსტროვერტები უკეთესად იყენებენ არავერბალურ დეკოდირებას სოციალურ სიტუაციებში [Lieberman, Rosenthal, 2001].

ამრიგად, ექსტრავერსიას აქვს შესწავლის გრძელი ისტორია და ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე პერსონოლოგიაში. ამასთან ექსტრავერსია უკავშირდება უამრავ სხვადასხვა ფენომენს - დადებითი ემოციების რაოდენობიდან [Lucas, Baird, 2004] სოციალური ურთიერთქმედების დინამიკამდე [Eaton, Funder, 2003]. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ კონსტრუქტის შემდგომი შემუშავების მნიშვნელობას. ამავე დროს, თუმცა ექსტრავერსია წარმოდგენილია პიროვნების მრავალ მოდელში, მისი შინაარსი იცვლება თეორიიდან თეორიამდე. ეს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ როგორც ემპირიული კვლევის დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე მეთოდიკების შერჩევისას. თავისი შინაარსით ყველაზე ახლოს არის ექსტრავერსიის კონსტრუქტები პიროვნების ხუთ ფაქტორიანი თეორიისა და გ. აიზენკის პიროვნების მოდელის ფარგლებში, რაც ასევე დასტურდება ემპირიული კვლევებით [ბარანოვსკაია, 2005; მიშკევიჩი, 2016; Aziz, Jackson, 2001; Costa, McCrae, 1992ა და სხვ.]. 


ლიტერატურა:

გ. აიზენკი, გ. ვილსონი. როგორ გავზომოთ პიროვნება. მოსკოვი: კოგიტო-ცენტრი, 2000. 284 გვ.

კ. ანციბორი, ტ. იაილენკო. „ექსტრავერსია-ინტროვერსიის“ კონცეპტების განსხვავება გ. აიზენკის და კ.გ. იუნგის პიროვნების თეორიებში// Revistă științifică a Universității de Stat din Moldova. 2008. ტ. 19, № 9. გვ. 174-182.

მ.ს. ბარანოვსკაია. პ. კოსტას და მაკ კრეის პიროვნების ხუთფაქტორიანი მოდელი და მისი ურთიერთკავშირი გ. აიზენკის და რ. კეტელას პიროვნების ფაქტორულ თეორიებთან //ფსიქოლოგიური ჟურნალი. 2005. ტ. 8, №. 4. გვ. 52-57.

გ.გ. კნიაზევი. ექსტრავერსია, ფსიქოტიზმი და ჯილდოსადმი მგრძნობელობა: ორი პიროვნული კონსტრუქტის ნეიროფიზიოლოგიური საფუძვლები //ფსიქოლოგია. ეკონომიკის უმაღლესი სკოლია ჟურნალი. 2007. ტ. 4, №. 1. გვ. 47–78.

ა.მ. მიშკევიჩი. „დიდი ხუთიანის კითხვარის“ რუსულენოვანი ვერსიის გამოყენების შესახებ (Big Five Inventory) მოზარდების შესწავლისას//პერმის უნივერსიტეტის მაცნე. ფილოსოფია. ფსიქოლოგია. სოციოლოგია. 2016. ტ. 25, №. 1.

ი.პ. პავლოვი. პირობითი რეფლექსები: ცხოველების უმაღლესი ნერვული აქტივობის (ქცევის) ობიექტური შესწავლის ოცწლიანი გამოცდილება. მოსკოვი: ნაუკა, 1973. 661 გვ.

ს.ა. შჩებეტენკო. პიროვნების თვისებებისადმი ორიენტაცია, როგორც სოციალური ქსელის „ვკონტაკტეს“ მომხმარებლის „მეგობრების“ აქტიურობის პრედიქტორი//ეროვნული ფსიქოლოგიური ჟურნალი. 2016. ტ. 24, №. 4. გვ. 34-44.

კ. იუნგი. ფსიქოლოგიური ტიპებო. სანქტ-პეტერბურგი: იუვენტ. — მოსკოვი: პროგრეს-უნივერსი, 1995. 716 გვ.

A behavioural genetic study of mental toughness and personality/ Horsburgh

V. A. Schermer, J. A., Veselka, L., & Vernon, P. A. //Personality and individual differences. 2009. ტ. 46, №. 2. გვ. 100-105.

Amichai-Hamburger Y., Vinitzky G. Social network use and personality

//Computers in Human Behavior. 2010. ტ. 26. №. 6. გვ. 1289-1295.

Aziz S., Jackson C. J. A comparison between three and five factor models of Pakistani personality data //Personality and Individual Differences. 2001. ტ. 31.   №. 8. გვ. 1311-1319.

Bouchard T. J., Loehlin J. C. Genes, evolution, and personality //Behavior genetics. 2001. ტ. 31, №. 3. გვ. 243-273.

Buss D. M. Evolutionary psychology: A new paradigm for psychological science

//Psychological inquiry. 1995. ტ. 6. №. 1. გვ. 1-30.

Cattell, R. B. Description and measurement of personality// Oxford, England: World Book Company, 1946.

Costa Jr P. T., McCrae R. R. Four ways five factors are basic //Personality and individual differences. 1992b. ტ. 13, №. 6. გვ. 653-665.

Costa P. T., McCrae R. R. Reply to Eysenck // Personality and Individual Differences. 1992ა. ტ. 13, №. 8. გვ. 861-865.

Cross-cultural evidence for the fundamental features of extraversion/ Lucas R.

E. Diener, E., Grob, A., Suh, E. M., & Shao, L. //Journal of personality and social psychology. 2000. ტ. 79, №. 3. გვ. 452-468.

Eaton L. G., Funder D. C. The creation and consequences of the social world: An interactional analysis of extraversion //European Journal of Personality. 2003. ტ. 17.

№. 5. გვ. 375-395.

Eysenck H. J. The biological basis of personality. Springfield, IL: Charles C. Thomas, 1967.

Eysenck S. B. G., Eysenck H. J. On the dual nature of extraversion //British Journal of Social and Clinical Psychology. 1963. ტ. 2, №. 1. გვ. 46-55.

Eysenck, H. J., Eysenck, M. W. Personality and individual differences. New York: Plenum Press, 1985.

Fleming D. An investigatory study of stress, social anxiety, personality, self- esteem and loneliness in relation to Facebook use: Dublin Business School, 2013.

Genetic and environmental influences on the covariance of facets defining the domains of the five-factor model of personality/ Jang K. L., Livesley, W., Angleitner, A., Riemann, R., Vernon, P. A. //Personality and individual Differences. 2002. ტ. 33,

№. 1. გვ. 83-101.

Goldberg L. R. An alternative" description of personality": the big-five factor structure //Journal of personality and social psychology. 1990. ტ. 59, №. 6. გვ. 1216- 1229.

Jenkins-Guarnieri M. A., Wright S. L., Hudiburgh L. M. The relationships among attachment style, personality traits, interpersonal competency, and Facebook use//Journal of Applied Developmental Psychology. 2012. ტ. 33. №. 6. გვ. 294-301.

John O. P. The" Big Five" factor taxonomy: Dimensions of personality in the natural language and in questionnaires //Handbook of personality: Theory and research. 1990. გვ. 66-100. New York, NY: Guilford Press.

Lieberman M. D., Rosenthal R. Why introverts can't always tell who likes them: Multitasking and nonverbal decoding //Journal of personality and social psychology. 2001. ტ. 80. №. 2. გვ. 294-310.

Lucas R. E., Baird B. M. Extraversion and emotional reactivity //Journal of personality and social psychology. 2004. ტ. 86, №. 3. გვ. 473-485.

Moore K., McElroy J. C. The influence of personality on Facebook usage, wall postings, and regret //Computers in Human Behavior. 2012. ტ. 28. №. 1. გვ. 267-274.

Nettle D. An evolutionary approach to the extraversion continuum //Evolution and Human Behavior. 2005. ტ. 26. №. 4. გვ. 363-373.

Olson K. R., Weber D. A. Relations between big five traits and fundamental motives //Psychological Reports. 2004. ტ. 95. №. 3. გვ. 795-802.

Robinson M. D., Meier B. P., Vargas P. T. Extraversion, threat categorizations, and negative affect: A reaction time approach to avoidance motivation//Journal of Personality. 2005. ტ. 73. №. 5. გვ. 1397-1436.

Watson D., Clark L. A. Extraversion and its positive emotional core

//Handbook of personality psychology, 1997. გვ. 767-793.

Weiler, M. A. Sensitivity to affectively valenced stimuli. Unpublished doctoral dissertation, Northwestern University. 1992.

Wilt, J., Revelle, W. Extraversion// Handbook of Individual Differences in Social Behavior/ Eds. M. Leary R. Hoyle // New York: Guilford, 2009. გვ. 27-45.

References:

Ajzenk G., Vil'son G. Kak izmerit' lichnost'. M.: Kogito-centr, 2000. 284 s.

Ancibor L., Yajlenko T. Razlichiya konceptov «ekstraversiya-introversiya» v teoriyah lichnosti G. Ajzenka i K.G. Yunga// Revistă științifică a Universității de Stat din Moldova. 2008. ტ. 19, № 9. გვ. 174-182.

Baranovskaya M. S. Pyatifaktornaya model' lichnosti P. Kosta i R. Mak Kreya i ee vzaimosvyaz' s faktornymi teoriyami lichnosti G. Ajzenka i R. Kettela

//Psihologicheskij zhurnal. 2005. ტ. 8, №. 4. S. 52-57.

Knyazev G. G. Ekstraversiya, psihotizm i chuvstvitel'nost' k nagrade: nejrofiziologicheskie osnovy dvuh lichnostnyh konstruktov //Psihologiya. ZHurnal Vysshej shkoly ekonomiki. 2007. ტ. 4, №. 1. S. 47–78.

Mishkevich A. M. Ob ispol'zovanii russkoyazychnoj versii «Voprosnika Bol'shoj Pyaterki» (Big Five Inventory) pri izuchenii podrostkov //Vestnik Permskogo universiteta. Filosofiya. Psihologiya. Sociologiya. 2016. ტ. 25, №. 1.

Pavlov I. P. Uslovnye refleksy: dvadcatiletnij opyt ob"ektivnogo izucheniya vysshej nervnoj deyatel'nosti (povedeniya) zhivotnyh. M.: Nauka, 1973. 661 s.

Shchebetenko S. A. Ustanovki na cherty lichnosti kak prediktor aktivnosti

«druzej» pol'zovatelya social'noj seti «Vkontakte» //Nacional'nyj psihologicheskij zhurnal. 2016. ტ. 24, №. 4. S. 34-44.

Yung K. Psihologicheskie tipy: Per. s nem. SPb.: YUventa. — მოსკოვი: Progress- Univers, 1995. 716 s.

A behavioural genetic study of mental toughness and personality/ Horsburgh V.

A. Schermer, J. A., Veselka, L., & Vernon, P. A. //Personality and individual differences. 2009. ტ. 46, №. 2. გვ. 100-105.

Amichai-Hamburger Y., Vinitzky G. Social network use and personality

//Computers in Human Behavior. 2010. ტ. 26. №. 6. გვ. 1289-1295.

Aziz S., Jackson C. J. A comparison between three and five factor models of Pakistani personality data //Personality and Individual Differences. 2001. ტ. 31.   №. 8. გვ. 1311-1319.

Bouchard T. J., Loehlin J. C. Genes, evolution, and personality //Behavior genetics. 2001. რ. 31, №. 3. გვ. 243-273.

Buss D. M. Evolutionary psychology: A new paradigm for psychological science

//Psychological inquiry. 1995. ტ. 6. №. 1. გვ. 1-30.

Cattell, R. B. Description and measurement of personality// Oxford, England: World Book Company, 1946.

Costa Jr P. T., McCrae R. R. Four ways five factors are basic //Personality and individual differences. 1992b. ტ. 13, №. 6. გვ. 653-665.

Costa P. T., McCrae R. R. Reply to Eysenck // Personality and Individual Differences. 1992ა. ტ. 13, №. 8. გვ. 861-865.

Cross-cultural evidence for the fundamental features of extraversion/ Lucas R.

E. Diener, E., Grob, A., Suh, E. M., & Shao, L. //Journal of personality and social psychology. 2000. ტ. 79, №. 3. გვ. 452-468.

Eaton L. G., Funder D. C. The creation and consequences of the social world: An interactional analysis of extraversion //European Journal of Personality. 2003. ტ. 17.

№. 5. გვ. 375-395.

Eysenck H. J. The biological basis of personality. Springfield, IL: Charles C. Thomas, 1967.

Eysenck S. B. G., Eysenck H. J. On the dual nature of extraversion //British Journal of Social and Clinical Psychology. 1963. ტ. 2, №. 1. გვ. 46-55.

Eysenck, H. J., Eysenck, M. W. Personality and individual differences. New York: Plenum Press, 1985.

Fleming D. An investigatory study of stress, social anxiety, personality, self- esteem and loneliness in relation to Facebook use: Dublin Business School, 2013.

Genetic and environmental influences on the covariance of facets defining the domains of the five-factor model of personality/ Jang K. L., Livesley, W., Angleitner, A., Riemann, R., Vernon, P. A. //Personality and individual Differences. 2002. ტ. 33, №. 1. გვ. 83-101.

Goldberg L. R. An alternative" description of personality": the big-five factor structure //Journal of personality and social psychology. 1990. ტ. 59, №. 6. გვ. 1216- 1229.

Jenkins-Guarnieri M. A., Wright S. L., Hudiburgh L. M. The relationships among attachment style, personality traits, interpersonal competency, and Facebook use//Journal of Applied Developmental Psychology. 2012. ტ. 33. №. 6. გვ. 294-301.

John O. P. The" Big Five" factor taxonomy: Dimensions of personality in the natural language and in questionnaires //Handbook of personality: Theory and research. 1990. გვ. 66-100. New York, NY: Guilford Press.

Lieberman M. D., Rosenthal R. Why introverts can't always tell who likes them: Multitasking and nonverbal decoding //Journal of personality and social psychology. 2001. ტ. 80. №. 2. გვ. 294-310.

Lucas R. E., Baird B. M. Extraversion and emotional reactivity //Journal of personality and social psychology. 2004. ტ. 86, №. 3. გვ. 473-485.

Moore K., McElroy J. C. The influence of personality on Facebook usage, wall postings, and regret //Computers in Human Behavior. 2012. ტ. 28. №. 1. გვ. 267-274.

Nettle D. An evolutionary approach to the extraversion continuum //Evolution and Human Behavior. 2005. ტ. 26. №. 4. გვ. 363-373.

Olson K. R., Weber D. A. Relations between big five traits and fundamental motives //Psychological Reports. 2004. Т. 95. №. 3. С. 795-802.

Robinson M. D., Meier B. P., Vargas P. T. Extraversion, threat categorizations, and negative affect: A reaction time approach to avoidance motivation//Journal of Personality. 2005. ტ. 73. №. 5. გვ. 1397-1436.

Watson D., Clark L. A. Extraversion and its positive emotional core //Handbook of personality psychology, 1997. გვ. 767-793.

Weiler, M. A. Sensitivity to affectively valenced stimuli. Unpublished doctoral dissertation, Northwestern University. 1992.

Wilt, J., Revelle, W. Extraversion// Handbook of Individual Differences in Social Behavior/ Eds. M. Leary R. Hoyle // New York: Guilford, 2009. გვ. 27-45.

пятница, 27 августа 2021 г.

დიქტატურა გაძლიერდება

 დიქტატურა გაძლიერდება


https://zen.yandex.ru/media/lotaringec/diktatury-stanut-silnee-5da9940974f1bc00b1d52826

დიქტატურა გაძლიერდება

XXIV.X.MMXIX. ლოტარინგიის იმპერატორი მომავლის შესახებ, რომელიც არც ისე მშვენიერია

ჩვენგან ვინც ფუტურისტულ სფეროში მოღვაწეობს, ხელოვნური ინტელექტის, ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ციფრულობის პროგრესში ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზებს ხედავენ. მათთან დაკავშირებული მრავალი ინოვაცია წარმოებულია თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ვინ თქვა, რომ shares  მათი გამოყენების შედეგად  მთელ ერებს გაანთავისუფლებს?

ვფიქრობ, რომ საბოლოო ბენეფიციარები დიქტატურები იქნება. ისინი ისარგებლებენ ტექნოლოგიური უპირატესობებით განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ და თავის უპირატესობას განსხვავებული აზრის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ამის მიზეზი არსებობს, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ.

ტექნოლოგია დიქტატურას მიმზიდველს გახდის

არაკონტროლირებადი მიგრაცია მგრძნობიარეა განვითარებული ქვეყნების  დიდი ნაწილის მოსახლეობისთვის. მაგრამ ადამიანები ამ ქვეყნებში კარგ ცხოვრებას არ გაურბიან.

მთავარი მიზეზი ის არის, რომ სამშობლოში მათ არ აქვთ ფულის შოვნის შესაძლებლობა, და მოთხოვნა დაბალხარისხიან შრომაზეა (ამ შრომის ანაზღაურება შესაძლებელს გახდის ოჯახის მდგომარეობის ოდნავ მაინც შეცვლას). ასევე მთავარი მიზეზია შვილებისთვის უკეთესი და უსაფრთხო მომავლის ძებნა. ღიაობას ადამიანები მიჰყავს  დასავლური ცივილიზაციის ოიკუმენამდე.

მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია ამ ჯაჭვიდან გამორიცხოს მოთხოვნა იაფ სამუშაო ძალაზე. თვითპილოტირებული ავტომობილები, ჭკვიანი დრონები და სხვა მოწყობილობები მოსპობენ მოთხოვნას მასობრივ პროფესიებში, შეცვლიან შრომის ბაზრის სტრუქტურას. განვითარებულ საზოგადოებებში გაიზრდება ფენებად დაშლა, და არ გამორიცხავს მათ, ვინც ამ ქვეყნებში დაბადებიდან ცხოვრობდა. ტექნოლოგიები შესაძლებელს გახდის საზღვრების კონტროლის გაძლიერებას; ისინი შეამცირებენ მიგრანტებთან დაკავშირებული ჩრდილოვანი გადახდების სექტორს.

როგორც კი გაქრება მიმღები მხარის მხრიდან მიგრაციისთვის ეკონომიკური სტიმული, გაქრება პოლიტიკური შედეგები მიგრანტთა წილის შესამსუბუქებლად წარუმატებელი  ქვეყნებიდან.

მათი ნაწილი (თუნდაც მცირე) შეეცდება გაქცევას თავისი ქვეყნიდან ღირებული მიზეზების გამო. თუმცა, უმრავლესობისთვის ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება ადგილობრივი ავტორიტარული რეჟიმების პოპულისტური დაპირებების სასარგებლოდ.

ეს უკანასკნელი იწინასწარმეტყველებს ახალ სიდიადეს და ააგებენ თავის რწმენას მეზობლების ტექნოლოგიური კეთილდღეობის სიძულვილზე. ტექნოლოგიები დიქტატორებს მისცემს მოსახლეობის მხარდაჭერას და ამით გამოაცოცხლებენ მათ.


ტექნოლოგია დიქტატურას უხილავს გახდის

თუ თქვენ აპლოდისმენტებით მიესალმებით ნობელის პრემიებს ქცევითი ეკონომიკის სფეროში შრომებისთვის, დაფიქრდით, რომ არჩევანზე გავლენის რბილი გზები ყოველთვის იყო ნებისმიერი დიქტატურის სასურველი ობიექტი.

მათი მიზანია გავლენა მოახდინონ არჩევანზე მანამ, სანამ ის მოხდება, და ისე, რომ თქვენ მიიჩნიოთ ის, როგორც დამოუკიდებელი.

სასაცილოა, მაგრამ ახლა ამის გაკეთებას ბევრი კერძო პლატფორმა ახერხებს, მაგალითად, UBER. შუამავლის არარსებობის მითის შექმნის შემდეგ, ციფრული სერვისები ჩრდილში იმალება, გავლენას ახდენს თქვენს ქცევაზე და ცვლის მთელ ბაზარს. მათი საქმეში ჩახედულობა იზრდება. მონაცემთა გადაცემის მოცულობა ისეთია, რომ Google-მ და სხვა სერვისებმა უფრო მეტი იციან თქვენი ცხოვრების შესახებ, ვიდრე ნებისერმა ჩვენგანმა.

არცერთ მათგანს არ შეუძლია ადგილობრივი კანონების იგნორირება, ხოლო ცნობები, რომელსაც ისინი ფლობენ, უკვე დღეს შეიძლება აღმოჩნდეს არასანდო ადამიანთა ხელში. მომავლის დიქტატურა გამოიყენებს ციფრულ კონტროლს, დიდ მონაცემებს და დისკრეტულ მათემატიკას, რათა უხილავად მოახდინოს მოქალაქეებით, როგორც კომპიუტერული თამაშის მომხმარებლებით, მანიპულირება.

უკვე ახლა მათ ხელთაა ქცევითი კონტროლის სავსებით საგრძნობი ინსტრუმენტები, როგორიცაა სოციალური სკორინგი ჩინეთში, რომლის დახმარებითაც უბრალოდ არ ირიცხება სათამაშო ქულები. შეიქმნა მოქალაქის სავალდებულო ეთიკის ყველგან მსუფევი სისტემა, რომელიც გამყარებულია პოზიტიური სტიმულების  და მყისიერი სასჯელების მექანიზმებით.

ალგოკრატია გააკეთებს დიქტატურისთვის იმას, რასაც ბიუროკრატია ვერასოდეს გააკეთებდა.

გაიძულებთ საზოგადოდ მიღებულ ნორმებზე  მიჯაჭვას ქსელური ურთიერთქმედების რთულ სისტემაში, სადაც ავტორიტარული მთავრობები დაადგენენ წესებს  საპატიო საბაბით.

ამრიგად, დიდი მეთოჯინე, როგორც იქნა, უხილავი გახდება.

ტექნოლოგია მისცემს დიქტატურას godmod

მაგრამ ყველაზე საშინელი და ამავე დროს ფანტასტიკური ის არის, რომ ტექნოლოგიები მისცემენ დიქტატორებს ყველაფერს, რასაც ისინი მოისურვებენ.

შობადობის კონტროლი ჩინეთში ჭარბი მოსახლეობის გარდაუვალი შედეგი იყო. მაგრამ ახლა არ ჩანს ისეთი წარმოუდგენელი, რომ ერთხელ ფუნდამენტალისტური რეჟიმები შეძლებენ ზუსტად განსაზღვრას, მაგალითად,  ჯერ არ დაბადებულ ბავშვში ჰომოსექსუალობის გამოვლენის ალბათობას.

გარკვეულ პირობებში, მათ შეეძლებათ მისი გენეტიკური კოდის მართვა დაბადებამდე, რათა უზრუნველყონ ერთადერთი დასაშვები სექსუალური ქცევა. სხვა პირობებში,  ისინი მოკლავენ მას თავისი ახირებით, ან იზოლაციაში მოაქცევენ სხვა ადამიანებისგან.

ტრადიციული ღირებულებების ბევრი მომხრე შეგვეპასუხება, რომ შინაარსობრივად პირველი სცენარი არც ისე ცუდია. მაგრამ მთავარია პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს მშობლების უფლებას თავად გადაწყვიტონ ბავშვის მომავალი ან დაიცვან დადგენილი ვალდებულება შეესაბამებოდნენ ადამიანის ISO-ს მკაცრ სახელმწიფო სტანდარტს.

რა მოხდებოდა, თუკი ასეთი რეჟიმის იდეოლოგიის ნაწილი იქნება რწმენა, რომლის თანახმადაც ადამიანებს უნდა ჰქონდეს მოკლე ცერა თითი. ან რომ სიცოცხლის ღირსი არიან ადამიანები, რომლებსაც მუსიკის ნიჭი აქვთ?



https://bimedis.com/ai-mediq-reoxy-m274450


https://alfaspa.ua/equipment/medicine/reoxy/p58























როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, რომელიც ეყრდნობა არა არასაიმედო ადამიანებისგან შემდგარ ჯარს, არამედ სრულად ავტონომიურ საბრძოლო კომპლექსებს და ხელოვნური ინტელექტის მიერ მართვად საბრძოლო მანქანებს?

ჩვენ უნდა მოვძებნოთ პასუხები. მაგრამ თუ მე ოდნავ მაინც ვაზვიადებ, ჩემთვის  ერთი რამ  არის ნათელი.

  https://www.alibaba.com/trade/search?fsb=y&IndexArea=product_en&CatId=&SearchText=medical+portable+oxygen+concentrator
























https://maymed.ru/?p=677



https://www.litres.ru/dmitriy-gluhovskiy/

https://csri.ru/raznoe-2/chto-znachit-magnitnoe-pole-neustojchivoe-magnitnye-buri-priroda-i-vliyanie-na-cheloveka-spravka.html
Изменение климата лежит в основе тибетской космологии в том смысле, что четыре основных изменения произошли и произойдут: 1. сильные землетрясения потрясли и раскололи землю в то время, когда впервые произошли люди (или жизнь), 2. в прошлом землю накрыло великое наводнение, 3. в будущем огонь поглотит гору Шуми, центр нашего материального мира, и, наконец, 4. колоссальный ураган погасит вселенную. Погода находится как в эмоциональном, так и в материальном мире. Драконы управляют погодой: Дро - летающий небесный дракон, чей голос звучит как гром. Лу - водный дух, который живет в высокогорных, часто священных озерах, в водных существах, а иногда и под старыми деревьями (драконовыми деревьями). Подношения и молитвы церемониально преподносятся Лу, чтобы контролировать погоду (особенно дождь) и болезни. Однако тибетский буддизм отличается от этих верований, предлагая параллельный, потенциально совместимый путь: добрые дела, мысли и молитвы приведут к хорошей погоде, здоровью и средствам к существованию, а также избавлению от материальных страданий. Тибетский календарь предсказывает погодные и сельскохозяйственные циклы на основе сочетания тибетской астрологии и прагматических консультаций с опытными фермерами, подписывающимися на традиционные знания и наблюдения. Многие тибетские рассказы и поговорки относятся к погодным явлениям, наиболее распространенная из них похожа на похожую западную поговорку: красное небо ночью предсказывает хорошую погоду, а красное небо утром предсказывает бури. Общие объяснения температурного потепления включают: слишком мало веры и молитв, слишком много спиленных деревьев, слишком много людей (особенно неверующих из Тибета) и загрязнение воды. Загрязнение, как духовное, так и материальное, вызовет трудности, связанные с климатом и погодой, а также с другими аспектами нашего хрупкого существования. Наконец, очевидно, что тибетцы видят изменение климата как интеграцию морального, духовного, эмоционального и материального мира, гораздо более глубокую, чем считают наши климатологи или популярные активисты.

http://www.hi-edu.ru/e-books/xbook131/01/part-014.htm Думать, что природа относится к
человеку лучше, чем к капусте -
значит тешить свой рассудок
забавными представлениями. 
Если какую-то из наших способностей
можно счесть самой поразительной,
я назвала бы память. В ее могуществе,
провалах, постоянстве есть
что-то откровенно непостижимое,
чем в любом из наших даров. Память
иногда такая цепкая, услужливая,
послушная, а иной раз такая путаная
и слабая, а еще в другую пору такая
деспотичная, нам не подвластная!
Мы, конечно, во всех отношениях
чудо, но право же, наша способность
вспоминать и забывать кажется мне
вовсе непонятной.

Джейн Остин


https://scientificrussia.ru/articles/200-let-nazad-byl-otkryt-elektromagnetizm Природу одолеть превыше наших сил:
Смиримся же пред ней, не умствуя нимало.
«Зачем ты льнешь?» — Магнит Железу говорил.
«Зачем влечешь меня?» — Железо отвечало.
Иван Дмитриев, 1800 г.

https://www.millenniumassessment.org/documents/document.786.aspx.pdf

https://www.zmescience.com/science/different-types-electromagnetic-radiation/


https://www.slb.com/sustainability/pdf/SLB_SR17_Russian.pdf

В конце концов обе стороны (психологи
и физиологи) хотят понять
отношения между мозгом и сознанием.
Вы можете начать с сознания
и идти вниз, или с мозга и идти
вверх. Так что, если сравнивать это
со строительством трансконтинентальной
железной дороги, Вы начинаете
с двух концов и планируете
встретиться где-то посередине.
Но только в том случае, если Вы
строите эту дорогу на одном и том
же континенте...




















ურთიერთობების ენერგეტიკა: როგორ უნდა შთავაგონოთ შრომით გმირობაზე უეინ ბეიკერი


ურთიერთობების ენერგეტიკა: როგორ უნდა შთავაგონოთ  შრომით  გმირობაზე

უეინ ბეიკერი  

https://hbr-russia.ru/innovatsii/trendy/875463


  რამდენ ენერგიას ხარჯავთ სამსახურში? გრძნობთ ენთუზიაზმს, ძალთა მოზღვავებას, თუ ისინი სწრაფად ქრება და თქვენთვის უკვე სულერთია? ორივე შემთხვევაში პასუხი ერთია: ეს ყველაფერი თქვენს თანამშრომლებზეა დამოკიდებული - მათ შეუძლიათ თქვენი დამუხტვა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური  ენერგიით.

ჩვენ „ვიტაცებთ“ ენერგიას ადამიანებთან ურთიერთობისას, მას „ურთიერთობის ენერგიას“ უწოდებენ, და ეს გავლენას ახდენს მუშაობის შედეგებზე. ამის შესახებ მე და ჩემმა კოლეგებმა - ბრედლი ოუენსმა, დანა სამპტერმა და კიმ კემერონმა - ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში დავწერეთ. ჩვენ ამ თემამ დაგვაინტერესა, რადგან ენერგია ადამიანისა და ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია, მაგრამ კვლევა ჩვეულებრივ გვერდს უვლის ენერგიის წყაროს, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობთ, - ურთიერთობებს. ოთხი ემპირიული კვლევის სერიიდან ჩვენ შევეცადეთ მეცნიერული განმარტება მიგვეცა ურთიერთობის ენერგიისთვის და შეგვეფასებინა მისი გავლენა თანამშრომლების ჩართულობაზე და მათი მუშაობის ხარისხზე.

რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს, დაფიქრდით: რომელი თანამშრომელი ჩვეულებრივ გამხნევებს შენ, გიხალისებს განწყობას? რას აკეთებენ ამისთვის? რას ამბობენ? ზოგი ადამიანი „ენერჯაიზერივით“ მოქმედებს, რადგან ისინი პოზიტიურ ფლუიდებს გამოყოფენ. როგორც მსხვილი კომპანიის თანამშრომელმა გვითხრა თავის უფროსის შესახებ: „მისგან დადებით ენერგიას იღებენ, რადგან მას უყვარს თავისი სამუშაო და ის სრულიად ბედნიერი ადამიანია. ის ყოველთვის ღიმილით მოდის სამსახურში, და უკვე ეს ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს“. სხვები ენერგიას გვაძლევენ, გვიქმნიან გულწრფელ დამოკიდებულებას, მაგალითად, საუბრის დროს ისინი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებენ თანამოსაუბარზე, ცდილობენ მოუსმინონ მას.

თუ თქვენი უფროსი „ენერჯაიზერია“, ალბათ, სამუშაო გაგიტაცებთ. ურთიერთობების ენერგიის შესწავლისას მსხვილი სამედიცინო ორგანიზაციის ლიდერებსა და თანამშრომლებს შორის, ჩვენ დავადგინეთ, რომ ხელმძღვანელისგან ენერგიის მიღების შედეგად თანამშრომლები თავს უფრო მოტივირებულად გრძნობენ და მთლიანად ეფლობიან მუშაობაში, რაც საუკეთესო შედეგების მიღებას იწვევს. სამედიცინო კომპანიის ის მუშაკები, რომლებიც გრძნობენ ურთიერთობის ენერგიას უფროსთან ურთიერთობისას, უფრო ჩართულები არიან მუშაობაში და ზრდიან პროდუქტიულობას.

ურთიერთობის ენერგია მრავალი გზით შეიძლება გადაეცეს - ამაში რობ კროსი, ენდრიუ პარკერი და მე დავრწმუნდით, როდესაც ჩავატარეთ კვლევების სერია. მაგალითად, საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ პოზიტიური ხედვა და შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მსჯელობაში. ეს ენერგია იგრძნობა, როდესაც თანამოსაუბრეები ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი არიან, რაც საბოლოოდ იმედისა და პროგრესის გრძნობას გვიქმნის.

თქვენ არა მხოლოდ იღებთ ურთიერთობების ენერგიას, არამედ სხვებსაც გადასცემთ. რობ კროსთან ერთად, ჩვენ შევადგინეთ ენერგიის ნაკადის სქემები, რისთვისაც გამოვიყენეთ ორგანიზაციული ქსელების ანალიზი, რათა გაგვერკვია, თუ როგორ მუშაობს ენერგეტიკული ქსელები სამუშაო ადგილზე. თანამშრომელთა რაც უფრო დიდ რაოდენობას დამუხტავთ  ენერგიით, მით უფრო მაღალია თქვენი პირადი პროდუქტიულობა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ იზიდავთ ნიჭიერ ადამიანებს, და ისინი მზად არიან ჩაერთონ თქვენს პროექტებში. თქვენ ხართ პირველი, ვიასც აცნობებენ ახალ იდეებს, უზიარებენ ინფორმაციას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ.

მართალია, პირიქითაც ხდება: თუ ადამიანებს ენერგიას წაართმევთ, არავინ მოინდომებს თქვენთან მუშაობას ან თქვენ დახმარებას, უარეს შემთხვევაში, საბოტაჟს გადაეყრებით .

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გაზარდოთ ურთიერთობების ენერგიის დონე  სამსახურში? აქ მოცემულია ოთხი რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაამყარეთ მაღალი ხარისხის ურთიერთობები. მაღალი ხარისხის ურთიერთობები გენერირებენ ენერგიას. ჯეინ დატონი და ემილი ჰიფი გვთავაზობენ მათი მიღწევის რამდენიმე გზას. მაგალითად, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თანამოაზრეთა ჯგუფი და ერთად მოაგვაროთ გარკვეული პრობლემა. ერთ შემთხვევაში კადრების შერჩევით დაკავებული ფირმა Kelly Services-ში ოპერაციების ორმა ხელმძღვანელმა ორგანიზება გაუწია ჯგუფს ლიდერობის განვითარებისა და პერსონალის ჩართულობის ამაღლების მიზნით. დუტონისა და ჰეფის თქმით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი ხარისხის კავშირების ფორმირებაზე და სოციალური კაპიტალის ზრდაზე, და ამაში ხედავდნენ ლიდერობის განვითარების  და გაძლიერების შესაძლებლობას.

გაზარდეთ ენერგეტიკული დონე ღონისძიებებზე. ღონისძიებების ორგანიზებისას ყურადღება გაამახვილეთ ენერგეტიკული დონის გაზრდაზე და არა მხოლოდ კონკრეტულ კონტენტზე, პროდუქტზე ან სერვისზე. დააკვირდით, თუ როგორ აკუმულირებს ენერგიას თავის სემინარებზე სასურსათო კომპანია Zingerman's-ის ცნობილი საზოგადოება ან არბორში. მე ხშირად მიმყავს ხელმძღვანელთა ჯგუფები მათ რესტორან „როდჰაუსში“: სადილის შემდეგ გენერალური დირექტორი, ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი არი ვეინცვეიგი, ან მისი ერთ-ერთი პარტნიორი, გამოდის სიტყვით ვიზიონერობის, ღია ანგარიშგების პოლიტიკის ან ბიზნესის კანონების შესახებ. არა მხოლოდ მონოლოგების შინაარსი, არამედ მათი მიწოდების მანერა ფანტასტიკურად ზრდის ენერგიის დონეს, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო შესამჩნევად იზრდება, როდესაც საუბარში ჩაერთვებიან კომპანიის პირველი პირები. ისინი ნებისმიერ კითხვას პასუხობენ და როგორ ენერგიას გამოყოფენ! ისინი ყველა მხიარული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც აშკარად უყვართ თავიანთი სამუშაო და კომპანია. შედეგად, ყველა - ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც - ტოვებენ ამ ღონისძიებას ენერგიით სავსენი, ეს ხომ  გადამდებია.

გამოიყენეთ ინსტრუმენტები „გულუხვი“ კულტურის შესაქმნელად. სამსახურში სხვებისთვის დახმარების გაწევით თქვენ წარმოქმნით პოზიტიურ  ემოციებს, ურთიერთდახმარების „თბილ ელვარებას“. დახმარების მიმღები ასევე გამოყოფს ენერგიას - მადლიერების ენერგიას. მიღებული დახმარებისთვის მადლერება უბიძგებს ადამიანს გადასცეს ეს ნიჭი შემდეგ, დაეხმაროს სხვას. მე და ნატ ბალკლიმ დავადასტურეთ ეს წესი დიდი კვლევის დროს.  „ურთიერთგაგების რგოლი“, ჯგუფური სავარჯიშო, რომელიც ასწავლის დახმარების გაცემასა და მიღებას (ის შეიმუშავა ჩემმა მეუღლემ ჩერილ ბეიკერმა, Humax–ის გენერალურმა დირექტორმა), წაახალისებს ხელგაშლილობას  ურთიერთობებში და ასევე ზრდის ენერგიის დონეს. საპილოტე კვლევაში, რომელიც ჩვენ ადამ გრანტთან ერთად ჩავატარეთ, გაირკვა, რომ „ურთიერთგაგების  რგოლი“ აძლიერებს პოზიტიურ  ემოციებს და ამცირებს ნეგატიურს.

შეადგინეთ ენერგეტიკული ნაკადების სქემა. ორგანიზაციების შიგნით ჩამოყალიბებული ქსელების შესწავლისას, მათ უკან ჩვენ აღმოვაჩინეთ უხილავი კავშირები - ადამიანებს შორის ურთიერთქმედების რეალური სქემა. რამდენიმე წლის წინ, მე და რობ კროსმა დავიწყეთ ჩვეულებრივ ანკეტაში, რომელსაც ვიყენებდით ორგანიზაციული სტრუქტურების კვლევისა და კონსულტაციების დროს, ენერგიის ნაკადების შესახებ საკითხის დამატება. რესპონდენტს წარვუდგენთ მისი თანამშრომლების სიას და ვეკითხებით: „როგორ აისახება ენერგიის თქვენ დონეზე ურთიერთობა თითოეულ მათგანთან?“ პასუხები შეიძლება ვარირებდეს „მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის დონეს“ „ნეიტრალურამდე“ და „მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დონეს“. მიღებული მონაცემები იძლევა ურთიერთობების ენერგეტიკული ბარათების შედგენის შესაძლებლობას თითოეული კომპანიისთვის, და ეს შედეგები ძალიან საინტერესოა.

მაგალითად, მსხვილ ნავთობქიმიურ კომპანიაში აღმოჩენილი იქნა ბევრი ურთიერთობა უარყოფითი ენერგეტიკით, უმეტესობაში ჩართული აღმოჩნდნენ ხელმძღვანელები. მზა სქემის მიღების შემდეგ, მათ შეძლეს გარკვევა, თუ რა ცვლილებები სჭირდება კომპანიას. ენერგეტიკული ნაკადების სქემა დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ მაღალხარისხიანი ურთიერთობების დამყარებაზე, ენერგიის გასაძლიერებლად ღონისძიებების ჩატარებაზე, ინსტრუმენტების შექმნასა და გამოყენებაზე  „გულუხვი“ კულტურის  ფორმირებისთვის.

ასე რომ, თუ თქვენს კომპანიაში ენერგეტიკული კრიზისი დადგა, გახსოვდეთ: მასთან გამკლავება შეგიძლიათ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ ურთიერთობების ენერგიაზე, იმ ენერგიაზე, რომელსაც ვიღებთ და ვაძლევთ ყოველდღიური ურთიერთობებისას ადამიანებთან. ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, აისახება მუშაობის ხარისხსა და მის პროდუქტიულობაზე.

ავტორის შესახებ. უქინ ბეიკერი - მიჩიგანის უნივერსიტეტში საქმიანი ადმინისტრირების პროფსორი