понедельник, 21 декабря 2015 г.

ჰასიდი და თალმუდი     შედარებითი გამოცდილება      პასტერნაკის და მანდელშტამის შესახებ

1.      უცხოენოვნება. პოეზია და  კაბალა

ნაციონალ ლიტერატორთა ძალისხმევით არარუსული წარმოშობის პასტერნაკი და მანდელშტამი „რუსულენოვან“ პოეტთა რიცხვს მიაკუთვნეს. ტერმინი სამარცხვინო დაღივით ჟღერს – ინტელიგენტები ცდილობენ ამ ლაქის ჩამორეცხვას და ამტკიცებენ, რომ პასტერნაკი და მანდელშტამი ძირეულ რუსულ ლიტერატურას მიეკუთვნებიან. თითქოს განმარტება „რუსული“ განსხვავებულობის ნიშანი იყოს, რომლის გამო კარგი მწერლები ერთმანეთს უნდა შეეჯიბრონ. ხომ არ ხდება ლიბერალი შემფასებლებისათვის მისაღები შეფასების ის ვიწრო ნაციონალური კრიტერიუმი, რომელსაც თავად სამართლიანად გმობენ?
ბახტინის ცნობილი იდეა, რომ კულტურა იქმნება კულტურათა მიჯნაზე, დასტურდება მეოცე საუკუნის გამოცდილებით, რომელშიც წამყვანი როლი თითქმის „სხვისტომ“ მწერლებს ეკუთვნის და რომლებმაც თავის შემოქმედებაში სხვადასხვა ენები და ეროვნული ტრადიციები შეაჯვარეს. სადაური მწერალია კაფკა: ჩეხი? ავსტრიელი? გერმანელი? ებრაელი? ვინ არის ნაბოკოვი: რუსულენოვანი ამერიკელი მწერალი თუ ინგლისურენოვანი რუსი მწერალი? სწორედ, რომ  სხვა ეროვნული ხასიათის ჩამქსოვია თავისი კულტურული მრავალენოვნების რთულ მაქმანში.
რაც უფრო მეტი მსგავსი განსხვავებული ეროვნული ფენა აქვს შერეული მწერალს, მით უფრო ნაყოფიერია მისი კულტურული ბაზისი. ნებისმიერ ჭეშმარიტ პოეტურ ნაწარმოებში ხდება სხვადასხვა ენის შეჯვარება, და, ზოგადად, პოეზიის ენა, მინიმუმ, ორენოვანია (ბახტინის მიერ გამოთქმული მოსაზრება). გავიხსენოთ თუნდაც ენათა შერევა: საგაზეთო, ქუჩის, ბილინური ენა ნეკრასოვის პოეზიაში, რუსული კულტურული მრავალენოვნების ენციკლოპედია პუშკინის „ევგენი ონეგინში“. გავიხსენოთ უკრაინული ელემენტების მნიშვნელობა გოგოლის პროზაში და თურქულ–ალტაური ელემენტებისა ხლებნიკოვის პოეზიაში.  
იმის ვარაუდი, რომ მანდელშტამის და პასტერნაკის პოეტური სიტყვა უცხოა რუსული ენისთვის, არ ამცირებს ამ პოეტთა შემოქმედებით სიძლიერეს და მათ მიერ შეტანილ წვლილს რუსულ და მსოფლიო პოეზიაში. საერთოდ პოეტური ენა ჟღერს როგორც უცხოური, ამიტომ პოეზიაში გამოუცდელი ადამიანები მშობლიურ ენაზეც კი აღიქვამენ მას როგორც ნაცნობ ბგერათა ნაკრებს, როგორც აზრს მოკლებულ ფრაზებს. ჯერ კიდევ არისტოტელე აღნიშნავდა „პოეტიკაში“, რომ პოეზიას შეეფერება ის ენა, რომელიც „ყოველდღიურისგან განსხვავდება, ენა, რომელიც უჩვეულო სიტყვებს იყენებს“. არისტოტელე. პოეტიკა, თავი 22, თხზ. 4 ტომად. მ, 1984, ტ.4, გვ.670.
ვიქტორ შკლოვსკი, რომელიც არისტოტელეს იმოწმებდა, ამატებს, რომ პოეტური ენა არა მხოლოდ უცნაური და საოცარი ჩანს, არამედ, ფაქტობრივად, „ხშირად არის უცხო: სუმერიული ენა ასირიელებში, ლათინური ენა შუა საუკუნეების ევროპაში, არაბიზმები სპარსელებთან, ძველი ბულგარული ენა როგორც რუსული ლიტერატურული ენის საფუძველი...“ ვიქტორ შკლოვსკი. ხელოვნება როგორც ხერხი. მის წიგნში: პროზის თეორიის შესახებ. მ, 1983, გვ.24.
მსგავსი როლი ხომ არ ითამაშა ებრაულმა ენამ 1910–1930–იანი წლების რუსულ პოეზიაში? იქნებ, პოეზიისთვის ზოგადად დამახასიათებელი ორენოვნება ან „უცხო ენა“ პასტერნაკის და მანდელშტამის შემოქმედებაში უფრო პირდაპირი მნიშვნელობით უნდა აღიქვას, როგორც საუბარი ორ ეროვნულ ენაზე? ერთ-ერთი მათგანი, რუსული, თითქოს გამოხატვის მიმართულებას შეადგენს, ან პოეტური ენის გარეგნულ ფორმას, ხოლო მეორე, ბიბლიური, - შიდა ფორმას, „საიდუმლო ივრითს“, რომლის გაშიფრვა უაღრესად დაშიფრულ, ზოგჯერ სმენისთვის არაბუნებრივ ან ზებუნებრივად ჟღერად ლექსში აუცილებელი ხდება.
დიდ რუს პოეტთა: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ბლოკის, ესენინის შემოქმედებაში ძლიერად იგრძნობა ლექსის სასიმღერო საფუძველი, მნიშვნელობის გარკვეული სიცარიელე და სიმეჩხრე, რომელიც ბუნებრივი ენის შესაძლებლობებზე მეტად დაძაბული არ არის და დაუბრკოლებლად მიედინება მის დამრეც ნაპირებში. „მე მახსოვს წამი,  წამი გრძნეული“,  „არა, შენ არ მიყვარხარ ასე მგზნებარედ“, „სამცხენა“ („...ნუ გაჰყურებ გზას ასე ხარბად...“), „რუსეთი“ („ისევ, როგორც ოქროს წლებში“), “არ ვუხმობ, არ ვნანობ, არ ვტირი...“. სიტყვები ბუნებრივი წესით იცვლება, რუსული ენის ზოგადი სინტაქსური კანონების თანახმად. არ იგრძნობა საპირისპირო მნიშვნელობა, რომელიც ურევს, გვერდს უვლის, არღვევს სიტყვათა რიგს. ერთი სიტყვა მეორე სიტყვის ჩვეული ლექსიკური მნიშვნელობით არის დაცილებული. ამ სიმეჩხრის შევსება სიმღერის ინტონაციით ხერხდება: მოვლენა ვითარდება არა მხოლოდ სიტყვათა მნიშვნელობებს, არამედ მომღერლის ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვას შორის.
სხვაგვარადაა პასტერნაკისა და მანდელშტამის პოეზიაში, რომლებიც ებრაული სულიერი ტრადიციის მემკვიდრენი არიან. ამ ტრადიციამ უფრო გაუცნობიერებლად, ვიდრე ცნობიერად, გარდატეხა ჰპოვა მათ შემოქმედებაში: „მაგიური კრისტალის“ ფარული ასპექტი. ებრაული და რუსული, სისხლხორცეული და ცნობიერი, ნიადაგი და ბედი რთულად ურთიერთმოქმედებენ და განსაზღვრავენ პოეტური ენის ახალ, ჯერ არგაგონილ უცნობ წყობას. პასტერნაკის და მანდელშტამის ენა უფრო ხშირი და ბლანტია, მრავალენოვნებაზეა აღმოცენებული, ვიდრე რუსულ პოეზიაში ეს მათ წინამორბედებს ახასიათებდათ. ყური დავუგდოთ:
 
რომ შეასუსტოს ვარცხნილობა, საოცარი და გამაოგნებელი,
და დახუთრული კვირტი მიიბნიოს სარტყელზე,
ცეკვა– ხუმრობით მიაღწიოს დიდებას,
 და თავსახვევს ჩააფრინდეს ტანჯვით და სულის  ღაფვით.
                          ( პასტერნაკი. „თანაშემწე“)

როგორც მღვრიე წყალს, მე ვსვამ დაბინდულ ჰაერს,
დრო გუთანმა დახნა, და ვარდი მიწად ქცეულა.
დინჯ მორევში დამძიმებული ნაზი ვარდები,
ვარდის
სიმძიმე და სინაზე ორმაგ   გვირგვინში ჩაწნა.
( მანდელშტამი. „სიმძიმე და სინაზე დები არიან, თქვენ ერთი ნიშნები გაქვთ...)

       აქ ყოველი სიტყვა ისე მჭიდროდ ედება მეორეს, რომ სასიმღერო გაბმულობისა და აზრობრივი იშვიათობისათვის ამოსუნთქვის ადგილი არ რჩება, რაც ასე გვხიბლავს პუშკინსა და ნეკრასოვში, ბლოკსა და ესენენინში. პასტერნაკის და მანდელშტამის ენა თითქოს ენის დინების საწინააღმდეგოდ მიედინება, სემანტიკურ ქარიშხალს იწვევს, ძირფესვიანად ანადგურებს სიტყვათა პირდაპირ მნიშვნელობას, აფხვიერებს და აბრუნებს ენის ნიადაგის ფენას, რომელიც დროთა განმავლობაში დატკეპნილა.
„კვირტი“ – „საოცარია“,  „გამაოგნებელი“ და „დახუთრული“: ეს სიტყვის სემანტიკური ბუდიდან ამოგდების საშუალებას წარმოადგენს. „დრო გუთანმა დახნა, და ვარდი მიწად ქცეულა“ – აქ შეუძლებელია მოდუნება, მუსიკალურ დინებას აყოლა: სიტყვა არ მღერის, მას ამოცნობა სჭირდება, რასაც მკითხველის გონება გამუდმებულ დაძაბულობაში  ჰყავს, და აიძულებს მას სხვა მნიშვნელობები ეძიოს. მეტყველება ენისგან გაუცხოებულია, თითქოს მასში სხვა ენის ნიშნები შეინიშნება, რომლებიც მრავალნიშნულ, რთულ გაშიფვრას ექვემდებარებიან. მითითებათა, გადატანის, ალუზიების სისტემის ამოცნობისას, რომელიც  შეინიშნება სხვა, ჯერ კიდევ წაუკითხავი ტექსტის სახით, ყველა მკითხველი უნებლიეთ ხდება თალმუდისტი და კაბალისტი. სიცარიელე, რომელიც სიმღერისთვის არის საჭირო, ლექსის გაბმით და ჟღერადად სათქმელად, შეცვალა მნიშვნელობათა და ინტერპრეტაციათა სიმრავლემ, რომლებიც ხორციელდებიან ამგვარი პოეზიისადმი არა მხოლოდ კრიტიკულ, არამედ მკითხველთა მიდგომაში.
ორივე პოეტთან შეინიშნება სახეებით გადატვირთვა, ტექსტის „სულმოუთქმელობა“ მუდმივად აღემატება ხმის განფენილობას. „როგორც ხატება შედის ხატებაში და საგანი კვეთს საგანს“ – ეს პასტერნაკის საკუთარი ზესიჭარბის ფორმულაა. სტრიქონში ძალიან ბევრი ფესვია მოქცეული, რომელიც თითქოს განკუთვნილია იმისათვის, რომ ლექსმა ისუნთქოს, ხმოვანი მხარე განიდევნება აზრობრივით, თანხმოვანით. ბგერადობის ერთეულზე უფრო მეტი ფესვური ერთეული მოდის, ვიდრე ჩვეულებრივ. სიტყვა მის ფესვს ეკვრის, ხოლო ფესვი მის შემადგენელ მშრალ თანხმოვან ბგერებს.
„პოეტურ ენას აცოცხლებს მოსიარულე, მრავალმნიშვნელოვანი ფესვი. ფესვის მამრავლი თანხმოვანი ბგერაა, მისი  სიცოცხლიუნარიანობის მაჩვენებელი... სიტყვა არ მრავლდება ხმოვანი ბგერებით, არამედ თანხმოვანით. თანხმოვანი შთამომავლობის მარცვალი და საწინდარია. ჩამოქვეითებული ენობრივი ცნობიერება თანხმოვნის გრძნობის კვდომის მანიშნებელია“. ო.მანდელშტამი. „შენიშვნები პოეზიის შესახებ“. თხზ. კრ. 3 ტომად, ტ.2, ნიუ–იორკი, 1971, გვ. 261.
მანდელშტამის ეს განმარტება ზღუდავს ენის მელოდიურ მქუხარებას, მის გრძელ, მოლივლივე ხმოვანთა გაბმულობას, რათა თანხმოვანთა მჭიდრო შეკუმშვის შედეგად ერთმანეთის გადაფარვით ნაყრიანობდნენ ფესვთა მნიშვნელობები.  პოეზია მისი დამადასტურებელი ფართოდ გაღებული პირი არ არის, და არც ის, რაც პუშკინმა აღნიშნა როგორც „მაპატიე ღმერთო, ჩემი უგუნურება“; პოეზია, პირიქით, წინააღმდეგობათა მრავალფეროვნებაა, რომელიც წინ აღუდგება სასუნთქ სტიქიას, რათა გარდაქმნას იგი „თქარუნში“, „წკარუნში“, „სტვენაში“ – თანხმოვანთა ხელშეხებით, ენის მოღიტინე ხორცად. „რუსული ენა მდიდარია თანხმოვანებით, ათქარუნებს, აწკარუნებს მათ და ზუზუნებს“. ო.მანდელშტამი, ციტ. გამოც., გვ. 261.
სიტყვა სემანტიკურ ჩონჩხამდეა გამომშრალი, მას გამოწურული აქვს ვოკალური ხმოვანობა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მანდელშტამის პოეტური გემოვნების შესაბამობა მის წინაპართა ენობრივ გემოვნებასთან. ბიბლიურ ივრითში სიტყვათა მნიშვნელობა განისაზღვრება ფესვით, რომელიც შედგება მხოლოდ თანხმოვანებისგან. დღემდე თორას გრაგნილებში ხმოვანები გამოტოვებულია; მათი დამატება მხოლოდ VIII საუკუნიდან დაიწყეს, რაც ხელს უწყობდა სიტყვის გრამატიკული ფორმის ახსნას და სწორ გამოთქმაზე მიანიშნებდა. ეს ბგერათა მინიმალიზმი საფუძველს ქმნის აზრობრივ მაქსიმალიზმს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ივრითში მხოლოდ 22 ასოა, თითქმის ნებისმიერი კომბინაცია მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, უფრო მეტიც, ყველა სიტყვა, რომელთა ფესვებში ორი ან სამი საერთო თანხმოვანია, მონათესავე აღმოჩნდება.
აქედან გამომდინარეობს ყველა სიტყვის ინტერპრეტაციის გაუთავებელი შესაძლებლობები როგორც მეორე სიტყვიდან წარმოებულისა - ყველა მათგანი თითქოს ერთი განშტოებული ფესვიდან მოდის, ყველა შესულია ერთ მოძმე ალიანსში. აქედან გამომდინარეობს კაბალისტური შეხედულება ბიბლიური ტექსტების როგორც წმინდა პირველსიტყვის ალეგორიულობისა და თვითგახსნისა – ღმერთის საიდუმლო ოთხასოიანი სახელის ერთობლიობის შესახებ. და ბოლოს, აქედან გამომდინარეობს  თითოეული ბიბლიური სიტყვის ინტერპრეტაციის ულევობა, რომელიც მისი ძირი ელემენტებით ბევრ სხვა სიტყვაში თავსდება და მათთან თავისი მნიშვნელობითაა დაკავშირებული.
და აი რუსული პოეზიის ნიადაგის გაფხვიერებას იწყებს ეს მოხეტიალე, მრავლის მანიშნებელი გუთანი, რომელიც განიტოტება ახალი ხმოვანი წარმონაქმნებით.

დაძლია რა ბუნების აკვიატება,
მტკიცე ცისფერმა თვალმა შეძლო მის კანონში შეღწევა,                                                                
დედამიწის ქერქში სალოსობენ ქანები,
და, როგორც მადანი, მკერდიდან კვნესა აღმოხდა...                                                
                             („ოქტეტი“)

რჩება შთაბეჭდილება, რომ მანდელშტამის ლექსის ამ ნაწყვეტში ყველა სიტყვა ერთი თანხმოვანი ფესვის განშტოებას წარმოადგენს: п-р-д (პ–რ–დ), რომელიც ზოგჯერ უფრო ყრუ ხდება, ზოგჯერ უფრო ჟღერადი, ზოგჯერ უერთდება მეორე, სპორადულად წარმოქმნილ ფესვს г-л-з-н (გ–ლ–ნ–ზ), ზოგჯერ თავის ფოროვან წიაღისეულში იწოვს ხმოვანებს: о, е, у (ო,ე,უ), და მათი დახმარებით აღმოცენდება სხვადასხვა მრავალი სიტყვა და მნიშვნელობა. მაგრამ ყოველი მათგანი პოეზიის მიერ წარმოებულია ერთ მძლე, მამრავლ პირველფესვიდან, ამრიგად «преодолев» (დაძლია), «затверженность» (დაჟინებულობა), «природы» (ბუნების), «голуботвердый» (მტკიცე ცისფერი), «юродствуют» (სალოსობენ), «породы» (ქანები), «руда» (მადანი), «груди» (მკერდიდან), «рвется» (აღმოხდა) – ყველა ეს სიტყვა აღმოჩნდა მისი მოქნილი გამონაზარდი.
რა თქმა უნდა, თანხმოვანები სხვა პოეტთა ლექსებშიც ეთამაშებიან, ბანს აძლევენ ერთმანეთს, მაგრამ განსხვავება ხარისხშია. მანდელშტამთან ეს უბრალო ალიტერაცია არ არის, როდესაც ერთი ან ორი სიტყვა ერთმანეთს თანხმოვანებით ეხმიანება, არამედ უფრო ერთი ფესვის გამრავლებაა სხვადასხვა სიტყვათა ყლორტებად.
რომელ ენაზეა დაწერილი ეს სტრიქონები?

ფერდობი  ტაძრის მალაქიტშია ნაპატივები,
თუ   ვერცხლშია სათუთად გაზრდილი –
სამრეკლოთა მრავალტანჯული  სიშიშვლე
მიაქვს წყალმცირე მელქიორს...

პასტერნაკის ეს ადრეული ლექსი (1914 წ.), რომლის სათაურია „მელქიორი“, უკვე შეიცავს თანხმოვან ფესვს, რომელმაც სტრიქონიდან სტრიქონზე უნდა იაროს, შეივსოს ხმოვანი ბგერებით და სხვა ფესვებს შეუერთდეს. ლექსი მთლიანად წარმოადგენს м-л-х-р (მ–ლ–ხ–რ) ერთ სიცოცხლისუნარიან ხვეულს, მისი გაუთავებელი წამონაზარდები (ამასთან „х“ („ხ“) ენაცვლებიან  „г“ („გ“) და „к“ („კ“)–ს). და თუმცა ეს ლექსი რუსულად არის დაწერილი, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ბგერათწერა,  თანხმოვანთა ასეთი ხშირი გამოყენება და მათი უცნაური შერჩევა — «малахит» (მალაქიტი), «холен» (ნაპატივები), «мельхиор» (მელქიორი), სხვა ენიდან არის გადმოსული. თანხმოვან ფესვთა ეს ნაკრები შედის მთავარ ბიბლიურ სიტყვებში, როგორებიცაა «мелех» (მეფე) და «малях» (მაცნე, ანგელოზი). თუმცა სიტყვა „მელქიორი“ წარმოებულია ფრანგული მეტალურგის, ამ შენადნობის შემქმნელის სახელიდან, მას ასევე აქვს ბიბლიური ელფერი: აპოკრიფული ტრადიციის თანახმად, ასე ერქვა ერთ–ერთ მოგვს, რომელმაც ძღვენი მიართვა ახალშობილ ქრისტეს. პასტერნაკის ამ ლექსის დაწვრილებითი ანალიზი (რომელიც ჩვენს თემასთან არ არის დაკავშირებული) მოცემულია სტატიაში: John Е. Malmstad. “Boris Pasternak: The Painter's Eye”. The Russian Review, vol. 51, No. 3 (July 1992), pp. 301—318.
თითქოს პოეზიას, რომელმაც გაიღვიძა ახალგაზრდა პასტერნაკში, ჯერ კიდევ არ შეურჩევია თავისთვის ენის გარკვეული ენობრივი კალაპოტი და მან გაბმულ რუსულ მარცვალში მოათავსა ებრაული ფესვების მშრალი სუბსტანციის არამარცვლოვანი სიჭარბე. აქედან მომდინარეობს ამ სტრიქონების საოცარი, ორენოვანი ბგერადობა.
როგორც პასტერნაკის, ასევე მანდელშტამის პოეზიაში სიტყვებიდან ხმოვანების გამოწურვა ადვილად ხერხდება, ისევე როგორც წყლისა ღრუბელიდან, რომლებიც მრავლად შედგებიან თანხმოვანებისგან. და აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ პასტერნაკის პოეზიის ცნობილი განმარტება, როგორც ღრუბელის, რომელიც პოლემიკურად უპირისპირდება მის, როგორც წყაროსა და შადრევნის, ტრადიციულ გაგებას. „თანამედროვე მიმდინარეობებს მიაჩნიათ, რომ ხელოვნება შადრევანია, მაშინ, როდესაც ის ღრუბელია. მათ გადაწყვიტეს, რომ ხელოვნება შადრევანივით უნდა  ჩქეფდეს, მაშინ, როდესაც მან უნდა შეიწოვოს და გაჯერდეს“. ბ.პასტერნაკი. „რამდენიმე დებულება“. თხზ. კრებ.  5 ტომად, ტ.4, 1991, გვ.367.
პოეზია, როგორც ღრუბელი, მოცემულია ლექსში „გაზაფხული“: 

პოეზია! შენ ხარ ბერძნული ღრუბელი
საწოვარით, და წებოვან ბალახებს შორის
ბაღის მწვანე სკამის სველ ფიცარზე
გადაგფენდი;
შეგიძლია შეიძინო დიდებული ბრიბი და კრინოლინი,                                                                                                                                                                                                        
შეიწოვო ღრუბლები და ხეობები,
ღამით კი, პოეზია, მე გამოგწურავ
ხარბი ქაღალდის საკეთილდღეოდ.

პოეზია არ ნიშნავს შინაარსის, წყლის ნაკადის ამოფრქვევას, არამედ პოეზია ნიშნავს შინაარსის ფორმიდან, როგორც ღრუბლიდან, გამოწურვას. ტინიანოვის ტერმინოლოგიის თანახმად, რაც უფრო ძლიერად არის გამოწურული, მით უფრო მჭიდროა ლექსთა რიგი, მით უფრო დამუხტულია ლექსი პოეზიით. საინტერესო იქნებოდა იმაზე დაკვირვება, თუ რამდენად მოახდინა გავლენა ტინიანოვის პოეტური ენის თეორიაზე ივრითის „სივიწროვის“ და „შეთანხმების“ ინტუიციამ, ისევე როგორც ვიქტორ შკლოვსკისა და ბორის ეიხენბაუმის „უცხოურმა“ წარმოშობამ  „გაუცხოების“ თეორიასა და ფორმალური სკოლის სხვა პრინციპებზე.
ეს არ არის გაფართოება, არც სივრცე მქუხარე სასიმღერო შემოქმედებისათვის, არამედ ფორმის შემცირებისას მისგან მნიშვნელობის გამოწურვაა. მეორე სტატიაში პასტერნაკი პოეტურ სახეს განმარტავს როგორც სულის ხელწერას, როგორც არსებობის ფორმების შეკუმშვას და გამკვრივებას, როგორც სწრაფ აბრევიატურას. „მეტაფორიზმი დიდი პიროვნების სტენოგრაფიაა, მისი სულის გაკრული ხელი“. ხელწერა. ბ.პასტერნაკი. “შენიშვნები შექსპირის თარგმანებზე”. თხზ. კრებ. ტ.4, გვ. 414.
შემოქმედების როგორც შეკუმშვისა და გამოწურვის მსგავსი იდეა პასტერნაკისგან დამოუკიდებლად განვითარებულია მანდელშტამის „საუბარში დანტესთან“ (1933). მანდელშტამმა მოახდინა დანტეს ციტირება: “Io premerei di mio concetto il suco” („წვენს გამოვადენდი ჩემს წარმოსახვას“ – ჯოჯოხეთი, XXXII, 4) და ეს სახე განავითარა პოეტური ხელოვნების შინაარსის ფორმიდან გამოწურვის კონცეფციაში. „მას (დანტეს – მ.ე.) ფორმა წარმოუდგენია როგორც შინაარსიდან გამოწურვა, და არა როგორც გარსი. ამრიგად, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფორმა შინაარსიდან, კონცეფციიდან იწურება, რომელიც თითქოს მის გარშემოა“.  მანდელშტამი, ციტ. გამოც. ტ.2, გვ 375.
მანდელშტამის, ისევე როგორც პასტერნაკის, შემოქმედებაში ჩნდება პოეზიის როგორც  ღრუბელის სახე, იმ განსხვავებით, რომ მანდელშტამის თანახმად, შინაარსი, რომელიც გამოიწურება ფორმიდან, თავად ფორმაა, რაც დასტურდება შემდეგი დაზუსტებით: „რაღაცის გამოწურვა შეიძლება მხოლოდ სველი ღრუბელიდან ან ტილოდან. როგორც არ უნდა ვუჭერდეთ ჩალიჩს კონცეფციას, მისგან ვერავითარ ფორმას ვერ გამოვწურავთ, თუ ის თავად უკვე ფორმა არაა“. იქვე.  
მინდა შეგახსენოთ, რომ შეკუმშვა ან კონტრაქცია მნიშვნელოვანი კაბალისტური ტერმინია („ციმცუმი“), რომელიც განსაზღვრავს სამყაროს შექმნის მიზეზს და შესაძლებლობებს. ღმერთმა შეამცირა, „შეკუმშა“ თავისი არსებობა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისგან სამყაროს შექმნა. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა ოდესმე შექმნილიყო სამყარო, თუ ღმერთი თავიდანვე იკავებდა არსებულის და შესაძლებელის მთელ სივრცეს? ისააკ ლურიას (1534—1572) სწავლების თანახმად, რომელიც კაბალას ერთ–ერთი ყველაზე გავლენიან ვერსიას წარმოადგენს, საჭიროა ღმერთის „თვითგაცლის“ სამსხვერპლო აქტი, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდა სხვა რამის შექმნა, ვიდრე ღმერთია, სამყარო ღმერთის გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი „შეკუმშვის“ შედეგად ქმნის, „გამოწურავს“ სამყაროს მის თავიდან.
თვითშეკუმშვის აქტი ენაში ყოველთვის აისახება როგორც დემიურგში, როდესაც მისგან „გამოიწურება“ პოეტური სამყარო. ებრაული ენის ვიწროობა, რომელიც მხოლოდ თანხმოვანებამდეა შემჭიდროებული, მისი უნარის საწინდარია მნიშვნელობათა ფართო სამყაროს შექმნაში. პოეტური მრავალმნიშვნელობა ტენიანობასავითაა, რომელიც მშრალი ფოროვანი ენის, მისი საბოლოო გამკვრივების გზით არის გამოწურული. „ღრუბელის“ სახე, რომელიც პასტერნაკმა ასე თამამად და მოულოდნელად გამოიყენა პოეზიასთან მიმართებაში, სინამდვილეში მომდინარეობს ებრაელ განათლებულ წრეში არსებული შეკუმშვის და გამოწურვის როგორც შემოქმედებითი პირველაქტის ცნობილი იდეიდან.
გავიმეორებ: პასტერნაკის და მანდელშტამის პოეტური ენა რომ გარკვეულწილად გაუცხოებულია იმ ენისგან, რომელზეც შეიქმნა, ამაში არაფერი არ არის დამამცირებელი არც რუსული ენისთვის, არც თავად პოეტებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ფორმალისტების ტერმინოლოგიას, პოეზიაც ხომ თავად გაუცხოებაა: ჩვეული უცნაურად გვეჩვენება, არ ჰგავს თავის თავს, და ენაც გაუცხოებულია საზოგადოდ გასაგებ ენისგან, თითქოს უცხოა. სწორედ ასე აღიქვამენ ამ „უაზრობას“ ან „აბრაკადაბრას“ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პოეზიას ზიარებულნი – როგორც „უცხო“ ენას. ამიტომ ხომ არ არის ასეთი დიდი „სხვისტომთა“ მონაწილეობა რუსული, და არა მხოლოდ რუსული პოეზიის ჩამოყალიბებაში? – ეს თანდაყოლილი „უცხოენოვნება“ თითქოს ეხმარება ჩვეულებრივ ენას პოეტური დაძაბულობის შეძენაში, მის სხვა, „უცნაურ“ განზომილებაში გასაყვანად.  
„სხვისტომობა“ ზოგიერთ შემთხვევაში ეწინააღმდეგება კონკრეტული ეროვნული ენის ორგანულ დაუფლებას, სხვა შემთხვევაში კი, პირიქით, უბიძგებს გენიალური აღმაფრენისკენ ენის საზღვრების გადასალახად. შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ლაპარაკობდა ემილ მანდელშტამი უსიცოცხლო, ღარიბ რუსულ ენაზე, ხოლო მისი ვაჟი ოსიპი კი დიდი რუსი პოეტი გახდა.
სინამდვილეში, ის პოეტებიც, რომლებიც აღიქმებიან როგორც  „ყველაზე რუსები“: პუშკინი, ლერმონტოვი, ნეკრასოვი, ბლოკი, ისინიც ეროვნულად მრავალგანზომილებადი,  შინაგანად არაენობრივი არიან  რუსული ენის მიმართ. იგივე ეხება ჟუკოვსკის, ფეტს, ახმატოვას... საქმე საერთოდ „სხვისტომობაში“ არ არის, არამედ კულტურათა მრავალგვაროვნობასა და მრავალგანზომილებაშია, რომლებშიც ეროვნული სიწმინდე უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე წესს.
ყოველ შემთხვევაში, აზრს მოკლებულია იმაზე ფიქრი, რომ რომელიმე ეროვნული კულტურა იქმნება მხოლოდ ძირეული ეროვნების ადამიანთა მიერ. პირიქით, მისი მნიშვნელობა მით უფრო ფართოა, რაც უფრო მეტ სხვისტომთა სისხლის და ცნობიერების მიზიდვას და თავის ენაში გამოხატვას შეძლებს ის. ნებისმიერი ეროვნული კულტურისთვის დიდი პატივია მასში სხვა ეროვნების გენიოსის შესვლა. სისხლის და ტრადიციების ასეთი შერევით არსებობენ დღეს სიცოცხით სავსე, სწრაფად განვითარებადი კულტურები – ჩრდილოამერიკული, ლათინოამერიკული, და გვინდა ვიფიქროთ, რომ რუსულიც („ევრაზიული“). და (როგორც ლომონოსოვმა აღნიშნა), რაც უფრო „შორეულია“ ეროვნულ კულტურაში შეჯვარებული სახეები და ენები, კულტურა მით უფრო მეტაფორული და მნიშვნელოვანია როგორც მსოფლიო კულტურული მოვლენა.

2.      პასტერნაკი და ჰასიდიზმი

პასტერნაკი და მანდელშტამი ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, თითქოს შედარებას ითხოვენ – თავად მათი გვარები ერთმანეთთან მტკიცედ არიან მიზიდული და გარითმული ზუსტი ასონანსური რიფმით (а-е-а). რა თქმა უნდა, შეიძლება მათი ერთ რიგში დაყენება ХХ საუკუნის დასაწყისის რუსული პოეტური ენის სხვა გადამხალისებლებთან ერთად: შამანისტ ველიმირ ხლებნიკოვთან, დიონისელ ვიაჩესლავ ივანოვთან, – მაგრამ ნებისმიერ ავანგარდისტულ ან მოდერნისტულ საზოგადოებაში მათ თავისი ადგილი უკავიათ, რომელიც მათ ორს ეკუთვნის. და იმიტომ კი არა, რომ ისინი ასე გვანან ერთმანეთს. უფრო პირიქით: სწორედ ორი პოეტის განსხვავებულობა, შეიძლება ითქვას, მათი დიამეტრალური დაპირისპირებულობა საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ მათში ერთი წრისადმი კუთვნილება.
პასტერნაკის და მანდელშტამის ებრაულ სულიერ ტრადიციაში დამკვიდრება განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა სწორედ ორ ნაკადად დაყოფის წერტილში, რომლებიც ცალ–ცალკე ძირითადად ასაზრდოებდნენ მათ. ებრაული რელიგიური ცნობიერების ორ ტიპად დაყოფა გამოვლინდა XVIII  საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის დასავლეთ ნაწილში როგორც ჰასიდიზმისა და თალმუდიზმის დაპირისპირება. სწორედ ამ ფონზე ორი პოეტური სისტემა, პასტერნაკისა და მანდელშტამის ურთიერთობა, რელიეფურ მნიშვნელობას იძენს.
ათასწლოვანი ტრადიციების თანახმად, თალმუდისტები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთმა მათი ცოდვების გამო მიმოფანტა, ცრემლს უნდა ღვრიდნენ და ლოცულობდნენ, კითხულობდნენ თალმუდს და არა კანონს და მის სულისკვეთებას გადაუხვიონ, ამაშია მათი ცოდვების გამოსყიდვის და ღვთის წყალობის დაბრუნების ერთადერთი ხსნა. ჰასიდიზმში აქ და შემდეგ უნდა ვიგულისხმოთ XVIII—XIX საუკუნეებში აღმოსავლეთევროპულ ებრაელობაში არსებული სულიერი მიმდინარეობა, და არა თანამედროვე ჰასიდიზმი ისრაელსა და აშშ–ში, რომელიც წარმოადგენს განსხვავებულ სულიერ–კონფესიურ წარმონაქმნს.
ჰასიდები კი, და ამაში მათი შედარება შეიძლება სხვა რელიგიებში არსებულ სხვა ქარიზმატულ მოძრაობებთან (მაგალითად, სუფიზმთან მუსულმანობაში,  ორმოცდაათიანელობასთან ქრისტიანობაში), თვლიდნენ, რომ მორწმუნეს შეუძლია აღიქვას ღმერთი მისი გრძნობამორეული და სავსე გულით. ჰასიდიზმი ეგზისტენციურ–მისტიკური მოძრაობაა აღმოსავლეთევროპულ ებრაელობაში, რომელიც განსაკუთრებით იდევნება და იტანჯება და ამიტომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიხარულით აღსავსე ღვთის შემეცნების ქადაგების მიმართ.
თუ თალმუდისტი გონებას უქვემდებარებს წიგნში ჩაწერილი კანონების გაგებას, ჰასიდი მას საკუთარ გულში კითხულობს. ჰასიდიზმის წმინდანი ცადიკი ღიაა სამყაროში მომხდარი მცირე შემთხვევისთვის როგორც ღვთაებრივი განგების თამაშისთვის, რომელშიც ადამიანი მოწოდებულია იყოს სასურველი თანამონაწილე. რაც უფრო შემთხვევით ხასიათს ატარებს მოვლენა, მით უფრო ღვთაებრივია მისი ბუნება, რადგან ღვთაებრივის გათვალისწინება შეუძლებელია, არ გამომდინარეობს საერთო კანონებიდან და არ უთანაბრდება მათ.
„რაც უფრო მოულოდნელია, მით უფრო ნამდვილია“ –  პასტერნაკის ეს სტრიქონი (ლექსიდან „თებერვალი“) თითქოს ჰასიდური სწავლებიდანაა ამოღებული. და მისი პოეზიის მთელი სული, აქ და ახლა, არსებობის სასურველი სიმსუბუქეა: არაფერი არ არის მყარი, მოვალეობის და სწავლების მძიმე სულები სულს თავისუფლებას ანიჭებენ: „და გატაცება მოუხმობს უთანხმოებისკენ“.
ჰასიდური ტრადიცია გარკვეულ წილად უკავშირდება იმას, რასაც რუსეთში სალოსობად მიიჩნევენ: ეს არის საპირისპირო იუდაიზმი, საპირისპირო ქრისტიანობა. არა მღვდელმსახური, რომელიც ქადაგებს კათედრიდან, არამედ გუბეებში დათსვრილი სალოსი, რომელიც ცხოვრობს მთელ სამყაროსთან ჩახუტებული, თავს არ არიდებს სამყაროს და ამქვეყნიურობას. და თუმცა არსებობს გარკვეული ცდუნება პასტერნაკის სალოსთან მიკუთვნებისა: „მე წმინდანზე უფრო ნეტარი ვარ“ („მარბურგი:), „ვინ გვიბრძანებს, რომ გულში ცეცხლს აღვივებდეს სალოსის სიტყვა?“ („ბალაშოვი“); სტალინის დაუვიწყარი სიტყვები, რამაც პასტერნაკს პატიმრობა ააცილა: „მოეშვით ამ სალოსს“, — მიუხედავად ამისა, ბევრი რამ განასხვავებს მას რუსული  სალოსობისგან.
პასტერნაკსა და მის ლირიკულ გმირში არ არის ის აღელვება, სიცილის მომგვრელი ეშმაკობა,   სარკასტული დაცინვა, გარე სამყაროს უსამართლობის მხილების პათოსი, რომელიც ასე ახასიათებს რუს სალოსს, მისი „გულჩვილობით“,   ნაძალადევი ჭკუასუსტობით და თავგამეტებული თავის დამცირებით. არ იგრძნობა სამოსისა და ხორცის მძიმე, პირქუში ფლეთა–გლეჯა. პასტერნაკს აქვს ნეტარი, გულთბილი, პირდაპირი, დაბნეული, მაგრამ მხიარული აღქმა რეალობისა როგორც გამართლებულის და კურთხეულის.

ვცდილობდი დამეძლო თაყვანისცემა,
თვალს ვადევნებდი და ვაღმერთებდი,
აქ იყვნენ ქალნი, დაბელები,
მოსწავლენი, ზეინკლები.
     („ადრიან მატარებლებზე“)

                    უკვე ეს მარტივი ჩამონათვალი იწვევს პოეტურ ტრანსს, რადგან ყველაფერი ამ სამყაროში თაყვანსცემი და გაღმერთებულია. 
აქედან მომდინარეობს არა მხოლოდ პასტერნაკის მიერ ჩამოთვლილი სინტაქსი, რომელიც გვიბიძგებს გავიხსენოთ ბიბლიური „и ... и ... и ...“ („და ... და ... და ...), არამედ მისი მიდრეკილება დაყოს სამყარო მცირედ ნაწილაკებად, რათა ყოველ მათგანში აღმოაჩინოს სიწმინდე, – ერთგვარი კვანტური თეოლოგია, რომელიც ჰასიდიზმისათვის არის დამახასიათებელი. ცხოვრება, პასტერნაკის აზრით, ნაპირებიდან გამოსვლაა, რომელიც, როგორც წვიმა, მირიად წვეთებად არის დაყოფილი:

ცხოვრება ჩემი დაა და დღეს, ნაპირებიდან გამოსული,                                                                     
ყველას დაატყდა თავს როგორც გაზაფხულის წვიმა...
                                                                       
ან და ცხოვრება სინათლის გაელვებაა, ნამგალას გასროლა და აბრიალებული განთიადის ნაპერწკალთა ფრენა:

განთიადი დაარხევს სანთელს,
აანთებს და სამიზნეში გაუშვებს ნამგალას.
მოგონებებით ვიხმობ:
დაე, ასეთი იყოს ახალი  ცხოვრება!

თუ შევეცდებით და გამოვყოფთ პასტერნაკის გამოსახულებით–შემოქმედებითი წარმოსახვის გარკვეულ პირობით ერთეულს,  ის ბევრად მცირე აღმოჩნდება, ვიდრე ეს რომელიმე რუს პოეტს გააჩნდა. ესენია: წვეთები, ფიფქები, ბუსუსები, ფოთლები, ტოტები, ნაპერწკლები, ცრემლები, ჭრიჭინობელა, ჭიანჭველები, კვირიტავი, ნიკველი, ყინულის ნატეხები, წილაკები, ბურთები, ნემსები, ვარსკვლავები, ბრილიანტები, საკინძეები, მძივები, კოჭები, წვრილი შუშები, როზეტები... ყველაფერი დასულია სამყაროს უკიდურეს წილადებამდე, რომელიც გათვლილია პასტერნაკის „დეტალების ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ“.  მისი ღვთაებრივი ძალა ვრცელდება არა მხოლოდ „ადამიანებზე“, არამედ ობიექტური ყოფის მცირედ ნაწილებზე.
 

ბალახში, მჟაველაზე, მძივებს შორის
მოღუშული ბრილიანტები ჩამოკიდებულა ...
                                                                    („იყო“)

წვეთებს საკინძის სიმძიმე აქვს
და ბაღიც თვალს ჭრის მდინარის მუხლივით,
რომელიც  მილიონობით
ლურჯი ცრემლით  
გაჟღენთილა.
               („შენ ქარში ხარ, რომელიც ტოტს არხევს“)

მიისწრაფოდა წყურვილით ხორთუმებისკენ,
პეპლებსა და ლაქებისკენ ...
                                                              („ზაფხული“)

... იფრქვევა ბილიკზე ნუჟრსა და ლოკოკინებში
მოციმციმე ცხელი კვარცი.
                                                   („სარკე“)

... ნამცეცებად  ქცეული  გვირილის ფუფუნება ცვარში,                                                                      
ბაგეთა და ბაგეთა გაცვლაა ვარსკვლავებზე!
                            („დახრილი ნიჩბები“)

ადამიანიც დანაწევრებულია ტუჩებზე, ლავიწებზე, იდაყვებზე, ხელისგულებზე, თითებზე, მაჯებზე, სახსრებზე, მალებზე ფიზიკური არსებობის უმცირეს ნაწილაკებზე. ბგერებიც უმეტესად დანაწევრებულია: ყლუპები“, „შხაპუნი“, „სლუკუნი“,   ან შედგებიან ცალკეული მუხლებისგან – „წკაპუნი“, „ჭიკჭიკი“, „ჭახუნი“...

არაფერი ჩანს, ისმის მხოლოდ
შემზარავი ყლუპის და ფლოსტების ტლაშუნი,
და ინტერვალებში ოხვრა და ცრემლი.
                                   („მტირალი ბაღი“)

რაც უფრო სიმშვიდიდ არის აღსავსე პოეტი  , მით უფრო ჯიუტად შეჰყურებს სამყაროს და მით უფრო გულუხვია მის მიმართ დეტალების ღმერთი. გონების განათებისას „მცირედიც ცოცხლობდა, თუმცა არაფრად მაგდებდა, და მის გამოსამშვიდობელ მნიშვნელობაში იზრდებოდა“ („მარბურგი“). ამ ჩამონათვალის და დეტალიზაციის ტრანსში პასტერნაკი გამოდის როგორც ცადიკი, როგორც ჰასიდიზმის ღვთის გლახა და წმინდანი, რომელსაც მცირედშიც კი ეხსნება ღვთის მადლი.
აქ უნებლიეთ გვახსენდება ჰასიდიზმის ერთ–ერთი ცენტრალური ცნება – „ნაპერწკალი“, როგორც ჭეშმარიტი, ჩვენთვის ხილული ნიშანი ღვთის არსებობისა ქვეყანაზე. კაბალას თანახმად, ღვთიური სინათლის შუქი ნაპერწკლებად გაიფანტა, რომლებმაც ქვედა სამყაროთა სიღრმეში ჩააღწიეს, რათა მიწიერ ნივთიერებათა გარსში ჩაესახათ უზენაეს სამყაროს მიმართ სწრაფვა. ისევ მივმართოთ ისააკ ლურიეს მიერ შექმნილ კაბალას ვერსიას, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია XVIII—XIX  საუკუნეების ჰასიდიზმზე. აქ მოცემულია სამყაროს შექმნის პროცესის ეტაპიბრივი ახსნა, ამასთან „ნაპერწკლის“ ცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოთ ხსენებულ „შეკუმშვასთან“.  მას შემდეგ, რაც ღმერთმა მიატოვა მისთვის ჩვეული სივრცე და ამით შექმნა სამყარო მის გარეთ, ღვთიური სინათლე, რომელიც ისევ გავრცელდა გარე სამყაროზე,  მისთვის უცხო გარემოს წააწყდა, რამაც გამოიწვია სინათლის ჭურჭლების მსხვრევა („ჭურჭლის მსხვრევა“ მნიშვნელოვანი კაბალისტური ტერმინია). ღვთიური სინათლის ქაოტური და კატასტროფული  განბნევის შედეგია წმინდა ნაპერწკლები, რომლებიც ჩამწყვდეულნი აღმოჩნდნენ ნივთიერებათა სატუსაღოში და ეძებდნენ  ხსნას, პირველწყაროსთან დაბრუნების გზებს. ებრაული მისტიციზმის ყველაზე ავტორიტეტული გადმოცემის ნახვა, მათ შორის კაბალისა და მისი ლურისეული ვერსიისა, შეიძლება გერშომ შოლემის წიგნებში: Gershom Scholem. Major Trends in Jewish Mysticism, 3d ed. New York, 1961; მისივე : Kabbalah, New York, 1974 და სხვ.
მოვიყვანთ რამდენიმე გამონათქვამს ამ თემაზე ჰასიდური თქმულებებისა და იგავების კრებულიდან:
„ზოგი წმინდანი ღმერთს სწავლით და ლოცვით ემსახურება, ზოგი საკვებით და მიწიერი სიამოვნებით და ეს წმინდანობამდე აჰყავს... ზოგი მთელი დღეები სწავლობს და ლოცულობს,  დაბალი  მატერიებისგან თავი შორს უჭირავს, წმინდანობას რომ მიაღწიოს, მეორენი არ ფიქრობენ თავის თავზე, მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაუბრუნონ კვლავ ღმერთს ყველა ნივთში ჩამარხული წმინდა ნაპერწკლები, ამიტომ ისინი ჩვეულებრივით არიან  აღელვებული ... Mаrtin Buber. Tales of the Hasidim: The Later Masters. 1975, pp. 53—54.
„ირკვევა, რომ გარდამავალი, ხელმისაწვდომი, ჩვეულებრივი, ყოველდღიური, მოკლევადიანი, ყველგან მსუფევი, ცოცხალი, მარტივი, პრიმიტიული, უხეში რამ აღსავსეა ღვთაებრივი ნაპერწკლებით, რომლებიც ყოვლისშემძლის გამოვლინების არსს წარმოადგენენ. როგორ არის ეს შესაძლებელი? ძლიერი წარმოსახვის წყალობით, რომელიც ესაზღვრება მისტიკურ რწმენას, რომ ღმერთი ჭეშმარიტად ყველგანაა და ამიტომ მისი წვდომა შეიძლება არა მხოლოდ თალმუდისტური და კაბალისტური ძიებით, არამედ, და ეს ცხადია, ყოველდღიური ცხოვრების და გარჯილობის გზით“. Howard W. Polsky. Yaella Wozner. Everyday Miracles. The Healing Wisdom of Hasidic Stories. Northvale, New Jersey. London. 1989, pp. 241—242.
ჰასიდიზმის სწავლების თანახმად, ყოველდღიურობის ეს სუსტი ნაპერწკლები ვერ აგიზგიზდებიან ნათელი ალივით და ვერც წყვდიადში ვერ ჩაქრებიან, მხოლოდ იციმციმებენ ბუნდოვან გარსში და ყოველივეს, შემცირებულს, თუმცა გადარჩენილს, აღავსებენ სიწმინდის არსით.  დიდგულობის ცოდვა სამყაროს გაბრწყინების ხილვაშია, არარაობის ცოდვა სამყაროს წყვდიადში ხილვაა; სწორედ პატარა ნაპერწკალია ამ სამყაროს სიწმიდის საზომი.
პასტერნაკის პოეზია მთლიანად ასეთი ნაპერწკლების კრთომაა: წვეთებსა და ყინულის ნატეხებში, იდაყვებსა და ტოტებში, ლავიწებსა და სანიჩბე ორკაპებში – სიწმინდის მოხეტიალე წერტილები ნივთიერების რკალებში,  ყოველდღიურობის უმცირესი წილადების სინათლის გაელვება. ამ ნაპერწკალთა შემჩნევა, საკუთარ გულში მათი გადატანა, სარწმუნოების სითბოში გატარება – ამაშია ცადიკის მოწოდება. პასტერნაკის პოეზიაში, რომელიც მთლიანად ჰასიდურია, დაუსრულებლად ციმციმებენ თითქოს უხილავ კოცონს მოწყვეტილი  სამყაროს სულიერი ნაპერწკლები, რათა პოეტის გულში შეერთებულიყვნენ.
პოეზია „ხელით მოჭერილი ყინულის ნატეხთა წკარუნია“,  „მილიონობით ლურჯი ცრემლით გაჟღენთილი“ ბაღია, „გულმოდგინე ციმციმით აღსავსე“ ტყე, თითქოს მესაათის პინცეტის ქვეშ. ყველაფერი გაყოფილია მანათობელ და წკრიალა ნაწილაკებად. თავად პასტერნაკის პოეზიის სული სამყაროს უამრავი ნაპერწკლის გაღვივებაა, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ღვივდებიან და არც უნდა გაღვივდნენ „წმინდა ცეცხლში“, რომელიც „შთანთქავს მატერიალური სამყარო არასრულყოფილებას“  (პუშკინი). ისინი ნაპერწკლებად უნდა დარჩნენ, ყველაზე პატარა მანათობლებზე – წვეთებზე, პატარა ყინულებზე – არანეკლებ ბნელი და ნათელი... ღმერთი ყველგან არ არის, მაგრამ თითოეულშია – ცალკეულში, ნაწილობრივსა და სხვებისგან განსხვავებულში.
ალბათ, თრთოლა პასტერნაკის გმირის ყველაზე სახასიათო მდგომარეობაა, რომლის სული თითქოს გადაიქცევა ერთ მოციმციმე ნაპერწკლად.
 
მე ვკრთოდი. ავინთებოდი და ვქრებოდი ...
                                                    („მარბურგი“)

ბულბულები კრთომით თვალებს ხუჭავდნენ...
                                                               („აქ გაიარა საიდუმლოს იდუმალმა ფრჩხილმა...“)                   

მოცული იდუმალი თრთოლით ...
                                   („როცა გაინავარდებს“)

მე ლექსს დავყოფდი, როგორც ბაღს
ყველა ძარღვის თრთოლით...
                       („ყველაფერს მსურს მივაღწიო“)

ეს თრთოლა სულის პერწკვლაა სამყაროს ყოველი ნაწილაკის გზით, ნაპერწკლის არსებობა, რომელიც ცოცხლობს მცირე, მოულოდნელი ქროლით. ეს თრთოლა პასტერნსკის რელიგიური აღფრთოვანების ფიზიოლოგიაა –  სიკეთის სიუხვე მცირედში, სხვისკენ სწრაფვა,  საკუთარი სხეულიდან გასვლის უუნარობა, გაქცევა და დაბრუნება როგორც სიცოცხლის შეუჩერებელი თრთოლა, მისი ფეთქებადი და ჩამქრალი შესაძლებლობებისა. რუსულ პოეზიაში მხოლოდ ფეტის პოეზიაში (რომელსაც დედა ებრაელი ჰყავდა) თუ შეიძლება მსგავსი მღელვარების, თრთოლის და ცვალებადობის სახეთა სიმრავლის მოძებნა.  „გუნდი ანათებდა და თრთოდა“;  „როიალი ღია იყო და სიმები თრთოდნენ/ როგორც ჩვენი გულები შენი სიმღერის გაგონებისას“; მზე „ფოთლებზე თბილი შუქით ათრთოლდა“; „ფოთლები და ვარსკვლავები თრთიან“; „ყველაფერი თრთის და უნებლიეთ მღერის“; „მე მესმის გულისცემა/ და თრთოლა კიდურებში“ და ა.შ.
ყოველი წვეთის,  ყოველი მცირედის თამაში გამბედაობაა,სამყაროს დიდი და სტაბილური წესებისადმი გამოწვევა:

დიდი გამბედაობაა საჭირო,
რათა საუკუნეების მანძილზე ითამაშო ისე,
როგორც ხეობები თამაშობენ,
როგორც მდინარე თამაშობს...

ჰასიდიზმი „ნეტარების“ გზით ავლენს ყოველი ნივთის სიწმინდეს,  გონებისა და კანონის გზიდან გადახრას. აქედან გამომდინარეობს ბუნების პასტერნაკისეული აღქმა როგორც ახირებულისა და ცელქის. ის ონავრობს, ახირებულია, გაოგნებულია. ასეთია ბუნების ბავშვურობა: როგორც ცელქი ბავშვი ის იმყოფება შემოქმედის წიაღისა და ზედამხედველობის ქვეშ, ამიტომაც არ იცავს წესებს, ამიტომაც არ სჭირდება მას გონების ზრუნვა:

ნაკადულის  შესახებ: „ნახევრად შეშლილი მოლაყბე“.                                                                     
მდინარის შესახებ: „წყალდიდობის ენა ცხოვრების ბოდვაა“.                                                                     
ივლისის შესახებ: „ტრამალისდაუვარცხნელი ბურძგლა“.                                                                     
ელჭექის შესახებ: კვირიტავიდან კვირიტავზე მირბოდა ელჭექით გაბრუებული წყალი.
ბულბულის შესახებ: „როგორც გადარეული წვიმების ვერცხლისწყალი, ის ჩამოეკიდა შოთხვებს შორის. და ქერქს აბრუებდა...“,  „ისმის გაშმაგებული ტკაცუნი“.

„გადარეული“, „გაბრუებული“, „გაშმაგებული“ პასტერნაკისთვის დამახასიათეელი სიტყვებია, რომლებიც შეესაბამება ჰასიდური ისტორიების „ნეტარი ახირებულის“ მსოფლშეგრძნებას, რომელსაც „ყველაფერი ისე არ აქვს, როგორც საჭიროა“ , „ყველაფერი არეულ–დარეული აქვს“, მაგრამ ღმერთისთვის სასურველია სწორედ იმით, რომ ის კანონს არ მისდევს.
აქედან გამომდინარეობს პასტერნაკის უნდობლობა წიგნური სიბრძნისადმი,  მისი გულწრფელი რწმენა, რომ ბუნებიდან უფრო მიიღებ სიწმინდის ნაპერწკალს, ვიდრე  სარწმუნოებრივი მოძღვრების წიგნებიდან. მოსკოველი ჰასიდის კიდევ ერთი სწავლება:

რაა მაისში, როდესაც მატარებლების განრიგს
კამიშინის რკინიგზის შტოზე გზაში კითხულობ
ის წმინდა წერილზე უფრო გრანდიოზულია,
თუ გინდ ხელმეორედ გადაიკითხე.
                     („ცხოვრება ჩემი დაა და დღეს...“)

მაგრამ თუ პასტერნაკისათვის მისაღებია ჰასიდური მსოფლშეგრძნება, რა ვუყოთ მის ქრისტიანობას, რომელსაც პოეტი შეგნებულად უპირისპირებს იუდევლობას როგორც კანონს? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პასტერნაკის ქრისტიანობა უფრო მეტად პირობით და მეოცნებე ხასიათს ატარებდა. ეს ნათლად ჩანს „ექიმ ჟივაგოს“ კონცეპტუალურ აგებულებაში, გმირთა კამათში, ავტორისეულ გონებრივ ჭვრეტაში. ორგანულად კი ეს ქრისტიანობა იზრდებოდა ჰასიდური მსოფლშეგრძნების გაუცნობიერებელი ფესვებიდან, რომელიც ასევე იყო ანტიკანონიერი, მაგრამ ბუნებისა და საგნების ცხოვრებასთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული, რაც შეადგენს პასტერნაკის შემოქმედების ახალ დამკვრელ ძალას, როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში. ქრისტიანობა „ექიმ ჟივაგოში“ უფრო სააზროვნო პროექციაა იმისა, რაც ორგანულად არსებობდა პასტერნაკში როგორც ღმერთის შეგრძნება სიწმინდის ნაპერწკლების გზით ბუნებაში, ცხოვრებაში, სიყვარულში, ადამიანებთან და ნივთებთან ფიზიკურ შეხებაში.
რა უნდა იყოს პასტერნაკისთვის სახარებაში უფრო ახლოს? რელიგიური გამოცხადება ან მორალური მოძღვრება არა, არამედ ყოველდღიურობა, სადაც ეს ყველაფერი თითქოს ჩაედინება – ყოველდღიურობის სინათლე. „დღემდე ითვლებოდა, რომ სახარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი გამონათქვამები და წესებია, რომლებიც მცნებებში შედის, მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, რომ ქრისტე საუბრობს ყოფაცხოვრებითი იგავებით და ჭეშმარიტებას განმარტავს ყოველდღიურობის სინათლით“. ბ.პასტერნაკი. „ექიმი ჟივაგო“. ციტ.გამოც., ტ.3, გვ. 44—45.
ამ სიტყვებს წარმოთქვამს ნიკოლაი ნიკოლაევიჩ ვედენიაპინი, ყოფილი მართლამადიდებელი მღვდელი, ამჟამად კი თავისუფალი მოაზროვნე და მწერალი, რომელსაც პასტერნაკმა რომანში ანდო თავისი ყველაზე სანუკვარი ფიქრები. მაგრამ „საკუთარი შუამდგომლობით განკვეთილი მღვდლის პირობითი სახის მიღმა მოულოდნელად მოჩანს ადგილობრივი ბრძენი, რომელიც ებრაელთა ერთ იუდეურ ერესს განმეორებით კითხულობს: ქრისტიანობა სხვა იუდეური ერესის, ჰასიდიზმის თვალით. აღმოჩნდება, რომ საქმის არსი სრულიად არ არის სახარებისეული სწავლების სულის განმანათლებელ მნიშვნელობაში, არამედ იმაშია, რომ  სახარებისეული სწავლება აკურთხებს მდოგვის თესლს, ყურძენს, ფქვილს, დოლაბს, ლამპარს, თევზს, პურს, კარაქს,  ხოლო სიწმინდე  ადამიანის ირგვლივ მის ყოველდღიურ ცხოვრებაშია. იგავის ჩვეულებრივი მნიშვნელობაა მაღალი ახსნას თვალსაჩინოებით, ამ შემთხვევაში შეცვლილია: სწორედ ყოველდღიურობაში ელვარებს სინათლე, რომელიც ჭეშმარიტებას განმარტავს.
 
როგორც მაყალი ბრინჯაოს ნაცრით,
ხოჭოებით სავსეა მძინარე ბაღი.
ჩემთან, ჩემს სანთელთან ერთად
აყვავებული სამყაროები ჩამოკიდულა.
და როგორც გაუგონარ რწმენაში,
ამ ღამეში გადავდივარ ...
             („როგორც მაყალი ბრინჯაოს ნაცრით...“)

ზურმუხტის სიხასხასე და წვეთი
თავსხმისგან დამტკბარ მტევნებში,
არეულობის მძინარე ნაჩეჩი.
საოცარი ღვთიური უბრალოება!
                 („მოსაწყენი ბაღი“)

ბუნება, ქვეყნიერება, სამყაროს სამალავი,
სანუკვარი თრთოლის მოცულ
შენს ხანგრძლივ სამსახურს
ბედნიერებისგან ცრემლმორეული დავიცავ.
                                          („როდესაც გაინავარდეს“)

ყველა ამ ლექსს შეიძლებოდა საპატიო ადგილი დაეკავებინა ჰასიდური სიბრძნის კომპენდიუმში, რადგან ამ ლექსებში ღამე გაუგონანი რწმენაა, უბრალოება ღვთიურია, ბუნება კი ლოცვით მსახურებაა ... აქ რწმენას აღიარებს არა ღმერთკაცი, არამედ ბუნება და ცხოვრება იმ მცირედით, რაც გააჩნია.
ჰასიდიზმი ისევე განსხვავდება ქრისტიანული ანტროპოცენტრიზმისგან, როგორც წარმართული კოსმოცენტრიზმისგან. ეს არის ბუნების ღმერთისადმი, და არა ადამიანის ბუნებისადმი მსახურება, რაც ვერასგზით ვერ გვაბრუნებს სტილიზებულ წარმართობასთან, ბუნების გაღმერთებასთან: აქ ყველაფერი აღებულია არა გადამეტებულ სიდიადეში, არამედ გაუჩინარებად სიმცირეში, რომელიც მოწოდებულია დაამტკიცოს შემოქმედის ძალა და სიუხვე. საგნები თავს იძვრენენ, ქრებიან, თრთიან ქარში, ციმციმებენ, შედგებიან სწრაფვისა და გაელვებისგან. ისინი აუქმებენ თავის არსებობას სამყაროში. ეს არის ჰასიდიზმი როგორც ანტიწარმართობა. რილკე, რომელზეც ასე დავალებულია პასტერნაკი, წერდა, რომ არც ერთ ბერს არ შეუძლია საკმარისად დაკნინება ისე, რომ ნივთს გაუთანაბრდეს, რომელიც  ღვთისათვის სასურველია სწორედ იმიტომ, რომ ის დუმს უფრო ღრმად, ვიდრე ბერი, არსებობს სრულ სიღატაკეში და უანგაროდ ემსახურება ყველას, ვისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.
ადამიანი უფრო მომთხოვნია. მისი, როგორც ცენტრალური არსების, ისტორიული და მორალური მოთხოვნები პასტერნაკისთვის უცხოა, რომლის ინტუიცია უკიდურესად მწვავდება სწორედ  არაისტორიულ რაობათა – ყოფისა და ბუნების, მოკლე ყოველდღიურობის – თამაშსა და ნაპერწკალთა ცვენაში. ძლიერი ისტორიული ქრისტიანობა, ისევე როგორც უახლესი მარქსისტული ისტორიულობა, მხატვრულად პასტერნაკისათვის უცხოა. როგორც სახარებაში მას აღელვებდა მხოლოდ საყოფაცხოვრებო იგავები, ოქტომბრის რევოლუციაში კი მას აინტერესებდა მისი კავშირი ყოველდღიურ პროზასთან. „ეს არაჩვეულებრივი, ისტორიის ეს საოცრება, ეს  ზეშთაგონება აღმოჩნდა ყოველდღიური ცხოვრების სიღრმეში, მისი მსვლელობისადმი  ყურადღების გარეშე. ის თავიდან კი არ არის დაწყებული, არამედ შუაგულიდან, წინასწარ დათქმული ვადების გარეშე, პირველივე შემთხვევით დღეებში, ქალაქში ტრამვაების გაცხარებული კურსირების დროს. ეს ყველაზე გენიალურია. ასეთი უადგილო და არადროული მხოლოდ ყველაზე დიადია“. იქვე, გვ. 194.
და ისევ, სასწაული პასტერნაკს გათვლილი აქვს მისებური შეღწევით ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო გარემოებებში.
„გენიალური მოაგარაკე“ – 30–იან წლებში პასტერნაკისათვის მიცემული ეს ფორმულირება არც ისე ზედაპირულია, თუ მას ჩამოაცილებ გასაკიცხ მნიშვნელობას, და თითქმის მართებულია. აგარაკი ადამიანისთვის წარმოადგენს პატარა ადგილს სამყაროში, ყოფისა და ბუნების გარემოცვაში, ისტორიის „დიდი“ სამყაროს მიღმა. იმის თქმაც შეიძლება, რომ პასტერნაკის ლირიკული გმირის უძველსი ადგილია ალაგი, მაგრამ არა სიტყვის ვიწრო ნაციონალური, არამედ მეტაფიზიკურ–თავმდაბალი მნიშვნელობით.

3.      მანდელშტამი და თალმუდიზმი

მანდელშტამის შემოქმედება შეიძლება გაგებული იყოს როგორც პასტერნაკის საპირისპირო, მაგრამ კულტურის იმავე მოცულობით და განზომილებით. თანამედროვეები ამას ინტუიციურად ხვდებოდნენ. მაგალითად, ორივე პოეტს ცალ–ცალკე ადარებდნენ ეგზოტიკურ ცხოველებს, ახლო აღმოსავლეთის სამყაროს მკვიდრთ, სადაც მდებარეობს მათი ისტორიული სამშობლო. მანდელშტამში პოულობდნენ მსგავსებას აქლემთან, პასტერნაკს ადარებდნენ არაბულ ცხენს, მას ისეთივე გრძელი სახე და სისწრაფე ჰქონდა სიარულში, ჟესტებში, სიტყვებში.
ორივე შედარება ცალ–ცალკე მკაფიოდ გამოხატა ცვეტაევამ. „პასტერნაკის გარეგნული იერსახე მშვენიერია: მას იმადვროულად აქვს რაღაც არაბისგან და მის ცხენისგან: დაძაბულობა, ყურის მიგდება, და, სადაცაა, ... სირბილისთვის სრული მზადყოფნა.  ასევე უზარმაზარი ცხენისებური, ველური და გაუბედავი ირიბი თვალები“. მ.ცვეტაევა. „სინათლის წვიმა“. მის წიგნში: „პროზა“, ნიუ–იორკი, 1953, გვ.354.
მანდელშტამის შესახებ: „თვალები დახრილი აქვს, თავი უკან გადაწეული. კისერის სიგრძის გათვალისწინებით, თავის მოყვანილობა აქლემისას მიუგავს. სამი წლის ანდრიუშა შეეკითხა: „ძია ოსია, ვინ მოგიგრიხა ასე თავი?“. მ.ცვეტაევა. „ერთი მიძღვნის ისტორია“, იქვე, გვ.173.
ასეთივე წარმოგვიდგება მანდელშტამი ე.ლ.მინდლინის მოგონებებში: „მსხვილი კეხიანი ცხვირით და ძალიან დამოუკიდებლად, თითქმის გამომწვევად, ამაყად აწეული თავით“. ციტ. წიგნის მიხედვით: ო.მანდელშტამი. თხზ. კრ. 3 ტომად, ტ.2, ნიუ–იორკი, 1971, გვ.511.
ეს მხოლოდ ფიზიოგნომუკური შედარება არ არის, თუმცა  სავსებით შეესაბამება ორივე პოეტს. იქნებ თავად პოეტები არიან სიმბოლოები, სანამ სიმბოლოების შექმნას დაიწყებენ. პასტერნაკის თქმით, „ადამიანი აღწევს სიდიადის ზღვარს, როდესაც თვითონ, მთელი მისი არსება, მისი ცხოვრება, მისი საქმიანობა ხდება სანიმუშო, სიმბოლო“ („რას წარმოადგენს ადამიანი?“ ბ.პასტერნაკი, ციტ. გამოც., გვ.671).
„აქლემი და არაბული ცხენი“ –ასე შეიძლება ემბლემის სახით მანდელშტამისა და პასტერნაკის პოეტური სიარულის გადმოცემა: აქლემის მძიმე, ზომიერი, საზეიმო ნაბიჯი, და არაბული ბედაურის აჩქარებული, მსუბუქი სვლა.
აქლემთან შედარება გრძელდება: მანდელშტამს აქვს საკუთარი კუზი, რომელიც მან მოიპოვა მთელი მისი პოზიციით მსოფლიო კულტურაში, კუზი ადამიანისა, რომელიც მთელი ცხოვრება სამყაროზე დახრილა როგორც წიგნზე, ფურცლავს და დაუსრულებლად ხელახლა კითხულოს მას. თალმუდისტის ეს წელში მოხრილი პოზიცია მთლიანად მანდელშტამის პოეტური აზროვნებისათვის არის დამახასიათებელი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია მისი საკმაოდ  ირონიული მოგონებებიდან („დროის ხმა“, თავი „იუდეური ქაოსი“), მომავალი პოეტის მამა ემზადებოდა რავინის ასპარეზისათვის, სწავლობდა თალმუდისტთა უმაღლეს სკოლაში ბერლინში. შემდეგ მან უღალატა  მის მემკვიდრეობით მოწოდებას საერო პროფესიის სასარგებლოდ და მიატოვა ყველა რელიგიური ინტერესი და მხოლოდ თავის მშრალ რუსულ ენაში, ამ „ენაბრგვნილობასა და უენობაში“ შეინარჩუნა „თალმუდისტის უჩვეულო სინტაქსი“. ო.მანდელშტამი, ციტ. გამოც., ტ.2, გვ. 66,67.
მაგრამ სისხლის ირონია, კულტურული გაუცნობიერებელის შურისძიება გამოიხატა იმაში, რომ სწორედ მისი ვაჟი გახდა უდიდესი თალმუდისტი საერო სარბილზე და პოეზია თავისებურ თალმუდისტურ დისციპლინად აქცია, მსოფლიო კულტურის ნიშნების შრომატევად და კანონმორჩილ ინტერპრეტაციად. კულტურა გამოდის წმინდა წიგნის როლში, რომელიც ითხოვს სულ უფრო ახალ კომენტარს და გაშიფრვას.
წინამორბედ რუს პოეტებისგან განსხვავებით, ან უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე მათგანი, მანდელშტამი უყურებს სამყაროს ადრინდელი ინტერპრეტაციის ჭრილში. „ლიტერატურული წიგნიერობა“, „პოეტური წიგნიერობა“ – ამ გამონათქვამებს მანდელშტამი არა მხოლოდ ხშირად იმეორებს, არამედ ისინი წარმოადგენენ მის ძირითად მოთხოვნებს ნიჭიერების მიმართ. დანტეში მას ხიბლავს „განათლებულობა – სწრაფ ასოციაციათა სკოლას“, ასევე  „კლავიატურულ გასეირნება ანტიკურობის თვალსაწიერში“ და „ციტატების ორგია“. ო.მანდელშტამი. „საუბარი დანტეს შესახებ“, იქვე, გვ.  367, 368.
ციტატებში, რომლებითაც განმსჭვალულია დიადი პოეზია, მანდელშტამი ხედავს არა უბრალო ნასესხობას, არამედ ჰაერს, რომელიც ზანზარებს დროისა და კულტურათა ხმაურიანი დიალოგისგან. „ციტატა ამონაწერი არ არის. ციტატა ჭრიჭინობელაა. მისთვის დამახასიათებელია  დაუწყნარებლობა. ის ჰაერს ეჭიდება და არ უშვებს მას“. იქვე, გვ.  368.
ციტატა არ წარმოადგენს უცხო ჩამატებას ტექსტში, არამედ ტექსტის მდგომარეობაა, რომელიც ხმაურიანად რეზონირებს სამწერლო რეალობასთან, ყოვლისმომცველ წიგნის სამყაროსთან.
მანდელშტამისათვის მწერალი იმდენად ორიგინალური შემოქმედი არ არის, რაც ალბათ შესაბამისობაში არ მოვიდოდა ტრადიციულ იუდევლურ შეხედულებებთან ღმერთზე როგორც ყველაფრის პირველიშემქმნელზე, რამდენადაც უფრო პირველადი ტექსტის მთარგმნელი და ინტერპრეტატორი. თავის საყვარელ დენტესაც კი, რომლის სახელიც  მისთვის წარმოადგენს წარმოსახვის უსაზღვრო სიძლიერის სიმბოლოს, მანდელშტამი მიაკუთვნებს მხოლოდ მოწაფეთა და რაღაც თავდაპირველი ტექსტის გადამწერთა რიცხვს. „მათ ნებისმიერი რამ ამოძრავებთ, მაგრამ არა გამონაგონი, არა გამომგონებლობა.  დანტე და ფანტაზია – ეს ხომ ერთმანეთთან შეუსაბამისობაშია! <...> რა ფანტაზია უნდა ჰქონდეს მას? ის მხოლოდ კარნახით წერს, მხოლოდ გადამწერია, მთარგმნელი ... ის მთლიანად არის მოხრილი გადამწერის პოზაში, რომელიც შიშით შეჰყურებს განათებულ დედანს, რომელიც მას პრიორის ბიბლიოთეკიდან ათხოვეს?, იქვე. გვ.406.
დანტეს ეს დახასიათება არანაკლებად წარმოადგენს მანდელშტამის თვითდახასიათებას, რომელიც თავად „მოხრილი გადამწერის პოზაშია“ მსოფლიო კულტურის ფურცლებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ლაპარაკი შუა საუკუნეების, მონასტრული წერილობითი ეტიკეტის ზემოქმედებაზე მანდელშტამის შეხედულებებზე ხელოვნების შესახებ, მაგრამ თვითონ ამ ეტიკეტს აქვს ძველი აღთქმისეული წარმომავლობა. სერგეი ავერინცევის აზრით, „ჩანაწერების“ ადრეული ბიზანტიური მეტაფორიკა ძველებრაულთან ადის, უფრო ფართოდ, ახლოაღმოსავლურ კულტურასთან, რომლის ნაწარმოებებს „გადამწერებისა და მწიგნობრებისთვის თავად გადამწერები და მწირგნობრები ქმნიდნენ“. ამაშია აღმოსავლური ტრადიციის განსხვავება საკუთრივ ევროპულის, ანტიკურისგან, რომლის ცენტრში თავისუფალი მოქალაქეა. „მთელი მისი ცხოვრების პლასტიკური სიმბოლო არამც და არამც არ არის გადამწერის მოხრილი პოზა, რომელიც ფრთხილად და ბეჯითად იწერს მეფის ყოველ სიტყვას ან იწერს წმინდა თქმულების ტექსტს, არამედ თავისუფალი წარმოსადეგობა და ორატორის გაცხოველებული ჟესტიკულაციაა“ (ს.ს.ავერინცევი. ადრეული ბიზანტიური ლიტერატურის პოეტიკა. მოსკოვი, 1977, გვ. 188, 190, 191).
მანდელშტამის ყოველი სტრიქონი ასე თუ ისე შეესაბამება ლიტერატურული ანთოლოგიის გარკვეულ თავს და გვერდს. ყოველი ლექსი  წარწერაა წიგნის კიდეებზე,  კომენტარია ჰომეროსის, ოვიდიუსის, დანტეს, ოსიანეს, ედგარ პოს, ბატიუშკოვის, პუშკინის, ბარატინსკის, ტიუტჩევის ან ვიღაც ჯერ კიდევ უცნობი, მოუძებნელ, მაგრამ ადრე არსებულ  წყაროზე.
მანდელშტამმა საერთოდ შეცვალა რუსულ პოეზიაში ღირებულებათა იერარქია. თუ ადრე ავტორისათვის  საპატიოდ ითვლებოდა პირველ ადგილზე ყოფნა, ახლა საპატიოდ ბოლო ადგილია მიჩნეულია, თემის გახსნა კი არა, თემის დახურვა, მისი ყველაზე ტევადი ინტერპრეტაციის შეთავაზება, სხვადასხვა კულტურულ ენაზე გადმოღება. მანდელშტამმა პირველმა დააკანონა მეორადობის გაცნობიერებული პოზიცია ისეთ ტრადიციულ სფეროში, როგორიცაა მაღალი შთაგონების სფერო, პოეზია, „ღვთაევბრივი სიტყვა“. სიტყვა ღვთაებრივი უნდა დარჩეს, პოეტისათვის კი მნიშვნელოვანია გაატაროს ის ყველა აზრობრივ  რეგისტრში, მიუსადაგოს მისი ეპოქის ალღოს, შეიყვანოს კულტურის მორიგ ფენაში. ხელოვნება, ალბათ, უფრო აღქმის შეუპოვრობაა, ვიდრე თვითგამოხატვის ახირება. „... ის გვასწავლის: სილამაზე არ არის  ნახევრადღმერთის ახირება, არამედ უბრალო დურგლის ხარბი თვალსაზომია“ („საადმირალო“).
დღეს, ახალ ავტორთა და მიმდინარეობათა შორის, რომლებმაც 1980–იან წლებში მოიპოვეს პოპულარობა, ჭარბობს იგივე მიზანდასახულობა გაცნობიერებულ მეორადობაზე.  აქედან მომდინარეობს გამუდმებული საყვედური წიგნიერებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ უნდა ჟღერდეს კი ეს სიტყვა როგორც საყვედური? ეს იგივე მანდელშტამის შეხედულებაა შემოქმედებაზე, როგორც კულტურის თვითცნობიერებაზე, როგორც კვლევით და შემდგენლის მუშაობაზე ენასთან: საბჭოთა იდეოლოგიის ენასთან კონცეპტუალისტებში, ძველი მხატვრული ეპოქის ენასთან მეტარეალისტებში, ახალი მეცნიერების და ტექნიკის ენასთან პრეზენტალისტებში და ა.შ. დაწვრილებით ამ პოეტურ მოძრაობათა და პოეზიის შესახებ როგორც „კულტურის თვითცნოებიერებაზე“ იხ.: მიხაილ ეპშტეინი. სიახლის პარადოქსები. ლიტერატურული განვითარების შესახებ XIX—XX საუკუნეებში. მ, 1988,  გვ. 139–176.
ციტატურობა, ან ის, რასაც ახლა უწოდებენ ინტერტექსტუალობას, წარმოადგენს ტექსტის სხვა ტექსტებს შორის არსებობას, უფრო ზუსტად, საკუთარ თავში მათ შეწოვას, ერთი ნაწარმოების მიკროკოსმოსში აღდგენას. ეს იგივეა, რაც პოეტური ნივთიერების ღრუბლოვანობა, რომელიც შარდევნად არ ამოდის საკუთარი წყლოვანი წიაღისეულიდან, როგორც „შინაგანი“ შემოქმედებიდან, არამედ „იწოვს და გაჯერებულია  მთელი მსოფლიო კულტურის სისტემით.
ასეთია მანდელშტამის საგრძნობი გავლენა, მისი თანდაყოლილი თალმუდისტური გონებისა მომდევნო რუსულ ლიტერატურაზე: მასში ეგზეკეტიკის და თვითრეფლექსიების მზარდი ზონების შექმნა. ... წერილი კარნახით, გადაწერა, კოპირება“. ო.მანდელშტამი. „საუბარი დანტეს შესახებ“. ციტ. გამოც., გვ. 406.
 ღირს კი წინასწარ შეთანხმება იმაზე, რომ მსგავსი მეორადობა არა თუ გამორიცხავს  ორიგინალურობას, არამედ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მას კულტურაში უკვე მიღწეულის ფონზე? როდესაც მხატვარს მოუწოდებენ „შინაგანად“  შექმნას, როგორც „პირველად“,  ხშირ შემთხვევაში ვიღებთ აღმაშფოთებელ ანალობას, ხელთ აღმოჩენილ პირველსავე კლიშეს,  რაც ასე ფაქიზად აღნიშნა პასტერნაკმა იური ჟივაგოს ერთ–ერთ ჩანაწერში: „პასტორალურ უბრალოებას ამ პირობებში ვერსად ვერ მივიღებთ. მისი ცრუ ბუნებრიობა ლიტერატურული სიყალბეა, არაბუნებრივი მანჭვა–გრეხა, მწიგნობრული მოვლენა, რომელიც სოფლიდან კი არ არის შემოტანილი, არამედ აკადემიური საცავის ბიბლიოთეკური თაროებიდან“. ბ.პასტერნაკი. „ექიმი ჟივაგო“, ციტ. გამოც. გვ.481. მნიშვნელოვნად ადრე მეორადობის ეს „გულუბრყვილობა“ შენიშნა ტინიანოვმა ესენინის ზოგიერთ ლექსთან დაკავშირებით. „პოეტი, რომელიც „შინაგანად“ ასე ძვირფასია  თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ჩივიან, რომ ლიტერატურა იქცა ოსტატობად (ანუ ხელოვნებად, თითქოს ყოველთვის არ ყოფილა), ავლენს, რომ „ალღო“ „ოსტატობაზე“ ბევრად უფრო ლიტერატურულია“. (ი.ნ.ტინიანოვი. არქაისტები და ნოვატორები. 1929, ს.546).
მაგრამ, როდესაც მხატვარი ქმნის მხოლოდ „ვარიაციას თემაზე“, და საკუთარ თავს ანგარიშს აბარებს მის ადრინდელ ინტერპრეტაციებში, ამ შემთხვევაში ახალ ინტერპრეტაციას შანსი აქვს ნამდვილი აღმოჩენა გახდეს ადრე შექმნილთან მიმართებაში: განმეორება განუმეორებლისკენ მიმავალი გზაა.
მანდელშტამისთვის არა მხოლოდ კულტურა, არამედ ბუნებაც აღმოჩნდა განსაკუთრებული ენა და გადაშლილი ფურცელი, რომელიც აჭრელებულა ნაკადულთა და კლდეთა ხელნაწერებით. გავიხსენოთ  „გრიფელის ოდა“, ეს ერთგვარი კოსმოგონია, კოსმოგრაფია, რომელიც წარმოადგენს სამყაროს „ტყვიის რძიანი ჯოხით“ დაწერის პროცესში. სამყარო შექმნა სიტყვამ და დაიწერა როგორც წიგნი. ყველა სტიქია გადმოცემულია სწავლების ტერმინებში, ბუნება მთლიანად მოწაფეებისგან შედგება, რომლებსაც ბეჯითად გამოჰყავთ უშველებელი ნაჯღაბნი, დახრილან გაშიშვლებულ ქანთა რვეულზე და ჭრიან მასში ღრმა დაწერილობა–ნაოჭებს. კლდეები „გამდინარი წყლების მოწაფეები არიან“, „მათ ქადაგებას უკითხავს ციცაბო, წყალი ასწავლის, დრო ხრავს“, „მეხსიერება, ალბათ, შენი ხმები მასწავლებლობენ, ღამეს არღვევენ“, „ღამეს ვარღვევ ანთებული ცარცივით მტკიცე სწრაფი ჩანაწერისთვის“ და ა.შ. სხვადასხვა სტიქია ერთმანეთისაგან იღებს ცოდნას, და სამყაროც მთლიანობაში უზენაეს კანონისაგან იღებს ცოდნას, რომლის სიმძიმე ყველაზე პატარა ბალახის ღეროში იგრძნობა. „მიზეზთა ცდუნებისთვის“ თავის არიდება შეუძლებელია შემთხვევით მოვლენებშიც კი,:
В игольчатых, чумных бокалах           ნემსოვან, ჟამიან ბოკალით
Мы пьем наважденье причин,             ჩვენ ვსვამთ მიზეზთა ცდუნებას,
 Касаемся крючьями малых,               კაუჭით ვეხებით მცირე,
 Как легкая смерть, величин ...         მაგრამ სიკვდილივით მსუბუქ სიდიდეებს...
მანდელშტამის მთელი შემოქმედება, როგორც მან თავად აღნიშნა, წარმოადგენს „სამყაროთა მოწაფეობას“. ეს ტიპიური რაბინისტული შეხედულებაა სამყაროზე, რომელშიც ყველაფერი შექმნილია სწავლისთვის, პოეტი კი ყველაზე ბეჯითი და შრომისუნარიანი მოწაფეა:
და მე ამჟამად ვსწავლობ
გრიფელის ზაფხულის ნაკაწრის დღიურს...      
სამყარო ეშიბოტის მსგავსი აღმოჩნდა, უდიდესი გულმოდგინეობის,  კანონის ღრმა შესწავლის ადგილი.  
უსასრულობავ, შენს სახელმძღვანელოს
 მარტო ვკითხულობ, ხალხის გარეშე...
მსგავსი პასტერნაკს არაფერი აქვს. „რა არ გააჩნია პასტერნაკს? – კითხვას სვამს ცვეტაევა. – ... მივაყურადე: სიმძიმის შეგრძნება! სიმძიმე მისთვის  აქტიურობის, ანუ  ჩამოგდების, ახალ სახეობას წარმოადგენს. მას უფრო მეტად ნახავ ზვავთან შეჭიდებულს, ვიდრე სადღაც თოვლში ჩაფლულ მიწურში, სადაც აღსასრულის მოლოდინშია“. მ.ცვეტაევა. „სინათლის წვიმა“, ციტ. გამოც., გვ. 357.
მაგრამ ის მთავარი, რაც პასტერნაკს არ აქვს, აქვს მანდელშტამს:

ვიღაცისთვის ზამთარი არაყი და ცისფერთვალება პუნშია,                                                                           
ვიღაცისთვის დარიჩინიანი სურნელოვანი ღვინო,                                                                     
ვიღაცისთვის სასტიკ ვარსკვლავთა მკვახე  ბრძანება,                                                                         
რომელთა კვამლიან ქოხში გადატანა მათ მინიჭებული   აქვთ.
                                                                         
ან :
ჭილობის წნულში იყურებოდნენ სუსხიანი ვარსკვლავები,                                                                                    
გაყინულ კლავიშებზე კი ფლოქვთა თქარუნი ისმის.
                                                                                   
ან :
დაე, მიწაში ვიწვე და ტუჩებს ვამოძრავებდე,
მაგრამ, რასაც ვიტყვი, ყველა მოსწავლე დაიმახსოვრებს...
                                                                                
მანდელშტამი კი სწორედ „თოვლში ჩაფლულ მიწურშია“, აღსასრულის მოლოდინში“, რომელმაც მიწასთან გაასწორა: კანონით დამძიმებული, რომელმაც გაასამართლა და გამოამწყვდია, და რომელსაც სხვებს გაკვეთილივით  გადასცემს.
პასტერნაკი სამყაროს აღიქვამს თავისუფალი თამაშის სურათებით, მანდელშტამი კი მკაცრი კანონით და მძიმე სწავლებით. ამიტომ მანდელშტამის კოსმოსიც აღსავსეა ბოროტი სიმძიმით“, გაყინული სტიქიებით.  მისი სამყარო ნაპერწკლებად არ იფანტება, არამედ ჩაწოლილია მაგარ, დატკეპნილ ფენად. აქ მეტწილად მიწა და ქვაა, პოეტის საყვარელი სტიქია, რადგან ყველაზე შემსრულებელია, კანონის მორჩილი, რომელიც ურყევად იცავს შემოქმედის ნებას. მანდელშტამთან ყველაფერი ქვის და მიწის მსგავსია: „გამთბარი ქვიშა ცივდება“, „ვარდი მიწად იქცა“, სტიქიები ჩამოწვა –  „როგორც მღვრიე წყალს, მე ვსვამ დაბინდულ ჰაერს“, „მძიმე ორთქლი იფანტება“, „კირქვის ფენა ავადმყოფი შვილის სისხლში იყინება“, კრაზანები კი ყვავილის ხორთუმის ნაცვლად „დედამიძის ღერძს“ დასწაფებიან...
სტიქიათა ეს სიმძიმე, მათი გადასვლა ნივთიერებათა სხვა მდგომარეობაში, გამკვრივება, გამუქება, გადატვირთვა მანდელშტამის პოეტიკის თითქმის ძირითადი კანონია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაერი, სტიქიათა შორის ყველაზე მსუბუქი და მოძრავი, მანდელშტამთან იძენს სტატუატურ ფორმას, უფრო ხეს ჰგავს ან კოშკს, ვიდრე ჰაერს. „ჰაერის გამჭვირვალე ტყე“, „გამჭვირვალე ჰაერში, როგორც ცისფერ ცირკში“ და ა.შ. ჰაერი არ მოძრაობს, არ გადადის ქარსა ან ქარიშხალში. თითქოს მანდელშტამთან ერთხელაც კი არ აბობოქრებულა ქარბუქი,  რაც ასე დამახასიათებელია რუსული პეიზაჟური სახოვნება.
თუ მივმართავთ ზამთრის სახეს პასტერნკისა და მანდელშტამის პოეზიაში, კონტრასტი განსაკუთრებით მკაფიო სახეს მიიღებს. ზამთარი, ბუნებრივია, სცდება როგორც ჰასიდურ, ასევე თალმუდისტურ შეხედულებებს, რადგან ეს მოვლენა ეკუთვნის სხვა ეროვნულ ბუნებას, მაგრამ აქაც შესაძლებელია მკაფიო სხვაობის აღმოჩენა ორ პოეტურ მსოფლშეგრძნებას შორის. ზამთარი მანდელშტამთან, როგორც წესი, წარმოჩინდება მტკიცე როგორც ალმასი, მძიმე თოვლის თხელი ქერქი ეფინება მიწას, გამოსცემს მოკლე და საშინელ ხრაშუნს: „... ყველაფერი ბანჯგვლიანია – ადამიანები და საგნები,/და ცხელი თოვლიც ხრაშუნობს“ („ოდნავ ციმციმებს მოჩვენებითი სცენა“); „დაე, ადამიანებმა იჩქარონ თოვლში/ როგორც ცხვრების ფარამ, და თოვლის თხელი ქერქი ჭრაჭუნობს ...“
         მანდელშტამთან „თეთრი, ქათქათა თოვლი თვალს ჭრის“: ეს თოვლი გაჟღენთილია საბედისწერო ვარსკვლავების სითეთრით, რომლებიც კანონივით უძრავი და სასტიკია („ვიღაცისთვის ზამთარი არაყი და  ცისფერთვალება პუნშია...“).  მეორე ლექსში „1924 წლის 1 იანვარი“ მანდელშტამი ზამთარს უკავშირებს კანონს: „... ძველებურად მე პატივს ვცემ მაგარი ყინვის და ქარიყლაპიას სამართლიან ძმობას/“... მაგარი ყინვა სარჩელი და განაჩენია: კანონიერი შეხედულება ბუნებაზე როგორც ადამიანის განსჯაზე.
პასტერნაკთან, პირიქით, ზამთარი ცივი ნაპერწკალია, მოფარფატე ფანტელი, „თეთრი პატარა ვარსკვლავები ქარბუქში“. „როგორც ზაფხულში ქინქლები გუნდურად მიფრინავენ ალისკენ, ისე მიაფრინდა ეზოდან ფანჯრის რაფას ფანტელი“: ეს ჰაერის უმცირესი ნაწილაკების სწრაფი ფრიალია, რომლებიც ქმნიან რბილ, ნაქსოვ მაქმანებს. ზამთარი ზოგჯერ „ფანტელისგან წინდებს ქსოვს“, ზოგჯერ „დაკერებული სალოფი“ ციდან ვარდება, ან „ფოჩიანი ფარდასავით“ ჩამოშვებულა. ერთი სიტყვით, შედის იმ „მატერიათა რიცხვში, რომლისგან იკერება ფანტელი“. 

... თოვლი მოდის, და ყველა შეშფოთებულია,
ყველაფერი იწყეს ფრენას:
შავი კიბის საფეხურები,
გზაჯვარედინის მოსახვევი.

ზამთრის მოძრაობაში იგრძნობა მხიარული ახირებულის  უდარდელი ჟესტი და ხტუნვა–კუნტრუში ებრაული ფილკლორიდან. და ბოლოს, თუ მანდელშტამთან „ყინულის ალმასებში მოჩანს მარადისობის ყინვა“ („ნელია თოვლის ბუკი...“), პასტერნაკთან ზომიერი თოვა მიმსგავსებულია წამების სირბილს: „იმავე სიჩქარით, ალბათ, გარბის დრო“ („თოვლი მოდის“).  ყველგან ზამთრის გამოსახულებაში ნათლად ჩანს კანონისა და ახირების, მარადისობისა და დროის, თოვლის ქერქის და ფანტელის განსხვავება როგორც თალმუდისტური და ჰასიდური მსოფლშეგრძნების მეტაფორებისა.
ორივე პოეტს იზიდავს მათ ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოებული გეოგრაფიული სამშობლოს ნაწილი: ამიერკავკასია. არა ცისქვეშეთში კედელივით აღმართული კავკასიონი,  რომანტიკოსთა  ოცნება, არამედ იქ და მის მიღმა დასახლებული მიწა, ოდნავ ხელმისაწვდომი წარმოუდგენელი ამბავი პალესტინას შესახებ.   ... სომხური მიწა იუდეველთა მიწის უმცროსი დაა“ (ო.მანდელშტამი, „მეოთხე პოეზია“). ო.მანდელშტამი, ციტ. გამოც., ტ.2, გვ. 183.  
და კვლავ ორი პოეტური სამშობლო, როგორც ორი რელიგიური ტრადიცია. არაერთხელ აღნიშნულა, რომ პასტერნაკი მთელი მისი ნიჭით საქართველოსკენ მიისწრაფვის, მანდელშტამი კი სომხეთისკენ. ერთი ქვეყანა „ონავრობს“, ჩახუჭუჭებულია ტყის წვრილმანებით, სადაც „სუნთქავდა და მიბობღავდა ჰაერი, და რცხილას თავს ზევით აწევინებდა“.   მეორე ქვეყანა „მყვირალა ქვების სახელმწიფოა“, „წიგნიერი მიწა“, „შავი სისხლშემხმარი თიხის ღრუ წიგნი“. საქართველო მწვანით არის შემოსილი, ადვილად ბრწყინავს და ქაფდება, როგორც ჰასიდის სიხარული. სომხეთს ყვითელი ფერი დაჰკრავს, თითქოს მწუხარებით და კანონის სიმძიმით ჩატკეპნილია მის მკვდარ თიხაში.
მანდელშტამი იმპრესიონისტულად აღგზნებადი და აღგზნებული პასტერნაკისგან განსხვავებით უმეტესად მიმართავს აღქმის ინტელექტუალურ დონეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ფილოსოფოსი პოეტია იმ მნიშვნელობით, როგორი ფილოსოფოსი პოეტებიც იყვნენ ბარატინსკი, ან ტიუტჩევი, ან ზაბოლოცკი. ჩვეულებრივ ჩვენ ვათანაბრებთ ინტელექტუალურობას და ფილოსოფიურობას ლიტერატურატურაში და არ ვამჩნევთ მათ შორის არსებით სხვაობას. ბიბლიურ–თალმუდისტურ ტრადიციას ახსოვს ბრძენი და ნატიფი ინტელექტუალები, მაგრამ არა ფილოსოფოსები სიტყვის ანტიკური მნიშვნელობით. როგორც ცნობილია, ფილოსოფიურ შემეცნებას დასაბამი ბერძნულ წარმართულ სიბრძნეში აქვს, მაშინ როდესაც მანდელშტამი, მიუხედავად ელინიზმისადმი მრავალჯერ გაცხადებული სიყვარულისა, შინაგანად მაინც ახლოს დგას იუდეველთა სულიერ ტრადიციასთან.
რა არის ეს: ფილოსოფიურობისათვის უცხო ინტელექტუალიზმი? ეს არ არის განზოგადებული ინტელექტუალიზმი, არამედ დასაზუსტებელი  განმარტებების ინტელექტუალიზმია.  მანდელშტამის პოეტური გონება შორსაა იმ ფილოსოფიური ტიპის განზოგადებისგან, რომელსაც ვხვდებით ბარატინსკისთან ან ტიუტჩევთან, შორსაა მედიტაციისგან, აფორიზმებისგან, შემდეგი ტიპის მაქსიმებისგან: „გამოთქმული აზრი სიცრუეა“ ან „ბუნებამ არაფერი იცის წარსულზე...“ (ტიუტჩევი).  იქაც კი, სადაც მანდელშტამი გარეგნულად გამოხატავს საერთო აზრს, ის იძლევა მხოლოდ კერძო, ვიწრო ინტერპრეტაციას უფრო ფართო მოვლენისა.
მაგალითად, შევადაროთ ორი მსგავსი კატრენი ბუნების შესახებ.

ტიუტჩევთან:

ბუნება სფინქსია და მით უფრო სრულად
თავის პირფერობით ღუპავს ადამიანს,
შესაძლოა საუკუნეთგან არავითარი გამოცანა
არც იყო და არც არსებობდა .

მანდელშტამთან: 

ბუნება იგივე რომია, და მასში ჰპოვა ასახვა.
ჩვენ ვხედავთ მისი მოქალაქეობრივი სიძლიერის სურათებს                                                                           
გამჭვირვალე ჰაერში, როგორც ცისფერ ცირკში,
მინდვრების ფორუმზე და კორომის კოლონადაში.

თითქოს ამ გამონათქვამებში ყველაფერი ემთხვევა: არა მარტო „ბუნების“ თემა, არამედ სტრუქტურაც: „ბუნება არის ესა და ეს...“, და ტოპონიმია – ანტიკური საკუთარი სახელების შერჩევით. „ბუნება სფინქსია...“, „ბუნება იგივე რომია...“ მაგრამ აქაც შესამჩნევია გარკვეული სხვაობა. ტიუტჩევი ცდილობს ამოხსნას ბუნების სიღრმისეული საიდუმლო, მანდელშტამი აღწერს მას რომაული ცივილიზაციის სახეებში. ტიუტჩევს ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობები აქვს: რა არის ბუნება, როგორია მისი არსი?  მანდელშტამს არანაირი განზოგადება არ მოჰყავს, მხოლოდ მოცემულია ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანი, ბუნების ენიდან კულტურის ენაზე. ის ბუნების როგორც ტექსტის ინტერპრეტატორია, და არა ბუნების როგორც რაობის ფილოსოფოსი.
ასეთია განსხვავება ფილოსოფიურ გონებასა და თალმუდისტურ ინტელექტს შორის: ორივე კონცენტრირებულია პროცესის გაგებაზე, მაგრამ თუ ფილოსოფიური მიისწრაფის კონკრეტულიდან ზოგადისაკენ  („ეს არის ეს“), თალმუდისტური მიისწრაფის ზოგადიდან კონკრეტულისკენ („ესა და ეს ვლინდება ამ გზით“). არსი მხოლოდ უფლისთვის არის გახსნილი, ამიტომ ახსნა არ უნდა იყოს უფრო მეტად ზოგადი, ვიდრე განმარტებული, არამედ უფრო კერძო. ტიუტჩევს ნატურფილოსოფიური გონების ჭვრეტა აქვს, მიუთითებს ბუნების ზოგად თვისებებზე: „ღუპავს ადამიანს“, „საიდუმლო არ არის და არც ჰქონია მას“. მანდელშტამთან, პირიქით, რომაული ცივილიზაცია უფრო კონკრეტულია, ვიდრე ბუნება, რომელიც ითარგმნება „მოქალაქეობრივი ძლიერების“– „ცირკის“, „ფორუმის“, „კოლონადის“ ენაზე...  იმავე მიზეზით თალმუდი უფრო დეტალურია, ვიდრე თორა, რომელიც მასშია ინტერპრეტირებული. ამოცანა იმაში კი არ არის, რომ ჭეშმარიტება გამოხატო, არამედ მის შესახებ ნათქვამს ინტერპრეტაცია მისცე. კი არ შეაღწიო ბუნების საიდუმლოთა საიდუმლოებაში, არამედ უფრო ნათლად წარმოადგინო მასში ცხადი.

4. სათავეები

ამრიგად, ორივე პოეტთან დაკავშირებით გამომდინარეობს შემდეგი ზოგადი დასკვნა. როგორც პასტერნაკის პოეზია არის არა იმდენად ქრისტიანული, რამდენადაც ჰასიდური, ასევე მანდელშტამის პოეზიის არ არის იმდენად ფილოსოფიური, რამდენადაც თალმუდისტურია. რა თქმა უნდა, პასტერნაკის და მანდელშტამის შემოქმედებაში შეინიშნება ქრისტიანულ–ეთიკური და ანტიკურ–ფილოსოფიური ტრადიციები, მაგრამ ამასთან კონტრასტულად ვლინდება მათი შეუსაბამობა ამ ტრადიციებთან; მათი სიახლოვე, ხშირად გაუცნობიერებელია ებრაულ სულიერ ტრადიციებთან მიმართებაში.
როგორია ამ ორი შემოქმედებითი ინტუიციის კონკრეტული ცხოვრებისეული, ბიოგრაფიული საფუძველი, რომლებიც შესულია რუსული ენასა და რუსულ კულტურაში პასტერნაკისა და მანდელშტამის წყალობით?
რუსული ებრაელობის დაყოფა ორ რელიგიურ განშტოებად: ჰასიდურსა და თალმუდისტურზე შემოიფარგლება მათი გავრცელების სხვადასხვა გეოგრაფიული ზონით. ჩრდილოეთით, პრიბალტიკის ყველაზე მდიდარ და განათლებულ ებრალოებას შორის გაბატონებული იყო „მისნაგდიმი“ – სიტყვასიტყვით „წინ აღმდგარნი“, ანუ ვისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ჰასიდური განახლება და ვინც დარჩა რაბინული საფუძვლების ერთგული, ვინც ამჯობინა წიგნის სწავლა, ღმერთის შეცნობის მეცნიერული, კანონიერი გზა. სამხრეთთან უფრო ახლოს, ღარიბ ებრაულ მოსახლეობაში, ძირითადად, უკრაინაში, არ იყო დარჩენილი ღმერთისაენ მიმავალი სხვა გზა, სიმსუბუქის, უდარდელობის, ღატაკი გულის სიხარულის გარდა: იქ ჰასიდიზმის ფუძემდებლის აალ შემ ტოვას (ბეშტას) ქადაგებას დიდი წარმატება ჰქონდა. კანონი წიგნში არ არის ჩაწერილი, ის შენს გულშია, როგორც ღმერთისთვის გახსნილობა და ყველა დეტალის მიმართ სიხარული, რომელიც შენთვის ნათელს ხდის მის ნებას.
ცნობილი ებრაელი ისტორიკოსის ს.მ.დუბნოვის თქმით, „ჩრდილო–დასავლეთში გამაფებული იყო რაბინისტული სქოლასტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებას განსაზღვრავდა მეცნიერთა კასტა, რომელიც გაიყინა თალმუდისტური ბაბილონის ცნებებში ... სხვაგვარად იყო საქმე პოდოლიაში, გალიციაში, ვოლინში, ზოგადად, ჩრდილო–დასავლეთით. აქ ებრაელთა მასა შორს იდგა რაბინისტული მეცნიერების წყაროებისგან და განთავისუფლდა მეცნიერ–თალმუდისტის გავლენისგან. თუ ლიტვაში მშრალი წიგნური სწავლულობა იყო ღვთისმოსაობის და ღვთისმოშიშობის განუყოფელი ნაწილი, პოდოლიასა და ვოლინში ის არ აკმაყოფილებდა უბრალო ადამიანთა რელიგიურ სწრაფვას. მათ სჭირდებოდათ ისეთი სარწმუნოება, რომელიც ადვილი გასაგები და უფრო გულისკენ იყო მიმართული, ვიდრე გონებისკენ“. Simon Dubnow. History of Jews in Russia and Poland from the Earliest Times Until the Present Day. Philadelphia, 1916, vol. 1, pp. 221—222.
შეიძლება, მას დაეტყო სამხრეთული, უფრო სტიქიური და ღია ცხოვრების წესის გავლენა, ერთი მხრივ, და უფრო დახურული, ჭვრეტითი, მეორე მხრივ. ასე თუ ისე, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მოსული ეს ორი მოძრაობა ავლენს ებრაული სულიერების ორი სახეობის ისტორიულ სარჩულს, რომელმაც შეაღწია რუსულ სიტყვათშემოქმედებაში.  
როგორც ცნობილია, პასტერნაკების ოჯახი წარმოშობით რუსეთში ებრაელთა განსახლების ამ გეოგრაფიული ზონის უკიდურესი სამხრეთიდან, ოდესიდან არიან. მანდელშტამის წინაპრები, პირიქით, ჩრდილოეთიდან იყვნენ: მამის მხრიდან რიგიდან, ხოლო დედის მხრიდან ვილნოდან. პასტერნაკში შემოქმედებითი ჰასიდიზმის და მანდელშტამში შემოქმედებითი თალმუდიზმის სიჭარბე გარკვეულწილად გათვალისწინებული იყო იმ სულიერი გარემოს მიერ, რომელიც ასაზრდოებდა მათ წინაპრებს. პასტერნაკის წინაპრების კავშირის შესახებ ებრაულ ტრადიციებთან ცოტა რამ არის ცნობილი, ალბათ, იმის გამო, რომ ამ გვარის ორმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა – მხატვარმა ლეონიდ ოსიპოვიჩ პასტერნაკმა და მისმა ვაჟმა ბორის ლეონიდოვიჩმა გამოამჟღავნეს ამ მემკვიდრეობისადმი  უფრო მეტად უარყოფითი ისტერესი, ანუ გაცნობიერებულად ჩამოსცილდენ მას. მაგრამ ცნობილია, რომ პასტერნაკის წინაპრები დამკვიდრდნენ უკრაინის სამხრეთით ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და რომ პოეტის ბაბუა მამის მხრიდან კანტორად მსახურობდა სინაგოგაში, რაც გულისხმობს მემკვიდრეობით დამკვიდრებას ჰასიდურ გარემოში ან ყოველ შემთხვევაში მის უშუალო გაცნობას. დაწვრილებითი ცნობები პასტერნაკის წინაპრების შესახებ მოცემულია წიგნებში: ლეონიდ პასტერნაკი. სხვადასხვა წლების ჩანაწერები. მ, 1975; Christopher Barnes. Boris Pasternak. A Literary Biography. Vol. 1, 1890—1928, Cambridge UP, 1989; Peter Levi. Boris Pasterna. London, Sydney: Hutchinson, 1990; Lazar Fleishman. Boris Pasternak. The Poet and His Politics. Cambridge: Harvard UP, 1990.
ბოლოს და ბოლოს, როგორ გადაიცემა გვარის და ძველი სამშობლოს გავლენა მაშინაც კი, როდესაც ისინი გაივლიან  შეგნებულ ცხოვრებას და სააღმზრდელო გარემოცვას? რატომ ხდება, რომ „გრაფინია“ ნატაშა როსტოვამ, რომელსაც ფრანგულ ცეკვებს ასწავლიდნენ, როდესთან ბიძასთან სოფელში აღმოჩნდა, ყველასათვის მოულოდნელად თითქოს შესრიალდა რუსულ ხალხურ ცეკვაში? როგორ შეიძლება ამ განსაკუთრებული ჟესტის და საუბრის მანერის ათვისება?
საკითხი ისევე ნათელია, როგორც გადაუჭრელი. ალბათ, უკეთესი იქნება საერთოდ არ გაეცეს მას პასუხი, რათა არ შევტოპოთ შემოქმედებითი ფიზიოლოგიის ტევრში, არ დავარღვიოთ პოეტური სულის ორგანულობა. სულიერის გამოცალკევება გვარისეულისა და თანდაყოლილისაგან, ისე რომ არ დაირღვას არც ერთი და არც მეორე, შეუძლია მხოლოდ უფლის სიტყვას, როგორც ნათქვამია მოციქულ პავლეს მიერ „ებრაელებისადმი მიმართვაში“: „რადგან უფლის სიტყვა ცოცხალია და ქმედითი და ორლესულ ხმალზე უფრო მჭრელია: ის აღწევს სულისა და სულისკვეთების,  შემადგნელობის და გონების გაყოფამდე...“   (4: 12).
ყოველ შემთხვევაში, პოეზიის საგვარეულო ფესვების შესახებ მსჯელობისას ჩვენ ალბათ ვერ წავალთ თავად პოეტის დამოწმებაზე შორს.  „როგორც მუშკის ნამცეცი შეძლებს მთელი სახლის ავსებას, ასევე იუდაიზმის მცირედი გამოვლინება პირამდე ავსებს მთელ ცხოვრებას. ო, რა ძლიერია ეს სუნი!“ – მანდელშტამი გადმოსცემს ადრეულ, თითქმის ანგარიშმიუცემელ ყნოსვით შთამეჭდილებას მისი „ნამდვილი ებრაული სახლისგან“. ო.მანდელშტამი.  „დროის ხმაური“, ციტ. გამოც., ტ.2, გვ.56.
განსაკუთრებით, ებრაული ენის შესახებ, რომელსაც სწავლობდა, მაგრამ ვერ ისწავლა, თუმცა საკმარისად ჰქონდა მოსმენილი: „მამის ენა და დედის ენა. ამ ორი ენის შერწყმით ხომ არ საზრდოობს მთელ ხანგრძლივ ცხოვრებას ჩვენი ენა, ისინი ხომ არ შეადგენენ მის მახასიათებელს?“ იქვე, გვ. 66.
... ასე შეიქმნა რუსული პოეზიის ორი ფენომენი: მისი თვალსაჩინო ჰასიდი პასტერნაკი და მისი თვალსაჩინო თალმუდისტი მანდელშტამი.
                                                                                     1982,1989 


------
( ტექსტი დამუშავების პროცესშია  , დასარედაქტირებელია)

ავტორი მ.ე.
(C)
თარგმანი
გვერდისთვის კაბალა









воскресенье, 20 декабря 2015 г.

როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებულია -სიუზან ფარი - ამერიკელი მკვლევარი სამოქალაქო უფლებების, პოლიტიკის და სოციოლოგიის დარგში. არკანზასში დაარსა Women's Project (ქალთა პროექტი). 1988 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ჰომოფობია: სექსიზმის იარაღი“.

როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებულია
სიუზან ფარი - ამერიკელი მკვლევარი სამოქალაქო უფლებების, პოლიტიკის და სოციოლოგიის დარგში. არკანზასში დაარსა Women's Project (ქალთა პროექტი). 1988 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ჰომოფობია: სექსიზმის იარაღი“.  

როგორ გავლენას ახდენს ჰომოფობია ქალთა მოძრაობაზე,
პირველ რიგში, ლესბოსელებზე


           ჰომოფობია ყველა ქალს აყენებს ზიანს, რადგან აკონტროლებს მათ ცხოვრებას შიშით და უზღუდავს მცდელობას სოციალური ცვლილებების მიღწევისა. მაგრამ ლესბოსელები უფრო მეტად იტანჯებიან, რადგან ჩვენ სექსიზმის/ჰომოფობიის ორმაგი მსხვერპლი ვართ: მამაკაცთა და ჰეტეროსექსუალ ქალთა, მათ შორის ფემინისტთა და პროგრესულ ქალთა, მხრიდან. ქალს, რომელიც არღვევს პატრიარქატის მთავარ წესებს და საფრთხეს უქმნის ავტორიტეტებს, საშიშროება და სიძულვილი ელოდება მამაკაცთა და იმ ქალთა მხრიდან, რომლებიც მამაკაცებს აღიქვამენ საკუთარი ძალაუფლების წყაროდ. მაგრამ მაინც იმედი აქვთ, რომ მათ ჰეტეროსექსუალური ქალები გაუგებენ, რომლებიც მამაკაცთა ძალაუფლების დომინირების წინააღმდეგ იბრძვიან.
        სწორედ ამიტომ, როდესაც დაიწყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის მეორე ტალღა, ლესბოსელებმა ჩათვალეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა სივრცე, რომელშიც ჩვენ შეიძლება ვიყოთ ის, რაც ვართ, სივრცე, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ სახლი ქალთა შორის და ეს ქალები აღვიქვათ როგორც დები. აქ შესაძლებელი იქნებოდა მუშაობა და ურთიერთობა, ლესბოსელად დაუფარავად არსებობა და ჰქონოდათ მიღების და მხარდაჭერის იმედი. ქალთა მოძრაობაში თუ არა, მაშინ სხვაგან სად?
            შეიძლება იმის გაგება, როგორი იმედგაცრუება და აღშფოთება განიცადეს ლესბოსელებმა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მოძრაობაშიც კი, რომლის მიზანი ქალთა განთავისუფლებაა, ჩვენთვის ადგილი არ არის, რომ აქაც ჰომოფობიას ქალები შიშით ჰყავს შეპყრობილი. (ფერადკანიანი ქალები იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც ეგონათ, რომ ეს მოძრაობა, მინიმუმ, თავისუფალი იქნება რასიზმისგან). მიუხედავად ლესბოსელთა უზარმაზარი როლისა და ლიდერობისა ამ მოძრაობის შექმნაში, ჩვენ დღემდე გვთხოვენ პირველ ადგილზე დავაყენოთ „მოძრაობის კეთილდღეობა“ და „აფიშირება“ არ გავუკეთოთ ჩვენ სექსუალურ ორიენტაციას, არ ვისაუბროთ ჩვენი  ცხოვრების შესახებ. ბევრი ჩვენთაგანი დაემორჩილა, რადგან მიჩვეულები ვიყავით საკუთარი პირადი და პოლიტიკური მოთხოვნების მეორე ადგილზე დაყენებას, რადგან გულწრფელად გვჯეროდა, რომ საბოლოოდ, ეს მოძრაობა ყველა ჩვენგანს გაათავისუფლებდა.
         ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჩვენმა გახსნილობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი მოძრაობის იმიჯს. ჩვენ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ბოლოს დადგება ქალთა თავისუფლების დრო და, რომ, რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება ყველა ქალზე - მოხუცსა და ახალგაზრდაზე, ებრაელებზე, ფერადკანიან ქალებზე, მდიდრებსა და ღარიბებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე და მათზე, ვინც დროებით შეზღუდულია, ლესბოსელებსა და არა ლესბოსელებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი  ჯგუფი უჩინარი დარჩება მოძრაობის მონაწილეების, ლიდერებისა და მიზნებისათვის. იმ დროს არავინ ფიქრობდა სუჟურნერ ტრუტის მსგავსად ეთქვა: „განა მე ქალი არ ვარ?“ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჯეროდა ერთგვარი კონვერსიული პოლიტიკისა: რომ ერთ დანიშნულ დღეს ჩვენ ყველა შევძლებთ ღიად გამოსვლას და სოლიდარობის გამოხატვას. ჩვენი პოლიტიკა დაზარალდა, რადგან თუ ადრე იმედი არ გვქონდა, ახლა ძალიან დიდი იმედი გაგვიჩნდა.
       საუკეთესო, რის შემოთავაზებაც ჩვენთვის შეძლეს ჰეტეროსექსუალმა ფემინისტებმა, ტოლერანტობა და თანაგრძნობაა, მაგრამ არა მათთან თანასწორუფლებიანობა. მათ, პრინციპში, შეეძლოთ ლესბოსელების როგორც იდეის მიღება და თქმა: „ერთადერთი განსხვავება ჩვენს შორის იმაშია, თუ  ვისთან იყოფ სარეცელს. ეს ლოგინის საკითხია, მხოლოდ პირადი ფეტიში სექსუალური თავისუფლების დროს“. ასეთი იყო იმ დროს ფემინისტების და საზოგადოების დამოკიდებულება, რაც დიდ ზიანს აყენებდა ლესბოსელებს, რადგან ლესბოსელს მიაკუთვნებდნენ სექსუალურ აქტივობას, ეს კი ხელს უწყობდა შემდეგი ნაბიჯის გადადგმას - ლესბოსელების (და გეების) დადანაშაულებას ჰომოფობიაში.
        იმის თქმა, რომ ლესბოსელობა მხოლოდ ლოგინის საკითხია, ნიშნავს მთლიანად უარი ეთქვას კონკრეტული სექსუალური იდენტობის და მისი სოციალური ექსპრესიის მქონე ადამიანებს, ჰომოფობიის რეალობის და შედეგების არაღიარებას. (ზუსტად ასევე ჩვენ უარვყოფთ რასიზმს და მის საშინელ შედეგებს, როდესაც თეთრკანიანი ქალი მიმართავს შავკანიან ქალს: „მე ყურადღებას არ ვაქცევ კანის ფერს“). თუ ეს მხოლოდ ლოგინის საკითხია (ჰომოფობიის ხსენების გარეშე), ადამიანებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ სექსი პირადი საქმეა და ამიტომ ლესბოსელებმა სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანონ მათი სექსუალური ცხოვრება. რა საჭიროა ამის „სააშკარაოზე გამოტანა“? თუ ლესბოსელებს ეს „სააშკარაოზე გამოაქვთ“ (ისევე როგორც, ჰეტეროსექსუალებს გამოაქვთ სააშკარაოზე მათი ჰეტეროსექსუალობა), თუ საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ გვიყვარს, ვისთან ვატარებთ დროს და ცხოვრებას, ამ შემთხვევაში ჩვენ თავად „ვიწვევთ“ ჰომოფობთა შემოტევებს.
          ასეთი სისტემა ქმნის გარემოს, რომელშიც თავად ჰომოსექსუალებს ადანაშაულებენ ჰეტეროსექსიზმში. ჰეტეროსექსიზმი ნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ე.წ. ნორმა - ჰეტეროსექსუალობა. ჰეტეროსექსიზმს მხარს უჭერენ სხვადასხვა ინსტიტუტები, როგორიცაა საქორწინო კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოს თავისი დომინირება საზოგადოებაში. ის ჰომოფობიის ინსტიტუციონალური მხარდამჭერია. ისინი, ვინც ამ ინსტიტუტებს ქმნიან, გულისხმობენ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალურია, და თუ არა, მაშინ „არანორმალურები“  და ნორმიდან გადახრილები არიან. აქედან გამომდინარე, ჰეტეროსექსუალებს საშუალება ეძლევათ საჯაროდ გამოხატონ თავისი სექსუალური ორიენტაცია, გამოავლინონ პარტნიორის მიმართ გრძნობები, ისაუბრონ მათი ოჯახების და სოციალური ცხოვრების შესახებ, არ დამალონ მეგობართა წრე, საქმიანობა და ა.შ. ამავე დროს, თუ ჰომოსექსუალები იგივეს გააკეთებენ, მათ ბრალად დადებენ, რომ სააშკაროაოზე გამოაქვთ თავისი არანორმალურობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ ვუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, ჩვენს ოჯახებს და მეგობრებს, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენ დასაქმების საშუალებას გვაძლევენ.
       ამრიგად, ჰომოფობიის მსხვერპლს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან თავად დაატეხა საკუთარ თავს ჰომოფობია. (თეთრკანიანები მსგავს ლოგიკას იყენებენ ფერადკანიანებთან მიმართებაში: „ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემა რასიზმთან დაკავშირებით, სანამ თქვენ არ ჩამოხვედით“). მსხვერპლის დადანაშაულება  ნებისმიერი ზეწოლის აუცილებელი ნაწილია. მსხვერპლის დადანაშაულებას საფუძვლად აქვს იდეა, რომ ლესბოსელებმა უბრალოდ აირჩიეს გაუკუღმართებული სექსუალური ქცევა,  და ეს იდეა უარყოფს სექსუალური იდენტობის მნიშვნელობას.
        იმის თქმა, რომ ლესბოსელის არსებობა გაიგივებულია საწოლში ურთიერთობებთან, ნიშნავს სექსუალური იდენტობის გაიგივებას სექსუალურ აქტიურობასთან, ცხოვრების ყველა დანარჩენი ასპექტის და ქცევის იგნორირებას, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სექსუალურ იდენტობასთან. როგორია, მაგალითად, მრავალ ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა სექსუალური იდენტობა, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სექსუალური კავშირი?
       ასეთმა კითხვამ გაიჟღერა ფილ დონახიუს ინტერვიუში რედაქტორებთან წიგნისა „ლესბოსელი მონაზვნები“. როგორც მახსოვს, მათ განმარტეს, რომ წიგნის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა დარღვეულიყო დუმილი მონაზონთა და ყოფილი მონაზონთა შესახებ, რომლებიც ლესბოსელები არიან და ამიტომ თავს იზოლაციაში გრძნობენ და დანაშაულის გრძნობას განიცდიან. მიუხედავად ამისა, აუდიტორიას არ შეეძლო არ დაენახა წიგნის გამოცემის სხვა მიზეზი, რომელიც ემსახურებოდა კათოლიკური ეკლესიის დისკრედიტაციას. ისინი საერთოდ არ იყვნენ ამით გახარებული. მათ შიშს ჰგვრიდა, რომ მონასტერში შეიძლება ლესბოსელებს ეცხოვრათ, ამიტომ ისინი ეკითხებოდნენ რედაქტორებს, ხომ არ ხედავდნენ ისინი ამაში მონაზვნების მიერ მიცემული პირობის დარღვევას, რაც ცოდვის ჩადენის ტოლფასია. რედაქტორებმა უარყოფითი პასუხი გასცეს, რადგან თვლიდნენ, რომ მონაზონთა უმრავლესობა ცელიბატს ინარჩუნებდა. აუდიტორიიდან ერთი ქალი ადგა და იკითხა: „რაღაც არ მესმის. თუ თქვენ ფიქრობთ ქურდობაზე, მაგრამ არ იპარავთ, ესე იგი ქურდი არ ხართ. მაშინ როგორ შეიძლება იყო ლესბოსელი, თუ სექსი არ გაქვს?“

        რედაქტორი: „თქვენ თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევთ?“
        ქალი: „დიახ, დიახ, დიახ“.

       რედაქტორი: „სანამ მამაკაცთან სექსი გექნებოდათ, იცოდით, რომ ჰეტეროსექსუალური ხართ?“
        ქალი: “რა თქმა უნდა“.

         რედაქტორი: „ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. სექსუალურ იდენტობაზე“.

             თუ ამას მხოლოდ სექსუალური აქტივობის საკითხად ჩავთვლით, ჰომოფობებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ ლესბოსელებმა მამაკაცების ნაცვლად ქალებთან სექსი ახირების, ან, შესაძლოა, უზნეობის გამო აირჩიეს. დამოკიდებულება ისეთია, რომ ლესბოსელებს შეუძლიათ ამ ცუდზე საქმეზე უარის თქმა, თუ გადაწყვეტენ რომ გახდნენ კარგები: ყველა ადამიანს გააჩნია სექსში დისციპლინიანობის გამოვლენის უნარი. მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენს, რაც სექსუალურ იდენტობასთანაა დაკავშირებული? ფიზიკურ და ემოციურ ინტიმურ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, სოციალურ ურთიერთქმედებას, სახლს და ოჯახს, ზოგადსაკაცობრიო სურვილს  თავიდან აიცილოს მარტოობა? რომელი ჩვენთაგანი ისურვებს უარი თქვას ყველაფერ ამაზე? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა ითვლებოდეს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად. თუ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ, თუ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ძირითადი იდენტობის უფლება, უფლება ვეძებოთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ყველა დანარჩენ უფლებას?
      ლესბოსელობა როგორც სექსუალური აქტივობა იწვევს ისეთ აღქმას, რომ ადამიანები ფიქრობენ მხოლოდ სექსის შესახებ, თუ ერთად დაინახავენ ორ ლესბოსელს  ან ლესბოსელ და ჰეტეროსექსუალ ქალს. თუ ორი ლესბოსელი ქუჩაში ერთად მიდის და იცინის, ჰომოფობი გამვლელი ფიქრობს, რომ ისინი სადღაც მიდიან სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად ან ახლა ჰქონდათ სადღაც სექსუალური ურთიერთობა. თუ ლესბოსელი იწვევს ჰეტეროსექსუალ ქალს ვახშამზე, სასეირნოდ ან კინოთეატრში, ჰომოფობის რეაქცია შემდეგია: რა თქმა უნდა, მას სექსის იმედი აქვს. ჰომოფობურ შეხედულებას არ შეუძლია დაინახოს არც მეგობრობა, არც ემოციური სიახლოვე, არც საქმიანი ურთიერთობები, არც ჩვეულებრივი საუბარი ორ ადამიანს შორის. ის ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას – შეზღუდოს და გაანადგუროს.
           როდესაც ლესბოსელის ცხოვრება სექსუალურ აქტივობას ექვემდებარება, ბევრი ჰეტეროსექსუალი ქალი, როგორც სექსიზმის მსხვერპლი, ერთ და იგივე შეცდომას უშვებს: მათ მიაჩნიათ, რომ თუ ლესბოსელებს იზიდავენ ქალები, ისინი ქალებზე ფიქრობენ და ქალების მიმართ იქცევიან, როგორც მამაკაცები. ეს იწვევს უცნაურ, წინააღმდეგობრივ და საზიანო დამოკიდებულებას: ლესბოსელებს ერთდროულად სძულთ მამაკაცი და, ამავე დროს, უნდათ მამაკაცურად იქცეოდნენ.
         სტერეოტიპი შექმნილია; ლესბოსელები მამაკაცურები არიან, მოკლედ იჭრიან თმას და მამაკაცის ტანსაცმელს ატარებენ. ისინი აგრესიულები არიან, ეძებენ არატრადიციულ სამსახურს და ცდილობენ ჰეტეროსექსუალ ქალებთან სექსუალური კავშირის დამყარებას. როგორც ნებისმიერი სტერეოტიპის შემთხვევაში, ჯგუფში ყოველთვის შეიძლება რამდენიმე ადამიანის მოძებნა, რომლებიც მათ შეესაბამებიან. მაგრამ, როგორც ნებისმიერი სტერეოტიპის შემთხვევაში, მათ ყურადღების მიღმა რჩებათ მირიადი განსხვავება ლესბოსელებს შორის, ისევე როგორც მრავალი განსხვავება ჰეტეროსექსუალ ქალთა გარეგნობასა და ქცევაში. მაგრამ სტერეოტიპები ნებისმიერი  ზეწოლის შენარჩუნების ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რომელიც კულტურის ფარგლებში მუშაობს, რათა შეზღუდოს და თავის ჩარჩოებში მოაქციოს. სწორედ ამიტომ ბევრი ჰეტეროსექსუალი ქალი დარწმუნებულია, რომ ლესბოსელები აღიქვამენ მათ, როგორც სექსუალურ ობიექტს, როგორც ხშირად იქცევიან მამაკაცები.
        ჰომოფობიის სემინარების დროს მე ვეკითხები ქალებს, რატომ ეშინიათ მათ ლესბოსელების, და ისინი ხშირად მპასუხოებენ: „მეშინია, რომ ისინი სექსუალურად შემავიწროვებენ“. და ამას ამბობენ ჰეტეროსექსუალი ქალები, რომლებსაც ხშირად ეარშიყებიან მამაკაცები! ნუთუ მათ არ შეუძლიათ სიმხნევე მოიკრიბონ და უთხრან ქალს: „მე არ მაინტერესებს შენთან სექსუალური ურთიერთობა“?  როდესაც ამის შესახებ მათთან ვსაუბრობ, ისინი აცნობიერებენ, რამდენად ღრმა და ამავე დროს ირაციონალურია მათი შიში. როგორც წესი, ერთ ან ორ ქალს შეუძლია იმის თქმა, რომ მათ ჰქონდათ სექსუალური ხასიათის მინიშნება ორი ქალის მხრიდან, მაგრამ ყველა მათგანს, გამონაკლისის გარეშე, ჰქონდათ არასასურველი სექსუალური ხასიათის მინიშნება მამაკაცთა მხრიდან.
        რამდენიმე წლის წინ არკანზასის შტატში წარმოადგინეს კანონპროექტი გეებისა და ლესბოსელთა ჯგუფებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე უარის და ყველა აქტიურ ჰომოსექსუალზე შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებისათვის მონაცემების წარდგენის შესახებ. საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც კანონპროექტის სპონსორს დაუსვეს კითხვა, რატომ მიაჩნია მას ეს აუცილებლად, მან უპასუხა, რომ არკანზასის უნივერსიტეტში მეცადინეობის დროს ლესბოსელი შეეცადა პაემანი დაენიშნა მისი მეგობრის ქალიშვილისთვის.  ლესბოსელთა და გეების საზოგადოების დამაჯერებელმა მტკიცებულებებმა ეს კანონპროექტი ჩააგდეს. ჩვენ რომ გვნდომებოდა სტუდენტი გოგონების დაცვა იმისგან, რომ ისინი პაემანზე არ დაეპატიჟათ მამრობითი სქესის თანაკურსელებს, მაშინ  ყველა ჩვენი კანონმდებელი და უნივერსიტეტის წარმომადგენელი მხოლოდ ამას გააკეთებდა. სტერეოტიპები მუშაობენ ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ.
            რადგან ლესბოსელობა მხოლოდ სექსუალურ აქტივობად ითვლება, არსებობს აზრი, რომ სექსის მეშვეობით შეიძლება „ვინმე აქციო ლესბოსელად“. ეს გაფრთხილებას ნიშნავს „მიმართვის“ რისკის შესახებ. ხალხს ეშინია იმის, თუ რა შეიძლება შეემთხვას მათ შვილებს ლესბოსელების და გეების თანდასწრებით. მიჩნეულია, რომ ჰომოსექსუალთა შვილები ასევე შეიძლება გახდნენ ჰომოსექსუალები მათი მშობლების სექსუალური იდენტობის გამო. ამასთან, ნაკლებად თუ დაფიქრებულა ვინმე იმაზე, რომ ლესბოსელთა და გეების უმრავლესობა აღიზარდა ჰეტეროსექსუალი მშობლების მიერ აბსოლუტურად ჰეტეროსექსუალურ გარემოში. ამავე დროს, ირაციონალურად, ხალხს ლესბოსელთა და გეების გავლენის ეშინია.
         სექსუალური იდენტობის სექსუალური აქტიურობამდე ასეთი დაკნინება იწვევს იმას, რომ ზოგიერთი ფემინისტი მიიჩნევს, რომ მათ აქვთ უფლება თქვან: „იყო ლესბოსელი – ნორმალურია. მაგრამ ამის დემონსტრირება საჭირო არ არის. რა საჭიროა ამის აქ მოტანა?“ გამოდის, რომ ჩვენ სახლიდან არ უნდა გამოვიდეთ? ფემინისტურ ორგანიზაციებში ლესბოსელებს ხშირად სთავაზობენ შემდეგ გარიგებას: ჩვენ საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ტოლერანტობის ლიბერალურ გარემოში, თუ შემდეგ პირობებს შეასრულებთ:

- არ ისაუბრებთ თქვენი ოჯახური ცხოვრების შესახებ თქვენ პარტნიორთან/ საყვარელთან  ან მეგობარ ლესბოსელთან ურთიერთობის შესახებ. თუ თქვენ ერთად ყიდულობთ  სახლს, მოგზაურობთ, განიცდით დანაკარგს, აღნიშნავთ წლისთავს, იყენებთ  ერთ მანქანას, ერთად დადიხართ პროდუქტების საყიდლად, ზრდით ბავშვებს,  ჩხუბობთ, შორდებით ერთმანეთს, ამის შესახებ აქ საუბარი საჭირო არ არის.
- ნუ წაახალისებთ თქვენ პარტნიორებს ან მეგობარ ლესბოსელებს, რომ მოგაკითხონ და ერთად  გაერთოთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ორგანიზაციას თვლიდნენ ისეთ ადგილად, სადაც ლესბოსელები ერთობიან. უთხარით მათ, რომ აქ არ დაგირეკონ. ხალხი მიხვდება, თუ რა ურთიერთობები გაქვთ  თქვენ.
- ნუ გაამჟღავნებთ, რომ ლესბოსელი ხართ. გამოიჩინეთ სიფრთხილე იმაში, თუ რას იცმევთ, როგორ სამკაულებს ატარებთ, რომელ ადგილებზე, ადამიანებზე ან მოვლენებზე საუბრობთ. მოახინეთ ასიმილაცია.

- ნუ მიიღებთ მონაწილეობას ლესბოსურ მოძრაობაში, დემონსტრაციებში, ან, უფრო უარესი, შეეცადეთ არ აღმოჩნდეთ ფოტოსა და ვიდეოზე ლესბოსური ღონისძიებებიდან. ნუ იმოქმედებთ თქვენი საზოგადოების სახელით.

- ნუ შეეცდებით ლესბოსური პრობლემების შეტანას ქალთა პრობლემებში, რომლებზეც თქვენ მუშაობთ. ქალთა უფლებები და ლესბოსელთა უფლებები განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

- არ ისაუბროთ ამ ორგანიზაციაში ჰომოფობიის შესახებ, არ იკამათოთ ადამიანებთან, არ დაარღვიოთ სიმშვიდე. არჩევანი გააკეთეთ  ქალთა საკითხებზე ჩვენთან მუშაობასა და ჰომოსექსუალებთან ლესბოსელთა საკითხებზე მუშაობას შორის.

        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გარიგების თანახმად, ჰეტეროსექსუალი ფემინისტები ჩუქნიან „ტოლერანტობას“ და ქალთა, როგორც ლესბოსელების, იდენტობის კერძო აღიარებას, მაგრამ საჯაროდ მათ სურთ, რომ ეს იდენტობა გაქრეს, გაუჩინარდეს რაღაც „უმაღლესი კეთილდღეობის“ გამო. ჰეტეროსექსუალ ქალებისგან განსხვავებით, ლესბოსელებს თხოვენ ფემინისტურ სამუშაო ადგილზე ახსენონ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების  ასექსუალური, ასოციალური ნაწილი. ჩვენ გვთხოვენ ისე მოვიქცეთ, თითქოს ჩვენ სხვა ცხოვრება არ გვაქვს სამუშაოს გარდა. ჩვენ თავის მოკატუნებას გვთხოვენ. საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიასთან დაკავშირებით ქალთა განთავისუფლებისადმი ჩვენი ღრმა ერთგულების და დანაშაულის გრძნობის გამო  ჩვენ ხშირად მივდივართ ამ გარიგებაზე. ძნელია დარჩე ძლიერი, როდესაც ღიად ხდება იმის მტკიცება, რომ უბრალოდ ჩვენი არსებობა, ჩვენი ცხოვრება საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის არსებობას, რომელიც ძლივს ახერხებს გადარჩენას სექსისტურ სამყაროში და მუშაობს ქალთა საკეთილდღეოდ.
      ქალთა განთავისუფლებისათვის მუშაობის პრივილეგიის გამო ლესბოსელებს სთხოვენ უარი თქვან თავის ადგილზე, და პოლიტიკურ დევნილობაში გვაგზავნიან იქიდან, სადაც, თითქოს, უნდა განიხილებოდეს ჩვენი, როგორც ქალების, პრობლემები, და სადაც ჰომოფობია, როგორც სექსიზმის ძლიერი იარაღი, უნდა იდევნებოდეს: ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობიდან. ეს მსხვერპლი უზარმაზარია, და ძვირად უჯდებათ ლესბოსელებს და ყველა ქალს.
         ამრიგად, ქალთა მოძრაობაში ბევრი ლესბოსელია ძლიერი წევრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური და სოციალური იდენტობა არ არის აღიარებული, ჩვენი მუშაობის უსაფრთხოება თითქმის ყოველთვის საფრთხის ქვეშაა, ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილია აღმართული, რომელიც დაეშვება ლესბოსელთა დევნის პირველივე მინიშნებისას.
        რას წარმოადგენს ლესბოსელთა დევნა? ეს ჰომოფობიური თავდასხმაა როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომელიც გულისხმობს და აცხადებს, რომ ლესბოსელის ან  ლესბოსელთა არსებობას  ზიანი მოაქვს ან დისკრედიტაციას უკეთებს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას. მისი მიზანია ლესბოსელებისთვის ზიანის მიყენება და ამრიგად ყველა ქალზე კონტროლის დაწესება, აიძულონ ისინი უარი თქვან სოციალურ ცვლილებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
       ლესბოსელთა დაშინება შეიძლება მოდიოდეს სხვადასხვა წყაროდან. ავიღოთ მაგალითისთვის თავშესაფარი ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ის შეიძლება შიგნიდან მომდინარეობდეს. დავუშვათ, რომ მოხალისეთა კოორდინატორი ლესბოსელია, და სამუშაო შეხვედრების დროს  ის ავლენს ძლიერ ლიდერობას და გამოდის პოლიტიკური სტრატეგიით, რომელსაც არ ეთანხმებიან სხვა თანამშრომლები ალბათ იმიტომ, რომ ეს მოითხოვს უფრო მეტ მუშაობას და  პრობლემებს შეუქმნის მათ.
       იმის ნაცვლად, რომ განიხილონ პრობლემა მის იდეებთან და ლიდერობასთან დაკავშირებით, ისინი იწყებენ  კულუარულ საუბრებს, რომ ის ლესბოსელია და თავშესაფრისთვის მოაქვს ზიანი. იმართება მშვიდი დისკუსიები რჩეულ მოხალისეებთან, რომლებსაც აწუხებთ, რომ უცოდინარობის გამო მათ ლესბოსელთან უწევდათ მუშაობა. მათი ჰომოფობია აქტიურობას იძენს, ისინი იწყებენ მისი „უჩვეულო“ ქცევის გაკონტროლებას. მოხალისეთა შორის იწყება ჭორების გავრცელება. ყურადღება ოჯახში შევიწროვებულ ქალებთან მუშაობიდან გადადის მოხალისეთა კოორდინატორზე, რომელსაც უჭირს თავის დაცვა, რადგან (1) ის რისკის ქვეშაა როგორც ლესბოსელი, რომელიც ცხოვრობს ჰომოფობიურ სამყაროში, და (2) ახლა ყველაფერს, რასაც ის აკეთებს,  მიეცემა ინტერპრეტაცია იმ ჭრილში, რომ ის ლესბოსელია, და ამიტომ მას აღიქვამენ, როგორც სექსუალურ საფრთხეს თანამშრომლებისა და ქალებისთვის, რომლებმაც თავშესაფარს მიმართეს. მას წასვლას თხოვენ ან სამსახურიდან ანთავისუფლებენ, რადგან მისი მუშაობა უკვე აღარ არის ეფექტური: დაზარალდა მოხალისეთა პროგრამა. დაზარალდა მუშაობა ოჯახში შევიწროვებული ქალების მხარდასაჭერად და ქალებზე ძალადობის შესაწყვეტად. ქალმა დაკარგა თავისი სამუშაო ადგილი სხვა ქალების გამო.
       ან ლესბოსელთა დევნა მოდის გარედან. შევჩერდეთ თავშესაფრის მაგალითზე. დევნა შეიძლება მოდიოდეს ქველმოქმედთაგან. ინსტიტუტებისა და პარტნიორებისგან სამსახურის მხრიდან, როგორებიცაა სოციალური სამსახურები, ეკლესიები, საავადმყოფოები, პოლიციის დეპარტამენტები, როგორც მომხრეებისგან, ისე მოწინააღმდეგებისგან.
       წყარო შეიძლება იყოს სხვადასხვა. ეკონომიკური ზარალი, ჩვეულებრივ, დიდ შიშს იწვევს, ასე რომ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ეს ქველმოქმედია. თავშესაფრის დირექტორი ჩნდება ყოველწლიურ შეხვედრაზე ფონდთან „United Way“, და ფონდის თანამშრომელი, რომელიც თავშესაფარს უთანაგრძნობს,  კერძო საუბრის დროს აცნობებს მას, რომ თავშესაფარს უპირებენ დაფინანსების შეწყვეტას, რადგან გავრცელდა ჭორი, რომ მას მართავენ ლესბოსელები. (როგორც ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული კოალიციის ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რატომღაც თვლიან, რომ ლესბოსელები ყოველთვის ჯგუფ–ჯგუფად დადიან). თავშესაფრის დირექტორმა დაარწმუნა, რომ ეს ასე არ არის, თვითონ ბრუნდება თავშესაფარში და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ თანამშრომლებს აცნობებს. ყურადღება ფოკუსირდება ლესბოსელი თანამშრომლის მუშაობაზე, და თუ მის მუშაობაში რაიმე აღმოჩნდება არაადეკვატური, მას მოუწევს სამსახურის დატოვება. მის ადგილს იკავებს გამომწვევად ჰეტეროსექსუალური ქალი.
       თუ თითოეულ ასეთ შემთხვევაში ლესბოსელი აღმოჩნდება ფერადკანიანი ქალი, საფრთხე მისთვის უფრო მაღალი იქნება, რადგან მასზე ერთდროულად განხორციელდებოდა ზეწოლა გამხდარიყო „მისაღები“ ფერადკანიანი ქალი, და თუ ის ერთადერთი ფერადკანიანი ქალია თანამშრომლებს შორის, მაშინ მისგან, პირდაპირ ან არაპირდაპირ სავარაუდოდ მოელიან, რომ ის ილაპარაკებს ყველა ფერადკანიანი ქალის სახელით. ის იმუშავებს რასიზმის, სექსიზმის და ჰომოფობიის წინაშე. თუ ის გამოხატავს აღშფოთებას ნებისმიერი ამ ფორმის ზეწოლის წინააღმდეგ, მას, რა თქმა უნდა, ჩათვლიან სიმშვიდის დამრღვევად. მას მოთხოვენ რთულ გარიგებას და დიდ მსხვერპლს.
ლესბოსელთა დევნაზე ასეთი რეაქციის მტკივნეული ირონია, როგორც ლესბოსელებისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის იმაშია, რომ ლესბოსელთა დევნა ამით არ მთავრდება. უკეთეს შემთხვევაში, დროებით მცირდება, ხოლო მუშაობა ოჯახში შევიწროვებულ ქალებთან და ქალთა მოძრაობა ზარალდება. და კიდევ, ერთი ქალი უმუშევარი რჩება. ამ მაგალითებში თანამშრომლებს შორის იყო ლესბოსელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ლესბოსელთა დევნა ეფექტურია მაშინაც კი, თუ გარშემო არც ერთი ლესბოსელი არ არის. თავად ლესბოსელის დაღი იწვევს შიშს, აკონტროლებს ქალებს, იწვევს დაქვეითებას ან ცვლილებებს მათ მუშაობაში. თუმცა ხშირად ეს არ არის გაცნობიერებული, მაგრამ ჰეტეროსექსუალური ქალები დროთა განმავლობაში ასევე განიცდიან დანაკარგს, ამასთან არანაკლებს, რადგან ჩვენ ვკარგავთ საზოგადოების შეცვლის შესაძლებლობას.


                                       ასევე ჰეტეროსექსუალურ ქალებზე
        როდესაც ჰომოფობია იმარჯვებს, ყველა ქალი წაგებული რჩება. ლესბოსელთა დევნა ყოველთვის არ იღებს ასეთ აშკარა ფორმას, როდესაც ორგანიზაციას უწოდებენ „ლესბოსელთა ხროვას“. უფრო ხშირად ეს დაფარულია წინდახედული სიფრთხილით, რომ ორგანიზაციის მიზნები „ძალიან რადიკალურია“, რომ ისინი შეიძლება მიიჩნიონ ოჯახის და მამაკაცის წინააღმდეგ გამოსვლად და მამაკაცებისადმი სიძულვილად. მიჩნეულია, რომ თუ ქალი მუშაობს სხვა ქალის გამო, ეს იმის მანიშნებელია, რომ აქ ყველაფერი კარგად არ არის, რომ ისინი, ალბათ, არასრულფასოვანი და გაბოროტებული ქალები არიან და არასანდო მოქალაქეები, რომელთა შესახებ საუბრობენ ფილის შიაფლაის მსგავსი „ნამდვილი“ ქალები და რომლებმაც იციან თავისი ადგილი და ამის გამო წარმატებულნი არიან.
      სექსიზმის ტერმინებში „ნამდვილი ქალი“ მორჩილია, იგი სხვა ადამიანების საჭიროებებს საკუთარზე მაღლა აყენებს, მას ამოძრავებს ემოციები, იდუმალებით არის მოცული, სულიერი და დაბადებიდან მორალურია, მას განსაზღვრავს მისი ბიოლოგია, და მას ეს მხოლოდ ახარებს, ის არაკომპეტენტურია, დამოკიდებული, ფიზიკურად სუსტი და გონივრულად ემორჩილება უმაღლეს ძალას და მამაკაცის სიბრძნეს. სექსიზმი ასევე გულისხმობს, რომ თუ ის არ ასრულებს ყველა ამ მოთხოვნას, მას ყველაფერი კარგად არ აქვს, და დამნაშავეა, თუ არ შეესაბამება ამ იმიჯს. არლენ ბლუმი თავის წიგნში „ანაპურნა: ქალის ადგილი“ ყვება ანაპურნაზე ექსპედიციის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა. მთაზე ასვლამდე მამაკაცმა ინსტრუქტორმა თქვა: „ქალებს შორის არ არიან კარგი ალპინისტები. ქალები ან ცუდი ალპინისტები არიან, ან ნამდვილი ქალები არ არიან“. ზოგადად, ქალს არ შეუძლია  გასცდეს მის როლს და დარჩეს „ნამდვილ ქალად“.
       ქალთა მოძრაობა მუშაობს იმაზე, რომ შეიცვალოს ქალის განმარტება, გაათავისუფლოს მისგან, რომ მან შეძლოს იყოს ის, რაც სურს, მიუხედავად მისი სქესისა. მაგრამ, თუ ჩვენ ვიღებთ ან ვგრძნობთ, რომ დაუცველი ვართ სექსისტური განმარტების წინაშე, რომ ფემინისტი მამაკაცის მოძულეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლესბოსელია, და ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ ჩვენი „ნორმალურობა“ და მისაღებობა, რა ბედი ეწევა ამ ამოცანას? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისაღები გავხდეთ სექსისტური სამყაროსთვის, თუ ჩვენ მისი შეცვლა გვინდა?
          საკუთარი უსაფრთხოების გამო, ჩვენ ნაწილობრივ ვაგზავნით ჩვენ თავს დევნილობაში და ვავლენთ მხოლოდ იმას, რამაც მკაცრი ცენზურა გაიარა და რაც მისაღებია: ეს ქმნის საშინელ დაცილებას ჩვენს შორის. სექსიზმის ანალიზმმა, რომელიც ჩატარდა ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველ წლებში, გვიჩვენა, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ნუკლეარული ოჯახის, სქესობრივი როლების, ქალთა საგანმათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების, იძულებითი ჰეტეროსექსუალობის მიმართ.
        მიუხედავად ამისა, ახლა, ჰომოფობიის საფრთხის გამო, ფემინისტები ეუბნებიან თავის მომხრეებს, რომ მათ დღემდე სჯერათ ამ ანალიზის და რომ ეს მუშაობა საჭიროა, რომ ისინი უკეთესად წარმართავენ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც სექსიზმის კონვენციებს შეესაბამება. ასეთი კონფლიქტი რწმენასა და პრაქტიკას შორის იწვევს გაუცხოებას, დაქსაქსულობას და გამართლების სურვილს. ქალებს ეშინიათ ღიად იმაზე მუშაობა, რასაც შეუძლია ჩვენი განთავისუფლება, და ეს შიში აისახება მთელ მოძრაობაზე. იერარქიული სტრუქტურები, პატრიარქატის ასახვა და ქვაკუთხედი აგრძელებენ სიცოცხლეს ქალთა ორგანიზაციებში იმ სტილთან ერთად, რომელსაც მხარს უჭერენ ასეთი სტრუქტურები. ქალთა ორგანიზაციები ხშირად ირჩევენ დირექტორებს და ლიდერებს, რომელთა ჰეტეროსექსუალობა განსაკუთრებით ნათლად გამოიხატება მათ გარეგნობასა და ქცევაში.
      ფემინისტები ხუმრობენ „წარმატებული იმიჯის“ შესახებ და ცდილობენ შეესაბამონ მას. კლასობრივი საკითხები არ ანალიზდება, რადგან ის მოითხოვს ქალთა ეკონომიკური როლისა და ფერადკანიანი ადამიანების ეკონომიკური როლის ისეთივე სიღრმისეულს ანალიზს. მიუხედავად განქორწინებული ქალებისა და მამაკაცების მზარდი რაოდენობისა, მარტოხელა მშობლების, ქვრივების, ლესბოსელების და გეების არსებობისა, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სოციალური სტრუქტურები და ოჯახები, ნუკლეარული ოჯახის და მისი პატრიარქალური ფესვების კრიტიკული ანალიზი ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია. არაფერს არ ლაპარაკობენ იმის შესახენ, რომ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც დაფუძნებულია მულტიეროვნულ კორპორაციებზე, ნუკლეარული ოჯახი უბრალოდ მოძველდა და აღარ არის ეფექტური. მსგავსი თემის საჯარო ანალიზი მოითხოვს უზარმაზარ გამბედაობას და უზარმაზარი წინააღმდეგობა შეხვდება.
       საკუთარი მისაღებობის დაკარგვის შიში ძალიან დიდია. მაგრამ შეძლებენ ფარული ფემინისტები  ეფექტიანი და გრძელვადიანი ცვლილებების მიღწევას? თუ გამოვიყენებთ ოდრი ლორდის მეტაფორას: შეძლებენ თუ არა პატრონის ინსტრუმენტები მეპატრონის სახლის დაშლას, მე დავამატებდი: შესაძლებელია ამის მიღწევა იმ ქმედების გზით, რომელსაც მოიწონებს და მიიღებს მეპატრონე? ზოგიერთი ფემინისტი იტყვის, რომ აუცილებელია გარკვეული სახის ჩაცმულობა, გარკვეული სახის საუბარი, გარკვეული სახის ქცევა, რათა მამაკაცთა ყურადღება მივიქციოთ, რომლებიც აკონტროლებენ სასამართლოებს, სკოლებს და ინსტიტუტებს, და რომლებსაც აქვთ ძალაუფლება ჩვენზე.
       ეს დამოკიდებულება მიუთითებს კეთილი ნების არსებობის რწმენაზე, იმის რწმენაზე, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანი შეიძლება დაარწმუნო მისი ძალაუფლება სხვას უწილადოს უბრალოდ გულკეთილობიდან გამომდინარე. ჩვენ ვნახეთ ინდივიდუალური წარმატებების საკმარისი მაგალითი, რათა გვქონდეს ამის რწმენა: რამდენიმე ქალი ნაწილობრივ დაშვებულია ხელისუფლებაში. მაგრამ ქალების უმრავლესობას - სხვადასხვა რასის, სოციალური კლასის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის, ასაკის და ა.შ. ქალებს, არ აქვთ ხელისუფლებაში შეღწევის საშუალება და არც სარგებლობა მიუღიათ მისგან. სწორედ ამიტომ რადიკალურად განწყობილ ქალებს არ სჯერათ, რომ ხელისუფლება, ამ სიტყვის ფართო გაგებით, შეიძლება გულკეთილობის გამო გადაეცეს ისე, რომ ჩვენ მოგებული დავრჩეთ. მას შეიძლება მხოლოდ მიაღწიო, ამისთვის კი უნდა დაარღვიო ნორმები, რათა გახდე უფრო ძლიერი, შექმნა მხარდაჭერისა და იდენტურობის მასობრივი მოძრაობა. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი თვითშეგნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვაგვარად მოვიქცეთ, შევიძინოთ ძალა და გამბედაობა, რომ სხვაგვარად ვიცხოვროთ, და როდესაც ქალების უმრავლესობა ამას მიაღწევს და გაყვება მას, ხელისუფლების დისბალანსი შეიცვლება. ძალაუფლება ეკუთვნის მათ, ვისაც ჩვენ ვაძლევთ ამის უფლებას. მათთან ლაქუცი, ვისაც ძალაუფლება აქვს, და ძალისხმევის გამოვლენა იმისათვის, რომ მათთვის მისაღებად გამოვიყურებოდეთ, არ გამოიწვევს რაიმე გრძელვადიან ცვლილებებს.
         ჰომოფობია ზიანს აყენებს ქალებს პირადულ დონეზეც. თუ ჩვენ, თვითგამოხატვის მოთხოვნილების მიუხედავად, თავს ვიკავებთ, თუ ჩვენ შიშის გამო ვზღუდავთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ არასრულფასოვნად ვცხოვრობთ. სემინარების დროს, რომლებსაც ვატარებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მე ვეკითხები ქალებს, როგორ იცხოვრობნდენ ისინი, თუ სამყარო მათთვის ღია იქნება, თუ  არ იარსებებდა სექსიზმი. პასუხი უბრალოდ გასაოცარია და ხშირად ძალიან სევდიანი. ისინი საუბრობდნენ არა მხოლოდ სამსახურის შესახებ, რომელსაც დაიწყებენ, არა გამოცდილების შესახებ, რომელსაც მიიღებენ, არამედ ურთიერთობების, განსაკუთრებით კი არასექსუალური ურთიერთობების შესახებ, რომლის უფლებასაც ისინი საკუთარ თავს მისცემენ. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ იკავებდნენ თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისგან, რადგან ეს მიუღებელი იქნებოდა სექსისტურ სამყაროში, როგორ მისდევდნენ იმ გზას, რომელსაც მათგან მოელოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ გაყოლოდნენ თავის გულისთქმას, როგორ განიცდნენ ტანჯვას ჯანმრთელობისა და ფსიქიკური ენერგიის დაკარგვის შედეგად, როგორ ვლინდებოდა იშვიათად მათი ჭეშმარიტი პიროვნება, უსაფრთხო მომენტებში, და როდის ცხოვრობდნენ ისინი უსაფრთხო ცხოვრებით. ისინი ცვლიდნენ მათ მთლიანობას ჰეტეროსექსუალურ პრივილეგიებზე სექსისტურ საზოგადოებაში, გრძნობდნენ, რომ მიატოვეს თავის თავი, და თავისუფლებისკენ ისწრაფვოდნენ. მათ სურდათ დაბრუნება, მაგრამ ეს შიშს გვრიდა. დაკარგვის შიში გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ ქალებზე. ეს ისეთივე შიშია, მაგრამ უფრო ძლიერი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ლესბოსელებზე და ასე თუ ისე გვაიძულებს დამალვას. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ უჩინარი, როდესაც ჰეტეროსექსუალობას გამოვხატავთ.
          იძულებითი ჰეტეროსექსუალობის ძალა იმდენად დიდია, რომ საჭიროა წარმოუდგენელი წინააღმდეგობის გაწევა, რომ დაუპირისპირდე მას. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენი წინააღმდეგობა ხშირად ფარულია, მათ შორის ლესბოსელებს შორის, რომლებიც თავისი არსებობით ებრძვიან  კაცების ქალებზე ხელმისაწვდომობას.
           თავის გავლენიან და ბრწყინვალე ესსეში „იძულებითი ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელთა არსებობა“, ადრიან რიჩი გვაჩვენებს, რომ იძულებითი ჰეტეროსექსუალობა იმდენად მკაცრი იყო და იმდენი დანაკარგი გამოიწვია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ, არის თუ არა ეს ქალი ჰეტეროსექსუალი, თუ მან უბრალოდ „აირჩია“ ჰეტეროსექსუალობა იმისთვის, რომ გადარჩეს.
           აღნიშნულ ესსეს რიჩი იწყებს ქეთლინ ჰუგის სიით, რომელიც მან მოიყვანა სტატიაში „ოჯახის წარმოშობა“ და რომელშიც ჩამოთვლილია მამაკაცთა ძალაუფლების მახასიათებლები არქაულ და თანამედროვე საზოგადოებაში, და აღწერს ამ მახასიათებლებს როგორც იძულებითი ჰეტეროსექსუალობის საშუალებებს. ეს მახასიათებლებია: „მამაკაცებს შეუძლიათ უარყონ ქალთა  სექსუალობა ან თავს მოახვინოთ მათი სექსუალობა; ისინი განკარგავენ ან იყენებენ მათ შრომას და კონტროლს უწევენ მათ პროდუქციას; ისინი აკონტროლებენ ბავშვების დაბადებას ან შვილებს ართმევენ ქალებს; ისინი ფიზიკურად ზღუდავენ მათ და აკონტროლებენ მათ გადაადგილებას; იყენებენ როგორც ობიექტებს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობისათვის; ხელს უშლიან მათ შემოქმედებას; ან უმალავენ მათ საზოგადოებრივი ცოდნის და კულტურული მიღწევების მნიშვნელოვან ნაწილს“. თითოეული აღნიშნულ მახასიათებლისთვის რიჩი იკვლევს მეთოდებს მამაკაცური ძალაუფლების დასამყარებლად. მან დაასკვნა, რომ „ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ უთანასწორობის შენარჩუნებასთან და ქონების განაწილებასთან, არამედ ძალების მუდმივ კლასტერთან, რომლებიც ვარირებენ ფიზიკური ძალადობიდან გონების გაკონტროლებამდე, და იძლევიან ვარაუდის საშუალებას, რომ ისინი ანელებენ საპასუხო რეაქციის უზარმაზარ პოტენციალს“.
        რიჩი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ქალს შეეძლო არ „აერჩია“ ჰეტეროსექსუალობა, რომ არ გვაიძულებდნენ გარკვეული სახის ცხოვრებას სხვადასხვა მავნე გზებით, რომ ბევრი ქალი ამის ნაცვლად აირჩევდა ურთიერთობას სხვა ქალებთან, და რომ ეს შეცვლიდა ძალაუფლების ლოკუსს, რათა აღარ ყოფილიყო „მამაკაცის  უფლების გარანტია ქალზე ფიზიკური, ეკონომიკური და ემოციური ხელმისაწვდომობისა“.
          რიჩის ნაშრომის მნიშვნელოვანი ასპექტი იმაშია, რომ ის არ მოუწოდებს ყველა ქალმა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ღრმა სექსუალური და ემოციური მიდრეკილება ქალის ან მამაკაცის მიმართ. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ჰეტეროსექსუალობიდან აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული „იძულება“, რომელიც არ უნდა იყოს მიღებული როგორც ნორმა, და თუ ეს არ შეიცვლება, მაშინ მამაკაცებს წაერთმევა მათი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
         ეს რომ შეიცვალოს, ქალები უნდა წინ აღუდგენ იძულებით ჰეტეროსექსუალობას, თუნდაც რისკის ფასად. არსებობს მამაკაცთა დომინირებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ტრადიცია. ყოველთვის არსებობდნენ ქალები, რომლებიც არღვევდნენ დადგენილ ნორმებს: ლესბოსელები; ჯადოქრები; ყველა ქალი, ვინც უარს ამბობდა  ქორწინებაზე; „შინაბერები“; ქალთა რელიგიური საზოგადოებები; ფემინისტები, რომლებიც ქალებს პირველ ადგილზე აყენებდნენ; ქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ისინი არ გააჩენენ ბავშვებს; ქვრივები, რომლებიც ირჩევდნენ მეგობრობას სხვა ქალთან განმეორებითი ქორწინების ნაცვლად.
          მაგრამ იძულებითი ჰეტეროსექსუალობის და მამაკაცთა დომინირებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მთავარი საშუალებაა ჰომოფობიისა და ჰეტეროსექსიზმის განადგურება. ქალებმა უნდა გააანალიზონ ჰომოფობიის ძალა ჩვენ ცხოვრებაზე, და  როგორ გვაიძულებს ის ჰეტეროსექსუალობას. ჩვენ უნდა განვავითაროთ იმის გაცნობიერება, თუ როგორ ახერხებს ხალხი მუდმივად წარმოაჩინონ საკუთარი ჰეტეროსექსუალობა, და ფარულად როგორ მიიჩნევენ, რომ ყველა დანარჩენი ასევე ჰეტეროსექსუალურია. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ ზღუდავს ეს ჩვენ ცხოვრებას. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ პრივილეგიების დაკარგვის შიში, რომლებიც დაკავშირებულია ჰეტეროსექსუალობასთან, აგრეთვე მსხვერპლი, რომელიც მზად ვართ გავიღოთ ამ პრივილეგიების შესანარჩუნებლად და რომელთა დახმარებით ჩვენ ვაფრთხილებთ მათ, ვინც წინააღმდეგობას დააპირებს.
         ჰეტეროსექსუალ ქალებს ადვილად შეუძლიათ შეამოწმონ, რამდენად შეძლო მან ჰომოფობიისგან თავის დაღწევა ცხოვრებაში. თუ მას შეეკითხებიან,  ლესბოსელია იგი თუ არა, მას შეუძლია უპასუხოს: „მე არ ვარ ლესბოსელი, მაგრამ მე მხარს ვუჭერ ქალთა სექსუალურ არჩევანს“. ამდენად, ის ახდენს დისტანცირებას და თავს იცავს. ამის ნაცვლად მას შეუძლია უარი თქვას პასუხის გაცემაზე კითხვაზე მისი სექსუალური იდენტობის შესახებ, და, შესაბამისად, შეუძლია განაცხადოს, რომ ჰომოფობია მათი პრობლემაა, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, და რომ ის, ვინც ადანაშაულებს, თავად არის პრობლემის წყარო. ამის შემდეგ, თუ ეს არ იმუშავებს, და ინტერესი მისი სექსუალური იდენტობის მიმართ შენარჩუნდება, მას შეუძლია დანიურ გადაწყვეტილებას მიმართოს და თქვას: „ყველა ქალი ლესბოსელია, და ამიტომ მეც ლესბოსელი ვარ“. ჰეტეროსექსუალმა ქალებმა თავისუფლება უნდა მისცენ საკუთარ თავს შეინარჩუნონ ღია ურთიერთობები არა ლესბოსელებთან და ლესბოსელებთან, და ამასთან არ შეახსენოს ყოველ ნაბიჯზე თავისი ჰეტეროსექსუალურობის შესახებ, რათა უზრუნველყოს (ნაწილობრივ მაინც) საკუთარი უსაფრთხოება. ჩვენ უნდა ჩამოვართვათ სიტყვას „ლესბოსელი“ ნეგატიური ელფერი, რომ ის აღარ იქცეს იარაღად, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ.
          კიდევ ერთი ტესტი იმაში მდგომარეობს, რომ ვიფიქროთ მის შვილებსა და ახალგაზრდა მამაკაცებზე, რომლებსაც მის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავთ. თუ შვილი ამბობს: „დედა (ან დეიდა, მეგობარო ან და), მე ქალი შემიყვარდა“, და მისი პირველი რეაქციაა: „მე მოხარული ვარ, რომ შენ შეგიყვარდა“, და მეორე: „როგორ შემიძლია შენი მხარდაჭერა?“, ცხადია, რომ მას აწუხებს მისი ბედნიერება, და არა გენდერი ადამიანისა, რომელიც მას შეუყვარდა. ასევე მას სამართლიანად აწუხებს, როგორ შეუძლია მას უზრუნველყოს მხარდაჭერა ამ ჰომოფობიურ სამყაროში.
         და ბოლოს, ყოველთვის არსებობს შემდეგი სავარჯიშო ჰეტეროსექსუალური ქალებისათვის: მიწერონ წერილი ადამიანს, რომელიც ძალიან უყვართ და რომლის კეთილგანწყობა მათთვის მეტად მნიშვნელოვანია, უთხრან წერილში, რომ ის ლესბოსელია. და შემდეგ გაანალიზოს, რა ძალაუფლება აქვს მასზე ამ  შიშს.
         როდესაც ჩვენ შევძლებთ შიშთან პირისპირ შეხვედრას და წინააღმდეგობას გავუწევთ ჰომოფობიურ/ჰეტეროსექსუალურ სტერეოტიპებს და თავდასხმებს, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ბრძოლას მამაკაცის ძალაუფლების და ჩვენი ცხოვრების კონტროლის წინააღმდეგ. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, შეუძლიათ თუ არა ქალებს ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა, მაკიაჟის  გამოყენება და მაღალიქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. საუბარი იმაზეა, აკეთებს თუ არა ქალი არჩევანს მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიუხედავად, რათა დაიმსახუროს მოწონება და მიიღოს დაცვა. საქმე იმაში არ არის, აქტიურად უნდა შეასრულოს თუ არა მამაკაცმა მშობლის მოვალეობები, რათა შეუმსუბუქოს დატვირთვა ქალს. საქმე მამაკაცის ძალაუფლების ინსტიტუციურ და ინდივიდუალურ გამოვლინებაშია და ამ ძალაუფლების იძულებით ბუნებაში. საქმე იმაში არ არის, უნდა იყვნენ თუ არა ყველა ქალები ლესბოსელები, იმისათვის რომ იყვნენ თავისუფლები. საქმე იმაშია, რომ გავაცნობიეროთ, რომ ქალთა ბრძოლა დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისთვის და  ახალი შესაძლებლობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული ლესბოსელებთან იმგვარად, რომ დააშინონ ქალები, და რომ ჩვენ, ქალებმა, უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ რეაგირებას ვახდენთ ლესბოსელთა დევნაზე, და რა უშლის ხელს ჩვენს პროგრესს. ეს არ არის ჩვენი სექსუალური იდენტობის საკითხი, ეს ჩვენი თავისუფლების საკითხია. "

(c)

===========

 • ლესბოსელი ქალების ბრძოლა მთლიანი ინსტიტუციონალიზებული მიზოგინიის წინააღმდეგ ბრძოლაა. გეი მამაკაცების დილემა კი მხოლოდ იმის დამტკიცებაა, რომ ქალები არ არიან... გეი მამაკაცებს არავითარი წვლილი არ შეაქვთ ქალების ბრძოლაში მამაკაცების ძალაუფლების წინააღმდეგ. ამგვარი წვლილი წინააღმდეგობაში იქნებოდა ჰომოსექსუალობის განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანთან... ჰომოსექსუალი მამაკაცი ისეთივე თანამონაწილეა ამ [პატრიარქალურ] სისტემაში, როგორც ჰეტეროსექსუალი მამაკაცი.
• მასკულინობა ამორალურია
http://masculinities.ge/index.php?translates&id=5

Tenderness and kindness are not signs of weakness and despair,but manifestations of strength and resolutions"

"Pornography tells lies about women. But pornography tells the truth about men"John Stoltenberg

16:04
A man would prefer to come home to an unmade bed and a happy woman than to a neatly made bed and an angry woman.
Marlene Dietrich

What is so remarkable is that men in general, really with so few exceptions, are so penis obsessed. I mean, if anyone should be sure of self-worth in a penis-oriented society, it should be the one who has the penis. But one per individual doesn't seem to be enough. I wonder how many penises per man would calm them down. Listen, we could start a whole new surgical field here.”
—Andrea Dworkin, “Nervous Interview” (1978)
--
(გაგრძელება იქნება როცა მთლიანი წიგნი მოიძებნება
რედაქტორებმა  ჟურნალში გამოქვეყნებისთვის მოგვწერეთ აქ :
Human Rights )

Suzanne Pharr Political Handywoman books

-------







вторник, 29 сентября 2015 г.

თარგმანები ელექტრონული წიგნები ტაბუ დადებული თემები საერთაშორისო ურთიერთობები

შეგიძლიათ შეიძინოთ აქ ბლოგზე და ელ წიგნების მაღაზიაში "საბა "


1. წერილები სხეულზე (სხეულის კრიპტოგრაფია)

 2.ლესია უკრაინკას ცხოვრება


ლესია უკრაინკას და ოლგა კობილიანსკაიას საიდუმლო მიმოწერა "მელანქოლიური ვალსი"

4. ამერიკა რუსეთის შეპირისპირებითი დახასიათება-   coming soon

5 აუტენტური  მოძრაობა ფსიქოთერაპია coming soon

6. პოლიტიკა გროტესკის მიღმა -  coming soon
7 ეროტოლოგია   საკრალური სოციოლოგია თეურგია - coming soon














კონტაქტი :
email: giobloggeri@gmail.com

понедельник, 4 ноября 2013 г.

ტეხნეა როგორც შემეცნება


გნოზისი ბერძნულად ნიშნავს შემეცნებას და სექსუალური აქტს ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­ძ­ნუ­ლად "ტეხ­ნეა", ანუ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბუ­ნე­ბის­გან იმ­ით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ იგი ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი, მა­შინ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბი არაა ნა­კე­თე­ბიხელოვნება წარმოადგენს შემოქმედების ერთ-ერთ სპეციფიკურ სფეროს. გასაგებია ის, რომ შემოქმედება ვერ დაემთხვევა ხელოვნებას, რადგანაც შემოქმედება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ხელოვნება. ყოველგვარი შემოქმედება არ არის ხელოვნება, ხოლო ყოველგვარი ხელოვნება შემოქმედებაა.ფილოსოფიასა და ხელოვნებაში რაც უფრო მეტია შემოქმედისეული, პიროვნებისეული, მით უფრო დიდია ესა თუ ის ნაწარმოები.საბოლოოდ, ხელოვნებისა და სინამდვილის განსხვავების პრობლემა უბრალო ნივთისა და ხელოვნების ნიმუშის განსხვავების პრობლემაზე დაიყვანება. მაშ ასე, რატომ აღვიქვამთ ჩვენ რეალურ მზესუმზირებს საგნებად, ნივთებად, ვან გოგის ,,მზესუმზირებს" კი ხელოვნების ნიმუშად? განა საქმე მშვენიერებაშია?! მაგრამ ხანდახან ხომ მხატვართა მიერ ასახული საგანი, ნივთი, არსება რეალურად უფრო მშვენიერია, ვიდრე ტილოზე. ასეთი უნდა ყოფილიყოუბრალო ნახატს ხელოვნების ქმნილებად სწორედ ის აქცევს, რომ ის არათუ სინამდვილე, მისი ზუსტი ასახვაც კი არაა. თვით ფოტოც კი, ზუსტად რომ იმეორებს ნამდვილი საგნის გრძნობად ფორმას, მხოლოდ მაშინაა ღირებული, როცა ამ საგანს სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს და არა ისეთით, რომლითაც ჩვენ მას სინამდვილეშიც ვხედავთ.განა ხელოვნების გამარჯვებაა ის, რომ სურათზე გამოსახული ყურძენი ადამიანს მისი შეჭმის სურვილს უღვიძებს? არამც და არამც. მხოლოდ სინამდვილის პრეროგატივაა, ინდივიდს მასში უშუალო ჩართვის მოთხოვნილება აღუძრას, ფერწერულმა ტილომ კი მხოლოდ ცქერით უნდა მოჰგვაროს ტკბობა.ნაწარმოების მომხიბვლელობის ერთ-ერთი ასპექტი იმაში კი არ მდგომარეობს, მონათხრობი რაც შეიძლება უკეთ მიესადაგებოდეს სინამდვილეს, არამედ იმაში, რომ რაც შეიძლება უჩვეულოდ წარმოაჩინოს ის, რაც სხვა შემთხვევაში სავსებით ჩვეულებრივი იქნებოდა. ეს არის დამაჯერებელი ტყუილის ხელოვნება.ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უპირველესი პირობა მისი რეალობისგან გამიჯვნაა. რა ხერხით შეიძლება ხელოვნების ქმნილების რეალობისაგან დაცილება?ამისთვის აუცილებელია ერთგვარი ჩარჩო. ფერწერული ნამუშევრის შემთხვევაში, ჩარჩო პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ. ტილო იმიტომ გამოიყოფა ჩარჩოთი, რომ სინამდვილეში არსებულ საგნებს არ შეერწყას, მათში არ ჩაიკარგოს. სხვა შემთხვევაში ჩარჩო წარმოსახვითია და იგი მოიაზრება მაყურებლისა თუ მკითხველის მიერ.==========რო­გორ უნ­და ამ­ო­ვიც­ნოთ ქრის­ტე­ში ქრის­ტე, ანუ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თი ამ­ო­ვიც­ნოთ და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­დი­ო­და, რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. გვაქვს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ად­ა­მი­ან­ში ად­ა­მი­ა­ნის, მაგ­რამ არა ღმერ­თის ამ­ო­საც­ნო­ბად. ამგ­ვა­რად, ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თის ამ­ოც­ნო­ბა არ­ჩე­ვის წმინ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტია და არ­აფ­რით სა­ბუთ­დე­ბა. ამ­ოც­ნო­ბის აქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რად­გან არ არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის პა­ლეს­ტი­ნა სავ­სე იყო სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის მო­ხე­ტი­ა­ლე ფა­კი­რე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბით, მქა­და­გებ­ლე­ბით და ქრის­ტეს მხო­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტის წყა­ლო­ბით თუ ამ­ო­იც­ნობ­დიიმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბა­ზე სვა­მენ კითხ­ვას, უეც­რად წა­მო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს კითხ­ვა და ეს პა­სუ­ხი (რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა? - ის, რაც დას­რულ­და) - ინ­ტი­მუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ­მა­ნეთ­თან. ის­ი­ნი კავ­შირ­ში არ­ი­ან, რად­გა­ნაც იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა ქრე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სხვა­ო­ბა მუ­ზე­უმ­სა და მუ­ზე­უმს გა­რეთ მო­თავ­სე­ბულს შო­რის, შეგ­ვიძ­ლია ჩათ­ვა­ლოთ, რომ იშ­ლე­ბა ზღვა­რიც ხე­ლოვ­ნე­ბას და არ­ა­ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის.ჭვრე­ტა იმ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, რომ იგი ყო­ველ­თ­ვის უს­რუ­ლია, დრო არ გვყოფ­ნის. და დრო­ის ეს უკ­მა­რი­სო­ბა ჭვრე­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის დრო­ის ფუნ­და­მენ­ტურ უკ­მა­რი­სო­ბა­საც ნიშ­ნავს.. დაძაბულობის მოსახსნელად ადამიანმა სწორი დასვენება უნდა ისწავლოს... ეს არც ისე მარტივი საქმეა. სწორად დასვენებას ცოდნა უნდა. წიგნის კითხვა, ფილმის ყურება ან კიდევ ძილი საჭირო შედეგს არ იძლევა. საჭიროა ისეთი ცოდნა რომელიც სისტემის ყველა ელემენტზე ერთობლივად იმუშავებს და მას განავითარებს ერთიანად... ვარსკვლავები, პლანეტები და კოსმოსი დადებითად იმოქმედებს მაშინ როდესაც თქვენ გაგზავნით მათ მიმართ ზუსტ სიგნალს. სიგნალი კი პიროვნული სისტემის სისუფთავეზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს ყოფიერების არსებობას და ქმნადობის პრინციპის გათვალისწინებას. სხვა შემთხვევაში საეჭვოა საჭირო ცვლილების მიღება. საიდუმლო არ არის ფილმში ან სიტყვაში. საიდუმლო ბუნებრიობაშია. ოჯახი - ეს არის ადამიანების ჯგუფი, სადაც (ჯერ გაურკვეველი პრინციპის გამო) ყველა ერთმანეთს ეწირება. დაშორებაჩემი მზერები იმდენად დაშორებულა იმას, რისაც ასე მსურდა რომ შევხებოდი,ის სიმარტოვეს აირეკლავს, უიმედო ილუზიების მსხვერპლს მხდიან მხოლოდ...მინდა გავსულელდე ამ შეხებებით, შლეგად ვიარო ფართოდ გაღებული კარის კიდეებთან,შიშის სურნელი და სიყვარულის სიმძიმეც ხომ უნდა აორთქლდეს?და რაც დარჩება, ვაკუუმში გავტყორცნით შედეგს!ხელჩაჭიდებულ სიცივესა და სიშიშვლეს გვაგრძნობინებენ ჩვენი თვალებიამიტომ ვერ ვიქნებით კავშირში, ამიტომ გავიქცევით ჩვენ დღეს საღამოს - მხოლოდ მე და ეს!თითქმის ახლა გამახსენდა:დავიწყებული სიცოცხლის გზის აღსადგენად - სპექტაკლს გავმართავ!რომ კვლავ მიგიღო, უნდა ავურიო შეკრებილთ გზები,თმებით კასრები ვხაპო, სისხლისგან - არტერიები,ფეხით ყანები ვლეწო, ცას ბულულები ვუმტვეროდა კვლავ ვიმღერო - სასურველ გამოგონილ ქანდაკებაზე.მინდა გავსულელდე ამ შეხებებით, შლეგად ვიარო ფართოდ გაღებული კარის კიდეებთან,შიშის სურნელი და სიყვარულის სიმძიმეც ხომ უნდა აორთქლდეს?და რაც დარჩება, ვაკუუმში გავტყორცნით შედეგს!ხელჩაჭიდებულ სიცივესა და სიშიშვლეს გვაგრძნობინებენ ჩვენი თვალები ამიტომ ვერ ვიქნებით კავშირში, ამიტომ გავიქცევით ჩვენ დღეს საღამოს - მხოლოდ მე და ის!

 http://www.demo.ge/new.php?do=full&id=486 იან საუდეკი თავის ფოტოებში სექსუალობის ყველაზე არატრივიალურ ასპექტებს აჩვენებს. ფერებს, პერსონაჟთა გრიმს, ზოგად ატმოსფეროს კი მისი ფოტოები, ბრუტალური "ხორცის" გამოსახულებიდან რომანტიზირებული წარსულის დახვეწილ ციტატაში გადაჰყავს.

 http://www.demo.ge/new.php?do=full&id=806 სიკვდილი ეწევა ჩემს სიგარეტს საშოს ბაგეები გახსნილია –თითქოს ქრისტოფორე კოლუმბი იხდის ფეხსაცმელს.არის რამე უფრო მშვენიერი,ვიდრე გემის ჭვინტის შეხება ახალ სამყაროსთან?
 http://www.demo.ge/new.php?do=full&id=670
Discovery The petals of the vagina unfold like Christopher Columbus taking off his shoes. Is there anything more beautiful than the bow of a ship touching a new world?

Люди, делающие искусство опасны для любой диктатуры. Они создают красоту, а красота и есть главный враг. Художники эскаписты по природе..они контрреволюционерыпотомушо есть человек которому неподвластно царство красоты вот и он хочет ее истребить" Пока не наступит ночь " фильм о трагической судьбе Рейнальда Аренаса

აი შე ძუკნა–უთხრა კაცმა–მდიდარო ძუკნა. მეტი კი არაფერია პოეზია. პოეზიით ვარ სავსე. პოეზიითა და სიდამპლით. დამპალი პოეზიით-ჰემინგუეი

 რატომ არის გალა ასეთი ძვირფასი ყველა მხატვრისთვის? რას აკეთებს ეს ქალი ისეთს, რომ ასე მნიშვნელოვანია მათთვის? ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: გალა არაფერსაც არ აკეთებს. გალა საშუალებას გაძლევს, გააკეთო. ის პოზირებს. პოზირება კი ნიშნავს სივრცის არქიტექტონიზებას; გარდა ამისა, თავისი პოზით ის “ქმნის სიჩუმეს”, აკმაყოფილებს წყურვილს და აქარწყლებს შეშფოთებას. ხოლო როცა თქვენ სეირნობთ, და თქვენი აზრები სადღაც შორს, მტანჯველი ძიების ნისლიან მიდამოებში დაეხეტებიან, გალა თქვენ მიგითითებთ ყვავილზე, რომელიც იმ ბილიკთან იზრდება, რომელზეც თქვენ მიაბიჯებთ, და გაბრუნებთ ხეხილის ბაღის სიცოცხლით აღსავსე იმ რეალობაში, რომლის სიახლოვესაც თქვენ დასეირნობთ. “შეხედე, როგორი ყვავილია”, – ამბობს იგი, და სწორედ ამ ყვავილის ნახვას გირჩევდათ მიშელ მონტენიც – გადაიკითხეთ იგი! — რათა ხელი შეუშალოთ თქვენს გონებას გახდეს ამაო ოცნებათა მსხვერპლი… სივრცის არქიტექტონიკა


საკრალური სოციოლოგია -ეროსი როგორც ცივილიზაციის პროდუქტი უფრო ძლევამოსილია ვიდრე სქესობრივი ინსტიქტი, ცივილიზაცია არის თვითმზრდადი ეროსი,მისი გაფართოებული თვითწარმოქმნა გადალახვით. ტრადიცია და ტაბუ - ძლიერი პრესი მის წნეხის ქვეშ საზრდოობს ნატურალური ჯანსაღი ინსტიქტის წყარო რომელიც გადააქცევს მას ღვინოდ, რომელიც პოეტებს და დამპყრობლებს ახვევს თავბრუს. მაშინ როდესაც სიყვარული ხდება უხამსი ის იმსახურებს ახალ განხილვას, ვიდრე იმ დროს როდესაც ის გამოდიოდა როგორც კანონიერი თემა სოციალური ურთიერთობებისა და ქცევის