воскресенье, 9 июня 2019 г.

ქალთა არასოლიდარობა ; რატომ სძულთ ქალებს ქალები ? საუბრობს ალინა ფარკაში

რატომ სძულთ ქალებს ქალები ? საუბრობს ალინა ფარკაში 

მიზოგინიას მხარს ქალები უჭერენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთი შეხედვით, ქალები ქალების გამო ბევრად უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცების. ქალის სიძულვილი საშინელი, უმოწყალო და ყოვლისმომცველია: როგორ ჩნდება ის?
მე მაოცებს, თუ რამდენად დამამცირებელ, სიძულვილით და ზიზღით სავსე კომენტარებით მიმართავენ ქალები ქალებს. ქალები კარნახობენ ერთმანეთს წესებს, რომლის დაცვა აუცილებელია, რომ არ გამოიყურებოდე, როგორც სულელი ქათამი, მსუქანი ღორი, ბინძური ბოზი, გააფთრებული დედა, სასოწარკვეთილი ქმართან გაყრილი ქალი, და კიდევ სხვა სიტყვები, რომლითაც ისინი ადანაშაულებენ ან აუფასურებენ  ქალის ნებისმიერ ქცევას.
ჩვენ ყველა ხაფანგში ვგრძნობთ თავს. ერთის მხრივ, არსებობს ცნობილი მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ „ქალურად“ და რას ნიშნავს „ნამდვილი ქალი“. თითქოს ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი გოგონად დაიბადა, რომ აქვს ХХ-ქრომოსომი, ვაგინა და თავს ქალად მიიჩნევს - არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ნამდვილი ქალი. ამავე დროს უნდა შეესაბამებოდე „ქალურობის“ გარკვეულ საზოგადოებრივ სტანდარტებს - ყველაფერი ქალური ითვლება აბსურდულად, სასაცილოდ, კარიკატურულად და, რა თქმა უნდა, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვნად, ვიდრე მამაკაცური. ანუ იყავი გოგო, მაგრამ ნუ იქნება გოგო, რადგან ეს სულელური და უმნიშვნელოა მსოფლიო მასშტაბის პრობლემებთან შედარებით.
მაგალითად, ქალურია მაკიაჟი და ლამაზი ვარცხნილობა. მაგრამ ამავე დროს, ამით გატაცემული ქალი, იმავე საზოგადოების თვალში შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც უგუნური და სულელი. თუმცა, სირცხვილია ისე სიარული, როგორც მამაკაცები დადიან, ბუნებრივი ნაოჭებით დაფარული კანით, მუწუკებით, ჭარბი თმით და ნაკლოვანებებით, თუნდაც სუფთა, მაგრამ ჭაღარა თმით ბოლომძოვარებით,  რადგან ეს „ქალური“ არ არის. თუმცა, იმისათვის გარჯა, რომ კანი ყოველთვის კარგ ფერზე გქონდეს და ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, ხოლო თმა ხშირი და ფაფუკი, -  ქარაფშუტა ქალბატონების ქალური სისულელეა. Trap-trap-trap.
საოცარია, როგორი სიამოვნებით ავრცელებენ გოგონები ხუმრობებს ქერათმიანი ქალების, მანქანის საჭესთან მყოფი ქალების და საკუთარი გონებაშეზღუდულობის შესახებ. როგორი გააფთრებით იცავს ბევრი მათგანი თავის ორცვლიან საქმეს: ერთს სამსახურში, მეორეს კი - სახლში. მე ბევრი გააფთრებული კამათი მომისმენია, რომელიც იწყებოდა იმით, რომ ქალები ამტკიცებდნენ: მამაკაცს უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია საფენი გამოუცვალოს ბავშვს, ჩართოს ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომ მათი ქმარი არასდროს არ გააკეთებს ამას! და ამთავრებდნენ იმით, რომ აღიარებდნენ: მამაკაცი, რომელიც სრულყოფილად მონაწილეობს ოჯახის საქმესა და შვილების აღზრდაში, მათში ზიზღრს იწვევს: „ის ხომ დედაკაცია, და არა მამაკაცი! ასეთ მამაკაცთან სექსი არ შემიძლია“. ცოტა ხნის წინ მოვისმინე, როგორ ამტკიცებდა ზრდასრული, ჩამოყალიბებული ქალი, რომ „ნორმალური, ნამდვილი მამაკაცი“  არ წავა ფსიქოლოგთან, არ დაიწყებს საუბარს მისი პრობლემების შესახებ მეგობრებთან ან ცოლთან, და მხოლოდ გაბმით სმას დაიწყებს. იმიტომ, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ არ ცეკვავს, არ საუბრობს, არ გამოხატავს ემოციებს და, საერთოდ, არ იქცევა ქალივით.
გარდა იმისა, რომ ასეთი პოზიცია ზიანს აყენებს მამაკაცებს და ტოვებს მათ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერის გარეშე, ეს ზიანს აყენებს ქალებსაც. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იძულებული არიან საქმე ჰქონდეთ შებოჭილ, დაკომპლექსებულ ნევროტიკთან, რომელსაც არ შეუძლია საუბარი და რეგულარულად სვამს გაბმით. არამედ იმიტომაც, რომ „ქალური“ ქცევა - ემოციურობა, ემპათიურობა, პრობლემების შესახებ საუბარი და ყველაფრის მოლაპარაკებების გზით მოგვარება (ანუმ ყველაზე მოთხოვნადი ქცევა თანამედროვე სამყაროში), მიჩნეულია არასასურველად და საზიანოდ. შენთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება, რადგან შენ გოგო ხარ. მაგრამ უკეთესია არ მოიქცე ასე. თუ შეგიძლია, მამაკაცივით მოიქეცი.
ამას ბევრ ქალბატონში მოჰყვება შემდეგი: მე მხოლოდ მამაკაცებთან ვმეგობრობ, მათთან ბევრად უფრო საინტერესოა! ან: არასოდეს მესმოდა ქალების ხრიკების. ოჰ, ქალთა კოლექტივი ისეთი სერპენტარია! ალბათ, კარგად გესმით, როგორია ხელმძღვანელ ქალთან მუშაობა. მამაკაცი-უფროსი ახირებული, ისტერიული იდიოტია, თქვენ უბრალოდ არ გაგიმართლად. მაგრამ თუ უფროსი ქალია - ახირებული, ისტერიული იდიოტი, მაშინ ყველაფერი ნათელია. ის ხომ ქალია!
თუმცა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საკითხი, რატომ არ ერთიანდებიან ქალები იმის ტრანსლაციის წინააღმდეგ, რაც მათ ამცირებს, და, პირიქით, მხარს უჭერენ და ამრავლებენ ყველაფერ ქალთმოძულეს ამ სამყაროში. რატომ არიან მოსამართლე ქალები ყველაზე სასტიკი? ვფიქრობ, რომ აქ ორი მოტივია. პირველი: ჩვენება იმისა, რომ „მე ასეთი არ ვარ“ და ამ გზით უფრო „მაღალ“ სოციალურ ჯგუფთან შეერთების მცდელობა. შენიანის გახდომა მამაკაცების სამყაროში, ჩვენება იმისა, რომ სხვა ქალებზე უკეთესი ხარ. მექანიზმი, დაახლოებით, იგივეა, როგორც შუა საუკუნეებში, რაც მეშჩანებს აიძულებდა ჩვევებით და მოდით დიდგვაროვანთათვის მიებაძათ. „ქალური“ ინტერესების, „ქალური“ საუბრების მიმართ გამოხატული ზიზღი, მკაფიოდ გამოხატული ტანჯვა იმის გამო, რომ ბავშვის გასეირნება გიხდებათ და საქვიშართან სხვა დედებთან შეხვედრა, რომლებთანაც საერთო სასაუბრო არაფერი გაქვთ, ბავშვების გარდა - ეს სწორედ ის არის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ადამიანები განსხვავებულები არიან, და მათი ინტერესებიც შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგრამ ამავე დროს საუბარი იმის შესახებ, რომ რომელიღაც ქალი მოწყენილია და მას არ სიამოვნებს სხვა ქალების საზოგადოებაში ყოფნა, - ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული თემაა. მაგრამ არასოდეს მსმენია, რომ რომელიმე მამაკაცი იტანჯებოდეს იმის გამო, რომ ის დროს სხვა მამაკაცებთან ატარებს.
მეორე მოტივია - დიახ, მე ასეთი ვარ. სულელი, ბუზღუნა, ალოგიკური, სუსტი და ვერასდროს ჩემს ცხოვრებაში ვერ ვისწავლი ნორმალურად პარკირებას. პირველ რიგში, ეს პოზიცია ეხმარება „კაცობრიობის ძლიერი ნახევრის“ გულის მოგებაში, რათა მამაკაცის თვალში ის გამოჩნდეს, როგორც უსაფრთხო, რომელსაც სჭირდება მფარველობა, და, ერთის მხრივ, მიიღოს გარკვეული ფორა ურთიერთობებში: მე მაქვს არაადეკვატურად მოქცევის უფლება და შემიძლია პასუხი არ ვაგო ჩემს ქმედებებზე, მე ხომ გოგო ვარ. მეორეს მხრივ, დაასწროს მამაკაცის შესაძლო აგრესიას. მაშინვე ჩვენება იმისა, რომ მეტოქე არ ხარ და არაფრის პრეტენზია არ გაქვს.
მეორე, ჩემი აზრით, საუკუნეების სიღრმიდან წარმოიშვა, წინაპრების ქალური მეხსიერებიდან: არქეოლოგიური გათხრების და ადამიანის ნარჩენების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ქალთა ჩონჩხებს ბევრად უფრო მეტი დაზიანებები და მოტეხილობები აქვთ, ვიდრე ყველაზე წარმოსადეგ რაინდებს, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იბრძოდნენ დუელსა და ომებში. კეთილშობილ ქალბატონებს აქვთ სახის, თითების ძვლების, ხელების და ნეკნების მოტეხილობები, რაც ძალიან დამახასიათებელია ოჯახური ძალადობისთვის. როგორ ექცეოდნენ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში უფრო დაბალი წარმოშობის ქალებს, ამაზე გაფიქრებაც კი შიშს იწვევს. ვფიქრობ, რომ აქედან მოდის საკუთარი შესაძლებლობების შემცირების ჩვევა. გამოიყურებოდე უფრო სუსტი, უმწეო, დამოკიდებული. თუ შესაძლებელი იქნება, შეგიძლია თავი უმწეო ბავშვად წარმოაჩინო. იცინო ხუმრობებზე, რომლებშიც ქალებს დასცინიან. მხოლოდ იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ასე ბევრად უფრო უსაფრთხო იყო.
მე არ ვიცი, კიდევ რამდენი საუკუნე უნდა გავიდეს, რომ ჩვენ თავი დავანებოთ სხვა ქალებისთვის ბოლოს მოღებას. რომ აღარ შეგვრცხვეს რაც ქალის, გოგონასთვის არის დამახასიათებელი, ჩვენის. რომ სიტყვები: „ქალივით იქცევა“, აღარ იყოს შეურაცხმყოფელი, ხოლო „მამაკაცივით იქცევა“ - ცალსახა შექებად. რომ აღარ გვეშინოდეს ვიყოთ ის, ვინც ვართ, ხოლო მათ არ ეშინოდეთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა. არა, ამის შემდეგ ქალები არ გახდებიან მოურიდებელი, დაკუნთული ათლეთები, გაუპარსავი იღლიებით, ყოვლ შემთხვევაში, უმრავლესობა მაინც. ხოლო მამაკაცების უმრავლესობა არ გარდაიქმნება მთრთოლვარე, მტირალა არსებებად. სამაგიეროდ მომავალი ისტორიკოსები გაცილებით ნაკლებად იპოვნიან ქალთა ჩონჩხებს თითების და ნეკნების მოტეხილობებით.


===

ქალთა არასოლიდარობა
რატომ სძულთ ქალებს ქალები
პირველი ვინ აღმოაჩენს დეპილაციის შემდეგ გაზრდილ თმას? მეგობარი ქალი! ვინ შეაფასებს, რომ შვებულების შემდეგ თქვენ წონაში კი არ დაიკელით, არამედ მოიმატეთ? კოლეგა სამსახურში! პირველი ვინ შეგახსენებთ, რომ ბიოლოგიური საათი დროს ითვლის და პენსიაზე გასულს თქვენ გელოდებათ მარტოობა და ტანჯვა? სწორეა, დედა! ასეთი ლინგვისტური ტერორიზმი „ჩვენების“, ანუ ქალების, მხრიდან იმდენად გავრცელებულია, რომ დროა მშვენიერმა სქესმა წაართვას და მიითვისოს თვითსიძულვილის ეს ეპითეტი. როგორ მოვუღოთ ამას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო და გავიაზროთ, რომ დამამცირებელი კომენტარებით სხვა ქალების მიმართ მათი სახით საკუთარ თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას? ჩვენ შევაგროვეთ ფრაზების სია, რომლებსაც საკუთარი თავის პატივმცემელი არც ერთი ქალი არ ეტყვის სხვა ქალს.

„მიეცი მას კიდევ ერთი შანსი, ჭკვიან ქალს პატიება უნდა შეეძლოს ...“
დავუშვათ, რომ დედამ გაგზარდათ რელიგიური ყოვლისმიტევების და მამაკაცებისადმი მორჩილების ატმოსფეროში. მაშინ სხვა დედებიც განუმარტავდნენ თავის ქალიშვილებს, რომ ურთიერთობებში მთავარი ურთიერთკომფორტი და პატივისცემაა, რაც ძალიან ხშირად არ შეესაბამება არც ღალატს, არც პერმანენტულ მუქთახორობას და არც „ჩავარდნებს“ საწოლში. და საერთოდ, როდის იყო, რომ სასქესო ორგანოების ფორმა ამართლებდა მოსაზრებას, რომ „ბუტკოსთვის“ ყველაფერია დასაშვები, ხოლო „მტვრიანა“ უმჯობესია გაჩუმდეს?

„ჩემი აზრით, დროა დაქორწინდეთ/ერთად იცხოვროთ/ მანქანა შეიძინოთ, თქვენ ხომ უკვე დიდი ხანია  ერთად ხართ!“
ვინ თქვა, რომ ყველა ბედნიერი წყვილი აუცილებლად ერთად უნდა ცხოვრობდეს, პასპორტში შტამპი ჩაირტყას ან ოჯახური ავტომობილი შეიძინოს? ასეთი იდილია მაიონეზის რეკლამაში ნახეთ თუ ამ ოჯახური ავტომობილის რეკლამაში? დაფიქრდით, შესაძლოა, ადამიანები ისედაც კარგად გრძნობენ თავს: ისინი სახლის გარეთ აწყობენ პაემანს, ერთმანეთის გარეშე მოწყენილი არიან და პირად საქმეებს აგვარებენ, ველოსიპედებით სეირნობენ და მომავლის გეგმებზე არ ფიქრობენ, რათ არ ჰქონდეთ ერთ დღეს სიკვდილის იმედი და ბედნიერები იყვნენ დღეს.

„ ვხედავ, ზედა ტუჩზე ამოგივიდა ულვაში/მუწუკი წარბზე/ნაოჭი თვალის ქვეშ...“
პრიალა სტანდარტების გავრცელების ფონზე, დროა მოვახდინოთ ქალთა შორის ახალი დაავადების - არასრულყოფილი მწვავე უარყოფის - კონსტატირება. ფოტოშოპმა და გლაზირებული ფუნთუშასავით პრიალა კიმ კარდაშიანმა თავისი ბინძური საქმე გააკეთეს: ამჟამად გარეგნობაში ნატურალური და სრულიად ბუნებრივი მოვლენები აღქმულია როგორც კატასტროფა. მოსცდილდით უკვე მოდელების „ინსტაგრამებს“ და მიმოიხედეთ გარშემო: ყველა, სულელი ქათმების გარდა, რომლებიც სილამაზის სალონებში „ცხოვრობენ“, არაიდეალურია, მაგრამ ამის გამო ჯერ არავინ მომკვდარა.

„დარწმუნებული ვარ, შენგან კარგი დედა დადგება!“
შემთხვევათა 20%-ში ეს ჟღერს, როგორც სახალისო კომპლიმენტი, 80% - როგორც შეხსენება, რომ დრო გადის, თქვენ კი საერთოდ არ ფიქრობთ შვილებზე. სანამ ამას ეტყვით მას, ვინც ჯერ კიდევ დედა არ არის, დაფიქრდით, რომ დედობა რთული და საპასუხისმგებლო არჩევანია და ის მიზეზები, რომლებიც ამ ნაბიჯის გადადგმას არ გულისხმობენ, ყველა ქალს თავისი აქვს და ის ვალდებული არ არის გაამჟღავნოს ისინი. ოჰ, თქვენგან, მრჩეველო, შესანიშნავი მკითხავი გამოვიდოდა, კარგი ფულის შოვნაც შეგიძლიათ.

 „შენს ქმარს/ბოიფრენდს/ბავშვს მეტი სითბო და მხარდაჭერა სჭირდებათ, შენ სრულიად არ აქცევ მათ ყურადღებას!“
იქნებ იმიტომ, რომ დღეში 10 საათს ვმუშაობ, გარდა ამისა ტრიატლონისთვის ვემზადები, ვხვდები მეგობრებს, დავდივარ საყიდლებზე, რადგან გული მთხოვს, მივდივარ მშობლების სანახავად და, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ სუფთა ჰაერით ვსუნთქავ, რადგან პარტნიორის ან ბავშვის არსებობის მიუხედავად, მე მაინც სრულფასოვანი ადამიანი ვარ, რომელიც თავის თავს უარს არ ეუბნება ეგოისტური სიამოვნების მიღებაში. სხვათა შორის, ამ ფრონტზე თქვენ როგორი მრჩევლები გყავთ?

„ერთ მშვენიერ დღეს შენ მას აუცილებლად შეხვდები!“
რა თქმა უნდა, მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, როცა ერთ მშვენიერ  დღეს ის გზას „გადამიღობავს“ თავის მშვენიერ BMW-ზე, შემდეგ კი, ბოდიშის მოხდის მიზნით, რესტორანში წამიყვანს, ხოლო ერთი თვის შემდეგ მუხლმოდრეკილი ბეჭედს მომართმევს. ამასთან ერთად, საწყენი ის არის, რომ ამ ფრაზას შეურაცხმყოფელი ტონით ყოველთვის წარმოთქვამენ ისინი, ვინც, თითქოს, თავის ბედს უკვე ეწია, მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცი, მსუქანი, უსაქმური და  წუწუნა. თუ თქვენგან სცენარის გამეორება სურთ, უკეთესი იქნება, თუ ასეთი „უფლისწული“  არასოდეს გამოჩნდება.

 „ყველა ქალს უნდა შეეძლოს სადილის მომზადება, არ მესმის, საერთოდ როგორ ცხოვრობ დედამიწაზე?“
მაშინ ყველა მამაკაცს უნდა შეეძლოს ნადირობა ტახზე და ხეების მოჭრა, მაგრამ ყველამ ხომ არ იცის. დაფიქრდით, ჩვენ ხომ უკვე დიდი ხანია  არ ვცხოვრობთ სოფლებში, სადაც ოჯახის გამოკვებაზე ზრუნავდა სახლის დიასახლისი, ხოლო რესტორნები და მზა კერძები ხსენებაშიც არ ყოფილა. საჭმლის მომზადება უკვე  სასიცოცხლო უნარი აღარ არის, და ის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს უფრო „ქალური“, ვიდრე მამაკაცური, რადგან ჩვენ სამჯერ ვჭამთ დღეში ერთნაირად.

„ეს ქალის საქმე არ არის!“
სანამ ამას იტყოდეთ, დაფიქრდით წამიერად, რატომ არ არის ეს სამუშაო კონკრეტულად „ქალური“: იმიტომ, რომ ძალიან საპასუხისმგებლო, შრომატევადი და მომგებიანია (მაგალითად, როგორ უნდა გახდე დიდი ბოსი) თუ საკუთარი თავისთვის ახლის აღმოჩენის (მაგალითად, უნიტაზის სტრუქტურა) და ფრჩხილების დაბინძურების გამო? პირველ შემთხვევაში, დამეთანხმებით, რომ დისკრიმინაცია უკვე სულელურად ჟღერს და დირექტორ კატერინას ამბავი ფილმიდან „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ უკვე 36 წლისაა, ხოლო მეორე შემთხვევაში თქვენი ნათქვამი უპატივცემულოდ ჟღერს, რადგან თუ ქალს არ აქვს სხვა გამოსავალი, ვინმემ ხომ უნდა შეასრულოს ეს სამუშაო.

„ისტერიულად იქცევა!“
 შეგახსენებთ, რომ რუსულ ენაში ჯერ კიდევ არსებობს სამი სქესი - მდედრობითი, მამრობითი და საშუალო. მაშასადამე, სწორი იქნება თქმა „ისტერიკიანივით იქცევა“ და სხვაგვარად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიაწერთ ემოციების არაკონტროლირებად იმპულსს და დაუსაბუთებელ ტანჯვას მხოლოდ ქალებს და ორი სქესისთვის ისეთ საერთო ფაქტორს, როგორიც არის არასტაბილური ფსიქიკა, განაზოგადებთ გენდერული ნიშნით. ანტიკომპლიმენტებზე, როგორიც არის „ქალივით იქცევა“, „ქალწულივით მორცხვია“ და სხვ., უარი უნდა ითქვას იმავე მიზეზით, და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და არ მიეწეროს ყველა მომაკვდინებელი ცოდვა ქალებს, თითქოს ჩვენ  ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ.























































































































Миром должен управлять не жандарм, а психиатр.
Аркадий Давидович

Безумным миром должны править психиатры.
Аркадий Давидович

История — борьба психов с психиатрами.
Аркадий Давидович

Мужчина не может женщин знать, а если он говорит, что он знает женщин, то значит он психически больной.
• Януш Л. Вишневский

Психиатры вообще никогда не осуждают своих пациентов, потому что все их поступки проистекают из особенностей их характера или психического заболевания.
• Диля Д. Еникеева

Главная разница между мужчинами и женщинами в том, что мужчины — психи, а женщины — идиотки.
Ребекка Уэст

Женщины играют роль психиатров друг для друга.
Джен Кинг

В сущности, есть лишь один вид психической ненормальности — неспособность любить.
Анаис Нин

Так значит, вы мой мозгоправ? Вот уж мне свезло.
— А вы мой параноидальный шизофреник, страдающий нарцисизмом и религиозным психозом... свезло мне.

С психиатром люди говорят более откровенно, чем со священником, потому что врач не станет угрожать преисподней.

Пауло Коэльо

Религия - это болезнь души, которую может вылечить только психиатр.
• Бенито Муссолини

Символы открывают человеку священное и одновременно предохраняют его от непосредственного соприкосновения с колоссальной психической энергией архетипов.
• Карл Густав Юнг

ქალის მამაკაცად გარდაქმნა და პირიქით; ძველი დროის ახალი გეოგრაფია და „ებრაელთა გამოსვლა“ ეგვიპტედან ევროპაში

სავერსკი ალექსანდრ ვლადიმერის ძე
წიგნი II. ძველი დროის ახალი გეოგრაფია და „ებრაელთა გამოსვლა“ ეგვიპტედან ევროპაში
ქალის მამაკაცად გარდაქმნა და პირიქით
ეს კიდევ ერთი სიუჟეტია, რომელიც იესოს ეტრუსკებთან აკავშირებს. აპოკრიფულ თომას სახარებაში კიდევ უფრო მეტად უცნაური რიტუალის აღმოჩენა შეიძლება: „სიმონ პეტრემ უთხრა მათ: წავიდეს მარიამი ჩვენგან, რამეთუ ქალები არ არიან სიცოცხლის ღირსნი. იესომ თქვა: შეხედეთ, მე წამვმართავ მას, რომ გავხადო იგი კაცი, რათა ისიც გახდეს ცოცხალი სული, თქვენს, მამაკაცების მსგავსად. რამეთუ ყოველი ქალი, რომელიც გახდება კაცი, შევა ცის სასუფეველში“.
მეტად უცნაური სახეა, რომელსაც, ერთი შეხედვით, არ აქვს ანალოგი და არ იწვევს რაიმე ასოციაციას. თუმცა პროტოტიპი მაინც არსებობდა, ისევ იმქვეყნიურ სამყაროში გადასვლის ეტრუსკთა ხედვის მსგავსი, რომელიც გაიგივებულია  პირველ წინაპარ ქალთან - პირველ მატერიასთან. მამაკაცის სული ქალღმერთთან შერწყმის მიზნით გადიოდა ქალის სულად გარდაქმნის ეტაპს. ანუ, თუ უტრირებას მოვახდენთ, „მამაკაცი გარდაიქმნებოდა ქალად“. თომას სახარებაში საპირისპირო ქმედებაა მითითებული, თუმცა ცხადია, რომ საქმე ეხება გარდაქმნის იგივე რიტუალს და იგივე  მსოფლმხედველობას, რადგან გარდაქმნა ღვთის სასუფეველში მოხვედრის  აუცილებელი პირობაა.
ეტრუსკების წარმოდგენაში ასეთი გარდაქმნა აუცილებელი იყო სულის განწმენდისთვის, შემდგომი განსახიერების მიზნით. დიახ, ეტრუსკები რეინკარნაციის მიმდევრები იყვნენ, მაგრამ ამ თვალსაზრისს ჩვენ თომას სახარებაშიც ვხვდებით: „იესომ თქვა: ვინც შეიცნო ქვეყანა, იპოვა სხეული, და ვინც იპოვა სხეული — ქვეყანა არ არის მისი ღირსი“.  ამ ფრაგმენტში საუბარი აშკარად ეხება სულის ახალ სხეულში შესახლებაზე კონტროლს, ასევე შემდეგ ნათქვამია: „იესომ თქვა: ვინც შეიცნო ქვეყანა, იპოვა გვამი, და ვინც იპოვა გვამი — ქვეყანა არ არის მისი ღირსი“.
მაგრამ რატომ არის ასეთი განსხვავება - თომას სახარებაში ქალი უნდა მამაკაცი გამხდარიყო, ხოლო ეტრუსკები კი პირიქით მიიჩნევდნენ? შეიძლება, რა თქმა უნდა, ვივარაუდოთ, რომ ეტრუსკებს ჰქონდათ მატრიარქატის ნარჩენი მსოფლმხედველობის გამოვლინებები, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრა, შემდეგ კი საპირისპიროზე შეიცვალა, სადაც უკვე ქალს უნდა „შეეცვალა სქესი“, რათა ღმერთთან შეერთებულიყო.
მაგრამ შეიძლება საქმე ამაში არ იყოს. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვიცით ძალიან ბევრი რამ ეტრუსკების რელიგიის შესახებ, და არსებული დასკვნები ძირითადად ტექსტების ანალიზს კი არ ეფუძნება, არამედ გამოსახულებების.
შესაძლებელია საუბარი იყოს სხვადასხვა ღმერთების სამეფოს შესახებ, და თომასთან ფიგურირებდეს „მამაკაცის“ ღმერთის სამეფო, რომლის წინაშეც ქალი უკვე იმყოფებოდა უთანასწორო მდგომარეობაში.
თომას სახარებაში მოცემულია შეხედულებები, როგორც მამაკაცის ქალად გარდაქმნის შესახებ, ასევე პირიქით, რადგან უზენაესი ღვთაება უნდა იყოს უსქესო, ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აერთიანებდეს ორივე საწყისს. შემდეგ თომასთან ვკითხულობთ: «და, რაჟამს ქალსა და კაცს ერთარსებად გახდით, რათა კაცი არ იყოს კაცი და ქალი არ იყოს ქალი, როცა თქვენ შექმნით თვალს თვალის მაგიერ, და ხელს ხელის მაგიერ, და, ფეხს ფეხის მაგიერ, სახეს სახის მაგიერ, მაშინ თქვენ შეხვალთ (სასუფეველში)“. აქ იესო ლაპარაკობს ორმხრივი გარდაქმნის აუცილებლობაზე, და არა მარტო ქალისა, ხოლო ფრაგმენტში მარიამ მაგდალინელთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს, რომ ქრისტეს მოწაფეები უკვე დაეუფლნენ გარდაქმნის კონტროლის ხელოვნებას და უკვე განვლეს „ქალად გარდაქმნის“ ეტაპი. სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს არსებობდა ეტრუსკების ადრეულ მსოფლმხედველობაში, ან ლოგიკური გაგრძელებაა უკვე ადრე არსებულისა.
ასეთი მოსაზრებები რომ შეიძლება ძველ დროში არსებულიყო, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მრავალმა ღმერთს ჰყავდა წყვილი-ორეული, როგორიცაა ლიბერი და ლიბერა. დიონისეს ჰყავდა წყვილი არიადნე, ცხადია, რომ მითის თანახმად, იგი მისი ცოლი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ მითს, კერძოდ, რამდენიმე ფრაგმენტს, პირდაპირი კავშირი აქვს გარდაქმნის თემასთან.
საქმე ისაა, რომ დიონისე, მაგალითად, ორი არსებობდა: უფროსი დიონისე განასახიერებდა ციურ ხარს, რაც ეხმიანება მითს ხარის შესახებ, რომლის ნაწილებისგანაც შეიქმნა სამყარო, და სწორედ ამ მითის თანახმად, უფროსი დიონისე მოკლეს და ნაწილებად დაჰყვეს.
მოგვიანებით, დიონისე და ეტრუსკელი ფუფლუნსი აღორძინდებიან ზევსის (ტინა) ბარძაყიდან, რაც შეესაბამება ისრაელის დაბადებას იაკობის ბარძაყში დაჭრის გზით.
უკვე გარდაქმნილი დიონისე დაქორწინდება არიადნეზე, იმ არიადნეზე, რომელმაც ლაბირინთიდან გამოიყვანა თესევსი, სადაც მან ხარი მოკლა. მაგრამ წინა გარდასახვაში დიონისე ფაქტიურად ხარი იყო. ერთის მხრივ, ხარის მოკვლა და მისი ნაწილებად დაყოფა სიმბოლურად წარმოადგენდა მატერიალური სამყაროს შექმნას კუროს თანავარსკვლავედიდან - სამყაროს ცენტრიდან. მაგრამ, მეორეს მხრივ,  ხარი ყოველთვის მამაკაცური ძალის სიმბოლო  იყო. ამიტომ ლაბირინთიდან გამოსვლა, როგორც უკვე ვთქვით, სიმბოლიზირებდა სულის მიერ იმქვეყნიურ სამყაროში გზის გავლას. ამ შემთხვევაში რიტუალს ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა.
ლაბირინთი თითქოს სამყაროს რუკა იყო, რომლის ცენტრი კუროს თანავარსკვლავედია, და ადამიანი სიცოცხლეში ამ გზას გადიოდა იმისათვის, რომ სცოდნოდა ის.
 მეორე და მეტად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ლაბირინთის ლაბირინთის ცენტრში განთავსებული იყო მამაკაცური საწყისის სიმბოლო, და პრეტენდენტს უნდა მოეკლა იგი თავის თავში, რაც უზრუნველყოფდა მას ქალი ღვთაების მფარველობით და მასთან საკრალური ქორწინებით. ამ შემთხვევაში თესევსი იყო დიონისეს ეპითეტი და არა ცალკე პერსონაჟი ლაბირინთში გასავლელი გზის ამ ეტაპზე, ანუ, თესევსი პრეტენდენტი-მაძიებელია. ხარი-მინოტავრი-დიონისე - მამაკაცური საწყისია. ამით აიხსნება არიადნეს ორმაგი ქორწინება - ჯერ თესევსთან - ამ შემთხვევაში ქორწინება სიმბოლიზირებდა ლაბირინთიდან გასასვლელ გზას, და შემდეგ დიონისესთან, როდესაც ქორწინება იყო ცხოველურ საწყისზე გამარჯვებისა და ქალ ღვთაებასთან  შერწყმის კონსტატაცია.





Миром должен управлять не жандарм, а психиатр.
Аркадий Давидович

Безумным миром должны править психиатры.
Аркадий Давидович

История — борьба психов с психиатрами.
Аркадий Давидович

Мужчина не может женщин знать, а если он говорит, что он знает женщин, то значит он психически больной.
• Януш Л. Вишневский

Психиатры вообще никогда не осуждают своих пациентов, потому что все их поступки проистекают из особенностей их характера или психического заболевания.
• Диля Д. Еникеева

Главная разница между мужчинами и женщинами в том, что мужчины — психи, а женщины — идиотки.
Ребекка Уэст

Женщины играют роль психиатров друг для друга.
Джен Кинг

В сущности, есть лишь один вид психической ненормальности — неспособность любить.
Анаис Нин

Так значит, вы мой мозгоправ? Вот уж мне свезло.
— А вы мой параноидальный шизофреник, страдающий нарцисизмом и религиозным психозом... свезло мне.

С психиатром люди говорят более откровенно, чем со священником, потому что врач не станет угрожать преисподней.

Пауло Коэльо

Религия - это болезнь души, которую может вылечить только психиатр.
• Бенито Муссолини

Символы открывают человеку священное и одновременно предохраняют его от непосредственного соприкосновения с колоссальной психической энергией архетипов.
• Карл Густав Юнг